Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > ცივი იარაღი ნაწილი 4


Posted by: Levan_Lion 29 Feb 2020, 23:15
გილოცავთ ახალ თემას

წინ და წარმატებით წავსულიყავით ამ კუთხით როგორც ვიწრო წრეში ასევე მთლიანი ქვეყნის და მსოფლიო მაშტაბით

ცივი იარაღების თემაში პოსტავდა ნიკა კილაძე რომელიც გარდაიცვალა ავარიაში ხოდა სულ მოგვეგონებინოს ეს კარგი ადამიანი

ნათელში იყავი ნიკა love.gif https://forum.ge/?showuser=71252


მესამე თემის მპოსტავთა ტოპ ათეული

giorgi-giorgi1121 467
datunia93 289
Levan_Lion 159
dadetor 84
ირლანდია 27
N_e_o_N 25
levani169 22
thor 21
karoche 19
imisklaria 16

წინა თემის ლინკები

https://forum.ge/?f=49&showtopic=33814554&st=0

https://forum.ge/?act=ST&f=49&t=34530712

https://forum.ge/?f=49&showtopic=34815516&st=0


user posted image

Posted by: eagle.1. 29 Feb 2020, 23:22

აქაც იყოს.

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Mar 2020, 01:06
Levan_Lion
ხსოვნა იყოს!
******************************

ასევე ვინაიდან ახალი თემაა, ბარემ პოსტსაც მოვხოდავ ექსპრომტად დანის ალესვის თავისებურებებზე.

დანის ალესვის არის ორი განსხვავებული ცივილიზაცია რასაც დავაკვირდი smile.gif ერთ შემთხვევაში ხოდში მიდის ყველაფერი რასაც გააჩნია აბრაზიულობა - ფიცრებზე დაკრული შკურკები, ცელის სალესები, სილიკატური აგურები, ნიკოლოზ მეორის დროინდელი სალესი ქვები , "ტაჩილები" და სხვა შეუსაბამო ელექტროსალესები რაც პირს ახურებს და უკარგავს სისალეს, აფიცერსკი ქამრებზე წასმული ზელიონკები და მოკლედ მთელი ეს ვაკხანალია რასაც ხმარობს ალბათ ყოველი მეორე ობივატელი ვინც დანებს ლესავს ყოფით დონეზე, მათ შორის დანის "ოსტატებიც" smile.gif არ მიწყინოთ რომ ამ სიას ლანსკი და მსგავსი ბავშვური სათამაშო სალესები შევმატო. რათქმაუნდა ეს ყველა მეთოდი არის მისაღები თუ საუბარი გვაქ კიატაიზორ ხუთ ლარიან დანებზე, რომლებითაც გადავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელები და მაღაზიები, ზებიუჯეტური დონის დანები, ასევე სახელდახელოთ ხერხებისგან, რესორებისგან და საკისრებისგან "გამოთლილ" ჰენდმეიდებს რომ უწოდებენ სადაც პირის გეომეტრიულ სიზუსტეზე, სიმეტრიაზე საუბარიც კი ზედმეტია და პირი უფრო თუნუქის ტალღოვან სახურავს გავს ვიდრე დანას. ამ ყველა შემთხვევაში მთავარი ამოცანაა რომ დანა უბრალოდ "აილესოს" და თუნდაც დიდი გაჭირვებით შეეძლოს რამის გადაჭრა. ზუსტი კუთხის გამოყვანა, გალესვის ხარისხის მიკროდონეზე კონტროლი შესაბამისად გალესვის დიდი ხნით შენარჩუნებაზე და დანით კომფორტულ მუშაობაზე საუბარი ზედმეტია რათქმაუნდა, თუ მლესავს 146 წლიანი სტაჟი არ აქვს smile.gif (ნუ ავურევთ სამზარეულო დანების ან სამართებლების ხელით ალესვასთან და ზოგადად პროფესიონალურ დონეზე ხელით ალესვის ტექნიკებთან, ამ შემთხვევებში პირის გეომეტრიაც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას და ოპერატორის კვალიფიკაციაც)
მეორე ცივილიზაცია დანის ალესვის არის პროფესიონალური დონის ოპერირება, როდესაც გათვლილია ყოველი ნიუნსი დაწყებული კონკრეტული ფოლადის მიკროსტრუქტურით დამთავრებული პირის მიკროგეომეტრია-მექანიკით. ასეთ შემთხვევაში საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი აწყდება გადაულახავ პრობლემებს , დანის მწარმოებელს ან მლესავს კი უწევს თავის მტრევა თუ როგორი აბრაზივები და მინერალები შეარჩიოს და როგორი სალესი სისტემები გამოიყენოს. სალესი მოწყობილობის შერჩევა თუ გაცილებით მარტივია იმ გარემოებებიდან გამომდინარე რომ მოწყობილობა უნდა იძლეოდეს კუთხის ზუსტი კონტროლის შესაძლებლობას, უნდა იყოს ზუსტი, ერგონომიული და მაქსიმალურად ფუნქციონალური როგორიცაა რუსული პროფილი, ჰეპსტოუნი, აპექსი ან თუნდაც ელექტროსალესები როგორიცაა ტორმეკი და მისთანები, აბრაზივების შერჩევაში იწყება კონკრეტული პრობლემები - აბრაზიული ნაწილაკების შედარებითი კონცენტრაციები, აბრაზიული ნაწილაკების შემაკავშირებლები მეტალური თუ ორგანული, აბრაზიული ნაწილაკების ზომები, ხელოვნური ალმაზები, სინთეზური აბრაზივები - ბორის ნიტრიდები, სილიციუმის კარბიდები, ალუმინის ოქსიდები, ბუნებრივი მინერალები და კიდე მრავალი და მრავალი რაც საკმაოდ რთულად აისახება ოსტატის ნერვებზე და ჯიბეზე რაღათქმაუნდა smile.gif ასეთი დონის ალესვის შედეგად, როდესაც გათვლილია კონკრეტული დანის პირის მიკროგეომეტრია, ფხას რომ უწოდებენ ჩვენში, გათვალისწინებულია დანის და მისი ფოლადის თავისებურები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შერჩეულია შესაბამისი აბრაზივები და მეთოდები , სრულად მჟღავნდება ფოლადის და დანის პოტენციალი. რათქმაუნდა ამდენი წვალები და თავის მტრევა გამართლებულია ისეთი დონის ხელნაკეთ და სერიულ დანებზე, რომელთაც ესთეტიკურის გარდა მოეთხოვება მაღალი თვისობრივი და პრაკტიკული მონაცემები
user posted image







ეს ვიდეოები კი მაგალითისთვის

Posted by: datunia93 1 Mar 2020, 10:39
user posted image

giorgi-giorgi1121
მე მაგხელა რეჩს ვერ მოვცხებ და პირდაპირ დანების სურათებს დავდებ ჩემსას biggrin.gif

Posted by: levani169 1 Mar 2020, 10:59
X 30 13 cr რამდენად კარგი ფოლადია საყოფაცხოვრებო დონეზე გამოყენებისთვის? სამზარეულოში,ხის მერქანზე და. ტოტებზე სუფთად სამუშაოდ

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Mar 2020, 11:08
ალბათ მაგ ფოლადზე დაბლა აღარაფერი არსებობს

Posted by: levani169 1 Mar 2020, 11:14
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 1 Mar 2020, 11:08 )
ალბათ მაგ ფოლადზე დაბლა აღარაფერი არსებობს

და 420 ?

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Mar 2020, 11:17
ეგ კიდე უარესი... vg-10, aus-8, 440с, ნახშირბადოვნებში 1095, 1084 , 80crv2. ამათზე დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე, ესაა ალბათ ყველაზე მინიმუმი

Posted by: levani169 1 Mar 2020, 12:46
QUOTE
13 cr

მეგონა ეს 13 სრ კაი ლითონი იყო.........ნუ 10 ლარიან კუხნის დანად რა უჭირს ასეა თუ ისე.

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Mar 2020, 12:49
10 ლარს თუ აძლევ დანაში და არ გაქ პრეტენზია კარგად რომ იმუშავებს, საერთოდ არააქ მნიშვნელობა , გინდაც ჩვეულებრივი რკინა იყოს, გაჭერი ერთხელ გელესე ორჯერ )))
* * *
https://youtu.be/OtPp93N-atY .
* * *
დანის ალესვა მიკროსკოპის გამოყენებით, სხვადასხვა აბრაზივებზე. საინტერესოა

Posted by: georgia2009 1 Mar 2020, 21:24
user posted imageuser posted imageuser posted imageგამარჯობათ არსენალელებო. ამ ხანჯალზე რა შეგიძლიათ თქვათ. მაჩუქეს. რაღაც დამღაც ეტყობა. user posted imageuser posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Mar 2020, 21:40
შელახულია საკმაოდ, ღარების განლაგება აქ ცოტათი განსხვავებული დანარჩენად ჩვეულებრივი ხანჯალია ალბათ მეცხრამეტეს მეორე ნახევარი

Posted by: georgia2009 1 Mar 2020, 22:55
giorgi-giorgi1121
მადლობა გამოხმაურებისთვის. ქართული ხანჯალია?

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Mar 2020, 23:04
ასე გადაჭრით მაგას ვერ იტყვი, კონკრეტული დეფინიცია მაგისი არ არის, ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიონ. კაზაკურს მივამსგავსე ღარების მიხედვით

Posted by: georgia2009 1 Mar 2020, 23:47
giorgi-giorgi1121
კიდევ ერთხელ მადლობა.

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Mar 2020, 23:57
georgia2009
up.gif up.gif .

Posted by: datunia93 2 Mar 2020, 21:09
giorgi-giorgi1121


user posted imageuser posted image


გამოდით ლუბოი biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Mar 2020, 22:21
კარგია .

Posted by: eagle.1. 4 Mar 2020, 00:42
datunia93
kalekalebind
Warning:
ცივი იარაღის თემაა აქ და არა ერთმანეთის აკუწვის.
ამჯერად გაფრთხილება!

Posted by: datunia93 4 Mar 2020, 01:12
eagle.1.
მართალი ხარბ უფროსო.... გაფრთხილების გარეშეც შეგეძლო და მაინც მართალი იქებოდი smile.gif

Posted by: miriani777 11 Mar 2020, 01:39
ვერმახტის დროის smile.gif)) აბა რას იტყვით?.....

Posted by: datunia93 11 Mar 2020, 08:49
miriani777
ვერაფერს, ენა ჩამივარდა sad.gif

Posted by: tarash07 11 Mar 2020, 09:45
ვერმახტის ოფიცრების საპარადო ხანჯალი(დაგგერ რა).ცუდია რომ მოტეხილი აქვს,ა ბატონო იგივე კოლექციონერის მსგავსი მასტები.

Posted by: tarash07 11 Mar 2020, 09:54
თუ დაგაინტერესებთ ყველა სახეობას ცალცალკე გაჩვენებთ,ამ დღეებში სტუმრად ავდივარ და გადავიღებ,მეც დამამუღამებინა,დავზამასკდიsmile.gif)))
* * *
მოტეხილ,წაშლილები ბევრი ჩითავს მშრალ ხიდზეც,ფასი 300-500 $ მდგომარეობის მიხედვით,ეს ყველაზე გავრცელებული ხანჯალია,დიდი რაოდენობითაა გამოშვებული.

Posted by: miriani777 11 Mar 2020, 13:35
500 ვის უნდა აბა smile.gif..............

Posted by: donpako007 12 Apr 2020, 03:21
https://forum.ge/?f=49&showtopic=35142334&st=15

Posted by: kalekalebind 8 May 2020, 14:56
QUOTE (eagle.1. @ 4 Mar 2020, 00:42 )
datunia93
kalekalebind
[w]ცივი იარაღის თემაა აქ და არა ერთმანეთის აკუწვის.
ამჯერად გაფრთხილება![/w]

მიღებულია და გავითვალისწინებ, უბრალოდ როცა საგანს თავის ნამდვილ ღირებულებაზე სამჯერ და მეტჯერ უფრო ძვირად გტენიან და შემოჩეჩებას ცდილობენ, ეგ ვერ იქნება მისასალმებელი მიდგომა ვერავისგან.

Posted by: giorgi-giorgi1121 19 May 2020, 19:33
https://www.facebook.com/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-106637637662162/

საინტერესო გვერდი შეიქმნა ფეისბუკზე დანების მოყვარულთათვის

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 30 May 2020, 21:44
user posted image

ესეც ჩემი სტილეტო

Posted by: don300 4 Jul 2020, 17:21
რომელ ფოლადს მირჩევთ ძნელად რო ბლაგვდებოდეს? ქარხნული ვიყიდო თუ გავაკეთებინო? 80crv2 ამ ფოლადზე რა აზრის ხართ ან უკეთესს თუ მირჩევთ?

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Jul 2020, 17:32
ძნელად დასაბლაგვებელში 80ქრომ ვანადიუმ მეორე ნაღდად არ გადის smile.gif ყველაზე ძნელად დასაბლაგვებელი და სიგიჟე ჭრა აქვს შემდეგ ფოლადებს CPM-rex121, CPM-s125v, CPM-10v, CPM-s90v, bohler m-390, m-398, z-wear, maxamet, bohler k-390 და მსგავს ფხვნილოვან ფოლადებს, რათქმაუნდა საქართველოში მსგავს ფოლადებს ვერავინ ვერ გაგიკეთებს და თუ ვინმეს იცნობ უცხოეთში ნაიფმეიკერს ჯობია გააკეთებინო რატომაც არა...)) და ისე არანაირი პრობლემა არაა რომ კარგი ხარისხიანი ქარხნული იყიდო. ამ ჩამოთვლილი ფოლადებისგან, თუ რექს და ს125ვ-ის და კიდე რამდენიმეს არ ჩავთვლით, მაგრამ მსგავსი კლასისა ალბათ 300-400 დოლარს დაიჭერს ხარისხიანი სერიული... აქ საქართველოში ძირითადად ამუშავებენ ჩვეულებრივ ნახშირბადოვან ფოლადებს საკისრებს, რამა ხერხებს და ეგეთ მეორად მასალებს, ეგ უკვე გასული საუკუნეა და ისიც ბევრი საერთოდ არ ტოვებს ხარისხიანი ნაკეთობის განცდას, უმეტესობა "ბალგარკით" გამოთლილ ვიდზე დგას და ჰა-ჰა მაქსიმუმ რაღაც უაზრო გრავირება პირზე )) ისე 80crv2 არაა ცუდი ფოლადი კარგ თერმოდამუშავებაში დიდ ჩოპერებზე, ისეთ მუშა დანებზე რომ არ გენანება, ბუშკრაფტებზე, ფინკებზე და ა.შ. მაგრად ამართლებს მაგრამ ძნელად დასაბლაგვებელში ნაღდად არ გადის, ამ ფოლადს სხვა რამის გამო ვაფასებ პირადად მე.

P.S. გააჩნია რისთვის გინდა შენ დანა შეიძლება საერთოდაც ოპინელიც გაკმაყოფილებდეს ან რამე მსგავსი smile.gif

Posted by: georgia2009 4 Jul 2020, 17:54
giorgi-giorgi1121
გამარჯობათ, ფეისბუკზე ერთი დანების ოსტატი იღებს შეკვეთებს bohler N690 მასალისგან დამზადებაზე. როგორი ფოლადია?

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Jul 2020, 18:07
georgia2009
თვითონ ფოლადი საშუალო კლასის უჟანგავი ფოლადია, ნორმალური მუშა ფოლადია რა, მაგრამ ხარისხიან თერმოდამუშავებაში (პრეთერმული გამოწვები, კრიოციკლირებები და ა.შ.) საკმაოდ კარგ შედეგს დებს , მაგრამ ეგ "ოსტატი" ვიზეც გულისხმობ ძალიან დიდად მეეჭვება რომ ეგეთ დამუშავებას უკეთებდეს მაგ ფოლადს, წინააღმდეგ შემთხვევაში "270იანი ზოლოვანას 120 ლარად და წრთობიანად პლიუს 20 ლარი" არ დააფასებდა მაგ ფოლადს, კომენტარს მოვკარი თვალი მაგ ოსტატისა და ))) კაი ფოლადი ღირს 120 ლარი კი, მაგრამ ხარისხიანი თერმოდამშავება ნუ არაფრით არ შეიძლება რომ ოცი ლარი ღირდეს რა მაგ პარამეტრის ნამზადზე, აი დაჟე ნახშირის ქურაში რომ საკისრის ფოლადის დანა გამოაწრთო ის ღირს ენერგოდანახარჟის მიხედვით 20 ლარზე მეტი და აღარაფერს ვამბობ უჟანგავი ფოლადის პროფესიონალურ თერმოდამუშავებაზე რომელსაც რამდენიმე ათეული საათი დაჭირდეს შეიძლება და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ რადგან ჩემ პონტში შევეჭიდე მსგავსი ლეგირებული ფოლადების დამუშავებას და ვიცი რამდენი ტვინის ხვნა უნდა ელემენტარული აღჭურვილობის გამართვას და ტექ.პროცესის დახვეწას აღარაფერს ვამბობ უკვე თვითონ კონკრეტულ ფოლადზე ოპტიმალური თერმოდამუშავების რეჟიმების დადებას რომელსაც საკმაოდ დიდი ტექნიკური რესურსი და თეორიული ცოდნა ჭირდება...

თუ კონკრეტულად დაგაინტერესა ამ საკითხმა შეგიძლია ინსტაგრამზე მოძებნო დენის ფროლოვის იგივე იანჰუკის სტრიმები, რუსეთში ერთერთი გამორჩეული თერმისტია და ეგ ყვება წვრილმანებში თუ რას ნიშნავს და რა არის ფოლადის თერმოდამუშავება, მე უბრალოდ ამდენს ვერ აგიხსნი კომენტარში

Posted by: georgia2009 4 Jul 2020, 18:39
giorgi-giorgi1121
ზუსტად ეგ ოსტატი ვიგულისხმე. დანის ნიმუშებიც აქვს თავის გვერდზე. ე.ი. სავარაუდოდ ის ნამზადები არასათანადოდ დამუშავებული დანებია. არადა 300 ლარს აფასებს საბოლოო გაკეთებულს. თითქოს არაა ძვირი, მაგრამ უწრთობისთვის და სათანადოდ დაუმუსავებლისთვის ძვირია. გასაგებია. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Jul 2020, 18:47
მე ზუსტად ვერაფერს ვერ გეტყვი , მე უბრალოდ გაგაცანი ჩემი ვარაუდი რომელიც ნუ დამყარებული ამ ტექნიკური დარგის ძალიან ბევრი წარმომადგენლის გამოცდილებაზე და ჩემ მწირ გათვიცნობიერებაზე ამ საკითხში smile.gif დანარჩენად თავად აწონდაწონე. ანუ სადღაც 100 დოლარი ხომ ? :დდდ bladehq და knifecenter-ზე რომ შეხვიდე და გადახედო ყველაზე ისეთ საშუალო კლასის სერიულ ფირმებს რომლებიც ფოლადებს და მასალებს ოპტომ ყიდულობენ სპეციალურ ფასებში და თვეში გასავალი აქვთ რამდენიმე ასეული დანა მეტი თუ არა, ამ ფოლადისგან 150-200 დოლარზე ნაკლებს ვერ შეხვდები კარგი ფირმის და მაგხელა ზომის ფიქსედს და თუ ის კაცი აკეთებს ას დოლარად და თან ეგეთ სერიულებზე მაღალ შედეგებს დებს რავიცი ძმაო გაუმარჯოს მაშინ ღმერთმა biggrin.gif

Posted by: don300 6 Jul 2020, 09:02
ზოგადად უფრო ხორცის დასაჭრელად მინდა სახლში ან ბუნებაში. 80crv2 რა უპირატესობა აქვს? ქარხნულ დანას რომელს მირჩევთ? უფრო მაინც ძნელად დაბლაგვებაზე გავაკეთებდი აქცენტს

Posted by: giorgi-giorgi1121 6 Jul 2020, 14:51
უპირატესობა აქვს რომ დანის პირზე თხელ დაყვანას იკავებს, აქვს წვრილი და თანაბარი მიკროსტრუქტურა, სპეციალურ დანებში როდესაც ესეთი რამ საჭიროა ამართლებს ხოლმე ეს ფოლადი, პლიუს იაფია.... შენ თუ გინდა თვეში რამდენიმეჯერ სამი ოთხი კილო სამწვადე დაჭრა ან სახში ან პიკნიკზე, საერთოდ არ გჭირდება ისეთი კლასის ფოლადი რომელიც ძნელად დასაბლაგვებელში გადის რადგან მაგას თავისუფლად ეყოფა ეგ 80crv2 , მაგრამ შენ თუ გინდა საკაიფოდ ამუშაო ხორცი პროდუქტები ამასთან თავდაპირველი გიჟური აგრესია შეინარჩუნოს მაქსიმალურად დიდხანს და დანით მუშაობისგან მიიღო სიამოვნება ამისთვის კი გითხარი რომელი ფოლადები უფრო გამოდგება. https://www.knifecenter.com/shop/fixed-blade-knives აგერ შეგიძლია აარჩიო მარცხენა კუთხეში ჩამოყოლებაზე ფოლადის მარკას მიუთითებ ან სხვა სასურველ პარამეტრს და ამოგიგდებს, არის 80crv2 ფოლადიც არის m-390,cpm-s90v, cpm-154cm, elmax, cts-xhp, cpm-3v, სხვადასხვა ფირმებია ბარკ რივერი, ბენჩმეიდი, კოლდსთილი, ფალკნივენი და ა.შ. რაზეც გაწვდება შენი ბიუჯეტი ის აარჩიე. მე ყოველდღიურ სამუშაო დანას ამ ფოლადებიდან შევარჩევდი მაინც ან ბარკ რივერს ან ბენჩმეიდს და თუ ხორცზე სამუშაოდ მიახლოვებით ასეთ გეომეტრიას https://www.knifecenter.com/item/SWEDPHK/fallkniven-phk-professional-hunters-knife-3g-satin-blade-black-thermorun-handle-and-zytel-sheath ან https://www.knifecenter.com/item/BM150021/benchmade-hunt-saddle-mountain-skinner-fixed-blade-knife-s90v-drop-point-richlite-orange-g10-handles-leather-sheath

Posted by: don300 7 Jul 2020, 00:19
მადლობ გიორგი. ამ საიტიდან მირჩევ გამოწერას? სამონადირეო მაღაზიებში არ ღირს ყიდვა?

Posted by: giorgi-giorgi1121 7 Jul 2020, 01:40
კი ამ საიტიდან გამოიწერ ორიგინალს და კარგ ფასში, ესაა ოფიციალური ონლაინ მაღაზია სხვადასხვა ბრენდის

Posted by: dadetor 8 Jul 2020, 21:30
don300
QUOTE
ამ საიტიდან მირჩევ გამოწერას? სამონადირეო მაღაზიებში არ ღირს ყიდვა?

თუ ზედმეტი ფული გაქთვ გადასაყრელად კი ბატონო , მაგრამ არსებობს ბევრად დაბალ ფასში ანალოგი რომლის ხარისხი ხშირ შემთხვევაში უკეთესია უბრალოდ ჩამოყალიბდით კრიტერიებში რისთვის გსურთ დანა და როგორ იხმართ
საბლოოდ ფოლადის მარკაში კი არა მის ხარისხიან დამუშავება უფროა მთავარი

Posted by: datunia93 9 Jul 2020, 13:01
giorgi-giorgi1121
სპმ რექს 45-ზე რას იტყვი უფროსო?

Posted by: dadetor 9 Jul 2020, 15:02
datunia93
რთულად დასამუშავებელი რთულად გასალესი
მგონი ეს ორი კმარა რომ აღარ მოგინდეს ამ ფოლადის ნაკეთობა ხმარებაში რომ გქონდეს ვიტრინისს ფოლადია

Posted by: giorgi-giorgi1121 9 Jul 2020, 15:12
datunia93
გიჟი ფოლადია ძაან, მაგრამ ეგეთი ფოლადების სერიული თერმოდამუშავების არ მწამს როგორც მოგახსენე )) ამიტონ ს35ვნ ხმარობს მთელი მსოფლიო და კმაყოფილია კრის რივზის სებენზა მაგალითად. მეგობარს რომ ვუსმინოთ ალბათ არმატურისგან გაკეთებული ან მაქსიმუმ ოპინელის დანებით უნდა ვიაროთ ადვილი გასალესია პლიუს ძვირი არ ღირს, ალბათ რაც მთავარია დანაში ლიჟბი კარგად დამუშავებული იყოს ფოლადი facepalm.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: datunia93 9 Jul 2020, 16:15
dadetor
QUOTE
რთულად დასამუშავებელი რთულად გასალესი
მგონი ეს ორი კმარა რომ აღარ მოგინდეს ამ ფოლადის ნაკეთობა ხმარებაში რომ გქონდეს ვიტრინისს ფოლადია

ეგეთი ფოლადები მიზიდავს რატომღაც. კი, ნაკლებად კომფორტულია მაგისი გალესვა და ჭკუაზე მოყვანა, მარა ზატო საქმეში სიამოვნებაა... სექსივითაა, რამოდენიმეწამიანი ორგაზმის გამო მოღირს რამოდენიმესაათიანი ლესვა bis.gif
* * *
giorgi-giorgi1121
QUOTE
ეგეთი ფოლადების სერიული თერმოდამუშავების არ მწამს როგორც მოგახსენე

აჰა, ანუ ეგეც იმ ჩემი ზდპ-ს ოოერაა ხო?

Posted by: giorgi-giorgi1121 9 Jul 2020, 16:28
არა მასე დაზუსტებით ვერ გეტყვი მწარმოებელი კონკრეტულად როგორ ამუშავებს, უბრალოდ არ მწამს პირადად მე)))

Posted by: dadetor 9 Jul 2020, 20:29
datunia93
QUOTE
რამოდენიმეწამიანი ორგაზმის გამო მოღირს რამოდენიმესაათიანი ლესვა

125 V მქონდა თავისდროზე ფანტონის წარმოებული ორგაზმულობის რა გითხრა აი ლესვა განგ ბანგს გავდა უფრო და მსხვერპლი სალესი ქვა იყო

Posted by: giorgi-giorgi1121 9 Jul 2020, 20:34
წესიერ სალესზე, ალმასის ქვისთვის სულ ერთია რექს121ს გალესავს, ს125ვ თუ მპლ-1 ს )))

Posted by: datunia93 9 Jul 2020, 23:32
giorgi-giorgi1121
ალმასის ქვა არ მქონია და არ ვიცი, მარა ჩვეულებრივ ქვებს რო ვუსვავ ხოლნე სხვა ფოლადებს, ვგრძნობ როგორ ეჭიდება და ცვეთს/ქლიბავს/შკურკავს/ხეხავს ფოლადს, აი ზფპ-ზე რო ვუსვავდი მაგ წვას, ვგრძნობდი რო ხახუნის ძალა საერთოდ არ იყო, სრიალებდა ისე რო ვერ ცვეთდა საერთოდ

Posted by: giorgi-giorgi1121 9 Jul 2020, 23:41
ალმასის ან ბორონიტრიდის ქვებით ილესება ნებისმიერი ფოლადი კარაქივით ))

Posted by: dadetor 10 Jul 2020, 00:28
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 9 Jul 2020, 23:41 )
ალმასის ან ბორონიტრიდის ქვებით ილესება ნებისმიერი ფოლადი კარაქივით ))

ზედმეტად აგრესიულია ფოლადისთვია გამოუცდელ ხელში პირს და.ნაკეთობას შეიძლება სავალალო შედეგი დაუდგეს + თუ მაღალი როკველი აქ შეიძლება ამოტეხოს პირი

კერამიკას არაფერი ჯობია აიდაჰოს კერამიკას ვიყენებ რამდენინწელია წნარად მშვენივრად ლესავს წყლის ქვები და არკანზასი ცალკე ფილოსოფიაა

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Jul 2020, 00:51
არა საიდან ეს ინფორმაცია მიკვირს პირდაპირ smile.gif)) მთელი ევროპა რუსეთი ამერიკა ლესავს პოლტავის და ვენის ბორონიტრიდებით და ალმასებით ისეთ ფოლადებს როგორიცაა რექსი, ს125ვ , 10ვ, 15ვ , მაქსამეტს და მაინცდამაინც საქართველოში არის ხიხია და ფუ ფუ :დდდდ წარმომიდგენია როგორ უჯიშოდ უნდა იყოს ფოლადი დამუშავებული რომ გალესვისას ამოიფშვნას :დდდ ხო ნატურალური ქვებით ამ დონის ფოლადები როგორ გაილესება წარმოდგენაც არ მაქვს მაგრამ ვგ10, აუს8 , დ2 და მსგავს კი გალესავს
* * *
მონსტრებს ნატურალურებიდან ნანივებიც ბელგიური და ვაშიტებიც ვერ აიღებს, სილიციუმის კარბიდსაც კი უჭირს აღარაფერს ვამბობ კორუნდზე რომლისგანაც უმეტესობა კერამიკაა წარმოდგენილი

Posted by: dadetor 10 Jul 2020, 13:23
giorgi-giorgi1121
მარტივად დავწერ ჯერ ერთი პოლტავურს და ვენის ბორონიტრიდებზე იმიტომ.ლესავენ რომ იაფია ჯერ და მეორე ხიხია არც არავის უხსენებია აქ საქმე.გამოცდილებაშია და ლესვა უცბად მოგინდა მაინცდამაინც არ უნდა მიადგე აგრესიულ სალეს საშუალებებს მარტივით უ და დაიწყო ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის გატკოს ალმასიც კაია ისევე რიგორ კინგის სალესი ქვები რადგან მეტი არ უნდა

პ.ს. ამოტეხილ პირს რაც შეეხება აი ზუსტად ფალკნივენიც მინახავს ამოტეხილი პირით ლესვის "ოსტატებმა" ალმასით რონ გალესეს და ბარკ რივერიც გაფუჭებული პირით რადგან კონვექსის გალესვა არ იცოდნენ შედარებითი ყველაფერი და ყველას პროფესიონალობას ნუ მოვთხოვთ

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Jul 2020, 15:03
სიბიენი 100 დოლარი ცალი, ალმასი 40-80 სერიის მიხედვით... სიიაფე აქ ჩანაფიქრშიც არაა როდესაც ერთ კომპლექტს 200-400 დოლარი ჭირდება. შედარებისთვის ყველაზე გავრცელებული სალესი ქვა boride cs hd სერია 10-15 დოლარი ღირს. გალესვის დროს ნებისმიერი დეფექტი მიუთითებს ფოლადის საშინელ დამუშავებაზე

Posted by: dadetor 10 Jul 2020, 17:35
giorgi-giorgi1121
მომხმარებლის კუთხიდან შეხედე
QUOTE
პოლტავის

არასოდეს იყო მაღტალ სეგმენტში პირიქით ბორიდი უფრო მაღალი სეგმენტი იყო შედარებით არვიცი კაიხანი ფასებით არ ვინტერესდები რაც კერამიკა მაქვს ეგ ნიშა ამოვუწურე smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Jul 2020, 18:07
მე მომხმარებლის კუთხიდან ნაკლებად ვუყურებ , მე ვაფასებ ყოველთვის ტექნოლოგიურობის კუთხიდან. თუ მაქ რექსი ან ს125 კერამიკებით და ნატურალურებით არვ შევეცდები გალესვას, ვიქნები მზად რომ ავიღო შესაბამისი ინსტრუმენტი ან საერთოდ არ ვიქონიებ მაგ ფოლადებს
* * *
თუ დაბალ სეგმენტს მოიხმარს უმეტესობა ეს არ ნიშნავს რომ ის ტექნოლოგიურობის მხრივ მაღალი სეგმენტია

Posted by: dadetor 10 Jul 2020, 18:25
giorgi-giorgi1121
OK ყველას გვინდა თითო ტორმეკი მინიმუმ

პ.ს რექსის ან სხვა ზე ფოლადისგან დამზადებული დანის ყიდვისას 90% ნაკლებად ფიქრობენ მის გალესვაზე

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Jul 2020, 18:35
რავი როგორც წესი ყოველთვის ფიქრობენ გალესვაზე და მოვლაზე როცა ყიდულობენ დანას, რადგან გამოცდილმა იუზერმა ყოველთვის იცის რომ ნებისმიერი ფოლადი ადრე თუ გვიან ბლაგვდება, საქართველოში ნაკლებად რათქმაუნდა მარა უცხოეთში თითქმის უმეტესობა მომხმარებელი ფიქრობს ამაზე, ათასნაირი სერვისცენტრები და ატელიებია სამაგისოთ... ტორმეკი ნაკლებად ახლა tsprof მინდა ხელის სალესი ან ჰეპსტოუნი ))

Posted by: don300 14 Jul 2020, 10:40
https://m.aliexpress.com/item/4000063158224.html?trace=wwwdetail2mobilesitedetail&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_0_10130_453_454_10618_536_317_537_319_10059_10696_10084_10083_10547_10546_10887_10307_321_10548_322_10065_10068_10103_10884_10545,searchweb201603_0,ppcSwitch_0&algo_pvid=b5211676-067a-4ce8-8a5f-161ea0d88de7&algo_expid=b5211676-067a-4ce8-8a5f-161ea0d88de7-10
ამ სტილის სალესავის ყიდვას ვფიქრობ და რას მირჩევთ? ლესვა ფაქტიურად არვიცი და ვფიქრობ ლესვის კუთხით ამ სალესავით სწორად გავლესავ.
* * *
როგორ შევარჩიო სალესავი თუ მეტყვით მადლობელი დაგრჩებით. ნორმალური ფოლადი რო გავლესო და რთული არიყოს ცოდნის მხრივ.

Posted by: giorgi-giorgi1121 14 Jul 2020, 14:01
დასაწყისისთვის ესეც გამოდგება, შემდეგ და შემდეგ მიხვდები უკეთ რა გჭირდება შენ კონკრეტულ შემთხვევაში როგორი სალესი სისტემა, როგორი აბრაზივები და ა.შ. დასაწყისისთვის ამ ქვებს გირჩევ boride cs-hd https://www.gritomatic.com/products/boride-stone-set-for-edge-pro?variant=27424703555. მე ახლა ალმასის ქვები მჭირდება უკვე და პროფესიონალური სალესი მოწყობილობა როგორიცაა Tsprof , იყო დრო როდესაც ხელით ვლესავდი შკურკაზე ასე რომ ინდივიდუალურია ვის რა ჭირდება

Posted by: dadetor 14 Jul 2020, 16:04
QUOTE (don300 @ 14 Jul 2020, 10:40 )
https://m.aliexpress.com/item/4000063158224.html?trace=wwwdetail2mobilesitedetail&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_0_10130_453_454_10618_536_317_537_319_10059_10696_10084_10083_10547_10546_10887_10307_321_10548_322_10065_10068_10103_10884_10545,searchweb201603_0,ppcSwitch_0&algo_pvid=b5211676-067a-4ce8-8a5f-161ea0d88de7&algo_expid=b5211676-067a-4ce8-8a5f-161ea0d88de7-10
ამ სტილის სალესავის ყიდვას ვფიქრობ და რას მირჩევთ? ლესვა ფაქტიურად არვიცი და ვფიქრობ ლესვის კუთხით ამ სალესავით სწორად გავლესავ.
* * *
როგორ შევარჩიო სალესავი თუ მეტყვით მადლობელი დაგრჩებით. ნორმალური ფოლადი რო გავლესო და რთული არიყოს ცოდნის მხრივ.

მოდი და ტყუილად ნუ გადაყრი ფულს ან ლანსკის V მოიძიეთ ან სხვა მზგავსი
https://idahoners.com/products/small-v-sharpener-with-four-rods?variant=33614974943370
ნებისმიერ ფოლადს გაგილესავს ამას პასტაც დაამატე ნაცრისფერი დიალუქსი და მეტი არ დაგჭირდება თუ მადა არ გაგეხსნა და რაღაც ექსტა ორდინალური არ მოგინდა დაბალი ხარისხის ქვების ყიდვას აჯობებს 5$ მეტი მისცე კარგი ხარისხის სალესში

Posted by: giorgi-giorgi1121 14 Jul 2020, 16:12
QUOTE
ლანსკი

ამ სალესის გაგონებაზე მაჟრიალებს spy.gif facepalm.gif მაგას ხელით გალესვა თუ არ ჯობდეს შკურკებზე , დაჟე ცელის სალესები როა ეგეც ჯობია... )))) ადამიანი იძახის გალესვა არ ვიციო და ხელით საპოზიციონირებო V ტიპის სალესის რჩევა, რომელიც სულაც არაა სალესი არამედ მასათია რაღაც ახალია, ბარემ იაპონური ნატურალური ქვები ვურჩიოთ ათას ევროიანები gigi.gif

QUOTE
ნებისმიერ ფოლადს გაგილესავს

facepalm.gif
* * *
don300
მოკლედ შენ რაც დალინკე ეგაა ჩინური კოპიო ამერიკული აპექსის, ჩემთვის აქვს რიგი ნაკლი ამიტომ მე არ მომწონს საჩემოდ, თორე მაგაზე ლესავენ როგორც ნუბები ისე პროფესიონალები . ასე რომ გაბედულად შეგიძლია აიღო , 3-4 დანის გალესვის შემდეგ დაამუღამებ რა როგორ

Posted by: dadetor 14 Jul 2020, 17:28
giorgi-giorgi1121
ჯერ ერთი შენ თუ ვერ იყენებ არ ნიშნავს რომ ცუდია ეტ რაზ მეორეც კაცს რონ70$ ქვებს ურჩევ და რაღაც ჩინურ წარმოშობის ედჯ პროს თან რომ არ იცის ლესვა facepalm.gif
და საერთოდ ცუდი რა არი ერთი ეს განმიმარტე? კერამიკას აწარმოებს მშვენიერს ლანსკიც და აიდაჰოც რომელიც სპაიდერკოსთვის აწარმოებს სალეს ქვებს და 23$ ხარისხიანი სალესის ყიდვა ყოველთვის ჯობია (აიდაჰოზეა საუბარი ისევე როგორც ნებისმიერ ფოლადის გალესბის რეპლინკა) იგივე ფასის ჩინური ნაგვის lol.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 14 Jul 2020, 18:06
გალესვა და დავოდკა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ცა და მიწა :დდ შენ ურჩიე რაღაც საბავშო V მაგვარი მასათი და არა სალესი. მაგ ჩინური აპექსი ორიგინალიდან განსხვავდება მხოლოდ პლასმასის ხარისხით ცნობისთვის ))) ორიგინალის ფასი კი 160+ დოლარია ქვებს კი ნებისმიერ შეარჩევს... მერე კიდე გადახედე პროფესიონალურ ფორუმებს ვინ რითი ლესავს და რა ქვებით და შეადარე ეგ სათამაშო ლანსკი იმ აღჭურვილობას ))) არ ვგულისხმობ მსგავს პოპულარულ ფორუმებს ... მაგ 23 დოლარიანს საერთოდ 300 დოლარიანი პროფილი ჯობია მასე თუ არის შედარებაზე საქმე, და სიბიენის 400 დოლარიანი სალესი კომპლექტი ))) რომელ ფოლადს და მაგალითად რექს 121 დამუშავებულს 73 hrc- ზე )))
* * *
https://youtu.be/UJPCx3xBNc0

https://youtu.be/GvMpGKSPR34 .

https://youtu.be/VQp_mpqWgug

https://youtu.be/WIpNGaeeVYI

https://youtu.be/xJVyGy5riDM

https://youtu.be/kmyJdrVPXM8

https://youtu.be/6U8dd1ZzjTg

https://youtu.be/2qC1d6ad6vM

https://www.instagram.com/p/Bz6We-dF1dl/?utm_source=ig_web_button_share_sheet

https://www.instagram.com/p/B_GYPjDjfax/?utm_source=ig_web_button_share_sheet

Posted by: dadetor 14 Jul 2020, 18:26
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 14 Jul 2020, 18:06 )
გალესვა და დავოდკა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ცა და მიწა :დდ შენ ურჩიე რაღაც საბავშო V მაგვარი მასათი და არა სალესი. მაგ ჩინური აპექსი ორიგინალიდან განსხვავდება მხოლოდ პლასმასის ხარისხით ცნობისთვის ))) მერე კიდე გადახედე პროფესიონალურ ფორუმებს ვინ რითი ლესავს და რა ქვებით და შეადარე ეგ სათამაშო ლანსკი იმ აღჭურვილობას ))) არ ვგულისხმობ მსგავს პოპულარულ ფორუმებს ... მაგ 23 დოლარიანს საერთოდ 300 დოლარიანი პროფილი ჯობია მასე თუ არის შედარებაზე საქმე, და სიბიენის 400 დოლარიანი სალესი კომპლექტი ))) რომელ ფოლადს და მაგალითად რექს 121 დამუშავებულს 73 hrc- ზე )))
* * *
https://youtu.be/UJPCx3xBNc0

https://youtu.be/GvMpGKSPR34 .

https://youtu.be/VQp_mpqWgug

https://youtu.be/WIpNGaeeVYI

https://youtu.be/xJVyGy5riDM

https://youtu.be/kmyJdrVPXM8

https://youtu.be/6U8dd1ZzjTg

https://youtu.be/2qC1d6ad6vM

ადრეც მოგწერე და ისევ გაგიმეორებ პროფესიულ დონეზე ვინ რას და როგორ არის ცალკე თემა, მესმის რონპროფესიულად უდგები ამ თემას გავიგეთ ბატონო მაგრამ ეს V გასალესი არის მარტივი სახმარი და ის ჩინური პლასტმასი არის პირდაპირ გეტყვი ნაგავი კაცს.უნდა მარტივი სალესი და. ეგაა მარტივი და.ხარისხიანი და მაგ ის გარდა კიდევ მილიონი სხვა სალესი
მაგ ჩინურ ნაგავზე ხარისხიანი

Posted by: giorgi-giorgi1121 14 Jul 2020, 18:35
გითხარი რომ ეგ ჩინური სალესი ორიგინალისგან რომელიც ღირს 160 დოლარი განსხვავდება მხოლოდ პლასმასის ხარისხით. ქვების შერჩევა კი ნებისმიერის შეიძლება დაწყებული ალმაზებით დამთავრებული ბორიდებით, სტანდარტულ ზომაზეა ყველა ქვა დაჭრილი... დანარჩენად კი აგერ დავლინკე რომ ასეთ სალესზე ლესავენ პროფესიონალები , ამერიკელი ტრიპლებლეიდი და ლუკინოვი, მგონი ამ ორი ინდივიდუმის თუ რათქმაუნდა იცი ვინებიც არიან საკმარისია რომ ამ სისტემის მიმართ ადამიანს გაუჩდეს ნდობა. დანარჩენად ეგ შენ რაც დალინკე არის დავოდკა მასათი და არა კომპლექსური გალესვა შავი აღებით და საბოლოო ფინიშით...
* * *
კაცმა თქვა ლესვა არ ვიციო და შენი აზრით რა იფრო გაუადვილდება ფიქსირებულ კუთხეზე დანის დაყენება და ისე ლესვა თუ ხელით კუთხის კონტროლი ))))

