Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ISP FAQ > Silk LTE 4G ინტერნეტი სახლისთვის


Posted by: kapkapa 10 Dec 2014, 14:54
სილქნეტმა დღეს საქართველოში LTE 4G ინტერნეტის მომსახურება დაიწყო. Silk LTE 4G საშუალებით აბონენტებისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტ-სერვისის უკაბელოდ მიწოდებას უზრუნველყოფს.
სილქნეტი პირველი კომპანიაა ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც თავის მომხმარებელს მეოთხე თაობის უსადენო ინტერნეტს - Silk LTE-ის მომსახურებას თავაზობს.
Silk LTE 4G სახლის უკაბელო ინტერნეტია, რომელიც მოდემის საშუალებით მიეწოდება. მოდემის ჩართვა შესაძლებელია Silk LTE -ს დაფარვის ზონაში მდებარე ნებისმიერ სახლში. მოდემის ინსტალაცია მარტივია: მომხმარებელი ყიდულობს Silk LTE მოდემსა და სიმ ბარათს. მოდემი უერთდება დენის წყაროს და მთელს სახლში გადასცემს WiFi სიგნალს. ერთ აპარატურაზე შესაძლებელია რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად ჩართვა - როგორც WiFi-ით, ასევე კაბელით.
მოდემის Silk LTE 4G WiFi-ს შეძენა თბილისის მასშტაბით 4 სერვის ცენტრშია შესაძლებელი: ვაკის სერვის ცენტრი (მის: ჭავჭავაძის გამზირი №22) საბურთალოს სერვის ცენტრი (მის: ალ.ყაზბეგის გამზ. №14) გლდანის სერვის ცენტრი (მის: ქერჩის ქ. №1) ისნის სერვის ცენტრი (მის: შირაქის ქ. №40). ინტერნეტის სიჩქარე 50მგბ/წმ-ს აღწევს.
Silk LTE 4G-ის დაფარვის ზონა ეტაპობრივად ფართოვდება. ამ ეტაპზე გაშვებულია შემდეგი უბნები:
მეტრომშენი ნაძალადევი
5 დეკემბერი ავჭალა
სოფელი დიღომი ელია
სვანეთის უბანი ლოტკინი
მომავალი წლიდან LTE 4G სერვისი ხელმისაწვდომი იქნება დედაქალაქის შემოგარენსა და რეგიონებშიც. უახლოეს მომავალში კომპანია „სილქნეტი“ ოპტიკური, დსლ და Silk LTE 4G ტექნოლოგიით ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დაახლოებით 80%-ის მოცვას შეძლებს.
http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=89&s=news&id=351


Posted by: iMaximuSi 10 Dec 2014, 15:02
30gb 28 ლარი ღირს ამას რატო არ წერენ თვალშისაცემად

 

Posted by: kapkapa 10 Dec 2014, 16:40
ეს ალბათ უფრო (მაგთის HSPA+ მოდემი და მობილური WiFi ) და ჯეოსელ-კონექტის კონკურენტი იქნება

Posted by: Tobuldar 10 Dec 2014, 16:54
QUOTE
Silk LTE 4G-ის დაფარვის ზონა ეტაპობრივად ფართოვდება.

მთაწმინდაზე როდისთვის იგეგმება, ხომ არ იცით?

Posted by: UMTS 10 Dec 2014, 17:18
QUOTE
ინტერნეტის სიჩქარე 50მგბ/წმ-ს აღწევს.

სპიდტესტი დაიდოს biggrin.gif

Posted by: ლუკატარ 10 Dec 2014, 18:58
UMTS
კაი ახლა მაგთის 3.5გ თუ 40 მეგაბიტს გიქაჩავდა, როგორმე 4გც გაქაჩავს, სულ რომ ტაშტიკომის იყოს.

Posted by: se-w910 10 Dec 2014, 19:42
QUOTE
30gb 28 ლარი ღირს ამას რატო არ წერენ თვალშისაცემად



წერენ biggrin.gif

http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=246&s=content&id=8


15 მბიტი სიჩქარე რა 4 G -ია ? : facepalm.gif ამაზე ყრიან ქვეყანას ? თან ლიმიტიანი ინტერნეტის დედაც ჯეკ...

Posted by: GEOSER 10 Dec 2014, 19:52
აბა ბილაინიო??? სილკნეტმა მოიგო ტენდერი?

Posted by: se-w910 10 Dec 2014, 20:03
GEOSER
QUOTE
აბა ბილაინიო??? სილკნეტმა მოიგო ტენდერი?


სიკნეტი სხვა სიხშირეზე იმუშავებს, ბილაინ-მაგთი-ჯეოსელი სხვაზე , რომ არ მოხდეს ერთმანეთთან ლიცენზიის აუქციონზე კონკურენცია და იაფად იყიდონ ლიცენზიები

Posted by: 3I3EPb 11 Dec 2014, 13:19
საინტერესოა სხვა "მოდემში" თუ შეიძლება ამთი სიმ ბარათის გადასმა.?

Posted by: Santa_papa 11 Dec 2014, 17:14
სპ: romel sikshirezea qseli ? 800/1800/2100/2600 , USB Lte modemic iqneba momavalshi?


Silknet - სილქნეტი LTE მუშაობს 2300 მეგაჰერცის სიხშირეზე

სპ: 2300 znachit indoetshi vart, usb modemi rodis iqneba?

Posted by: zakro 20 Dec 2014, 22:43
ვინმემ ჩაირთო უკვე ეს ინტერნეტი?

Posted by: zakro 8 Jan 2015, 18:26
დღეს ვიყიდე სახლის მოდემი, პირველად რომ ჩავრთე ძალიან დაბალი სიჩქარე აჩვენა.
user posted image

ტექნიკურ სამსახურთან საუბრისა და მოდემით ოთახში სიარულის შემდეგ (კარგი სიგნალის მისაღებად) შედეგი ესეთია:
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

როგორც ხედავთ ჩამოტვირთვას არა უშავს, მაგრამ ატვირთვა დაბალია

რატომღაც ბალანსს ვერ ვნახულობ, 91800-ზე სმს არ იგზავნება. my.silknet.com-ზე კი LTE საერთოდ არ ჩანს

Posted by: Shady. 10 Jan 2015, 16:32
zakro

ეგ სიჩქარე ჯეოსელის 3G-ზე მაქვს biggrin.gif

Posted by: one_day- 22 Feb 2015, 18:01
გაუმარჯოს , გუშინ მოვატანინე ეს მოდემი ხოდა ძაან ცუდი მიღება აქვს, თითქმის არ იჭერს ხოდა ორი ანტენის შესაერთებელი აქვს უკან, ეს ანტენები wifi-გამაძლიერებლებია თუ სიგნალის მიმღების?
საინფორმაციოში დავრეკე და სიგნალის მიმღებისო, თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფფო? ტყუილად არ ვიყიდო ანტენა

Posted by: ლუკატარ 22 Feb 2015, 19:19
one_day-
სილკნეტის რამ გაყიდინა, ბილაინის აგეღო

Posted by: one_day- 22 Feb 2015, 21:22
ლუკატარ
28 ლარი 80გ და ბილაინს 25 ლარი ღირს 30გბ. თან უფასოდ გაძლევენ მოდემს სილქნეტში. ბილაინის გაქვს? როგორ მუშაობს? ეს ლიმიტიანი პირველად მაქვს თან არ ვიცი როგორ დავხარჯავ :/

Posted by: zakro 22 Feb 2015, 21:35
one_day-
QUOTE
28 ლარი 80გ

ეგ დროებით აქციაა. აქციის გარეშე 30 გბ-ია 28 ლარად.

