Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > 2017 * შემოდგომის ზეპური ტესტები


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Oct 2017, 14:01
სრული განრიგი >> http://ovaluri.comxa.com/2017/RA/31_AUTUMN.htm

თუ უზუსტობა შენიშნეთ -- აქვე დაპოსტეთ!

user posted image


Posted by: Levan ch 25 Oct 2017, 14:40
მაორები შარშან ამერიკას ეთამაშნენ, წელს კანადაში ჩადიან რა იქნება ერთი ჩვენც შევაცდინოთ rolleyes.gif

Posted by: jora84 25 Oct 2017, 14:43
Levan ch

შეცდენა რთული არაა, შესაცდენი ფული თქვი შენ biggrin.gif
ფულს თუ დაანახებ იმნაირებ ხდებიან უცებ biggrin.gif

Posted by: Lotkinski 25 Oct 2017, 15:18
QUOTE
შეცდენა რთული არაა, შესაცდენი ფული თქვი შენ
ფულს თუ დაანახებ იმნაირებ ხდებიან უცებ


როგორც ვიცი ნახევარი ლიმონი ჯდება sad.gif ვინ გაიკრავს ჯიბეზე ხელს?

Posted by: zaal1969 25 Oct 2017, 15:26
Lotkinski
QUOTE
როგორც ვიცი ნახევარი ლიმონი ჯდება  ვინ გაიკრავს ჯიბეზე ხელს?


ნახევარი ლიმონი დავხარჯოთ ბავშვთა რაგბში და მწვრთნელების კვალიფიკაცია ავამაღლოთ

Posted by: jora84 25 Oct 2017, 16:02
Lotkinski

ვაბშეტა ლიმონია, ნახდი შავები სამი დაახლოებით

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Nov 2017, 15:44
user posted image

"ნაღდი რაგბი"

ზელანდიამ ჩრდილოური ტურნე თვიქნემით დაიწყო -
"ოლ ბლექსი" აბურთავა კივებით’ვე გაძეძგილ "ბარბაროსებთან"


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

"მსოფლიო რაგბის" ზე’ბრძნული (!?) კალენდრით, კივები ინგლისს 2014 წლის შემდეგ აღარ შეხვედრიან. ფანობა იმედოვნებდა, რომ ნახევარ’სფეროთა უდაო ფალავნები ამ შემოდგომაზევე შეიბმებოდნენ, მაგრამ რკენას ორივე მხარემ მარჯვედ რომ აარიდა თავი, გამოსავლად "ინგლისური რაგბის ტაძარში" შავებისა და ბარბაროსთა რკენა დაითქვა

რაგბის სამშობლომ ბობოლა "წვეულ კლუბში" მაინც არავინ მიავლინა, კივმა გურუმ, რობი დინსმა კი 13 თვისტომს, 9 აფრიკელსა და ერთ ოზს (სემ ქართერს) უხმო. ლონდონური სეირი "ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის" შექმნიდან 125 წლის’თავს მიეძღვნა და ერთ’გულ მედიას ძაანაც მოეწონა, ესაო და ამ პრაგმატულ დროში ლიანგმა ბოლოს’და’ ბოლოს იხილა ლაღი თამაში - ის, რასაც "ნაღდი რაგბი" ჰქვიაო

შოუს ვუძღვებიო

ტრადიციონალისტებს ნუ განვსჯით! ოლ ბლექსი და ბარბაროსები 1963 წლიდან მე-11-ედ შეიბნენ. ნაკრებმა ვარსკვლავთ’კრებული საათის თავზე სამჯერ დაალელოვა * 31:22. ამით ბალანსი 8-2*1 გახდა. თვიქნემი სამი მეოთხედით’ღა შეივსო, 2016 წლის "მსოფლიოში საუკეთესო", ბოდენ ბარეთი კი შეიქნა 132-ე კივი, ვინაც შავებს უყოჩა

ჩემპიონებმა დაასვენეს ლიდერები: მაკ’ქენზი, ქროთი, სონი-ბილ ვილიამსი, ა.სმითი, ქოულზი და ს.ვაითლოქი. რიკო იოანეს ყბა’ყურა შეეყარა, კაპიტანი ქიარან რიდი კი თულუხჩად დადგა და უელსელი ნაიჯელ ოუენსის ოხუნჯობით ისიამოვნა. ესაო და შოუს ვუძღვებიო, მსაჯმა ბევრ რამეზე ხუჭა თვალი, მეტოქეებმა კი ბარბაროსულ გაგებას უერთგულეს და ჯარიმა ეგრეც არ დაურტყამთ კარში

ბოკეში არ აჰყავთ

დაიდო 9 ლელო. ზელანდიამ ბურთს ოდენ 14-ჯერ რომ დაჰკრა ფეხი, მოეწყო სულ 13 დერეფანი, მაგრამ შერკინება 14 დადგა. ბარბაროსებმა მეტი ინავარდეს * 745-576 მეტრი და იპასავეს * 185-158, მაგრამ შეუთამაშებლობის გამო ბოჭვა მეტი გაუცუდდათ * 32-20, და ნაკრებმაც მეტად უჭრათ ხაზი * 18-12

ფანობა მოხიბლა იაპმა მარბიელმა კვოხა სმითმა, ვინაც ზანგებს "ბოკეში" ჯინაზე არ აჰყავთ! წინ 126 მეტრით წაწია ბურთი ბლუზიდან ბრისთოლში წახეტებულმა სთივენ ლუატუამ. "ოლ ბლექ" არდი სავეას ბოჭვის მაჩვენებელი 22/0 გამოუვიდა, ნაკრებიდან დაწუნებულმა მისმა ძმამ, ჯულიანმა კი 13 სოლოზე 84 მეტრი "მოაგროვა"

კონკურენტებმა შენიშნესო

ბარბაროსებმა მეორე ლელო იმით დადეს, რომ ლუატუამ თავის წითელ ზოლთან ჩაჭრა პასი და 70 მეტრი ირბინა. ვაისაკე ნაჰოლომ ოფლოუდებით გამოაცხო კივთა პირველი და მეორე ლელოები, და მესამეც მის რეიდს მოჰყვა. კლუბი ერთი პირობა 12 ქულითაც გაიჭრა წინ * 17:5 @ 30’, მაგრამ ნაკრებმა მესამე მეოთხედში უცებ დაუდო სამი:

ნანი ლაუმაპემ ახლოდან გადაუარა რიჩი მოჰუნგას; სემ ქეინი ძალითვე ეწია მიზანს, ნეითან ჰარისმა კი აიღო ტავერა ქერ-ბარლოუს აბრაგანი, რომელიც მიწიდან უშნოდ ასხლტა. ბარბაროსები ცოტათი წაგებითაც ბედნიერნი ჩანდნენ, უფალმა დინსმა კი ბრძანა, წლეულს "ოლ ბლექსს" ბლომად გამოაჩნდა სისუსტე და ეგ კონკურენტებმაც შენიშნესო

ოთხი ფიჯელი

ამათში ნაღდად უპირველესია ავსტრალია, ვინაც "ოლ ბლექსი" ორი კვირის წინ ძლია. ოზებმა სტრატეგიული მოსაზრებებით უკუაგდეს ამპარტავნობა და მსოფლიო თასის ფინალამდე ზუსტად ორი წლით ადრე, გადამწყვეტი რკენის არენაზე, იოკოჰამაში ... ისტორიაში პირველად (!) ეწვივნენ იაპონიას

http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/

"ვოლაბთა" ზურგი იზი ფოლაუ გაისამდე რომ ისვენებს, 15 ნომრად აბორიგენი ქერთლი ბილი დადგა და ბურთი მაინც 31-ჯერ (!) მიიღო, მის წინ კი, პირველად’ვე (!) ოზური რაგბის მატიანეში, ხაზად გამწკრივდა ერთბაშად ოთხი (!) ფიჯელი: სპეით - კური’ნდრანი - კერევი - კოროი’მბეტე

ესენი ჯანითა და რაგბული უნარებითაც ძაან რომ ჯობდნენ მეტოქეს, გუნდის 9 ლელოდან 6 (!) მოინაგრეს, 10 ნომრად კი გაამართლა ვირუს’ შეყრილი ბერნარდ ფოლის ნაცვლად პოზიცია’ნაცვალმა უნივერსალმა, რის ჰოჯმა, ვინაც ცხრავე (!) გარდასახვა შეაგდო * 63:30


შემოდგომის ტესტები * 2017

მოსათელი ვიქ’ენდი

(( ვიდეო’რჩეულის - ჰაი’ლაითების - სანახავად საითზე დაწკაპეთ ანგარიშზე
მანდვეა სრული თორენთის ბმულები ))



კანადა 9:51 მაორი

3ჯ: სთოლერ / სბ: ლარსენ -

7ლ: ქერთის ა.იოანე ფრენქლინ ნატაი შ.სთივენსონ გარდენ-ბეჩოპ ვაინუი; 5გ: ვესთ 4, გარდენ-ბეჩოპ; 2ჯ: ვესთ / სბ: პრაიორ ბეითმენ

რეფ ვივერ (აშშ) 3/11 @ ვანქუვერ, ბი’სი პლეის (29 480)

0:3(4) 3:3(7) 6:3(17სბ) 6:10(19) 9:10(21) 9:17(29) 9:20(36) 9:27(40) /
სბ(43მ) 9:34(54) სბ(58კ) 9:39(63) 9:46(70) 9:51(79)


იაპონია 30:63 ავსტრალია

იაპ: მაცუშიმა ლემეკი (ტამურა 61) ლაფაელე ტატეკავა (ტეაუპა 53) ნოგუჩი
<10-9> მაცუდა ტანაკა (ნაგარე 61) /
ინაგაკი (იამამოტო 73) ჰორიე (საკატე 64) ასაჰარა (აი’ვალუ 53)
ჰიმენო ჰელუ (ფან’დერ’ ვალტ 20) ლიჩ^კაპ ნუნომაკი (ლაუტამი 64) მაფი -
3ლ: ფან’დერ’ ვალტ მაფი ჰიმენო; 3გ: მაცუდა, ტამურა 2; 3ჯ: მაცუდა

ავს: ბილ (რონა 59) სპეით კურინდრანი კერევი კოროიმბეტე
<10-9> ჰოჯ ფიპს (პაუელ 68) /
სიო (რობერთსონ 59) პოლოტა-ნაუ (მორ 53) კეპუ (ალა’ალატოა 59)
სიმონს (ქოულმენ 76) ქოულმენ (ფილიპ 63) ჰენიგან ჰუპერ^კაპ (მაკ’ქალმან 63) მაკ’მან (ტიმანი 63) -
9ლ: კერევი (1 6) სპეით პოლოტა-ნაუ კურინდრანი (4 5 7) ფიპს სიმონს; 9გ: ჰოჯ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 4/11 @ იოკოჰამა, კოკუსაი (43 621)

0:7(7) 0:14(12) 3:14(18) 3:21(25) 3:28(35) 3:35(40+2) /
10:35(45) 13:35(49)13:42(53) 16:42(54) 16:49(58) 16:56(63) 16:63(66) 23:63(70) 30:63(80+2)


ბარბაროსები 22:31 ზელანდია

ბარ: ბრიჯ ჯ.სავეა ბაქმან (რ.დიუ’პრე 68) ფორსტერ ასო
<10-9> მოჰუნგა ელის^კაპ (დრამონდ 51) /
ფან’რუიენ (ბ.ფრენქს 46) ა.სტრაუს (აკ.ფან’დერ’ მერვე 61) მოლი (რ.სმით 46)
ს.ქართერ (აკერმან 53) ბერდ (ვ.ბრიც 50) ლუატუა (დ.ჰანთ 62) კვ.სმით ლ.ვაითლოქ -
4ლ: მოჰუნგა ბრიჯ (2 4) ქართერ; გ: მოჰუნგა

