#51816116 · 11 Dec 2017, 13:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იარაღის გაყიდვების მოცულობა მსოფლიოში 2016 წელს, პირველად ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, გაიზარდა. ამის შესახებ სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშშია ნათქვამი. სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის მსოფლიოს უმსხვილესი 100 ეომპანიის გაყიდვების მოცულობა გასულ წელს $374,8 მლრდ–ის ნიშნულზე გავიდა. ეს 1,9%–ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 38%–ით მეტია 2002 წლის მოანაცემზე. SIPRI–მ სწორედ ამ წელს დაიწყო აღნიშნული კვლევების წარმოება.
კერძოდ, ამერიკულმა კომპანიებმა საერთაშორისო გაყიდვებში თავისი წილი 4%–ით გაზარდეს და მათ 2016 წელს $217,2 მლრდ–ის იარაღი გაყიდეს.
SIPRI–ს მონაცემებით, იარაღის ბაზარზე რუსული მიმწოდებლების სავაჭრო მოცულობა საანალიზო პერიოდში 3,8%–ით $26,6 მლრდ–მდე გაიზარდა. რუსული კომპანიების წილი მსოფლიო იარაღის ბაზარზე 7,1%–ს შეადგენს.
დასავლეთ ევროპის ქვეყნების კომპანიებმა იარაღის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნეს და მათმა გაყიდვებმა $91,6 მლრდ შეადგინა, რაც მხოლოდ 0,2%–ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
რაც შეეხება ახალ მწარმოებლებს სხვა ქვეყნებიდან, რომელთა შორის არიან სამხრეთ კორეა, ბრაზილია და თურქეთი, აქ კორეული კკომპანიები ლიდერობენ, რომელთა გაყიდვებმა 2016 წელს 20,6%–იანი ზრდა განიცადა, რაც ფულად გამოსახულებაში $8,4 მლრდ–ს უტოლდება.
ასევე უკანონოდ რამდენი იარაღი იყიდება, როგორც ვიცი ამ ბიტკოინების საშუალებით ხდება უკანონო იარაღების რეალიზაცია
This post has been edited by რეკეტი on 11 Dec 2017, 13:30
|