მე აქციამდე ვიყიდე და 49 ლარი გადავიხადე მოდემი +30გბ ერთი თვით.
თან იძახიან რომ ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში 30 დღის გასვლამდე 2მბ ინტერნეტი გექნებათო, მაგრამ რეალურად მაგის მეათედი იყო სიჩქარე, ამიტომ აღარ გამიგრძელებია, როცა ვადა გავიდა. ეხლა ბილაინის სიმ ბარათი მიდევს მაგათ მოდემში (ნომერი რომ ვიყიდე 15გბ მაჩუქეს)

Posted by: one_day- 22 Feb 2015, 21:53
zakro
QUOTE
ეხლა ბილაინის სიმ ბარათი მიდევს მაგათ მოდემში

კარგი აზრია... რა ინტენსივობთ მუშაობ კომპთან? რამდენს ხარჯავ? 30 გბ საკმარისია ერთ თვეზე?

Posted by: zakro 22 Feb 2015, 22:40
QUOTE
30 გბ  საკმარისია ერთ თვეზე?

მე არ მეყო მაგალითად. საერთოდ ვებისთვის თუ ვიდეოებს და ფილმებს არ უყურებ შეიძლება გეყოს და ფილმებს თუ უყურებ ერთი ფილმი კია 1-2გბ (შეიძლება მეტიც, გააჩნია რა გაფართოებაში უყურებ)
* * *
one_day-
მთავარი მიზეზი რატომაც აღარ გავაგრძელე სილქნეტის ინტერნეტით სარგებლობა ის იყო, რომ მომატყუეს, თუ ლიმიტი ამოიწურა 30 დღის გასვლამდე 2მბ ინტერნეტი გექნებაო, რელურად კი ასეთი ინტერნეტი იყო

user posted image

Posted by: kaxabera 24 Feb 2015, 17:23
სილქნეტის როუტერში ბილაინის კარტა იმუშავებს?

Posted by: zakro 24 Feb 2015, 17:32
kaxabera
QUOTE
სილქნეტის როუტერში ბილაინის კარტა იმუშავებს?

მე ვამუშავებ, მაგრამ მე სანამ აქციას დაიწყებდნენ მანამდე ვიყიდე და ეხლა უფასოდ რო არიგებენ არ ვიცი როგორაა.

Posted by: kaxabera 24 Feb 2015, 21:49
zakro
სიჩქარე კარგი ქონდა სილქნეტს თუ ბილაინი ჯობია?

Posted by: zakro 24 Feb 2015, 22:05
kaxabera
სილქნეტის 28 ლარიან პაკეტში 15 მეგაბიტი შედის და რეალურად მაგდენი იყო

ბილაინი კი 20 მეგაბიტამდე ადის
http://www.speedtest.net/my-result/4167936911

Posted by: kaxabera 26 Feb 2015, 08:10
მაგარია, ულიმიტო მაინც გახადონ, სადაც ოპტიკური არ არის მშვენიერი სიჩქარეა

Posted by: Imedi 26 Feb 2015, 15:29
ესეიგი 30გიგა არ მეყოფა თვეში ყოველდღე რომ უყურო ფილმი და ვითამაშო ონლაინში?

Posted by: kaxabera 26 Feb 2015, 23:15
მინიმუმ სახლის კომპზე ეკონომიურად რომ ისარგებლო 100 GB გინდა მაინც

Posted by: konformist 1 Mar 2015, 05:30
QUOTE
მინიმუმ სახლის კომპზე ეკონომიურად რომ ისარგებლო 100 GB გინდა მაინც

რას უყურებთ ამდენ ფილმს?
ისე საინტერესოა, ასეთი სტატისტიკა თუ არის, მაგ. საშუალოსტატისტიური ოპტიკის აბონენტის მოხმარება რა არის გბ-ში?

Posted by: 918 Spyder 1 Mar 2015, 05:39
konformist
QUOTE
რას უყურებთ ამდენ ფილმს?


სულ არაა ბევრი ფილმის ყურება საჭირო , 100GB ტრაფიკი რომ დახარჯო
6 ფილმით ავალ მაგდენზე, ან უფრო ნაკლებითაც...

Posted by: _kutaiseli_ 1 Mar 2015, 15:17
918 Spyder
QUOTE
სულ არაა ბევრი ფილმის ყურება საჭირო , 100GB ტრაფიკი რომ დახარჯო
6 ფილმით ავალ მაგდენზე, ან უფრო ნაკლებითაც...

შენ თუ 15 გბ ფილმებიც ყურება გინდა მაშინ კეთილ ინებე და გადაიხადე კომფორტისთვის :დ

Posted by: 918 Spyder 1 Mar 2015, 16:01
_kutaiseli_
QUOTE
შენ თუ 15 გბ ფილმებიც ყურება გინდა მაშინ კეთილ ინებე და გადაიხადე კომფორტისთვის :დ

ჰოდა მაქვს კავკასუსი და ვარ ბედნიერი.... up.gif

Posted by: konformist 1 Mar 2015, 19:50
QUOTE (_kutaiseli_ @ 1 Mar 2015, 15:17 )
918 Spyder
QUOTE
სულ არაა ბევრი ფილმის ყურება საჭირო , 100GB ტრაფიკი რომ დახარჯო
6 ფილმით ავალ მაგდენზე, ან უფრო ნაკლებითაც...

შენ თუ 15 გბ ფილმებიც ყურება გინდა მაშინ კეთილ ინებე და გადაიხადე კომფორტისთვის :დ

რაღაც ეჭვი მაქვს, რომ საშუალო მოხმარება 100 გბ-თან ახლოსაც მიდიოდეს.

ადამიანები ასეთ რეჟიმში არ უყურებენ ფილმებს და ვიდეო სტრიმინგს, რომელზედაც მოდის ძირითადად ტრაფიკი. ამას უბრალოდ ფსიქიკა, ნერვული სისტემა, მუდმივ რეჟიმში ვერ გაუძლებს. smile.gif
იქნებიან ისეთები, რომლებიც შეიძლება მეტსაც ხარჯავენ და სწორი შენიშვნაა, ასეთებმა უნდა გადაიხადონ ალბათ კიდევაც.
მაგრამ ვგულისხმობ საშუალოსტატისტიკურ მოხმარებას. მეეჭვება 15-20, ან 30 გბ-ს ცდებოდეს

Posted by: 918 Spyder 1 Mar 2015, 20:46
QUOTE
მაგრამ ვგულისხმობ საშუალოსტატისტიკურ მოხმარებას. მეეჭვება 15-20, ან 30 გბ-ს ცდებოდეს


მქონდა მაგთის მოდემი და მეილისთვის ვხმარობდი უმეტესად. ვიდეოებს არ ვუყურებდი საერთოდ...
6 გბ მყოფნიდა ჰა,ჰაა ორი-სამი კვირა... ხშირად არც მაგდენი.

გგონია რომ არაფერია და ტრაფიკი კიდევ მიდის....

დამიჯერე 15 -20 გბ არაფერია, აი 30გბ ცოტა დამაჯერებელია...

