Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > სამხედრო სამსახური V


Posted by: socom 22 Nov 2015, 11:51
წინა თემა იხილეთ აქ - https://forum.ge/?f=49&showtopic=34674430&st=1515

მოკლედ.... დეზერტირების თემა გახდა და ამიტომ ასე მოვიქცეთ

ძველ პოსტებს ვშლი
თემა მარტო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში წასვლის მსურველებს შეეხებათ
სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პოსტების 99.9% თავის არიდების გზების ძიებას ეხება
სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება კანონმდებლობით დანაშაულია, ამიტომ შემდგომში შესაბამის ზომებს მივიღებ

Warning:
4.3. იკრძალება შეტყობინების გამოქვეყნება, აგრეთვე, შეტყობინებაში  დანართის (attachment) მიბმა, თუ იგი შეიცავს:
4.3.1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევებს, აგრეთვე რჩევებს, მოწოდებებს მისი დარღვევისაკენ.


საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 101
1) საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა
2) ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია

Posted by: lazy 21 Jan 2016, 11:06
socom
QUOTE
ამიტომ შემდგომში შესაბამის ზომებს მივიღებ

რა "ზომებს"?))))
ჯარში წაგვიყვან ?

Posted by: socom 21 Jan 2016, 13:07
QUOTE
ჯარში წაგვიყვან ?

იცი რასაც ვგულისხმობ...
პ.ს ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული კი...

საქართველოს კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი
წვევამდელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31780


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 356. წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება
1. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის ან საგანგებო მდგომარეობის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426

Posted by: SH3LBY 21 Jan 2016, 17:52
socom
და სამხედრო სამსახურისთვის თავის კანონიერად არიდების, ან კანონით მანიპულციის საშუალებების თემა რო გავხსნა აპინავ?

Posted by: socom 21 Jan 2016, 23:31
არა.... შეგიძლიათ სხვა განყოფილებაში მოითხოვოთ, შეგიძლიათ საერთოდ ცალკე განყოფილების გახსნა მოითხოვოთ, მაგრამ აქ არა.... არსენალის განყოფილებაში სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების გზებზე თემა არ იქნება

კანონში არის შესაბამისი მუხლი - სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ხელშეწყობა სხვა (გარკვეული) პირების მხრიდან ისეთივე დანაშაულია როგორც სამხედრო სამსახურიდან თავის არიდება...

ამ თემასაც, როგორი სახითაც ის არსებობდა, მე სწორედ ასეთად განვიხილავ, შესაბამისად...

პ.ს ამ ყველაფერს თან ერთვოდა გამწვევი კომისიის წევრების შეურაცხყოფა , ქვეყნის შძ-ს თუ ზოგადად ძალოვანი უწყებების და მათი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შეურაცხყოფა , როგორი სახითაც არ უნდა იყოს ის და რამდენად დასახვეწიც არ უნდა იყოს კანონი ამ მხრივ

ვეცდები ყველანაირად და იმედი მაქვს ქვეყნის შძ-ს , სამხედრო ფორმის და სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა აღარ მოხდება

Posted by: progress 22 Jan 2016, 05:58
კონტრაქტზე მიღება ისევ არის კრწანისში?

Posted by: tornikke 22 Jan 2016, 18:47
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: socom 23 Jan 2016, 11:12
tornikke
დდდდდდდდდდდდდდდდდ 20%

Posted by: Wanguard 23 Jan 2016, 12:23
socom
ეგრე რა, დალოცვილო! ამ თემას დისციპლინა ნამდვილად აკლდა!
up.gif up.gif

Posted by: socom 23 Jan 2016, 12:26
Wanguard
მადლობა smile.gif იმედია წასვლის მსურველები უფრო მეტნი გამოჩნდებიან და თემასაც დაეტყობა გამოცოცხლება user.gif

Posted by: irakli333 23 Jan 2016, 13:37
ძაან დაეტყო გამოცოცხლება კი.............ადმინ, ვითხოვ პასუხს, რატო წამიშალე კომენტარი? კითხვის დასმა არ შეიძლება?