Posted by: dadetor 14 Jul 2020, 18:41
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 14 Jul 2020, 18:35 )
გითხარი რომ ეგ ჩინური სალესი ორიგინალისგან რომელიც ღირს 160 დოლარი განსხვავდება მხოლოდ პლასმასის ხარისხით. ქვების შერჩევა კი ნებისმიერის შეიძლება დაწყებული ალმაზებით დამთავრებული ბორიდებით, სტანდარტულ ზომაზეა ყველა ქვა დაჭრილი... დანარჩენად კი აგერ დავლინკე რომ ასეთ სალესზე ლესავენ პროფესიონალები , ამერიკელი ტრიპლებლეიდი და ლუკინოვი, მგონი ამ ორი ინდივიდუმის თუ რათქმაუნდა იცი ვინებიც არიან საკმარისია რომ ამ სისტემის მიმართ ადამიანს გაუჩდეს ნდობა. დანარჩენად ეგ შენ რაც დალინკე არის დავოდკა მასათი და არა კომპლექსური გალესვა შავი აღებით და საბოლოო ფინიშით...
* * *
კაცმა თქვა ლესვა არ ვიციო და შენი აზრით რა იფრო გაუადვილდება ფიქსირებულ კუთხეზე დანის დაყენება და ისე ლესვა თუ ხელით კუთხის კონტროლი ))))

lol.gif აზრი არააქ ისევ იგივეს იმეორებ

Posted by: giorgi-giorgi1121 14 Jul 2020, 18:45
რათქმაუნდა, როგორცაა მიღებული და როგორც ამას აკეთებენ გამოცდილი სპეციალისტები იმას ავღწერ biggrin.gif

Posted by: don300 15 Jul 2020, 01:29
იქნებ ლინკი ჩამიგდოთ რა შეიძლება ვიყიდო? საშუალოდ 20დან 70 დოლარამდე რო ღირდეს. ლევსის კუთხეს ვერ ვიჭერ ალბად და მაგიტომ ვიფიქრე მაგ სტილის სალესი სადაც თვითონ დანა მოძრაობაში არ არის. მადლობა მეგობრებო აზრი გამიზიარეთ

Posted by: giorgi-giorgi1121 15 Jul 2020, 01:57
don300
შენ რაც დალინკე თავიდან მაგ ბიუჯეტში უკეთესს ვერაფერს ვერ იყიდი, აგერ მაგდაგვარები ალიექსპრესზე დავძებნე, მეც ამნაირს ვიყენებ რკინისას ჯერჯერობით, კაი მუშა ალესვას ყოფნის, დანარჩენი უკვე 200+ დოლარიდან იწყება საუკეთესო სალესის ფასები... ქვებიც ჩაგიგდე წინა გამოხმაურებაში- ბორიდები, უმეტესობა ფოლადს ყოფნის მაგ ქვები, ყოველშემთხვევაში საქართველოში რასაც შეხვდები იმას ეყოფა... smile.gif
https://aliexpress.ru/item/33051383667.html?spm=a2g0o.productlist.0.0.28fa4e0eB1NgRd&algo_pvid=fa3218a8-d5d6-423c-a924-41b83eaad57d&algo_expid=fa3218a8-d5d6-423c-a924-41b83eaad57d-39&btsid=0ab50f6215947634416995768ed430&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_,searchweb201603_

https://aliexpress.ru/item/32971523435.html?spm=a2g0o.productlist.0.0.28fa4e0eB1NgRd&algo_pvid=53007bb3-c6db-45b7-bd08-77bd9065298d&algo_expid=53007bb3-c6db-45b7-bd08-77bd9065298d-39&btsid=0ab50f6215947634068064638ed430&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_,searchweb201603_
* * *
QUOTE
ლევსის კუთხეს ვერ ვიჭერ

არცაა აუცილებელი , ზოგჯერ თვითონ დანის გეომეტრიამ შეიძლება არ მოგცეს ამის შესაძლებლობა რაც არ უნდა გაწაფული გქონდეს ხელი.. ამიტომ გალესე იმით რაც ადვილი გამოსაყენებელია

Posted by: koba1973 15 Jul 2020, 12:52
მოგესალმებით.
რამოდენიმე დღის წინ გაიმართა ბენჩრესტი პნევატური იარაღით 75 იარდზე. მაღაზია snipers.ge იყო ერთ ერთი სპონსორი და მერგო 25% ფასდაკლების ვაუჩერი დანების მთელ ასორტიმენტზე. მე ვერ ვერკვევი ცივ იარაღში და მაინტერესებს თუ ღირს რომელიმეს ყიდვა. ტარებით არ ვატარებ, მაინტერესებს ბუნებაში გასვლისთვის, პიკნიკისთვის რომელი გამომადგება. ძალიან ძვირივ რომ არ ღირდეს. პროდუქციის ჩამონათვალი საიტზე დევს.
* * *
აი ეს კომპლექტი შევიძინე მაგრამ გალესვას საკმაო წვალება უნდა. იშვიათად ვსარგებლობ. იაფფასიან დანებს პირდაპირ ხელით ვლესავ.
https://aliexpress.ru/item/32600950614.html?spm=a2g0s.9042311.0.0.274233edWiQDwK

Posted by: giorgi-giorgi1121 15 Jul 2020, 14:04
დავიბენი ეს ეხლა რეკლამა იყო თუ კითხვა

Posted by: koba1973 15 Jul 2020, 22:11
giorgi-giorgi1121
თუ ჩემს კითხვაზე ამბობ ნამდვილად კითხვაა. მაგ ასორტიმენტიდან მხოლოდ ოპინელს ვიცნობ და კარგი იქნებოდა ვინმე მცოდნეს ერჩია 60-100 ლარის ფარგლებში.
* * *
ზოგჯერ შემოვიხედავ ხოლმე ამ თემაში და კარგ რჩევას აძლევ ხოლმე საქმეში ჩაუხედავ ადამიანს. ვიფიქრე იქნებ მეც დამეხმაროს მეთქი.

Posted by: giorgi-giorgi1121 15 Jul 2020, 23:10
60-100 ლარის ფარგლებში მორას გარდა არაფერი მახსენდება იაფი და მისაღები

Posted by: mummut 15 Jul 2020, 23:45
გამარჯობა მეგობრებო,
მეც გკითხავთ თუ შეიძლება.
თავიდანვე - მოკლედ დანებში დიდად ვერ ვერკვევი. დიდად კი არა, პრინციპში საერთოდ ვერ ვერკვევი.

მოკლედ მუშა დანა მინდა - ტყეში, დაჩაზე ეზოში, ხორცი, თოკი და აშ. მოკლედ ჩვეულებირი სახმარი დანა... აი როგორც ვნახე რასაც Bushcraft-ს ეძახიან.
ვეძებე და ეს მომხვდა თვალში.
https://www.amazon.com/gp/product/B07JQ3DRWC/ref=ox_sc_saved_title_1?smid=AY1YC2BWA3QO7&psc=1
ფორმა მომეწონა და მგონია რო ძალიან ერგონომიულიც და კარგი სახმარიც იქნება.
აი ფოლად და რამდენად ადვილი სალესია და აშ. ამათგან ძალიან შორს ვარ. შესაბამისად იქნებ მირჩიოთ რამდენად ვარგა, ან ამ საფას კატეგორიაში უკეთესო ხომ არ არის რამე. ან მე რაც მჭირდება იმ დანიშნულებით უფრო იაფი ვარიანტებიც ხომ არ არის?
მადლობა წინასაწრ.

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Jul 2020, 03:11
ეს ნორმალური ვარიანტია, ფოლადი ფხვნილოვანი Cpm-3v, ძალიან გამძლე და მყარი ფოლადია. მიყვარს ეგ ფოლადი მისი შედარებით უნივერსალურობის გამო, არც რთულად სალესი ფოლადია რათქმაუნდა მცოდნეს ხელში )) ბუშკრაფტად პოზიციონირდება კი მაგრამ კლასიკური ბუშკრაფტისგან შორსაა, უფრო უნივერსალური მოხმარების დანაა, რაც შენ ჩამოთბალე იმისთვის გამოდგება. გადახედე ასევე bark river bravo-ს შეიძლება უფრო მოგწონს მაგრამ ფასი 200+ დოლარი აქვს, ასევეა cold steel srk ჩვეულებრივი ნახშირბადოვანი ფოლადით და შედარებით იაფიც მაგრამ ეგ უფრო "საჯლაგუნო" დანაა ამიტომ ეგ ბენჩმეიდი მგონი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია...

Posted by: don300 16 Jul 2020, 12:53
ამ სალესავებს ქვები მოყვება თუ ცალკე უნდა ვიყიდო?

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Jul 2020, 16:48
don300
მოყვება, ჩემსას მოყვა რაღაც ჩინური ქვები, მაგრამ რათქმაუნდა ჯობია იყიდო თუ უკეთესი შედეგი გინდა

Posted by: dadetor 16 Jul 2020, 17:30
QUOTE (mummut @ 15 Jul 2020, 23:45 )
გამარჯობა მეგობრებო,
მეც გკითხავთ თუ შეიძლება.
თავიდანვე - მოკლედ დანებში დიდად ვერ ვერკვევი. დიდად კი არა, პრინციპში საერთოდ ვერ ვერკვევი.

მოკლედ მუშა დანა მინდა - ტყეში, დაჩაზე ეზოში, ხორცი, თოკი და აშ. მოკლედ ჩვეულებირი სახმარი დანა... აი როგორც ვნახე რასაც Bushcraft-ს ეძახიან.
ვეძებე და ეს მომხვდა თვალში.
https://www.amazon.com/gp/product/B07JQ3DRWC/ref=ox_sc_saved_title_1?smid=AY1YC2BWA3QO7&psc=1
ფორმა მომეწონა და მგონია რო ძალიან ერგონომიულიც და კარგი სახმარიც იქნება.
აი ფოლად და რამდენად ადვილი სალესია და აშ. ამათგან ძალიან შორს ვარ. შესაბამისად იქნებ მირჩიოთ რამდენად ვარგა, ან ამ საფას კატეგორიაში უკეთესო ხომ არ არის რამე. ან მე რაც მჭირდება იმ დანიშნულებით უფრო იაფი ვარიანტებიც ხომ არ არის?
მადლობა წინასაწრ.

ბუშკრაფტისთვის გინდა დანა თუ სალაშქროდ?
მოკლედ ბენჩი კაია მკაგრამ მგონი ძვირია და აირის მზგავსი ანალოგების მთელი არმია რომელიც ხარისხით არ ჩამოუვარდება

https://www.amazon.com/dp/B07BKK9Z6R/ref=twister_B089F6G49T?_encoding=UTF8&th=1
https://www.amazon.com/dp/B07BKK9Z6R/ref=twister_B089F6G49T?_encoding=UTF8&th=1
https://www.amazon.com/Condor-Tool-Knife-Woodlaw-Micarta/dp/B007MC3WOU/ref=pd_di_sccai_14?_encoding=UTF8&pd_rd_i=B007MC3WOU&pd_rd_r=9f560d60-4626-4af4-9a2b-bcfeecc24f85&pd_rd_w=AzbaQ&pd_rd_wg=KTBuN&pf_rd_p=7d91b49a-6b22-4dfd-8a2a-1555d90a4698&pf_rd_r=RSK342QVD19JH4M4QZFR&psc=1&refRID=RSK342QVD19JH4M4QZFR
https://www.amazon.com/Steel-Will-SMG200-Druid-Fixed/dp/B00WFY4LIG/ref=pb_allspark_session_sims_desktop_200_6/130-0504634-8663805?_encoding=UTF8&pd_rd_i=B00WFY4LIG&pd_rd_r=4525b77f-3ca4-464c-a3ae-d3135de461da&pd_rd_w=ICwwS&pd_rd_wg=xyaG7&pf_rd_p=6dab4af8-14d2-4d59-b0a2-dd973ff1f166&pf_rd_r=Y3G3WPPNNB89V2W9HTKM&psc=1&refRID=Y3G3WPPNNB89V2W9HTKM
https://www.amazon.com/RUIKE-Jager-Fixed-Blade-Green/dp/B06XX4CW1N/ref=sr_1_27?dchild=1&keywords=Ruike&qid=1594906176&sr=8-27

მოკლედ უამრავია



don300
QUOTE
მ სალესავებს ქვები მოყვება თუ ცალკე უნდა ვიყიდო?

ცოტა უკეთესი ხარისხი რომ ნახო უქვოდ ? და მერე ბორიდის ქვები ან აიდაჰო რო იყიდო აჯობებს

https://aliexpress.ru/item/4001138669980.html?spm=a2g0o.detail.1000023.5.64ac95a3amBSoo

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Jul 2020, 17:37
QUOTE
რომელიც ხარისხით არ ჩამოუვარდება

სად cpm-3v ფოლადი და სად მაგათი ფოლადები კარბონი, სენდვიკი და დ-2 , ხარისხით ვერანაირად ვერ აჯობებს გამორიცხულია , თუმცა მუშაობით იმუშავებენ ეს დანებიც

Posted by: dadetor 16 Jul 2020, 17:41
giorgi-giorgi1121
დამზადების ხარისხი მეგობარო smile.gif ყველაფერს ანტაგონისტურად ნუ უყურებ

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Jul 2020, 17:49
მე თუ მკითხავ მაგ მონაცემით საერთოდ არცერთი სერიულის აღება არ ღირს ნუ ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, რადგან უმეტესობა სერიული მწარმოებლის პრიორიტეტია ნაკლებ დანახარჯში აწარმოოს მაქსიმალური რაოდენობა უბრალოდ მისაღები ხარისხით, თერმული დამუშავება კიდე გათვლილია მასაზე, ინდუსტრიულ დონეზე და არავინ სამ ოთხ დანის პირს რამდენიმე დღე არ ეჩალიჩება მაქსიმუმალური პოტენციალის ამოსაქაჩად განსხვავებით კასტომებიდან... ამიტომ ვირჩევთ უფროსოწორად ირჩევთ იმას რაც არის ბაზარზე ))) და ნუ რაც არ უნდა ნაგავი დამზადების ხარისხი არ უნდა იყოს ბენჩმეიდის 3ვ-ის ნუ ვერანაირად ვერ აჯობებს კონდორ ტული და სტილ ვილის კარბონი და დ-2

Posted by: dadetor 16 Jul 2020, 18:45
giorgi-giorgi1121
smile.gif მაინც ვერ ხო? lol.gif ზოგადა რომ ავიღოთ ერთი ფირმის საწარმოოო ხაზი კერძოდ ბენჩი და მერე კოლდსტილის საწარმოიოო ხაზი ხარისხის ამბავში არაფრით ჩამოუვარდება მერე იქ იყო პატარა მწარმოებლები როგორიც რაიკია და კიდევ ბევრი სხვა არად მოგწერე დამზადების ხარისხი თქო მაგრამ მაინც არ იშლი lol.gif დღევანდცელ რეალობაში მას წარმოება ისე გათანაბრდა ჯერი უკვე თEრმულ დამუშავებაზე მიდის ვინ რას როგორ მოკლედ ვიღაცას წარმოება ამდენი უჯდება ვიღაცას იმდენი მაგრამ რეალურად თუ ბარკ რივბერი არაა ან კოლონიალი ან სულაც ტოპსი ერთი ხარისხია ფოლადის მარკა კიდე ისეთი რამაა თუ მთლად ნაგავი არაა, 440ც კაი თერმულ კრიო დამუშავებაც საკმარისია მას წარმოებული დანისთვის და მომხმარებლისთვის ყველაზე გაყიდვადი დანა დღემდე მორა რჩება თავისი სენდვიკით და შენ კიდე აქ მაღალ მატერიებზე და ბენჩების ვ3 მედავები? კაი რაა შეგიდარებია ბენჩის და კოლდსტილის დამუშავებული ვ3 ? იცი რომ ბევრად უკეთესი თEრმო დამუშავება აქვს კოლდ სტიილს ხო და კაცია და ბუნება ესსი რო აწარმოებს 1095 ფოლადიდან დანებს გონია ბნეჩის არმოებაზე ნაკლებია ? biggrin.gif გიმეორებ მოეშვი ამ ანტაგონიზმს ხარისხზე საუბარი დღეს და არა ფოლადზე რომლითაც იწარმოება

Posted by: mummut 16 Jul 2020, 19:53
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 16 Jul 2020, 03:11 )
ეს ნორმალური ვარიანტია, ფოლადი ფხვნილოვანი Cpm-3v, ძალიან გამძლე და მყარი ფოლადია. მიყვარს ეგ ფოლადი მისი შედარებით უნივერსალურობის გამო, არც რთულად სალესი ფოლადია რათქმაუნდა მცოდნეს ხელში )) ბუშკრაფტად პოზიციონირდება კი მაგრამ კლასიკური ბუშკრაფტისგან შორსაა, უფრო უნივერსალური მოხმარების დანაა, რაც შენ ჩამოთბალე იმისთვის გამოდგება. გადახედე ასევე bark river bravo-ს შეიძლება უფრო მოგწონს მაგრამ ფასი 200+ დოლარი აქვს, ასევეა cold steel srk ჩვეულებრივი ნახშირბადოვანი ფოლადით და შედარებით იაფიც მაგრამ ეგ უფრო "საჯლაგუნო" დანაა ამიტომ ეგ ბენჩმეიდი მგონი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია...

დიდი მადლობა მეგობარო!

dadetor
QUOTE

ბუშკრაფტისთვის გინდა დანა თუ სალაშქროდ?
მოკლედ ბენჩი კაია მკაგრამ მგონი ძვირია და აირის მზგავსი ანალოგების მთელი არმია რომელიც ხარისხით არ ჩამოუვარდება

https://www.amazon.com/dp/B07BKK9Z6R/ref=tw...oding=UTF8&th=1
https://www.amazon.com/dp/B07BKK9Z6R/ref=tw...oding=UTF8&th=1
https://www.amazon.com/Condor-Tool-Knife-Wo...2QVD19JH4M4QZFR
https://www.amazon.com/Steel-Will-SMG200-Dr...PPNNB89V2W9HTKM
https://www.amazon.com/RUIKE-Jager-Fixed-Bl...4906176&sr=8-27

მოკლედ უამრავია

ცოდვა გამხელილი ჯობიაო და სიმართლე გითხრათ ბუშკრაფტინგი და სალაშქრო მე პრინციპში ერთი და იგივე მგონია.
https://www.campactivities.com/know-the-difference-between-bushcraft-knife-vs-survival-knife/
შესაბამისად ავარჩიე ის კონკრეტული მოდელი.
მადლობა ლინკებისთვის. კი უამრავია ნამდვილად. ფოლადებში მე ვერ ვერკვევი, არც დრო მაქვს იმისი რომ ჩავუჯდე და გავარჩიო თითოეული. შესაბამისად თქვენ მოგმართეთ, რასაც აქ ვკითხულობ ვხვდები რომ საკმაოდ კარგად ერკვევით. შესაბამისად თქვენი რჩევა ორივესი მნიშვნელოვანია და გავითვალისწინებ (სხვანაირად ხო არც გკითხავდით არა...) smile.gif

Posted by: datunia93 16 Jul 2020, 20:14
giorgi-giorgi1121
ძაან კაი როჟაა ბენჩი 200 და 202, ნაკლებად პოპულარულია ვიდრე ფალკლჯვენ სრკ, ალბათ ფასის გამო. ძაან მომწონს 202 მოდელი რა sad.gif ბრავოც მომეწონა ძალიან, მარა ბენჩი 202 ალბათ იმის გამო მომეწონა რო სახელურშია ჩაფლული მთლიანად ფოლადი.

ლანსკის ტყუილად უტრაკებ ისე შენ smile.gif ძალიან კარგად ვიყენებდი მე და ჯიბის დანებს ძალიან კოხტად ლესავს smile.gif მარტივი და პრაქტიკული სახმარია.

კი, დიდ დანებს 12 სმ პჯრით და მეტით,ვერ ლესავ, ასევე პირის გეომეტრიის გამო უმეტესობა ნულოვანი დაყვანის დანებს ფიზიკურად ვერ ლესავს, მარა დასაკეცი ჯიბის დანებისთვის სრულებით საკმარისია smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Jul 2020, 20:24
QUOTE
ლანსკის ტყუილად უტრაკებ ისე შენ

გაჩე გაჩე გაჩე ახლა biggrin.gif biggrin.gif ლანსკის ხელით გალესვა ბევრად ჯობს შკურაკზე smile.gif)))

Posted by: koba1973 16 Jul 2020, 21:44
giorgi-giorgi1121
QUOTE
60-100 ლარის ფარგლებში მორას გარდა არაფერი მახსენდება იაფი და მისაღები

მადლობა.

Posted by: N_e_o_N 24 Jul 2020, 14:00
მოყავისფრო წერტილებს იკეთებს რაც არ უნდა ვრეცხო და ვამშრალო. რა არის ? ჟანგი ? spy.gif
მშრალზე ვერ ვაშორებ, დასველებისას ქრება, მგონია ხოლმე რო მოშორდა, მარა მერე ჩნდება ისევ
154CM-ია

user posted image

user posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 24 Jul 2020, 14:19
პიტინგია კოროზია, ჯაგრისით კარგად ამორეცხე სოდასთან ერთად ნელთბლილ სოდიან წყალში

Posted by: N_e_o_N 24 Jul 2020, 14:45
giorgi-giorgi1121
ერთჯერადად გაუქრება მხოლოდ, თუ სულ ამოიყვანს ?
თუ ყველა წყლით დასველებაზე მაინც ეგრე დაფიფქავს ხოლმე

რითი შეიძლება პრევენცია, დაზეთვით ვერ დავზეთავ, ხშირად უწევს საკვებთან შეხება

Posted by: giorgi-giorgi1121 24 Jul 2020, 14:53
QUOTE
ერთჯერადად გაუქრება მხოლოდ, თუ სულ ამოიყვანს


ამ ეტაპზე ამოიყვანს მერე უნდა დააკვირდე რაიქნება. ეგ ფოლადი უჟანგავი ფოლადია, ეტყობა რამე ძაან მჟავე არეს შეეხო დაგავიწყდა გაწმენდა ან კარგად ვერ გაწმინდე და აიკიდა პიტინგი.. ამიტომ პრევენციული ზომა გინდ ჟანგვადი და გინდ უჟანგავი ფოლადებისთვის არის გამოყენების შემდეგ მალევე წმენდა და გამშრალება

Posted by: datunia93 24 Jul 2020, 15:16
giorgi-giorgi1121
ვიქტორას კიდია biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 24 Jul 2020, 15:23
datunia93
შენ ის უნდა ნახო ქვაბების და ტაფების ნერჟავეიკებს როგორ კიდიათ tongue.gif lol.gif lol.gif lol.gif ასე რომ ნაკლებადაა არგუმენტი პლოცკოდანის სასარგებლოდ lol.gif

Posted by: datunia93 24 Jul 2020, 15:27
giorgi-giorgi1121

პლოცკოდანა ძაან დონეა დამიჯერე smile.gif

user posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 24 Jul 2020, 15:30
ხან პლოსკოა ხან დანა )))) .

Posted by: levani169 25 Jul 2020, 23:58
დანა არის ეს,სულ რაღაც 10 დოლარად

Posted by: giorgi-giorgi1121 26 Jul 2020, 00:22
ხო თუ რათქმაუნდა დანა ასეთი სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი რათქმაუნდა ფასი/ხარისხის მხრივ საუკეთესო ვარიანტია, უკეთესსაც გეტყვი რამე ძველებური მამაპაპური ლომი ან ზუბილა კიდე უკეთესად იმუშავებს ასეთ რამეებზე . მაგრამ დანა ჩვენმა ძალიან შორეულმა წინაპრებმა ჩაიფიქრეს სულ სხვა რამისთვის და ასეული საუკუნის შემდეგაც უცვლელია მისი ტექნიკური კონცეფცია, ასე რომ დანის დანიშნულება არის ჭრა და დანის ხარისხი იზომება ჭრის ეფექტურობით კონკრეტული დანიშნულების საქმიანობაზე იქნება ეს გატყავება, ხორცის აბვალკა, სამზარეულო საქმიანობა, ქარვინგი ხეზე თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო იუზინგი, თორემ დღეს მასეთი შოუებით ვეღარავის გააკვირვებს მითუმეტეს საკმაოდ არქაული ქოლდსტილი

https://www.youtube.com/watch?v=KXt_od8GDO4&t=87s

https://www.youtube.com/watch?v=IcovoTyGiRg&t=1s

Posted by: levani169 26 Jul 2020, 09:03
giorgi-giorgi1121
QUOTE
რათქმაუნდა ფასი/ხარისხის მხრივ საუკეთესო ვარიანტია

მტავარი ესაა ........ ნუ გადავიხდით ზედმეტს და ეს მომეწონა კიდევ ძალიან.


Posted by: giorgi-giorgi1121 26 Jul 2020, 12:31
ფასი ხარისხის შეფარდებაა არასდროს არ ნიშნავს პროდუქციის განსაკუთრებულ ხარისხს, ესაა რომ იმ ათ დოლარში შესაძლო ვარიანტებიდან ალბათ საუკეთესოა))) ათ დოლარიანი დანები კი ალბათ ჩემთვის და ძალიან ბევრი სხვა გამოცდილი იუზერისთვის სრული ჯართია რადგან მშრალი ნორმალური სადანე ფოლადი ღირს ათ დოლარზე გაცილებით მეტი

Posted by: levani169 26 Jul 2020, 12:58
giorgi-giorgi1121
QUOTE
მშრალი ნორმალური სადანე ფოლადი ღირს ათ დოლარზე გაცილებით მეტი

გასაგებია და რა უპირატესობა აქვს ფხვნილოვანი ფოლადისგან დამზადებულ დანებს რომლებიც ექსკლუზიური მოდელებია (მორფიონეები და იაპონელი კამიკაძეები) იგივე 440ც-თან და 8ცრ13მოვ-ის სერიულ ფოლადებთან შედარებით ისეთი რომ ხმარება არ დაგენანოს და ზედ არ გადაყვეს პატრონი მოვლაში?
"დონე მანქანაა მაიბახი მაგრამ სერიული მერსედესი უფრო პრაქტიკულია" @ მღვდელი ანთიმოზი.

Posted by: giorgi-giorgi1121 26 Jul 2020, 13:09
იგივე კითხვაა რითი განსხვავდება ჟიგული მერსედესისგან, თითქოს არაფერი ორივე საწვავზე მუშაოს შიდაწვის პრინციპით, ორივე ოთხ ბორბალზეა, ორივე ერთ საქმიანობას ხომ ასრულებს არა?! biggrin.gif
რაც ფოლადს უნდა ქონდეს უპირატესობა ალბათ ყველანაირი უპირატესობა აქვს კლასიკურ ფოლადებთან შედარებით, მიკროსტრუქტურიდან გამომდინარე რომელიც იდეალურს უახლოვდება biggrin.gif ჭრის ხანგრძლივობა და აგრესიულობა კარბიდული ფაზის საკმაოდ დიდი მოცულობის გამო - 5-35%-ის ფარგლებში ფოლადის მიხედვით, ჭრის სტაბილურობა, არაა რომ ჯერ ზედმეტი აგრესიით იწყება ჭრა და მერე ზვავისებურად ეცემა აგრესია როგორც კლასიკურ ნახშირბადოვან ფოლადებზეა, კლასიკურ ფოლადებთან შედარებით მეტხანს ინარჩუნებენ საწყის სიბასრეს და აგრესიას, გაზრდილი დრეკადობა, სიმყარე, დარტყმითი სიბლანტე ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით, თხელ პირს იკავებენ სხვა ფოლადებზე გაცილებით მეტად ის ფოლადები რომლებიც ამისთვისაა გათვლილი cpm-3v მაგალითად. რათქმაუნდა თუ ისე ურტყი ყველაფერზე რაც ამ კოლდსთილის შოუშია მაგალითად cpm-s90v ფოლადი ან Bohler M390 ბუნებრივად ვერ გაუძლებს მაგრამ უშუალოდ დანის საქმიანობისთვის იდეალური ფოლადებია დღეს. 440ც და ნახშირბადოვნები ეს მეთვრამეტე საუკუნეა უკვე.

მორფიონეები, ტოდ ბეგები, ელიშევიცები, სინკევიჩები და ა.შ. არიან დიზაინერული პროექტები უმეტესად, დიზაინერულ პროექტებში კი ფოლადის სუპერპუპერ დამუშავების დიდად არ მწამს, სერიული თერმოდამუშავება ისე განსხვავდება კასტომურისგან როგორც მაიბახი და ფიატი. ყურადღება უნდა მიაქციო ძირითადად იმ კასტომების ძალიან მცირე ნაწილს რომლებისთვისაც დანა უპირველესად პრაკტიკული ინსტრუმენტია...
* * *
ზედ გადაყოლა და მოვლა კიდე ყველაფერს ჭირდება, როგორც მანქანას უნდა სულ ხელის შევლება ისე დანასაც ჭირდება გაწმენდა , მოვლა, გალესვა და ა.შ.

Posted by: don300 26 Jul 2020, 23:53
https://www.ebay.com/itm/5-Generation-Professional-Pro-Apex-Edge-Kitchen-Knife-Sharpener-System-With-3pcs/223560966463?hash=item340d45a13f%3Ag%3A3EQAAOSwZvldD&fbclid=IwAR01PIxwkirSSArV5jAUnB9VJ-6e_G4Fe3YxO0zRVu3NK9EPzaKvVsPNvkQ
ამ სალესავზე რას ფიქრობთ? დახრის კუთხე არ ეცვლება?

Posted by: giorgi-giorgi1121 27 Jul 2020, 00:36
don300
ყველა მაგნაირ დაბალბიუჯეტურ სალესავს ერთნაირი ფუნქციონალი აქვს პლიუს მინუს. ესაა ისე თუ ასე ნორმალური კონსტრუქცია https://aliexpress.ru/item/4001138475183.html?spm=a2g0o.detail.1000014.39.45906a890rJMXI&gps-id=pcDetailBottomMoreOtherSeller&scm=1007.14976.165864.0&scm_id=1007.14976.165864.0&scm-url=1007.14976.165864.0&pvid=b9c6a725-0a0b-42b6-9b40-41575dc2e4d7&_t=gps-id:pcDetailBottomMoreOtherSeller,scm-url:1007.14976.165864.0,pvid:b9c6a725-0a0b-42b6-9b40-41575dc2e4d7,tpp_buckets:668%230%23131923%2358_668%23808%235965%23506_668%23888%233325%2320_4976%230%23165864%230_4976%232711%237538%23169_4976%233223%2310380%233_4976%233104%239653%236_4976%233141%239887%236_668%232846%238115%23868_668%232717%237559%2361__668%233422%2315392%23920&_ga=2.246228161.438074448.1595795713-500990636.1586861753

ეს კი პროფესიონალური ვარიანტია, ერთერთი საუკეთესო კონსტრუქციის https://www.ebay.com/itm/Russian-Knife-Sharpener-TSPROF-K03-Householder-Kit/192982163776?_trkparms=aid%3D1110006%26algo%3DHOMESPLICE.SIM%26ao%3D1%26asc%3D227674%26meid%3D81853b2dbe5a4b85998c73e4411f198f%26pid%3D100005%26rk%3D1%26rkt%3D12%26mehot%3Dco%26sd%3D193340773749%26itm%3D192982163776%26pmt%3D1%26noa%3D0%26pg%3D2047675%26algv%3DSimplAMLv5PairwiseWebWithDarwoV2BBEV2b&_trksid=p2047675.c100005.m1851

ასე რომ შენ მოთხოვნებს და ბიუჯეტს გააჩნია

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 00:06
აბა რას იტყვით?


user posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2020, 00:24
datunia93
ღმერთო დაგვიფარე და გადაგვარჩინე pop.gif
ამდენი ხანი ხომ ვარ ამ თემაში და დღესაც ვერ ვამუღამებ სერეიტორის რეალურ დანიშნულებას spy.gif

Posted by: levani169 29 Jul 2020, 00:59
giorgi-giorgi1121
QUOTE
ვერ ვამუღამებ სერეიტორის რეალურ დანიშნულებას

"ბუხანკა" პურს სერიოზულად სჭრის! givi.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2020, 01:01
levani169
აა ბაზარი არაა, კიდე შეიძლება რამე ბაგირის გადაჭრა ან რამე მსჰავსი, სტროპორეზის პონტში

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 06:49
giorgi-giorgi1121

QUOTE
ღმერთო დაგვიფარე და გადაგვარჩინე
ამდენი ხანი ხომ ვარ ამ თემაში და დღესაც ვერ ვამუღამებ სერეიტორის რეალურ დანიშნულებას


აქვს თავისი მუღამი სერეიტორს, მრავალნაირი ვარიანტი არსებკბს სერეიტორის და ზოგი კარგად მუშაობს ძალიან პრაქტიკაში, crkt-ს აქვს კიდე განსხვავებული სერეიტორი და ძალიან პრაქტიკული იყო smile.gif თან შენ და ტაქტიკური დანები დიდად არ ძმაკაცობთ და არც გჭირდება სერეიტორის ფუნქცია

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2020, 09:43
მე არაპრაპრაკტიკულ დანებთან ვერ ვძმაკაცობ ხანჯალოიდებთან , რაღაც კერამბიტებთან რემბოიდებთან და ა.შ. დივანის დიზაინერების მოგონილ დანებთან )))) თორემ ტაკტიკური დანა იგივე დანიშნულების ინსტრუმენტია რაც ჩვეულებრივი დანა და ასრულებს იგივე საქმიანობას საველე პირობებში, განსხვავება დამახასიათებელ დიზაინშია, საბრძოლო დანა კი ეს უშუალოდ საბრძოლო დანაა განკუთვნილი ადამიანის დაზიანებისთვის...

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 11:05
giorgi-giorgi1121
პირიქით, ასე მგონია რო არაპრაქტიკულ დანებს აწვები შენ, ხარის და ლოსის დასამუშავებელი დანების პრაქტიკულობა რა ვიცი biggrin.gif ხარი ნანახი არ ყავს მოსახლეობის 90 პროცენტს, მე ნანახი მყავს ნარა ცხოვრებაში არ დამიმუშავებია და სავარაუდოდ არც დამჭირდება დამუშავება მთლიანი ხარის, ხოდა რავიცი აბა... პრაქტიკული დანა არის დღეს, რომელიც გიდევს ჯიბეში ისე რო არ გაწუხებს, არ გღლის, არ გიზიანებს ჯიბეს და ტანსაცმელს, არ გიწევს შებორკილი სიარული და მუდმივად მზად გაქვს რომ ნებისმიერ დროს ამოიღო და მოიხმარო smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2020, 14:05
datunia93
ხარის და ლოსის დასამუშავებელი დანა თუ უშუალოდ სკინერზე არ გაქვს აქცენტი აპრიორი შეასრულებს იმ ნებისმიერ ყოფით საქმიანობას რაც უნდა შეასრულოს დანამ და რისთვისაც დანა შექმნეს ათასეული საუკუნეების წინ ))) ზოგადად დანების და ფოლდერების ძალიან დიდი ნაწილი კი დღესაა ჩვეულებრივი აქსესუარები დივანის დიზაინერების მარკეტინგული იდეა და ჩანაფიქრი, დანის მაგვარი ფუნქციონალით და უმეტესობა მათგანი როგორც პრაკტიკული დანა საერთოდ ნოლია, ან არის ისეთ საქმიანობაზე გათვლილი რომ ყოფით გამოყენებაში არ გამოგადგება მაგალითად ფულ სერეიტორი პარაშუტის სტროპების გადასაჭრელად ან რამე კორტიკისებური საბრძოლო დანა კაცის ასაკუწად smile.gif გავმეორდები რომ დანა უნდა ჭრიდეს ამის იქეთ ყველაფერი ლირიკაა და დანის ხარისხი იზომება ჭრის ეფექტურობით კონკრეტულ საქმიანობაზე იქნება ეს გატყავება, ხორცის აბვალკა, სამზარეულო საქმიანობა, ქარვინგი ხეზე, ბუშკრაფტი თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო იუზინგი რაშიც დანა იხმარება ჩვეულებრივ და ჰა-ჰა ხის, ხრტილების ან რამე მაგდაგვარი შედარებით რბილი სხეულების ჩეხვასაც უნდა გაუძლოს თუ ამისთვისააცაა გათვლილი smile.gif

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 19:29
giorgi-giorgi1121
ვერ დაგეთანხმები. ასამდე დანა მაქვს და პრაქტიკულად არცერთს არ ვიყენებ არაფერში smile.gif მიუხედავად ამისა სულ მაქვს ახლოს, ხელის გაწვდენაზე დანა, განა იმიტომ რომ მჭირდება, უბრალოდ მომწონს ნაკეთობა და აქსესუარივით არის, რომლის ფლობაც სიამოვნებას მანიჭებს + ამას თუ ვიცი რომ ამ დანას შეუძლია რაიმეს გაჭრა,ჩხვლეტა და ა.შ დადებითი ემოციაა და ვსიო smile.gif იგივე რექსი რო მქონდეს, რაში გამოვიყენებ? ვაბშე ვერაფერში, პროსტა ბაგირების ჭრას და ექსპერიმენტებს უბდა მოვუბდე, თორე პირდაპირი მნიშვნელობით ვერაფსრში გამოვიყენებ მის ფუნქციონალურ და მექანიკურ თვისებებს, პროსტა სიამაყის შეგრძნება, თვითკმაყოფილება და მუღამის გასწორება იქნება და ვსიო... ხოდა ამ სეირაოროთაც ვიარულებ მაგ ყველაფერს, თან ძალიან პრაქტიკულია რიგ კომპონენტებში smile.gif

პ.ს რექსაც ვიყიდი biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2020, 19:52
ეგ შენ უყურებ მასე ამ თემას , კოლექციის პონტში თორემ ობიექტურად რომ შეხედო დანა პრაკტიკული ინსტრუმენტია პირველრიგში და დანის დიზაინი პრაკტიკული გარემოებებიდან იქმნება,

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 20:34
giorgi-giorgi1121
კი, მაგრამ ყველადანა ხარის დასამუშავებლად არ პროექტდება smile.gif აპელგეიტით ხარს ვერ დაამუშავებ მაგრამ ვერაკაცს ვერ მოუბრუნდება ენა მის სიცუდეზე, შექმნილია ხელჩართული ბრძოლოსთვის და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რისთვისაც დაპროექტდა smile.gif იგივე ითქმება ჯიბის დანებზეც, შექმნილია ფარულად ტარებუსთვის და ა.შ და პასუხობენ იმ მოთხოვნებს რაც დაუყენეს smile.gif

შენ რო უყურებ მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით დანას, დაახლოებით იგივე თემაა, ავტომატი რომ ყველა პარამეტრში ჯობს პისტოლეტს, პირდაპირი საქმიანობის, ცოცხალი არსებების ეფექტურად, სწრაფად და სორი დისტანციიდან დასაზიანებლად, მაგრამ პისტოლეტს აქვს თავისი ნიშა, რომელსაც ავტომატი ვერ გადაფარავს, იგივეა ზუსტად ჯიბის ფოლდერსა და იმ ფიქსირებულ დანებს შორის, შენ რომ ხარის დასამუშავებლად ყველაფერს გირჩევნია smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2020, 20:52
აპელგეიტით მარტო კაცს თუ თხრი და მოკლავ თორე დალშე რა? კლასიკური დანა კი უფრო პრაკტიკულია ყოფითი გამოყენებისთვის რისთვისაც დანა საერთოდაც არსებობს, საბრძოლო პირობები კი ყოფით ცხოვრებაში არ გვხვდება როგორც წესი. ეგაა ვიწრო სპეციალიზაციის დანა, როგორც ფულ სერეიტორი, სკინერი და ა.შ. მოთხოვნებს ნაკლებად და კომპანიების მარკეტინგულ ჩანაფიქრს მშვენივრად პასუხობს ძალიან ბევრი დანა და ახლა კომპაქტურობა და კონვერტების გახსნას ნებისმიერი ფოლდერი მოერევა ამისთვის არც ბრენდია საჭირო და არც სუპერპუპერ ფოლადი...

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 21:04
giorgi-giorgi1121
QUOTE
აპელგეიტით მარტო კაცს თუ თხრი და მოკლავ თორე დალშე რა?

ნუ საბრძოლო დანაა და სხვა რისთვის უნდა იყოს?
QUOTE
კლასიკური დანა კი უფრო პრაკტიკულია ყოფითი გამოყენებისთვის რისთვისაც დანა საერთოდაც არსებობს

მი,მარა თავის საქმეში ის ჯობს ხომ?

QUOTE
საბრძოლო პირობები კი ყოფით ცხოვრებაში არ გვხვდება როგორც წესი

ვერ ვიტყოდი smile.gif გააჩნია ვის ცხოვრებაზეა საუბარი.
QUOTE
ახლა კომპაქტურობა და კონვერტების გახსნას ნებისმიერი ფოლდერი მოერევა ამისთვის არც ბრენდია საჭირო და არც სუპერპუპერ ფოლადი.