ერთ კაცს არ მყოფნიდა 6 გბ ,რატომ გგონია რომ საშუალოსტატიკურ ქართულ ოჯახს უნდა ეყოს 15 გბ? რომელიც ონლაინში უყურებს ფილმს, თამაშობს და ა.შ ანუ ინტერნეტს უფრო სრულად იყენებს ვიდრე მე ვიყენებდი.

მით უმეტედ თუ WI-Fi უდგათ ... კიდევ უფრო მეტი ტრაფიკი წავა.

QUOTE
იქნებიან ისეთები, რომლებიც შეიძლება მეტსაც ხარჯავენ და სწორი შენიშვნაა, ასეთებმა უნდა გადაიხადონ ალბათ კიდევაც.

ვერ ეღირსებით... down1.gif down1.gif

Posted by: konformist 2 Mar 2015, 02:32
918 Spyder
QUOTE
იქნებიან ისეთები, რომლებიც შეიძლება მეტსაც ხარჯავენ და სწორი შენიშვნაა, ასეთებმა უნდა გადაიხადონ ალბათ კიდევაც.

ვერ ეღირსებით... down1.gif down1.gif

smile.gif

არა, მეც იმ აზრის ვარ, რომ თანამედროვე ყოფაში ინტერნეტი არ უნდა იყოს, თუნდაც გარკვეული ფენისთვის ფუფუნების საგანი, მისი მთავარი არსი მასობრიობა და მარტივი წვდომაა, ხომ?
მაგრამ მომსახურების დიფერენცირება, ზოგი ტექნოლოგიის პირობებში მაინც იქნება.

მაინც არ მგონია, რომ მეილებისთვის 6 გბ-ია საჭირო smile.gif ადრე სამსახურში მოდემს ვხმარობდით, მეილებისთვის მხოლოდ 1 გბ გვერიცხებოდა, თვიდან თვემდე არც იხარჯებოდა მგონი.

ისე ზოგადად, ინტერნეტის ტრაფიკით ლიმიტირება, მთლად თანამედროვე განვითარებას არ შეესატყვისება smile.gif

Posted by: 918 Spyder 2 Mar 2015, 22:13
QUOTE
მომსახურების დიფერენცირება, ზოგი ტექნოლოგიის პირობებში მაინც იქნება.

ცხადია მაგრამ გააჩნია სწორედ როგორი დიფერენცირება იქნება.
ზოგადად,ნებისმიერი ფასისმიერი დისკრიმინაცია უსამართლობააა...

QUOTE
ისე ზოგადად, ინტერნეტის ტრაფიკით ლიმიტირება, მთლად თანამედროვე განვითარებას არ შეესატყვისება


"მთლად" ამოიღე...

Posted by: ZAZAi 3 Mar 2015, 00:42
იხმარეთ ოპერა და ჩაურთეთ ტურბო რეჟიმი. დაზოგავთ გიგაბაიტებს

Posted by: kaxabera 6 Mar 2015, 08:52
სანამ ულიმიტოს არ გახდიან პოპულარული ვერ გახდება

Posted by: Imedi 7 Mar 2015, 19:38
და ამ სიჩქარით(0,2mb/sec) ვერ ვუყურებ ფილმს ონლაინში PC-ზე როცა ამომიწურება ლიმიტი ?
პი.სი.მაინც სილკნეტის თუ ბილაინის 4G რომელს მირჩევთ?

Posted by: zakro 7 Mar 2015, 20:50
Imedi
QUOTE
და ამ სიჩქარით(0,2mb/sec) ვერ ვუყურებ ფილმს ონლაინში PC-ზე როცა ამომიწურება ლიმიტი ?

no.gif
მართლა რო იყოს დაპირებული 2მბ უყურებდი, მაგრამ 0.2 მბ არ გამოდგება მაგისთვის

QUOTE
სილკნეტის თუ ბილაინის 4G რომელს მირჩევთ?

მე ბილაინს გირჩევდი. სილქნეტზე 30 გბ 28 ლარი ღირს, ბილაინზე კი 25. თან სილქნეტზე სიჩქარეც შეზღუდულია-15 მბ/წმ, ბილაინზე არა (20 მბ/წმ-მდე ადიოდა ჩემთან, თუმცა აქ ზოგი დებს ტესტებს სადაც უფრო მაღალ სიჩქარესაც აჩვენებს). ამასთან ბილაინი უფრო სწრაფად აფართოებს დაფარვის ზონას. სილქნეტს ჯერ მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანი აქვს დაფარული

Posted by: iosebovich 7 Mar 2015, 20:58
მეც ვეთანხმები. სანამ ულიმიტო არ გახდება ერთ თეთრსაც არ გადავიხდი 4G-ში. ბებიამაგათამ 30 GB რამეს ეყოფა. მე 2 ფილმზე არ მეყოფა გადმოწერა თუა და ისედაც ეხლა 30 MB სიჩქარე მაქ კავკაზუსზე თავისთAვად ულიმიტო 30 ლარად თუ 35-ად. გახადონ ულიმიტო და სიჩქარე 50 MB-ი და კიბატონო გადავიხდი 30 ლარს ეგეთ პაკეტში. შეზღუდვა არის დიდი სისულელე და ნეტა ვინმე წამოიკიდეს უკვე? არც ტელეფონში არ მჭირდება სანამ ულიმიტო არ იქნება.

Posted by: Patriot74 9 Mar 2015, 18:58
iosebovich
აბა რაა, ტელეფონზეც საკმარისია 2GB, და ტელეფონით ფილმების გადმოწერის მუღამს კიდევ ვერ ვხედავ. ვფიქრობ მოვა დრო და ულიმიტო გახდება, მარა კაი ძვირი ეღირება. მაგთის აქვს 4G ულიმიტო, მარა რათ გინდა, 150 ლარი თვეში, ნაგლობაც ესეთი უნდა

Posted by: Imedi 11 Mar 2015, 21:25
ისე ამათ რა უთხრა რა....დაურეკე და გავიგე, თურმე როცა ამოიწურება ლიმიტი გადაგიყვანებენ არა DSL-ის დაბალ სიჩქარიან ვარიანტზე არამედ 21 საუკუნეში მე-20 საუკუნეში უკან- dial up ინტერნეტზე.

Posted by: zakro 12 Mar 2015, 16:53
დღეს ვცადე ბალის სიმ-ბარათის ჩართვა ამ მოდემში მაგრამ მარტო EDGE-ზე იმუშავა, 4G ვერ დაიჭირა. მე მგონი არა აქვს ამ მოდემს LTE 1800.

Posted by: konformist 13 Mar 2015, 18:24
zakro
QUOTE
დღეს ვცადე ბალის სიმ-ბარათის ჩართვა ამ მოდემში

4G სიმ ბარათია?

Posted by: zakro 13 Mar 2015, 20:14
konformist
QUOTE
4G სიმ ბარათია?