Posted by: socom 23 Jan 2016, 14:06
irakli333
კაი... შენც 20% მოდერების მიერ აკრძალული თემის განხილვის გაგრძელებისთვის.... ზევით დავწერე უკვე, რომ

QUOTE
თემა მარტო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში წასვლის მსურველებს შეეხებათ
სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პოსტების 99.9% თავის არიდების გზების ძიებას ეხება
სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება კანონმდებლობით დანაშაულია, ამიტომ შემდგომში შესაბამის ზომებს მივიღებ


პ.ს თემის იმ სახით გამოცოცხლებას, რა სახითაც არსებობდა ჯობია საერთოდ არ იარსებოს


Posted by: irakli333 23 Jan 2016, 14:12
მაშინ წაშალე თემა. იმიტომ, რომ ეს თემა თუ გამოცოცხლდა, მარტო იმ შემთხვევაში გამოცოცხლდება, ჯარსგან თავის არიდების მსურველები თუ დავწერთ რამეს.....

Posted by: socom 23 Jan 2016, 14:13
თემა მარტო სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ ეხებოდა, შესაბამისად წაშლასაც არ ვაპირებ

Posted by: irakli333 23 Jan 2016, 14:29
ჰოდა გვადე ხოლმე ბანი ან ვორნი და იყავი მაშინ biggrin.gif
ისე ვერ ხედავ რომ ხუთნიღა დარჩით ვისაც მიგაჩნიათ, რომ სავალდებულო უნდა იყოს ჯარი? biggrin.gif biggrin.gif ხალხი აზრზე მოვიდა. ნების თავისუფლების გემო იგრძნო. ბრიტანეთში თუ 70ან წლებში უბიძგა ბიტლზმა და პინკ ფლოიდმა ხალხს გონებრივ ევოლუციისკენ, საქართველოში ეხლა მიდინარეობს ეს ყველაფერი biggrin.gif მოკლედ არ მკითხო ეხლა აქ რა შუაშია ბიტლზიო მაინც არ გაგცემ შენ პასუხს biggrin.gif

არა ისე რა გიკვირს? რა თქმა უნდა ბევრს გაგვიხარდება ჯარის გაუქმება. როგორ შეიძლება ადამიანზე ძალადობა? ფაქტიურად ძალით მიყავთ ხალხი ჯარში. ვისაც არ უნდა, არ უნდა მიდიოდეს. ყველას თავიანთი მიზეზი აქვს, რის გამოც არ უნდათ ჯარი. და საერთოდაც სურვილს მიზეზი არც უნდა. უბრალოდ თუ არ უნდა, არ უნდა წავიდეს. მე მაგალითად არაერთი მიზეზი მაქვს იმისა, თუ რატომაც არ მიდნა ჯარში წასვლა. პირველი და ყველაზე მთავარი ის, რომ მეზარება. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ჭამოს იოგურტი. სასარგებლოა. მეორე ის, რომ ვმუშაობ და ვერ მოვიკლებ ფულს. მესამე ის, რომ სულით და ხორცით პაციფისტი ვარ. მეოთხე ის, რომ სულ რომ ნამდვილი ჯარი იყოს, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, იქაც არ წავიდოდი, მაგრამ, ეხლა მითუმეტეს ეს ჯარი ხო ჯარი არაა? ყარულობაა და მეტი არაფერი.......

P.S. გააუქმონ ეს დედა#####ული ჯარი ამათი დედის #####ი #####ან და გამოუშვი კიდე 20.... ბლიად! ტრაკი ძუძუ #####ი ასეთია კურდღელი.

Posted by: socom 23 Jan 2016, 14:33
irakli333
ბანი 1 თვე ...........................................................