რავი, არა რა, ვერ დაგეთანხმები smile.gif

Posted by: dadetor 29 Jul 2020, 21:08
] datunia93
QUOTE
აბა რას იტყვით

პურის სAჭრელი დანები თუ მოგწონდა არ ვიცოდი gigi.gif

შენ სადღაც პოლისიც გექნება სრული სერეტორი პირით
user posted image

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 21:21
dadetor
კი, მაქვს ეგეც, Yუმცა მძიმეა და ვერ ვხმარობ smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2020, 21:23
სამოქალაქო ცხოვრებაზეა საუბარი და არა სამხედროზე და კრიმინალზე biggrin.gif თავის საქმეში რათქმაუნდა ჯობს როგორც მაჩეტეს გატყავებაში სკინერი აჯობებს , მაგრამ რაში უნა გამოიყენო ყოფით ცხოვრებაში ან კორტიკი ან სრული სერეიტორი ცოტა არ იყოს და გაუგებარია, აი ჩვეულებრივი კლასიკური ტიპის დანას კი გაცილებით ბევრი საქმიანობა ხვდება ნადირობა, თევზაობა, სამწვადის და პროდუქტების დაჭრა ბუნებაში, სამზარეულო საქმე და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობა, თუ დანის სრულ ფუნქციონალზეა საქმე და არა ვიწრო ტიპის საქმიანობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ პრაკტიკულ საქმიანობაზე და პრაკტიკულ დანებზე და არა დიზაინერის მარკეტინგულ პროექტზე და რაღაც მხატვრულ იდეებზე ან ვიწრო სპეციალიზაციის დანებზე, თუმცა არც ეს უკანსკნელებია ჩემთვის უცხო. უბრალოდ დიზაინი გინდ დანის და გინდ სკამის არის ობიექტური , დიზაინი არაა არტი რომელსაც ყველა სუბიექტურად აღიქვავს, დიზაინი გამომდინარეობს იმ საქმიანობიდან რაზეც ნივთია გათვლილი, ამ შემთხვევაში დანა. ყოფით ცხოვრებაში კი დანა საბრძოლოთ და სტროპების საჭრელად გათვლილი არაა

Posted by: dadetor 29 Jul 2020, 21:30
ერთადერთი სერეტორი რაც მაქ ლეზერმანზე და ისიც უფუნქციოდ თუ თოკის ჭრა ან მზგავსი რამის ჭრა არ გიწებს ყოველდღიურ ყოფაში სერეტორი უფუნქციოა საკეც დანებში ხომ საერთოდ........ ნუ თუ მაშველი არ ხარ და .......

Posted by: datunia93 29 Jul 2020, 22:05
giorgi-giorgi1121
dadetor
რავიცი, ვაბშე არ მიშლის ხელს არაფერში ამისი სერეიტორი, ყველანაირი პირით მაქვს და როგორ ხასიათზეც ვარ და რომელიც მომწონს იმ დღეს იმას ვიღებ და ვიდებ ხოლმე ჯიბეში biggrin.gif ამ შემთხვევაში ახალია ეს და ძალიან მეპრაქტიკულება, ზომის და წონის გამო, ხელშიც კოხტად ზის ძალიან smile.gif ჩემი ძალიან ბევრი დანიდან ყველაზე თხელი და მსუბუქია, საკმაოდ ხარისხიანიც. პრაქტიკული გამოყენებისთვისაც მიდევს ყოველთვის ფიქსიც და ვიქტოეინოქსიც მაშინაში smile.gif

Posted by: don300 30 Jul 2020, 02:20
200დან 500 ლარამდე რომელ დანას მირჩევთ? ნორმალური ფოლადი რო იყოს? ფასებს რო გადავხედე საქართველოში უფრო იაფი თუარა ძვირი არაა. ქარავანშია ყველაზე მეტი არჩევანი რასაც გადავხედე. helle ფირმის დანებზე რა აზრის ხართ? ადვილად არმინდა რო ბლაგვდებოდეს და უჟანგი ფოლადი მინდა.

Posted by: giorgi-giorgi1121 30 Jul 2020, 03:43
don300
https://www.knifecenter.com/ ან https://www.bladehq.com/
საძიებოში ჩაწერ ფოლადს, ბიუჯეტს, ფირმას და შეგეძლება აარჩიო შენ გემოზე, ფოლადზე რეკომენდაციას მოგცემ უჟანგავი და კარგი ფოლადები ესენია - S35VN, M390, CPM-S90V, CPM-154, ELMAX. ბრენდი ბარკ რივერი, ზირო ტოლერანსი, ბენჩმეიდი, სებენზა, პროტექი, ემერსონი , ფალკნივენი, რეალსტილი მაგალითად. P.S. ჰელე დიდი ვერაფერი

Posted by: don300 30 Jul 2020, 11:23
ეს ფოლადები საქართველოში არის რო ვიყიდო? M390 კი აქვთ ქარავანში მარა 1200 ლარის ფარგლებშია და თან გასახსნელია. ჩვეულებრივ სანადირო დანის სტილში მინდა

Posted by: dadetor 30 Jul 2020, 11:42
QUOTE (don300 @ 30 Jul 2020, 11:23 )
ეს ფოლადები საქართველოში არის რო ვიყიდო? M390 კი აქვთ ქარავანში მარა 1200 ლარის ფარგლებშია და თან გასახსნელია. ჩვეულებრივ სანადირო დანის სტილში მინდა

გამოიწერე აჯობებს თუ დიდი დანა გინდა 3v ფოლადიდან დამზადებული დანას მიაქციე ყურადღება

https://www.knifecenter.com/item/CS38CKD/cold-steel-38ckd-srk-survival-rescue-knife-fixed-cpm-3v-stonewashed-blade-kray-ex-handle-secure-ex-sheath


https://www.knifecenter.com/item/LNT5MI/lionsteel-t5-mi-solid-fixed-satin-niolox-blade-single-piece-black-micarta-handle-leather-sheath

Posted by: giorgi-giorgi1121 30 Jul 2020, 13:28
გამოიწერე, საქართველოში რა და როგორი შემოაქვთ აზზე არ ვარ

Posted by: Levan_Lion 30 Jul 2020, 14:48
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 30 Jul 2020, 13:28 )
გამოიწერე, საქართველოში რა და როგორი შემოაქვთ აზზე არ ვარ

giorgi-giorgi1121
ჩვეულებრივად ჩამოდის ჩამოაქვს გადამზიდ კომპანიებს როგორც სხვა ამანათები

Posted by: don300 30 Jul 2020, 15:32
ყველა კომპანიას ჩამოაქვს? როგორც ცივი იარაღი პრობლემა არავის ექმნება?

Posted by: Levan_Lion 30 Jul 2020, 15:38
don300
უმრავლესობას ჩამოაქვს... არ გამიგია ვინმეს არ ჩამოქონდეს იმიტომ რომ არ გადის აკრძალული ნივთების სიაში...

პრობლემა შეგექმნება თუ ატარებ გარეთ უშალითოდ უჩანთოდ

არ შეიძლება ხელში ტანზე მიმაგრებული ჩამოკიდებული ჯიბეში რომ გქონდეს და დადიოდე ქუჩებში და ასე შემდეგ ადგილებში

200 ლარი არის ჯარიმა

user posted image

Posted by: levani169 30 Jul 2020, 16:52
ფულს რატომ ყრით ........... "პაჩებნიკებისაგანაც" მშვენიერი დანები კეთდება ............... "რესორებს" სჯობია! givi.gif givi.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 30 Jul 2020, 17:10
levani169
ტეპლავოზის კლაპანია მისწრება და ცაპკის პაჩებნიკი, რაის ფხვნილოვანი და უჟანგავი ფოლადები მაგენი იფშვნება ბეტონის ლურსმებს და 18იან არმატურებს ვერ ჭრიან biggrin.gif კანალიზაციის ლუქის გაღება ან არმირებული კედელის განგრევა რომ დაგჭირდეს ფხვნილოვანი ფოლადით რას იზავ?! biggrin.gif

Posted by: sandrobandro 30 Jul 2020, 21:53
ჯიბეში რო გედოს დანა ჯარიმაა ხო მაგაზე? ანუ რო არ ჩანდეს რა, იმენა შარვლის ჯიბეში რო გქონდეს ჩაცურებული.



Posted by: giorgi-giorgi1121 30 Jul 2020, 22:20
ჯარიმაა კი .

Posted by: don300 30 Jul 2020, 22:48
S35VN, M390, CPM-S90V, CPM-154, ELMAX საკმაოდ ძვირებია, ბარე გაბაჟება რო არ მომიწიოს და 300 ლარამდე ჩავეტიო მაგალითად დ2 ბევრად ჩამორჩება ამ ფოლადებს? არჩევანი დიდია და ფასები არცისე მაღალი დ2 ის ფოლადებში

Posted by: Levan_Lion 30 Jul 2020, 23:13
QUOTE (sandrobandro @ 30 Jul 2020, 21:53 )
ჯიბეში რო გედოს დანა ჯარიმაა ხო მაგაზე? ანუ რო არ ჩანდეს რა, იმენა შარვლის ჯიბეში რო გქონდეს ჩაცურებული.

კი ჯარიმაა თუ გინახეს გაგჩხრიკეს

ისე კიდე კანონდარღვევაა არ შეიძლება ჯიბით ტარება ხელით საქამრეზე ჩამოკიდებული შარვალზე კაბურა მიმაგრებული ტანზე მიმაგრებული და ეგრე რა

Posted by: giorgi-giorgi1121 30 Jul 2020, 23:16
don300
კი ჩამორჩება და მითუმეტეს სერიულ შესრულებაში საკმაოდ..ისე ნორმალური მუშა ფოლადია კარგ დამუშავებაში, მაგრამ ფხვნილოვანი ფოლადების კონკურენტი არაა არცერთ შემთხვევაში. ამასთან შენ უჟანგავი გინდოდა და დ2 უჟანგავი არაა

Posted by: dadetor 31 Jul 2020, 00:54
don300
მაგ ფოლადებს 300₾ ქვევით ვერ ნახავ მეგობარო ამიტომ.საშუალო ფოლადებს გადაავლე თვალი თუ კაი და.იაფი გინდა აგერ ჩაგიგდებ ლინკს 440ც უჟანგავია და კაი ტიპია მაგ ფასში ......
https://www.knifekits.com/vcom/modern-tactical-knife-parts-kit-p-4325.html

Posted by: giorgi-giorgi1121 31 Jul 2020, 01:11
440ც ერთადერთი უპირატესობა აქვს რომ გაცილებით კოროზიულმედეგია თორე დ-2 ცვეთამედეგობითაც, ჭრის აგრესიითაც უკეთესია, ბევრად არა მაგრამ რაც არის... ნუ დ-2 ის დაჟანგებაც რთულია ძაან თუ არ მოუარე და კვირეობით არ წმინდე

Posted by: dadetor 31 Jul 2020, 09:01
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 31 Jul 2020, 01:11 )
440ც ერთადერთი უპირატესობა აქვს რომ გაცილებით კოროზიულმედეგია თორე დ-2 ცვეთამედეგობითაც, ჭრის აგრესიითაც უკეთესია, ბევრად არა მაგრამ რაც არის... ნუ დ-2 ის დაჟანგებაც რთულია ძაან თუ არ მოუარე და კვირეობით არ წმინდე

წინა გვერდზე დავდე ფოლდერის ფოტო და არის D2 კაი ხანია ვიყენებ და მე მაგაზე პიტინგი არ მინახავს , ყველაფერს მოვლა უნდას თემაა.ლიმონს რო დაჭრი კაცი დანა უნდა გაწმინდო + ყველაფერი სწორად წრთობის თემაა რამდენ როკველზეა ნაწრთობი როგორ....... მოკლედ D2 ადებს ბობ დოზიე ასტრონომიურ ფასებს 440C კომპრომისივითაა მაგრა მა ფოლადს.კრიო წრთობა უხდება ძალიან არვიცი ალბათ გოგირდი რო აქვს შემადგენლობაში არვიცი ფაქტია მეტად აგრესიული ხდება ჭრა

Posted by: giorgi-giorgi1121 31 Jul 2020, 09:40
QUOTE
ყველაფერს მოვლა უნდას თემაა.ლიმონს რო დაჭრი კაცი დანა უნდა გაწმინდო

+
როკველზეც არა იმდენად, მიკროსტრუქტურაზე (კარბიდული ფაზა და მორფოლოგია, მარცვლის ზომები, სტრუქტურული ერთეულები და ა.შ.) გოგირდი თითქმის ყველა ფოლადს აქვს ფხვნილოვანსაც და ტრადიციულსაც , ტექნოლოგიური მინარევებია გოგირდი და ფოსფორი . კრიოდამუშავება ნარჩენ აუსტენიტს შლის რადგან მარტენსიტის წარმოქნის დამთავრების ტემპერატურა ლეგირებული ზეევტექტოიდური ფოლადებისთვის ნოლზე ქვემოთ ძევს, გარდაქმნის მარტენსიტად და სისალე ემატება, არის მონაცემები კარბიდული ფაზის გავლენაზე მაგრამ მაგას მეტალოგრაფია და სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპია ჭირდება. ყოველშემთხვევაში ოფციონალურია კრიო ან გააკეთებ ან არა ბევრ ფოლადზე პირიქით უაზრობაა კრიო ბევრზე პირიქით უკეთესი

Posted by: don300 4 Aug 2020, 03:27
ფოლადი რამდენად მსხვრევადია რის მიხედვით უნდა გავიგო? 440c თუ სწორად მივხვდი საკმაოდ მსხვრევადია. მაგ მხრივ რომელ ფოლადს ენიჭება უპირატესობა?

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 04:42
როგორც წესი როცა დაიმსხვრევა მაშინ გაიგებ თუ რამდენად მსხვრევადია, ან ლაბორატორიაში Charpy V ტესტზე მიცე smile.gif დანის მიზანშეწონილი და გონიერი გამოყენების შემთხვევაში კი მსხვრევადობა ჩვეულებრივ არ დგას დღის წესრიგში ისეთი დანებისთვის რომლებიც პირდაპირი დანიშნულებით მუშაობენ და თუ მაინცდამაინც ისეთი დანა გინდა რომ ლომივით იყოს ეს სულ სხვა სეგმენტია სულ სხვა მოთხოვნები და სულ სხვა ინტერესია. თუ მაინცდამაინც ისეთი დანა გინდა რომ დატვირთვებს და ჯაგაჯუგს გაუძლოს CPM-3V ფოლადს შეხედე, მაგრამ ისეთი არ არსებობს რომ იდეალური გიჟური ჭრა ქონდეს და არ ბლაგვდებოდეს წლობით და თან რელსებს ჭრიდეს და ელმავლის გადავლას უძლებდეს no.gif კომპრომისზე გიწევს ყოველთვის წასვლა... ან ერთს ირჩევ შესაბამისი ფოლადით, შესაბამისი გეომეტრიით, შესაბამისი თერმული დამუშავებით, შესაბამისი ერგონომიკით და დიზაინით ან მეორეს შესაბამისი პარამეტრებით

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 11:47
dadetor
giorgi-giorgi1121


ალტერნატიული ზომის, ხარისხის ერგონომიკის და ფასის დანა ბევრიბარაა smile.gif

user posted image

Posted by: dadetor 4 Aug 2020, 14:06
giorgi-giorgi1121
z wear wink.gif
don300
საბოლოოდ D2 შენთვის კომპრომისული ვარიანტი
datunia93
მოკლედ ორი კაცი ვიცი ასე უყვარდეს სპაიდერკოს ნაწარმი ერთი შენ და მეორე სელ გლესერი wink.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 14:07
სპაიდერკო ნამდვილად საუკეთესო ფირმაა..... საუკეთესო ფირმა ფოლადის და დანის დიზაინის მოსპობაში biggrin.gif
* * *
QUOTE
მოკლედ ორი კაცი ვიცი ასე უყვარდეს სპაიდერკოს ნაწარმი ერთი შენ და მეორე სელ გლესერი


lol.gif lol.gif

QUOTE
z wear


3V ბევრად უფრო მდგრადია მაგ პარამეტრით, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით 1,5-2ჯერ

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 14:34
dadetor
QUOTE
მოკლედ ორი კაცი ვიცი ასე უყვარდეს სპაიდერკოს ნაწარმი ერთი შენ და მეორე სელ გლესერი

ვერ ვიტყვი რო სპაიდერკოზე ამომდის მზე და მთვარე, პირიქით, ნაკლებ პატივს ვცემ smile.gif იგივე ბენჩმეიდიც მორჩევნია, ზეროც და ქოლდსთილიც დაჟე ვიქტორინოქსიც მირჩევნია. მაგრამ არსებობს რეალობა და ამ რეალობის დანახვის უნარი საბედნიეროდ მაქვს, ასევე საბედნიეროდ ძალიან ბევრი და კარგი დანა მაქვს რომელთა შედარების უნარიც მაქვს, ხოდა ამ ზომის, ამ გაბარიტების და ამ წონის რავი, არცერთია smile.gif
* * *
giorgi-giorgi1121
QUOTE
სპაიდერკო ნამდვილად საუკეთესო ფირმაა..... საუკეთესო ფირმა ფოლადის და დანის დიზაინის მოსპობაში

ვერ დაგეთანხმები, ხარის გასატყავებლად არაა ეგ დანა შექმნილი და თავის საქმეს კი ართმევს თავს კარგად biggrin.gif შარვალ კასტუმი რო მაცვია და ჟილეტი კიდე, გალსტუკოთ და ჯიბეში სულ რაღაც 56 გრამიანი დანა მიდევს, რომელიც ცალი ხელით იხსნება, შენი ბარკრივერსი, კრიოდამუშავენა და მსხვილმარცვლებიანი, ფხვნილოვანი ტექნოლოგიით თანაბრად დაშორებული მარცვლებით დამზადებული ფოლადია თვიGგადარჩენის დანა, უბრალოდ სახლში რჩება, რადგან თამაშგარე მდგომარეობაშია ამ დროს smile.gif ისევე როგორც ტყეში რო დავწანწალებ, მძიმე ბათინკებით. და ზურგჩანთით და ხეებს ვარჩებ რომლოს ძირში გავაYიო ღამე - სპაიდერკოა აფსაიტში smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 14:40
შენ რა უნდა გითრხრა... აი ის ხუთი ათასწლის წინანდელი ძველ ქართული მამა-პაპური ხალიბური გასაიდუმლოებული ტექნოლოოგიით ნაჭედი დანა რომ გაქ, მეოცე საუკუნის დროინდელი ძველი რუსული პაჩანიკისგან შეადარე რამე სერიულს და დადევი პოსტი ))
* * *
datunia93
შარვალ კოსტუმში და სადმე კორპორატივზე და ღონისძიებაზე და წვეულებაზე რათქგინდა დანა საერთოდ ცოტა არ იყოს და გაუგებარია მარა ნუ კაი :დდდდ ყოველშემთხვევაში სპაიდერკო ძაან შეუსაბამოა სტილისტიკურად როგორც აქსესუარი ეგეთი ტარებისთვის, ისეთად როგორაც სმოკინგზე რომ სპორტული კეტები ჩაიცვა ან ბასანოჩკები biggrin.gif მაგისთის არსებობს პატარა ქვეკატეგორია Gentleman pocket knife რაღაც ამდაგვარები https://ebosshoss.com/sites/default/files/13118/sinkevichgentlemantacticalprototypeflipper-03.jpg

https://forthenrycustomknives.com/wp-conten...MG_7203_opt.jpg
* * *
QUOTE
ხარის გასატყავებლად არაა ეგ დანა შექმნილი

სპაიდერკოს და უმრავლესობა სერიული მწარმოებლის და დანის პრობლემააა რომ არაფრისთვის არაა შექმნილი, მარკეტოლოგები და დივანის დიზაინერების იდეების გარდა მეტი არაფერია არანაირი ტექნიკური და ფუნქციონალური იდეაა... მერე გამოვა რაღაც აბსურდი დანა იშუხურებს კომიუნიტი რომ ეს არტია და დიზაინერმა ასე დაინახა და ბლა ბლა ბლა და ამ ჰაიპზე კომპანია იშოვის მაყუთსაც პოპულარობას ცნობადობას და ა.შ. და შენ საშუალოსტატისტიკურმა მომხმარებელმა უნდა იმტვრიო თავი თუ რათგინდა ეს დანა ან უბრალოდ ბრმასავით უნდა ენდო საზოგაოდებას და მარკეტოლოგებს რომ ნამდვილად ეს დანა "ახალი გამოცდილება და პრაკტიკაა შენ ცხოვრებაში" ...

Posted by: dadetor 4 Aug 2020, 15:07
giorgi-giorgi1121
https://www.easterntoolsteel.com/data/zwear_1.htmuser posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 15:13
dadetor
ასეთ ცხრილების რატომ ენდობი ხოლმე ? ეგაა აი ძაალიან ნუბებისთვის, ახლა რომ მოდიან დანების და ფოლადის სამყაროში...

აგერ ლაბორატორიული კვლევის შედეგი

user posted image

ზეტ ვიარს ნახშირბადი 1.15 % აქვს სიპიემ 3ვ-ის 0.8 %. კარბიდის მიხედვითაც ზეტ ვიარს უფრო მეტი კარბიდი აქვს ვიდრე 3ვ-ის

Posted by: dadetor 4 Aug 2020, 15:27
giorgi-giorgi1121
დააკვირდი რამდენ როკველზეა 3ვ და რამდენზე ზ თან მარტო სიმტკიცეზეა ტესტი износостойкость ? და არც ვადარებ უბრალოს ზ უფრო კომპრომისული ვარიანტია მაღალ როკველზე წრთობისას

ეგ კი არა და z tuff რა უბედურებაა eek.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 15:32
მე სიმტკიცის მიხედვით ვამბობ მხოლოდ. 3ვ 62-63 ჰრც-ზე მუშაობს მშვენივრად, უახლოვდება ზეტ ვიარს მონაცემით მაგრამ მაინც ჯობნის სიმტკიცით.
* * *
ზეტ ტუფში კიდე გაღარიბებულია ქიმია, ვანადიუმი ერთ პროცენტამდეა დაყვანილი, ნახშირბადი 0.7 მდე, ნიკელი აქვს მიცემული და კი გამოდის მერე რელსივით მყარი ფოლადი ))))

Posted by: dadetor 4 Aug 2020, 16:06
giorgi-giorgi1121
კარგი დრეკადობა აქ იდეაშიuser posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 16:15
ხო დრეკადობაზე და სიმყარეზე არიან გათვლილი ეს ფოლადები ძირითადად

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 16:17
giorgi-giorgi1121
QUOTE
შარვალ კოსტუმში და სადმე კორპორატივზე და ღონისძიებაზე და წვეულებაზე რათქგინდა დანა საერთოდ ცოტა არ იყოს და გაუგებარია მარა ნუ კაი

დანა ყველგან გინდა smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 16:21
აქსეუსარად თუ უყურებ დანას რაც უმეტესობა სერიული ნაწარმია როგორც სამაჯური საათი ან რამე მაგდაგვარი კი მაგრამ დანა როგორც პრაკტიკული საგანი და ინსტრუმენტი ყოველთვის არ გჭირდება ადამიანს

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 16:39
giorgi-giorgi1121
აქსესუარია კი, თორემ პირდაპირი დანიშნულებით როგორც გითხარი საერთოდ არ მჭირდება დანა, საერთოდ. სამზარეულოს ერთი დანა სრულებით გაართმევს თავს ნებისმიერ დავალებას ჩემს ყოველდღიურობაში, ყასაბი მე არა ვარ, მონადირე და ფერმერი რო ვამუშაო ხორცი დღეების განმავლობაში და მახეები ვუგო ცხოველ ფრინველს smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 16:43
datunia93
ხორცის ბოსტნეულის მწვანილის დაჭრა ხომ გინდა ან ბუნებაში ხომ გადიხარ სამწვადაოთ სალაშქროთ ან ისე დაგჭირდა ყოველდღიურ ყოფით რამეში დანის გამოყენება ხოდა რა ჯობია მაღალი ფუნქციონალის დანა ქგონდეს თუნდაც ამ მცირე საქმიანობებისთვის და იმ მცირე გამოყენების დროს ისიამოვნო მაქსიმალურად თუ ჩვეულებრივი შირპატრიობი ყველას რომ აქვს სამზარეულოში...

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 18:54
giorgi-giorgi1121
ერთ ერთი ყველაზე აქტიური ტიპი ვარ მაგ მხრივ თუ დამიჯერებ, ფეხით მაქვს შემოვლილი ფაქტიურად ყველა მხარე საქართველოსი, არაერთი ღამე მაქვს გატენებული კარავში კოცონთან, არაერთხელ მაქვს საჭმელი მომზადებული და ამაზე დაყრდნობით ვამბობ სწორწდ რომ ამაზე მეტად დანა არ გამომდგომია

user posted image

თუ ყასაბი არ ხარ პროფესიით და ხორცს არ ამუშავებ, ან ალასკაზე არ გიწევს კვირეები და თვეები გარეთ ცხოვრება, ფიქსი არ გჭირდება საქართველოში smile.gif მევასება, მაქვს რამოდენიმე ფიქსი, შენი დამზადებულიც მინდა აუცილეად და ვიქონიებ, მარა კიდევ ვიმეორებ, ფიქსირებული დანის გამოყენება მე პირადად არ დამჭირვებია, მიუხედავად იმისა რომ თითზე ჩამოსათვლელი იქნება ხალხი, ვისაც ჩემზე მწტი ღამე აქვს გარეთ გათენებული...შენ არ დამეთანხმები, მაგრამ ასეა, პრაქტიკა ამას ამბობს smile.gif


ქალაქში მოძრაობისას, დანა უნდა იყოს მსუბუქი

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 19:12
ქვის დანებიც აკმაყოფილებდა ხალხს ოდესღაც და მონკავშირის და ლისიჩკა დანებითაც დარბოდნენ მონადირეები და ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება დანად მაგალითად ნაჯახის , კონსერვის ხუფიც გამმიყენებია როცა გამოსავალი არ იყო ))) მარა პლოცკოდანა ვერცერთ ნორმალურ დანასთან ვერ მოვა ახლოსაც კი ეგაა გამორიცხული, სკინერზე ან სანადირო დანაზე უკეთ გაატყავებს და დაჭრის ხორცს? ვერა. ბუშკრაფტის ან ფინურ დანაზე უკეთესად გათლის და გააპობს? ვერა. თვითგადარჩენის დანაზე მეტად გაუძლებს ჯაგაჯუგს? ვერა. სამზარეულო დანაზე უკეთ დაჭრის? ვერა. ხოდა დანა სხვისთვის რათ გინდა, აბა ვიტრინაში რა დანას დადებ პაბალშომუ აზრი არააქვს smile.gif
მარა ეგ არ ნიშნავს რომ დანის საქმეს ვერ შეასრულებს და ვერ გაჭრის ხორცს, ვერ გათლის ხეს და ა.შ., როგორც სხვა ნებისმიერი საჭრელი ინსტრუმენტი .

გინდ კოლექციისთვის გინდ უბრალოდ შესახანახად აღარაფერს ვამბობ პირდაპირი გამოყენებისთვის დანას ვაფასებ და ფასდება ფუქნციონალით და დიზაინით თუ რამე არტი არაა, აი წარმოიდგინე სტეჩკინი ან მაუზერი გაქ სერიოზული რარიტეტი ან რამე შაშხანა ენფილდი, ვინჩესტერი, გარანდი და ახალაშონია რა , ვერ ისვრი ლულაა გახვრეტილი დალშე ყველაფერი მწყობრშია, ხომ აიკიდებ კაცი ნერვოზს, რომც არასდროს არ მოგდომოდა სროლა მარტო ეს ფაქტი აგკიდებს ნერვოზს... სიგარეტი რომ ყველაზე მეტად მაშინ გინდება როცა არ გაქ ეგ პონტია)))) იგივე თემაა დანაზე, უყურებ მოგწონს ლამაზია რა გაკმაყოფილებს ბოლომდე მისი ქონა, მარა იცი რომ იმ საქმიანობას ვერ გააკეთებს მაქსიმალური ეფექტურობით რასაც გააკეთებს ის დანა რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ამ საქმიანობისთვისაა შექმნილი და ეს ფაქტი გიღგრნის გულს, დანა რომ ცხოვრებაში შეიძლება არ დაგჭირდესა ამისთვის ))

ქალაქში მოძრაობისას დანის ტარების აზრზს მე პირადად ვერ ვხედავ და არც არასდროს დამჭირვებია ქალაქში დანა და რამე ზედმეტი თუ არის ჩემ ჯიბეში რაც არ მჭირდება ნერვოზი მეწყება, სათვალესაც ვერ ვატარებ ხოლმე :/

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 22:14
giorgi-giorgi1121
QUOTE
ქვის დანებიც აკმაყოფილებდა ხალხს ოდესღაც და მონკავშირის და ლისიჩკა დანებითაც დარბოდნენ მონადირეები და ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება დანად მაგალითად ნაჯახის , კონსერვის ხუფიც გამმიყენებია როცა გამოსავალი არ იყო

კი ბატონო

QUOTE
მარა პლოცკოდანა ვერცერთ ნორმალურ დანასთან ვერ მოვა ახლოსაც კი ეგაა გამორიცხული, სკინერზე ან სანადირო დანაზე უკეთ გაატყავებს და დაჭრის ხორცს

რა ხორცს ატყავებ ვაშკაცურად ან სად ატყავებ ხორცს biggrin.gif სად გაქვს ხორცი, რომელ ტურზე, რითი მიგაქვს მაცივრით? არ ვარ ყასაბი ძმაო და არ მიწევს ასობით კილოგრამი ხორცის დამუშავება და არ მინდა ეს ხორცის დასამუშავებელი დანა biggrin.gif მაქსიმუმ მომიწიოს პატარა მორების მოჭრა ხოლმე, 8 - 12 სმ დიამეტრის და ისე კოხტად ვხერხავ რო შენი მოწონებული smile.gif
QUOTE
ბუშკრაფტის ან ფინურ დანაზე უკეთესად გათლის და გააპობს? ვერა. თვითგადარჩენის დანაზე მეტად გაუძლებს ჯაგაჯუგს? ვერა. სამზარეულო დანაზე უკეთ დაჭრის? ვერა

ეგენი რავი, არ დამჭირვებია არასდროს, ერთი ხუთჯერ მქონდა ფინური დანები წაღებული და მერე მივხვდი რო ტყუილად დავაპროწიალებდი, შენც იგივეს გირჩევ თუ წახვალ სადმე საწანწალოდ საქართველოში ჩემსავით, ტყუილად არ ატარო
QUOTE
დანა სხვისთვის რათ გინდა, აბა ვიტრინაში რა დანას დადებ პაბალშომუ აზრი არააქვს

ფლობა მანიჭებს სიამოვნებას და კომფორტი. იარაღებიც საკმარისზე მეტი მაქვს და რა - რათ მინდა, არავის მოკვლას არ ვაპირებ, თავის დაცვა არ გამოვა, ციხეში გამამწესებენ ბევრი წლით, აღარ ვიქონიო? smile.gif
QUOTE
აი წარმოიდგინე სტეჩკინი ან მაუზერი გაქ სერიოზული რარიტეტი ან რამე შაშხანა ენფილდი, ვინჩესტერი, გარანდი და ახალაშონია რა , ვერ ისვრი და იცი რომ ვერ ისვრი ლულაა გახვრეტილი ხომ აიკიდებ კაცი ნერვოზს, რომც არასდროს არ მოგდომოდა სროლა მარტო ეს ფაქტი აგკიდებს ნევროზს

არ მინდა წარმოდგენა, ერთიც მაქვს და მეორეც smile.gif კაი ხანია არ მისვრია მარა რო მაქვს მაგრად მისწორდება, სტეჩკინი თუ გისვრია მიხვდები რო მაგარი არაპრაქტიკული იარაღია, მეოთხედ ფასიანი გ19 ჯობს ყველა კომპონენტით, მარა მომწონს და ძაან მისწორდება რო მაქვს.
QUOTE
ლამაზია რა გაკმაყოფილებს ბოლომდე მისი ქონა, მარა იცი რომ იმ საქმიანობას ვერ გააკეთებს მაქსიმალური ეფექტურობით რასაც გააკეთებს ის დანა რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ამ საქმიანობისთვისაა შექმნილი

კი ბატონო, ტარებისთვისაა შექმნილი და მაგრად მისწორდება ამ შემთხვევაში რომ სატარებლად ერთ ერთი ყველაზე მოხერხებული ტიპი მაქვს, თან ფუნქციონალური. ვერ ვხვდები ვაბშე რაზე ვკამათობთ
* * *
QUOTE
ქალაქში მოძრაობისას დანის ტარების აზრზს მე პირადად ვერ ვხედავ და არც არასდროს დამჭირვებია ქალაქში დანა

ზუსტად ისევეა საჭირო ქალაქში დანა, როგორც ქალაქგარეთ, რეალურად არც იქ დამჭირვებია და არც აქ. პრაქტიკული თვსაზრისით ხორცების საჭრელად და ხეების საჯიჯგნად დანა არ გვჭირდება არავის, სრული პასუხისმგებლობით ვამბკბ, მონადირეებიც ტყუილად დაათრევენ ხოლმე დანებს, პატარა ჯიბის დანა საკმარისზე მეტია smile.gif ყასაბს კი ბატონო, უნდა კაი დანა რო ნერვები არ მოეწამლოს

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 22:32
QUOTE
რა ხორცს ატყავებ ვაშკაცურად ან სად ატყავებ ხორცს  სად გაქვს ხორცი, რომელ ტურზე, რითი მიგაქვს მაცივრით?


რავი მწვადის შესაწვავად როცა გავდივართ ხუთი კილო ხორცი მინიმუმია მაგის იქეთ კიდე რამდენი რამეა, პური, კიტრი პომიდორი, ხილი სხვა რამე კერძი, ცეცხლის დანთება , ხის გათლა და ეს ყველაფერი უნდა აკეთოს ერთმა დანამ აბა ბუნებაში გარაჟს და სამზარეულოს ხომ ვერ წაიღებ თავისი მთელი აღჭურვილობით ...

QUOTE
ფინური დანები წაღებული და მერე მივხვდი რო ტყუილად დავაპროწიალებდი, შენც იგივეს გირჩევ თუ წახვალ სადმე საწანწალოდ საქართველოში ჩემსავით, ტყუილად არ ატარო


ყველაფერი ფინური არაა რაც ფინურ დანას გავს, ჰელეს, მარტინის და მორას დანებს რომ ვუყურებ კარგი მამაპაპური საჩეხი დანის დაყვანა აქვს ხოლმე პირზე და სპუსკების დაყვანაც არამგონი 26 გრადუსი იყოს )))) ფოლადის ხარისხს შეგნებულად არ ვეხები

QUOTE
და რა - რათ მინდა


იარაღის მფლობელი რომ ვიყო ალბათ ყოველ დღე სადმე ქალაქგარეთ ვიქნებოდი სანამდე ტყვიებზე ფული მეყოფოდა, პრაკტიკული და სპორტული სროლა.
QUOTE
ვერ ვხვდები ვაბშე რაზე ვკამათობთ

აბა კამათი? biggrin.gif
* * *
QUOTE
ზუსტად ისევეა საჭირო ქალაქში დანა, როგორც ქალაქგარეთ, რეალურად არც იქ დამჭირვებია და არც აქ. პრაქტიკული თვსაზრისით ხორცების საჭრელად და ხეების საჯიჯგნად დანა არ გვჭირდება არავის, სრული პასუხისმგებლობით ვამბკბ, მონადირეებიც ტყუილად დაათრევენ ხოლმე დანებს, პატარა ჯიბის დანა საკმარისზე მეტია  ყასაბს კი ბატონო, უნდა კაი დანა რო ნერვები არ მოეწამლოს


არასდროს ქალაქში არ შემქნია პრობლემა იმის გამო რომ დანა არ მქონია, ზამესში რომ მოვყოლილვარ მაშინაც კი biggrin.gif აი ტყეში ან სადმე ბუნებაში როცა გავედი და არ წავიღე დანა ყოველთვის მინანია და მერე იწყებოდა კონსერვის ქილების სახურავებით და ნაჯახებით ფოკუზნიკობა, სათევზაოდაც რომ გავსულვარ სულ დანაა საჭირო. არ არსებობს ბუნებაშ გახვიდე და დანის გასაკეთებელი საქმე ვერ მოძებნო ))) მონადირეს ჭირდება თუ ჭირდება დანა ეს ქართველ მონადირეებს შეიძლება არ დაჭირდეს იმიტომ რომ ცხენ-ირმებს დათვებს და ტახებს ესენი არ კლავენ აქ თორე საზღვარგარეთ სადაც ნადირობა ნადირობას გავს თოფზე ნაკლები მნიშვნელობის დანა არაა არცერთად.

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 22:43
giorgi-giorgi1121
QUOTE
რავი მწვადის შესაწვავად როცა გავდივართ ხუთი კილო ხორცი მინიმუმია მაგის იქეთ კიდე რამდენი რამეა, პური, კიტრი პომიდორი, ხილი სხვა რამე კერძი, ცეცხლის დანთება , ხის გათლა და ეს ყველაფერი უნდა აკეთოს ერთმა დანამ აბა ბუნებაში გარაჟს და სამზარეულოს ხომ ვერ წაიღებ თავისი მთელი აღჭურვილობით .

მე მაგ ტიპის აქტივობა არ მიზიდავს. ბევრი კილომეტრის გავლა და შორს ღამის გათენება და ცოტა ჭამა მირჩევნია, 5 და 10 კილო სამწვადეს რავიცი, ყ ელანაირი დანით დავჭრი, ცულითაც smile.gif მარა დავაჭრევინებ და ისე წამოვიღებ, ჩემი ნება არაა? მაგისთვის ნაღდად არ მჭირდება ძვირფასი დანა
QUOTE
ყველაფერი ფინური არაა რაც ფინურ დანას გავს, ჰელეს, მარტინის და მორას დანებს რომ ვუყურებ კარგი მამაპაპური საჩეხი დანის დაყვანა აქვს ხოლმე პირზე და სპუსკების დაყვანაც არამგონი 26 გრადუსი იყოს ))))

მაგდენი არ ვიცი, პირველი ხარ ისე ვისაც მარტინი და მორა არ მოწონს.

QUOTE
იარაღის მფლობელი რომ ვიყო ალბათ ყოველ დღე სადმე ქალაქგარეთ ვიქნებოდი სანამდე ტყვიებზე ფული მეყოფოდა, პრაკტიკული და სპორტული სროლა

იქნები ერთხელაც თუ მოინდომებ smile.gif არ უნდა ბევრი ჩალიჩი მაგას, მონდომება უნდა მარტო. იყიდი სკს 1000 ლარად და ძალიან მაგრად გაგართობს, მერე დაგეხვეწება გემოვნება და ახვალ დ ახლავ უკეთესებზე და უკეთესებზე
* * *
QUOTE
არასდროს ქალაქში არ შემქნია პრობლემა იმის გამო რომ დანა არ მქონია, ზამესში რომ მოვყოლილვარ მაშინაც კი  აი ტყეში ან სადმე ბუნებაში როცა გავედი და არ წავიღე დანა ყოველთვის მინანია და მერე იწყებოდა კონსერვის ქილების სახურავებით და ნაჯახებით ფოკუზნიკობა, სათევზაოდაც რომ გავსულვარ სულ დანაა საჭირო. არ არსებობს ბუნებაშ გახვიდე და დანის გასაკეთებელი საქმე ვერ მოძებნო ))) მონადირეს ჭირდება თუ ჭირდება დანა ეს ქართველ მონადირეებს შეიძლება არ დაჭირდეს იმიტომ რომ ცხენ-ირმებს დათვებს და ტახებს ესენი არ კლავენ აქ თორე საზღვარგარეთ სადაც ნადირობა ნადირობას გავს თოფზე ნაკლები მნიშვნელობის დანა არაა არცერთად.

არც მე შემქმნია არსად, სულ მიდევს მანქანაში ორი სამი დანა smile.gif მარა პრაქტიკულად არ მჭირდება ხოლმე, როცა მჭირდება პლოცკოდანას ყველაზე კარგად ვიყენებ და ხშირადაც

Posted by: giorgi-giorgi1121 4 Aug 2020, 22:49
QUOTE
მონდომება უნდა მარტო

ფული კიდო biggrin.gif გემოვნება რომ მაქ დახვეწილი მაგას ვჩივი მე, თან ჩემი მოთხოვნები იცი შენ და სანამ დენიელ დეფენსის ფულს არ შევაგროვებ ან პოფ იუესეის მანამდე რომ მოსვენება არ მექნება... )))

QUOTE
მე მაგ ტიპის აქტივობა არ მიზიდავს. ბევრი კილომეტრის გავლა და შორს ღამის გათენება და ცოტა ჭამა მირჩევნია, 5 და 10 კილო სამწვადეს რავიცი, ყ ელანაირი დანით დავჭრი, ცულითაც  მარა დავაჭრევინებ და ისე წამოვიღებ, ჩემი ნება არაა? მაგისთვის ნაღდად არ მჭირდება ძვირფასი დანა


ერთი დღე ვიყავი გასული სათევზაოდ + სალაშქროდ და ყველაფერზე დანა დაგვჭირდა და ზუსტად მასეთი ვიქტორინოქსი ქონდა წამოღებული ძმაკაცს, წითელი ფერის იქ უნდა გენახა ჩვენი ტანჯვა და წვალება, იმ წამშივე შენ გამახსენდი და ვიქტორინოქსის ქება დიდება biggrin.gif ბოლო ბოლო აიღებ და ალესილი ქვით გაჭრი ან გაძიძგნი მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ პირველ ყოფილ ცხოვრების წესზე :დდდ მუღამი მაგაშია რომ შენით აკეთებ მაქსიმალურად ველურ და მოუმზადებელ პირობებში თორე უკვე მომზადებულის წაღებას რა უდგას წინ რავა )))

ან თუნდაც ბუნებას რომ თავი დავანებოთ სადმე საკუთარი სახლის ეზოში ან მარანში გაიჩითა სუფრა ან უბრალოდ ადამიანს თავის გემოზე საჭმლის მომზადება უყვარს იქ წიწილა დაიკლა, ცხვარი ჩამოტყავდა, სამწავდე დაიჭრა , კუპატი გაიხვა, კიტრი პომიდორი დაითალა და მთელი ამ სიყვარულობების გაკეთება კი 90%-ით დანას უწევს და რა ჯობია 30 ლარიანი ჩვეულებრივი სამზარელო დანით წვალება თუ შესაბამისი დანით მაქსიმალური ეფექტურობით ამის გაკეთება, საქმე იმაში კიარაა რომ რაღაც ჩინური დანა ვერ იზავს ამ ყველაფერს და პრემიუმ ხარისხის დანა სუპერფოლადით როელზეც სამი დიზაინერი მუშაობდა ორი წელი თავისით გააკეთებს, ორივე იზავს პლიუს მინუს, მაგრამ როგორ, როგორი ხარისხით, ეგაა საქმე და როგორ განწყობაზე დაგაყენებს კონკრეტული დანით მუშაობა... თუნდაც წელიწადში ერთხელ მოგიწიოს დანის ხმარება , რომ იცი და დარწმუნებული ხარ რომ დანა იმენა მაგისთვისაა შექმნილი ეს ცალკე სიამოვნებაა კიდე

QUOTE
პირველი ხარ ისე ვისაც მარტინი და მორა არ მოწონს.

no.gif no.gif no.gif
შენ გგონია რომ ეგ დანები ვინმეს მოწონს მართლა და ხარისხის გამო ყიდულობენ? არა უბრალოდ ჩალის ფასი რომ ღირს მაგიტომაა პოპულარული და მასისთვის მიმზიდველი... ნუ იმათ პირობებში ჩალის ფასი...