კი, გუშინ შევცვალე. ქსელის ხელით მოძებნისას 4G მარტო ბილაინის და სილკნეტის დაიჭირა. მაგთი და ჯეოსელს კი მარტო 2G-ის აჩვენებს.
user posted image

3G რატომღაც საერთოდ არა აქვს

Posted by: zakro 2 Apr 2015, 02:02
დღეს დაწერეს ფეისბუქზე ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სიჩქარე გავზარდეთო... 256კბ-მდე. ადრე ამაზე ნაკლები იყოო. მაშინ 2მბ-ს რატომ წერდით-თქო რომ ვკითხე, ბოდიში, უზუსტობა იყოო facepalm.gif

https://www.facebook.com/silknet/photos/a.208989452480949.54087.114976255215603/882736818439539/?type=1&comment_id=882907811755773&offset=0&total_comments=2&comment_tracking=%7B%22tn%22%3A%22R0%22%7D

Posted by: NewHuman 19 Apr 2015, 19:07
დავიტანჯე ყოველ 10 წუთში ერთხელ ვარესტარტებ მოდემს sad.gif ჭედავს ხოლმე და დარესტარტება შველის ... ამ პრობლემით ბევრია და ვმუშაობთ მაგ ხარვეზზეო 1 თვის უკან რო ვესაუბრე

Posted by: Kandinskaia 19 Apr 2015, 19:51
QUOTE
დავიტანჯე ყოველ 10 წუთში ერთხელ ვარესტარტებ მოდემს  ჭედავს ხოლმე და დარესტარტება შველის

მეც მაგან დამტანჯა, რა წესია, რით ვერ გამოასწორეს რა.

Posted by: ARMINDA 21 Apr 2015, 13:58
რა ღირს ინსტალაცია?
10მბ ინტერნეტი და სტარტ ტელევიზიის ჩართვა მინდა

Posted by: NewHuman 21 Apr 2015, 18:21
ARMINDA
user posted image

Posted by: kaxabera 1 May 2015, 18:01
ვისაც გაქვთ დაწერეთ რა თვეში რამდენ GB-ს ხარჯავთ? 100გბ საკმარისია თვეში?

Posted by: Unknown 6 May 2015, 01:01
მსოფლიოშI თითქმის ყველა სერიული, ხელმისაწვდომი 3გ/4გ ლტე მოდემი/როუტერი ეკიდება დროგამოშვებით. დღეისთსი რეალობა ეგეთია. გარანტირებულა დმაგ ჭირს ვე რმოიშორებთ. სახლამდე მოყვანილ ოპტიკურ კაბელს ეგ მარაზმი ვერ სეცვლის.

Posted by: oscillator 18 May 2015, 14:55
ზატო სილქნეტი 20მჰც მაუწყებლობს და ბილაინი 10მჰც-ით... :-)

4x4 MIMO-ს გააკეთებს სილქნეტი და უსერ-სპიდი 80-100მბ/წმ ავა! ზოგგან უფრო მეტიც იქნება! :-)

"პროსტა" UE-Cat-5/6 უნდა იყოს

https://forum.ge/?f=66&showtopic=34757999


Posted by: giorgisaaka 13 Jun 2015, 19:33
დღეს იყო ვიღაც სილქნეტიდან, მოდემის დადგმა უფასოა და მერე 20 ლარი თვეშიო, 60 გბ. არის ლიმიტი და თუ გადააჭარბებ უბრალოდ სიჩქარე იკლებსო.
რას მირჩევთ? 60 გბ. საკმარისია თვეში? ან როგორ მუშაობს თუ იცით აქ ვინმემ.

Posted by: GEONIK 19 Jun 2015, 00:54
ამ როუტერის პაროლი რა არის ხოარიცით სილკ რასაც დგავს 4გ-ზე?

Posted by: Unknown 19 Jun 2015, 20:01
giorgisaaka
პირადად ჩემთვის ეგ საკმაოდ ცოტაა, რამდნეიმე ტერაბაიტზე ადის გახარჯული ტრაფიკი ჩემთან და არა მგონია სხვა ძალიან ბევრი ოჯახი ბევრად ნაკლებს მოიხმარდეს. ნუ ერთი ადამიანი თუ ცხოვრობს სახლში, ტორენტით ბევრს არაფერს იწერს და ერთი-ორი მოწყობილობის მეტი მის ქსელში არაა ჩართული, მაშინ ეყოფა ალბათ. თუმცა ტრაფიკის შეზღუდვა არის დიდი სიბოროტე ;-) მაგან არსად არასდრო სგაამართლა და 15 წელია ინტერნეტ-პროვაიდერებმა ტრაფიკის შეზღუდვის მარაზმი გააუქმეს თითქმის მთელ მფოსლიოში.

Posted by: zakro 19 Jun 2015, 23:55
giorgisaaka
ეგ პაკეტი დროებითია
http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=89&s=news&id=373
QUOTE
პაკეტ „Bronze“ -ს აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

მერე იქნება 30 გბ 28 ლარად

Posted by: dato:) 7 Jul 2015, 20:47
zakro
ანუ არ ღირს გამოყვანა?
მირჩიეთ ჩავრთა თუ არა ეგ ნეტი, ამჟამად მაქვს კავკასუსის რადიო ინერნეტი 2მბ/წმ, 30 ლარად. დიდი არაფერი მაგრამ მუშაობს ასე თუ ისე. რაც ზევით წავიკითხე მართლა ეგრე ჭედავს, ანუ სულ დარესეტება სჭირდება?

Posted by: Reference Frame 13 Jul 2015, 12:58
უსბ ააქვს??? მედიასერვერი ხოარააქ ჩაშენებული? biggrin.gif
ქალაქგარეთ მინდა და გარე ვინტი რო მივაერთო და გავაშეარო შეუძლია ეგეთი რამე? smile.gif)))))
ძაან ბევრს ვითხოვ ხო? biggrin.gif
* * *
Unknown
QUOTE
მსოფლიოშI თითქმის ყველა სერიული, ხელმისაწვდომი 3გ/4გ ლტე მოდემი/როუტერი ეკიდება დროგამოშვებით. დღეისთსი რეალობა ეგეთია. გარანტირებულა დმაგ ჭირს ვე რმოიშორებთ. სახლამდე მოყვანილ ოპტიკურ კაბელს ეგ მარაზმი ვერ სეცვლის.

იაფის თემაა ალბათ ხო???
რამდენი კლიენტი უერთდება მთავარია. რამდენად სტაბილურად უჭირავს სიგნალი და ა.შ.
ანუ რეალურად რამდენად უწევს მუშაობა დატვირთვაზე რა.

მეგობრებო კიდევ მაინტერესებს თქვენთან ვისთანაც კარგად იჭერს ინფორმაციაში სიგნალის სიმძლავრეს რამდენ დბ აჩვენებს???

Posted by: di_onise 15 Jul 2015, 14:19
მაგარი უნამუსო ტიპები არიან


პროჭობა ჰქვია მაგ საქციელს უნამუსობაზე უფრო მეტად...


ტიპები ტაბახმელაში ამოვიდნენ, ესაო ისაო მოდემს გაჩუქებთო და დაფარვის ზონაც კარგი გვაქვს აქო.


ამოვიდნენ, ჩემთან ვაფშე ვერ დაიჭირა, არ ჩააქრო წითელი 4G ნათურა, ძმაკაცთან დადგეს და გარეთ აივანზე გალურჯდა ის ნათურა, ეგააო იმუშავებსო, 6-ის მერე ჩაირთვებაო.

შეამოწმე, სიგნალი როგორ მოდის, 8მბ-ს დაიჭერს უპრობლემოდ მეთქი?

კიო კაცოო, ამის მეტი რა მიკეთებიაო, ეგ ნათურა თუ გაალურჯა ყველაფერი კარგად იქნებაო.