ზელ: ჰავილი (სოპოანგა 46) ნაჰოლო (დაფი 68) ლენართ-ბრაუნ ლაუმაპე ტამანი’ვალუ
<10-9> ბ.ბარეთ^კაპ (სოპოანგა 15-21) პერენარა (ქერ-ბარლოუ 46) /
ჰეიმს (პერი 55) ჰარის (აუმუა 68) ტუჰუნგაფასი (ტუმანგა-ალენ 68)
რომანო (სქ.ბარეთ 64-67) სქ.ბარეთ (ტუი’პოლოტუ 55) ფიფიტა ა.სავეა კაინო (ქეინ 46) -
5ლ: პერენარა ფიფიტა ლაუმაპე ქეინ ჰარის; 3გ: ბ.ბარეთ

რეფ ოუენს (უელ) 4/11 @ ლონდონ, თვიქნემ (62 500)

5:0(9) 10:0(15) 10:5(18) 17:5(30) 17:10(35) შეს(40+3) /
17:17(54) 17:24(57) 17:31(61) 22:31(80+)


პირველი ვიქ’ენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

პარ 10/11 ბარბაროს 23.30 ტონგა @ ლიმრიქ (ირლ)

შაბ 11/11 საქართველო 18.00 კანადა @ დიდუბე
. გერმანია 18.00 ბრაზილია @ ლაიპციგ
. იტალია 18.00 ფიჯი @ კატანია
. შოტლანდია 18.30 სამოა @ მარი’ფილდ
. ინგლისი 19.00 არგენტინა @ თვიქნემ
. უელსი 21.15 ავსტრალია @ კარდიფ
. ირლანდია 21.30 აფრიკა @ დაბლინ
. საფრანგეთი 23.45 ზელანდია @ სან’დენი


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

@

Posted by: dc120mm 8 Nov 2017, 16:30
QUOTE
კაპიტანი ქიარან რიდი კი თულუხჩად დადგა და უელსელი ნაიჯელ ოუენსის ოხუნჯობით ისიამოვნა.

ხოარ წაეარშიყა კიდეც? biggrin.gif

Posted by: jora84 8 Nov 2017, 17:51
dc120mm

უელსელებს ეგ ახასიათებთ biggrin.gif rolleyes.gif

Posted by: dc120mm 8 Nov 2017, 18:59
jora84
QUOTE
უელსელებს ეგ ახასიათებთ

ინგლისელი არ არის კაცო ეგა? biggrin.gif

Posted by: giorgi77 8 Nov 2017, 19:35
ნაიჯელა უელსელია, თან ამაყობს ))

Posted by: dc120mm 8 Nov 2017, 21:04
jora84
QUOTE
ნაიჯელა უელსელია

ოღრაშები ყოფილან!

Posted by: ratomac aRa 9 Nov 2017, 09:30
QUOTE
ნაიჯელა უელსელია


უელსელებს ცხვრები ევასებათ (როგორც მეგრელებს თხა და კახელებს ვირი)

მახსოვს ფეხბურთის დროს ინგლისელმა ფანებმა როგორ გაუძრეს სტადიონზე დასაცინად biggrin.gif


Posted by: jora84 9 Nov 2017, 09:36
dc120mm

წკიპზე ხარ გადარჩენილი biggrin.gif


Posted by: Voldemor 9 Nov 2017, 09:52
ბარბაროსებს სხვადასხვა ფერის გეტრები რატომ აცვიათ?

Posted by: xDavid_S 9 Nov 2017, 10:06
Voldemor
საკუთარი კლუბის გეტრები აცვიათ ხოლმე

Posted by: GIORGI112 9 Nov 2017, 11:50
Voldemor ბარბაროსებს აცვიათ სხვადასხვა ფერის გეტრები - გეტრები არის იმ კლუბის საიდანაც არიან smile.gif ანუ ტულონში თუ თამაშობს ერთი ბარბაროსი აცვია ტულონის გეტრი, მეორე გამოძახებული ქრუსაიდერსიდან თუა ქრუსაიდერსის გეტრი და ა.შ

უჰ გვიან დავინახე გაუციათ პასუხი popcorn.gif old.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Nov 2017, 11:24
პლანეტმა ჩამოარაკრაკა რაზმები -- ერთ სტილში (რასაც ვერ ახერხებს როიტერი)

Team Tracker: November Tests, Week 2

Date published: November 9 2017

Your one-stop spot for November Test teams,
updated as they are released.

გადაულაგებლად დავუმატე დრო’ები!


Saturday, 11 November 2017


21.30 საქ = Ireland vs South Africa @ Aviva Stadium, Dublin

Ireland: 15 Rob Kearney, 14 Andrew Conway, 13 Robbie Henshaw, 12 Bundee Aki, 11 Jacob Stockdale, 10 Johnny Sexton, 9 Conor Murray,
8 CJ Stander, 7 Sean O'Brien, 6 Peter O'Mahony, 5 Devin Toner, 4 Iain Henderson, 3 Tadhg Furlong, 2 Rory Best ©, 1 Cian Healy
16 Rob Herring, 17 Dave Kilcoyne, 18 John Ryan, 19 James Ryan, 20 Rhys Ruddock, 21 Kieran Marmion, 22 Joey Carbery, 23 Darren Sweetnam

South Africa: 15 Andries Coetzee, 14 Dillyn Leyds, 13 Jesse Kriel, 12 Damian de Allende, 11 Courtnall Skosan, 10 Elton Jantjies, 9 Ross Cronje,
8 Francois Louw, 7 Pieter-Steph du Toit, 6 Siya Kolisi, 5 Lood de Jager, 4 Eben Etzebeth ©, 3 Coenie Oosthuizen, 2 Malcolm Marx, 1 Tendai Mtawarira
16 Bongi Mbonambi, 17 Steven Kitshoff, 18 Wilco Louw, 19 Franco Mostert, 20 Uzair Cassiem, 21 Rudy Paige, 22 Handre Pollard, 23 Francois Venter


19.00 საქ = England vs Argentina @ Twickenham, London

England: 15 Mike Brown, 14 Anthony Watson, 13 Jonathan Joseph, 12 Henry Slade, 11 Elliot Daly, 10 George Ford, 9 Ben Youngs, 8 Nathan Hughes, 7 Sam Underhill, 6 Chris Robshaw, 5 George Kruis, 4 Courtney Lawes, 3 Dan Cole, 2 Dylan Hartley ©, 1 Mako Vunipola
Replacements: 16 Jamie George, 17 Ellis Genge, 18 Harry Williams, 19 Joe Launchbury, 20 Tom Curry, 21 Danny Care, 22 Alex Lozowski, 23 Semesa Rokoduguni

Argentina: 15 Joaquin Tuculet, 14 Ramiro Moyano, 13 Matias Moroni, 12 Santiago Gonzalez Iglesias, 11 Emiliano Boffelli, 10 Juan Martin Hernandez, 9 Martin Landajo,
8 Tomas Lezana, 7 Marcos Kremer, 6 Pablo Matera, 5 Tomas Lavanini, 4 Matias Alemanno, 3 Nahuel Tetaz Chaparro, 2 Agustin Creevy ©, 1 Santiago Garcia Botta
16 Julian Montoya, 17 Lucas Noguera, 18 Enrique Pieretto, 19 Benjamin Macome, 20 Leonardo Senatore, 21 Gonzalo Bertranou, 22 Nicolas Sanchez, 23 Sebastian Cancellere


23.45 საქ = France vs New Zealand @ Stade de France, Saint-Denis

France: 15 Nans Ducuing, 14 Teddy Thomas, 13 Geoffrey Doumayrou, 12 Mathieu Bastareaud, 11 Yoann Huget, 10 Anthony Belleau, 9 Antoine Dupont,
8 Louis Picamoles, 7 Kevin Gourdon, 6 Judicael Cancoriet, 5 Paul Gabrillagues, 4 Sebastien Vahaamahina, 3 Rabah Slimani, 2 Guilhem Guirado ©, 1 Jefferson Poirot
16 Clement Maynadier, 17 Raphael Chaume, 18 Daniel Kotze, 19 Paul Jedrasiak, 20 Anthony Jelonch, 21 Baptiste Serin, 22 Francois Trinh-Duc, 23 Damian Penaud

New Zealand: 15 Damian McKenzie, 14 Waisake Naholo, 13 Ryan Crotty, 12 Sonny Bill Williams, 11 Rieko Ioane, 10 Beauden Barrett, 9 Aaron Smith,
8 Kieran Read ©, 7 Sam Cane, 6 Vaea Fifita, 5 Sam Whitelock, 4 Luke Romano, 3 Nepo Laulala, 2 Dane Coles, 1 Kane Hames
16 Codie Taylor, 17 Wyatt Crockett, 18 Ofa Tu'ungafasi, 19 Scott Barrett, 20 Matt Todd, 21 TJ Perenara, 22 Lima Sopoaga, 23 Anton Lienert-Brown


21.15 საქ = Wales vs Australia @ Principality Stadium, Cardiff

Wales: 15 Leigh Halfpenny, 14 Liam Williams, 13 Jonathan Davies, 12 Owen Williams, 11 Steff Evans, 10 Dan Biggar, 9 Gareth Davies,
8 Taulupe Faletau, 7 Josh Navidi, 6 Aaron Shingler, 5 Alun Wyn Jones ©, 4 Jake Ball, 3 Tomas Francis, 2 Ken Owens, 1 Rob Evans
16 Kristian Dacey, 17 Nicky Smith, 18 Leon Brown, 19 Cory Hill, 20 Sam Cross, 21 Aled Davies, 22 Owen Watkin, 23 Hallam Amos

Australia: 15 Kurtley Beale, 14 Marika Koroibete, 13 Tevita Kuridrani, 12 Samu Kerevi, 11 Reece Hodge, 10 Bernard Foley, 9 Will Genia,
8 Sean McMahon, 7 Michael Hooper ©, 6 Ned Hanigan, 5 Adam Coleman, 4 Rob Simmons, 3 Sekope Kepu, 2 Tatafu Polota-Nau, 1 Scott Sio
16 Stephen Moore, 17 Tom Robertson, 18 Allan Alaalatoa, 19 Matt Philip, 20 Ben McCalman, 21 Nick Phipps, 22 Karmichael Hunt, 23 Henry Speight


18.30 საქ = Scotland vs Samoa @ Murrayfield, Edinburgh

Scotland: 15 Stuart Hogg, 14 Tommy Seymour, 13 Huw Jones, 12 Alex Dunbar, 11 Lee Jones, 10 Finn Russell, 9 Ali Price,
8 Ryan Wilson, 7 Hamish Watson, 6 John Barclay ©, 5 Jonny Gray, 4 Ben Toolis, 3 Willem Nel, 2 Stuart McInally, 1 Darryl Marfo
16 George Turner, 17 Jamie Bhatti, 18 Zander Fagerson, 19 Tim Swinson, 20 Cornell Du Preez, 21 Henry Pyrgos, 22 Pete Horne, 23 Chris Harris

Samoa: 15 Ah See Tuala, 14 Paul Perez, 13 Kieron Fonotia, 12 Reynold Lee-Lo, 11 David Lemi, 10 Tim Nanai Williams, 9 Pele Cowley,
8 Jack Lam, 7 TJ Ioane, 6 Piula Fa’Asalele, 5 Chris Vui ©, 4 Josh Tyrell, 3 Donald Brighouse, 2 Manu Leiataua, 1 Jordan Lay
16 Motu Matu’u, 17 James Lay, 18 Hisa Sasagi, 19 Fa’Atiga Lemalu, 20 Ofisa Treviranus, 21 Mealani Matavao, 22 Aj Alatimu, 23 Alapati Leiua