Posted by: datunia93 4 Aug 2020, 23:48
QUOTE
ფული კიდო  გემოვნება რომ მაქ დახვეწილი მაგას ვჩივი მე, თან ჩემი მოთხოვნები იცი შენ და სანამ დენიელ დეფენსის ფულს არ შევაგროვებ ან პოფ იუესეის მანამდე რომ მოსვენება არ მექნება

ვაბშე არაფერი არაა დენიელი რეალჯრად, არც პოფი smile.gif წყალში გადაყრილი ფულია მხოლოდ
QUOTE
ერთი დღე ვიყავი გასული სათევზაოდ + სალაშქროდ და ყველაფერზე დანა დაგვჭირდა და ზუსტად მასეთი ვიქტორინოქსი ქონდა წამოღებული ძმაკაცს, წითელი ფერის იქ უნდა გენახა ჩვენი ტანჯვა და წვალება, იმ წამშივე შენ გამახსენდი და ვიქტორინოქსის ქება დიდება  ბოლო ბოლო აიღებ და ალესილი ქვით გაჭრი ან გაძიძგნი მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ პირველ ყოფილ ცხოვრების წესზე :დდდ მუღამი მაგაშია რომ შენით აკეთებ მაქსიმალურად ველურ და მოუმზადებელ პირობებში თორე უკვე მომზადებულის წაღებას რა უდგას წინ რავა )))

დაგეგმე ნებისმიერი აქტივობა სერიოზულად, გადავიღებ ვიდეო მე, როგორ ვაკეთებ მაგ აქტივობას ვიქტორათი და შენ გადაიღე შენი დანით როგორ აკეთებ, მართლა არ ვღადაობ. ნუ კანაფებს ნუ მაჭრევინებ, მარა ავიღოთ შეშის მოგროვება, დამზადება, კოცონის დანთება, მწვადის შეწვა და ნახავ რო თუ ხარია გატყავება არ გიწევს არანაირი პრობლემა არაა
QUOTE

ან თუნდაც ბუნებას რომ თავი დავანებოთ სადმე საკუთარი სახლის ეზოში ან მარანში გაიჩითა სუფრა ან უბრალოდ ადამიანს თავის გემოზე საჭმლის მომზადება უყვარს იქ წიწილა დაიკლა, ცხვარი ჩამოტყავდა, სამწავდე დაიჭრა , კუპატი გაიხვა, კიტრი პომიდორი დაითალა და მთელი ამ სიყვარულობების გაკეთება კი 90%-ით დანას უწევს და რა ჯობია 30 ლარიანი ჩვეულებრივი სამზარელო დანით წვალება თუ შესაბამისი დანით მაქსიმალური ეფექტურობით ამის გაკეთება, საქმე იმაში კიარაა რომ რაღაც ჩინური დანა ვერ იზავს ამ ყველაფერს და პრემიუმ ხარისხის დანა სუპერფოლადით როელზეც სამი დიზაინერი მუშაობდა ორი წელი თავისით გააკეთებს, ორივე იზავს პლიუს მინუს, მაგრამ როგორ, როგორი ხარისხით, ეგაა საქმე და როგორ განწყობაზე დაგაყენებს კონკრეტული დანით მუშაობა... თუნდაც წელიწადში ერთხელ მოგიწიოს დანის ხმარება , რომ იცი და დარწმუნებული ხარ რომ დანა იმენა მაგისთვისაა შექმნილი ეს ცალკე სიამოვნებაა კიდე

ხო მარა მაგ დანა მუშაობს სახლში და ჯიბეში არ თავსდება, ეგაა პრობლემა smile.gif პისტოლეტი ჯობია თუ ავტომატი? ზუსტად ეგ თემაა, თავის კლასში პისტოლეტი ტრამს არ დააანახებს ავტომატს. ზუსტად ეგრეა ვიქტორაც.

Posted by: giorgi-giorgi1121 5 Aug 2020, 00:01
QUOTE
ვაბშე არაფერი არაა დენიელი რეალჯრად, არც პოფი  წყალში გადაყრილი ფულია მხოლოდ

გაჩე ახლა biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
კანაფებს ნუ მაჭრევინებ

კანაფზე იტესტება ძირითადად დანები, დანებიც და ფოლადებიც , უნივერსალურია ეგ მასალა ))) შეიძლება კი, დავგეგმავ მოვა მაგის დრო, მარა რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს მერე , დრო? დახარჯული ენერგია და კომფორტი სუბიექტური ცნებაა

QUOTE
პისტოლეტი ჯობია თუ ავტომატი? ზუსტად ეგ თემაა, თავის კლასში პისტოლეტი ტრამს არ დააანახებს ავტომატს. ზუსტად ეგრეა ვიქტორაც.


საქმე თუ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მაქსიმალური ეფექტურობით განეიტრალებაა რათქმაუნდა ავტომატი ან უფრო მსხვილ კალიბრიანი და მართვადი biggrin.gif და ასეთი მოთხოვნები ძირითადად დგება 80-90% შემთხვევაში ღია საბრძოლო მოქმედებების დროს და აქედან გამომდინარე რათქმაუნდა ავტომატი ასეთ პირობებში და თუ საქმე სამოქალაქო მოხმარებაზეა რომლის დროსაც ასეთი მოთხოვნები ბევრად ნაკლებად დგება ვიდრე საბრძოლო ვითარების შემთხვევაში ეგ არ ნიშნავს რომ ავტომატზე ან პისტოლეტ-ტყვიამფქვევზე ეფექტრია ფისტოლეტი უბრალოდ კომპაქტურია და იშვიათ შემთხვევაში თავისი კომპაქტურობით ავტომატს ჯობნის სპეციფიკურ საქმეებში რომელთა უმეტესობა სამოქალაქო გარემოპირობებს არ ცდება.

ცეცხლსასროლი იარაღის პირველი დანუიშნულება არის მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოყვანა და რომელიც მაქსიმალური ეფექტურობით მოახერხებს ამას მოცემულ პირობებში უპირატესი ის იქნება, ხომ სწორია? ხოდა დანებზე რომ გადავთარგმნოთ რომელი დანაც მოცემულ პირობებში მაქსიმალური ეფექტურობით გაართმევს თავს ამათუ იმ საქმიანობას ის დანა იქნება უპირატესი, პრაკტიკაში კი ეს ნიშნავს რომ სნაიპერი 600-700 მეტრიანი დისტანციიდან კალაშნიკოვით ან არ-15 ტიპის ავტომატით არ დაიწყებს სროლას თუმცა ორივე დააზიანებს ამ დისტანციიდან ადამიანს და ხუთი სროლიდან ერთი შეიძლება მოარტყას, ავტომატით არავინ არ დაიწყებს მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის განადგურებას თუმცა 8-10 რაჟოკის გადატარების შემდეგ და შესაბამისი ტყვიებით კი შეიძლება დაზიანდეს ტექნიკა შეუქცევადაც და ცოცხალი ძალაც განადგურდეს.
დანების შემთხევაში კი ვიქტორინოქსს არავინ არ გამოიყენებს ბუშკრაფტისთვის იმიტომ რომ ამ მიმართულებას თავისი სპეციფიკა აქვს, არავინ არ წაიღებს სანადიროდ ამ დანას, არც გატყავებას შეეცდება ვინმე მაგ დანით, არც მეხორცის ინსტრუმენტარში აღმოჩნდება ეს დანა არასდროს, არც დიდ ლაშქრობებში, თვითგადარჩენის პირობებთან მიახლოებულ გარემოებებში დაიკავებს შესაბამისი სრულფასოვანი დანის ადგილს, თუმცა ამ ყველაფერს ეს დანა ისეთუ ასე იზავს კი, ხორცსაც გაატყავებს და ხესაც გათლის smile.gif

ეს ყველაფერი კი პრაკტიკაა, თორე ვიქტორინოქსი რომ ყოვლისშემძლე იყოს და ყველა სფეროში თანაბარი ეფექტურობით მუშაობდეს, ძალიან ბევრი დანა საერთოდ არ იქნებოდა ლეგიტიმური და არც მომხმარებელი ეყოლებოდა. ვიქტორინოქსის რეალური დანიშნულება არის კომპაქტურობა და უნივერსალურობა ეფექტურობის ხარჯზე, არასრულფასოვანი ხერხი, არასრულფასოვანი ატვიორტკა, მაკრატელი, დანა, თავსახურის სახსნელი და სხვ. რაც მთავარია ერთ მთლიანში. ასე რომ ყველაფერს ცეცხლსასროლსაც და დანასაც თავისი გამოყენების კონკრეტული სფერო აქვს
* * *
datunia93
https://www.victorinox.com/global/en/Products/Swiss-Army-Knives/Garden--Sports/Outdoor-Master-Mic-L/p/4.2261#accordion-prod-details-1

დაჟე ვიქტორინოქსიც კი მიხვდა რომ მოშნი ბუშკრაფტ ფიქსედი უნდა გამოუშვას tongue.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
user posted image .

Posted by: dadetor 5 Aug 2020, 09:02
giorgi-giorgi1121
datunia93
საბოლოოდ პრიორიტეტის სიამოვნების და კომფორტის თემაა, რეალურად ჩვენს რეალობაში ვიქტორათიც გახვალ იოლას და მორათიც ერYია კემპზე წახვიდე ტყე ღრე მეორე მანქანით მწვადის შესაწველად ორივეგან მომცრო დანით გახვალ იოლას აი ბუშკრაფტის თემა საერთოდ ავსტრალიული ტრენდია და მერე აიტაცეს რადგან კაი სარფიანი თემა იყო, მაგრამ რეალურად რომელი ჭკუადმყოფელი დაიწყებს ხის ჩეხვას დანით რაც არუნდა რატ 7 ან ბუსსი ქონდეს? არამგონი ადამინმა ვინც აფასებს Dა აზეა დანის თემის ეგრე გაიმეტოს თავისი ნივთი ნუ ეხლა თუ თვით გადარჩენის კურს არ გადიხარ და.სხვა გამოსავალი არ გაქ ..... დღევანდელ.რეალობაში ბუშკრაფტ საკემპინგოდ მიგაქ კაცს მაჩეტე ან პატარა ცული ამით ამოწურავ ყველანაირ მოთხოვნილებას ხის ჩეხვა - ძვლიანი ხორცის ჭრაში facepalm.gif ჩვენს რეალობაში ბუშკრაფტი არასერიოზული თემაა საერთოდ ამიტომ თუ დღეს სალაშქროდ მიდის კაცი და ფიქსი მიაქვს მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის და არა იმიტომ რომ ვაიმე გადარჩენა და ჰარი ჰარალო ბეარ გლიზი რო ბეარ გრილზია ისიც კი 10სმ ზევით.დანას არ ატარებდა ( ეს ისე პაპსა შედარება მაინც) old.gif lol.gif და კიდე ბარემ ზე ფოლადისგან დანები ვირტუალურად რომ არ ბლაგვდება და ტესტრბს რომ უძლებს აი რისთვის? მინდა მე ეხლა სადღაც ტყე ღრეში რთულად გასალესი ფოლადისგან ნაკეთობა ? არც არაფერში , რაღაც საშუალო თუ მშვენივრად გაართმევს თავს , ჩვენც ეხლა შიშველი ხელით ტახზე და დათვზე მონადირენი ვართ იქვე რო ვატყავაბდეთ და ხორცს ტყავში ვახვევდეთ ყველაზე დიდი მაქსიმუმი რაც კემპის დროს გამიტყავებია კურდღელი და ისიც პარამილიტარით
მოკლედ ყველაფერი სიამოვნება და კომფორტია და ყველა თავისი საჭიროებიდან გამომდინარე ატარებს იმას რაც მისთვის კომფორტულია

Posted by: datunia93 5 Aug 2020, 09:44
dadetor
ცალსახად გეთანხმები, პრაქტიკა მაგას ამბობს ნამდვილად.


giorgi-giorgi1121
QUOTE
გაჩე ახლა 

ჩამოდი შენ ჩემამდე, დანიელსაც გასროლინებ, ბსმ-საც და იაფიან აეროსაც, რომელი ჯობს და რით მერე შენ განსაზღვრე smile.gif

QUOTE

საქმე თუ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მაქსიმალური ეფექტურობით განეიტრალებაა რათქმაუნდა ავტომატი ან უფრო მსხვილ კალიბრიანი და მართვადი  და ასეთი მოთხოვნები ძირითადად დგება 80-90% შემთხვევაში ღია საბრძოლო მოქმედებების დროს და აქედან გამომდინარე რათქმაუნდა ავტომატი ასეთ პირობებში და თუ საქმე სამოქალაქო მოხმარებაზეა რომლის დროსაც ასეთი მოთხოვნები ბევრად ნაკლებად დგება ვიდრე საბრძოლო ვითარების შემთხვევაში ეგ არ ნიშნავს რომ ავტომატზე ან პისტოლეტ-ტყვიამფქვევზე ეფექტრია ფისტოლეტი უბრალოდ კომპაქტურია და იშვიათ შემთხვევაში თავისი კომპაქტურობით ავტომატს ჯობნის სპეციფიკურ საქმეებში რომელთა უმეტესობა სამოქალაქო გარემოპირობებს არ ცდება.

არაა ეგრე. ახლო დისტანციაზე, ლულაზე რო წაგივლებენ ხელს, ან მანქანიდან სროლა რო გიწევს, ან ბღლაძუნშია დაპირისპირება გადასული, ან დახურულ სივრცეში გიწევს სროლა, შეიძლება დაყრუვდე ან შენი ავტომატითვე მიგახჩონ კნუტივით smile.gif პისტოლეტი შეუცვლელია მაგ დროს, დაჯექით აბა მანქანაში 4 კაცი თუნდაც 14.5-იანი ლულიანი იარაღებით და სცადე რომელიმე ტიპმა რომელიმე მიმართულებით გაისროლოს smile.gif ეგრე არაა მართვადებით რო დაიწყე შენ სროლა და დრონებს დააბზუილებ biggrin.gif

ზუსტად ეგრეა ფოლდერიც, აქვს თავისი კლასი და ნიშა, სადაც ვერ ჩაჯდება ვერანაირი ფიქსი
QUOTE
დანების შემთხევაში კი ვიქტორინოქსს არავინ არ გამოიყენებს ბუშკრაფტისთვის

სადაა ბუშკრაფტი მერე, სად გიწევს საქართველოში დანით თავის გადარჩენა ნუ გადამრიე ბიჯო biggrin.gif
QUOTE
ვიქტორინოქსი რომ ყოვლისშემძლე იყოს და ყველა სფეროში თანაბარი ეფექტურობით მუშაობდეს, ძალიან ბევრი დანა საერთოდ არ იქნებოდა ლეგიტიმური და არც მომხმარებელი ეყოლებოდა. ვიქტორინოქსის რეალური დანიშნულება არის კომპაქტურობა და უნივერსალურობა ეფექტურობის ხარჯზე, არასრულფასოვანი ხერხი, არასრულფასოვანი ატვიორტკა, მაკრატელი, დანა, თავსახურის სახსნელი და სხვ. რაც მთავარია ერთ მთლიანში. ასე რომ ყველაფერს ცეცხლსასროლსაც და დანასაც თავისი გამოყენების კონკრეტული სფერო აქვს

ყოვლისშემძლეა თქო არ მითქვამს, კაეგი კომპრომისული ვარიანტია, რომელიც ჩვენს პირობებში საკმარისზე მეტია, თორე რაზვანოი კლუჩით რო უკეთ მოუშვებ ბოლტებს, ბირდაბირი ხერხით რო უკეთ გახერხავ, ატვერკით რო უკან ჩაახრახნი სახრახნისებს, მეც ვიცი biggrin.gif ეგ ყველაფდრი რო არ ვატარო მაწვს კომპრომისული ვარიანტი, რომლითაც ამ ყველაფერს უფრო დიდი ძალისხმევით და რთულად გავაკეთებ, მაგრამ გავამეთებ, სააგიეროდ შენ რაზვადნოი კლუჩით, ატვერკების ნაბორით, ბირდაბირი ხერხით და ბუშკრაფტის დანით მანქანიდან გადმოსვლას ვერ მოახერხებ არა თუ სიარულს და სიამოვნების მიღებას, ამაშია საქმე სწორედ თორე მეც ვიცი რა ჯობს biggrin.gif

ვოქტორათი რაც დამჭირვებია ყველაფერი გამიმეთებია, ერთად ერთი 10 სმ დიამეტრის მორების დაპობისას მქონდა დისკომფორტი, თორე ეგეც ვქენი smile.gif ბევრი არ დადის ჩემდენს ბუნებაში გასართობად და თუ მენდობი სიტყვაზე ფიქსი არ დამჭირვებია არასდროს

Posted by: karoche 5 Aug 2020, 13:52
datunia93
QUOTE
დანიელსაც გასროლინებ, ბსმ-საც და იაფიან აეროსაც,

ამათი შედარება მე მინდა smile.gif

დანებზე კიდევ ვეთანხმები გამყრელიძის (დადეტორის) დასკვნას, ანუ შენც გეთანხმები

თუმცა გიორგისთან ამ თემაზე კამათი არაა მთლად სწორი
კაცს შემოქმედების დონეზე აქვს სავარაუდოდ ფიქსების დამზადების ამბავი და ხომ წარმოგიდგენიათ რა სიყვარულით აკეთებს ამ საქმეს? ხოდა ყოველთვის სუბიექტური იქნება ფიქსებთან სხვა დანების შედარებისას

Posted by: giorgi-giorgi1121 5 Aug 2020, 14:37
QUOTE
აი ბუშკრაფტის თემა საერთოდ ავსტრალიული ტრენდია და მერე აიტაცეს რადგან კაი სარფიანი თემა იყო, მაგრამ რეალურად რომელი ჭკუადმყოფელი დაიწყებს ხის ჩეხვას დანით რაც არუნდა რატ 7 ან ბუსსი ქონდეს? არამგონი ადამინმა ვინც აფასებს Dა აზეა დანის თემის ეგრე გაიმეტოს თავისი ნივთი ნუ ეხლა თუ თვით გადარჩენის კურს არ გადიხარ და.სხვა გამოსავალი არ გაქ

არვიცი შენ რა გგონია ბუშკრაფტი და რატომ ასოცირებ თვითგადარჩენასთან არვიცი, მაგრამ ყოველი ტყეში გასვლა საპიკნიკოდ ან სალაშქროდ ან უბრალოდ სასეირნოდ ეს რაღაც დონით უკვე ბუშკრაფტია რადგან შენ ბუნებასთან ამ შემთხვევაში თანაარსებობ და ადაპტირდები გარემო პირობების მიმართ. არ ვამბობ ტყეში რომ გადიან და საკუთარ სახლებს აშენებენ დანებით ))) ეგ თემა არავისგან არ დაწყებულა ეგ თემა ყოველთვის იყო იმ ხალხში ან ტომში რომელთაც ველურ ბუნებასთან ერთად უწევდათ თანაარსებობა მაგალითად ჩრდილოელ ხალხში რომლებსაც მაქსიმალური ეფექტურობით უნდა ესარგებლა ხელთარსებული რესურებით და ბუშკრაფტ დანა არაფერია თუ არა ჩრდილოური დანების ტექნიკური კონცეპციის ასლი. სიტყვა და ჰაიპი კი რომელი ქვეყნიდან წამოვიდა დიდად მნიშვნელობა არააქვს, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ტრენდებზე აყოლილ "კომიუნიწიზე", არამედ სავსვებით პრაკტიკულ მიმართულებაზე )))
წესიერი დანისთვის ხის ჩეხვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს თუ შუშებზე და პლასტელინებზე არაა საუბარი ბევრჯელ მიჩეხია მიპობია და მიჭრია. საკუთარი სახლის წაღებაც შეიძლება ტყეში იმდენად განვითარედნენ გადამზიდი კომპანები და ტექნიკა მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რეალობაზე როდესაც ერთი დანით შეშის დამზადებაც შეიგიძლია კოცონის ორგანიზებაც საკვების მომზადებაც და პატარა კარვის გაშლაც რო რამე და ამას აკეთებ მაქსიმალურად ეფექტურად რამდენადაც ეს დანას შეუძლია და არა ისე რომ აღჭურვილობაში მარტო ეს ინსტრუმენტები რომ არიან 10 კილო, ცული ხერხი ბალგარკა ბირდაბირი შურუპავიორტი და ა.შ. :დდდ

QUOTE
და კიდე ბარემ ზე ფოლადისგან დანები ვირტუალურად რომ არ ბლაგვდება და ტესტრბს რომ უძლებს აი რისთვის? მინდა მე ეხლა სადღაც ტყე ღრეში რთულად გასალესი ფოლადისგან ნაკეთობა ?

როგორც წესი დანა რაც უფრო მეტად გალესილია მით მეტია მისი რესურსი რაც უფრომეტად ინარჩუნებს დანა საწყის ულტრათხელ ალესვას მით ხანგრძლივია შესაბამისად მისი რესურსი და რაც მთავარია დანის მუშაობა ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად ეფექტურია და კომფორტულიც ადამიანისთვის, ხოდა რა ჯობია წაიღო რამე მორას ნერჟავეიკა ან რამე ნახშირბადოვანი (არაა ფაქტი რომ "ზეფოლადების" დონის მუშა ალესვას დაიკავებენ ეს მარტივი ფოლადები მარა ნუ კაი) და ყოველ ნახევარ საათში ქვებზე ალესვაზე იწვალო თუ წაიღო ისეთი დანა რომელსაც სულაც არ დაჭირდება ალესვა სანამ სახლში არ დაბრუნდები? მაგალითად "ზეფოლადები" ნებისმიერ დაბალი დონის ფოლადებზე (440C, AUS-8, VG-10, ქრომვანადიუმ რაღაცეები) მეტად უძლებენ დინამიურ დატვირთვებს პირზე, და უფრო მეტად იკავებენ საწყის ალესვას. 4V,3V, VANADIS-4, Z-WEAR, CRU-WEAR როგორც პრაკტიკამ აჩვენა ეს ფოლადები მუშაობენ საუკეთესოდ ეგეთი ტიპის დანებზე რომლებისთვისაც ჭრასთან ერთად დრეკადობა, სიმყარე და პირზე მიკროდაყვანის მაქსიმალური შენარჩუნება მნიშვნელოვანია

* * *
QUOTE
არაა ეგრე. ახლო დისტანციაზე, ლულაზე რო წაგივლებენ ხელს, ან მანქანიდან სროლა რო გიწევს, ან ბღლაძუნშია დაპირისპირება გადასული, ან დახურულ სივრცეში გიწევს სროლა, შეიძლება დაყრუვდე ან შენი ავტომატითვე მიგახჩონ კნუტივით  პისტოლეტი შეუცვლელია მაგ დროს, დაჯექით აბა მანქანაში 4 კაცი თუნდაც 14.5-იანი ლულიანი იარაღებით და სცადე რომელიმე ტიპმა რომელიმე მიმართულებით გაისროლოს  ეგრე არაა მართვადებით რო დაიწყე შენ სროლა და დრონებს დააბზუილებ

datunia93
ლულაზე თუ წაგივლეს ხელი და ავტომატი წაგართვეს და მოგკლეს მართლა მოსაკლავი ყოფილხარ და ვერც პისტოლეტი გიშველიდა კაცს და ვერც პულიმიოტი ასეთ დროს biggrin.gif biggrin.gif ახლო დისტანციებზე მიტომ არსებობს მერე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და სპეციალურად ავღნიშნე ეს მაგალითი იმიტომ რომ ვიცოდი რომ ახლო დისტანციაზე და ბინების ზაჩისტკაზე ჩამოაგდებდი თემას biggrin.gif
QUOTE
4 კაცი თუნდაც 14.5-იანი ლულიანი იარაღებით და სცადე რომელიმე ტიპმა რომელიმე მიმართულებით გაისროლოს

რამე მძაფრ სიუჟეტიანი ბლოკბასტერის სცენარია თუ რა მაფიაა biggrin.gif ფიზიკურად ვერ გაისვრის ოთხი კაცი ერთიმიმართულებით ვერც პისტოლეტს და ვერც ლაკარტკას, და თუ ოთხივე შესაძლო მიმართულებით საჭიროა ამ ოთხივე მებრძოლის ოპერირება და ირგვლივ სულ მოწინააღმდეგეა და ალყაში მოაქციეს მასეთ დროს ავტომატი კიარა ავიაციამ და არტილერიამ შეიძლება ვერ უშველოთ მაგათ. ერთი რომ მეუბნებოდა სანადირო დანა ძმაო დიდი უნდა იყოსო ტახი რომ გამოვარდეს რო მოკლაო მთლად მასეთ ფანტასტიკას ნუ მეტყვი და არ დავეძებ იყოს პლოცკოდანა საუკეთესო დანა მსოფლიოში biggrin.gif
* * *
QUOTE
სადაა ბუშკრაფტი მერე, სად გიწევს საქართველოში დანით თავის გადარჩენა ნუ გადამრიე ბიჯო

ზემოთ ავღნიშნე ბუშკრაფტის არსი და ბუშკრაფტი არანაირად არაა თვიდგადარჩენა რომელსაც ბეარ გრილზის შოებში ვუყურებთ
* * *
QUOTE
ჩამოდი შენ ჩემამდე, დანიელსაც გასროლინებ, ბსმ-საც და იაფიან აეროსაც, რომელი ჯობს და რით მერე შენ განსაზღვრე

მოვაბავ თავს მაგასაც მახსოვს რომ შემპირდი, ვერაფრით ვერ მოვიცალე მთელი ეს პერიოდი თბილისში ჩამოსასავლელად მხოლოდ საქმის გამო თუ ჩამოვირბენ

Posted by: dadetor 5 Aug 2020, 16:23
giorgi-giorgi1121
მე რა მგონიია ერთია რეალურად რა იგულისხმება მეორე (ბუშკრაფტში იგუსლისხმება გადარჩენის უნარჩვევები უკაცრიელ გარემოში)
იმას რასაც შენ ამბობ არის კემპინგი პიკნიკი რავიცი რაც გინდა ის დააარქვი მაგრამ ბუშკრაფტი ნაკლებად არა საქართველო საბუშკრაფტე ქვეყანა სადაც არ გაიხედავ ლამის ყველგან ძროხა დადის lol.gif მეორე თემაა რით მივდივარ კემპზე პიკნიკზე , რით ? ჩემსას გეტყვი სადმე პიკნიკზე მიმაქ პროდუქტიც რომლის მინიმალური დამუშავება მჭირდება და ნახშირიც მოსამზადებლად ამ პროდუქტის , ყველაფერი წინასწარ მზადება ფასოვდება და მიდიხარ ბუნ წიაღში განსატვირთად, აი სალაშქროდ ასვლა სხვა თემაა და მანდაც პრინციპი იგივეა უბრალოდ ლაშქრობა გრძელდება რამოდენიმე დღე და მოიცავს კარვის თრევას არცერთ ზემოდ აღნიშნულის დროს არც ბიდაბირი და არც ბალგარკა არ მიმაქ ყველზე იდი 10-15სმ დანა არის კიდევ მესამე ვარინატი სანადიროდ სიარული აი მაგ სექტაში არ ვარ გაწევრიანებული და მომიტევე ცხოვლთა კვლის თემას სიამოვნებისთვის ვერ განვავრცობ თუმცა მანდაც მანქანიდან 100მეტრის მოშორებით თუ ხდება რამე
მოკლედ რომ მიდიხარ აქა თუ იქ და შშენივე კომფორტისთვის მიგაგ რამე გინდა 30სმ იკან გივის კუკრის აიღებ თუ გმოყენება იცი და გინდა სელ გლესერის ენდურას ორივე ერთნაირად აკეთებს მაგ ვითარებაში თავის საქმეს ნუ დევების ეპოქა გადავლახეთ და ღამე თავის დაცვას ვერცერთით ვერ შეძლებ
QUOTE
საქმე თუ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მაქსიმალური ეფექტურობით განეიტრალებაა რათქმაუნდა ავტომატი ან უფრო მსხვილ კალიბრიანი და მართვადი  და ასეთი მოთხოვნები ძირითადად დგება 80-90% შემთხვევაში ღია საბრძოლო მოქმედებების დროს და აქედან გამომდინარე რათქმაუნდა ავტომატი ასეთ პირობებში და თუ საქმე სამოქალაქო მოხმარებაზეა რომლის დროსაც ასეთი მოთხოვნები ბევრად ნაკლებად დგება ვიდრე საბრძოლო ვითარების შემთხვევაში ეგ არ ნიშნავს რომ ავტომატზე ან პისტოლეტ-ტყვიამფქვევზე ეფექტრია ფისტოლეტი უბრალოდ კომპაქტურია და იშვიათ შემთხვევაში თავისი კომპაქტურობით ავტომატს ჯობნის სპეციფიკურ საქმეებში რომელთა უმეტესობა სამოქალაქო გარემოპირობებს არ ცდება.

biggrin.gif არაა შენი თემა
datunia93
QUOTE
ახლო დისტანციაზე, ლულაზე რო წაგივლებენ ხელს, ან მანქანიდან სროლა რო გიწევს, ან ბღლაძუნშია დაპირისპირება გადასული, ან დახურულ სივრცეში გიწევს სროლა, შეიძლება დაყრუვდე ან შენი ავტომატითვე მიგახჩონ კნუტივით  პისტოლეტი შეუცვლელია მაგ დროს, დაჯექით აბა მანქანაში 4 კაცი თუნდაც 14.5-იანი ლულიანი იარაღებით და სცადე რომელიმე ტიპმა რომელიმე მიმართულებით გაისროლოს

pub G თამაშობ ? wink.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 5 Aug 2020, 16:41
მასეთ ვითარებაში უკვე გამზადებული საკვების წაღებას რა უდგას წინ რასაც შენ ამბობ, ან პირდაპირ რესტორანში რომ ჩაჯდე ბუნების პირას სადმე ფაცხაში მთლად უკეთესი :დდდდ ბუშკრაფტი კიდე არც კემპინგია არც თვითგადარჩენა ამაზე შეგიძლია წაიკითხო შესაბამისი ფორუმები დაწვრილებით მე არ აგიხსნი ბუშკრაფტის ფილოსოფიას და კონცეფციას, ზოგადი წარმოდგენისთვის კი გითხარი რაც არის ბუშკრაფტი. ვინც ამ თემაშია აქტიურად იმ ხალხის პრაკტიკა კი აჩვენებს რომ ბუშკრაფტისთვის საუკეთესო პარამეტრი 10-12სმ პირი , სკანდი გრაინდი და ხელზე მომჯდარი ფიქსი , პლიუს მინუს რეი მირსის დანის ფორმით რომელიც ჩრდილოური დანების ტექნიკური კონცეფციის ასლია გავმეორდები ან ნესმუკის ტიპის დანის და თუ მაღდი ფინური პუუკო მთლად უკეთესი. ფოლადს და დანის გეომეტრიის შესრულების ხარისხს კიდე შეგნებულად არ ვეხები)))
* * *
QUOTE
არაა შენი თემა

ოკ biggrin.gif .
* * *
QUOTE
მანდაც მანქანიდან 100მეტრის მოშორებით თუ ხდება რამე

ნწუ biggrin.gif

Posted by: datunia93 5 Aug 2020, 20:24
giorgi-giorgi1121
ასე მგონია რო არ დადიხარ ხოლმე ქალაქგარეთ ვაბშე biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 5 Aug 2020, 20:50
datunia93
კაი ერთი, გაჩერდი biggrin.gif .

Posted by: datunia93 5 Aug 2020, 21:14
giorgi-giorgi1121
გეუნები რა, გეუნები biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 5 Aug 2020, 21:56
დაამთავრა ბაზარი biggrin.gif biggrin.gif მაიცა მოვხოდო დანა და ჩელენჯში გამოგიწვიო შენი პლოცკოდანით, იფ biggrin.gif

Posted by: datunia93 6 Aug 2020, 00:54
giorgi-giorgi1121
რაზეა საუბარი, კომბინირებულ დავალებებში ძაან გაგიჭირდება წინააღმდეგობის გაწევა smile.gifრასაც შენ ბუშმრაფტს ეძახი, კაკრას მაგაში დაიჩაგრები ასე მგონია biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 6 Aug 2020, 01:03
datunia93
გეგონოს გეგონოს biggrin.gif biggrin.gif მაგაში რო დავიჩაგრებოდე მაშინ ვიქტორინოქსი ყველაზე მინიმუმ არალეგიტიმურს გახდიდა ბაზარზე ძალიან ბევრ დანას და ყველა პლოცკოდანებით ირბენდა ხოდა აბა სადაა პლოცკოდანა და უმეტესობა ფოლდერი რა ნიშას იკავებს, ლამაზი აქსესუარებისას ხომ არა biggrin.gif

Posted by: datunia93 6 Aug 2020, 08:47
giorgi-giorgi1121
პრაქტიკოსები დავრბივართ პლოცკოდანებით იქ, სადაც საჭიროა და სადაც საჭირო არაა ოქ დავდივართ თხელი ფოლდერებით. თეორიტიკოსები მაჩატეებით, სურვივალ ხა რემბო დანებით.... ასეა ეს biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 6 Aug 2020, 09:38
პირვოლყოფილი პრაკტიკოსები ქვების დანებითაც დარბოდნენ , აკმაყოფილებდათ, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ობიექტურად ქვის დანა უკეთესია ფოლადისაზე? არამგონია tongue.gif biggrin.gif biggrin.gif პრაკტიკა კი არის მასიური, კოლექტიური მოვლენა, როდესაც სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს მიდის ერთი საქმიანობის ერთნაირი გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალურ გზამდე და ეს დროთა განმავლობაში იქცევა გარკვეულ სტანდარტათ ესაა პრაკტიკაა თეორია კი იმდენია რამდენიც ადამიანი დაიარება დედამიწის ზურგზე, ამოვარდნა ამ პრინციპიდან მხოლოდ ამოვარდნაა და მეტი არაფერი ))))

Posted by: dadetor 6 Aug 2020, 09:56
datunia93
QUOTE
პრაქტიკოსები დავრბივართ პლოცკოდანებით იქ, სადაც საჭიროა და სადაც საჭირო არაა

ნწუ.. სუპერ ტულ 300 ისიც ჩანთაში აგდია lol.gif
giorgi-giorgi1121
QUOTE
უმეტესობა ფოლდერი რა ნიშას იკავებს, ლამაზი აქსესუარებისას ხომ არა

ყველა დანა ლამაზი აქსესუარია ჯერ და შემდეგ რაღაც სხვა , ესეც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე gigi.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 6 Aug 2020, 10:14
QUOTE
ყველა დანა ლამაზი აქსესუარია ჯერ და შემდეგ რაღაც სხვა , ესეც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე

თანამედროვე მარკეტინგის მიხედვით სავსებით კი , მაგრამ შემოვრჩით ჯერ დედამიწის ზურგზე და კაცთა მოდგმაში ადამიანნი რომელიც დანას, ერთერთ ყველაზე პირველ იარაღს და ხელსაწყოს რომლის დახმარებითაც იდგმებოდა თავდაპირველი ნაბიჯები ცივილიზაციის და კაცობრიობის აღორძინებისთვის , არ ვუკარგავთ მის თავდაპირველ დანიშნულებას და ვაღიარებთ რა დანას ყველა დროის ყველაზე პრაკტიკულ საგნად, ადამიანის პრაკტიკული და ტექნიკური აზროვნების კვინტენსენციად lol.gif lol.gif lol.gif მაგრამ თუ დანა ამასთან ლამაზია ეს კიდევ კაპიკი მისი პრაკტიკული მხარის ყულაბაში ))))
* * *
QUOTE
სუპერ ტულ 300

იმედია მაგას დანად არავინ მოიაზრებს :დდდ
user posted image

Posted by: dadetor 6 Aug 2020, 10:39
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 6 Aug 2020, 10:14 )

* * *
QUOTE
სუპერ ტულ 300

იმედია მაგას დანად არავინ მოიაზრებს :დდდ
user posted image

დანა არა დამხმარე საშუალება lol.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 6 Aug 2020, 10:51
QUOTE
დამხმარე საშუალება

მომეშვა გულზე :დდდდდდდდ

Posted by: datunia93 6 Aug 2020, 11:46
giorgi-giorgi1121
ნეტა შენის ახე დამანახა პლოცკოდანა რო გაჯობებს შენს მიერვე მოფიქრებული სავარჯიშოებისმარტივად და სწრაფად შესრულებაში biggrin.gif

dadetor
ასამდე დანა, ხანჯალი, დაშნა, ხმალი, მულტიტული მაქვს, შეილება ცოტა მეტიც და პრაქტიკაში მარტო პლოცკოდანას ვიყენებ ხოლმე biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 6 Aug 2020, 14:52
datunia93
ოცნებას კაცი არ მოუკლავს biggrin.gif

Posted by: datunia93 6 Aug 2020, 14:58
giorgi-giorgi1121
QUOTE
ოცნებას კაცი არ მოუკლავს

აბა ჰე biggrin.gif


Posted by: don300 8 Aug 2020, 03:11
https://www.bladehq.com/item--Spyderco-ENDURA-Green--6646 ამ დანაზე რა აზრის ხართ და ზოგადად zdp-189 ფოლადზე რა აზრის ხართ? m-390 ფოლადს ჯობია? ნახშირბადი მეტი უწერია და უფრო ძლიერი ფოლადია? ქრომიც 20 პროცენტი უწერია და წესით დაჟანგვის მხრივ მყარი უნდა იყოს

Posted by: datunia93 8 Aug 2020, 09:02
giorgi-giorgi1121
QUOTE
zdp-189

biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 8 Aug 2020, 09:10
სპაიდერკოს ზდპ-189 ს სამზარეულო ნერჟავეიკაც ჯობნის :დდდ და მ-390 ბევრად საინტერესოა ვიდრე ზედეპე,
* * *
ნახშირბადი, ნიკელი, მოლიბდენი, ქრომი, ვანადიუმი, ვოლფრამი და ეგ მთელი ლეგატურა რას შვება რა რისთვისაა საჭირო და რა თანაფარდობებით ეგ როგორც მომხმარებელს არც გჭირდება ვერც გაიგებ შესაბამისი ცოდნის გარეშე, ეგ გვჭირდება ვინც უშუალოდ ფოლადის დამუშავებაზე და მომზადებაზე ვურთიერთობთ.. საბაზო დონეზე მხოლოდ რევიუები და პოპულარული გაიდები უფრო გამოადგება საშუალოსტატისტიკურ მომხმარებელს ვიდრე მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ცოდნა

Posted by: don300 10 Aug 2020, 13:10
https://www.knifecenter.com/item/LNM4WN/lionsteel-m4-wn-bushcrafting-fixed-satin-m390-plain-blade-walnut-wood-handles-leather-sheath ამ დანაზე რა აზრის ხართ? https://www.knifecenter.com/item/LNM4UL/lionsteel-m4-ul-bushcrafting-fixed-satin-m390-plain-blade-olive-wood-handles-leather-sheath ეს მარტო ფერშია სხვაობა?

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Aug 2020, 15:13
don300
ხომ წერია საიტშივე ორივეს მონაცემები დეტალურად და რომ ერთის ტარი ზეითუნის ხისაა და მეორე კაკლის, რამე განსხვავებული და გასაიდუმლოებული რესურსებით ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ დამიჯერე. დანა როგორც დანა ცნობილი იტალიური ბრენდია , კარგი სერიული ნაწარმია თავის ფასში


https://www.youtube.com/watch?v=T-iMEc1JT9k თუ ძირითადად ასეთი საქმიანობისთვის გჭირდება დანა, განიხილე უფრო cpm-3v ფოლადი

Posted by: datunia93 10 Aug 2020, 15:17
giorgi-giorgi1121
ენდე ბუშქრაფტი. ვერ გადარჩა ჯიგარი?

https://inforustavi.ge/?m=31&news_id=16892

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Aug 2020, 15:25
datunia93
რაც მახსოვს სამჯერ ვთქვი უკვე რომ აბსურდია ბუშკრაფტის თვითგადარჩენასთან ასოცირება, ბუშკრაფტი არაა თვითგადარჩენა და ბეარ გრილსი რომ დახტის კლდეებზე და ბაყაყებს ჭამს, ბუშკრაფტია სპეციალური უნარჩევევების ქონა რომელიც გეხმარება ველურ ბუნებაში მასთან ერთად ჰარმონიულ თანაარსებობაში, თვითგადარჩენა კი არის არსობრივად საპირისპირო მოვლენა რომლის დროსაც შენ გაურბიხარ ამ ველურ ბუნებას და ეძებ გზას ცივილიზაციაში მოსახვედრად, ერთის სქილები მოერის სქილებს არ გამორიცხავს და პირიქით, ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ამ ორი მოვლენის კონცპეფცია სადღაც ასეთია. თვითგადარჩენისთვის ადამიანი არ ემზადება, მის ჯიბეში რა აღმოჩნდნება კაცმა არ იცის და უნდა გამოძვრეს მაინც, ბუშკრაფტისთვის კი ემზადებიან წინასწარ და ამ უნარჩვევებს ასწავლიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მაგალითად სამხედროებს/სამხედროს რომელსაც შეიძლება ტყე-ღრეში რამდენიმე დღე მოუწიოს გატარება ბაზიდან შორს სადღაც დავალებაზე.

