საქმე რასზედ გახლავთ კოლეგავ იცით, ე.წ. ქოცები და ე.წ. მიუმხრობლები გულისხმობენ, რომ წინა მთავრობას (ანუ ე.წ. პირსისხლიანცის) 2008 აგვისტოს მერე ვიდრე ამოპანღურებამდე საკმაო დიდი დრო ჰქონდა არათუ პლაკატები გაეკრა ბოძებზე, არამედ სამამულო ომიც კი მოეგო ოკუპანტების წინააღმდეგ... უფრო მეტიც ეს ოკუპაცია თავიდან აერიდებინა კიდეც... თუ ამის სურვილი და რამის თავი ჰქონდა რა თქმა უნდა...
სტალინმა მოუგო გერმანიას სამამულო ბოლო-ბოლო 5 წელში და ნაცები ვერ გაყრიდნენ ოკუპანტებს მაგ დროში შე კაცო?
შესაბამისად ჩნდება ე.წ. უსამართლობის განცდა და უკურეაქცია ქოცსაზოგადოებასა და მიუმხრობლებს შორის მსგავსი იაფფასიანი გამოხდომების მიმართ და ეჭვი თემით სპეკულირებაზე, რამეთუ პრინციპში ამ გამოხდომებს თემასთან ანუ ოკუპაციასთან ნაკლები კავშირი აქვთ - წარწერა "რუსეთი ოკუპანტია" უკან ისინი წყლის ნიშნებით ამოქარგულ საქართველოს ამ ტკივილის ანუ ოკუპაციის ერთ-ერთი არქიტეტქტორის სადიდებელ ბანერს "მიშა მაგარია" ხედავენ... შესაბამისად საზოგადოება მსგავს პოლიტიკური ავანტიურისტების გვერდში არ დგას და ვერც დადგება, თუმცა პრობლემას კარგად აცნობიერებს...
ხოლო ავნტიურისტების მსგავსი ქმედებები კი საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე და მათ შორის ოკუპაციაზე შეხედულებების გაუფასურებას იწვევს... ეს კი ისევ მტრის ანუ ოკუპანტების წისქვილზე ასხავს წყალს... დაიძახებს ერთხელაც ვინმე "ქუდეზე კაცს' და გამომსვლელი აღარავინ იქნება...
This post has been edited by IG2006 on 26 Jun 2018, 09:52