ძლივს მოვაგენი ამ თემას, დაგვიჩაგრეს მეფე
ლომზე რა შეიძLება ეხლა რომ ითქვას? ნუ ცხოვრობენ ერთად ესე 10-12 და ამ "ერთობას" თუ რაცაა პრაიდი ქვია
.
ძირითადად პრაიდის უფროსი არის 1 ხვადი ლომი, თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევა როდესაც 2ნი არიან. ყველას გონია რომ ხვადი ლომი ძIლის მეტს არაფერს აკეთებს, თუმცა პრაიდის უსაფრთხოებას ეგ იცავს, აკონტროლებს/ნიშნავს ტერიტორიას, აგრეთვე სხვა მარტოხელა ლომებისაგან და გნიდა აფთრებისაგან, რომლებიც ძუ ლომებს როგორც წესი ჩაგრავენ ხოლმე.
ძუ ლომის ფუნქციაა, ნუ მთავარი რა თქმა უნდა ესაა ბოკვერების გაჩენა/მოვლა და მეორე ნადირობა. ისე საკმაოდ საინტერესოდ ნადირობენ, ძირითადად ტაქტიკურად უტევენ. მოაწყობენ "ხაფანგს" შემდეგ ამოარჩევენ სუსტ/პატარა/ბებერ ზებრას ან ანტილოპას, ნუ რაც შეხვდებათ იმ წუთას და ამ ხაფანგისკენ მიჰყავთ, სადაც ჩასაფრებული ელოდება რამოდენიმე ძუ ლომი. მერე მოვა ხვადი უნამუსოდ გაყრის ქალებს, ჩასკდება და წავა დასაძინებლად
. (ფორუმული გაგებით "მურთაზია")
ფაფარს როგორც ვიცი რამოდენიმე დატვირთვა აქვს: ძუ ლომის მოსახიბლად, რაც უფრო დაზიანებულ აქვს ე.ი მით უფრო გამოცდილია ბრძოლაში და ნუ ამავე პრინციპით აშინებს მოწინააღმდეგე ლომს.
პრაიდის ლიდერობის შენარჩუნება ძალიან ძნელია, განსაკუთრებით თუ დაჭრილია ან ბებერი. ამ დროს სხვა პრაიდიდან გამოგდებული ლომები (ახალ თაობას რაღაც ასაკის მერე ყყრიან პრაიდიდან) ან ახალ მეწვილეს ეძებენ ან მამლი ლომის შემთხვევაში შეიძლება რომ სხვას წაართვან პრაიდი. ამ დროს აგდებენ ძველ ლიდერს ან კლავენ და ამის შემდეგ აუცილებელი ყველა ბოკვერის მოკვლაც, ისე ძუ ლომები არ ემორჩილებიან.
დანარჩენს მერე დავწერ
This post has been edited by D ! N O on 8 Dec 2007, 15:18