ჩაირთო 6-ზე და საზიზღარი პინგი ჰქონდა 500მს და ნახევარი წყვეტები.

დავურეკეთ და ვერაფერს ვუზავთო, სუსტი სიგნალია და ისეთი ადგილი შეურჩიეთ სადაც დაიჭერსო.

მეორე სართულზე გარეთ რომ გავყოფ მაშინ იჭერს სპიდტესტზე 3-4მბ-ს

აივანზე ვაფშე არ მუშაობს.

ვაბრუნებ მეთქი და სერვის ცენტრში უნდა ჩამოიტანოთ და თანხის ნაწილი დაგიბრუნდებათო.


ჰოდა ამათი დედაც მოვ#$$## ვინც ჩვენ დაგვაბოლა. ლიჟბი გეგმა შეესრულებინათ და გინებასაც კი აიტანენ....


დაფიქრდით სანამ ამათთან დაიჭერთ საქმეს, ტიპიური თაღლითობაა......
* * *
არადა მაგთის 3G ინტერნეტი იმ ადგილას smile.gif


http://www.speedtest.net/my-result/4506467587

Posted by: Reference Frame 19 Jul 2015, 15:07
di_onise
ჩააგდე მერე მაგთის სიმი და აწვალე იქ სეტინგებში არის APN და მემგონი მაგთის სიმი რო გაუშვა და მაგთის პარამეტრები გაწერო უნდა იმუშაოს.

Posted by: dato:) 19 Jul 2015, 23:40
Warning:
არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ესეთი სისულელე და არ ჩაერთათ ეს ნეტი

ხუთშაბათს რროგორცვე მომიტანეს ეგრევე ჩართეს და ვერ დაიჭირა ვაბშე გაწითლებული იყო, ჩიხია აქო და ვერ იჭერს კარგადო. მერე ძლივსძლიობით გალურჯდა ხელი მოვაწერე ხელშეკრულებაზე და წავიდა ის ტექნიკოსი. როგორცვე წავიდა ეგრევე გაწითლდა ისევ. დღეს ჩამოვედი თბილისში და ძლივს ვიღებ ნეტს, ცოტას წამოიღებს მაგრამ მერე ისევ ჭედავს და არ მოაქ არაფერი. ხვალე უნდა მივათხლიშო უკან და იმედია ტანხის რაღაც ნაწილს მაინც დამიბრუნებენ mad.gif
ბოზები არიან მეტი არაფერი

Posted by: aladini 22 Jul 2015, 11:49
20 GEL - 60 GB 2-8 mgb/s
28 GEL - 80 GB 15 mgb/s
38 GEL - 100 GB 15 mgb/s
ესაა პაკეტები

მარა , ვთქვათ მეორე თვეს რო ვერ გადავიხადო, მინუსებში გადავა ბალანსი თუ უბრალოდ ინტერნეტის მიწოდება შეწყდება?

Posted by: dato:) 23 Jul 2015, 23:33
aladini
არიფები არიან ტყუილად უნდა გადააგდო 20 არი, მერე უფლება გაქ რომ 10 დღის ვადაში უკან დააბრუნო და 10 ლარს გიბრუნებენ უკან, თუ 10 დღეს გადააცილე კარგავ, ფულსაც და ნერვებსაც

Posted by: NOWYSIWYG 26 Jul 2015, 14:56
ორი დღის უკან დავიდგი სილქნეთის ლტე სახლისათვის. პირველი შედეგებით კმაყოფილი ვარ. RSRP სიგნალის სიძლიერე კარგია -70dbm. ადგილობრივ სერვერებთან კავშირი 20მბ/წმ-ზე მეტია, უცხოურ სერვერებთან კავშირი 15 მბ/წმ-ზე ქვემოთ არ ჩამოდის. ერთი რამე შევამჩნიე - დღისით კავშირი უფრო სუსტია, ვიდრე საღამოს, ალბათ მზის სხივების მოქმედების (solar interference) გამო.

ძალზე მნიშვნელოვანი ინფო, მათთვის, ვისაც კავშირის ხარისხის პრობლემა აქვს!!!!:

ალბათ არავინ გეტყოდათ (ალბათ არც თავად იციან), რომ სილქნეთის ZTE რუტერს უერთდება ორი LTE ანტენა!!!! - რუტერის უკანა მხარეს ორი მრგვალი ნახვრეტია, რომელიც პლასტმასის თავსახურით არის დაფარული. ამ თავსახურს თუ მოაძრობთ ნახავთ ანტენის შესაერთებლებს.

ამაზონიდან გუშინ გამოვიწერე ორი ანტენა (TECHTOO Wide Band 5dbi 700-2600Mhz 3G 4G LTE Omni Directional Antenna) http://www.amazon.com/gp/product/B00VV63WEI და მოველი, რომ კავშირი ბევრად უფრო გაუმჯობესდება. დავწერ შედეგებს, როგორც კი მივიღებ და დავტესტავ.

Posted by: sTrSandro 28 Jul 2015, 14:47
გლდანში ტერიტორიულად 4 მიკროშიში კაი დაფარვა აქ 9 მეგაბიტზე ნაკლები არ მოაქ 20 ლარიანზე წლის ბოლომდე დავაკვირდები და მერე ალბათ რამეს მოვიფიქრებ 20 ლარი რაღაა მარტო საყურებლად ღირს ისეთი საკაიფო მოდემია biggrin.gif მეზობელმა დაამტვრია და შიგნით საკაიფოდ აქ მოწყობილი ლეპტოპის ვაიფაი კარტა და რამე

Posted by: aladini 30 Jul 2015, 13:25
dato:)
QUOTE
aladini
არიფები არიან ტყუილად უნდა გადააგდო 20 არი, მერე უფლება გაქ რომ 10 დღის ვადაში უკან დააბრუნო და 10 ლარს გიბრუნებენ უკან, თუ 10 დღეს გადააცილე კარგავ, ფულსაც და ნერვებსაც

გადავიფიქრე smile.gif

Posted by: NOWYSIWYG 10 Aug 2015, 23:37
უკვე ერთი კვირაა, რაც ანტენები LTE ჩამომივიდა (იხ. ზემოთ ჩემო პოსტი) და ეს დრო ინტერნეტის დატესტვას მოვანდომე. ვერდიქტი მოკლეა და ცალსახა: არ შეცდეთ ჩემსავით და ეს სერვისი არ აიღოთ!!!!!! ყველაზე ცუდი დსლ ჯობია სილქნეთის ლტე-ს. ანტენებმა სიგნალი გააძლიერეს და იგი -60dbm-ის ფარგლებში გახდა (რაც ლტე-სათის ძალზე კარგია), მაგრამ კავშირი არასტაბილურია და 0-30 მეგაბიტის ფარგლებში არითმიით დაავადებულივით "დახტის" - და ეს მიუხედავად იმისა, რომ გადამცემი ანძიდან სადღაც 300 მეტრში ვიმყოფები. აპარატურული პრობლემაც არის - რუტერი ZTE-ს ისედაც "ნახევარფაბრიკატის" განახევრებული ვერსიაა. ვაიფაი გადამცემი ძალზე სუსტია. რუტერი 3-ზე მეტი მომხმარებლის ერთდორულად შეერთებისა და მაღალი მოხმარების დროს იჭედება და გადატვრთვა სჭირდება. ცალკე აღნიშნვნის ღირსია "საპორტი", რომელმაც საერთოდ ლტე რა არის არ იცის მგონი - გასაგებია, რომ ძალზე მძიმე შრომის პირობები და დაბალი ხელფასი აქვთ და კვალიფიციური ადამიანი მანდ დიდხანს არ გაჩერდება, მაგრამ ერთი ჯადოსნური ფრაზის "იქნებ რუტერის გადატვირთვა სცადოთ" იქით იქნება ცოტა რამე ისწავლონ.