18.00 საქ = Italy vs Fiji @ Stadio Angelo Massimino, Catania

Italy: 15 Jayden Hayward, 14 Leonardo Sarto, 13 Tommaso Boni, 12 Tomasso Castello, 11 Mattia Bellini, 10 Carlo Canna, 9 Marcello Violi,
8 Sergio Parisse ©, 7 Abraham Steyn, 6 Francesco Minto, 5 Dean Budd, 4 Marco Fuser, 3 Simone Ferrari, 2 Luca Bigi, 1 Andrea Lovotti
16 Leonardo Ghiraldini, 17 Federico Zani, 18 Dario Chistolini, 19 Marco Lazzaroni, 20 Giovanni Licara, 21 Edoardo Gori, 22 Ian McKinley, 23 Matteo Minozzi

Fiji: 15 Kini Murimurivalu, 14 Josua Tuisova, 13 Asaeli Tikoirotuma, 12 Jale Vatubua, 11 Timoci Nagusa, 10 Ben Volavola, 9 Frank Lomani,
8 Nemani Nagusa, 7 Akapusi Qera ©, 6 Semi Kunatani, 5 Leone Nakarawa, 4 Apisalome Ratuniyarawa, 3 Manasa Saulo, 2 Tuapati Talemaitoga, 1 Campese Ma'afu
16 Sunia Koto, 17 Peni Ravai, 18 Ropate Rinakama, 19 Sikeli Nabou, 20 Mosese Voka, 21 Henry Seniloli, 22 Levani Botia, 23 Vereniki Goneva


18.00 = Georgia vs Canada @ Dinamo Arena, Tbilisi

Georgia: 15 Soso Matiashvili, 14 Giorgi Koshadze, 13 Davit Katcharava, 12 Merab Sharikadze ©, 11 Mirian Modebadze, 10 Lasha Khmaladze, 9 Vasil Lobzhanidze,
8 Beka Bitsadze, 7 Vito Kolelishvili, 6 Lasha Lomidze, 5 Giorgi Nemsadze, 4 Kote Mikautadze, 3 Levan Chilachava, 2 Jaba Bregvadze, 1 Mikheil Nariashvili
16 Shalva Mamukashvili, 17 Kakha Asieshvili, 18 Soso Bekoshvili, 19 Giorgi Chkhaidze, 20 Giorgi Tkhilaishvili, 21 Giorgi Begadze, 22 Revaz Jintchvelashvili, 23 Giorgi Kveseladze

Canada: 15 Andrew Coe, 14 Brock Staller, 13 DTH van der Merwe, 12 Ciaran Hearn, 11 Taylor Paris, 10 Patrick Parfrey, 9 Phil Mack ©,
8 Tyler Ardron, 7 Matt Heaton, 6 Lucas Rumball, 5 Evan Olmstead, 4 Josh Larsen, 3 Jake Ilnicki, 2 Ray Barkwill, 1 Djustice Sears-Duru
16 Eric Howard, 17 Anthony Luca, 18 Cole Keith, 19 Kyle Baillie, 20 Conor Keys, 21 Kyle Gilmour, 22 Andrew Ferguson, 23 Guiseppe du Toit

@

Posted by: Dima Fan 11 Nov 2017, 22:46
ვაიმე ავსტრალიის ლელო :DDD
იმენა გაძარცვა და ისე მოპარა ბურთი

Posted by: Nina.Ukrainka 15 Nov 2017, 18:22
Canada: 15 Andrew Coe, 14 Brock Staller, 13 DTH van der Merwe, 12 Ciaran Hearn, 11 Taylor Paris, 10 Patrick Parfrey, 9 Phil Mack ©,
8 Tyler Ardron, 7 Matt Heaton, 6 Lucas Rumball, 5 Evan Olmstead, 4 Josh Larsen, 3 Jake Ilnicki, 2 Ray Barkwill, 1 Djustice Sears-Duru
16 Eric Howard, 17 Anthony Luca, 18 Cole Keith, 19 Kyle Baillie, 20 Conor Keys, 21 Kyle Gilmour, 22 Andrew Ferguson, 23 Guiseppe du Toit

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Nov 2017, 13:50
user posted image

ბურთაობის გაკვეთილი

ევროპაში მოგზაური სამხრეთის "ოთხი ერიდან"
პირველი ტესტი მოიგეს მხოლოდ ზელანდიამა და ავსტრალიამ


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმი = ქვემოთაა ! ))

სამხრეთი ძველებურად ვეღარ პარპაშებს. ერთი რომ, შინ მეტად იღლება დაგრძელებული სეზონით, და მეორეც, ევროპა ძაან დააოსტატეს სამხრეთელმავე გურუებმა და საშოვარზე წასულმა ლეგიონერებმა

ირლანდიას კივი ჯო შმიდტი მოძღვრავს, უელსს – მისივე თანა’ მემამულე ვორენ გეთლენდი. ინგლისი სულაც ავსტრალიელს - ედი ჯოუნზს მინდობია, ხოლო აფრიკიდან თეთრები გარბიან

რაგბის სამშობლომ არგენტინა ფიჯელთა მიერ გატანილი ლელოებით ძლია, ირლანდიამ კი პირველად ათამაშა სამოელი შუამარბი ბანდი აკი, ვინაც ზე’რაგბის "ჩიფს"ი იმიტომ გაცვალა მიყრუებულ "ქონოთ"ზე, რომ სამი წლის თავზე "სამყურებში" აეყვანათ!

აწ უკვე ტრადიციულად

ზელანდია საფრანგეთს "ლე სტად"ზე ეახლა და შესვენებამდე, წვიმაში, ბურთაობის გაკვეთილიც ჩაუტარა – ოთხი ლელო დაუდო * 31:5

მეორე ტაიმში კივები – აწ უკვე ტრადიციულად – მოეშვნენ და 11-ჯერ (!) დაჯარიმდნენ. "მამლებმა" სხვაობა 13 ქულამდე დაიყვანეს * 18:31 @ 52’ და ტედი ტომაც, კივთა ბედად, შეეხო კიდის ხაზს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც "ოლ ბლექს"მა თქვა – 11-ფაზიანი შტურმი სირენაზე დააგვირგვინა ფიჯელმა ვაისაკე ნაჰოლომ * 38:18

ფრანგებმა ექვსი უკეპო არაგბეს, ღერძად კი მთლად ჯეელები: 10 ენტონი ბელო – 9 ანტუან დიუპონ’ი შეაწყვილეს. ზელანდია კოხტად გეზა და კარშიც ზუსტად ურტყა მოკეთებულმა ბოდენ ბარეთმა. კივებს ბოჭვა მეტი გაუცუდდათ * 21-11, ხოლო კოლორიტმა სონი-ბილ ვილიამსმა ისევ განაცვიფრა ფანობა, მედია და თანა-გუნდელებიც

თურმე წესები ერევა

32 წლის უნიჭიერესი მობურთალი რაგბიდან ლიგაში და პირიქით რომ გადადი - გადმოდის, ორივე’ნაირი რაგბის ქომაგებს ახარებს, მაგრამ თურმე ალაგ-ალაგ წესებიც ერევა!

აგერ, ფრანგებთანაც, ახლოდან ლიგურად შეაცურა ოვალი და რაიან ქროთიმ "ოლ ბლექს"ის ისტორიაში მე-2000 (!) ლელო გაიტანა * 24:5 @ 38’, მაგრამ 47’ წუთზე – ბელომ რომ აწია ყუმბარა (ლიგური აბრაგანი) – იმის ნაცვლად, რომ ბურთი დაეჭირა, ამხტარმა ლიგურად’ვე გადააგდო ოვალი "უკანა ხაზს" იქეთ და "7-ქულიანს პლუს სინბინით" დაისაჯა

კივთა პირველ ლელოზე ბარეთმა ახლოდან დაგეზა კვაჭი დეინ ქოულზი, ვისაც მერე მუხლის იოგები ისე დაუწყდა, ნახევარ წელს იუქმებს. მსუბუქად დაშავდა კაპიტანი ქიარან რიდიც, შავებმა კი მაშინ დააშამათეს ლურჯები, ამათ ბურჯი რაბა სლიმანი შერკინების სერიული ჩაქცევისთვის რომ გაუსინბინეს

ზედიზედ მეცამეტედაც

ავსტრალიას კარდიფში არ აწვიმდა, რაკი უელსმა ჭერქვეშ ათამაშა. კელტებმა გაიხარეს – გურუ გეთლენდმა ძალისმიერი "ვორენ-ბურთი" დაგმო და ორი მგეზავი: დენ ბიგარი და ოუენ ვილიამსი დააყენა, მაგრამ არც მაქედან გამოდნა რამე – 2009 წლიდან მოყოლებული, "ვოლაბებმა" ზედიზედ (!) მეცამეტედაც ძლიეს "ურჩხულები" * 29:21

უელსმა სტატისტიკურად აჯობა მეტოქეს: პასი 191-143, ხაზის ჭრა 12-3, ოფლოუდი 17-3, დაჯარიმება 4-15, და თუ "ოპტა"ს დაეჯერება, 150 ბოჭვა შეასრულა და სამად-სამიღა (!) გაუცუდდა, მაგრამ ოთხი ლელო კი იქეთ მიირთვა უფრო "ფეხით მოთამაშე" * 23-14 ოზებისგან

ოვალი გამოართვა

სტუმრებმა პირველი ლელო მარდი მოლით შეიტანეს, მეორე – ვილ გენიას მომსხეპი პასით, მესამე – 15 ფაზის შედეგად შექმნილი მეტობით, გადამწყვეტი კი – კურიოზულად: დარეტიანებულ სთეფ ევანსს ოვალი გამოართვა აბორიგენმა ქერთლი ბილმა და 60 მეტრი მარტომ ირბინა * 29:16 @ 64’

უელსის ორივე ლელო გარე’მარბთა ანგარიშზეა. ურჩხულებს ბოლო შეტევაში დაემტვრათ "ლომების" შუა’მარბი ჯონათან დევისი – კოჭი მოტყდა და ნახევარი წლით გამოვიდა მწყობრიდან, ავსტრალიის კაპიტანმა მაიქლ ჰუპერმა კი მეშვიდე (!) სინბინიც მიიღო და ტესტ-რაგბის ანტი’რეკორდში შეეზიარა სამ უწესოს:

ბრაიან ჰაბანას (აფრ), მარკო ბორტოლამს (იტა) და ჯემი ქადმორს (კან)

მამათა ჯინაზე

აფრიკის მულატმა გურუმ, ალისთერ კუციამ შებმამდე თავი მოუქონა ირლანდიას, ევროპის "ოლ ბლექები" ხართო, და ენამ უყივლა: თუ კივებმა "ბოკე" სექტემბერში 57:0 მოსრეს, ირლანდიამ * 38:3 გაილაღა

"სამყურები" იმითაც იყვნენ გაგულისებულნი, რომ "მსოფლიო რაგბის" ცანცარა მახვშებს დასკვნა "დაედოთ" – 2023 წლის "მსოფლიო თასის" გამართვა "ქურციკეთს" ერგებაო! მამათა ჯინაზე, გაზანგების გზაზე დამდგარი "სამხრეთი აფრიკა" ჯერ მოედანზე მოისრა, 15 ნოემბერს კი ფარულად რომ იყარა კენჭი, მასპინძლობა ... საფრანგეთს დაეკისრა

ირლანდიამ ბოკე უსიტყვოდ დაჯაბნა. თავიდან ჯონი სექსთონმა შეაგდო სამი ჯარიმა, მერე კი მულატმა ქორნალ სქოსანმა ვერ აიღო აბრაგანი და ენდრიუ ქონვეიმ გაიჯეჯილა * 14:0 @ 25’

აფრიკამ ვერც შესვენების შემდეგ შეატრიალა თამაში, ბოლო 10 წუთში კი უარესად წახდა. ჰოდა, კელტების მარქაფამ სამი ლელოც რომ გამოაცხო, კუციამ ოღრაშულად შენიშნა, მარცხისთვის "ჯგუფად უნდა ვაგოთ პასუხიო"

"ფაქ"ები და ფქვა

თვიქნემის პუბლიკა სეირით გულ’ნაკლული დარჩა – უფერულმა ინგლისმა ორი ლელოღა დაუდო დაკნინებულ არგენტინას * 21:8

ედი ჯოუნზმა საავსტრალიოდ გადაინახა ქიქერი ოუენ ფარელი და მღლეტელი მარო ითოჟე. ბლომად ბოჭა სემ ანდერჰილმა * 21/3, გურუ კი ისე გააბრაზეს შეგირდებმა, რომ 57 წლის კაცმა რვეული და კალამი მოისროლა და ერთ გინებაში ორი "ფაქ"იც ჩაატია, რისთვისაც 93 წლის დედისგან საყვედური მიიღო

ინგლისური რაგბის ტაძარს "ამერიკული ბურთაობისთვის" რომ ემასპინძლა, ამისი ნახაზი ჯერაც ეტყობოდა მოედანს. აურიეს დამრტყმელებმა: ჯორჯ ფორდმა ორჯერ გაარტყა ძელს, "პუმებმა" – ემილიანო ვოფელიმ, ხუან-მარტინ ერნანდესმა და ნიკო სანჩესმა კი კარს 5-ჯერ ააცილეს ბურთი
ამან ბოლოს 30-ფაზიანი (!) რუტინა ლელოთიც დაასრულა, ჯოუნზმა კი – მარათონის ანალოგიით – მთელ ამ ცოდვილობას გრაინდ’ათონ უწოდა: "გრაინდ" ფქვას ნიშნავს!