Posted by: Corpus_Iuris_Civilis 23 Jan 2016, 22:00
კითხვა, მაქვს პირს ვისაც უკვე გავლილი აქ სამხედრო სავალდებულო სამსახური შსს-ში, შეუძლია ხელმეორედ გაიაროს თავდაცვის სამინისტროს ყაზარმულ ჯარში სამხედრო სავალდებულო სამსახური ?

Posted by: GEONIK 23 Jan 2016, 22:54
გამარჯობათ მოკლედ რა მაინტერესებს სავალდებულო გაწვევები მორჩა ? აღარ იქნება ?

Posted by: wrangler7 23 Jan 2016, 23:07
Corpus_Iuris_Civilis
QUOTE
კითხვა, მაქვს პირს ვისაც უკვე გავლილი აქ სამხედრო სავალდებულო სამსახური შსს-ში, შეუძლია ხელმეორედ გაიაროს თავდაცვის სამინისტროს ყაზარმულ ჯარში სამხედრო სავალდებულო სამსახური ?

no.gif

Posted by: Wanguard 24 Jan 2016, 00:40
GEONIK
QUOTE
სავალდებულო გაწვევები მორჩა ? აღარ იქნება ?
სავალდებულო გაწვევა არის მუდმივად და უწყვეტად. არ მორჩენილა და არც მორჩება ჯერჯერობით. თავდაცვამ რომ შეწყვიტა გაწვევა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა უწყებებმაც შეწყვიტეს.

Posted by: georgefcb 24 Jan 2016, 12:10
როდის არის მიღება ჯარში საკონტრაქტო სამსახურით?

Posted by: konsoliero 24 Jan 2016, 12:22
Wanguard
QUOTE
სავალდებულო გაწვევა არის მუდმივად და უწყვეტად. არ მორჩენილა და არც მორჩება ჯერჯერობით. თავდაცვამ რომ შეწყვიტა გაწვევა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა უწყებებმაც შეწყვიტეს.

თავდაცვამ შეწყვიტა გაწვევა??

სავალდებულოს გაუქმებას ხო აპირებდნენ და იანვარში უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებაო ან გაუქმება ან 6 თვემდე შემცირებაო და არ არის რაიმე სიახლე ???
სად ვნახო ოფიციალური ინფორმაცია? თუ არის ეგეთი

Posted by: socom 24 Jan 2016, 14:47
konsoliero
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე და მისგან თავის დაძვრენის გზებზე აქ აღარ დაპოსტოთ... პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოვიფარგლები

Posted by: konsoliero 24 Jan 2016, 18:11
socom
ინფორმაცია მაინტერესებს და მგონი ამ თემის შესაბამისი შეკითხვა დავსვი


იყო გაუქმებაზე საუბარი და მაინტერესებს რა გადაწყდა და რა ხდება

და შენ თუ არ მოგწონს სავალდებულოს გაუქმება არ ნიშნავს რო აქ არ უნდა იწერებოდეს მაგაზე

Posted by: GEONIK 24 Jan 2016, 18:14
QUOTE (socom @ 24 Jan 2016, 14:47 )
konsoliero
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე და მისგან თავის დაძვრენის გზებზე აქ აღარ დაპოსტოთ... პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოვიფარგლები

არიდება კი არა პირიქით მინდა რო გამიწვიონ smile.gif სრულწლოვანი გავხი და როგორც მახსოვდა მაგ დროს ხდებოდა გაწვევა და ზუსტი ინფორმაცია რომ არ ვიცი მაგიტომ ვკითხულობ. მე მართლა არ მესმის ვის რა აქვს თავში სავალდებულო გაწვევაზე რო უარს ამბობენ.

