მაშ ასე ვარ 16 წლის პატარაობიდანვე შიგადაშიგ მაწუხებდა ყაბზობა შემდეგ მოხდა ისე რომ კომპიუტერზე ჯდომის და შემწვარ-მოხრაკულის ჭამის მეტს არაფერს ვაკეთებდი კუჭის მოქმედება ზოგჯერ 2 კვირაც კი არ მქონდა (პ.ს რეკორდიც მოვხსენი 3 კვირა საპირფარეშოში არ გავსულვარ) ოქტომბერში გავხდი ძალიან ცუდად შებერილობამაც შემაწუხა და ყაბზობამაც ძალიან მწვავედ თითქმის ყოველდღე ოყნის გაკეთება მჭირდებოდა შემდეგ დამეწყო მაღალი წნევები 140-110 ზე მქონდა 5-6 ჯერ უაზროდ ჩქარი პულსი ამისგამო ყურადღება გულზე გადავიტანე და გადავიღე კარდიოგრამა 4 ჯერ :დ ასევე გულის ეხოსკოპია არაფერი მჭირდა ... სისხლის ანალიზებიც ჩიყვის თემებიც მოკლედ ყველაფერი გამოვიკვლიე სუფთა ვიყავი ფიზიკურად ვერ ვიტვირთებოდი (ვერც ეხლა ვიტვირთები) ეგრევე როგორც კი ოდნავ გავექანებოდი გული სხეულიდან ვარდებოდა ზოგჯერ არითმიაც მქონდა მოკლედ ძაან ცუდ დღეში ვიყავი ვეწვიე გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძეს ჰოდა აღმოჩნდა რომ მაქვს კუჭ ნალწავის დაავადებები კერძოდ : ქრ. გასტროდუოდენიტი (გამწვავების ფაზა) გასტროეზოფაგური და დუოდენოგასტრალური რეფლუქსი საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი დისბიოზით მიმდინარე ქრ. კოლიტი (გამწვავების ფაზა) ეს დიაგნოზი ისე დამისვა რომ არანაირ გადაღებაზე ან გამოკვლევაზე არ გავუშვივარ ეგრევე დიეტა დამინიშნა და შემდეგ გამიშვა რენტგენოსკოპიაზე ნუ იქ ბარიუმი დამალევიეს რამე რუმე და ანალიზის პასუხები ესეთი იყო 1 დღე - Cor - საზღვრები ნომის ფარგლებში. Pulmones-კეროვანი და ინფლიტრაციული დაზიანების გარეშე. სინუსები თავისუფალი. venter-აღინიშნება კუჭ-საყლაპავის რეფლუქსი, რეფლუქს-იზოფაგიტის ნიშნები. კუჭი კაუჭს ფორმის კასკადური გადახრილია უკან, სწორდება მარჯვენა გვერდზე წოლით. ღრუში უზმოდ ისახება ჭარბი რაოდენობით ლორწო და სეკრეტი. ლოროწვანი გარსი ტლანქი, დაკლაკნილი, გასქელებული, შეშუპებული, ელასტიურობა შენარჩუნებული. კუჭი ჰიპოტონური. პერისტალტიკა ღრმა, სიმეტრიული. ევაკუაცია ნორმის ფარგლებში. აღინიშNება პილორუსის არხის პირღიაობა. ისახება მუდმივი დუოდენო-გასტრალური რეფლუქსი. თორმეტგოჯა ბოლქვი გიქსირებული, როტირებული საიგიტალურად ბოლქვისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი შეშუპებული, შეინიშნება საკონტრასტო ნივთიერების სტაზი, რაც მიუთითებს პერიდუოდენიტის არსებობაზე. წვრილი ნაწლავი თავისუფლად გამტარი.
2 დღე - საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოსკოპია (24სთ-ის შემდეგ)
ასწვრივი და განივი კოლინჯი ავსებული. ჰაუსრაცია შენარჩუნებული დასწვრივი ივსება მკვრივად. ჰაუსტრაცია დარღვეული. სიგმა და ამპულარული ნაწილი არ არის ავსებული.
ნუ დავიწყე მკურნალობა და უკვე დასკვნითი ეტაპიც დავსრულე სულ 4 ეტაპი გავიარე წნევები მომეხსნა გულიც იმდენად აღარ მაწუხებს მაგრამ ფიზიკურად ვერ ვიტვირთები მაინც თუმცა ყაბზობა და შებერილობა დამრჩა და ძაან მაწუხებს დიეტურ საჭმელსაც ვერ ვირგებ ...
ჰოდა რაჯანდაბა გავაკეთო
* * *
გავიგე რომ შეიძლება ერთჯერზე მიღებულმა საკვებმა რომელიც შესაძლოა ცუდად შეეწყოს ერთმანეთს გამოიწვიოს მეტეორიზმი მე კიდევ არვიცი სწორად როგორ ვიკვებო და თუ ვინმე დამეხმარება ერთკვირიანი რეჟიმის შედგენაში კარგი იქნება ანუ დღეში სულ სამჯერ ვჭამ დილით ცხრის ნახევარზე შემდეგ ორზე და ღამით რვის ნახევარზე და რა შეიძლება დილით მივიღო შუადღით და ღამით ისე რომ მეტეორიზმი და ყაბზობა არ გამოიწვიოს აქამდე არც დავფიქრებულვარ ჩემთვის მნიშნველობა არ ჰქონდა :დ საუზმეზე თუ ბურღულეულს ორცხობილებთან ერთად მივიღებდი თუ პურს დავაყოლებდი მთავარია გემო გამოსწრებოდა
ეხლა სწორ კვებაზე წავიკითხე ძალიან ბევრი ინფორმაცია და გავიგე რომ საკვების არევა არ შეიძლება და ძალიან უშლის კუჭ ნაწლავის მოქმედებას ხელს თანაც არ ვიცი საკვები სწორად როგორ გადავანაწილო მაგალითად 1 კვირის მანძილე საუზმედ რა მივიღო სადილად სამხარად ვახშმად და ა.შ
თუ ვინმე ხართ გარკვეული და თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ საკვები რაციონის სწორად შედგენაში ან რაიმე რჩევა მომცეთ ნუ დაიზარებთ გამომეხმაურეთ
ხდ
:ჰელპ:
უი აუცილებელი პირობები დამავიწყდა :დ
დილით ჩვეულებრივ საკვებთან ერთად უნდა მივიღო ხაჭო (უცხიმო)
შუადღით იმერული (უმარილო) ჭყინტი ყველი
ღამით მაწონი
როგორ მოვახერხო ჩვეულებრივი საკვების და ამ დანამატების ისე შეხამება რო უარყოფითი მოვლენები (მაგ როგორიცაა ყაბზობა მეტეროზიმი და ა.შ) თავიდან ავიცილო ანუ როგორ მივიღო ისე რომ ერთი მეორეს იდეალურად შეეწყოს
* * *
ჰო კიდევ ... კასკარა საგრადას ვსვამ დღისით ორს და ღამით ორს უკვე მესამე ფლაკონს ვასრულებ ხმალაძემ მითხრა კუჭი რომ აგეშლება დოზა შეამცირეო თუმცა არააქვს მნიშნველობა კუჭი ამეშლება თუ არა საპირფარეშოში გასვლის მოთხოვნილება არმაქვს რამდენი ხანიც არუნდა გავიდეს .... რაჯანდაბაა