Posted by: konformist 13 Aug 2015, 18:13
NOWYSIWYG
QUOTE
გასაგებია, რომ ძალზე მძიმე შრომის პირობები და დაბალი ხელფასი აქვთ და კვალიფიციური ადამიანი მანდ დიდხანს არ გაჩერდება, მაგრამ ერთი ჯადოსნური ფრაზის "იქნებ რუტერის გადატვირთვა სცადოთ" იქით იქნება ცოტა რამე ისწავლონ.

სილქნეტი ვერ გასცდა, საბჭოთა ფოჩტა-ტელეგრაფის დროინდელ ჩაბანძებულ სიტუაციას, რომლის მემკვიდრეცაა.
ისევ იმ კანტორად დარჩა

Posted by: spichuka 14 Aug 2015, 12:49
https://www.facebook.com/economypr/videos/vb.106696602753341/894221317334195/?type=2&theater

ეს რას ნიშნავს ცოტა ზუსტად და გლეხურად შეგიძლიათ განმარტოთ?

Posted by: ქართლოსი 14 Aug 2015, 17:41
QUOTE
 Silk LTE 4G ინტერნეტი სახლისთვის


სახლისთვის რომელია იაფიდა სწრაფი ინტერნეტი
ბოჭკოვანი არ არის დაფარვის ზონაში
სიილქნეტის 4 ჯე დავაყენე დღეს და ცუდი მიღება აქვს
თამაშობს სიჩქარე
ეზოში გავიტანე მოდემი იქ კარგად დაიჭირაა მაგრამ იქ ხომ არ დავტოვებ
ღია ცის ქვეშ ოდემს.

სხვა რა საშველია?


sTrSandro
QUOTE
მეზობელმა დაამტვრია და შიგნით საკაიფოდ აქ მოწყობილი ლეპტოპის ვაიფაი კარტა და რამე



მოდემი კომპიუტერში ჩაააყენა თუ რა ქნა?

Posted by: sandro82 14 Aug 2015, 17:59
დაამტვრია მაგარი იყო. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
დაამტვრია და პლასმასებით იღებს 4G-ის. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 14 Aug 2015, 18:48
sandro82
QUOTE
დაამტვრია მაგარი იყო.   
დაამტვრია და პლასმასებით იღებს 4G-ის.


ამოაცალა შიგნით რაც იყო და იმით იღებს ეტყობა.




* * *
sTrSandro
QUOTE
გლდანში ტერიტორიულად 4 მიკროშიში კაი დაფარვა აქ 9 მეგაბიტზე ნაკლები არ მოაქ 20 ლარიანზე წლის ბოლომდე დავაკვირდები და მერე ალბათ რამეს მოვიფიქრებ 20 ლარი რაღაა მარტო საყურებლად ღირს ისეთი საკაიფო მოდემია  მეზობელმა დაამტვრია და შიგნით საკაიფოდ აქ მოწყობილი ლეპტოპის ვაიფაი კარტა და რამე


წყვეტები არ აქვს?
* * *
NOWYSIWYG
QUOTE
ანტენებმა სიგნალი გააძლიერეს და იგი -60dbm-ის ფარგლებში გახდა (რაც ლტე-სათის ძალზე კარგია), მაგრამ კავშირი არასტაბილურია და 0-30 მეგაბიტის ფარგლებში არითმიით დაავადებულივით "დახტის" -


დამატებითი ანტენა სცადე გარეთ სიმაღლეზე რომ დაგეყენებინა
და კაბელით დაგეკავშირებინა 4GE მოდემთან?

Posted by: NOWYSIWYG 15 Aug 2015, 21:18
ქართლოსი
QUOTE
დამატებითი ანტენა სცადე გარეთ სიმაღლეზე რომ დაგეყენებინა
და კაბელით დაგეკავშირებინა 4GE მოდემთან?


გარე ანტენა არ დამიყენებია, მხოლოდ შიდა ანტენები ვიყიდე, რომლებმაც 5 ერთეულით გააძლიერეს სიგნალი და ახლა RSRP -60dbm-ია რაც, როგორც ვიცი LTE-სათვის ძალზე კარგია - სიგნალის სიმძლავრე -80/90 dbm-დე საუკეთესოდ ითვლება (მოდემის სამართავ იტერფეისში 4 ხაზი სტაბილურად არის). აქ სიგნალის სიმძლავრეში არ არის საქმე - საქმე კავშირის არასტაბილურობაშია, ხშირია წყვეტები (dropping), განსაკუთრებით მაშინ, როცა ქსელში რამდენიმე მოწყობილობა მუშაობს აქტიურად და დატვირთვა დიდია. რაც უფრო აპარატურული პრობლემა მგონია.

Posted by: ქართლოსი 15 Aug 2015, 22:13
NOWYSIWYG
გუშინ დავაყენე სილქნეტის 4 G და წყვეტებია ჩემთანაც,
მერე მოდემი გავიტანე ეზოში, და თუთის ხეზე დავამაგრე
მიწიდან 4 მეტრის სიმაღლეზე მაგრამ წვიმის, ქარის დროს
იქ ხომ ვერ დავტოვებ მოდემს.
დღეს მოვიარე ალტა და მსგავსი მაღაზიები და ვერ ვიშოვე ანტენა
რომელსაც თუთის ხეზე დავამაგრებ და კაბელით სილქნეტის
მოდემთან დავაკავშირებ. ანტენები კი ჰქონდათ მაგრამ
მოდემს არ ქონდა ანტენის შესაერთებელი და გადამყვანებიც
აქ გვაქვსო და არც ვიცით თუ არსებობს ეგეთებიო.

ორშაბათს მივალ სილქნეტის სერვის ცენტრში და იქ დაველაპარაკები
თან მოდემს წავიღებ, ჯერ-ჯეროთ არ მაქვს სხვა იდეა.

QUOTE
მოდემის სამართავ იტერფეისში 4 ხაზი სტაბილურად არის

სილქნეტის მოდემი ტეპელინკის 3 ანტენიან მოდემს დავაერთე ოთახებში კარგად
რომდაიჭიროს.


QUOTE
გარე ანტენა არ დამიყენებია, მხოლოდ შიდა ანტენები ვიყიდე, რომლებმაც 5 ერთეულით გააძლიერეს სიგნალი და ახლა RSRP -60dbm-ია რაც, როგორც ვიცი LTE-სათვის ძალზე კარგია - სიგნალის სიმძლავრე -80/90 dbm-დე საუკეთესოდ ითვლება


5 ერთეული რას ნიშნავს?

8 მეგაბაიტიან პაკეტი მაქვს ეხლა მაგრამ
გათიშვიდან 8 მეგაბაიტამდე თამაშობს ხან ითიშება საერთოთ.