ფული შეგვიგროვეთო

თუ მსოფლიო თასის წინა ციკლში ტონგამ მოიხმარა დაბლინური გრანტები არა’დანიშნულებისამებრ და კიდეც დაისაჯა – ამჯერად სამოა გაეხვია შარში: ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და შეთავსებით რაგბის კავშირის თავკაცმა, ტუი’ლაეპა საილელე მალიელე’ნგაოიმ ერს მიმართა, რაგბი გაგვიკოტრდა და ფული შეგვიგროვეთო

ეს რომ დაბლინში შეიტყვეს, ბრძანეს, მარტო წელს – ოღონდაც არა’პირდაპირი გზით – მილიონ-ნახევარი (!) გირვანქა მოვახმარეთ მაგ ქვეყანასო, ინგლისელმა "ვარდებმა" – სამოელმა მანუ ტუილანგიმ და ტონგელმა მაკო ვუნიპოლამ კი თანა’გუნდელებს მოუწოდეს:

22 ათასი რომ გვერგება სამოის ტესტში, თითო (!) ათასი მოვიკლოთ და უშუალო მეტოქეს პირადად გადავცეთ, რადგან თუ ეგ ფული კავშირს მიუვა, ბიჭები ერთ პენსსაც ვეღარ იხილავენო

რაკი ტურნეებს "მსოფლიო რაგბი" აფინანსებს, სამოა განრიგის მიხედვით მაინც ეწვია შოტლანდიას და ისე გულიანადაც ებურთავა, რომ 11-ლელოიან შოუში სულ რაღაც * 38:44 დამარცხდა


შემოდგომის ტესტები * 2017

პირველი ვიქ’ენდი

(( საითზე, სტატიაში - თორენთის ბმულები
ვიდეო ჰაი’ლაითები >>> წკაპი ანგარიშზე ))



ბარბაროსები 27:24 ტონგა

4ლ: ნაიარავორო ბრიჯ მერფი ელის; 2გ ჯ: რ.დიუ’პრე –

4ლ: პაკალანი ლოკოტუი ვაილანუ (3 4) 2გ: ტაკულუა

რეფ მერფი (ირლ) 10/11 @ ლიმრიქ (ირლ), სომონდ პარქ (_)

0:7(3) 0:14(11) 5:14(18) 12:14(22) 15:14(36) /
15:19(63) 22:19(70) 27:19(74) 27:24(79)


გერმანია 45:12 ბრაზილია

7ლ: კუცია ფიუხზელ ოტო შრამ (4 5) კლევინგ’ჰაუს ბარბერ; 5გ: პარქინსონ –

2ლ: სანსერი არუდა; გ: რივზ / სბ: პიერო როზეტი

რეფ ვილქინსონ (ირლ) 11/11 @ ლაიპციგ, პლახე (2 668)

სბ(4ბ) 5:0(6) 12:0(14) 19:0(25) 26:0(36) /
სბ(43ბ) 33:0(45) 38:0(50) 38:7(57) 45:7(64) 45:12(77)


იტალია 19:10 ფიჯი

იტა: ჰეივორდ სარტო ბონი კასტელო (მინოძი 21-25) ბელინი
<10-9> კანა (მაკ’ქინლი 62) ვიოლი (გორი 69) /
ლოვოტი (ძანი 6-7, 25-26, 51) ბიჯი (გირალდინი 47) ფერარი (კისტოლინი 47)
ფუზერ (ლაძარონი 69) ბად; მინტო (ლიკატა 58) ბ.სტეინ პარისე^კაპ –
ლ: ფერარი; გ: კანა; 4ჯ: კანა 3, მაკ’ქინლი

ფიჯ: მური’მური’ვალუ ტუი’სოვა ტიკოი’როტუმა ვატუ’მბუა (მბოტია 52) ტ.ნანგუსა (ნგონევა 76)
<10-9> ვოლა’ვოლა სბ 64, ლომანი (სენი’ლოლი 52) /
მაჰაფუ (რავაი 54) ტუა’პატი (კოტო 54) საულო (რინა’კამა 67)
რატუნია’რავა (ნამბოუ 68) ნაკა’რავა; კუნა’ტანი ნქერა^კაპ ნ.ნანგუსა (ვოკა 68) –
ლ: ნაკარავა; გ ჯ: ვოლავოლა

რეფ ლეისი (ირლ) 11/11 @ კატანია, მესიმინო (12 343)

3:0(5) 3:3(21) 10:3(29) 10:10(40) /
13:10(53) 16:10(58) სბ(64ფ) 19:10(80)


შოტლანდია 44:38 სამოა

შტლ: ჰოგ სიმორ (ჰარის 59) ჰ.ჯოუნზ დანბარ ლ.ჯოუნზ
<10-9> რასელ (ჰორნ 66) პრაის (პირგოს 66) /
მარფო (ბჰათი 59) მაკ’ინალი (თერნერ 59) ნელ (ფეიგერსონ 32)
თულის (სვინსონ 72) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ (კ.დიუ’პრე 59) ვოთსონ ვილსონ –
6ლ: ჰოგ ჰ.ჯოუნზ მაკ’ინალი (3 4) დანბარ ჰორნ; 4გ: რასელ 3, ჰორნ; 2ჯ: რასელ

სამ: ტუალა (ალატიმუ 75) პერეს ფონოტია ლი-ლო (ლეიუა 70) ლემი
<10-9> ნანაი-ვილიამს ქაული (მატავაო 51) /
ჯდ.ლეი (ჯმ,ლეი 59) ლეაია’ტაუა (მატუჰუ 57) ბრიგ’ჰაუს (სასანგი 52)
თაირელ (ლემალუ 72) ვუი^კაპ; ფაჰა’სალელე თჯ.იოანე (ტრევირანუს 62) ლემ –
5ლ: თაირელ ფაჰა’სალელე ნანაი-ვილიამს ფონოტია ტრევირანუს; 5გ ჯ: ნანაი-ვილიამს

რეფ ბერი (ავს) 11/11 @ ედინბურგ, მარი’ფილდ (67 144)

7:0(3) 7:3(12) 10:3(15) 13:3(25) 13:10(28) 18:10(35) 25:10(40+3) /
32:10(47) 32:17(51) 32:24(64) 37:24(66) 37:31(69) 44:31(76) 44:38(78)


ინგლისი 21:8 არგენტინა

ინგ: ბრაუნ (როკო’ნდუნგუნი 22) ვოთსონ ჯოზეფ (ლოზოვსკი 62) სლეიდ დეილი
<10-9> ფორდ იანგს (ქეა 62) /
მ.ვუნიპოლა (გენჩ 68) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 59) ქოულ (ჰ.ვილიამს 68)
ლოზ ქრუზ (ლონჩბრი 57) რობშოუ ანდერჰილ ჰიუზ (სიმონდს 71) –
2ლ: ჰიუზ როკო’ნდუნგუნი; გ 3ჯ: ფორდ

არგ: ტუკულეტ სბ 22, მოშანო (კანსელიერე 55) მორონი გონსალეს-იგლესიას ვოფელი
<10-9> ერნანდეს (სანჩეს 64) ლანდახო (ვერტრანუ 68) /
გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 59) კრევი^კაპ (მონტოშა 68) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 59)
ალემანო ლავანინი (სენატორე 68) მატერა კრემერ ლესანა (მაკომე 57) –
ლ: სანჩეს; ჯ: ვოფელი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 11/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 683)

3:0(7) 3:3(10) 6:3(14) სბ(22ა) 11:3(23) 14:3(34) /
21:3(68) 21:8(78)


უელსი 21:29 ავსტრალია

უელ: ჰაფ’პენი ლმ.ვილიამს ჯთ.დევის ო.ვილიამს (ვოთქინ 69) სთ.ევანს (ეიმოს 65)
<10-9> ბიგარ გრ.დევის (ალ.დევის 76) /
რ.ევანს (ნ.სმით 69) ოუენს (დეისი 75) ფრენსის (ბრაუნ 75)
ბოლ (ჰილ 69) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ (ქროს 75) ნავიდი ფალეტაუ –
2ლ: სთ.ევანს ეიმოს; გ 3ჯ: ჰაფ’პენი

ავს: ბილ კოროი’მბეტე კურინდრანი კერევი (ჰანთ 53) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია /
სიო (რობერთსონ 69) პოლოტა-ნაუ (მორ 59) კეპუ (ალა’ალატოა 65)
სიმონს (ფილიპ 64) ქოულმენ; ჰენიგან (მაკ’ქალმან 64) ჰუპერ^კაპ სბ 68, მაკ’მან –
4ლ: პოლოტა-ნაუ ქოულმენ ჰუპერ ბილ; 3გ; ფოლი; ჯ: ჰოჯ

რეფ ჯექსონ (ზელ) 11/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (70 275)

3:0(9) 3:7(14) 10:7(19) 10:14(24) 10:17(34) 13:17(38) 13:22(40+) /
16:22(52) 16:29(64) სბ(68ა) 21:29(80) დას(80+2)


ირლანდია 38:3 აფრიკა

ირლ: რ.ქარნი (სვითნემ 74) ქონვეი ჰენშოუ აკი სთოქდეილ
<10-9> სექსთონ (ქარბრი 75) მარი (მარმიონ 71) /
ჰილი (ქილქოინ 67) ბესთ^კაპ (ჰერინგ 67) ფურლონგ (ჯნ.რაიან 71)
ჰენდერსონ (ჯმ.რაიან 71) თოუნერ; ო’მანი (რადოქ 51) ო’ბრაიენ სტანდერ –
4ლ: ქონვეი რადოქ ჰერინგ სთოქდეილ; 3გ: სექსთონ, ქარბრი 2; 4ჯ: სექსთონ

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ დე’ალენდე (ფ.ფენტერ 57) სქოსან
<10-9> იანკის (პოლარდ 57) კრონიე (პეიჯ 69) /
მთავარირა (კიცჰოფ 54) მარქს (მბონამბი 69) უსტ’ჰეიზენ (ვ.ლოუ 2)
ეცებეთ^კაპ დე’იახერ (მოსტერტ 67) კოლისი (ქასიმ 69) დიუ’ტოი (კოლისი 75) ფ.ლოუ –
ჯ: იანკის

რეფ ო’ქიფ (ზელ) 11/11 @ დაბლინ, ავივა (51 ათასი)

3:0(4) 6:0(15) 9:0(20) 14:0(25) შეს(40+3) /
14:3(44) 17:3(57) 24:3(73) 31:3(78) 38:3(80+2)


