სალამი ყველას!
ესეთი სიტუაციაა, ვცხოვრობ სოლოლაკში, აქ კიდევ სილქნეტის დსლ-ის გარდა არაფერია, ისიც ძაან მკვდარი და ძვირია. ჰოდა მინდა კარგი ვაიფაი ადაპტერის ყიდვა, შორ დისტანციაზე რომ დავიჭირო ფაბლიქ სიგნალი და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ.
http://www.ebay.com/itm/252678389133?_trks...K%3AMEBIDX%3AITეს ანტენა ვნახე და კარგიაო წერენ, უბრალოდ ეს ანტენა უერთდება ვაიფაის ადაპტერს და ის კიდე უსბ-თი კომპიუტერს, რაც იმას ნიშნავს რომ მარტო კომპიუტერში მექნება ინტერნეტი, არადა ძირითადად სმარტფონით ვსარგებლობ.
მაინტერესებს, თუ არსებობს ადამიანურ ფასებში როუტერი , რომელსაც შეუერთდება ეს ანტენა და რა სიგნალსაც დაიჭერს, იმას გაამეორებს. (რაღაცები კი ვნახე მაგრამ ძვირია, თან არ ვიცი ზუსტად თუ იმუშავებს ამ ანტენაზე).
ან თუ არსებობს ისეთი ანტენა, როუტერში რომ შევაერთო ლანის კაბელით და დავაკონფიგურირო ისე. ubiquiti loco m2 ვნახე, რომელიც ერთდება როუტერზე ლანით, მაგრამ რამდენად დიდ დისტანციაზე მიიღებს სიგნალს ეგ მაეჭვებს. თუ გქონიათ ვინმეს და გამოგიყენებიათ იქნებ მითხრათ?
თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, არ დაგეზაროთ რა დაწერა <3