Posted by: sTrSandro 15 Aug 2015, 22:41
ქართლოსი
წყვეტებı აქვს და როგორც ჩანს გამოსწორების გზას არ ადგას უნდა გავთიშო მაგას 2 თვეზე მეტს არ არ გავაჩერებ მიღების სიგნალი თუ გაინტერესებს შედი 192.168.0.1 პაროლი silk700 და აწერია ზემოთ ყველაფერი ასევე სიგნალის ლოგოც არი ბევრი საინტერესო რამეს ნახავ მარა ნაგავია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაგაწვალებს ლაივ თამაშზე დაიტანჯები დღეში 2-3 ჯერ უნდა რესეტი,,,,,,,

Posted by: ქართლოსი 15 Aug 2015, 23:21
sTrSandro

QUOTE
წყვეტებı აქვს და როგორც ჩანს გამოსწორების გზას არ ადგას უნდა გავთიშო მაგას 2 თვეზე მეტს არ არ გავაჩერებ


რამდენიხანია რაც ხმარომ? სილქნეტის 4G გაქვს?

მთელი საღამოა ჭედავს და ითიშება, ეხლა მოდემი ეზოში გავიტანე
და ჭედავს ისევ.

Current Data7.4MB ეს ანახა.

Posted by: ქართლოსი 19 Aug 2015, 14:00
NOWYSIWYG
dato:)
sTrSandro


სად ქონია ანტენის შესაერთებლები:


https://forum.ge/?showtopic=34783310&f=&st=0&#entry45443412

Posted by: dato:) 19 Aug 2015, 14:34
ქართლოსი
ვნახე მაგრამ როცა მიმღები ანტენა არ გაქვს რა უნდა შეუერთო? ისევ უნდა ადგე და იყიდო, რაც ზედმეტი ხარჯია, ამიტომ დავიტოვე ის რაც მქონდა

Posted by: ქართლოსი 19 Aug 2015, 18:45
dato:)
QUOTE
ვნახე მაგრამ როცა მიმღები ანტენა არ გაქვს რა უნდა შეუერთო?


10 ლარი ღირს მგონი ეგ ანტენები.

Posted by: dato:) 19 Aug 2015, 21:29
ქართლოსი
20 ლარს 10 ლარს დავამატებდი და კავკასუსის გადასახადს გადავიხდიდი biggrin.gif, საბოლოოდ მაინც ეგრე მომიწია ოღონდ უკან დაბრუნებულ 10 ლარს დავამატე 20 ლარი yawn.gif

Posted by: ქართლოსი 21 Aug 2015, 13:32
NewHuman
QUOTE
დავიტანჯე ყოველ 10 წუთში ერთხელ ვარესტარტებ მოდემს  ჭედავს ხოლმე და დარესტარტება შველის ... ამ პრობლემით ბევრია და ვმუშაობთ მაგ ხარვეზზეო 1 თვის უკან რო ვესაუბრე


გამოასწორეს პრობლემა?


dato:)
QUOTE
20 ლარს 10 ლარს დავამატებდი და
კავკასუსის გადასახადს გადავიხდიდი ,
საბოლოოდ მაინც ეგრე მომიწია ოღონდ
უკან დაბრუნებულ 10 ლარს დავამატე 20 ლარი



ყველაზე კარგი ინტერნეტი ბოჭკოვანია მგონი მაგრამ არ არის ყველგან.

Posted by: Zinger 21 Aug 2015, 14:21
ამათმა არ თქვან IPS ვართო, მითუმეტეს LTE -მომსახურება გვაქვსო.
ჩავარდნები, გაჭედვები, არასტაბილური სიჩქარე,
ტრაკიდან გამოთხრილი ZTE -ს დევაისი რომელიც ბოლოს 20 ლარათ გაყიდეს "აქციის ფარგლებში"
შემოვა თარა CO ჩემთან ეგრევე გავათრევ მაგათ მოდემს, ჯერ სხვა გზა არ მაქვს.
იქნება რამე linux მივარჭო და ყველა სიმზე იმუშავოს მერე სოფელში წავიღებ და მაგთის კორპორატიულ სიმს ჩავთხრი.

Posted by: sTrSandro 6 Sep 2015, 23:25
ქართლოსი
არა არა და არ ვერ ვითმენ თვის ბოლომდე რომ კაუკასუს 200 ლარი მივცე და შემომიყვანონ

Posted by: ქართლოსი 7 Sep 2015, 00:24
sTrSandro
რა ნეტი შემოყავს კავკასუსს?

Posted by: NewHuman 8 Sep 2015, 04:07
sTrSandro
QUOTE
არა არა და არ ვერ ვითმენ თვის ბოლომდე რომ კაუკასუს 200 ლარი მივცე და შემომიყვანონ

რა ინტერნეტს რთავ?
* * *
ახალი მოდემი მომცეს, სხვანაირია ვაბშე smile.gif ვნახოთ როგორ იმუშავებს. ჯერ-ჯერობით არ ჭედავს .

Posted by: NewHuman 10 Sep 2015, 03:17
დავისვენე რაა smile.gif 2 დღეა რაც ახალი მოდემი მაქვს და ერთი რესტარტი აღარ დამჭირვებია . მოკლედ ბრაკი იყო ის მოდემი ყოველ მეორე წუთს რესტარტი ჭირდებოდა და სიჩქარეც კვდებოდა


ახალი მოდემი საერთოდ არ ეკიდება და მუშაობს კარგად, ერთი მინუსი აქვს ის, რომ ანტენააქვს სუსტი და რაც შეიძლება გარეთა მხარეს უნდა დადგათ რომ სიჩქარე კარგი გქონდეთ .

ესეც ჩემი სფიდ ტესტი

user posted image
* * *
ეს ეხლა, დილის 6 საათზე

user posted image

Posted by: sTrSandro 12 Sep 2015, 00:27
მოიცა ახალი მოდემები გამოუშვეს არ ვარგა ის თეთრები ?

Posted by: bambolina 14 Sep 2015, 02:51
კმაყოფილები ხართ ვისაც გაქვთ?
ერთი ის არ მომწონს რომ ულიმიტო არაა
ლიმიტი როცა იწურება მერე ძალიან ნელი ხდება?

Posted by: ქართლოსი 16 Sep 2015, 18:52
4 G-ის ახალ მოდემებს რო იძლევა სილქნეტი კარგია ეგენი, მწვანე ზოლი რომ აქვს??




NewHuman
QUOTE
ახალი მოდემი საერთოდ არ ეკიდება და მუშაობს კარგად, ერთი მინუსი აქვს ის, რომ ანტენააქვს სუსტი და რაც შეიძლება გარეთა მხარეს უნდა დადგათ რომ სიჩქარე კარგი გქონდეთ .


დამატებითი ანტენა რომ დაუყენო? მიღებისთვის?

Posted by: NewHuman 17 Sep 2015, 01:33
დამატებითი ანტენა არ ყენდება ახალ მოდემზე. რას დავეძებ, იდეალურად მუშაობს ესეც სიჩქარე კი გაჩვენეთ რა კარგად მოაქვს და სტაბილურია მუდმივად ერთი რესტარტი არ დამჭირვებია ადამიანურად ვუყურებ ფილმებს და ლაივებს მაივიდეოზე smile.gif). .