საფრანგეთი 18:38 ზელანდია

სფრ: დიუკუენ (ტრენ-დიუკ 75) ტომა ბასტარო დუმეირუ (პენო 63) იუჟე
<10-9> ბელო დიუპონ (სერენ 73) /
პუარო (შომე 35-/, 67) გირადო^კაპ (მეინადიე 70) სლიმანი სბ 34 (კოცე 62)
ვაამაინა გაბრიაგ (ჟედრასიაკ 62) კონკორიე გურდონ პიკამოლ (ჟელონშ 67) –
შ^იუჟე + ლ: ტომა; 2ჯ: ბელო

ზელ: მაკ’ქენზი (სოპოანგა 66) ნაჰოლო ქროთი (ლენართ-ბრაუნ 65) ვილიამს სბ 47, რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 69) /
ჰეიმს (ქროქეთ 48) ქოულზ (თეილორ 24) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 61)
რომანო (სქ.ბარეთ 30-37, 65) ს.ვაითლოქ; ფიფიტა ქეინ რიდ^კაპ (თოდ 48) –
5ლ: ქოულზ ნაჰოლო (2 5) ქროთი ქეინ; 5გ ჯ: ბ.ბარეთ

რეფ გარდნერ (ავს) 11/11 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (78 561)

0:7(10) 0:10(17) 0:17(24) 5:17(27) სბ(36ს) 5:24(38) 5:31(40+) /
8:31(42) 15:31(47შ+სბ) 18:31(52) 18:38(80+)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (13/11_2017)

1 ზელანდია 9383, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8802,
4 ირლანდია 8639, 5 აფრიკა 8404, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8098, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7793,
10 არგენტინა 7693, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13(14) იტალია 7255, 14(13) ტონგა 7172, 15 რუმინეთი 7027,
16 სამოა 6967, 17 შტატები 6584 ... 23(24) კანადა 5947

+/-: იტა 155 ფიჯ, ირლ 100 აფრ, ავს 74 უელ *
ზელ 0 სფრ, ინგ 0 არგ, შტლ 0 სამ, საქ 0 კან (54:22 შ)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერთლი ბილ (ავს),
14 ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 ბანდი აკი (ირლ), 11 ენდრიუ ქონვეი (ირლ):
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ანტუან დიუპონ (სფრ) /
1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 იენ ჰენდერსონ (ირლ), 5 ადამ ქოულმენ (ავს);
6 პავლო მატერა (არგ), 7 სემ ანდერჰილ (ინგ), 8 ნეითან ჰიუზ (ინგ)

სულ: 5 ირლ; 3 ინგ; 2 ავს შტლ; 1 არგ ზელ სფრ


მეორე ვიქ’ენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 18/11 იტალია 18.00 არგენტინა @ ფირენცე
. ნამიბია 18.00 ურუგვაი @ ვინდჰუქ
. უელსი 18.30 საქართველო @ კარდიფ
. ინგლისი 19.00 ავსტრალია @ თვიქნემ
. ესპანეთი 19.00 კანადა @ მადრიდ
. გერმანია 20.00 შტატები @ ვისბადენ
. რუმინეთი 20.00 სამოა @ ბუკურეშტ
. იაპონია 20.15 ტონგა @ ტულუზ (სფრ)
. შოტლანდია 21.15 ზელანდია @ მარიფილდ
. ირლანდია 21.30 ფიჯი @ დაბლინ
. საფრანგეთი 23.45 აფრიკა @ სან’დენი


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

@

Posted by: Gio_G83 17 Nov 2017, 14:45
QUOTE
საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 18/11 იტალია 18.00 არგენტინა @ ფირენცე
. ნამიბია 18.00 ურუგვაი @ ვინდჰუქ
. უელსი 18.30 საქართველო @ კარდიფ
. ინგლისი 19.00 ავსტრალია @ თვიქნემ
. ესპანეთი 19.00 კანადა @ მადრიდ
. გერმანია 20.00 შტატები @ ვისბადენ
. რუმინეთი 20.00 სამოა @ ბუკურეშტ
. იაპონია 20.15 ტონგა @ ტულუზ (სფრ)
. შოტლანდია 21.15 ზელანდია @ მარიფილდ
. ირლანდია 21.30 ფიჯი @ დაბლინ
. საფრანგეთი 23.45 აფრიკა @ სან’დენი


ინგლისს ვმაზავთ
თუ არადა და იტალია და იაპონიაც არ იქნება უინტერესო (ჩვენთვის)
შოტლანდია შავები თუ ირლანდია და მომავალი მეტოქე smile.gif
მამლები და ზანგები "დესერტად"

Posted by: ratomac aRa 17 Nov 2017, 16:12
QUOTE
2009 წლიდან მოყოლებული, "ვოლაბებმა" ზედიზედ (!) მეცამეტედაც ძლიეს


თან სულ პატარა ანგარიშებით უგებენ ხოლმე, თითქოს სულ იბრძვის უელსი, მაგრამ აზრი 0 მაინც biggrin.gif

QUOTE
გერმანია 45:12 ბრაზილია

7ლ: კუცია


გერმან ია
კუც ია

გვალო სამარგალო mad.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Nov 2017, 16:51
Voldemor
კლუბის წინდებია, სადაც იმ მომენტისთვის თამაშობენ. იშვიათად ქვეყნის ცაისვან. ხაზს უსვამენ სხვადასხვა მოთამაშეების ერთობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

პ.ს აი კვახას რომ არ ათამაშებენ. აი, მოკლედ რა biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Nov 2017, 23:36
დამღალა "000 ჰოსთინგის" ჭირვეულობამ

ოთხშაბათს მოიმდურეს მილიონობით მუშტარი, რაკი
ნოემბრიდან უფასო საითებს დაგვიწესეს დღე-ღამეში 1 საათით თვლემა
და ეგ მექანიზმი მალევე მოეშალათ - შეიძლება, განგებაც არიეს თავად

თუ ვერ გაუძლებ, ფასიანზე გადახვალ და ეგ უნდათ მაგ ბოჲშვილებს

მოკლედ, აგერ მეორე შაბათის შეჯამებაც -- მესამის დადგომამდე ...

*** თუ კიდევ გათიშეს http://ovaluri.comxa.com/2017

იხილეთ დროებითი მინი-მარქაფა
http://files.rugby.ge/VARIA/index.html



user posted image

ციმ’ციმ სამიც!

ევროპული ტესტების მეორე შაბათს ოზმა ედი ჯოუნზმა ინგლისს მეხუთედაც აძლევინა მშობლიური ავსტრალია,
ზელანდიამ კი კიდევ მოუგო უტეხ შოტლანდიას


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები = ქვემოთაა ! ))

"ცბიერი ედი" რომ ფენომენია, მაგას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება. "ბრამბიზისა" და "ვოლაბთა" წარმატებებს რომ თავი გავანებოთ, გურუს აქტივშია იაპონიის მიერ აფრიკის გაბითურება და ინგლისის ბოლო’დროინდელი აღმა’სვლა

"ვარდებმა" წინა ტესტში ფრიად უფერულად გაასაღეს არგენტინა და ავსტრალიასთანაც მეტ’წილად თავს იცავდნენ * ბურთი 43-57%, მოედანი 46-54%, ბოჭვა 130-82, რაქი 58-89, პასი 101-158, სოლო 96-123; მაგრამ ბრიტანულ წვიმასა და თოშში ოვალს მეტად ურტყეს ფეხი * 42-29, და ამ გზით გაიტანეს ოთხივე (!) ლელო

სათვალეს შემირჩევსო

ცალკე სათქმელია მსაჯობა. "ვოლაბთა" ფიცხმა გურუმ, მაიქლ ჩეკამ ამჯერად არად ჩააგდო მთელს რაგბეთში მიღებული პრაქტიკა და 28 წლის კივს, ბენ ო’ქიფს ბრიფინგზე არ ეახლა, ედიმ კი პირიქით – თავი მოუქონა რეფს, მცოდნე და გონიერი ხომაა და თვალის ექიმიცაა: არც მოედნაზე გამორჩება რამე და თუ დამჭირდა, სათვალესაც შემირჩევსო

შექებამ გაჭრა თუ სხვა მიზეზი იყო, ო’ქიფმა მართლაც არ დაზოგა სტუმრები – ზედიზედ მიაბრძანა სინბინში, ირლანდიელმა ტელე-რეფმა, საიმონ მაკ’დაუელმა კი სამჯერვე მასპინძლის სასარგებლოდ "დადო" დასკვნა: ბოლო 10 წუთამდე ოზებს ორივე ლელო გაუუქმა, ხოლო ბრიტებს ფრიად სათუო ჩაუთვალა

თემიდის ამგვარ მოპყრობაზე ჩეკა სულ გადაირია: ო’ქიფს შესვენებაზე მიუხდა, გზად მაყურებლებსაც ეშაირა და კაბინაშიც ბლომად იგინა. გურუ, ეტყობა, ყველაფერში არ ტყუოდა, რაღაი "მსოფლიო რაგბმა" სამი დღე მოანდომა მტკიცებულებათა შესწავლას და მეამბოხე მწვრთნელს შენიშვნა აკმარა – როცა ტელე-კამერა მოგჩერებია, თავი შეიკავეო

ნიუტონის მექანიკა?

ინგლისმა ავსტრალია აქამდე არნახული სხვაობით მოსრა * 30:6 და გარდამავალი "ქუქის თასი" შეინარჩუნა

3:0-ზე, 23’ წუთზე, ბერნარდ ფოლიმ ძაან უხეიროდ დაარტყა ჯარიმა; 27’ წუთზე კი ტევიტა კურინდრანმა რომ დაუგორა მარიკა კოროი’ მბეტეს, ამან კიდევ მიჰკრა ბურთს ფეხი და მაიქლ ჰუპერმა დაამიწა, მაგრამ ო’ქიფმა ოზთა კაპიტანს თამაშ’გარე გამოუჩხრიკა:

ტევიტაზე წინ რომ იყავი, უმალ რად არ გაჩერდიო – ეტყობა, თვალის ექიმს ნიუტონის მექანიკის ანა-ბანის ცოდნა არ მოეთხოვება!