ნუ საქართველოში თვითგადარჩენაზე საუბარი უაზრობაა როგორც ასეთი რადგან არც რუსეთის ხელა ტუნდრები გვაქ და არც ვიეტნამის ჯუნგლები , მაგრამ ბუშკრაფტის თემა სავსებით მიზანშეწონილი და რაციონალური მოვლენაა

Posted by: datunia93 10 Aug 2020, 18:04
giorgi-giorgi1121
ხოდა მაგას ვამბობ რო კაცი 5 დღე იყო ველირ ბუნებაში, ჯიბეში ალბათ ჯაყვა დანა ქონდა მარტო და ვერ გაართვა საქმეს თავი? მაგ საქმეს მებრატო ვერ გავართმევ თავს, უფრო კარგი და ფუქნცჯონალური ჯაყვა დანით? გავართმევ ხო წესით და რიგით, აბა რატო ვატარა სამჯერ უფრო დიდი და მძიმე დანა smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Aug 2020, 18:06
თვითგადარჩენაზე თუ არის საუბარი კი გაართმევ შეიძლება დანით კიარა შუშის ნატეხითაც მოგიწიოს გართმევა თუ ალტერნატივა არ გქონდა. )))

Posted by: datunia93 10 Aug 2020, 18:19
giorgi-giorgi1121
კაი, მაქვს ალტერნატივა, რათ უნდა ვატარო ნახევარმეტეიანი დანა biggrin.gif როცა ვატარებ 11 სანტინეტრიანს 2kiss.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 10 Aug 2020, 18:28
ფიქსების უმეტესობა მაგ 10-12სმიან პარამეტრებში გადის მარა ნუ კაი, თვითგადარჩენის მომენტში ალტერნატივა ადამიანს როგორც ასეთი არააქვს ))

Posted by: datunia93 10 Aug 2020, 21:03
giorgi-giorgi1121
12 სმ-იანი ფიქსი მანახე აბა smile.gif


Posted by: giorgi-giorgi1121 10 Aug 2020, 21:48
datunia93
პირის ზომით 9-13 სმ. 9 სმ-ზე დაბლა უკვე შეზღუდულია დანის შესაძლებლობები და იდისი განზომილებაში გადადის, 13სმ-ის მერე სპეციალური დანიშნულების დანებია უკვე, სამზარეულო, საკლავი, ფილე , boning და ა.შ.

Posted by: datunia93 10 Aug 2020, 23:15
giorgi-giorgi1121
user posted imageuser posted image

111 მმ პიროს სიგრძე, დაკეცილი 12 სმ smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Aug 2020, 00:18
შენთვის დაკეცვა და კომპაქტურობაა პრიორიტეტი და არა უშუალოდ დანის მუშა ხარისხი თორე ვისაც ამაზეა აქვს გართულება ფიქსირენცო დანას რამენაირად აიტანს )))) თორე პლოცკოდანის ფოლადი პლასტელინია თან ერგონომილობა ნუ არანაირად არ შეიძლება ფოლდერს ქონდეს ფიქსის დონის მითუმეტეს პლოცკოს, უბრალოდ ეგ დანა ჭრის თხელი გეომეტრიის გამო და არა ფოლადის აგრესიის და ხარისხის, ნუ ჭრის ბრჭყალებში რათქმაუნდა, მაგას უფრო განცალკევება, გახევა ან რამე მაგდაგვარი შეიძლება ეწოდოს ))

Posted by: datunia93 11 Aug 2020, 00:44
giorgi-giorgi1121
ჭრის იმ დონეზე რაც დანას მოეთხოვება, ხარს ვერ დაამუშავებ, ამიტომაც არ აქვთ პლოცკკდანები იმ პროფესიის ხალხს ვინც ხარს და ბუღას ამუშავებს და აქუცმაცებს პატარა კუსოკებად. ასრულებს იმ ფუნქციას რაც ავალია smile.gif მეტი ფუნქცია ჩვენს პირობებში დანას არ აქვს. ფიწსს აქვს თავისი ფუნქცია კი, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულია ეს ფუნქცია და ზოგადად ჩაიდო ატარა რო ეგებ რამეში დამჭირდეა აღარააა, შეილება 50 წლის წინ დაგჭირვებოდა საქართველოშიც ფიქსი, მარა ახლა აღარ

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Aug 2020, 00:56
datunia93
მე მაგალითად დანა თუ მჭირდება მხოლოდ მაშინ მიმაქ სადმე აბა შეიძლება დამჭირდეს და მაგიტომ ვატარო არც მაგ დონის პარანოიკი და თავშენახული ვარ არადა პრანოიისადმი მიდრეკილება კარგა ნორმალურად მაქვს კი gigi.gif ამიტომ ჩემთვის არანაირი პრობლემაა არაა თუნდაც 50 სმ-იანი ფიქსის ტარება თუ ეს ფიქსი მჭირდება იმ კონკრეტულ მომენტში , ესეიგი გავთვლი ჩემს რესურსებს ისეთად რომ ასეთი ფიქსის წაღება შემეძლოს თუ რათქმაუნდა ასეთი ფიქსი დამჭირდა როდისმე smile.gif კაი მე კიმაინც ნუ მეტყვი მაგას რომ პლოცკოდანის ფოლადი ვარგა, ვინმე ტიპიურმა "ქართველმა მჭედელმა" შეიძლება დაიჯეროს მაგრამ მე ვერ დამაჯერებ მაგას ფოლადების თემაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ( X55CrMo14 ფოლადი 0,5-0,6 ნახშირბადი, 13-14 ქრომი რომელ ხარისხზეა საუბარი) აი ფოლადის ხარისხის მიხედვით ვიქტორინოქსის არჩევა იგივე თემაა რომ სატრანსპორტო საშუალებად ჟიგული აირჩიო ამდენ მანქანას შორის იმის გამო რომ მუშა და იაფია, კი A პუნქტიდან მიგიყვანს B პუნქტში თავისუფლად მაგრამ ვაი მაგ მისვლას, ეგრეა ვიქტორინოქსი, საქმეს კი შეასრულებს მაგრამ ვაი მაგ შესრულებას თუ რათქმაუნდა შედარებებზეა საუბარი )))
როგორც ავღნიშნე ვიქტორინოქსი და ბევრი მსგავსი პაროდის დანა ჭრის თუ მაგას ჭრა შეიძლება დავარქვათ თავისი გეომეტრიის გამო, პირის სისქე და დაყვანა , მაგ პარამეტრებით დაბლაგვებული დანაც კი "გაჭრის".... მაგრამ აბა გაზარდე სისქე 3.2-3.8 მმ ის ფარგლებში, პირის დაყვანა 0.25-0.3მმ-მდე აი მად დაერხევა ყველა ეგეთი ფოლადის დანას არამარტო ვიქტორინოქსს. ეგეთ ფოლადებს იყენებენ დაბალი და საშუალო დონის სამზარეულო დანებში მოსწრებაზე რომ ჭრიან, ყოველ ნახევარ საათში კერამიკული ან ფოლადის მასათით გაუსწორო პირი და გააგრძელო მუშაობა

Posted by: datunia93 11 Aug 2020, 01:53
giorgi-giorgi1121
მეტი ჭრა არ დამჭირვებია არსად და რა გავაკეთო biggrin.gif კი, ნამდვილად ეგრეა რო შესაბამისო გეომეტრია აქვს და გეომეტეიის ხარჯზე მუშაობს ძალიან აკრგად, ცუდია მერე? ძაან კაია smile.gif აბა ბლაგვი გეომეტრია უნდა ქონდეს დამავთულებს ჭრიდეს დანა?

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Aug 2020, 02:05
ზოგჯერ კარგია პირიქით გარკვეულ სამზარეულო პროფ.დანებზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ცუდია როდესაც დანა ჭრის მხოლოდ გეომეტრიის გამო და არა ფოლადის ხარისხის მიხედვით, მაგალითად ხორცზე, ქსოვილებზე და ეგეთ მოქნილ და ბოჭკოვან მასალებზე რაც არ უნდა გაატრაკოს გეომეტრიამ თუ ფოლადი არ იქნა აგრესიული აზრი არააქვს, იმიტომ რომ მოქნილ სხეულზე უშუალოდ დანის მჭრელი პირის პიკი მუშაობს და მერე გეომეტრია
ბევრ რამეში პირიქით ხელის შემშლელია მხოლოდ გეომეტრიის თემა, რადგან ვერ აკონტროლებ ჭრას, მუშაობაში არ გაქვს კომფორტი და შეიძლება თითებისთვის სასიამოვნოდაც არ დასრულდეს ეგეთი რამე, მომსვლია, სასიამოვნო არ ყოფილა biggrin.gif
გიყვები, ჩვეულებრივი სამზარეულო დანა ეგეთი დონის ვაიფოლადით იყო გალესილი ჩვეულებრივად, საყოფაცხოვრებო დონეზე რა, შემხვდა ძალიან ჯილიანი და სახსრებიანი ხორცი პლიუს ძვლიანი, როგორც მოგეხსენება ეგეთი ფოლადების ჭრის აგრესია არის აბსოლუტური ნოლი , რაღა იმ ხორცის ჭრა ეგეთი დანით და რაღა ბირდაბირით მუშაობა, დაატან ძალას დანა იღუნება იბრიცება და ჭრის მაგივრად ყველაფერს შვება , მოკლედ ტანჯვა რა, მომენტებში უბრალოდ სრიალებდა ხორცზე როცა ეგეთი პლიონკა შეხვდებოდა, მომეშალა ნერვი ავიღე დავატანე ძალა და ხორცის მაგივრად თითი გავისხეპე, წავედი გავსინჯე.... თაბახს, ბოსტნეულს ჭრის იცოცხლე, ხესაც თლიდა რომ შევყოლოდი შეიძლება ირმის რქაც გადაეჭრა და "პოლის ლურსმანიც" biggrin.gif საბოლოოდ ეს ყველაფერი დასრულდა იმ დანის გამომშვები ქარხნის მთავარი ინჟინრის დედის და მეხორცის და იმ ფერმის დამაარსებელის შინაურ-ახლობლობის გულითადი მოკითხვით საიდანაც ეგ ხორცი მოხვდა ჩემთან biggrin.gif
მოკლედ ესაა სუფთად ფოლადზე დამოკიდებული თუ დანა როგორ ჭრის.
ახლა ამ მთელ პორნოგრაფიას ხომ ჯობდა რომ წესიერი დანა მქონოდა, მიუხედავად იმისა რომ საქმე გავაკეთე მაინც. ასე რომ დანა თუ მუშაობს ეს კიდე არ ნიშნავს რომ გამომდგარი დანაა

რაც შეეხება კონტროლს ჭრას აკონტროლებ მხოლოდ მაშინ და ზოგადად დანა საუკეთესოდ მუშაობს მაშინ როდესაც ჭრის ფოლადი+გეომეტრიის ხარჯზე და არანაირად ცალცალკე რომელიმე ერთერთის

QUOTE
ბლაგვი გეომეტრია უნდა ქონდეს დამავთულებს ჭრიდეს დანა?

ჩემ არგუმენტს ამდენ ვაიმჭედელთან ამდენი წლის ბათლების განმავლობაში რატომ მიტრიალებ ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ ჰა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
QUOTE
მეტი ჭრა არ დამჭირვებია

საჭიროებაზეც არაა საქმე, უბრალოდ მუშაობაში კომფორტი და სიამოვნება ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რელური საჭიროება rolleyes.gif

Posted by: datunia93 11 Aug 2020, 12:35
giorgi-giorgi1121
შენ გსიამოვნებს რომ ჭრაში გქონდეს მაქსიმალური კომფორტი და ნაკლებად გაღელვებს გაბარიტები და წონა, ალბათ იმიტომ რომ ფეხით სიარული არ გიწევს შორ დისტანციებზე.

ჩემთვის პირიქით, წონა და გაბარიტია მნიშვნელოვანი დანის და ფოლადზე კომპრომისს ვუშვებ, იმიტომ რომ ხორცია დამუშავება ჯიბის დანით არ მიწევს არასდროს smile.gif

თან ვიქტორას ფოლადი კი, არაა მაღალხარისხოვანი, მარა გაღუნვით ნაკლებად ძალიან, დიდი ძალდატანება უნდა რო გაიღუნოს, არც ისეთი რბილია56-58 როკველი აქვს და ჩემს შემთხვევაში მუშაობს, ოღონდ ხორცზე არვიცი, არ დამჭირვებია, ხორცს ვერ ვატარებ ლაშქრობაში და შესაბამისად არც სახორცე დანა მჭირდება smile.gif შენ პირიქით, სახლში მოიტან 5 კილო სამწვადეს ან ბუნებაში გახვალ მანქანით, გადმოხვალ და უნდა იკაიფო დანა როგორ ჭრის ხორცს. მესმის შენიბდა მეც მაგრად მსიამოვნებს ეგ პროცესი, მარა პრაქტიკაში ჩანს რო პლოცკოდანა თავის საქმეს აკეთებს ხუთიანზედ smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Aug 2020, 14:31
QUOTE
მარა პრაქტიკაში ჩანს რო პლოცკოდანა თავის საქმეს აკეთებს ხუთიანზედ

ხთფუ, რა კარგად მიდიოდა ყველაფერი და ბოლოში მაინც გააფუჭა biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ნაკლებად გაღელვებს გაბარიტები და წონა, ალბათ იმიტომ რომ ფეხით სიარული არ გიწევს შორ დისტანციებზე.

არა მაგაზე გითხარი თუ მჭირდება ფიქსი ან ნებისმიერი ზომის დანა გავთვლი ჩემს რესურსებს ისეთად რომ ასეთი დანის წაღებამ ხელი არ შემიშალოს, არსებობს ჩანთა და ჩანთაში დანა 100 გრამი იქნება თუ 300 ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩანთაში თუ არა ჩანთის მოსაკიდებელზე დავიმაგრებ ან ქამარზე ჰორიზონტალურად ისე რომ საერთოდ ვერ ვიგრძნობ დანის არსებობას. ასე რომ ჩემთვის დანა კომპრომისული გადაწყვეტილება არასდროს არაა P.S. გაბარიტები და წონა თუ არ იყო გათვლილი ჭრაში კომფორტი ვერ გექნება smile.gif

56-58 როკველი ნამეტანი ცოტაა, წინა საუკუნეში ქონდათ ეგეთი დანები და მერე რიყის ქვებზე ლესავდენ ყოველ ნახევარ საათში )))) აქაც გეომეტრიამდე მივდივართ, ვინაიდან ეგ დანა გეომეტრიით ჭრის და მერე ფოლადით, დაბალი სისალე არ იმჩნევა

Posted by: datunia93 11 Aug 2020, 17:51
giorgi-giorgi1121
წინა საუკუნეებში გაცილებით მეტად იდგა დანის, როგორც ნივთის გამოყებების საჭიროება, ეხლა პრაქტიკულად აღარ დგას, ეხლა რეალურად გჭირდება კაი სამზარეულოს დანა და ვსიო...

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Aug 2020, 18:07
datunia93
დანის გამოყენების აუცილებლობა დადგა სადღაც ქვის ხანაში ან უფრო ადრე და იმის მერე უცვლელია დღევანდელ დრომდე )))) როგორც მეხუთმეტე საუკუნეში იყო საჭირო დანა ისეა დღესაც, ერთერთი უცვლელი ხელსაწყოა კაცობრიობის ისტორიაში. არაფერს დანა განსაკუთრებულს და განსხვავებულს არ აკეთებდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე რასაც არ აკეთებს დღეს ))

Posted by: datunia93 11 Aug 2020, 18:50
giorgi-giorgi1121
QUOTE
დანის გამოყენების აუცილებლობა დადგა სადღაც ქვის ხანაში ან უფრო ადრე და იმის მერე უცვლელია დღევანდელ დრომდე )))) როგორც მეხუთმეტე საუკუნეში იყო საჭირო დანა ისეა დღესაც, ერთერთი უცვლელი ხელსაწყოა კაცობრიობის ისტორიაში

გეშლება ძმაო smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Aug 2020, 19:02
არავითარი biggrin.gif დამისახელე მაშინ ნებისმიერი ოპერაცია რასაც დანა აკეთებდა შუასაუკუნეებში და დღეს ამან თავი ამოწურა, მეტსაც გეტყვი დანამ უმეტესობა შემთხვევაში დღეს უფრო მეტი ტექნიკური დატვირთვა შეიძინა იმიტომ რომ ძველისძველი დანებით ფიზიკურად ვერ გააკეთებდი ბევრ რამეს რასაც თანამედროვე ფოლადის და დიზაინის დანებს შეუძლიათ გააკეთონ....

Posted by: datunia93 11 Aug 2020, 21:20
giorgi-giorgi1121
კიტრის, სტაფილოს და კარტოფილის სათლელი.

კარტოფილის ფრის დასაჭრელი მოწყობილობა

ათასნაირი ბლენდერი და ჩოპერი


კატლეტის და ფარშის ხორცისაკეპი


საქონლის ხორცის დასამუშავებელი ბარგალკებიბდა დრუჟები


დანით ძაან სპეციფიკურ რამეს გააკეთებ თორემ

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Aug 2020, 22:37
შენ რაც ჩამოთვალე მაედან მარტო ხორცზე და ბოსტნეულზე თუ გამოიყენება დანა როგორც ასეთი და მაგასაც 90% შემთხვევაში ხალხი ისევ დანებით ვაკეთებთ, საწარმოებშიც და ოჯახშიც:დდდდ შენ თუ დიდ წარმოებებზე ამბობ და ავტომატიზაციაზე სადაც 500 ხარს და ცხვარს ატყავებენ და კეპავენ საათში კი ბატონო , მაგრამ ძველ დროში მაგხელა მოცულობები საერთოდ არ იყო და თუ მაინცდამაინც მეფის, გრაფის, ბარონის და თავადის კარზე ხდებოდა უბრალო სახლის დანებით არ აკეთებდნენ მაგხელა მოცულობის საქმეებს და სამზარეულო დანებით არ ჭრიდნენ ხარს შუაზე:დდდ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე კიდე ჩიპსი , ფრი და ჰამბურგერი არ იყო და არც მაგის საჭრელის მოთხოვნილება არსებობდა ))) როცა გაჩნდა ეგ მაშინ მისი საჭრელიც შექმნეს რადგან დანით ვერც დღეს და ვერც მაშინ კარტოფილს ეგრე პლასტინკებად ვერ დაჭრიდი როცა მოცულობაზეა საქმე, არც ხორცს კეპავდენ ადრე დანებით და არც ახლა ვკეპავთ და არც ბლენდერი არაა მჭრელი ინსტრუმენტი :დდდ ხორცს და ბოსტნეულს 90% კი ისევ დანებით ვამუშავებთ და ის 10% კი იმ მოცულობის საქმიანობას მოიცავს რომელიც არცერთ ადამიანს და წარმოებას არ დაესიზმრებოდა ორი საუკუნის წინ, ასე რომ სპეციფიკაა შენ რაც ჩამოთვალე თორე დანა კლასიკური უნივერსალური ინატრუმენტია მაგ საქმეში და რასაც ქვის ხანაში აკეთებდა იმას აკეთებს ისევე ))

Posted by: datunia93 12 Aug 2020, 00:56
giorgi-giorgi1121
ვაახ, რატო მომყვები მორევში სადაც დაიხჩობი ტო biggrin.gif

ხო ამბობ არ შეცვლილა, პირიქით მეტი საქმე აქვს დანას გლეხი კაცითვინო. ხოდა გისვავ მარტივ კითხვას, ჩემ ბალღობაში რო ხინკალს კეპავდნენ ხანჯლით, ეხლა ატარებენ მაშინკაში, მოაკლდა დანას და ხანჯალს დატვირთვა? მოაკლდა

ჩემ ბალღობაში კიტრს რო ვთლიდი დანით, ეხლა ვთლი სათლელით მოაკლდა? მოაკლდა. მე არ მოვსწრებივარ, მარა ვიდეოები ბევრია, თინუსს, ალბაკორს და სხვა ოკიანის Fევზებს რო ამუშავებდნენ სპეც დანებით და ეხლა ამუშავებენ სპეც ხერხებით, ამოვარდა დანა? ამოვარდა... ძალიან ბევრი საქმე 15 საუკუნეში კი არა მეოცეშიც და ოცდამეერთეს დასაწყისშიც კეთდებოდა დანით და ნელ ნელა სხვა ხელსაწყო ინსტრუმენტებმა ჩამოართვეს და რანაირად ამტკიცებ საპირისპიროს biggrin.gif კი, დანა დაიხვეწა, მიიღო საუკეთესო ერგონომიკა, გეომეტრია, ფოლადებიც დაიხვეწა, გაულესავად შეგიძლია დაამუშაო ხარი და გადახვიდე მეორე ხარზე, მაგრამ საქმე როგორც ასეთი გლეხი კაცითვინ მოაკლდა დანას. 50 წლის წინ დანის გარეშე უხელოდ იყავი ფაქტიურად, დღეს ნაკლები საქმე აქვს დანას, რა არი ამაში საკამათო smile.gif
* * *
კალბასი რო კალბასია, იმასაც სტანოკი გიჭრის ნიკორაში და რანაირად არ მოაკკდა საქმე დანას

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Aug 2020, 01:30
სად ხანჯალი, ხერხი, ნაჯახი და სად დანა :დდდ ახლაც ჩვეულებრივად კეპავენ ნაჯახებით და ხანჯლებით და კიტრს და პომიდორსაც და ხილსაც დანებით თლიან , მიუხედავად იმისა რომ ხორცის გადასატარებელი მანქანებიც აქვთ და სათლელებიც აგერ მე მაგალითად და ხელის მექანიკური მანქანები მეთვრამეტე საუკუნეშიც იყო და დღესაცაა მაგრამ როგორც ეგ მანქანები იხმარება დღეს ისე იხმარება დანები და ერთმა მეორე არ ჩაანაცვლა, გლეხკაცს მთაში დაკეპვა ურჩევნია რესტორანში კი გატარება, როგორც ადრე ამუშავებდენ ხერხებით დიდ ცხოველს ან თევზს ისე ამუშავებდენ ადრე , ოღონდ დღესაა ელექტრო ადრე იყო მექანიკური ხელის ან ხორცის ცულები როგორც დღესაა , დანები კი როგორც ადრე იხმარებოდა ისე იხმარება იმ საქმეზე , მაგალითად ფილეს ათლაზე, სადაა დანის ამოვარდნა? მეცხრამეტე საუკუნეში რომ გუდვილის და ნიკორას ქსელი ყოფილიყო იქაც მექანიკურ მოწყობილობას იხმარდენ გილიოტინისებურს, ხოდა სად ამოვარდა დანა მაინც ვერ გავიგე :დდდდ
ღორი, ცხვარი ან ქათამი რომ დაიკვლება ლენტური ხერხები, საპენტები და დრუჟბები ხომ არ უდგას კაცს სახში უნდა თუ არა უწევს დანით და ხელით მუშაობა როგორც უწევდა ადრეც, შენ ლაპარაკობ იმ დონის საწარმო მოცულობებზე სადაც დანით უბრალოდ შეუძლებელია მუშაობა რომელიც ხუთი და ათი საუკუნის უკანაც არც არსებობდა რაც საყოფაცხოვრებო დონეზე საერთოდ არ გვეხება არავის, დანით კი რისი გაკეთებაც შეიძლება იმას ყველა დანით აკეთებს და არ ყიდულობს არავინ მაგისთვის სპეციალურ სახერხ სტანოკებს და ლენტურ ხერხებს smile.gif)))

Posted by: datunia93 12 Aug 2020, 09:09
giorgi-giorgi1121
მანახე სად კეპავენ დანით ხინკალს...ძალიან ბევრ მთიულს და მოხევას განახვებ ოჯახში ხინკალს რო ახვევენ - გატარებული ფარშით აკეთებენ და არა დაკეპილით, დაკეპვით კიდე გინდა ხანჯლით დაკეპე და გინდა დანით, ვინ დაგიშალა smile.gif
* * *
ბოლო გვერდები ერთი სიამოვნებაა მკოთხველისთვის რა biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Aug 2020, 10:05
QUOTE
გინდა დანით, ვინ დაგიშალა

გონებამ და გამოცდილებამ ალბათ gigi.gif
10-12სმ დანის პირით საერთოდ არ მაქ წარმოდგენა როგორ უნდა დაკეპო ხორცი საერთოდ ნებისმიერი დანით ან ხანჯლითაც თუნდაც, თუ არა სამზარეული ცული, ჩოპერი ან პირდაპირ გიამიაკეში და არცერთი მათგანი დანაში არ გადის ასე რომ დანა ისევ თავის ადგილზე დგას - ხორცის დაჭრა და მომზადება სანამ ან მანქანით ან ხანჯლით დაკეპავს ვინმე biggrin.gif
ბევრი როგორც ატარებდა ისე ატარებს და ბევრი როგორც კეპავდა ისე კეპავს, ათი წლის წინ თუ ვკეპავდი დღეს რა შემიშლის ხელს ისევ რომ დავკეპო და ათი წლის წინ თუ გატარებას ვიყავი მიჩვეული დღეს რატომ უნდა მქონდეს სურვილი რომ ავიღო და დავკეპო....

პ.ს. გატარებული ფარშით გაკეთებულ ხინკალს და ქაბაბს არ ვცნობთ გურმანები yes.gif biggrin.gif

Posted by: datunia93 12 Aug 2020, 13:48
giorgi-giorgi1121
giorgi-giorgi1121
ათ წელზე არ იყო საუბარი ბრატ biggrin.gif
QUOTE
ათი წლის წინ თუ გატარებას ვიყავი მიჩვეული დღეს რატომ უნდა მქონდეს სურვილი რომ ავიღო და დავკეპო

არ არსებობდა ბუნებაში, ან თუ/როცა არსებობდა მთიან რეგიონებში არ იყო შეღწეული და ზოგი ცულით, ზოგი ხანჯლით, ზოგი დანით კეპავდა smile.gif შეაღწია და ამოაგდო ამ სეგმენტიდან ცული, ხანჯალიც და დანაც... მარტივია ძალიან და რატო ართულებ smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Aug 2020, 15:20
წინა საუკუნის დასაწყისზე იყოს თუ გინდა საუბარი... ძალიან ბევრი ისევ ხელით კეპავს მიუხედავად იმისა რომ მანქანები აქვთ, ბარშიც ანალოგიურად ძალიან ბევრი ხელით კეპავდა და კეპავს, ძალიან ბევრი როგორც ატარებდა ისე ატარებს დღეს, მარა საქმე ისაა რომ დანით არც ხუთი საუკუნის წინ და არც დღეს არავის უკეპია და არავინ კეპავს და ბუნებრივად მანქანა ვერ ამოაგდებდა ამ საქმეში დანას, თუ დანაზეა საუბარი და არა შახის ხმალზე, ნაჯახი და ხანჯალი კიდე დანა არააა აქ დაიწვი ბრატ biggrin.gif

Posted by: datunia93 12 Aug 2020, 17:00
giorgi-giorgi1121
კაცო ძალიან ბევრი - ყველა პონტში რო ნაკლებია ყველაზე მაგი ავხსნათ ეხლა? ბევრი ან ბევრზე ბევრი შეიძლება კეპავს (რეალურად ასიდან ორი მხოლოდ) მარა ფაქტია რო ხმარებაშია ხორცია გასატარებელი მანქანები, ხოდა თუნდაც ძალიან ცოტა ხმარობდეს ამ მანქანებს, ფაქტია რო ყველა აღარ კეპავს ხო?

ყველა>ძალიან ბევრზე...არა? smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Aug 2020, 17:22
datunia93
და სად ჩანს ამაში რომ დანა ამოვარდა როდესაც დანით არავის არ უკეპია ხორცი და არც აწი დაკეპავს ვინმე ხორცს დანით? biggrin.gif

Posted by: datunia93 13 Aug 2020, 13:08
giorgi-giorgi1121
რაღაცაზე შევჯერდით ანუ,. კაია smile.gif

Posted by: Drax 16 Aug 2020, 21:16
მოგესალმებით. სად ლესავენ კარგად დანებს? Gerber strongarm ის გალესვა მინდა ისე რომ ლეზვია არ დამიკაწრონ

Posted by: georgia2009 16 Aug 2020, 21:41
გამარჯობათ, ერთ ძველ სახლში ვიპოვე ძველებური დანა. ეტყობა რომ ნაჭედია, მაგრამ რბილი ფოლადია, სავარაუდოდ ე.წ. ნახშირბადოვანია. ხომ არ იცით ვინც გამოაწრთობს და გააპრიალებს. მე არც ვიცი და არც ტექნიკური საშუალებები მაქვს. რესტავრაცია მინდა გავუკეთო, როგორც შესაძლებელი იქნება.

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Aug 2020, 22:09
georgia2009
უკვე გაკეთებული და გამოყვანილი დანის პირის წრთობა არ არის მიზანშეწონილი ტექნოლოგიურად, წრთობა უკეთდება შავ ნამზადს და არა დასრულებულ ნაკეთობას და თუ ძველებური ფოლადისგანაა როგორც ამბობ არაა ფაქტი რომ უფრო მტკიცე გახდება ვიდრე ახლაა, თან თუ შესანახად გინდა საერთოდ არაა საჭირო ხელახლა წრთობა და ფოლადის ხარისხზე აქცენტის გაკეთება და თუ გამოსაყენებლად გინდა სამუშაოდ ბევრად უფრო ხარისხიანი ფოლადებისგან მზადდება თანამედროვე დანები. ამიტომ უბრალოდ რესტავრაციას მიაწექი ვიზუალური კუთხით smile.gif

Posted by: georgia2009 16 Aug 2020, 22:34
giorgi-giorgi1121

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
მინდა რომ ცოტა გაუმაგრდეს პირი. ვიცი რომ უნდა გაცხელდეს, გაცივდეს ზეთში, მერე მოეშვას 200 გრადუსზე. მაგრამ ამას ჩემს პირობებში ვერ გავაკეთებ. თუ არის ვინმე რომელიც ამას გააკეთებს და მერე გააპრიალებს. ეგ მაინტერესებდა.

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Aug 2020, 22:52
QUOTE
ვიცი რომ უნდა გაცხელდეს

ეგ რაც იცი ზოგადად და მაგის გარდა რამდენი რამე წვრილმანი და ტექნოლოგიაა ეგ რომ ვიცი მაგიტომ გირჩიე რომ აზრი არააქვს მაგ ღონისძიებას თორე ნებისმიერი ვინც ჩვენთან დანებს აკეთებს შეუძლია ეგ გააკეთოს - გაცხელება-გაცივება ზეთში და ალბათობა რომ უკეთესი გამოვა იქნება 50/50-ზე საუკეთესო შემთხვევაში, მაგრამ გამოცდილი თერმისტი ხელსაც არ მოკიდებს კონკრეტული მარკა და ქიმია თუ არ იცის ფოლადის და არააქვს ტექნოლოგიური სქემა ამ ფოლადზე დახვეწილი ან საერთოდ არანაირ გარანტიას არ მოგცემს. ამიტომ ზედმეტი ფულის და დროის გადაყრას ჯობია უბრალოდ გააპრიალებინო და აღადგენინო ვიზუალურად

Posted by: georgia2009 16 Aug 2020, 23:35
giorgi-giorgi1121
მადლობა რჩევისთვის.

Posted by: giorgi-giorgi1121 16 Aug 2020, 23:43
georgia2009
up.gif up.gif up.gif

Posted by: datunia93 17 Aug 2020, 13:27
giorgi-giorgi1121
იფიანი სკანდინავიური ფიქსი რო ჩამიგდო რამოდენიმე ვარიანტი შეგიძლია? იაფი და პრაქტიკული

Posted by: giorgi-giorgi1121 17 Aug 2020, 14:21
datunia93
Mora. Mora garberg მაგალითად, იაფი და ქარხნული ესაა სკანდინავიური გრაინდით , ნუ პლიუს მინუს რა ქარხნულად რაც კეთდება ყველაზე ნორმალური ჩემი აზრით. რასაც სკანდინავიური გრაინდი ქვია მართლა, სწორად შერჩეული პირის სისქით და პირის გამოყვანის კუთხით პლიუს მიკროდაყვანით პირზე მილიმეტრის რამოდენიმე მეასედი და შესაბამისი ალესვით ასეთი ქარხნული იაფი და მუშა არ ვიცი არ შემხვედრია სიმართლე გითხრა ამდენი ხნის განმავლობაში, ფოლადის მომზადება კიდე ამ სკანდიდანებზე ცალკე სამყაროა რა...

Posted by: datunia93 17 Aug 2020, 15:48
giorgi-giorgi1121
ლინკო დააკატავე რა თუ არ გეზარება. ბევრია მორა

Posted by: giorgi-giorgi1121 17 Aug 2020, 16:01
https://www.knifecenter.com/kc_new/store_store.html?usrsearch=Mora 90დოლარიანი როა ისაა გარბერგი

Posted by: datunia93 17 Aug 2020, 16:30
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 17 Aug 2020, 16:01 )
https://www.knifecenter.com/kc_new/store_store.html?usrsearch=Mora 90დოლარიანი როა ისაა გარბერგი

შენ ხომ იაფიანი არაფერი მოგეწონება

Posted by: giorgi-giorgi1121 17 Aug 2020, 16:35
ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერ შეეგუე რომ იაფიანი და ხარისხიანი შორს შორს მდგომი ცნებებია biggrin.gif ეგ შენთვისაა ძვირი თორე საზღვარგარეთ ეგ დაბალბიუჯეტურში გადის... მარა მორა ნებისმიერი შეგიძლია ალბათ აიღო ფოლადში განსხვავება არაა, ეს გარბერგი უფრო მყარ კონსტრუქციაზე დგას თან ერგონომიულია

Posted by: Drax 17 Aug 2020, 16:46
ამ დანებიდან რომელს მირჩევთ? რომელია ყველაზე მჭრელი ამათგან? და თუ შეგიძლიათ მითხრათ პირველ 3 ადგილას რომელს დააყენებდით?

user posted image

Posted by: dadetor 17 Aug 2020, 18:13
Drax
არცერთს კერშოუს დაბალი სეგმენტის დანები გაქ შერჩეული ონტარიოს ეგ მოხელი აბსოლიტური ნაგავია ნუ ქოლდის ეგ ნაკეთობაც დაბალი სეგმენტია სრკზე არაფერს ვიტყვი თავად არ იციან რა უნდათ

სხვა კომპანიები ნახე მაგალითად განზო https://ganzoknife.com/
ruike knife
steel will
უფრო საინტერესო ნაკეთობები აქვთ

სიბასრეს ფოლადის მარკა და მისი სწორად დამუშავება განსაზღვრავს + ერგონომიკა მაგ დანებში ყველას დაბალ სეგმენტიანი ფოლადი აქ მინიმუმ 440ც დ2 ან სენდვიკის ფოლადი გჭირდება ან უფრო ზევით ს30 154ცმ ........

Posted by: Drax 17 Aug 2020, 18:22
dadetor
20 $ მდე რომ ჩავეტიო რომელს მირჩევდი? აი რა დანებიც დავდე ასეთი ლეზვიით ანუ განიერი.და ქარხნულად ბასრი რომ იყოს

Posted by: giorgi-giorgi1121 17 Aug 2020, 18:27
20$ რო ჩაეტიო ლილოს ბაზრობა როგორც ჩატში გითხარი :დდდდ

Posted by: datunia93 17 Aug 2020, 18:33
giorgi-giorgi1121
რატო, მორა?

Posted by: dadetor 17 Aug 2020, 18:35
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 17 Aug 2020, 18:27 )
20$ რო ჩაეტიო ლილოს ბაზრობა როგორც ჩატში გითხარი :დდდდ

+......................................


datunia93
საკეცი

Posted by: Drax 17 Aug 2020, 18:40
giorgi-giorgi1121
dadetor
კი მარა რაც იქ დავპოსტე ყველა ეტევა 20 $ ში. განზოები ვნახე და ნუ იქაც + - 20 დოლარებია

Posted by: dadetor 17 Aug 2020, 18:45
Drax
შენ რაც დადე ერთი დონეა ყველა მეტნაკლებად სხვაობა მხოლოდ ფორმა საკეტი მექანიზმი აქვთ რეალურად ყველა დაბალი სეგმენტია შესაბამისად ფოლადიც ,ამიტომ 3.კომპანია გირჩიე რომელიც კაი ნაკეთობას უშვებს დაბალ ფასად დNარჩენი გემოვნების ამბავია ყველაზე იაფი ეგრე ოპინელი დაგიჯდება

Posted by: Drax 17 Aug 2020, 18:47
dadetor
ruike knife და steel will ის გამოწერა რომელი საიტიდან შეიძლება? და რომელი გადამზიდით ჩამოგაქვს ხოლმე?

Posted by: dadetor 17 Aug 2020, 18:48
QUOTE (Drax @ 17 Aug 2020, 18:47 )

ruike knife და steel will ის გამოწერა რომელი საიტიდან შეიძლება? და რომელი გადამზიდით ჩამოგაქვს ხოლმე?

eBay ან Amazon უკეთესი არცერთი არაა,პ,ნებისმიერს ჩამოაქ არაა პრობლემა თუ გინდა ხმალი ჩამოიტანე

Posted by: giorgi-giorgi1121 17 Aug 2020, 18:54
datunia93
ვერ გავიგე რა მკითხე

Posted by: Drax 18 Aug 2020, 16:32
https://www.coldsteel.com/gladius-machete-97gms ამას ვყიდი ახალს ვინმეს თუ აინტერესებს 40 $ ად

Posted by: don300 23 Aug 2020, 17:33
სიმყიფის და მსხვრევადობის მაჩვენებელი რომელია? 440c მსხვრევადი ფოლადია?

Posted by: giorgi-giorgi1121 23 Aug 2020, 19:18
სიმყარე მეგაპასკალი, დარტყმითი სიბლანტე ჯოული/ სმ კვადრატზე... კი მსხვრევადია ნებისმიერი მასალა და ფოლადი თუ მოახდენ მასზე კრიტიკული დატვირთვით ზემოქმედებას. ზღვრული დატვირთვა კი გამოისახება კონკრეტული ციფრებით ყოველი თვისობრივი მაჩვენებლისთვის ზომა-წონა-შინაგანი აღნაგობიდან გამომდინარე, ასე რომ გითხრა მსხვრევადია ისეთივე არაფრის მომცემია როგორც გითხრა რომ არაა მსხვრევადი. გააჩნია როგორ იხმარ თუ იხმარ გონიერად და ამუშავებ ჭრაზე არ იქნება მსხვრევადი და არაფერი მოუვა და თუ ბეტონის კედლის გატანა გინდა დანით რათქმაუნდა დაიმსხვრევა და დაილეწება , ყველაფერი ფარდობითია...
მანქანას ხომ აფასებ ცხენის ძალით, მაქსიმალური სისწრაფით, ძრავის მოცულობით და ა.შ. და არა ეს სწრაფი და ძლიერი მანქანაა და ეს ნელი და სუსტია, ასევეა ფოლადიც და ნებისმიერი სხვა მასალა

Posted by: don300 23 Aug 2020, 19:26
მაგალითად ხორცის დასაჭრელად. ძვალზე როგორ იმუშავებს? ჩემ ძმას ქონია 440 ფოლადის კუდემანის დანა და ქათმის ძვალმა კბილი აუტეხა. თან ზომით დიდი დანაა,

Posted by: giorgi-giorgi1121 23 Aug 2020, 19:36
სოფლის ქათმის ძვალი ზოგი ისეთია ძაღლი ვერ ტეხავს და... ))) ფოლადი დანაში არის ერთერთი მთავარი და არა ერთადერთი, როგორი სისქე აქვს პირს, როგორი აგებულებისაა, მჭრელი პირი რა დაყვანაზეა ფორმირებული, ალესვის კუთხე რა გრადუსითაა აღებული, ალესვის კონდიცია როგორია, ფოლადი როგორაა თერმოდამუშავებული საერთოდ, ამ ყველაფრის გარეშე მიახლოვებითაც ვერ გაიგებ რაზე და როგორ იმუშავებს დანა თუ პირადად არ გამოცდი, შეიძლება ძვალი გადაჩეხოს უპრობლემოდ მაგრამ ჭრით ვერაფერი გაჭრას და პირიქით, ამიტომ სანამ არ გამოცდი კონკრეტულ ნაკეთობას მანამდე ვერაფერს ვერ გაიგებ და ვერავინ ვერ გეტყვის რა როგორ იმუშავებს. საყოფაცხოვრებო გლეხურ მუშური მოხმარებისთვის ივარგებს და გეყოფა მაგ ფოლადისგან უმეტესობა დანა და დანისგან თუ მაქსიმუმი გინდა და კონკრეტული მოთხოვნები გაქვს ამ შემთხვევაში ასე მარტივად ვერავინ ვერ გეტყვის ვერაფერს

Posted by: Nikusha001 26 Aug 2020, 13:01
ეხლა ვნახე საიტზე ქარავანს შემოუტანია Microtech OTF დანები. ვინმეს ხო არ გინახავთ რეალურად ადგილზე თუ აქვთ? იმედია ორიგინალებია პირდაპირ მწარმოებლისგან თავისი გარანტიით და ამბებით.

Posted by: datunia93 26 Aug 2020, 13:29
Nikusha001
იმხელა ფასი აქვს ორიგინალიც თუ აღარაა თავი უნდა აიფეთქო სალაროსთან biggrin.gif გლოკის ფასი აქვს მაგ დალოცვილს

Posted by: Nikusha001 26 Aug 2020, 13:36
datunia93

ფასით ორიგინალთან ახლოსაა + განბაჟება, ტრანსპორტირება და ეგაა. ეხლა უნდა მივიდე ვნახო. მართლა ძაან ძვირია
yes.gif

Posted by: datunia93 26 Aug 2020, 13:49
Nikusha001
1800 ლარი ღირდა მემფონი, კი, ორიგინალი უნდა იყოს ასე ვფიქრობ, თუმცა ისეთი ასლები გამოდის რო ვუყურებ ხოლმე ტესტს, რააავი, კუთრი წონა თუ არ გაიგე და არ აწონე წყალში ჩაძირული,ვერ გაიგებ ისე biggrin.gif

Posted by: Nikusha001 26 Aug 2020, 14:47
datunia93

მოკლედ მივედი ვინახულე და რომელიც მინდოდა აღარ აქვთ გაიყიდა. კაი რამეა დედა ენაცვალოს smile.gif)) ოღონდა გარანტია სერვისის ამბავში ცოტა აბდა უბდა იბაზრეს smile.gif

Posted by: datunia93 26 Aug 2020, 15:02
Nikusha001
გარანტია მაგ დანებს აქვთ სამიდამო. არამარტო მაგათ, სპაიდერასაც, ბენჩსაც, ზე ტე -საც და ყველა მსგა სი კლასის დანებს აქვთ სამუდამო გარანტია, რომ არ გაუფუჭდება მექანიზმი არასდროს (რა თქმა უნდა ნორმალური მოპყრობისას და არა ქვებზე ხათქახუთქით)

Posted by: don300 1 Sep 2020, 22:41
https://www.knifekits.com/vcom/modern-tactical-knife-parts-kit-p-4325.html?fbclid=IwAR2KUAotcFNrHoPD4IyFHbxWaR10HmbZsWxtYg9CvsBbPo_oqAXZzgXXW6c ეს დანა ვიყიდე ერთერთი ფორუმელის რჩევით და ქარხნულად იქნება კარგად გალესილი თუ დასჭირდება ალესვა თავიდანვე?