Posted by: socom 24 Jan 2016, 18:46
konsoliero
პირველ გვერდებს თუ კარგად გადაიკითხავ მიხვდები
თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახური რომც გააუქმოს შსს უფასო მუშახელზე (დაცვის პოლიცია) მაინც არ იტყვის უარს... და არც სად.... და ისევე მოუწევთ ვიშკებზე დგომა

ასე რომ ტყუილად გიხარიათ
იქ არ უქმდება სადაც საჭიროა... თს-ს სავალდებულო პირიქით უნდა დახვეწონ და სწორედ დაცვის პოლიცია და სად-ის გაწვევა გააუქმონ

პ.ს საშემოდგომო მორჩა ერთ თვეზე მეტი იქნება... ეხლა საგაზაფხულო დაიწყება მალე

Posted by: konsoliero 24 Jan 2016, 20:51
GEONIK
ჰმმ მარტში დაიწყება შემდეგი გაწვევა სადღაც თებერვლის ბოლოს
არ ვიცი ვინ რა გითხრა მარა ჯარში წასვლა ნუ გიხარია
სავალდებულო ჯარში არაფერ კაის არ ასწავლიან მითუმეტეს შსს ში და იუსტიციაში
11 ტყვიის სროლაზე მოგაწერინებენ ხელს და 9ს გასროლინებენ
ქართული სავალდებულო ჯარი საყარაულოა და არა საბრძოლო რაც იმას ნიშნავს რო ღამის ტეხვა ტყულა დგომაში მოგიწევს თან არც ოფიცრები არიან ისეთები როგორიც ფილმებში ღირსების ნასახი არ აქვთ
ასე რომ შენ ადგილას უმაღლესში ჩავაბარებდი ბაკალავრზეც და მაგისტრატურაზეც
მონობაა მეტი კი არაფერი

Posted by: socom 24 Jan 2016, 21:54
konsoliero
20% ამისთვის

QUOTE
თან არც ოფიცრები არიან ისეთები როგორიც ფილმებში ღირსების ნასახი არ აქვთ

Posted by: SH3LBY 24 Jan 2016, 23:07
GEONIK
QUOTE
მე მართლა არ მესმის ვის რა აქვს თავში სავალდებულო გაწვევაზე რო უარს ამბობენ.

ეგ თუ არ გესმის რომ გითხრა მერე გაიგებ?
* * *
socom
QUOTE
სწორედ დაცვის პოლიცია და სად-ის გაწვევა გააუქმონ

+1 თვიანი ბანი შენ

Posted by: socom 24 Jan 2016, 23:53
SH3LBY
20 % ....................

Posted by: SH3LBY 25 Jan 2016, 00:25
socom
აი ეხლა ტიმს ვწერ და როგორ რომელი წესით გაიმართლებ თავს ვნახოთ სოკომ smile.gif
ხუმრობის გამო ვორნი შენ თავი ჯარში ხო არ გგონია მართლა ოცმეთაურად აქ ?

* * *
socom Warned on 24 Jan 2016, 23:55
Added to warn level 4.7. წესების დამრღვევ გზავნილზე გამოპასუხება

ანუ შენი პოსტია წესების დამრღვევი ესე გამოდის ხო? smile.gif

Posted by: socom 25 Jan 2016, 14:44
SH3LBY
QUOTE
აი ეხლა ტიმს ვწერ და როგორ რომელი წესით გაიმართლებ თავს ვნახოთ სოკომ

მიწერე .... წარმატებას გისურვებ

შემიძლია თვითნებურ მოდერირებაზეც მოგცე.... რაც დაწერე იმის გამო....
და არ ვაპირებ ყველაფერს თავის "მუხლი" მივუყენო.... დავწერე უკვე რომ აქ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე აღარ იქნება თქო ლაპარაკი, მითუმეტეს მის გაუქმებაზე და მისგან თავის არიდებაზე და ესეც წესების დარღვევაა.... შენ კი მაინც იგივეს აგრძელებ... ასე რომ ვისაც გინდა იმას მიწერე

Posted by: Dead District 25 Jan 2016, 18:51
socom
არ უნდა ამ ხალხს ჯარში და ეხლა biggrin.gif