Posted by: sTrSandro 25 Sep 2015, 13:58
ხო მეც გამოვცვალე მოდემი პირველი დღეა და რავი რასაც ვატყობ კაია აქამდე იმას 1 საათში 5 ჯერ მოუწევდა რესტარტი

Posted by: Gasartobi 14 Oct 2015, 10:47
გუშინ დავდგი, აღმაშენებლის ქუჩაზე და არ ვიცი საშინელებაა, ბოლო პაკეთი მაქვს აღებული და ინტერნეტშიც რომ შემოვდივარ მიკვირს, 100 კილობაიტის მეტით არ იწერს ფაილებს, ფეისბუქზე საშინლად ჭედავს, მოკლედ ფორუმზეც რომ შემოვდივარ სურათებს არ მიჩვენებს
ესეც იმის შედეგად რომ ოთახში ფანჯარასთან დავდგი მოდემი, აქ კომპიუტერთან საერთოდ ნოლია ინტერნეტი sleep.gif
რა უნდა გავაკეთო?

Posted by: gigzi 16 Oct 2015, 01:09
სილქნეტის 4G LTE აღება ღირს? თბილისში ყველგან მუშაობს? თუ არა, რომელი ალტერნატივა ჯობია?

Posted by: machvi08 16 Nov 2016, 11:27
სილქნეტის როუტერში 4G WIFI მაგთის კარტა იმუშავებს?

Posted by: Zinger 16 Nov 2016, 19:54
ხალხო ვინმეს ხოარ გაქვთ სილქნეტის მოდემი ძველი ZTE MF283 შემორჩენილი ? ადრე LTE -ს რომ აუქმებდი მოდემს გიტოვებდნენ და მაგ დროინდელი. Greenpacket -ის მოდემი არ მინდა ახალი.

Posted by: animani_c 10 Dec 2016, 11:04
როგორ მუშაობს სილქნეტის ტელევიზია, რომ დავაყენო პრობლემები ხომ არ მექნება?

Posted by: venom_one 24 Jan 2017, 21:07

user posted image

სილკის მოდემის პაროლი ხომ არ იცით ვინმემ მჭირდება და ვერ შევდივარ სტანდარტული პაროლებით
utg700 და silk700 არ წაიღო

Posted by: Temo_x 6 Mar 2017, 22:25
რას იტყვით სილქნეტის 4გ ლტე -ზე? დღეს ვნახე სოფელში აქვთ და 16mbps ჰქონდა სიჩქარე, კარგი ვარიანტიაა?

Posted by: DaniX 2 Jun 2017, 13:15
machvi08
არ ცადო smile.gif გაფუჭდება დიდი ალბათობით რომ ამოიღო რაც დევს ის და ეგ ჩადო smile.gif

Temo_x
სოფელში სადაც ოპტიკა არაა და ვერც ფიქსირებული ხაზით გამოყავთ
იდეალურია დარეკე 2100100 დაფარვის ზონა გადაამოწმე და რავი მოდემი 30 ლარი ღირს
პაკეტები 20-28-38 შესაბამისად 60/80/100 გბ.

Posted by: experto 13 Jul 2017, 15:28
მეგობრებო, ხომ არ გიცდიათ სხვა ოპერატორის ბარათების ამუშავება? smile.gif


Posted by: gio3870X2 15 Jul 2017, 15:31
100გბ რაში უნდა გეყოს ვერ ვხვდები ცოტა არაა?

Posted by: draiv 13 Aug 2017, 22:38
bijebo ztuser posted imageuduli
* * *
bijebo zte mf 283 am modemze sxva kartas amushavebt tu amushavebt rogor ? fulsac chagiricxavt tu damexmarebit

Posted by: experto 29 Oct 2017, 18:56
Zinger


QUOTE
ხალხო ვინმეს ხოარ გაქვთ სილქნეტის მოდემი ძველი ZTE MF283 შემორჩენილი ? ადრე LTE -ს რომ აუქმებდი მოდემს გიტოვებდნენ და მაგ დროინდელი. Greenpacket -ის მოდემი არ მინდა ახალი.



https://www.mymarket.ge/ka/product/view/11176805/

Posted by: bigzura 12 Nov 2017, 01:02
QUOTE
bijebo ztuduli
* * *
bijebo zte mf 283 am modemze sxva kartas amushavebt tu amushavebt rogor ? fulsac chagiricxavt tu damexmarebit

მეც მაინტერესებს თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ როგორ ავამუშაო

Posted by: playstation 26 Jun 2018, 16:35
ვინმე თუ ყიდითსილქნეტის 4გ ვაიფაი როუტერს შემეხმიანეთ ვიყიდი ეგრევე
595 29 63 90

Posted by: BVB-Fan 24 Jul 2018, 16:04
===========================უპ============================

Posted by: zviozvio 11 Jul 2019, 21:32
ბილაინის 4გ როუტერი რომ შევიძინო ბილაინის სიმი იმუშავებს მასში?

Posted by: Agonist 15 Aug 2019, 11:23
10GBს გახარჯვის მერე რამდენია სისწრაფე ხოარიცით?

Posted by: PNG 2 Mar 2020, 07:53
LTE და 4G ერთიდაიგივეა ?

თუ ამათ შორის არის სხვაობა ? და თუ სხვაობაა არის ამათ შორის რომელი ჯობია ?

დაქალმა იყიდა აიფონი უფროსწორად გამოიწერა ამერიკიდან უნდოდა 4G ფუნქცია რომ ჰქონოდა და cellular ში აწერია LTE , 3G , 2G

მე გარტყმაში არ ვარ ამ თემაში და იქნებ გამცეთ ნორმალური პასუხი smile.gif

Posted by: blablabla77 2 Mar 2020, 10:56
PNG
ერთი და იგივეა. ბიალინის სიხშირესთან არის ხოლმე პრობლემა ზოგ ტელეფონს არა აქვს b20, 800mhz

Posted by: donkosta 22 Jun 2020, 23:56
სალამი
სილქნეტის 4გ უსბ მოდემს დაფარვის ზონა რომ უწერია ეგ რა თემაა?

ანუ იმ ადგილას ჯეოსელის 4გ არის ტელეფონზე ჩვეულებრივად. ეს დონგლი არ იმუშავებს რამე სხვა სიხშირეა?

დაფარვაში არ უწერიათ

Posted by: pholasha 1 Apr 2021, 16:56
გამარჯობათ ნებისმიერ სმარტფონზე 4 Lte როცა არის ჩართული ნებისმიერ ქსელზე მიღება უჭირს და როცა 3G /2G აყენია მაშინ კარგი მიღება აქვს და რატომ ხდება ესე? წესით 4Lte ხო ბევრად ჯობია

Posted by: future_is_now 1 Apr 2021, 17:16
pholasha
ყველაზე კარგად 2G იჭერს, მერე 3, ბოლოს 4 rolleyes.gif drug.gif user.gif

Posted by: Mm258 28 Jan 2024, 21:49
QUOTE (Santa_papa @ 11 Dec 2014, 17:14 )
სპ: romel sikshirezea qseli ? 800/1800/2100/2600 , USB Lte modemic iqneba momavalshi?


Silknet - სილქნეტი LTE მუშაობს 2300 მეგაჰერცის სიხშირეზე

სპ: 2300 znachit indoetshi vart, usb modemi rodis iqneba?

გაუმარჯოს ბიჭებს tp link modemi maq 4G TDD-lte აქვს 2300 სოხშირე და ვერაფრით ვერ დავქჭერინე სოლკნეტის 4ჯ მეორე მაქ ალკატელი ის კი იჭერს გამარკვიოთ თუ შეგიძლიათ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)