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Sep 2020, 23:35
don300
როგორ შეიძლება ვიზუალურად დაადგინო დანა კარგად ალესილი იქნება თუ არა გაუგებარია, რომ ჩამოგივა ნახავ თავად დაჭირდება ალესვა თუ არა. დაგაკმაყოფილებს დატოვე როგორცაა არა და ალესვაზე იფიქრე, მარტივი ლოგიკაა.

Posted by: don300 1 Sep 2020, 23:47
შეიძლება ადამიანმა იცოდე ქარხნულად გალესილი იყიდება თუ არა. ჩემ ლოგიკას კიდე მივხედავ როგორმე. თუ კითხვა გაუგებარია კიდე არ არის სავალდებულო უპასუხო.

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Sep 2020, 00:06
კითხვა გაუგებარი კიარა დილეტანტურია და ამდენად უცნაური რადგან ვიზუალურად ვერავინ ვერ შეაფასებს დანის ალესვის ხარისხს სურათიდან მითუმეტეს გაუგებარი წარმომავლობის როდესაც საქმე ეხება ისეთ ფაქტორებს როგორიცაა მიკრონული ზომები, მჭრელი კუთხის გრადუსი, სიმეტრია, ფოლადის სტრუქტურა, ალესვის ტექნიკა რითი და როგორაა ალესილი, ადამიანური ფაქტორი ბოლო ბოლო და თუ მჭრელი კუთხის ფორმირებაზე კითხულობ ეგ სურათშიდაც ჩანს და შეგიძლია თავად გაარჩიო. . მანქანას შეაფასებ სურათიდან თუ არ დაქოქე და გამოცადე? ან ნებისმიერ ტექნიკას თუ არ გამოცადე პრაკტიკაში? არც დანის შემთხვევაშია სხვანაირად. მგონი გაუგებრად არ ვხსნი

Posted by: don300 2 Sep 2020, 00:41
თავისუფლად შევაფასებ მანქანას რომც არ ვნახო თუ ახალია. ნებისმიერი მონაცემი ხელმისაწვდომია ახალ მანქანაზე. დანებში ნაღდად ვერ ვერკვევი და ვიღაცისთვის თუ ორჯერ ორია შეიძლება მე არ ვიცოდე. სალესავიც ვიყიდე და თუ თავიდან გალესვა უნდა წესიერი ქვის გამოწერასაც ვფიქრობდი დრო როარ დამეკარგა

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Sep 2020, 00:52
don300
ხო როდესაც ხელმისაწვდომია მონაცემები კი მიახლოვებით შეფასებ მანქანს დაგაკმაყოფილებს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ დანის შემთხვევაში და მითუმეტეს ისეთი დანის რომლის წარმომავლობაც გაუგებარია არავინ არ გეუბნება ალესვის ხარისხს თუ როგორაა ალესილი როგორი გეომეტრიით, ვის მიერ, რა ტექნიკით და ა.შ. მონაცემები რაც აღწერაშია მითითებულ ლინკზე (ფოლადი, ზომა, წონა, სისალე და ა.შ.) იმის იქეთ ვიზუალურად ვერავინ ვერაფერ ვერ გეტყვის ალესვის დონეზე. ფირმული დანების ალესვაც კი თამაშობს პარტიიდან პარტიამდე ასე რომ თუ ისეთი დონის დანა გინდა სადაც ყველაფერი ისე იქნება შესრულებული როგორც შენ ხედავ ამას მაშინ უნდა შეუკვეთო , სხვა გზა არაა

Posted by: dadetor 2 Sep 2020, 20:41
QUOTE (don300 @ 1 Sep 2020, 22:41 )
https://www.knifekits.com/vcom/modern-tactical-knife-parts-kit-p-4325.html?fbclid=IwAR2KUAotcFNrHoPD4IyFHbxWaR10HmbZsWxtYg9CvsBbPo_oqAXZzgXXW6c ეს დანა ვიყიდე ერთერთი ფორუმელის რჩევით და ქარხნულად იქნება კარგად გალესილი თუ დასჭირდება ალესვა თავიდანვე?

მშვიდობაში
კი გალესილია ქარხნულად ზედმეტად გალესვაა არ საჭიროებს ,მაგრამ ქარხნულად გალესილს ყოველთვის "დავოდკაც " ჭირდება პირადად ჩემთვის (სიბრასრეში არაფერი შეეტყობა უბრალოდ აკვიატებაა), ანუ 3 დან 1 მიკრონის პასტით ან ქვით სარკემდე რომ მიიყვანო თუმცა კაცია და ბუნება ვის რა მოწონს

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Sep 2020, 21:12
ზოგადად რაც უფრო თხლადაა გალესილი მით უფრო რესურსი აქვს დანას და მით უფრო კომფორტულია მუშაობაში, საქონლის ხორცის პარკზე იმ წამშივე ეტყობა პირველად ალესვაზე მუშაობს დანა თუ მუშა ალესვაზე, საუკეთესო მაჩვენებელია.
0.15 მიკრონიანი ბორის ნიტრიდის პასტით თუ დაიყვან დანას და დაიჭერს ამ დონის გალესვას პირველადზე ესეიგი ფოლადი მაგრადაა მომზადებული, უმეტესობა ფოლადი ვერც ილესება ამ დონემდე. ამ დანის პირში მანამ კარგად იყოს ჩვენი მტერი ამ დონის ალესვას რო შეინარჩუნებს:დდდდც

Posted by: რეიჩელ.ვაისი 3 Sep 2020, 20:51
მონადირული მაღაზიები თბილისში არსებობს? რა მისამართებზეა?

Posted by: datunia93 8 Sep 2020, 16:20
https://m.youtube.com/watch?v=E7EIAguMwWA

ეს დანა დავშალე და დავბუქსავდი აწყობაზე smile.gif რაღაც სხარტად ვერ მოძრაობდა მექანიზმი, ვიფიქრე გავწმინდავ თქო და გამიჭირდა აწყობა, ვინმეს ხობარ მოგეძებნებათ ვიდეო, ამისი დაშლა აწყობის?


user posted image

Posted by: don300 13 Sep 2020, 03:23
https://www.knifekits.com/vcom/modern-tactical-knife-parts-kit-p-4325.html?fbclid=IwAR2KUAotcFNrHoPD4IyFHbxWaR10HmbZsWxtYg9CvsBbPo_oqAXZzgXXW6c ამ დანას არსად აწერია რო 440c ფოლადია და შეიძლება რო ტყუილა სწერებოდა საიტზე? არც ყუთზე და ფურცლებზე აწერია

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Sep 2020, 19:50
)))) მეტალოგრაფია და ქიმიური ანალიზი არ ჩაგვიტარებია მაგ ფოლადის და არც ის მგონია რომ მაგ საიტის წარმომადგენელი კითხულობდეს და გაგცეს პასუხი ამიტომ ვერ გეტყვით ნაღდად არის თუ არა ეგ ფოლადი 440ც, მაგრამ არაფერია გამორიცხული, თუმცა თუ არის მითითებული რომ ეგ ფოლადია არამგონია ტყუილი იყოს რადგან საკმაოდ ცნობილი მაღაზიაა ეს და რატომ გაგიჩნდა ეჭვი საინტერესოა...

Posted by: GoldenSky 23 Sep 2020, 17:05
user posted image

მოკლედ ვიქტორინოქსის მაგარი მუღამი მქონდა და ეს მოდელი გადავწყვიტე ძაან დიდი ტვინის ბურღვის შემდეგ

ყველაძე ძვირიანჯ დანაა იქნება რაც მქონია :დ

იმედია იმხელა არ იქნება რომ ტარება შემეზაროს :/


Posted by: Levan_Lion 23 Sep 2020, 17:32
QUOTE (GoldenSky @ 23 Sep 2020, 17:05 )


ყველაძე ძვირიანჯ დანაა იქნება რაც მქონია :დ

დანა არა პულტიფინქციური ნაკრები ხელსაწყოა

Posted by: GoldenSky 23 Sep 2020, 17:39
რომელი საიტებიდან იწერთ დანებს ?

ebay amazon knifecenter.com ვიცი და bladehq.com ( აქედან არ გამომიწერია ჯერ )

ამათ გარდა რაც არის კარგი საიტები იქნებ დაწეროთ


Levan_Lion

ნუ ხო :დ

Posted by: giorgi-giorgi1121 24 Sep 2020, 02:22
QUOTE
დანა არა პულტიფინქციური ნაკრები ხელსაწყოა


+

Posted by: GoldenSky 24 Sep 2020, 11:02
დანა როგორი აქვს ისე ვიქტორინოქსს ჭრა კარგი აქვს ბასრია ?

Posted by: datunia93 24 Sep 2020, 11:55
GoldenSky
ფასში საუკეთესოა

Posted by: GoldenSky 24 Sep 2020, 16:36
user posted image

ესეც მოვაგდე :დ

მორას დათრევა მინდა კიდე რომელიმე მოდელს ავარჩევ მაგრად აქებენ მაგ დანებს და მეყოფა ცოტა ხანი გასართობად თორე მომკლა სულ დანების თვალიერებამ იმენა :დ

Posted by: Levan_Lion 24 Sep 2020, 16:54
QUOTE (GoldenSky @ 24 Sep 2020, 16:36 )
გასართობად

რა სახის გართობებია ?

Posted by: GoldenSky 24 Sep 2020, 17:02
Levan_Lion
QUOTE

რა სახის გართობებია ?


საჭიროების დროს მომემსახუროს კარგად ესაა სულ smile.gif


* * *
user posted image

ჩინური დანა ჩინეთში უფრო ძვირი რატოა ვიდრე ამერიკაში ?

Posted by: GoldenSky 7 Oct 2020, 14:54
Tinker

კარგი რამეა მომწონს <3

user posted image

Posted by: GoldenSky 10 Oct 2020, 18:07
user posted image

განზოც მოვიდა <3

Posted by: giorgi6262 11 Oct 2020, 08:13
გამარჯობა მეგობრებო. კეთილი იყოს ჩემი "ფეხი"ამ თემაში smile.gif
პირველ რიგში ამ თემის აქტიური სტუმარი და მომხმარებელი ვიქნები როგორც ვატყობ......

როგორც თემას გადავხედე ბევრი ჩემზე გამოცდილი და მცოდნეა რაც ძალიან მახარებს. სიამოვნებით მივიღებ რჩევებსაც და შენიშვნებსაც.

მოკლედ წლების წინ შევეჭიდე დანების ლესვას და ხელი შემეშალა. მგონი ამ განყოფილებაშიც დავპოსტე რამდენიმეჯერ თუ არ მეშლება. გადავერთე ტურიზმზე და 5 წელი არ გამხსენებია ეს თემა. დღესდღეობით პანდემიის და უსაქმურობის ფონზე კვლავ მოვიწამლე ამ იდეით და გადაწყვეტილი მაქვს განვახორციელო, მიუხედავად იმისა რომ ოჯახში მებრძვიან და ნორმალური სამსახურის ვარიანტებსაც მთავაზობენ biggrin.gif მოკლედ ადრე როგორც მახსოვს. დანებს როცა ვაგროვებდი და სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, ნორმალური მლესავი ვერ ვიპოვნე. ხოდა გამიჩნდა იდეა მეთვითონ შემეთავაზებინა მსგავსი სერვისი. დღეს დღეობით ვარ იმ ეტაპზე რომ მაქვს ფართი ნანახი და ახლოს ვარ განვახორციელო ბავშვობის დროინდელი ბიზნეს იდეა. ალბათ ერთი თვე დამჭირდება სანამ სრულად შევავსებ არსებულ ხელსაწყოებს მაქსიმალურად კარგი შედეგის მისაღებად.

პირველი ყველას ვეკითხები და თქვენი აზრიც მნიშვნელოვანია. იდეა საშინელი და უპერსპექტივოა თუ არის რამე შანსი რამე გამოვიდეს დროში. თუ კარგ სერვისს შევთავაზებ და მომხმარაბელიც შესაბამისად კმაყოფილი მეყოლება. და მეორე რა სიტუაციაა ამ მხრივ დღესდღეობით თბილისში. ვინმეს ძვირადღირებული დანის გალესვა რომ უნდოდეს, ტაჩილის გარდა თუ სთავაზობს ვინმე ნორმალურ მომსახურებას?

პ.ს. პარალელურად მოვახერხებ შევთავაზო იაფიანი სამზარეულოს დანების ლესვის მომსახურებაც. შესაბამისი მეთოდით და ხარისხით რა თქმა უნდა smile.gif პლიუს ხორცის დანების ლესვასაც მოვახერხებ საწყის ეტაპზე. მომავალში შეიძლება ტექნოლოგიის კიდე დახვეწა და მაკრატლებზე და სხვა რთულ ხელსაწყოებზე გადასვლაც.
* * *
GoldenSky
QUOTE
Tinker

კარგი რამეა მომწონს <3

ვიქტორინოქსის ყველაზე მაგარი მოდელია ჩემთვის. ერთი ხუთჯერ მაქვს დაკარგული და ყოველ ჯერზე დაუფიქრებლად ვყიდულობ

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Oct 2020, 12:26
giorgi6262
სალამი. საქართველოში დანის ლესვას კიარა დანის კეთებას და გაყიდვას არააქვს პერსპექტივა იმდენად ჩამყაყებულია ეს საქმე ჩვენთან , ამიტომ განსაკუთრებული რამის მოლოდინი არ გქონდეს... ან რითი აპირებ ლესვას რა დანადგარებით რა სისტემით, რომელი აბრაზივებით რომ გვითხრა, რა კვალიფიკაცია გაქვს ამ საქმეში რომ მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ სერვისს ამ მხრივ?

Posted by: giorgi6262 11 Oct 2020, 12:44
giorgi-giorgi1121
კვალიფიკაცია თვითნასწავლი smile.gif shapton wetstone 4 ცალი აბრაზიული ქვა. king ერთი სალესი ქვა. ალმასის 3 სხვადასხვა აბრაზიულობისსალესი ქვები კერამიკული დანისთვის და კერამიკული აბრაზიული ქვების გასასწორებლად. წვრილი ლენტური სახეხი. ლანსკის სალესის სტილში ჩემით აწყობილი მექანიზმი, რაც კერამიკული ქვებით მუშაობის საშუალებას მაძლევს. Tormek t-8 მოდელის ყიდვას ვფიქრობ თავის ყველა აქსესუარით. ჯერჯერობით სხვა იდეა არ მაქვს კიდე რა დავამატო. იდეაში serrated ეგრედწოდებული ხერხი დანებისთვისაც მაქვს წვრილი სალესები სხვადასხვა აბრაზიულობის მაგრამ მაგ მომსახურებას არ ვფიქრობ. შევძლებ სამი სახის მჭრელი პირის მიღებას (convex ანუ ლინზა, Hollow ჩაღრმავებული, და სტანდარტული V ტიპის მჭრელი პირი. თავის გრადუსებით. კიდე თუ რამეა საჭირო სხვის რჩევებს მივიღებ

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Oct 2020, 12:57
ანუ ნახე დაუკვირდი შენ რომ თქვი ძვირიანი დანების გალესვაო, მე რომ მქონდეს იაპონური როკსტედი, მარფიონე კასტომი, სინკევიჩი ან რამე მსგვავსი პრემიუმ სემი კასტომი ან საერთოდაც ფულლ კასტომი, გასალესად რომ მოგიტანო ასეთი დონის დანა შენ სურვილზე და მონდომებაზე გაცილებით მეტი რამე მჭირდება მე და ესაა პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია და რამდენიმე წლიანი გამოცდილება ამ სერვისში მუშაობის, თუნდაც ორას დოლარიანი ბენჩმეიდი ან ზირო ტოლერანსი იყოს რაღა მაინცდამაინც რამდენიმე ათასიან დანებზე მივდივარ smile.gif ეგ შენ რაც ჩამოთვალე შენთვის და სამეგობროსთვის რომ ალესო დანა თავისუფლად გყოფნის მაგრამ სერვისითვის და ბიზნესისთვის საერთოდ არაფერია. აგერ ჩაუჯექი ზოგადი წარმოდგენისთვის დანის ალესვის და მაგ სერვისის შესახებ
https://www.youtube.com/watch?v=mfYQBJuRHSI&t=1032s

https://www.youtube.com/watch?v=d1wlqg8s2pA

https://www.youtube.com/watch?v=WIpNGaeeVYI

https://www.youtube.com/watch?v=Q5FwZVPdnwA

https://www.youtube.com/watch?v=9INclMcGWZU

Posted by: giorgi6262 11 Oct 2020, 13:23
giorgi-giorgi1121
მადლობა გამოხმაურებისთვის პირველ რიგში. ვიდეოებისთვისაც მადლობა. საღამოსკენ ვნახავ. თუმცა უამრავი მაქვს მსგავსი ნანახი წლების მანძილზე.
QUOTE
ეგ შენ რაც ჩამოთვალე შენთვის და სამეგობროსთვის რომ ალესო დანა თავისუფლად გყოფნის მაგრამ სერვისითვის და ბიზნესისთვის საერთოდ არაფერია

რისი დამატება შეიძლება რო მივიღო იდეალური სამი სახის მჭრელი პირი( რომელიც ჩამოვთვალე) . სტანდარტულ დანებზე მაქვს ლაპარაკი. პლიუს რა მინუსი აქვს ჩემ ჩამოთვლილ მეთოდებს და ხელსაწყოევს რაც პროფესიონალური მუშაობისთვის არ გამოდგება?

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Oct 2020, 13:50
QUOTE
რაც პროფესიონალური მუშაობისთვის არ გამოდგება?

არსებობს ასეთი რამ მოქნილობა და უნივერსალურობა... ელექტრო სალესი და შკურკები თავიდანვე გამორიცხე, ხელით ალესვაც გამორიცხე წყლის ქვებზე - ეს ლამაზია იაპონიაში სადმე საკურას ძირში ოკინავას ნახევარ კუნძულზე და იუთუბ ვიდეოებში, მაგრამ პრაკტიკაში ნუ ძალიან მოყვარულის დონეზე. ტორმეკი კი კარგია მაგრამ ტორმეკის გამართვაზე და ოპტიმიზაციაზე რაც უნდა დახარჯო ფული ჯობია სხვა რამე იყიდო, ტორმეკი კარგია ოღონდ ბოლოსკენ სხვა ყველაფერი რომ გექნება, დაგვრჩა რა? ამ ვიდეოში რომაა წარმოდგენილი ასეთი სისტემის სალესები ნებისმიერი ფირმის, ფორმის და ჰიპოსტასის , მთავარია იყოს ქარხნული და პროფესიონალური ვარიანტის. აბრაზივებზე რომ გითხრა ორი სიტყვა ახლა შენ რაც ჩამოთალე მაგ აბრაზივები ნუ მოყვარულისთვის საწყისი ეტაპია, შეფტონით საერთოდ თანამედროვე მაღალლეგირებული ფოლადების ალესვა ცოტა არ იყოს მთლად საამაყო ვერაა, 8ქრომ ვანადიუმი და მსგვასი ნაკლებად ტექნოლოგიური და ნახშირბადოვანი ფოლადები კი ბატონო მაგრამ როდესაც ფხვნილოვან ფოლადებზეა საქმე თუნდაც ჩვეულებრივ თანამედროვე უჟანგავ ფოლადებზე აქ ეს შეფტონი დიდი ვერაფრის მაქნისია. ალმაზებს რაც შეეხება ალმაზები კი კარგია მაგრამ რა ალმაზებია, მეტალური შემაკვაშირებლით? ორგანული? რომელი ფირმის ალმაზებია, ალმაზმა შეიძლება საერთოდ კატასტროფა მოგცეს პირზე, სწორად შერჩეული ალმაზი კი თავისუფლად გაგალესიებს ისეთ ფოლადებს როგორიცაა rex121 , cpm-s125v, cpm-15v, s-90v, maxamet და მსგავსი, ასევე ამ ფოლადებს ანალოგიური ანდაც უკეთესი შედეგით გალესავს ელბორები ან იგივე ბორის კუბური ნიტრიდი მაგრამ ხარისხიანი ელბორების კომპლექტზე ახლა ფასი 400 დოლარია (ისე თუ მიანც ჯობია ეს ფული გარისკო და მაგ ელბორებით მერე ყველაფერს გალესავ) თუ სწორად მახსოვს, მაგას დაუმატე საფინიშე პასტები , სალესი ქვების რევიზია-განახლების აღჭურვილობა და თითქოს მარტივი ბიზნესი და უკვე რამდენ რამეს მოითხოვს, მაგიტომ მაგ ვიდეოებში ჩემზე კარგად ხსნის ეგ ტიპი ამ ყველაფერს და მიტომ დაგილინკე. საქართველოში ამ ყველაფერს რამდენად ექნება გასაქანი ნუ რავიცი, ასე რომ მოაწყო ყველაფერი და ერთერთი საუკეთესო სერვისი შექმნა მინიმუმ 40-50 ლარი უნდა დააფასო დანის გალესვა და ტიპს რაც არ უნდა კასტომი და ექსკლუზივი და ბრენდი ქონდეს წავა და "მეტაჩილე გოგიას" აალესიებს ხუთ ლარად. შეგნება და ცოდნა არაა ამ საქმის ჩვენთან და მაგიტომ დიდ იმიდებსაც ნუ დაამყარებ ადგილობრივ ბაზარზე, დაიწყე მარტივით, მარტივი დანებით და მერე ნელა ნელა ცოდნის გამოცდილების და სახელის დაგროვებასთან ერთად, მიზანმიმართულად ადი და ადი პრემიუმ ნიშაზე, თუ რათქმაუნდა ესაა მიზანი, მაგრამ საქმე თვითონვე დაგანახებს განვითარებას

Posted by: giorgi6262 11 Oct 2020, 15:51
giorgi-giorgi1121
გაიხარე მეგობარო ასეთი დეტალური პასუხისთვის. მე გეჰმაში მაქვს დავიწყო ისეთი თემით რაც ჩემი აზრით თბილისში თუკი მოთხოვნა არსებობს მსგავს მომსახურებაზე, მიახლოებით 95 პროცენტს მაინც დავაკმაყოფილებ. როგორც ვატყობ ტექნოლოგიებზე პრობლემა არ გაქვს მიუხედავად იმისა რომ მეუბნები, რომ მხოლოდ სამეგობროში გამომადგება დანების ასალესად. ტორმეკზე გათვლა მაქვს მხოლოდ საშუალოდ დონის სამზარეულოს და მსგავსი ტიპის დანებისა და ხელსაწყოებისთვის. ალმასებს რაც შეეხება მე დავაკონკრეტე რომ მხოლოს სველი ქვების გასასწორებლად ვხმარობ და კერამიკული დანის გასალესადაც შემიძლია გამოყენება. ვიდეოში მოცემულ მეთოდს რაც შეეხება, ლანსკის ტიპის სალესში მაგას ვგულისხმობდი. უბრალოდ ცოტა დიდი და მყარი ავაწყე რომ შაპტონის ქვებზე მემუშავა მაგოთ წლების წინ, როცა ვიწყებდი ეგრედწოდებულ ჰობის. იმიტომ რომ სხვა ვერანაირად ვერ მივიღე ჩემთვის სასურველი შედეგი. ჩემი აზრით შენი პასუხი რომ შევაჯამო კითხვის ნიშნის ქვეშაა მხოლოდ ჩემი კვალიფიკაცია, საქმისადმი დანოკიდებულება და ყურადღება უმნიშვნელო დეტალების მიმართ, რომელიც ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. შენს მიერ ხსენებულ ძვირადღირებულ დანებს რაც შეეხება, საწყის ეტაპზე თუ მსგავს მომსახურებას ვერ გავუწევ არც მაგისთვის დავიმსახურებ მგონი კრიტიკას smile.gif ძალიან მიხარია რომ ჩემზე მცოდნე და გამოცდილი ხალხი დამხვდა აქ. პრაქტიკაში დარწმუნებული ვარ შემხვდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები და დამჭორდება თქვენი რჩევა დახმარება

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Oct 2020, 21:28
კვალიფიკაციაზე იმდენად არა რამდენადაც ტექნიკურ ბაზაზე და რესურსზე. შაფტონებით ( ალუმინის დიოქსიდია მად აბრაზიული შემადგენელი როგორც მახსოვს) კი ალესავ მარტივ ნახშირბადოვანებს და მარტივ უჟანგავებს მაგრამ თანამედროვე ნორმალური დონის ფოლადებზე ეს აბრაზივები როგორც გითხარი მთლად საამაყო ვერ არის და არა იმიტომ რომ ვერ გალესავს და ფოლადს ვერ მოერევა.... გაგიმხელ ერთ ნიუანს რაც არ უნდა მაგარი ფოლადი იყოს და რაც არ უნდა მაგრად მომზადებული იყოს მისი პოტენციალი მხოლოდ შესაბამისი ალესვის და შესაბამისი აბრაზივების შემთხვევაში მჟღავდება და ეს დაკავშირებულია არა ალესვის სიწმინდეზე და დონეზე არამედ უშუალოდ ფოლადის მიკროსტრუქტურაზე რაც თავის მხრივ ფოლადის მუშა თვისებების გამსაზღვრელია. ასევე აბრაზივის შემაკავშირებელი რა არის, მეტალური შემაკავშირებელი სხვანაირად მუშაობს ორგანული სხვანაირად და ეს უნდა დაამუღამო თავადვე... აბრაზივების მოხეხვაც საქმეა, სხვადასხვა ფრაქციის ფხვნილზე მოხეხილი ერთი აბრაზივი საერთოდ სხვადასხვანაირად მუშაობს და კიდე ასორმოცდაექვსი ისეთი წვრილმანია რაც უნდა იცოდე არამარტო ალესვაზე არამედ იმ ფოლადზეც რა ფოლადთანაც მუშაობ. მაგიტომ გითხარი რომ დაიწყო ძალიან მარტივად მარტივი დანებით და შემდეგ და შემდეგ აწიო დონე და ნიშა. თან საქართველოში როდესაც დანის ბაზარი და კულტურა არ არსებობს ეგ კიდე ცალკე პრობლემებია, კაცი შეიძლება რექსზე მოგედავოს ვერ გაგილესიაო არადა გრანიტის ფილაზე ან თეფშზე ჭრიდეს პტოდუქტებს ამ დროს ))))

user posted image

პირველი დანის პირი ალმაზებითაა ალესილი და ალმასის სუბმიკრონულ პასტაზეა დაყვანილი მეორე კი შეპტონით , ფოლადი მიუხედავად იმისა რომ ერთია საერთოდ სხვადასხვანაირად იმუშავებს ეს ორი ალესვა. არ ვამბობ რომ ერთი კარგია მეორე ცუდი ორივე ალესვა მისაღებია მაგრამ რა ტიპის საქმიანობისთვის აი ეგაა მთავარი

Posted by: levani169 11 Oct 2020, 21:53
giorgi6262
giorgi-giorgi1121
ვიქტორინოხის გალესვა რა ეღირება მეგობრებო? rolleyes.gif rolleyes.gif
(თუ ფასი მომეწონა ოპინელის გალესვაზეც დავფიქრდები)

Posted by: giorgi-giorgi1121 11 Oct 2020, 21:55
levani169
ფასი იმან უნდა გითხრას ვინც გაგილესავს

Posted by: giorgi6262 12 Oct 2020, 09:49
giorgi-giorgi1121
QUOTE
კვალიფიკაციაზე იმდენად არა რამდენადაც ტექნიკურ ბაზაზე და რესურსზე. შაფტონებით ( ალუმინის დიოქსიდია მად აბრაზიული შემადგენელი როგორც მახსოვს) კი ალესავ მარტივ ნახშირბადოვანებს და მარტივ უჟანგავებს მაგრამ თანამედროვე ნორმალური დონის ფოლადებზე ეს აბრაზივები როგორც გითხარი მთლად საამაყო ვერ არის და არა იმიტომ რომ ვერ გალესავს და ფოლადს ვერ მოერევა.... გაგიმხელ ერთ ნიუანს რაც არ უნდა მაგარი ფოლადი იყოს და რაც არ უნდა მაგრად მომზადებული იყოს მისი პოტენციალი მხოლოდ შესაბამისი ალესვის და შესაბამისი აბრაზივების შემთხვევაში მჟღავდება და ეს დაკავშირებულია არა ალესვის სიწმინდეზე და დონეზე არამედ უშუალოდ ფოლადის მიკროსტრუქტურაზე რაც თავის მხრივ ფოლადის მუშა თვისებების გამსაზღვრელია. ასევე აბრაზივის შემაკავშირებელი რა არის, მეტალური შემაკავშირებელი სხვანაირად მუშაობს ორგანული სხვანაირად და ეს უნდა დაამუღამო თავადვე... აბრაზივების მოხეხვაც საქმეა, სხვადასხვა ფრაქციის ფხვნილზე მოხეხილი ერთი აბრაზივი საერთოდ სხვადასხვანაირად მუშაობს და კიდე ასორმოცდაექვსი ისეთი წვრილმანია რაც უნდა იცოდე არამარტო ალესვაზე არამედ იმ ფოლადზეც რა ფოლადთანაც მუშაობ. მაგიტომ გითხარი რომ დაიწყო ძალიან მარტივად მარტივი დანებით და შემდეგ და შემდეგ აწიო დონე და ნიშა. თან საქართველოში როდესაც დანის ბაზარი და კულტურა არ არსებობს ეგ კიდე ცალკე პრობლემებია, კაცი შეიძლება რექსზე მოგედავოს ვერ გაგილესიაო არადა გრანიტის ფილაზე ან თეფშზე ჭრიდეს პტოდუქტებს ამ დროს ))))

კი გეთანხმები ყველაფერში. უბრალოდ მაგ დონის მომსახურებით დაწყებას არ ვფიქრობდი. ბევრი არც მქონია ნაფიქრი სიმართლე გითხრა. ვიფიქრე ბაზარზე არსებულ კონკურენტებს თუ ვაჯობებდი საკმარისი იქნებოდა. მარა გეთანხმები უკეთესი ყოველთვის ჯობია და მაგაზე უნდა ვიყო ორიენტირებული. არ შევცდი რო აქ ვიკითხე რჩევა smile.gif შენი რჩევებიც გავითვალისწინე და მომწოდებელი ვნახე ელბორების უკრაინიდან. ფართი დამრჩა გადასაწყვეტი, დღეს ხვალ უნდა ვუთხრა მაგის პასუხიც. იდეაში გადაწყვეტილი მაქვს.პოლტავის ალმასის საამქროა ელბორების მწარმოებელი თუ გაგიგია.....
* * *
levani169
QUOTE
ვიქტორინოხის გალესვა რა ეღირება მეგობრებო? 
(თუ ფასი მომეწონა ოპინელის გალესვაზეც დავფიქრდები

ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი მეგობარო smile.gif იმედია მალე მივალ.მაგ ეტაპამდე და თუ მანამდე სხვას არ გაალესინე მერე დავილაპარაკოთ smile.gif

Posted by: კაპიტანი 12 Oct 2020, 10:36
ლანსკის სალესით ვსარგებლობ კაი ხანია, კაბარიდან დაწყებული ვენგერით და ვიქტორინოქსით დამთავრებული, უპრობლემოდ ილესება, ფურცელს ჭრის თავისუფლად, მიკრონების სიზუსტით რა თქმა უნდა ვერა, მაგრამ სავსებით საკმარისია მგონი.

Posted by: giorgi6262 12 Oct 2020, 11:16
კაპიტანი
QUOTE
ლანსკის სალესით ვსარგებლობ კაი ხანია, კაბარიდან დაწყებული ვენგერით და ვიქტორინოქსით დამთავრებული, უპრობლემოდ ილესება, ფურცელს ჭრის თავისუფლად, მიკრონების სიზუსტით რა თქმა უნდა ვერა, მაგრამ სავსებით საკმარისია მგონი

კი სავსებით საკმარისია თუ თქვენ გყოფნით და მოგწონთ. მთავარი ეგაა.

პირადად ჩემთვის ჩვეულებრივი ფურცლის ჭრა არაფერი არაა. მითუმეტეს როცა მაგაზე ვაპირებ მუშაობას და პრეტენზიული მომხმარებელიც შემხვდება სავარაუდოდ. თორემ ჩემთვის როცა ვერთობოდი თმაზე ვამოწმებდი ხოლმე ნალესს, ჰაერში დავიჭერდი თმას და დანით თუ ვერ ავათლიდი ნახევარს არ მაკმაყოფილებდა ხოლმე. თუმცა ეგეც არაა საამაყო. გრადუსსს ვერ ვარეგულირებდი პლიუს ნალესი მაინც არ მქონდა ხოლმე იდეალური მიკროსკოპში რომ ვუყურებდი. გიორგიმ ზემოთ რომ ვიდეოები დადო ეგაა ყველაზე კარგი მეთოდი იდეალური მჭრელი პირის მისაღებად სასურველ გრადუსზე

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Oct 2020, 13:40
QUOTE
პოლტავის ალმასის საამქროა ელბორების მწარმოებელი თუ გაგიგია.....

კი რათქმაუნდა გამიგია მეტალურ ფუძეზეც არის და ორგანულზეც თვითონ დაგაკვალიანებენ ალბათ რომელი რისთვისაა უკეთესი. ფართი რავი გალესვა ისეთი თემაა საკუთარ ოთახზე მეტი ფართი არამგონია დაგჭირდეს ნუ თუ ჩემსავით გექნება სახელოსნოში აურზაური მაშინ შეიძლება 50კვადრატულიც არ გეყოს biggrin.gif დღეს საქართველოს ბაზარზე გალესვის თემაში ხუთ ლარიანი "მეტაჩილე გოგიაა" ამიტომ ვისაც ოდნავ ესმის დანას გადაიხდეს მეტს ალესვაში ვიდრე მერე ინანოს დანის გაფუჭების გამო )))

QUOTE
კი გეთანხმები ყველაფერში. უბრალოდ მაგ დონის მომსახურებით დაწყებას არ ვფიქრობდი. ბევრი არც მქონია ნაფიქრი სიმართლე გითხრა


მე რაც გელაპარაკე ეგ რომ მაგრად შეისწავლო აითვისო ეგ ნიუანსები + პრაკტიკა გამოცდილება+ აღჭურვილობა და კარგი პიარი და კონკურენტი არ გეყოლებოდა საერთოდ მაგრამ საქართველოა არ დაგვავიწყდეს და აქ დანას საერთოდ სხვა თვალით უყურებენ

Posted by: N_e_o_N 12 Oct 2020, 14:10
დანა გამილესეთ ვინმემ, ხალხი არა ხართ ? biggrin.gif არ მინდა ექსპერიმენტები პირველად ჩემ დანაზე ვატარო biggrin.gif

Posted by: giorgi6262 12 Oct 2020, 18:16
giorgi-giorgi1121
კი გავედი კონტაქტზე ერთ ბიჭთან და რაღაც დონეზე დამაკვალიანა უკვე. სიმართლეს თუ ვიტყცით თანხა და მოგება არაა მთავარი მოტივატორი. უბრალოდ დიდი ხანია მინდა რო.გავაკეთო ეს თემა biggrin.gif

სამწუხაროდ ფართის გაყიდვა გადაიფიქრა სადაც მინდოდა გამეკეთებინა. ვნახოთ იქნებ მოვიფიქრო სხვა რამე.....
N_e_o_N
QUOTE
დანა გამილესეთ ვინმემ, ხალხი არა ხართ ?  არ მინდა ექსპერიმენტები პირველად ჩემ დანაზე ვატარო

თუ დავადგო თავი ფორუმელები განსალუთრებულ პატივში იქნებით. გალესვაზე არ იქნება პრობლემა smile.gif

Posted by: GoldenSky 12 Oct 2020, 19:45
ლანსკის გამოწერას მეც ვფიქრობ რომ სამოყვარულო დონეზე ხოდზე იყოს დანები , თავიდან ნაკლებად საყვარელ დანებს გავიმეტებ biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Oct 2020, 00:52
QUOTE
სამწუხაროდ ფართის გაყიდვა გადაიფიქრა სადაც მინდოდა გამეკეთებინა

როგორც გითარი სახკუთარი ოთახი ))))) და ელბორებზე რამდენად გთავაზობს ის ბიჭი კომპლექტს პირადში მომწერე შეიძლება მეც დავინტერესდე

Posted by: JoePistone 23 Oct 2020, 04:10
ბიჭებო თუ იცით usa2geoegia-ს მეშვეობით ამაზონიდან გამოვიწერ დანას? სხვა ნივთებს კი ვიწერ ხოლმე, დანა თუ გამოგიწერიათ ვინემს?

Posted by: giorgi6262 23 Oct 2020, 09:55
JoePistone
QUOTE
ბიჭებო თუ იცით usa2geoegia-ს მეშვეობით ამაზონიდან გამოვიწერ დანას? სხვა ნივთებს კი ვიწერ ხოლმე, დანა თუ გამოგიწერიათ ვინემს?

კი უპრობლემოდ. რაც დანები მაქვს სულ usa2geoegia-თი მაქვს გამოწერილი

Posted by: GoldenSky 25 Oct 2020, 15:38
ამაზე რას ფიქრობთ კარგია?

user posted image

Posted by: giorgi6262 25 Oct 2020, 20:05
GoldenSky
QUOTE
ამაზე რას ფიქრობთ კარგია?

ერთ კვირაში ჩამომდის და გაგიზიარებთ შედეგს. სამლესველოს ვხსნი და ჯერჯერობით მაგისთვის ვანგარიშობ რომ ან ყველაზე იაფიანი დანები გავლესო მაგით, ან საშუალოსთან მიახლოებული ხარისხის სამზარეულოს და ჯიბის დანები. რომ ჩამომივა თუ სურვილი გექნებათ გაგილესავთ მაგით დანას (უფასოდ რა თქმა უნდა smile.gif ) და დააკვირდით როგორ იმუშავებს და რა გამოვა. თუ მოგეწონებათ კი გამოიწერთ მერე. ამ ეტაპზე რაც ვიცი ისაა რო გამოიყვანს მხოლოდ ლინზა პირს. ეგრედწოდებულ convex edge-ს. გრადუსის დასაყენებელიც კი აქვს მაგრამ ვფიქრობ ძაან დიდი ცდომილება ექნება. გააჩნია თქვენ რა მოთხოვნები გაქვთ ხელსაწყოსთან და როგორი ხარისხის ნალესის მიღება გსურთ. თუ უბრალოდ ჭრა გაინტერესებთ და არ აქცევთ სილამაზეს და გრადუსს ყურადღებას, მაშინ ვფიქრობ გამოგადგებათ. ალესვაც ადვილია მაგაზე და სულ რო მალე დაბლაგვდეს ხოლმე დანა, დისკომფორტს არ შეგიქმნით, ერთ წუთში გალესავთ ისევ... პირადად მე ჩემთვის საყვარელ ნორმალურ დანას მაგას არ მივაკარებდი. მაგით გალესილი დანის "ჭკუაზე" მოყვანა რთული იქნება მერე ჩემი აზრით.....

Posted by: giorgi-giorgi1121 25 Oct 2020, 22:05
QUOTE
თუ უბრალოდ ჭრა გაინტერესებთ და არ აქცევთ სილამაზეს და გრადუსს ყურადღებას

ზუსტად მაგისთვისაა ყველაზე შეუსაბამო ეს და ასეთი სალესები, როგორც წინაზე გითხარი პირს ახურებს ლოკალურ დონეზე და ნებისმიერი თერმული ზემოქმედება ფოლადის ხარისხზე და მუშა თვისებებზე აისახება , მითუმეტეს ალესვის დროს როდესაც საქმე ეხება მიკრონის დონის ზომებს სადაც უმცირესი სითბური ზემოქმედებაც კი კრიტიკულად მოქმედებს ასეთ მცირე მასის და ზომის გეომეტრიაზე... კონკრეტულად კი ეს სითბური ზემოქმედება ფოლადში წარმოქმნის დეფორმაციულ დაძაბულობებს სტრუქტურაში და პლიუს ფოლადის სისალეს ამცირებს

Posted by: giorgi6262 25 Oct 2020, 23:10
giorgi-giorgi1121
გიორგი გამარჯობა smile.gif მერე მე ხომ დავაკონკრეტე ჭრასთან ერთად თუ არ გაღელვებს მალე რომ დაბლაგვდება დანა smile.gif

თუ ფიქრობ რომ საერთოდ არ გაილესება მასზე დანა, მაგ შემთხვევაში მე უფრო პრაქტიკოსი ვარ ვიდრე თეორიტიკოსი. დაველოდოთ რომ ჩამომივა ხელსაწყო, შევადაროთ მაგ და სხვა მეთოდით გალესილი დანების მუშაობა და მერე ვნახოთ საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს, პრაქტიკულობის მხრივ რომელი ტექნოლოგია ურჩევნია smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 25 Oct 2020, 23:22
giorgi6262
ქართველ საშუალოსტატისტიკურ მომხმარებელს დამიჯერე ხუთ ლარიანი მეტაჩილე გოგია ურჩევნია რადგან იაფია და საერთოდ ვერ განასხვავებს ტაჩილაზეა ალესილია დანა თუ არკანზასებზე და ნანივებზე smile.gif ამ სეგმენტის მომხმარებლისთვის ეს საერთოდ არაა კრიტიკული მომენტი. აქ მარტო დაბლაგვებაში არაა საქმე, ჭრის ხარისხზე მოქმედებს ზუსტად, არსებობს ასეთი მომენტები დანის პირის ფოლადის მიკრომექანიკაში - პირველადი აგრესიული ჭრის ხანრგძლივობა მუშაობისას და სამუშაო სიბასრეზე გადასვლა პირველადიდან... გალესვით ყველაფრით გაილესება ბალგარკით ტაჩილით ქლიბით და ცელის სალესი ქვითაც, გამოგვილია და გამოგვიცდია ეგ smile.gif

Posted by: giorgi6262 25 Oct 2020, 23:47
giorgi-giorgi1121
გამარჯობა შენი smile.gif ადამიანი რომელიც ვერ ანსხვავებს ბალგარკაზე და ნანივაზე ალესილ დანას, მის მოთხოვნას ნამდვილად დააკმაყოფილებს work sharp. ხოდა მაგ შემთხვევაში იდეალური სალესია რადგან მთავარი დანიშნულება მაგ ხელსაწყოსი არის ის რომ ადამიანმა მიიღოს ის რაც უნდა. შორს რატო წავიდე, დარწმუნებული ვარ სახლში მეთვითონ მაგით გავულესავ დანებს ჩემებს. რადგან დარწმუნებული ვარ მათთვის სხვაობა იქნება 0 პროცენტი. ასეც ერთ დღეში დააბლაგვებენ პირს და ისეც, თეფშზე რო დაჭრიან პომიდორს smile.gif ასე რომ ჩემი ხედვა ისაა რომ მომხმარებელი პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა. თუ work sharp აკმაყოფილებს მის ყველა მოთხოვნას, მაშინ ის არის იდეალური სალესი მისთვის და მაღალი ტექბოლოგიით გალესილი დანა კიდევ დისკომფორტი, ზედმეტი ხარჯი და დროის ფლანგვა.