Posted by: socom 25 Jan 2016, 21:20
Dead District
ხო და ამიტიმ ოფიცრებს , გამწვევი კომისიის წევრებს (რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ) და ჯარს უნდა აგინონ

p.s ვიცი ამ ყველაფერს სერიოზულად არ წერ

Posted by: Dead District 25 Jan 2016, 23:03
socom
QUOTE
ხო და ამიტიმ ოფიცრებს , გამწვევი კომისიის წევრებს (რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ) და ჯარს უნდა აგინონ

ეეე, მე ვიყავი ყაზბეგში კომისარი, გვაგინონ კი არა და იქეთ არ ვაგინო vik.gif

ვეჩხუბე ყველას, მერე ყველაზე ახლო ნათესავებს დავერიე, და ბოლოს რო მივხვდი რო ან უნდა გამეფუჭებინა ხახლხი ან კიდევ თვალი დამეხჭუა ავდექი და წამოვედი, მაგრამ ეხლაც მახსენებენ ხოლმე - ავი კომისარი იყავიო biggrin.gif

Posted by: konsoliero 27 Jan 2016, 18:36
biggrin.gif biggrin.gif

მე იმას ვწერ რასაც თვითონ ვუყურებ და ისე გამოდის სიმართლის თქმას მეკრძალება პატარა დიქტატურა გქონიათ biggrin.gif

Posted by: Wanguard 27 Jan 2016, 23:36
ვისაც თემა არ მოსწონს, არავინ აიძულებს დაპოსტვას. ფორუმი დიდია - სხვაგან პოსტეთ.

Posted by: socom 30 Jan 2016, 14:54
SH3LBY
თემას აოფებ..... გაიხსენი რისთვის მოგხსნეს ვორნი.... და რა პირობა მიეცი ადმინს

Posted by: socom 30 Jan 2016, 23:03
არისტოტელე999
გაფრთხილება შენც გეხება

Posted by: aqualife 31 Jan 2016, 16:54
თუ იცით ფსორიაზზე ბრაკავენ სავალდებულო ჯარშიიი? მუხლებზე წვივებზე იდაყვებზე მაქ დიდები,თავში კიდე და ტანზე არა და მიპასუხოთ იქნებ

Posted by: dadetor 31 Jan 2016, 18:20
aqualife
კი გადაგივადებემ მერე 26 ასაკში კიდევ გაივლი კომისიას და თუ ვერ განიკურნე დაგბრაკავენ საბოლოოდ

Posted by: progress 1 Feb 2016, 08:49
საკონტრაქტო სამსახურზე ისევ არის მიღება თუ იცით?

Posted by: romauli1ili 2 Feb 2016, 21:22
https://videowin.ge/index/video?id=49290

Posted by: Zedgena 3 Feb 2016, 12:44
თემას ქვია სამხედრო სამსახური, მე მინდა ჯარისგან თავის არიდებაზე დავპოსტავ მინდა იმას დავწერ რო ჯარში სავალდებულო გაწვევა ***ბაა

ხოდა ეხლა მითხარით ვინმემ უნივერსიტეტი მოვრჩი და გაწვევა როდისაა?
მარტის ბოლომდე გავასწრებ თუ დაცვის პოლიციაში უნდა მამუშავონ "პატრიოტმა" კომისრებმა?
გაწვევა ხო საგაზაფხულოა ხოლმე თუ როცა გაუსწორდებათ მაშინ წამიყვანენ?
ცნობა რო მივიტანე მითხეს 28 თებერვლამდე თავისუფალი ხარო, მეკიდე მარტის ბოლოს მივდივარ ქვეყნიდან, ერთი ორი თვე რო არ გამოვცხადდე ვაფშე ტვინს #####ავენ?

Posted by: socom 3 Feb 2016, 16:46
Zedgena
20%............................