მალე ჰუპერი "წითელ ზოლში" ბურთის ჩაკვლისთვის სანაკრებო კარიერაში მერვედაც (!) გაამწესეს სინბინში * 6:0 @ 33’, ქერთლი ბილმა კი ვითომც პასის ჩაჭრა სცადა და "წინ ჩაკვრა" დაბრალდა

რამდენიმე ფაქტორი

6:3-ზე სამუ კერევი ბევრ ინგლისელს გასცდა, მაგრამ კურინდრანს წინ გადაუვარდა ბურთი. ბენ იანგსმა შორს მოიგერია ოვალი; ბურთი რამდენჯერმე დაეცა კიდესთან ძაან ახლოს. ბილმა მას ზანტად მისდია, ელიოთ დეილიმ კი – მარდად და მონდომებით

მეტიც, ინგლისელმა "გილბერთს" ფეხი მიჰკრა და ლელოშიც დაამიწა, ტელე-რეფმა კი ჩაუთვალა იმის მიუხედავად, რომ ერთი რაკურსით ჩანდა, თუ როგორ შეეხო ოვალი კიდის ხაზს * 13:3 @ 56’

13:6-ზე, 70’ წუთზე, კოროი’მბეტემ გაარღვია დაცვა, ფოლისგან წინ (!) პასი მიიღო და ქრის რობშოუსთან ჭიდილში, გადაგორებით, ლელოში დაამიწა, მაგრამ თემიდამ რომ აწონ-დაწონა რამდენიმე ფაქტორი, დაასკვნა, სთივენ მორმა რობშოუს "უკეთ ბოჭვაში" შეუშალა ხელიო

დამაბოლოვებლები

ამდენმა ფათერაკმა ავსტრალია საბოლოოდ გატეხა, მოედანზე შესულმა დანი ქეამ კი ციმ’ციმ გამოაცხო სამი ლელოც:

ჯერ რაქიდან წინ გადაუკიდა ჯონათან ჯოზეფს და ეს სრიალით ეწია მიზანს * 20:6 @ 73’

მერე შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუცურა ჯონი მეი’ს * 25:6 @ 79’

ბოლოს კი მეიმ მიწიდან ფეხით რომ აიგდო ოზთა მიერ მოსროლილი ბურთი, გაქუსლა და შებოჭილმა ქეას გაატანა * 30:6 @ 80+’

ჰოდა, ნამატჩევს ჯოუნზმა აქო მარქაფა, რომელსაც (უთუოდ) ბეის’ბოლის ანალოგიით, დამაბოლოვებლებს (ფინიშერზ) ეძახის, მსაჯობის გამო კი შეიცხადა, "რა ვქნა? ბოდიში ხომ არ მოვუხადო მეტოქეს, რომ დღეს იღბალი გვწყალობდაო"

კლასით იმარჯვეს

შოტლანდიამ ბოლო ხანს აშკარად უმატა, მაგრამ ისევ დამარცხდა ზელანდიასთან * 17:22 და 1905 წლიდან მოყოლებული, ჯერაც ვერ უძლევია კივები – 31: 0-29*2 (-573)

სტატისტიკურად ამ ტესტშიც წაგებულმა მეტად იყოჩაღა ძირითადი მაჩვენებლებით * ბურთი 60-40%, მოედანი 65-35%, პასი 191-117, სოლო 177-95, რაქი 125-55 და ბოჭვა 79-177

მაგრამ "ოლ ბლექსმა" სწორედ რომ კლასით იმარჯვა * ნავარდი 496-404, ხაზის ჭრა 15-9, ოფლოუდი 10-6

ზელანდიამ ორი სინბინის გამო ბოლო 20 წუთი კაც’ნაკლულმა ირაგბა. სთიუართ ჰოგმა ფრთაზე რომ დაუგორა თომი სიმორს, ამან ჰიუ ჯოუნზს გაატანინა ლელო * 17:22 @ 78’

სონი-ბილმა შეამზადა

სქოთებმა კიდევ გაიბრძოლეს: ჰოგმა გაჭრა ხაზი და საქმეს ეგეთი პირი გამოუჩნდა, რომ მიზანსაც ეწეოდა, მაგრამ არა – ბოდენ ბარეთი ლელოდან 10 მეტრზე, კიდესთან წაეტანა, ხოლო მოედანში გადმოგდებული ბურთი წინ წავიდა და თამაშიც დასრულდა

შესვენებამდე ლელო არ დადებულა * 3:3

სქოთები კივთა ორ მიძალებას დაუდგნენ. სტუმრებმა ჯარიმებიც კარში დარტყმის ნაცვლად კიდეზე გადაიტანეს, 28’ წუთზე კი მსაჯმა დაინდო ვაისაკე ნაჰოლო, ვინაც ამხტარ ჰოგს დაეჯახა

მეორე ტაიმის დასაწყისში ალექს დანბარს ცოტა დააკლდა ლელომდე, კივთა მიერ გატანილი სამიდან კი ორი სონი’ბილ ვილიამსმა შეამზადა:
ჯერ მისი "ლიგური" შეცურებით დამიენ მაკ’ქენზიმ იხეირა * 3:15 @ 52’, ხოლო მინი-გაჭრას ოფლოუდიც მოჰყვა და იმავე მაკ’ქენზიმ გააქცუნა ბარეთი * 10:22 @ 69’

ფედერაციას მიმართეთო

აფრიკამ "2023 წლის მსოფლიო თასის" მასპინძლობისთვის გამართული ომი კი წააგო საფრანგეთთან, მაგრამ მოედანზე მოუგო ... რაგბი * 18:17

ირლანდიაში შერცხვენილმა "ბოკემ" ტულონიდან იხმო 8 ნომერი დვეინ ფერმიულენი, ათად კი შეუცვლელად ათამაშა თეთრი ჰანდრე პოლარდი, ვინაც უწინდელის აჩრდილი’ღაა – 3 ჯარიმა გააფუჭა

საფრანგეთმა ტულუზელი გი ნოვესის ხელ’ქვეით უკვე 20 ტესტი გამართა და 13-ჯერ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მოძღვარმა ყინჩად მიუგო მედიას: ჩემს მომავალზე მე ნუ მეკითხებით – ფედერაციას მიმართეთო!

გუნდებს დააკლდებიან

ირლანდია უელსივით მოიქცა: "მეორე დონის" წინააღმდეგ 13 "ძირითადი" დაზოგა და ფიჯი * 23:20’ღა ძლია – ისიც ბოლოში

იტალია 2008 წლის აქეთ მეშვიდედაც დამარცხდა არგენტინასთან * 15:31 – არადა, ბოლო მეოთხედამდე * 15:14 იგებდა, ოღონდაც ლელოს გაუტანლად

დასასრულ, ახალ ტრავმათა შესახებ – მათ გამო მესამე შაბათს გუნდებს დააკლდებიან:

* ზელანდიას – კაპიტანი ქიარან რიდ
* ინგლისს – სემ ანდერჰილ და ნეითან ჰიუზ
* ირლანდიას – რობი ჰენშოუ და ჯოი ქარბრი
* ავსტრალიას – ადამ ქოულმენ და ნედ ჰენიგან
* აფრიკას – მალკომ მარქს
* უელსს – ლიამ ვილიამს


შემოდგომის ტესტები * 2017

მეორე ვიქ’ენდი

(( თორენთის ბმულები - საითზე, სტატიაში;
იქვე ვიდეო ჰაი’ლაითები >>> წკაპი ანგარიშზე ))



იტალია 15:31 არგენტინა

იტა: ჰეივორდ სარტო (მინოძი 52) ბონი კასტელო ბელინი
<10-9> კანა (მაკ’ქინლი 72) ვიოლი (ტებალდი 60) /
ლოვოტი (ძანი 52) ბიჯი (გირალდინი 41-74) ფერარი (კისტოლინი 60)
ფუზერ ბად (რუძა 72) მინტო (ლიკატა 62) ბ.სტეინ პარისე^კაპ –
4ჯ: კანა; ა: ვიოლი

არგ: ტუკულეტ კანსელიერე ორლანდო (მორონი 58) გონსალეს-იგლესიას ვოფელი
<10-9> სანჩეს (ერნანდეს 6-15) ლანდახო (ვერტრანუ 60) /
გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 44) კრევი^კაპ (მონტოშა 60) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 63)
ალემანო (პეტი-პაგადისავალ 52) ლავანინი; მატერა კრემერ ლეგისამონ (მაკომე 58) –
3ლ: კანსელიერე კრემერ ტუკულეტ; 2გ: სანჩეს; 4ჯ: ერნანდეს, სანჩეს 3

რეფ პეიპერ (აფრ) 18/11 @ ფირენცე, ფრანკი (21 874)

0:3(12) 3:3(13) 6:3(21) 6:8(27) 9:8(33) /
9:11(46) 12:11(49) 12:14(54) 15:14(57ა) 15:17(60) 15:24(70) 15:31(78)


ნამიბია 36:52 ურუგვაი

5ლ: დ.დე’ლა’ჰარპ კიცჰოფ ხრეილინ დე’კლერკ ტრომპ; 4გ ჯ: ლოუბსერ –

7ლ: სანგვინეტი (1 5) სილვა-პისანო (2 6) ნიეტო-სერა (3 4) არვოლეშა-სარასოლა; 7გ ჯ: ფავარო-გარსია

რეფ სექონდს (აფრ) 18/11 @ ვინდჰუქ. ხეინხობ (2 ათასი)

0:7(5) 0:14(15) 0:17(18) 3:17(21) 3:24(25) 10:24(29) 10:31(37) 17:31(40+2) /
17:38(53) 22:38(57) 29:38(63) 36:38(73) 36:45(77) 36:52(80+4)


ესპანეთი 27:37 კანადა

4ლ: გიომ კონტარდი-მედინა ლოპეს-პერეს აუსკი-ეჩეპარე; 2გ ჯ: ლინქ’ლეითერ / სბ: გ.რუე –

4ლ: პერის (1 3) ფან’დერ’მერვე (2 4) 4გ 3ჯ: სთოლერ

რეფ თემპესთ (ინგ) 18/11 @ მადრიდ, კომპლუტენსე (7 ათასი)

0:3(10) 3:3(16) 10:3(20) 17:3(24) 17:10(36) 22:10(38) 22:17(40) /
სბ(43ე) 22:24(45) 22:31(51) 27:31(55) 27:34(59) 27:37(66)


ინგლისი 30:6 ავსტრალია

ინგ: ვოთსონ მეი ჯოზეფ ო.ფარელ დეილი
<10-9> ფორდ (სლეიდ 70) იანგს (ქეა 70) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 64) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 57) ქოულ (ჰ.ვილიამს 67)
ლონჩბრი ლოზ; რობშოუ ანდერჰილ (ითოჟე 17) ჰიუზ (სიმონდს 63) –
4ლ: დეილი ჯოზეფ მეი ქეა; 2გ 2ჯ: ფარელ

ავს: ბილ სბ 40, კოროი’მბეტე კურინდრანი კერევი (ჰანთ 67) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) /
სიო (რობერთსონ 70) პოლოტა-ნაუ(მორ 64) კეპუ (ალა’ალატოა 67)
სიმონს ენევერ (ფილიპ 62) ჰენიგან (მაკ’ქალმან 41) ჰუპერ^კაპ სბ 33, მაკ’მან (ტიმანი 79) –
2ჯ: ჰოჯ ფოლი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 18/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 909)

3:0(7) 6:0(33სბ) სბ(40ა) /
6:3(49) 13:3(56) 13:6(64) 20:6(73) 25:6(79) 30:6(80+2)


გერმანია 17:46 შტატები

2ლ: შრამ ქემერონ-დოუ; 2გ ჯ: პარქინსონ –

6ლ: სქალი დევის (2 3) მეთიას მაკ’გინთი მელქომ; 5გ 2ჯ: მაკ’გინთი

რეფ პიქერილ (ზელ) 18/11 @ ვისბადენ, ბრიტა (3 150)

7:0(13) 7:3(17) 10:3(23) 10:6(27) 10:13(40) /
10:20(45) 10:27(50) 10:32(62) 10:39(66) 17:39(71) 17:46(80+)


რუმინეთი 17:13 სამოა

2ლ: ბადიუ რედოი; 2გ ჯ: ვლაიკუ –

ლ: მატუჰუ; გ 2ჯ: ნანაი-ვილიამს / სბ: ვუი

რეფ ადამსონ (შტლ) 18/11 @ ბუკურეშტ, არკულ (6 ათასი)

3:0(18) 3:3(35) 3:10(38) /
3:13(49) 10:13(59) სბ(73ს) 17:13(79)


იაპონია 39:6 ტონგა

5ლ: ლემეკი (1 4) მაფი ლიჩ ფუკუოკა; 4გ 2ჯ: ტამურა –

2ჯ: ტაკულუა / სბ: ლ.ფიფიტა პ.ლატუ

რეფ ბრეის (ირლ) 18/11 @ ტულუზ (სფრ), ერნესტ ვალონ (ათასი)

7:0(4) 7:3(8) 10:3(12) 10:6(21) სბ(28ტ) 17:6(30) 24:6(33) 27:6(38) /
34:6(60) 39:6(74სბ)


შოტლანდია 17:22 ზელანდია

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ დანბარ (ჰორნ 47) ლ.ჯოუნზ (მაკ’გვიგან 69)
<10-9> რასელ პრაის (პირგოს 76) /
მარფო (ბჰათი 59) მაკ’ინალი ფეიგერსონ (ბერგენ 41)
თულის (გილქრისთ 59) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ (ჰემილთონ 27, თერნერ 50) კ.დიუ’პრე –
2ლ: გრეი ჰ.ჯოუნზ; 2გ ჯ: რასელ

ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო (სოპოანგა 75) ქროთი (ლენართ-ბრაუნ 59-64) სბ.ვილიამს (ლენართ-ბრაუნ 69) რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 65) /
ჰეიმს (ქროქეთ 52 სბ 71) თეილორ (ჰარის 75) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 59)
რომანო (სქვაიერ 47) ს.ვაითლოქ; ვ.ფიფიტა (ჰეიმს 71) ქეინ სბ 61 (თოდ 75) რიდ^კაპ –
3ლ: თეილორ მაკ’ქენზი ბარეთ; 2გ ჯ: ბარეთ

რეფ ქარლი (ინგ) 18/11 @ ედინბურგ, მარი’ფილდ (67 533)

3:0(7) 3:3(39) შეს(40+4) /
3:8(45) 3:15(52) სბ(61ზ) 10:15(63) 10:22(69) სბ(71ზ) 17:22(78)


ირლანდია 23:20 ფიჯი

ირლ: ქონვეი სვითნემ ქ.ფარელ (ჰენშოუ 65) მაკ’ქლოსქი დ.ქარნი
<10-9> ქარბრი (ქითლი 64) მარმიონ (ლ.მაკ’გრას 78) /
ჯ.მაკ’გრას (ჰილი 56) ჰერინგ (თრეისი 56) პორთერ (ფურლონგ 56)
დილან თოუნერ (თრედველ 64) რადოქ^კაპ (სტანდერ 62) მერფი ქონან –
3ლ: სვითნემ ქარნი ქონან; გ: ქარბრი; 2ჯ: ქითლი

ფიჯ: მური’მური’ვალუ ტ.ნანგუსა (ნგონევა 59) ვატუ’მბუა (ტიკოი’ როტუმა 73) მბოტია ნანდოლო
<10-9> ვოლა’ვოლა სენი’ლოლი (მატა’ვალუ 48) /
მაჰაფუ (რავაი 58) ტუა’პატი (კოტო 70) საულო (ტავაკე 59)
რატუნია’რავა (ნამბოუ 70) ნაკა’რავა; ვანქანი’მბოროტუ’ კულა ნქერა^კაპ ნ.ნანგუსა (კუნა’ტანი 64) –
2ლ: სენი’ლოლი ტ.ნანგუსა; 2გ 2ჯ: ვოლა’ვოლა

რეფ პ.ვილიამს (ზელ) 18/11 @ დაბლინ, ავივა (51 ათასი)

5:0(7) 5:3(21) 10:3(23) 17:3(35) 17:10(40+) /
17:17(46) 20:17(66) 20:20(69) 23:20(73)


საფრანგეთი 17:18 აფრიკა

სფრ: დიუკუენ ტომა ბასტარო (პენო 68) დუმეირუ (ტრენ-დიუკ 77) იუჟე
<10-9> ბელო დიუპონ (სერენ 55 სბ 58) /
პუარო (ტაო’ფიფენუა 59) გირადო^კაპ (მეინადიე 69) სლიმანი (კოცე 69)
ვაამაინა გაბრიაგ (ჟედრასიაკ 5) კონკორიე გურდონ (ჟელონშ 53) პიკამოლ –
2ლ: ბელო სერენ; 2გ ჯ: ბელო

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ ფენტერ სქოსან
<10-9> პოლარდ კრონიე /
მთავარირა (კიცჰოფ 53) მარქს ვ.ლოუ (ნიაკანე 74)
ეცებეთ^კაპ (მოსტერტ 62) დე’იახერ; ფ.ლოუ კოლისი (დ.დიუ’პრე 73) ფერმიულენ –
2ლ: ლეიდს კრილ; გ 2ჯ: პოლარდ

რეფ ოუენს (უელ) 18/11 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (55 ათასი)

0:5(7) 0:8(18) 7:8(28) /
10:8(48) 10:11(59სბ) 10:18(63) 17:18(77)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (20/11_2017)

1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8729,
4 ირლანდია 8639, 5 აფრიკა 8490, 6 შოტლანდია 8231,
7 უელსი 8098, 8 საფრანგეთი 7877, 9(10) არგენტინა 7822,
10(9) ფიჯი 7793, 11 იაპონია 7498, 12 საქართველო 7341

13 იტალია 7125, 14(15) რუმინეთი 7091, 15(14) ტონგა 7053,
16 სამოა 6903, 17 შტატები 6692, 18(19) ურუგვაი 6484,
19(18) რუსეთი 6445, 20 ესპანეთი 6148, 21(23) კანადა 6113,
22(21) ნამიბია 5971, 23(24) ჰონკონგი 5966, 24(22) გერმანია 5896

+/-: ურუ 169 ნამ, კან 166 ესპ, არგ 129 იტა, იაპ 119 ტონ,
აშშ 108 გერ, აფრ 86 სფრ, ინგ 73 ავს, რუმ 64 სამ,
ზელ 16 შტლ * ირლ 0 ფიჯ, უელ 0 საქ (13:6 შ)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სთიუართ ჰოგ (შტლ),
14 ჯონი მეი (ინგ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 სონი-ბილ ვილიამს (ზელ), 11 მარიკა კოროი’მბეტე (ავს);
10 ფინ რასელ (შტლ), 9 დანი ქეა (ინგ) /
1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ქოდი თეილორ (ზელ), 3 სეკოპე კეპუ (ავს);
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ლუდ დე’იახერ (აფრ);
6 ვაეა ფიფიტა (ზელ), 7 მაიქლ ლიჩ (იაპ), 8 ლუი პიკამოლ (სფრ)

სულ: 3 ზელ ინგ შტლ; 2 ავს; 1 აფრ იაპ ირლ სფრ


მესამე ვიქ’ენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 25/11 საქართველო 18.00 შტატები @ ვაკე
. გერმანია 18.00 ჩილე @ ოფენბახ
. იტალია 18.00 აფრიკა @ პადოვა
. ნამიბია 18.00 ურუგვაი @ ვინდჰუქ
. შოტლანდია 18.30 ავსტრალია @ მარიფილდ
. ესპანეთი 18.30 ბრაზილია @ ლა’ვილა
. ინგლისი 19.00 სამოა @ თვიქნემ
. რუმინეთი 20.00 ტონგა @ ბუკურეშტ
. კანადა 21.00 ფიჯი @ ნარბონ (სფრ)
. უელსი 21.15 ზელანდია @ კარდიფ
. ირლანდია 21.30 არგენტინა @ დაბლინ
. საფრანგეთი 23.45 იაპონია @ ნანტერ [პარიზთანაა - რასინგის ახალი სტადიონი!]


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

@

Posted by: ratomac aRa 25 Nov 2017, 01:42
QUOTE
მალე ჰუპერი "წითელ ზოლში" ბურთის ჩაკვლისთვის სანაკრებო კარიერაში მერვედაც (!) გაამწესეს სინბინში


ჩვენები მისდევენ 6-6ით biggrin.gif

QUOTE
ზელანდიას – კაპიტანი ქიარან რიდ


იოანე?

ამაზეც დაიწერა მანამდე

http://www.autumn-internationals.co.uk/2018/

10 ნოემბერს დიდი რკენა ყოფილა დაგეგმილი



Posted by: Raven 25 Nov 2017, 19:49
ათახსირებენ სქოთები ვოლაბებს....................................................

Posted by: ratomac aRa 25 Nov 2017, 22:41
ავსტრალიამ ასე გააგრძელოს და იაპონიის გმირობას ჩვენ გავიმეორებთ შემდეგ მსოფლიოზე biggrin.gif

http://www.vipleague.mobi/rugby/517742/2/wales-vs-new-zealand-live-stream-online.html

უელსი-ზელანდია HD

Posted by: _R@uL_ 25 Nov 2017, 23:09
საკაიფო ლელოებით დახუნძლული მატჩი გამოვიდა უელსი ზელანდია smile.gif

Posted by: ratomac aRa 25 Nov 2017, 23:47
ირლანდია-არგენტინა რა მატყუარა ანგარიშია

სინამდვილეში გააპარტახეს პუმები


Posted by: ბედაური 26 Nov 2017, 00:40
საფრანგეთი იაპონიის ლინკი დადეთ რა ვინმემ?

Posted by: _R@uL_ 26 Nov 2017, 00:44
ისე არგენტინას რამდნეიმე წლის წინ ისეთი პირი უჩანდა რომ სერიოზული აღმასვლა უნდა ჰქონოდათ და მგონი პირიქით დაემართათ....ხოდა რისი ბრალია ეგ?
არადა ოთხ ერსაც თამაშობენ და მუდამ აქვთ საკაიფო ტესტები...

Posted by: Levan ch 27 Nov 2017, 19:28
საფრანგეთი იაპონია ვუყურე და დედის ტრაკი აქვთ #####ული ფრანგებს, თავის მოთამაშეებიან სამწვრთნელო შტაბიანად
თამამად შეიძ₾ება ითქვას რომ იაპონიას რაგბის თამაში არ აცალეს

Posted by: dc120mm 27 Nov 2017, 19:44
Levan ch
QUOTE
საფრანგეთი იაპონია ვუყურე და დედის ტრაკი აქვთ #####ული ფრანგებს, თავის მოთამაშეებიან სამწვრთნელო შტაბიანად

საფრანგეთის 17 ნომერი,ტაოფიფენუა გარდირობივით ტიპი რო არის,მაგაზე ვიკაიფე smile.gif

Posted by: Levan ch 27 Nov 2017, 19:59
dc120mm
და ბორდოს კიდევ ორი ესეთი ბურჯი რ ომ ყავს biggrin.gif

საფრანგეთის 6 და 7 ნომრები იყვნენ ნათელი მაგალითი იმის რომ აფრიკელი ზანგები რაგბისთვის გამოუსადეგარი ჯიშია biggrin.gif
მაპატიებს სერჟ ბეტსენი old.gif

Posted by: dc120mm 27 Nov 2017, 20:41
Levan ch
QUOTE
აფრიკელი ზანგები რაგბისთვის გამოუსადეგარი ჯიშია

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ika_valencia 28 Nov 2017, 05:16
QUOTE
ისე არგენტინას რამდნეიმე წლის წინ ისეთი პირი უჩანდა რომ სერიოზული აღმასვლა უნდა ჰქონოდათ და მგონი პირიქით დაემართათ....ხოდა რისი ბრალია ეგ?

ჩემი აზრით, ლეგიონერებზე უარი რომ თქვეს, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ეგაა. არ არიან ჯერ მაგ დონეზე, რომ ლეგიონერები დაიკიდონ

Posted by: FullbackAce 28 Nov 2017, 06:17
QUOTE (ika_valencia @ 28 Nov 2017, 05:16 )
QUOTE
ისე არგენტინას რამდნეიმე წლის წინ ისეთი პირი უჩანდა რომ სერიოზული აღმასვლა უნდა ჰქონოდათ და მგონი პირიქით დაემართათ....ხოდა რისი ბრალია ეგ?

ჩემი აზრით, ლეგიონერებზე უარი რომ თქვეს, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ეგაა. არ არიან ჯერ მაგ დონეზე, რომ ლეგიონერები დაიკიდონ

სისულელე ქნეს, რეალურად ერთი გუნდი ყავთ მაგათ, დანარჩენ ტიერ 1 ქვეყნებს უამრავი. ირლანდია = მანსტერი ლინსტერი, ულსტერი და კონახტი. ამათ კიდე თავის ჭკუით ეგონათ ერთი იაგუარებით ირლანდიას და მისნაირებს გაასწრებდნენ ? user.gif

Posted by: ika_valencia 28 Nov 2017, 21:52
FullbackAce
QUOTE
სისულელე ქნეს, რეალურად ერთი გუნდი ყავთ მაგათ, დანარჩენ ტიერ 1 ქვეყნებს უამრავი. ირლანდია = მანსტერი ლინსტერი, ულსტერი და კონახტი. ამათ კიდე თავის ჭკუით ეგონათ ერთი იაგუარებით ირლანდიას და მისნაირებს გაასწრებდნენ ? 