QUOTE
აგრესიული ჭრის ხანრგძლივობა მუშაობისას და სამუშაო სიბასრეზე გადასვლა პირველადიდან...

გიორგი შენ ეს მითხარი თუ იცი (პრობლემა ხო არაა შენობით რო მოგმართავ, ესე გამოვხატავ მეგობრულ განწყობას smile.gif ) მუშა სიბასრეზე როცა დავა დანა გალესვის შემდეგ. მანამდე რამდენი ხანი ინარჩუნებს აგრესიულ სიბასრეს არ აქვს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა, უბრალოდ რეკლამაა ალბათ თმას რომ ჰაერში ჭრის და ა.შ.
თერმო ზემოქმედება ზემოთ რომ ახსენე, რომელიც წარმოქმნის დაძაბულობებსა და სისალეს ამცირებსო. საშუალოდ თუ შეიძლება ითქვას რამდენი პროცენტით აუარესებს მეტალის და მუშა თვისებების ხარისხს. რომ წარმოვიდგინოთ ზუსტად ერთი და იგივე მეტალი, მიკრონების დონეზე ერთი და იგივე გეომეტრიით გალესილი. უბრალოდ ერთი იყოს გადახურებული გალესვისგან, მეორე არა. რამდენი პროცენტით იქნება გადახურებულის მუშა თვისებები გაუარესებული შენი აზრით? ვიცი რო განსხვავებულ მეტალებში განსხვავებული იქნება ეგ მაჩვენებელიც. უბრალოდ შენი ვარაუდით საშუალოდ რამდენი პროცენტით აუარესებს სამუშაო სიბასრის თვისებებს. ჩემთვის მჭირდება, მომხმარებელს რო ავუხსნა ხოლმე გასაგებად თუ რა სხვაობებია ნალესებს შორის.

Posted by: giorgi-giorgi1121 26 Oct 2020, 00:04
QUOTE
პრობლემა ხო არაა შენობით რო მოგმართავ, ესე გამოვხატავ მეგობრულ განწყობას 

თავად არ ვარ ოფიციოზის მომხრე )))
საკმაოდ ინდივიდუალურია და საკმაოდ ბევრი ნიუანსებია, შეფასების კრიტერიუმიც ძალიან ბლარია ასეთ დროს, ეს ძირითადად შეიძლება შეფასდეს გარკვეული ტესტირების ან ექსპერიმენტის ფარგლებში (კანათის ჭრის მიხედვით ტესტირება ან ავტომატურ CATRA აპარტზე) რასაც მომხმარებელს ძალიან დიდი ალბათობით ვერ აუხსნი და ვერ გააგებიებ, მეც რომ დავიწყო ახსნა სავარაუდოდ ვერ გამიგებ, ეს უკვე ლითონმოცდნეობაში და მეტალურგიაში გადადის გარკვეულ წილად. პროცენტულ მაჩვენებელზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ მუშაობაში გამოცდილი იუზერი როგორც ყოველთვის ხვდება ხოლმე რომ რაღაც ნიტოთ ჭრის დანა, როგორც წინაზე გითხარი რაც არ უნდა მაგრად იყოს მომზადებული დაგამოყვანილი ფოლადი ეს შესაბამისი ალესვის შემთხვევაში მჟღავნდება.
* * *
QUOTE
რამდენი პროცენტით იქნება გადახურებულის მუშა თვისებები გაუარესებული შენი აზრით?

ნუ რა გითხრა, პროცენტებში საკმაოდ რთული შესაფასებელია, შეიძლება იყოს ორჯელ მეტად გაუარესებული ან ათჯერ, გააჩნია გადახურების ხარისხს, გააჩნია დანის პირის გეომეტრიას, გააჩნია ფოლადს, გააჩნია რაზე იხმარება დანა. აქ ყოველ პუნქტს შეიძლება ერთი ათამდე ინტერპრეტაცია მიცე... მე გამოვდინარეობ საბაზო ლითონმცოდნეობის და კვლევების მონაცემებიდან ამ საკითხზე , დანარჩენი კი კონკრეტული შემთხვევებზეა დამოკიდებული

Posted by: giorgi6262 26 Oct 2020, 00:11
giorgi-giorgi1121
კი ეგ ყველაფერი გავიგე. უბრალოდ რახან მაგხელა სხვაობას აძლევს მეტალის თვისებებს სხვადასხვა მეთოდის ალესვა, რის გამოც წეღან სალესიც დავიწუნეთ, ვიფიქრე მაშინ შეიძლება ადამიანს ავუხსნა რომ ვთთქვათ სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, 50% ით კარგავს დანის სიბასრის პოტენციალს. ან თუნდაც 20%. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი, უბრალოდ რო მიხვდეს რო გრადუსთან ერთად, სიბასრესთან ერთად, ასევე მეტალის თვისებებსაც ამდენით კარგავს..... თუ ათი პროცენტია დანაკარგი მეტალის თვისებებში მაშინ ბევრისთვის დარწმუნებული ვარ ეგ სალაპარაკოდაც არ ღირს. მაინტერესებდა თუ შეიძლებკდა უხეშად მიახლოებული ციფრის თქმა. თორემ დეტალები მე არ მაინტერესებს, მე არც მაქვს ამბიცია დანის შექმნაზე და ალბათ არც მჭირდება მეტალის ეგრე დეტალურად ცოდნა

Posted by: giorgi-giorgi1121 26 Oct 2020, 00:18
ადამიანი ციფრებს ყოველთვის თავისებურად ხარშავს ამიტომ ისარგებლე ზოგადი შეფასების კრიტერიუმით - ორჯელ მეტი ან ნაკლები, სამჯერ, ოთხჯერ და ა.შ. ))) ან უბრალოდ უთხარი რომ ეს უკეთესია ეს უარესია... მეტი არცაა საჭირო საშუალოსტატისტიკური სეგმენტისთვის, გამოცდილმა კი თვითონვე იცის ეგ წვრილმანები

Posted by: giorgi6262 26 Oct 2020, 00:24
giorgi-giorgi1121
QUOTE
ადამიანი ციფრებს ყოველთვის აძლევს საკუთარ ინტერპრეტაციას ამიტომ ისარგებლე ზოგადი შეფასების კრიტერიუმით - ორჯელ მეტი ან ნაკლები, სამჯერ, ოთხჯერ და ა.შ. ))) ან უბრალოდ უთხარი რომ ეს უკეთესია ეს უარესია... მეტი არცაა საჭირო საშუალოსტატისტიკური სეგმენტისთვის, გამოცდილმა კი თვითონვე იცის ეგ წვრილმანები

გასაგებია..... მაშინ როგორც ვთქვი მე უფრო პრაქტიკოსი ვარ. ჩემ დანებზე ჩავატარებ ექსპერიმენტებს და ვნახავ რეალურად რა მეთოდი რა შედეგს დებს..... ერთ ორ კვირაში ველოდები ყველა ინსტრუმენტს და შემდეგ უფრო გავაქტიურდები ამ თემაში smile.gif

Posted by: GoldenSky 26 Oct 2020, 11:52

giorgi6262
QUOTE
რომ ჩამომივა თუ სურვილი გექნებათ გაგილესავთ მაგით დანას (უფასოდ რა თქმა უნდა smile.gif ) და დააკვირდით როგორ იმუშავებს და რა გამოვა. თუ მოგეწონებათ კი გამოიწერთ მერე


მე ქუთაისში ვარ ფიზიკურად. მადლობა შემოთავაზებისთვის smile.gif ისედაც რომ ალესავ რამეს დაწერე აუცილებლად როგორი კმაყოფილი იქნები .

იდეაში მე მინდა რომ ჩემი დანები თუნდაც სახლის სამზარეულოსი და ჯიბის დანები იყოს კარგი გალესილი ყოველთვის და ვეძებ რამეს რომ გამოვწერო რა.
შენც რომ დაწერ როგორ მოგეწონება ეს მაგის მერე მივიღებ გადაწყვეტყილებას ასეთი ძვირიანი გამოვწერო თუ თავიდან ლანსკის რამე იაფიანი . ისე ლანსკის იაფიანისკენ ვიხრები თავიდან მაინც ასე აჯობებს ასე მგონია )) )


giorgi-giorgi1121

ფბ ზეც მხვდება ხოლმე შენი პოსტები ( ისე გავს წერა ერთმანეთს დარწმუნებული ვარ შენ ხარ ის იუზერი ) ვიცი ასეთი დამწყები სალესებისადმი რა ნეგატიურად ხარ განწყობილი ))) უბრალოდ შენ რასაც წერ მაგ დონის ლესვამდე რომ მივიდეს ადამიანი მგონია რომ ეს გზა აუცილებლად უნდა გაიაროს. შემდეგ როცა მიხვდებ არომ ეს აღარ ყოფნის უნდა ავიდეს ნელ ნელა ლესვის მეცნიერულ მიდგომებზე smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 26 Oct 2020, 21:38
GoldenSky
მე თავის დროზე ბალგარკის დასაკრავ შკურკაზე და ტაჩილაზე ვლესავდი რადგან წარმოდგენა არ მქონდა გალესვაზე და არც არავინ მყავდა გვერდით მრჩეველი, ეტაპობრივად როდესაც ვითარდები კი კარგია ზოგადი წარმოდგენისთვის და გათვიცნობიერებისთვის, მაგრამ როდესაც უკვე ხარისხიანი ინფორმაციაც არის საკმაოდ თავისუფალ წვდომაში და აღჭურვილობაც არაა ულტრაიშვიათი მგონია რომ სამოყვარულო და კუსტარული მეთოდების გამოტოვებით ადამიანი პირიქით დროს მოიგებს...

Posted by: giorgi6262 27 Oct 2020, 07:54
GoldenSky
QUOTE
ისედაც რომ ალესავ რამეს დაწერე აუცილებლად როგორი კმაყოფილი იქნები .

აუცილებლად

giorgi-giorgi1121
გიორგი სილიკონის კარბიდი ხომ არ იცი რომ იყიდებოდეს ფხვნილის სახით (карбид кремния). უკრაინიდან ვერ გამომიგზავნეს გადამზიდმა უარი თქვა.

Posted by: giorgi-giorgi1121 27 Oct 2020, 14:06
giorgi6262
მგონი იბეიზე მაქ ნანახი როგორც მახსოვს

Posted by: giorgi6262 31 Oct 2020, 23:12
GoldenSky
QUOTE
იდეაში მე მინდა რომ ჩემი დანები თუნდაც სახლის სამზარეულოსი და ჯიბის დანები იყოს კარგი გალესილი ყოველთვის და ვეძებ რამეს რომ გამოვწერო რა

ჩამოვიდა მოკლედ work sharp. რა ვთქვა.... დანას გალესავ..... იმუშავებს ჩვეულებრივად. დაბლაგვდება და კიდევ გალესავ ერთ წუთში smile.gif სამზარეულოს სალესია რა. 10 20 ლარიანი დანები არ დამენანება მაგაზე გასალესად. ჯიბის ნორმალურ დანას გააფუჭებს და მერე ჭკუაზე მოყვანა ორმაგი დაჯდება. გრადუსის სარეგულიროც სიაფანდობაა. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია.... იმაშიც დარწმუნებული ვარ ბევრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს 100 ლროცენტით.

ასევე ჩამომივიდა Kazak Pro სალესი სისტემა. თავის ელბორების პირველი პარტიით. პირველი გალესვა ვიწვალე, მიჩვევა უნდა ძალიან.... 38 გრადუსზე გავლესე Ontario Rat 1. Aus 8 მეტალი. ვნახოთ როგორ იმუშავებს....
user posted image
user posted image
სურათების ხარისხს გავაუმჯობესებ. მიკროსკოპიც ჩამომდის ამ დღეებში. ეხლა გამადიდებლით გადავიღე

Posted by: giorgi-giorgi1121 31 Oct 2020, 23:23
აი იქ მეორე სურათზე ზემოთა ნაწილში "ზაუსენეცი, burr " გაქ დატოვებული, ქართულად რა ქვია არ ვიცი, შეეცადე რომ ეგ არ დაგრჩეს და აკონტროლე რომ თანაბრად გამოვიდეს ეგ პირზე და მერე უნდა მოძვრეს გალესვაშივე, ბოლოსკენ და კიდე ბევრი პარაზიტული ნაკაწრები გაქ და მაგაზედაც იმუშავე რომ წმინდად გამოიყვანო ხოლმე პირი

Posted by: giorgi6262 31 Oct 2020, 23:49
giorgi-giorgi1121
კი არის ხარვეზები. ოთახის შუქზე გავლესე და ძაან დამეძაბა თვალები ვეღარ ვიხედებოდი smile.gif ფინიშისთვის ბუნებრივი ქვებიც მინდა და ვნახოთ, მოვაგროვებ ნელნელა. ასევე ბევრი დანა და ექსპერიმენტები. მაგის გარდა ხვალ ჩამოდის წესით ტორმეკი და ვნახოთ ეგეც.
giorgi-giorgi1121
მანდობ დანას თუ არა? smile.gif

პ.ს. თვითონ ელბორებიც შეიძლება ჭკუაზეა მოსაყვანი. პირველი გალესვა იყო. კარბიდის ფხვნილი ვერ ვნახე რო მაგაზეც ჩავატარო ექსპერიმენტები.

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Nov 2020, 00:41
QUOTE
ფინიშისთვის ბუნებრივი ქვებიც მინდა

აჰ არ გირჩევ, და საერთოდ ბუნებრივ ქვებს მოერიდე თუ ძაან განსაკუთრებულად არ გინდა და არ გაქ გაცნობიერებული ეს საკითხი... ფინიშისთვის მიკრონულ და სუბმიკრონულ ალმასის და ელბორის პასტაზე უკეთესს ვერაფერს გირჩევ, დაიტან ან ტყავზე ან ხის ფირფიტაზე და ჩვეულებრივად კაზაკით მიცემ კუთხეს და გადაატარებ პირზე

ბარემ იმათვე დაუზაკაზე ეგ პასტა 0.5 და 0.25 მიკრონიანო რომ აიღო თავიდან

Posted by: giorgi6262 1 Nov 2020, 01:23
giorgi-giorgi1121
მე რასაც ვუყურებ მაღალი დონის მლესავებში უკვე ინდივიდუალური ხედვაა, ესე ვთქვათ გემოვნება. ზოგს რა მოწონს და ზოგს რა..... საბოლოო ჯამში ალბათ სრაფერი იცვლება, ხარისხი ყველას უმაღლესი აქვთ. ჩემი ხედვაც ეგეთია ამ ეტაპზე რომ თუ არ აფუჭებ, ყველაფრის ცდა შეიძლება. ის ვისგანაც ვიყიდე ეს ყველაფერი, თვითონაც პროფესიონალი მლესავია და გადამაფიქრებინა პასტები. ფინიშს სხვა დასხვა ბუნებრივ ქვებზე უკეთებს, თან რამდენიმე გრადუსით მეტ მიკრო დაყვანაზე. ხან უბრალოდ ტყავზე. ზოგი სპეციალურად ითხოვს რო მიკრო დაყვანა(პადვოდი) არ გაუკეთდეს. ხან არის რომ აგრესიულ ჭრას თავიდანვე აბლაგვებს სპეციალურად რომ სამუშაო ჭრა უფრო კარგი და ხანგრძლივი ქონდეს. სხვა მლესავები სხვანაირად ხედავენ..... პასტებსაც შევიძენ აუცილებლად, ხის ფირფიტებსაც.... ამ ეტაოზე პირველი რამდენიმე ფინიშის ქვა მინდა შევმატო და დავაკვირდე მუშაობაში და მიკროსკოპში. ვნახოთ ჯერ ეხლა ვიწყებ smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 1 Nov 2020, 01:52
ინდივიდუალური ხედვის გარდა არის ობიექტური პრინციპები მაგალითად მარტივი ფიზიკის მექანიკის კანონების იქეთ ვერ წახვალ )) user posted image
აგერ პირველი ალმასით გალესილია და ალმასის პასტაზეა დაყვანილი მეორე სუფთად შეპტონითაა გალესისი , განსხვავებას თავადაც დაინახავ. ეს ეკსკლუზირიური კვლევაა ძალიან იშვიათად თუ ჩართავენ ასეთ საკითხებში სკანირებად ელექტრონულ მიკროსკოპს და მსგავსი კალიბრის აღჭურვილობებს. მაგალითად მარტივ ფოლადებზე ძალიან ჩვეულებრივად იმუშავებს ეს ნატურალური ქვები და შეიძლება უკეთესიც იყოს მაგრამ აქ როგორცაა მაქსამეტი და ეგეთი დონის "სუპერფოლადები" უკვე ანალოგიურ თემასთან გექნება საქმე შენც, ნატურალური ქვები გამოამუშავებს შედარებით რბილ მატრიცას , კარბიდებს ვერ მოერევა და დატოვებს ღია კარბიდებს, დანაც სხვანაირად იმუშავებს, მაგრამ საქართველოში ეგეთი ფოლადები ძალიან იშვიათობააა... ზოგადად დანა რაც უფრო წმინდადაა გალესილი მით მეტი რესურსი აქვს თავდაპირველ ალესვაშიც და სამუშაო ალესვაში გადასვლის დროსაც თუ ფოლადის მომზადებას არ გავითვალისწინებთ

Posted by: GoldenSky 2 Nov 2020, 14:24
ბიუჯეტური დასაკეცი დანების ტოპ ბრენდები ჩამოყარეთ )))))

Posted by: datunia93 2 Nov 2020, 15:35
QUOTE
ბიუჯეტური დასაკეცი დანების ტოპ ბრენდები ჩამოყარეთ

დაველოდები ყურადღებით რეები დაიწერებ. მე crkt-ს ვუწევ რეკომენდაციას ფასი/ხარისხში

Posted by: GoldenSky 2 Nov 2020, 16:17
datunia93

RUIKE და Steel will knives ეწერა წინა გვერდებზე რომელიღაც იუზერს და მშვენიერი დანები აქვთ

შავ პარასკევს ვუცდი RUIKE P852 ჩამივარდა ძალიან გულში იქნებ გაიჩითოს ფასდაკლება )))))

Posted by: spec 2 Nov 2020, 18:12
Р6М5- როგორ გავლესო კარგად
ქაღალდს ჭრის , მაგრამ აშკარად მეტი შეუძლია
* * *
ამ ფოლადზე რას იტყვით ?
https://www.youtube.com/watch?v=gv3tVB0LAqU

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Nov 2020, 20:22
spec
ნახშირბადოვანი დაბალ ლეგირებული ფოლადია ნუ ნორმალური ნახშირბადვანი ფოლადია მაგრამ უჟანგავი და მაღალ ლეგირებული თანამედროვე ფოლადების ტოლი არაა. რ6მ5 გალესვით კიდე ჩვეულებრივად ილესება როგორც ნებისმიერი სხვა ფოლადი, მთავარია რითი ლესავ და რამდენად სწორად ლესავ

Posted by: spec 2 Nov 2020, 20:36
giorgi-giorgi1121
ძვირი არაა მგონი , კაი დანას გამოიყვანდა კაცი

რო არ ტყდება და ადვილად არ ბლაგვდება საკმარისზე მეტია ჩემთვის

QUOTE
რ6მ5 გალესვით კიდე ჩვეულებრივად ილესება როგორც ნებისმიერი სხვა ფოლადი, მთავარია რითი ლესავ და რამდენად სწორად ლესავ

გავლესავ ამ დღეებში აბა.. ძმაკაცს ქონია სალესი

Posted by: georgia2009 2 Nov 2020, 20:39
giorgi-giorgi1121
QUOTE
ნახშირბადოვანი დაბალ ლეგირებული ფოლადია ნუ ნორმალური ნახშირბადვანი ფოლადია მაგრამ უჟანგავი და მაღალ ლეგირებული თანამედროვე ფოლადების ტოლი არაა. რ6მ5 გალესვით კიდე ჩვეულებრივად ილესება როგორც ნებისმიერი სხვა ფოლადი, მთავარია რითი ლესავ და რამდენად სწორად ლესავ


Р6М5 ფოლადი, ეგ იგივე ე.წ. სამაკალი არ არის?

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Nov 2020, 20:51
QUOTE
რო არ ტყდება და ადვილად არ ბლაგვდება

ძაან ფარდობითი და პირობითია, ეგ რომელ ფოლადს ადარებ გააჩნია.. მაგალითად მ-390 ან ს90ვ ფოლადი რამდენიმე ათეულჯერ მეტხანს შეინარჩუნებს სიბასრეს და ჭრას მაგასთან შედარებით, რომელიმე ფოლადთან შედარებით კი ეს ქრომვანადიუმი აჩვენებს რამდენიმე ათეულჯერ მეტ შედეგს... georgia2009 ხო ეგრე უძახიან

Posted by: spec 3 Nov 2020, 14:48
giorgi-giorgi1121
ეგ ფოლადები ძვირია თორე კი ბატონო

user posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 3 Nov 2020, 14:57
spec
ძვირია კი ბატონო მაგრამ ეგეთი დონის დანები იაფი არ ღირს

Posted by: georgia2009 3 Nov 2020, 22:00
გამარჯობათ მეგობრებო, ერთი ძველი დანა ვიპოვე. ძველი ნაჭედია, ეტყობა, ქარხნულს არ ჰგავს. რბილი ფოლადი ჩანს და მინდა გამოვაწრთო. სახლში ამის პირობები არ მაქვს, ხომ არ გეგულებათ ვინმე რომ გამოაწრთოს და მოშვება გაუკეთოს თავისი წესებით. რა თქმა უნდა გადავიხდი შესაბამისად. დანარჩენს მე მივხედავ.

Posted by: giorgi-giorgi1121 3 Nov 2020, 22:44
georgia2009
უკვე გამოყვანილი და დასრულებული დანის პირის წრთობა არაა მიზანშეწონილი, პლიუს რაც მთავარია ფოლადის მარკის ან ქიმიური შემადგენლობის ცოდნის გარეშე როგორც წესი და რიგია ისე ვერავინ ვერ აწრთობს და უბრალოდ ქურაში ფერზე გაცხელებით და ზეთში გაცივებით როგორც ამას უმეტესობა აქაური მჭედელი შვება საერთოდ ნული გარანტია გექნება რომ უკეთესი გამოვა, ძველი ფოლადი როგორც წესი თანამედროვე ფოლადზე ბევრად რბილი იყო და ყველანაირი ტექნოლოგიური ნორმის დაცვითაც რომ გაკეთდეს შეიძლება იმაზე უფრო მტკიცე არც გამოვიდეს ვიდრე ახლაა

Posted by: georgia2009 3 Nov 2020, 23:04
giorgi-giorgi1121
QUOTE
ქურაში ფერზე გაცხელებით და ზეთში გაცივებით

ზუსტად ეგ მინდა რომ გაუკეთდეს და შემდეგ მოშვებაც გაუკეთოს, რაც გამოვა-გამოვიდეს. ვფიქრობ, ახლა რაცაა, იმას მაინც აჯობებს. მითხრეს ადრე ელიავაზე აკეთებდნენო, მაგრამ ახლა გავიკითხე და არ აკეთებენ. ისე ე.წ. ფუსფუსა რომაა, იმით რომ გავაცხელო და ზეთში გავაცივო, გაუტოლდება თუ არა ქურაში გაცხელებულს?

Posted by: giorgi-giorgi1121 3 Nov 2020, 23:23
ქურაში ფერზე წრთობაა ეგაა ყველაზე დაბალი დონე დღეს, მაგას აკეთებდნენ როცა თერმორეგულირებადი ღუმელები და ელექტროენერგია არ იყო, დღეს მასეთი დამუშავებით ფოლადიდან მისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ამოქაჩავ. ფოლადის თერმული დამუშავება მარტო გაცხელება გაცივებაა კიარაა, ესაა პირველადი თერმული დამუშავების (ნორმალიზება, გამოწვა ან თერმოციკლირება), წრთობის და მოშვების უამრავი კომბინაცია ყოველი კონკრეტული ფოლადიდან და სასურველი შედეგიდან გამომდინარე და რაც მთავარია ზუსტი დროის და ტემპერატურის კონტროლი ყოველ ეტაპზე , საერთო ჯამში ესაა რამდენიმე ათეული საათის დაძაბული მუშაობა როგორც წესი...
* * *
QUOTE
ისე ე.წ. ფუსფუსა რომაა, იმით რომ გავაცხელო და ზეთში გავაცივო, გაუტოლდება თუ არა ქურაში გაცხელებულს?

არააქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რითი გააცხელებ, მთავარია გააცხელო რაღაცდონემდე და მერე გააცივო ზეთში

Posted by: georgia2009 3 Nov 2020, 23:36
giorgi-giorgi1121
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: spec 12 Nov 2020, 09:32
REX-121 smile.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Nov 2020, 15:06
შემიწუხდა გული რას უშვება დანას biggrin.gif თან მითუმეტეს CPM-Rex121 ს , ექნება ახლა ამ პრიკაზჩიკოვს ნაწრთობი ეს რექსი 65-67 ჰრცზე, როდესაც მისი სამუშაო სისალე 68-70 ჰრც-ეა და ამ ერთეულზე აქვს არსებულ ფოლადებთან შედარებით ყველაზე საკაიფო ჭრა რის გამოც ეს ფოლადი ითვლება ყველაზე აგრესიულ ფოლადად. ძვლების სამტვრევი ფოლადების მეტი რაა, vanadis-4, cpm-3v, cts-pd1, a-2

Posted by: giorgi6262 12 Nov 2020, 15:13
მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გავხსენი ჩემი სახელოსნო (სამლესველო). აქ გაგიზიარებთ ხოლმე ჩემს გამოცდილებას და თქვენი მხრიდანაც მაქვს რჩევების და ჯანსაღი კრიტიკის იმედი smile.gif

პ.ს. აქ რამდენიმე ფორუმელს დავპირდი თავიდან რო უფასოდ გავულესავდი. თუ გამოჩნდებიან აქ ვარ

პირველი ჩემი კაბარი გავლესე. ქარხნული ნალესი იყო, არასდროს მიხმარია. საშუალო მოუწია 20 გრადუსი ცალ მხარეს, ზოგან მეტი იყო ზოგან ნაკლები და გავაშუალედე. საათნახევარი დამჭირდა ჭკუაზე მოსაყვანად smile.gif
user posted image

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Nov 2020, 15:19
giorgi6262
კარგია up.gif up.gif up.gif ფბ-ზეც შექმენი აქტიური გვერდი

Posted by: giorgi6262 12 Nov 2020, 15:24
giorgi-giorgi1121
მაქვს გვერდი. 2016 ში შევქმენი და მაშინ ვერ "გავქაჩე" საკუთარი თავისთვის დამეთმო ამდენი დრო. სხვა საქმეზე გადავერთე smile.gif დღეს პანდემიის წყალობით ცოტა მეტი დრო გამომიჩნდა smile.gif ლესე ქვია ქართულად გვერდს. ჯერ არ ვარეკლამებ დიდად. საკუთარმა დანებმა დამანახა რო საშინელი ხარვეზებით მოდის ქარხნული დანები, თუნდაც ბრენდული. ხოდა ტორმეკს ველოდები იქნებ ეგ გამოვიყენო ბევრი მეტალის ასაღებად ხოლმე თავიდან, გრადუსზე მოსაყვანად და შემდეგ ელბორებით დავასრულო. საბაჟოზეა გაჩერებული 10 დღეა უკვე და ვერ დაადგეს თავი რო შეაფასონ

Posted by: N_e_o_N 12 Nov 2020, 16:20
giorgi6262
QUOTE
მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გავხსენი ჩემი სახელოსნო (სამლესველო). აქ გაგიზიარებთ ხოლმე ჩემს გამოცდილებას და თქვენი მხრიდანაც მაქვს რჩევების და ჯანსაღი კრიტიკის იმედი

პ.ს. აქ რამდენიმე ფორუმელს დავპირდი თავიდან რო უფასოდ გავულესავდი. თუ გამოჩნდებიან აქ ვარ

ახლა წავაწყდი ფბ-ზე ფეიჯს და იმისთვის შემოვედი რომ მეკითხა შენ ხომ არ ხარ თქო და კი დაგიდია უკვე სურათი smile.gif
წარმატებები საქმიანობაში smile.gif
როდის შეიძლება ვიზიტი ? biggrin.gif

Posted by: spec 12 Nov 2020, 16:30
QUOTE (giorgi-giorgi1121 @ 12 Nov 2020, 15:06 )
შემიწუხდა გული რას უშვება დანას biggrin.gif თან მითუმეტეს CPM-Rex121 ს , ექნება ახლა ამ პრიკაზჩიკოვს ნაწრთობი ეს რექსი 65-67 ჰრცზე, როდესაც მისი სამუშაო სისალე 68-70 ჰრც-ეა და ამ ერთეულზე აქვს არსებულ ფოლადებთან შედარებით ყველაზე საკაიფო ჭრა რის გამოც ეს ფოლადი ითვლება ყველაზე აგრესიულ ფოლადად. ძვლების სამტვრევი ფოლადების მეტი რაა, vanadis-4, cpm-3v, cts-pd1, a-2

რატო, იქნებ ეგეთი ამტანიცაა რექსა fig.gif

Posted by: giorgi6262 12 Nov 2020, 18:20
N_e_o_N
ყოველდღე ათიდან ექვსამდე smile.gif შაბათს ათიდან ოთხამდე. წინასწარ მაინც დამირეკე ან მომწერე smile.gif
QUOTE
წარმატებები საქმიანობაში

მადლობა დიდი. ვნახოთ რა გამოვა. ჯერჯერობით მარტო ორლარიანი დანები მომდის biggrin.gif

Posted by: giorgi-giorgi1121 12 Nov 2020, 18:49
QUOTE

რატო, იქნებ ეგეთი ამტანიცაა რექსა

ნწ, არაა ამტანი smile.gif

Posted by: datunia93 12 Nov 2020, 21:57
QUOTE (giorgi6262 @ 12 Nov 2020, 15:13 )
მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გავხსენი ჩემი სახელოსნო (სამლესველო). აქ გაგიზიარებთ ხოლმე ჩემს გამოცდილებას და თქვენი მხრიდანაც მაქვს რჩევების და ჯანსაღი კრიტიკის იმედი smile.gif

პ.ს. აქ რამდენიმე ფორუმელს დავპირდი თავიდან რო უფასოდ გავულესავდი. თუ გამოჩნდებიან აქ ვარ

პირველი ჩემი კაბარი გავლესე. ქარხნული ნალესი იყო, არასდროს მიხმარია. საშუალო მოუწია 20 გრადუსი ცალ მხარეს, ზოგან მეტი იყო ზოგან ნაკლები და გავაშუალედე. საათნახევარი დამჭირდა ჭკუაზე მოსაყვანად smile.gif
user posted image

ყოჩაღ. კაია რო მე არ დამპირდი არაფრის გალესვას biggrin.gif

Posted by: levani169 12 Nov 2020, 22:23
giorgi6262

QUOTE
ვნახოთ რა გამოვა. ჯერჯერობით მარტო ორლარიანი დანები მომდის

20 ლარიანი ოპინელი და ვიხტორა ჩემზე იყოს.

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Nov 2020, 00:07
giorgi6262
ა ჰო ეგეთი სახელით ერთ ჯგუფში დაფიქსირდი და მივხვდი , მოკლედ ჯერ საკუთარ დანებზე ივარჯიშე ან ოპინელებზე და ვიქტორინოქსებზე რომ მოგიტანენ ხოლმე და მერე გადადი სერიოზულ ბრენდული დანების ლესვაზე, როდესაც ჩათვლი რომ ეს თემა მაგრად დაამუღამე მერე ფბ-ზე შენი ფეიჯი და მომსახურება გააპიარე და მეც დაგეხმარები ამ თემაში smile.gif პ.ს. ფასი არ გახადო მასოვკაზე გათვლილი რაც მთავარია, პრემიუმ ნიშა დაიკავე, ვისაც მგსავსი ალესვა ჭირდება ის ფულსაც გადაიხდის კიდევაც ასეთი დონის მომსახურებაში, ვისაც არა და წავიდეს ხუთ ლარათ აალესიოს მეტაჩილე გოგიას, საზღვარგარეთ 30-40 დალორი ღირს მსგავსი პროფესიული სერვისი , შენ საქართველოს შეუსაბამე ეს თანხა
* * *
QUOTE
ბევრი მეტალის ასაღებად ხოლმე

მაგ საქმეში უფრო გრინდერი გამოგადგება , ან პირი როცა იქნება ამომტვრეული მად გრაინდერის მეტი ვერაფერი დაგეხმარება

Posted by: giorgi6262 13 Nov 2020, 05:37
giorgi-giorgi1121
QUOTE
მოკლედ ჯერ საკუთარ დანებზე ივარჯიშე ან ოპინელებზე და ვიქტორინოქსებზე

კი ვვარჯიშობ და საკმაო გამოცდილებაც მივიღე უკვე. კაბარმა ეგრე მაწვალა. პადვოდ რო ქვია ერთგან ორი მილიმეტრი აქვს,,ერთგან კიდევ ერთი მილიმეტრი. რაც ნალესის კუთხის ვიზუალურ მხარეზე ძალიან მოქმედებს. მორას ლესვა დავიწყე და მანდაც, ქარხნული ნალესი დასაწყისში 20 გრადუსია და წვერში 24 გრადუსი. buck 110, ვიდეო მიდევს გვერდზე გალესილის, საერთოდ საზიზღარ მდგომარეობაში იყო. დატალღული და ეგ ხინჯიც შევუნარჩუნე, მომხმარებლებს საკუთარ დანებზე ვაჩვენებ და ავუხსნი ხოლმე ყველაფერს. ვიქტორინოქსი მიდის ჯლიგინით, შეჭამა ელბორმა ერთ გასმაში. ის პარაზიტული ნაკაწრები წინაზე რო მითხარი გულში მაქვს smile.gif შეიძლება ქვებს ჭირდება დავოდკა, დიდხანს ვამუშავე ყველა ქვა მაგრამ ბოლოს მაინც რჩება ალაგ ალაგ ცოტა ღრმა ნაკაწრები. და ფინიშისთვის კიდევ არ მომწონს 7/5 ზომის ელბორით დამთავრება. სარკეს ვერ ვღებულობ. ხის ბლანკები და პასტები მჭირდება, პლიუს უკრაინელია ერთი იშვიათ ქვებს ჭრის და ამ მექანიზმისთვის აკრავს ალუმინის ბლანკებზე. იმისგანაც ვფიქრობ რამდენიმეს შეძენას საცდელად. ზეთებით წმენდა კაი ბინძური საქმე ყოფილა. სვრის დანას, 20 ლარიანი სკოჩი არ გამომადგა აძვრა ლესვის პროცესში და პირზე გადავიდა ეს შლამი. ნანივები და შაპტონებიც საჭიროა, ცოტა სუსტ მეტალებზე რომლებზეც გაქაჩავენ მაგით იმუშავებდა კაცი. წვრილი ელბორების კომპლექტი 330 დოლარი გადავიხადე recurve ტიპის დანებისთვის, გერმანიის ფოსტაშია გაჭედილი მერვე დღეა. იმედია არ დაიკარგება. პლიუს ფინიშებზე შეიძლება ექსპერიმენტები სხვადასხვა პასტებზე, ქვებზე და მიკროპასვოდებზე.
გრინდერი არ მინდა ლესვისთვის, ჩემთვის ერთი მილიმეტრიც ბევრი მეტალია როცა ხელით მიწევს გასწორება და ტორმეკის იმედი მაქვს იქნებ მაგან შეძლოს გრადუსზე მოყვანა პირის და მერე ხელით გავაგრძელებდი. მაქვს პატარა გრინდერი, გვერდზე ბრტყელი ზედაპირისთვის აქვს ზუმფარა, ხორცის დანა დავადე რო გამესწორებინა, მერე ქვებზე გადავამოწმე და სულ გამიფუჭა ხელით ვეღარ გავასწორე. არადა შეხედავდი სარკის ვიდზე იყო. გრინდერი ბევრ მეტალს იღებს ძაან და ჩემთვის უკონტროლოა. მოკლედ რაც უფრო ეძიები მით უფრო ატყობ რო არაფერი არ იცი და შარში ხარ biggrin.gif
ფასი რავი
ერთი ლესვის ფასი 2 ლარიდან იწყება

მეორე ლესვის ფასი 5 ლარიდაბ

მესამესი(tormek) 10 ლარიდან

მეოთხესი კიდევ 20 ლარიდან ვფიქრობდი მაგრამ შეიძლება გავზარდო. იმდენი დრო მიაქვს სხვა დანარჩენი ლესვები უფრო მომგებიანი გამომდის, არადა საკოლექციოებზე მინდა ვიყო ორიენტირებული.

პს. დაბლაგვებული სამართებელი ხო არ გიგდიათ ვინმეს? smile.gif ერთმა მომწერა 500 ლარიანი სამართებლის ყიდვა მინდა და ვიყო შენ იმედზე თუ არაო და უარი ვუთხარი. იქნებ გეგდოთ ვინმეს რო ვცადო გალესვა. მაიმარკეტზე არ დევს არაფერი ბიუჯეტური რო მეყიდა.

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Nov 2020, 09:37
დამიჯერე გაზრდი ფასს ისეთ მდგომარეობაში მოგიტანენ ხოლმე დანებს biggrin.gif აი მაგ პადვოდებზე თუ აქაური ხელნაკეთი დანები მოგიტანეს მერე უნდა ნახო წვალება შეიძლება თანაბარი პირი ვერც დაიჭირო biggrin.gif მე რომ ვიცი რომ მივიტან ისეთ დანას რომელსაც სხვა ვერავინ ვერ გალესავს ისე როგორც საჭიროა ოც ლარსაც და ორმოცსაც დაუფიქრებლად გადავიხდი.. რავი გრინდერზე მე მაგალითად შავად როცა დამჭირვებია ჩვეულებრივად ამიღია თანაბარი მჭრელი კუთხე ორივე მხრიდან დაბალ სიჩქარეზე და გაგრილებით, დამუღამების და ხელის დაჯენის ამბავია, მაგრამ საკმაოდ ხარჯიანია კარგი გრინდერი და მისი გამართვა ამიტომ ალბათ არც გჭირდება საუკუნეში ერთხელ გამოსაყენებლად
* * *
QUOTE
7/5 ზომის ელბორით დამთავრება

ეგ ექვსი თუ შვიდი მიკრონია და ეგ არ მოგცემს სუფთა სარკეს, სარკეს მოგცემს 3/2, 2/1, 1/0 აბრაზივის სეტი

Posted by: giorgi6262 13 Nov 2020, 14:02
giorgi-giorgi1121
QUOTE
აი მაგ პადვოდებზე თუ აქაური ხელნაკეთი დანები მოგიტანეს მერე უნდა ნახო წვალება

დაილოცონ აქაური მჭედლები. ეხლა იმხელა დანა მომიტანა ბიჭმა. შემეშინდა, თან ნალესს დავხედე. 30 ლარი ვუთხარი მეთწი ჯანდაბას პირველია და ვისწავლი სამომავლოდ გავითვალისწინებ თქო. რა კარაქი დაგიჭრია და რა ეს. გრადუსის დასაჭერად საშუალო ელბორი დავაყენე, რო დიდი ნაკაწრები არ გაეკეთებინა და დავტოვე კიდევაც, დამეზარა გამოცვლა biggrin.gif ფაქტიურად ახალი დანა გალესა 5 წუთში. წინა ფორუმელის სპაიდერკო იყო police მოდელი და ერთი საათი ვეწვალე პირის გასწორებას, ელბორი ხო არ მღალატობს მეთქი შემეშინდა biggrin.gif
წვერთან პადვოდიც ცუდად აქვს და მახინჯურად გამოდის ცოტა. ალბათ ისევ გრინდერზე აჯობებდა ხარვეზებს დამალავდა და ნალესიც გამოვიდოდა ნორმალური

კი სარკე ვერ გამოყავს ამ ელბორს. რავი ეხლა რო ვთვლი ერთი 50 ქვა მინდა კიდევ რო კომფორტულად ვიმუსავო ყველაფერზე

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Nov 2020, 19:51
QUOTE
რა კარაქი დაგიჭრია და რა ეს.

რას ვამბობდი აბა მე biggrin.gif

Posted by: spec 13 Nov 2020, 20:02
Kershaw Link M390
ამას ვუტრიალებ კაი ხანია
user posted image

Posted by: datunia93 13 Nov 2020, 20:52
QUOTE (spec @ 13 Nov 2020, 20:02 )
Kershaw Link M390
ამას ვუტრიალებ კაი ხანია
user posted image

M390 და CPM 20VN არი ალბათ ერთ ერთი ყველაზე კარგი ფოლადები დღეს რაცაა, პროსტა ეს კერშავი რა როჟაა ვერ დავამუღამე. სადაური ფირმაა და რა ხარისხს აწვება ვერ მივხვდი
* * *
user posted image

user posted image

მე ამაზე ავკრიფე ამ ბოლო დროს, ძაან როჟაა smile.gif

Posted by: giorgi6262 13 Nov 2020, 22:04
levani169
QUOTE
20 ლარიანი ოპინელი და ვიხტორა ჩემზე იყოს.