Posted by: Wanguard 3 Feb 2016, 22:03
socom
უკეთესი აზრიც მაქვს: გააფრთხილე მეტისმეტად გულმოდგინეები, რომ თუკი გაწვევისგან თავის არიდებაზე დასმულ კითხვებს უპასუხებენ და დაინტერესებულებს დააკვალიანებენ, არანაკლები ბანი ელით.
იცოდნენ, რა მოჰყვება "კოლეგიალობას"...
მგონი სამართლიანია.

Posted by: socom 4 Feb 2016, 13:18
Wanguard
პირველ გევრდზე მიწერია smile.gif , უბრალოდ ჯერ თავს ვიკავებ

QUOTE
კანონში არის შესაბამისი მუხლი - სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ხელშეწყობა სხვა (გარკვეული) პირების მხრიდან ისეთივე დანაშაულია როგორც სამხედრო სამსახურიდან თავის არიდება...

Posted by: gunnera 4 Feb 2016, 23:04
ფილტვის ოპერაცია გავიკეთე 3 თვის წინ, გამჭრეს გვერდიდან, დიდი ნაკერია.

ჯერ კიდე ვერ დავრბივარ ნორმალურად.

შემოდგომაზე მიწევს გაწვევა და როგორ იქნება? ან ზოგადად ნაოპერაციებზე რა ხდება?

ეს არ ჩაითვალოს თავის არიდების ზგად, ძალით კი არ გამიკეთებია ოპერაცია :/

Posted by: Sniki 4 Feb 2016, 23:45
კიბერ რეზერვს რო ქმნიან მანდ როგორ უნდა დავრეგისტრირდე

როგორც ვიცი გაზაფხულსაა 1ელი გაწვევა

Posted by: BceOK 6 Feb 2016, 15:47
ბოლო ბოლო აუქმებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თუ არა?

Posted by: timshemexe 7 Feb 2016, 03:13
2 თვე და ორი კვირა bis.gif

არადა არაა ცუდი ჯარი თუ კაი პონტში ხარ
ახლა როცა მოვრჩები რა ვაკეთო იმას ვფიქრობ

givi.gif

BceOK
ვინ გააუქმებს, სადაა მაგის ბიუჯეტი user.gif

gunnera
შეიძლება დაგბრაკონ, ვერ გეტყვი
მოდულში დაცვის გაწვევაზე სულ უბრალო რამეებზე დაბრაკეს ხალხი, ჩემთან ერთად იყვნენ

Posted by: GeoWarr1or 7 Feb 2016, 06:59
რეზერვის მალე შექმნან უნდა ჩავეწერო, ჯერ ესე შემიძლია ვემსახურო სამშობლოს და არა მარტო მე . . . !

Posted by: SH3LBY 8 Feb 2016, 15:34
მეც ერთი სული მაქვს როდის შექმნიან რეზერვს რო წავიდე და ვემსხურო სამშობლოს <3

* * *
არ ვიცი რას უნდა ვემსახურო ან ვის, მაგრამ სამშობლოს მსახურობად ჩამეთველბა და ჩემს თავთან მართალი ვიქნები yes.gif

Posted by: gunnera 9 Feb 2016, 16:12
timshemexe

მადლობა.

ისიცაა რო არ მინდა დაბრაკულის სტატუსი მქონდეს :/ რეალურად კი მართლა ვერ გავქაჩავ დატვირთვას

Posted by: socrates 10 Feb 2016, 16:45
სავალდებულო ჯარი გაწვევა როდიდან იწყება დაახლოებით ხომ არ იცით?

Posted by: jariskaci0012 10 Feb 2016, 23:33
სამედიცინი შემოწმედის შემდეგ შეიდლება სავალდებულო ჯარის გადავადება

Posted by: SH3LBY 11 Feb 2016, 00:55
jariskaci0012
გადავადება ანუ? ფულის გადახდა?
და 25 წლისას ხო ფულის გადახდა არ შველის გადავადებაზე?