ხვდებიან ნელ-ნელა მაგ სისულელეს და ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ 2019 წლის მსოფლიოსთვის სამ ლეგიონერს წაიყვანენ: ფაკუნდო ისას, ხუან იმოფს და ხუან ფიგალიოს. ეჭვი მაქვს, რომ ამ 2 წლის განმავლობაში კიდევ შეცვლიან გადაწყვიტელებას, რადგან კიდე წავა ხალხი ევროპაში. ახლახან რამირო ერერა წავიდა სტად-ფრანსეში

Posted by: Levan ch 30 Nov 2017, 20:49
QUOTE
ფაკუნდო ისას, ხუან იმოფს და ხუან ფიგალიო

ამ სამის გარდა სოსინოც ძაან მაგარია
+ რამირო ერერა (მე კი დიდად არ მომწონს მაგრამ არგენტინელები აქებენ)
* * *
user posted image

სათადარიგოზე რა საყვარელი ზანგები სხედან

Posted by: dc120mm 30 Nov 2017, 21:00
QUOTE
სათადარიგოზე რა საყვარელი ზანგები სხედან

biggrin.gif facepalm.gif

Posted by: Rammstein 30 Nov 2017, 21:42
QUOTE
სათადარიგოზე რა საყვარელი ზანგები სხედან

არადა ნამდვილი 8 ნომერი რომ მოიწვიეს გუნდში და ლოუ თავის პოზიციაზე დაბრუნდა, იმის მერე დაემსგავსნენ გუნდს. რა შერკინება ყავთ და როგორ აფუჭებენ არასწორი სელექციით @@@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Dec 2017, 16:14
user posted image

არ გადავდგებიო

სანაკრებო სეზონის ბოლო ტესტში უელსმა წკიპზე ძლია აფრიკა,
ამისი მულატი გურუ კი გადადგომას მაინც არ აპირებს


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმი = ქვემოთაა ! ))

ტესტი "მსოფლიო რაგბის" მიერ დადგენილი 3-კვირიანი პერიოდის მიღმა რომ დაიგეგმა, გუნდებმა ლეგიონერები (ო.ვილიამს პრისთ’ლენდ რობერთს / ფრენსის – ფ.ლოუფერმიულენ) მოისაკლისეს

ერთი კია, მოთამაშის კონტრაქტში ჩართული საგანგებო მუხლის წყალობით უელსმა რომ მაინც დაიტოვა "ბასის" 8 ნომერი "თობი" ფალეტაუ, კლუბს (!) ნაღდად დასჯის "პრემიერ’შიპ რაგბი", ესაო და კავშირებთან ურთიერთობის დადგენილ სტანდარტს რად არღვევო

მარადი მარქაფა

სეზონის ფინიშზე გამარჯვება ორივე მხარეს ძაან ჭირდებოდა. "ბოკეს" დაუბრუნდნენ მალკომ მარქსი და სია კოლისი, უელსმა კი პირველად ათამაშა 30 წლის ზელანდიელი მეცხვარე ჰედლი პარქსი, ვისაც 2012-14 წლებში ზე’რაგბის 26 მატჩი გაემართა სამ კლუბში – ბლუზ (ზელ), ქინგზ (აფრ), ჰარიქეინზ (ზელ), ახალ ადგილზე ბინადრობის 3-წლიანი ცენზი კი ტესტის წინა დღით’ღა, პარასკევს (!) გაესრულებინა

ჰოდა, დააყენა კივმა ვორენ გეთლენდმა ყოფილი "მარადი მარქაფა", აწ’კი "ჰლანეჰლი"ს დამწყები შუა’მარბი (80 მატჩი) ნაკრების 12 ნომრად, და ამანაც გაამართლა ნდობა – პირველ ტაიმში’ვე გაიტანა ორი ლელო!

საამოდ საცქერი

უელსმა სამივე ლელო შესვენებამდე დადო და 11-ქულიანი ფორით წაბრძანდა გასახდელში, მაგრამ მეორე ტაიმში აფრიკამ იძალა. და მაინც, უელსმა 24:22 ძლია დადედლებული გრანდი, ვისაც პირველად 1998 წელსღა მოუგო, 2014 წლიდან კი შინ, კარდიფში, უკვე ზედიზედ (!) მესამედ აჯობა, და "უფლისწულ ვილიამის თასიც" შეინარჩუნა

გუნდებმა ბურთს ბლომად ურტყეს ფეხი * 33-27. სტატისტიკურად ბოკემ უფრო ივარგა: ნავარდით * 494-401 მეტრი და რაქშიც * 114-83; უელსს მეტი მოუგროვდა ბოჭვა * 171-129 და ჯარიმაც * 10-3.

ისე კი თამაში იმდენად თანაბარი და საამოდ საცქერიც გამოვიდა, რომ ეგებ ფრედაც დასრულებულიყო – მაგრამ ჰანდრე პოლარდმა ძელს გაარტყა გარდასახვა

ჩინებული დარტყმებით

უელსმა საწყის 10 წუთში წყვილი ლელო გაიტანა დენ ბიგარის ჩინებული დარტყმებით: ჯერ ფრთაზე გადაკიდებული იხელთა ჰალამ ეიმოსმა და სქოთ ვილიამსს გაატანა, მერე კი 25 მეტრიდან კარისკენ დაგორებული პარქსმა დაამიწა * 14:0

ბოკეს უკანა სამეული 14’ წუთზეც ჩაიჭრა აბრაგანზე და ეიმოსმა ახლა ფალეტაუ დაგეზა, მაგრამ ივარგა კოლისიმ, მერე კი თანდათან გამოჩნდა მორკინალებში აფრიკის უპირატესობა: მარქსმა 18’ წუთზე მოლით ლელოც შეიტანა, მაგრამ ტელე’რეფმა არ დაუმტკიცა

ტაიმის ბოლოსკენ ანდრის კუციას მოგერიებაზე დაუფარეს და ფალეტაუმ პარქსი ახეირა * 21:3 @ 34’, მაგრამ დილეინ ლეიდსმაც წამოიწყო კონტრ’შეტევა და ჯესი კრილის გაგორებულს ვორიქ ხელანტი დაეწია * 21:10 @ 39’

არ გადაგორდა

მეორე ნახევარი ბოკემ კაპიტნის, იბენ ეცებეთის გარეშე ითამაშა, რაკი ამას ბეჭი და ზურგი წამოსტკივდა. ზედიზედ დაიდო ორი ლელო:

ძალურ სოლოთა შემდეგ პოლარდმა მოკლე ფრთაზე ახლოდან გააბითურა ალედ დევისი * 21:15 @ 46’, მარქსმა კი დროულად რომ უპასა კრილს, ამან ალამთან ლი ჰაფ’პენი დაიფრინა და პოლარდმა კიდიდან გარდასახა * 21:22 @ 56’

უელსმა მაინც მოიგო: პიტერ-სტეფ დიუ’ტოი რომ "არ გადაგორდა" კარის პირდაპირ, ჰაფ’პენიმ 20 მეტრიდან დაჰკრა * 24:22 @ 68’, მერე კი იერიშზე გადასული ბოკე ბევრჯერ დააღალატა ტექნიკამ დარეიტინგშიც მე-6 ადგილამდე დაქვეითდა

ინდივიდუალური შეცდომები

ნამატჩევს აფრიკელთა მოძღვარმა, ალისთერ კუციამ მედიას უთხრა, 2019 წელს იაპონიაში ნამდვილად წავალ, რაღაი კონტრაქტი მაქამდე მაქვსო. მულატი გურუს მტკიცებით, შარშან ბოკეს ფიასკო შეემთხვა, მაგრამ წლეულს თავიდან დაიწყო შენება და უდაოდ იზარდა

გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა – მარცხს თურმე ყველა განიცდის; არც რომი აშენებულა ერთ დღეში, სწორ გზაზე დამდგარ ბოკეს კი ისღა დარჩენიაო, რომ "ინდივიდუალური შეცდომები" აღმოფხრას

მედია მაინც ვარაუდობს, რომ კუციას შეფად დაუნიშნავენ თეთრ რასი ერაზმუსს, რომელიც მანსთერიდან (ირლ) შინ დააბრუნეს და კავშირში ზეპური მიმართულება ჩააბარეს, შემდეგი მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი კი – მე-19 "ექვსი ერი" ორი თვის თავზე იწყება


შემოდგომის ტესტები * 2017

ჩაროზი


უელსი 24:22 აფრიკა

რჩეული >> https://www.youtube.com/watch?v=toNSVbh1NAE

უელ: ჰაფ’პენი ეიმოს სქ.ვილიამს პარქს სთ.ევანს
<10-9> ბიგარ (პაჩელ 48) ალ.დევის (ვებ 57) /
რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 48) დეისი (დი 54) ენდრიუზ;
ჰილ ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი (ლიდიეთ 75) ფალეტაუ –
3ლ: ვილიამს პარქს (2 3) 3გ ჯ: ჰაფ’პენი

აფრ: ან.კუცია (ამ 77) ლეიდს ჯ.კრილ ფენტერ ხელანტ
<10-9>პოლარდ (იანკის 71) კრონიე (სკრჲოდერ 71) /
კიცჰოფ მარქს (მბონამბი 71) ვ.ლოუ (ნიაკანე 69)
ეცებეთ^კაპ (მოჰოჟე 41) დე’იახერ; კოლისი დიუ’ტოი დ.დიუ’პრე (ქასიმ 77) –
3ლ: ხელანტ პოლარდ კრილ; 2გ ჯ: პოლარდ

რეფ გარსეზ (სფრ) 2/12 @ კარდიფ, პრინსიპალითი (65 317)

ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=60972&d=1512270971

7:0(6) 14:0(9) 14:3(31) 21:3(34) 21:10(39) /
21:15(46) 21:22(56) 24:22(68)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (4/12_2017)

1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8639,
4 ავსტრალია 8549, 5(6) შოტლანდია 8411, 6(5) აფრიკა 8381,
7 უელსი 8208, 8 არგენტინა 7822, 9 საფრანგეთი 7809,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958

+/-: უელ 110 აფრ


user posted image

ძრავი >> http://stats.espnscrum.com/statsguru/rugby/stats/index.html?class=1;opposition=1;opposition=10;opposition=2;opposition=20;opposition=3;opposition=32;opposition=4;opposition=5;opposition=6;opposition=8;opposition=9;orderby=percentage;spanmin1=1+JAN+2016;spanval1=span;team=1;team=10;team=2;team=20;team=3;team=4;team=5;team=6;team=8;team=9;template=results;type=team

იგივე შარშან >> http://ovaluri.comxa.com/2016/QC/07_SHEM-4.htm#TIER-1


user posted image

სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

@

Posted by: GIORGI112 6 Dec 2017, 16:26
ჩვენი საშინაო დროები ხომ დადგენილია ? სრკ-ს საიტზე კი წერია

Posted by: Levan ch 6 Dec 2017, 17:08
QUOTE
მულატი გურუს მტკიცებით, შარშან ბოკეს ფიასკო შეემთხვა, მაგრამ წლეულს თავიდან დაიწყო შენება და უდაოდ იზარდა


QUOTE

გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა


QUOTE
სწორ გზაზე დამდგარ ბოკეს კი ისღა დარჩენიაო, რომ "ინდივიდუალური შეცდომები" აღმოფხრას

lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif facepalm.gif



user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Dec 2017, 10:24
GIORGI112
საითზე იმიტომ წერია რუხად, რომ დასაზუსტებელია --
ეგ დროები "რაგბი ევროპამ" უკითხავად დაადგინა

აბა, შუა მარტში, კვირას, რუმინეთთან დღის პირველზე რად ვითამაშებთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)