ერთი დანის ლესვა საჩუქრად. თუ გინდა ერთი მოიტანე საერთოდ smile.gif
datunia93
QUOTE
ყოჩაღ. კაია რო მე არ დამპირდი არაფრის გალესვას

შენ დაპირება რათ გინდა ისე გაგილესავ biggrin.gif

Posted by: spec 13 Nov 2020, 22:21
datunia93
საკმაოდ ბევრ ტესტს ვუყურე და ნაღდად მ390-ა

კარგი შეფასებები აქვს

ბენჩი სხვა თემაა რაზეა საუბარი

ეს ხელმისაწვდომია და მაგიტო რა

მოკლედ კარგად ახასიათებენ

1974 წელს ორეგონში (აშშ) დაარსა PETER KERSHAW-მ , დღეს
იაპონური KAI ჯგუფის ერთ-ერთი ბრენდია

Posted by: didi bege 26 Nov 2020, 06:48
giorgi6262
თქვენ გვერდს წავაწყდი დღეს ფეისბუკზე, წარმატებებს გისურვებთ

10 წელია ლესვაზე ვდფიქრობდი, ჯერ ედჯე პრო მომწონდა მერე იაპონურ ქვებზეც გავიგე, მერე ტორმეკი აღმოვაჩინე,
მარა საბოლოოდ ერთი 3 ლარიანი ქვა ვიყიდე ელიავაზე და იმით ვერთობოდი lol.gif


Posted by: giorgi6262 2 Dec 2020, 05:00
didi bege
მადლობა დიდი! smile.gif



QUOTE
10 წელია ლესვაზე ვდფიქრობდი, ჯერ ედჯე პრო მომწონდა მერე იაპონურ ქვებზეც გავიგე, მერე ტორმეკი აღმოვაჩინე,
მარა საბოლოოდ ერთი 3 ლარიანი ქვა ვიყიდე ელიავაზე და იმით ვერთობოდი

მეც ეგრე დავიწყე, ოღონდ პირიქით, რასაც წავაწყდი ყველაფერი ვიყიდე biggrin.gif

Posted by: fabloable 2 Dec 2020, 07:29
კარგია ხელოვნების დონეზე გქონიათ ლესვა.მე მეგონა თავი მლესავი . დანა დიდად არ მიყვარს და ძაან მეშინია მოქნეული-ამოღებული დანის(იარაღის არ მეშინია საერთოდ სახეზე სასროლად მოშვერილისაც კი) . ლესვა ოო..,სახლში თუ ვერ მოვასწარი უცხოს გაფრთხილება დანებთან ფრთხილად იყავი მეთქი დავრბივარ მერე პერეკისებით და იოდებითsmile.gif.ეგეთი სალესი ვნახე ალიექსპრესზე და ვიფიქრე ხო არ ვიყიდო მეთქი მარა ხელითაც ისე ვლესავ წვერს გაიპარსავს კაცი თუ კარგი მეტალია და მომყვება ლესვაზე კარგად.ჩხირკედელაობა ისედაც მსიამოვნებს ნებისმიერი მარა ლესვა სხვა სიამოვნებაა თუ კარგი მეტალია! აქ დაგიდებთ ერთი კაი კაცის ფბ_ს ვინც მაგრად ერკვევა ხანჯლებშიც და ხმლებშიც და შეგიძლიათ პირდაპირ დაელაპარაკოთ კითხოთ(ნებისმიერს იმატებს მეგობრებში) რა რა ხანჯალი ან ხმალია თუ დაგაინტერესებთ,სიტყვაძუნწი კაცი ნამდვილად არაა პირიქით უხარია ხოლმე ხანჯლებზე და ხმლებზე ლაპარაკი- იარაღის ისტორია მისი პროფესიაა! პ.ს. https://www.facebook.com/profile.php?id=100009370469284 რომანი ქვია მეგობრული კარგი მოსაუბრეა,მის გვერდზე შეიხედავთ და უკვე მიხვდებით ყველაფერს თვითონაც ძაან აინტერესებს რამე ხანჯლის ან ხმლის სურათის ნახვა თუ ისტორიის ჩაძიება. წარმატებები! wink.gif

Posted by: Chaosphere 2 Dec 2020, 10:00
spec

ეს მოდელია ახლა კაი ფასად, არადა იშვიათად 100 დოლარს ჩამოცდეს 390

https://www.knifecenter.com/item/KS1812BLK/kershaw-1812blk-dividend-assisted-flipper-knife-m390-stonewashed-plain-blade-black-aluminum-handles

20CV

https://www.bladehq.com/item--Kershaw-Link-Drop-Point-Knife-Olive--105987

Posted by: karoche 2 Dec 2020, 11:00
Chaosphere
მწვანე მომეწონა
ერთნაირი ფოლადებია ეგ ორი? რომელს რა უპირატესობა აქვს...


პ.ს. კარგი სტატია ვნახე ამასობაში
https://knifesteelnerds.com/2020/03/30/m390-vs-20cv-vs-204p-3rd-generation-powder-metallurgy-technology/

Posted by: Chaosphere 2 Dec 2020, 11:46
karoche

მოყვარულის დონეზე - ორივე იდეაში თითქმის იგივეა, პრემიუმ ხარისხის ფოლადია, ორივეს იყენებს ისეთი კომპანიები როგორიცაა, მაიკროტეჩი, ზტ, ბენჩმეიდი და ა.შ დანარჩენი უკვე ქიმია / მეტალურგიაა და მაგის უკეთ მცოდნეები აქ ბევრნი არიან

პ.ს ეგ ორივე ფოლადი ხომ ძაან მაგარია, მაგრამ რაც კი დანა დაგვსიზმრებია ან გვიოცნებია, უმეტესობა მაინც S30V არის დამზადებული, მილიტარი, პარა 2/3, ბაგაუთი, გრიფთალიანი და სხვ.

აქაც კარგადაა განხილული, მოკლედ და გრაფიკულად ფოლადები

https://www.bladehq.com/cat--Best-Knife-Steel-Guide--3368
* * *
QUOTE
მწვანე მომეწონა


შავი უფრო მსუბუქია, 70 გრამია, მაგრამ ალუმინის ტარი ხელში როგორი იქნება ეგაა საკითხავი

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Dec 2020, 15:28
QUOTE
ერთნაირი ფოლადებია ეგ ორი?

იდენტური ფოლადებია , უბრალოდ ერთია დამზადებული ამერიკაში კრუსიბლში მეორე ავსტრიაში ბოჰლერში. მაგრამ ეგ კიარაა პონტი, ყველაზე საინტერესოა როგორ ამუშავებენ მაგ ფოლადს მერე რომ ეგრე 70-100 დოლარში ყიდიან , მ390 ფოლადის ერთ საშუალო სადანე მასალაზეა მარტო ფასი მაგის ნახევარი და )))

Posted by: Chaosphere 2 Dec 2020, 15:38
giorgi-giorgi1121

ანუ არაა სანდო? შეიძლება არ იყოს დაცული ხარისხი და სტანდარტები დამზადებისას ?

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Dec 2020, 15:53
Chaosphere
სერიულ დონეზე შეიძლება იყოს კი როგორც სერიულ წარმოების დანებშია მისაღები, მაგრამ ის M-390 რომ არ იქნება მისი სრული პოტენციალით რაც ამ ფოლადს გააჩნია ეს უკვე უეჭველზე უეჭველია

ეგეთ მასიურ სერიულ წარმოებაში, ნებისმიერ ბრენდში გინდ კერშო იყოს გინდ ზირო ტოლერანსი, ფოლადის დამუშავების ამომავალი წერტილია რაოდენობა, კომერციული სარგებელი და შემდეგ უკვე მისი ხარისხი. ზოგჯერ მეტად ზოგჯერ ნაკლებად ფირმიდან გამომდინარე

Posted by: Chaosphere 2 Dec 2020, 16:06
giorgi-giorgi1121

QUOTE
სერიულ დონეზე შეიძლება იყოს კი როგორც სერიულ წარმოების დანებშია მისაღები, მაგრამ ის M-390 რომ არ იქნება მისი სრული პოტენციალით რაც ამ ფოლადს გააჩნია ეს უკვე უეჭველზე უეჭველია

ეგეთ მასიურ სერიულ წარმოებაში, ნებისმიერ ბრენდში გინდ კერშო იყოს გინდ ზირო ტოლერანსი, ფოლადის დამუშავების ამომავალი წერტილია რაოდენობა, კომერციული სარგებელი და შემდეგ უკვე მისი ხარისხი


გასაგებია
* * *
https://www.bladehq.com/item--Kizer-Mikkel-Willumsen-Barbosa--52448

user posted image

ლამაზი და სადაა

Posted by: don300 13 Dec 2020, 01:01
ფეისბუქზე ვიღაცას ეწერა m390 ფოლადის დანებს ვამზადებო და რამდენად არის შესაძლებელი. ან თუ შეიძლება ფოლადის შემოწმება?

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Dec 2020, 01:10
don300
ფოლადის შემოწმება როგორ? ქიმიურად შემოწმება შეესაბამება თუ არა მარკას? ლაბორატორიაში სპეკტრული და რენტგენის ანალიზი. როგორი ხარისხისა ნაკეთობაა? მხოლოდ მუშაობაში შემოწმება და შედარება სხვა დანას და ფოლადს

p.s. საქართველოში მ-390 ფოლადს როგორც წესი და რიგია ვერავინ ვერ ამზადებს... მარტო საქართველოში კიარა ბევრგან კიდე )

Posted by: don300 13 Dec 2020, 05:18
ქიმიურად შემოწმება მართლა მ-390 თუ არა.

Posted by: karoche 13 Dec 2020, 12:27
giorgi-giorgi1121
სალამი
ამ საიტზე 14C28N ფოლადის დანა იგივე ღირს, რაც CPM-20CV ფოლადის, რამე მნიშვნელოვანი სხვაობაა?

https://www.bladehq.com/item--Kershaw-Bareknuckle-Sub-Frame-Lock--99040
https://www.bladehq.com/item--Kershaw-Link-Drop-Point-Knife-Olive--105987

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Dec 2020, 14:17
karoche
ეს კერშო არის დაბალ ბიუჯეტიანი და უცნაური ბრენდი და ეტყობა მისი რაღაც კომერციული გათვლაა ასეთი , დაბალი დონის ფირმებს ახასიათებთ ეგეთი რამეები ზოგადად...
* * *
don300
ლაბორატორიაში, სპეკტრული ანალიზით

Posted by: karoche 13 Dec 2020, 15:52
giorgi-giorgi1121
ანუ ცპმ20ცვ ჯობია ყველა ვარიანტში, ასე მივხვდი

Posted by: Chaosphere 13 Dec 2020, 17:22


ეს ბედნიერი ადამიანი ფორუმელია ?

Posted by: giorgi-giorgi1121 13 Dec 2020, 18:06
karoche
რათქმაუნდა ჯობია , მაგრამ მაგ დანებში აჯობებს თუ არა ეგაა საკითხავი ))

Posted by: Chaosphere 13 Dec 2020, 19:28
giorgi-giorgi1121

არადა კერშოუს ლინკი მომწონს, კაი ტიპია ვიზუალურად, დახვეწილი რამეა

Posted by: NinjaRacer 2 Jan 2021, 20:29
გამარჯობა გილოცავთ შობა ახალწელს.

ძალიან გამოუცდელი ვარ და შეიძლება ცოტა დებილური შეკითხვაც იყოს.

მოკლედ გლოკის გადაკეთება მსურს და მაინტერსებს შეიძლება თუ არა გლოკის ნაწილების გამოწერა.
ლულა მაყუჩი და ა.შ.

რამდენად ლეგალურია რო ავდგე მაგალითად ეს გამოვიწერო
https://www.youtube.com/watch?v=GdsbYDqhOjI&ab_channel=sLOVEnc

ასევე მინდა 32-იანი სავაზნეები, ლაზერული ოპტიკა.

არვიცი მართლა არაფერი ძალიან გამოუცდელი ვარ და მიპასუხეთ ვინმემ რა. კარაბინად გადაკეთებას რამე საბუთები ჭირდება?
იარაღის მოდიფიკაცია დასჯადია?
და რამდენად შევძლებ ტირში ჩემი იარაღით სიარულს?

ამ სავაზნეებთან თუ გქონიათ შეხება და რამდენად სანდოა.
https://gunmagwarehouse.com/ets-glock-18-9mm-31-round-extended-magazine.html

Posted by: N_e_o_N 2 Jan 2021, 20:50
NinjaRacer
QUOTE
ლულა

შეიძლება
QUOTE
მაყუჩი

აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით
QUOTE
რამდენად ლეგალურია რო ავდგე მაგალითად ეს გამოვიწერო
https://www.youtube.com/watch?v=GdsbYDqhOjI...channel=sLOVEnc

ლეგალურია, მაგრამ ეგ მოწყობილობა მაინც არ მოგცემს იმის უფლებას რო პისტოლეტი ატარო ან გადაიტანო სადმე.
QUOTE
ასევე მინდა 32-იანი ვაზნები.

რომელ ვაზნებს გულისხმობ არ ვიცი, მარა თუ შესაბამისი კალიბრის იარაღი გაქვს გაფორმებული, იმ ვაზნებს უპრობლემოდ შეიძენ. სხვას ვერა
QUOTE
იარაღის მოდიფიკაცია დასჯადია?

გააჩნია რას გულისხმობ. ზოგი რამ დასჯადია, ზოგი რამ დაშვებული
QUOTE
რამდენად შევძლებ ტირში ჩემი იარაღით სიარულს?

პისტოლეტით ვერ შეძლებ. გექნება მხოლოდ შენახვით

პ.ს. ეს ცივი იარაღების თემაა

Posted by: NinjaRacer 2 Jan 2021, 21:10
N_e_o_N
დიდი მადლობა რომ მიპასუხე.

მაშინ დავიკიდებ.
მე მინდოდა გლოკის ავოტმატურად გადაკეთება.

მაგრამ როგორც ვნახე FBI-იმდენი ხალხი აყარა მაგაზე ეხლა ეგ რო ინტერნეტში ვიყიდო შეიძლება გზავნილს SWAT გამოაყოლონ და კაი ხნით ჩამსვან და არ მიღირს გასართობად მინდოდა ტირისთვის.
მითუმეტეს თუ ტირში ვერ წავიღებ.

მაყუჩიც არალეგალურია ე.ი.
32-იანში მჭიდი ვიგულისხმე.
გლოკში 3 ძალიან პატარა ნაწილი რომ დაამატო სრულიად ავტომატური ხდება და 32 ვაზნიან მჭიდს 2 წამზე ნაკლებში ისვრის.
მაყუჩიც და ლულაც იმისთვის მინდოდა რო დაეკომპენსირებინა ცოტა და უფრო სტაბილური გამხდარიყო.

glock 18 მოდელი არსებობს ასეტი ქარხნული და მხოლოდ მთავრობა და სპეც დანიშნულების ტიპებს აქვთ ლეგალურად ქონის უფლება.
ტარამება არ მჭირდება. მქონდა მაგის უფლებაც და არასდროს მიტარებია. სპორტული ინტერესი მაქვს უბრალოდ სროლა მიყვარს ტირში..

კაი მადლობა და მრავალ ახალწელს დაიესწარით smile.gif <3
* * *
https://www.youtube.com/watch?v=0ctKsn_awxw&ab_channel=NFAEducation
ამასე მაგარი გასართობი არც არსებობს მემგონი რამე.

Posted by: N_e_o_N 3 Jan 2021, 00:54
NinjaRacer
თუ მაინცდამაინც ავტომატური პისტოლეტის მუღამი გაქვს, ორი ლეგალური ვარიანტია ქართულ რეალობაში - სტეჩკინი ან გრანდ პაუერ კ105.
მარა თუ ტარების უფლება არ გაქვს, რა აზრი აქვს ეგრე სახლში დებას

აქ ოფია და თუ რამეა აქეთ გააგრძელე - https://forum.ge/?f=49&showtopic=35118931&st=1470

Posted by: The DoctoR 5 Jan 2021, 23:34
ლომებო გილოცავთ ახალ წელს!

კითხვა მდგომარეობს შემდეგში - სანადიროდ, ტყეში საბოდიალოდ, ე.წ. "შტიკნოჟი"ვიყიდო თუ არის რაიმე ნორმალური დანები 100-150 ლარის ფარგლებში?

Posted by: levani169 6 Jan 2021, 13:09
The DoctoR
QUOTE
"შტიკნოჟი"

მე მგონი საერთოდ აკრძალულია მისი ფლობა. rolleyes.gif
QUOTE
თუ არის რაიმე ნორმალური დანები 100-150 ლარის ფარგლებში?

"მორა კნივეს",იაფი და იორღა

Posted by: The DoctoR 6 Jan 2021, 13:21
QUOTE (levani169)
მე მგონი საერთოდ აკრძალულია მისი ფლობა

ვაა, ეგ არ ვიცოდი. მარა რითია განსაკუთრებული? biggrin.gif


Posted by: შარი10 6 Jan 2021, 17:33
The DoctoR
QUOTE
სანადიროდ, ტყეში საბოდიალოდ, ე.წ. "შტიკნოჟი"ვიყიდო

არა მგონია ტყეში რამეში გამოგადგეს

Posted by: don300 28 Feb 2021, 00:58
https://www.bladehq.com/item--Schrade-SCH003-Liner-Lock-Folding--67507?fbclid=IwAR359VqtFzGpQ-rAYFYMyx1aMjuY07lvTZ6jfIyShjlDpmYEnRjVWEUZCC0 ამ დანაზე რა აზრის ხართ? ამ დანას უფრო კარგი ჭრა ექნება თუ დაახლოებით 50 ლარიან მორას ან ოპინელს? ფოლადი მგონი კარგი უწერია ამ დანას

Posted by: laff 12 Mar 2021, 21:37
ბლეიდიდან უპრობლემოდ ჩამოდის ხო usa2georgia ით?

Posted by: giorgi-giorgi1121 2 Apr 2021, 01:37
მოგესალმებით. დიდი ხანი არაფერი დამიპოსტავს, თუ ადევნებთ დანის ფეისბუკ ბატალიებს თვალს "ლესესთან", ზაქრო ნონიკაშვილთან და რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად ვმუშაობდი გარკვეულ პროექტებზე რაც დანის თემის და კულტურის განვითარებას შეეხებოდა, შედეგად შეიქმნა ფეისბუკზე ჯგუფი სადაც უფრო მეტად შეგვეძლება ამ თემის ირგვლივ დისკუსია და მსჯელობა. თუ ხართ დაინტერესებული გაწევრიანდით ამ ჯგუფში https://www.facebook.com/groups/352006282874290

Posted by: datunia93 27 Apr 2021, 17:19
აქაც დავდებ, იქნება ვინმე იყოს მაიკროტეჩის მამა smile.gif ამ კონკრეტულ მოდელს ვეძებ ამ კონკრეტული ტიპის პირით და ვინმემ ხომ არ იცით ჯადოსნური სიტყვა, რითი დავსერჩო?

user posted image

Posted by: dadetor 28 Apr 2021, 21:57
QUOTE (datunia93 @ 27 Apr 2021, 17:19 )
აქაც დავდებ, იქნება ვინმე იყოს მაიკროტეჩის მამა smile.gif ამ კონკრეტულ მოდელს ვეძებ ამ კონკრეტული ტიპის პირით და ვინმემ ხომ არ იცით ჯადოსნური სიტყვა, რითი დავსერჩო?

user posted image

Microtech UTX-85 რაღაც ვარიაცია

Posted by: amg63 24 May 2021, 21:12
დღეს მართმევდა პატრული დანას და მაჯარიმებდა. 10 წუთიანი მოლაპრაკების შემდეგ დამიბრუნეს lol.gif lol.gif

Posted by: uqimerioni 1 Jun 2021, 10:53
ხალხო იაფიანი ორიგინალ დანას რომელს მირჩევთ? სატარებლად მინდა, ვიდიანი თან დასაკეცი კალიბრი მონადირეში ვიყიდი ორიგინალს?

amg63
ჯარიმაა წესით ხო?

Posted by: koba1973 1 Jun 2021, 12:26
QUOTE
ჯარიმაა წესით ხო?

კი

Posted by: Jiddu 17 Jun 2021, 17:42
გამარჯობა მეგობრებო,

თბილისში ვინმე ხომ არ გეგულებათ ამდაგვარ დანის ჩასადებს რომ აკეთებდეს კაიდექსისგან?

Posted by: JoePistone 26 Jun 2021, 19:04
QUOTE (Jiddu @ 17 Jun 2021, 17:42 )
გამარჯობა მეგობრებო,

თბილისში ვინმე ხომ არ გეგულებათ ამდაგვარ დანის ჩასადებს რომ აკეთებდეს კაიდექსისგან?

https://www.facebook.com/VLtac/

აი ეს ბიჭია ვლადი ჰქვია, მაგარი კაცია, დიღმის მასივშია, რასაც ეტყვი როგორსაც ეტყვი ყველანაირს გააკეთებს, ძალიან მაგარი ხელი აქვს, ჯობია დაურეკო და შეუთანხმდე (ტელ: 597 97 06 26) სავარაუდოდ დანის მიტანა მოგიწევს, ზუსტად მაგ დანისთვის რომ გააკეთოს

Posted by: BeerLover 11 Jul 2021, 17:37
გაიზ სატარებლად, ქამარზე სამაგრიც რო ქონდეს, რა დანას მირჩევთ? ან სად ყიდულობთ საერთოდ ორიგინალ ბრენდებს ადეკვატურ ფასებში?

Posted by: GDN 11 Jul 2021, 20:52
ე.წ. "დამასკოს ჭედური ფოლადის "დანები რომ დევს მაიმარკეტზე აშშ დან ჩამოტანილები ხომ არ იცით როგორებია რეალურად?

Posted by: datunia93 11 Jul 2021, 23:27
GDN
ვიცით... ნებისმიერი ჩინური 10 ლარიანი დანა ჯობს

Posted by: Levan_Lion 20 Jul 2021, 20:10
QUOTE (BeerLover @ 11 Jul 2021, 17:37 )
გაიზ სატარებლად, ქამარზე სამაგრიც რო ქონდეს, რა დანას მირჩევთ? ან სად ყიდულობთ საერთოდ ორიგინალ ბრენდებს ადეკვატურ ფასებში?

ტყე ღრეში სატარებლად არ გენდომება და სხვა სახის ტარებაზე სხვა ადგილებში აკრძალულია...გაფაქტვის შემთხვევაში 200 ლარიან ჯარიმას აირტყამ

Posted by: sanakoev 27 Jul 2021, 01:11
BeerLover
QUOTE
გაიზ სატარებლად, ქამარზე სამაგრიც რო ქონდეს, რა დანას მირჩევთ? ან სად ყიდულობთ საერთოდ ორიგინალ ბრენდებს ადეკვატურ ფასებში?

http://www.battleground.ge/show/631?color=1361

კალიბრშიც იყიდება, 5 ლარით მეტი ღირს.

Posted by: SaIrMe 29 Jul 2021, 20:33
გამარჯობათ. ფოლადი უ10 ,,ლისტი" მინდა მინიმუმ 10მმ სისქე რომ ქონდეს. ხომ არ იცით სად შევიძინო? წინასწარ მადლობა

Posted by: giorgi-giorgi1121 29 Jul 2021, 22:13
SaIrMe

ლისტი არ ვიცი და თუ მაინცდამაინც ეგ ფოლადი გინდა და მაგ სისქის, ძველი რუსული დიდი ქლიბები რომაა ეგენია მაგ ფოლადისგან უმეტესად

Posted by: SaIrMe 30 Jul 2021, 07:28
giorgi-giorgi1121
მადლობა.
150X80X10 მმ ზომები მჭირდება და ქლიბი ეს ზომები არ მგონია რომ იყოს

Posted by: iverski 24 Aug 2021, 00:43
გამარჯობა, ამ ვიდეოში კავკასიურ ხანჯლებზეა საუბარი, საინტერესო თემებს ეხება ავტორი. მე რამაც დამაინტერესა 26:44 წუთზე ნაცვენებია დაღესტანური-ავტორის სიტყვით-ხანჯალი, მაგრამ აშკარად ქართული ნაწერით, თუმცა ვერ ამოვიკითხე. ამ დროს არც ჰგავს ქართულ ხანჯალს... ანუ გამოდის ქართული დამწერლობა იყო მანდ გავრცელებული, რაც კირილიცამ ჩაანაცვლა ალბათ. ნახეთ აბა, საინტერესოა

Posted by: datunia93 7 Sep 2021, 08:27
iverski
წაშლილია ვიდეო, არა და საინტერესო უნდა იყოს... 18-19 საუკუნეებში თბილისში მუშაობდა უამრავი ოსტატი, მათ შორია დაღესტნელიც და ამზადწბდნენ სხვადასხვა იარაღს. ჩვეულებრივად შეიძლებოდა თბილისელი ოსტატისთვის შეგეკვეთა ერაყული დიდი დანა ან დაღესტნური სატევარი ან ოსმალური შამშირი და რასაც გინდოდა იმას დაგიწერდა ზედ ოსტატი smile.gif

Posted by: iverski 7 Sep 2021, 08:59
QUOTE (datunia93 @ 7 Sep 2021, 08:27 )
iverski
წაშლილია ვიდეო, არა და საინტერესო უნდა იყოს... 18-19 საუკუნეებში თბილისში მუშაობდა უამრავი ოსტატი, მათ შორია დაღესტნელიც და ამზადწბდნენ სხვადასხვა იარაღს. ჩვეულებრივად შეიძლებოდა თბილისელი ოსტატისთვის შეგეკვეთა ერაყული დიდი დანა ან დაღესტნური სატევარი ან ოსმალური შამშირი და რასაც გინდოდა იმას დაგიწერდა ზედ ოსტატი smile.gif

არ არის წაშლილი, დააჭირე და გადახვალ.

კი, სწორედ ამაზე საუბრობენ ვიდეოში, თბილისი იყო ცენტრი, აქ მრავალი იარაღი იჭედებოდა, ბევრი ოსტატი აქ ჩამოდიოდა და მუშაობდა

Posted by: minashvili83 11 Sep 2021, 21:58
გამარჯობათ მოკლედ დანის შეძენა გადავწყვიტე იაფიანი ვარიანტის იბეიზე ეს ფირმა ვნახე ჩემთვის მისაღებ ფასში
https://www.ebay.com/itm/274681115454
და ამ ფირმის დანები ამ საფასო დიაპაზონში როგორია თუ ღირს საერთოდ

ესენიც მეორადები

https://www.ebay.com/itm/265299475417

https://www.ebay.com/itm/114934820483
ამ დანებზე რას ფიქრობთ
პლიუსები მინუსები და ღირს თუ არა ჩამოტანა თუ იგივეა რაც აქ იყიდება მაიმარკეტზე სიტყვაზე browningis ფირმის ან აქაური სავარაუდოდ ჩინური gerberis

Posted by: donpako007 7 Oct 2021, 01:39
minashvili83

QUOTE
გამარჯობათ მოკლედ დანის შეძენა გადავწყვიტე იაფიანი ვარიანტის იბეიზე ეს ფირმა ვნახე ჩემთვის მისაღებ ფასში
https://www.ebay.com/itm/274681115454
და ამ ფირმის დანები ამ საფასო დიაპაზონში როგორია თუ ღირს საერთოდ

ესენიც მეორადები

https://www.ebay.com/itm/265299475417

https://www.ebay.com/itm/114934820483
ამ დანებზე რას ფიქრობთ
პლიუსები მინუსები და ღირს თუ არა ჩამოტანა თუ იგივეა რაც აქ იყიდება მაიმარკეტზე სიტყვაზე browningis ფირმის ან აქაური სავარაუდოდ ჩინური gerberis


არ ვარგა ფოლადია პლასტენინი

Posted by: jarjosini 29 Nov 2021, 13:06
გამარჯობათ, მაინტერესებს დასაკეცი დანების საკეტებიდან ყველაზე საიმედოდ და გამძლედ რომელს მიიჩნევთ თქვენი პრაქტიკიდან გამოდინარე? სოგის ახალი XR LOCK-ზე რას ფიქრობთ?

Posted by: INKVISITOR 2 Dec 2021, 19:21
jarjosini
QUOTE
გამარჯობათ, მაინტერესებს დასაკეცი დანების საკეტებიდან ყველაზე საიმედოდ და გამძლედ რომელს მიიჩნევთ თქვენი პრაქტიკიდან გამოდინარე?

ჩემი პირადი აზრით - Linerlock-ი.


Posted by: komsi_komsa 21 Jan 2022, 10:23
გამარჯობა მაინტერესებს Microtech-ის დანა გუგლში დავსერჩე ნომრით და მოდელით და ზუსტად ეგეთს არ მიგდებს რა გამოდის რო ორიგინალი არააა?

Posted by: FreSH999 21 Jan 2022, 10:36
komsi_komsa

რა მოდელია?

Posted by: komsi_komsa 21 Jan 2022, 10:56
microtech combat troodon 00556 s/e 08/2008
* * *
FreSH999
ზოგადად რა ფასები აქვს ხო არ იცით? ვაჟაზეაო მოდულის წინ მაღაზიაო და ორიგინალები იყიდება თუ იცით?

Posted by: FreSH999 21 Jan 2022, 12:09
komsi_komsa
microtech -ის საიტზე იძებნება ეგ მოდელი ოღონდ აი სერია ნაღდად არ ვიცი როგორ უნდა გაარკვიო, ვაჟაზე არის მაღაზია Tactical და აქვთ დანები, ოღონდ ხარისხი არ ვიცი არ შემიხედავს ლაივში აი აქ ნახე https://tactical.ge/product-category/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98/

Posted by: komsi_komsa 21 Jan 2022, 12:29
FreSH999
დიდი მადლობააა

Posted by: MISTERIA777 29 Jan 2022, 18:10
რამდენი სანტიმეტრის დანის ტარება შემიძ₾ია??????????????????????????????????????

Posted by: ჩემით 1 Feb 2022, 13:31
MISTERIA777
ყველა აკრᲫალულია

Posted by: MISTERIA777 6 Feb 2022, 20:26
QUOTE (ჩემით @ 1 Feb 2022, 13:31 )
MISTERIA777
ყველა აკრᲫალულია

კიდევ რა ნაკეთოდების ტარებაა აკრძალული? მანქანაში რო მედოს ბეიზბოლის ბიტა ან გოლფის ჯოხი გამიჩმახებენ საპატრულოები?

Posted by: amg63 7 Feb 2022, 21:16
კაიდექსის ქარქაშს სად დამიმზადებენ?
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: DzeBo24 14 Feb 2022, 20:29
გამარჯობა ბიჭებო,

კნოპკიანი (ავტომატური) დანის ტარებაზე გამკაცრებულია სანქციები თუ იგივე კატეგორიაში გადის როგორც სიტყვაზე დასაკეცი (არაავტომატური მექანიზმით) ?

ასეთი მაგალითად
user posted image


Posted by: FreSH999 15 Feb 2022, 09:00
DzeBo24

ერთი და იგივე სანქციებია თუარ ვცდები

P.S ბრაუნინგის ფირმის დანებზე რას ფიქრობთ? იაფია მაგრამ ხარისხით როგორია?

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Feb 2022, 13:04
DzeBo24
QUOTE
კნოპკიანი (ავტომატური) დანის ტარებაზე გამკაცრებულია სანქციები თუ იგივე კატეგორიაში გადის როგორც სიტყვაზე დასაკეცი (არაავტომატური მექანიზმით) ?

არანაირი განსხვავება არაა, ცივი იარაღის ნორმალური განმარტებაც კი არ გვაქვს.

მაგრამ!
თუ საკეც დანაზე შეიძლება პოლიციელს აუხსნა, რომ რაღაც საქმისთვის გჭირდება და "გაგიგოს", ავტომატურზე ასეთი რამ გამორიცხულია.

ბავშვიც მიხვდება რისთვისაა აუცილებელი დანის მომენტალური გახსნა.
FreSH999
არაფერი გამეგება ცივი იარაღის, მაგრამ იაფი და კარგი დიდი იშვიათობაა ყველგან.

Posted by: FreSH999 16 Feb 2022, 09:03
QUOTE
არაფერი გამეგება ცივი იარაღის, მაგრამ იაფი და კარგი დიდი იშვიათობაა ყველგან.


ნუ ეგ თავისთავად biggrin.gif

Posted by: DAP 16 Feb 2022, 22:02
amg63
https://www.facebook.com/VLtac

ეს ადამიანი მუშაობს კაიდექსზე.

Posted by: ჩემით 16 Feb 2022, 22:06
MISTERIA777
რამდენადაც ვიცი მანქანაᲨი არ არის აკრᲫალული არც ბიტა და არც დანა, ფეხით მოᲫრაობისას კასტეტი, ნებისმიერი დანა ბრელოკი ვიქტორინოქსიც, "დრინი" 200 ლარია ჯარიმა

Posted by: Levan_Lion 19 Feb 2022, 03:34
ნებისმიერი ცივი იარაღის ტარება არის აკრძალული თუ არ გიდევს ზურგჩათაში... მანქანით პრობლემა არ არის... თუ საეჭვო იქნება პოლიციელისთვის ცივი იარაღი და მსგავსი ჩამოგერთმევათ და გადაიგზავნება სამხარაულის ექსპერტიზაზე თუ დამტკიცდა რომ ცივი იარაღია ჯარიმა არის და თუ არა გიბრუნებენ ნივთს და ეგაა

Posted by: nnnikaaa 19 Feb 2022, 10:37
გამარჯობათ ამ ორიდან რომელს მირჩევდით ან რამე იდეა ხო არ გაქვთ ამ ფასში? როგორც მივხვდი დ2 ფოლადი ყველაზე ოფტიმალურია ამ ფასში
https://www.amazon.com/gp/aw/d/B01NALV2ND/ref=ox_sc_act_image_1?smid=A2VFWLW7E4V7XG&psc=1
თუ
https://www.amazon.com/gp/aw/d/B083DDWCH3/ref=ox_sc_act_image_2?smid=ASLDWIKOQUN8O&psc=1

Posted by: zonia 9 Mar 2022, 22:14
QUOTE (nnnikaaa @ 19 Feb 2022, 10:37 )
გამარჯობათ ამ ორიდან რომელს მირჩევდით ან რამე იდეა ხო არ გაქვთ ამ ფასში? როგორც მივხვდი დ2 ფოლადი ყველაზე ოფტიმალურია ამ ფასში
https://www.amazon.com/gp/aw/d/B01NALV2ND/ref=ox_sc_act_image_1?smid=A2VFWLW7E4V7XG&psc=1
თუ
https://www.amazon.com/gp/aw/d/B083DDWCH3/ref=ox_sc_act_image_2?smid=ASLDWIKOQUN8O&psc=1

ჩემი პასუხი-რომელიც უფრო იაფია smile.gif

ჩემი ხმა ქოლდ სთილს 27 დოლარად ფასდაკლებაში

https://www.amazon.com/Cold-Steel-Folding-Secondary-Mechanism/dp/B084PTMCMT/ref=sr_1_81?crid=U9BQEH8JNQCP&keywords=cold+steel&qid=1646849115&refinements=p_36%3A2000-4500&rnid=386589011&s=sporting-goods&sprefix=cold+steel%2Caps%2C226&sr=1-81






ამასაც სიამოვნებით ვიქონიებდი

https://www.amazon.com/Cold-Steel-Folding-Pocket-Knife/dp/B00U1I875Q/ref=sr_1_19?crid=U9BQEH8JNQCP&keywords=cold+steel&qid=1646849050&refinements=p_36%3A2000-4500&rnid=386589011&s=sporting-goods&sprefix=cold+steel%2Caps%2C226&sr=1-19



Posted by: ბენი 10 Mar 2022, 23:43
user posted image

user posted image


kershaw launch 8 love.gif love.gif

Posted by: tomhardy 24 Mar 2022, 13:50
ვიქტორინოქსის დანების შეგროვება დავიწყე ისე რა ###ობაა ამ დანებზეც რო ჯარიმაა ქუჩაში ტარებისთვის. იმენა ბრელოკზეც ჯარიმას წერენ მგონი

Posted by: tomhardy 27 Mar 2022, 17:09
QUOTE (datunia93 @ 24 Jul 2020, 15:27 )
giorgi-giorgi1121

პლოცკოდანა ძაან დონეა დამიჯერე smile.gif

user posted image

ძალიან მაგარი კოლექციაა. მეც ეხლა დავიწყე შეგროვება ვიქტორინოქსების ჯერ 3 მაქვს. 1.Victorinox Bantam 2.Victorinox Climber 3.Victorinox Precious Alox ეხლა ვაპირებ Pioneer X ის ყიდვას ყოველდღიურად სატარებლად ძალიან მომწონს ეს მოდელი

Posted by: lado_k 6 Jul 2022, 09:19
bladehq.com -ზე დანა გიყიდიათ? ეხლა ვცადე მიკროტეკის ყიდვა და ფული უკან დამიბრუნესsad.gif

ადრე knifecenter.com ამათაც დამიბრუნეს უკან აქედან თუ გიყიდიათ?

Posted by: narmonana 4 Aug 2022, 23:34
user posted image

ავისრულე როგორც იქნა ოცნება

Posted by: MKBHD 2 Oct 2022, 21:23
ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში

აქედან გამომდინარე, ზურგჩანთაში ან "ფეხის/წელის ჩანთაში" რო მქონდეს დანა არაა ხო პრობლემა?

user posted image

Posted by: rodger2021 3 Oct 2022, 19:46
ხო არ იციᲗ რამდენად ᲨესაᲫლებელია ხმლის გაყიდვა ან რამე ᲨეზᲦუდვა ხო არაა?

Posted by: TheSTIG 5 Oct 2022, 02:39
გაუმარჯოს ე.წ შტიკნოჟი მაქვს ,ხიშტი დანა პირველი მსოპლიო ომის დროინდელი , მინდა გაგზავნა საქართველოში რა სირთულეებს წავაწყდები საბაჟოზე თუ იცით ?

Posted by: Beroname 20 Oct 2022, 14:23
გამარჯობათ

Leatherman Wave + მაქვს და მაინტერესებს ტარება თუ შემიძლია ჩიხოლით ქამარზე?

როგორც მითხრეს 4 თითს თუ არ აღემატება დანის პირიო მაშინ შეგიძლიაო და რეალურად 4 თითის სიგრძეა ზუსტად....

იქნებ ვინმეს გქონიათ გამოცდილება

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 20 Oct 2022, 14:41
Beroname
კანონი არ გაძლევს უფლებას ატარო.

რეალურად იმ პოლიციელზეა დამოკიდებული, ვინც აღმოგიჩენს და თავისთავად ვითარებაზე.

Posted by: Beroname 20 Oct 2022, 15:18
Alfred_Thayer_Mahan

ჩანთაში რომ მედოს, გაჩხრეკის უფლება არ აქვთ ხო? ინსტრუმენტია რეალურად რა...

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 20 Oct 2022, 16:22
Beroname
გაგიკვირდებათ რამდენის უფლება უჩნდება პოლიციელს, თუ საჭიროდ ჩათვალა smile.gif

ჩანთით გადატანა დაშვებულია ისედაც.

Posted by: FreSH999 20 Oct 2022, 17:20
Beroname
როგორც ვიცი ჩანთით გადატანა დაშვებულია, ჩხრეკას რაც შეეხება არაერთხელ შევსწრებივარ კრიმპოლი რო ჩხრეკდა ტიპს, რამდენად კანონიერია არ ვიცი

Posted by: FreSH999 17 Nov 2022, 17:47
https://mtavari.tv/news/103893-tsivi-iaraghis-tarebistvis-500-larit-dajarimdebit

Posted by: GDN 17 Nov 2022, 22:19
QUOTE
ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში

აქედან გამომდინარე, ზურგჩანთაში ან "ფეხის/წელის ჩანთაში" რო მქონდეს დანა არაა ხო პრობლემა?

ცივი იარაღის ჯიბით სხეულზე მიმაგრებული ან ხელში ტარების უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი) ტარების უფლება. დანარჩენ კატეგორიას ჩანთით ან მანქანით. ასევე იმ პირებს ვისი სპეციალობა ან ფიზიკური მდგომარეობა მოითხოვს გარკვეული მიზეზებით კონკრეტულ ადგილებში ცივი იარაღის ტარებას.

Posted by: night-blue 20 Nov 2022, 17:00
user posted image

სალამი ამ დანის ყიდვა მინდა.. რითი შეიძლება სახლამდე მიტანა? ჩანთაში სამწუხაროდ არ ეტევა ძალიან დიდია. არ მინდა რომ დამაჯარიმონ help.gif

Posted by: Levan_Lion 24 Nov 2022, 03:36
QUOTE (night-blue @ 20 Nov 2022, 17:00 )
user posted image

სალამი ამ დანის ყიდვა მინდა.. რითი შეიძლება სახლამდე მიტანა? ჩანთაში სამწუხაროდ არ ეტევა ძალიან დიდია. არ მინდა რომ დამაჯარიმონ help.gif

სალამი ტაქსით ან ვინმე ახლობლის მანქანით

Posted by: datunia93 30 Nov 2022, 16:41
user posted image

user posted image

იმენა +18-ია რა, შავი ფერის მაქვს და ვატყობ რომ ნერვები მღალატობს, სანამ ამ ქერა ქალბატონსაც არ დავეუფლები sad.gif

Posted by: karoche 1 Dec 2022, 10:28
datunia93
ვერ ჯდება ვიდეო ისე, როგორც საჭიროა, ამიტო ავიღე smile.gif

ვისი ნაწარმია ეგა?

Posted by: USER001 18 Dec 2022, 09:33
გამარჯობა,გთხოვთ შემარჩევინოთ დანა, ტყეში და ექსტრემალურ სიტუაციებში თავის გადასარჩენად, რომ იყოს გამოსადეგი რომელს მირჩევთ რომ ვიყიდო? ამაზონზე ვათვალიერებ ბევრი ბრენდია ძალიან. იქნებ შემარჩევინოთ კარგი ვარიანტი.
ბიუჯეტი დაახლოვებით 350-400 ლარამდე.
ფოტო ყურადღებისთვის.

Posted by: public_enemy 26 Feb 2023, 15:45
გამარჯობა. გუშინ ახლობელმა მითხრა მანქანაში დანა თუ გიპოვეს დაგაჯარიმებენ კანონი შეიცვალაო. რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

Posted by: amdfan 28 Mar 2023, 03:05
public_enemy
ღიად არ უნდა იყოს ეგრევე რომ დაავლო ხელი,დაბრაჩოკში მოსულა

Posted by: Get_Off_of_My_Cloud 6 Sep 2023, 13:12
გაუმარჯოს, ვეძებ დანას victorinox evolution grip s18
ვიყიდი ზუსტად ამ მოდელს, იქნებ დამეხმაროთ და მაპოვნინოთ ვინმე ვინც ყიდის
user posted image

Posted by: SaIrMe 26 Mar 2024, 08:38
გამარჯობათ. ხომ არ იცით საწრთობი ზეთი თუ იყიდება საქართვალოში ? და თუ არა რომელ ზეთს ხმარობთ. მადლობა წინასწარ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)