Posted by: jariskaci0012 11 Feb 2016, 01:07
QUOTE (SH3LBY @ 11 Feb 2016, 00:55 )
jariskaci0012
გადავადება ანუ? ფულის გადახდა?
და 25 წლისას ხო ფულის გადახდა არ შველის გადავადებაზე?

ფულის გადახდა შეიძლება თუ არა?

Posted by: timshemexe 11 Feb 2016, 04:40
gunnera
მაშინ დაცვის პოლიციაში უნდა მოიხადო როგორმე.
10 დღე გაძლებ კარანტინში რამენაირად, ისეთი არაფერი არაა თან.
მოდულში რომ გკითხავენ ეტყვი რომ საერთოდ არ გაწუხებს, მაგრამ შენი საქმის და შენი ჯანმრთელობის შენ იცი....
მე მაინც არ გირჩევ ვინმე მოატყუო

Posted by: socom 11 Feb 2016, 16:40
თემა დროებით იხურება გასაგები მიზეზების გამო

Posted by: following 25 Feb 2016, 09:50
ერთი კითხვა მაქვს რომელიც ზევით, დახურულ თემაშიც ხშირად დაისვა მარა არავინ არ გასცა პასუხი ბოლოს კი ვაფშე დახურეს თემა.
1)მოკლედ, მაინტერესებს საკონტრაქტო სამსახურში გასაწვევად აუცილებელია სავალდებულო 1 წლიანი გავლილი გქონდეს? თუ პირდაპირ შეიძლება კონტრაქტის გაფორმება?
2)სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი?
3)დაახლოებით რა დროის ინტერვალში ხდება საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა?
პ.ს. თავდაცვის სამინისტროში დარეკილი მაქვს და ვერაფერზე ვერ გამცეს პასუხი, ასე რომ არ დამიხუროთ თემა, ვერ მოვიძიე ინფორმაცია სხვა გზით.

Posted by: socom 25 Feb 2016, 13:35
QUOTE
1)მოკლედ, მაინტერესებს საკონტრაქტო სამსახურში გასაწვევად აუცილებელია სავალდებულო 1 წლიანი გავლილი გქონდეს?

არაა აუცილებელი

QUOTE
2)სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი?

ნებაყოფლობითი... თუმცა იყო ხოლმე შემთხვევები რომ ვერ ხდებოდა საკმარისი ხალხის მოძიება და გარკვეული ზეწოლა ხდებოდა ხოლმე პ.შ-ზე როგორც ამბობდნენ

QUOTE
3)დაახლოებით რა დროის ინტერვალში ხდება საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა?

ეს ვერ გავიგე... ანუ გაინტერესებს რამდენ ხანში იქნება პასუხი კომისიის შემდეგ ? ზუსტი დრო არ ვიცი და 10-15 დღეში იქნება ალბათ მაქსიმუმ

Posted by: vasovaso92 25 Feb 2016, 14:10
ვარჯიშები როგორია?
------------------------------

Posted by: following 25 Feb 2016, 14:26
socom
QUOTE
დაახლოებით რა დროის ინტერვალში ხდება საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა?

QUOTE
ეს ვერ გავიგე

ანუ მაინტერესებს საკონტრაქტოზე წელიწადში ერთხელ ცხადდება გაწვევა თუ როგორაა ?

Posted by: socom 25 Feb 2016, 15:43
following
გასაგებია smile.gif

ორჯერ იყო ხოლმე, საშემოდგომო და საგაზაფხულო გაწვევის დასრულების შემდეგ, მალევე ცხადდებოდა და ცოტა ხანს გრძელდებოდა ხოლმე
საშემოდგომო გაწვევა დეკემბრის შუა რიცხვებში მთავრდებოდა და მერე იწყებოდა ხოლმე, როგორც მახსოვს და საგაზაფხულო არ ვიცი ზუსტად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)