მოკლედ მაქვს ლეპტოპი Dell Inspiron N7010.
მაზერს აქვს "ჩაშენებული" ვიდეოკარტა ATI HD5470. როგორც ირკვევა ეს ვიდეო ჩიპი დაიწვა, და ვინაიდან "ჩაშენებულია" მთლიანად მაზერი უნდა შეიცვალოს.
საქმე იმაშია, რომ ამ ვიდეოკარტიან მაზერს ვერ ვშოულობ. ცოტაა იბეიზე და ძალიან ძვირია. სამაგიეროდ ჩითავს იგივე მაზერი ვიდეო ჩიპის გარეშე, რომელსაც აქვს ინტეგრირებული გრაფიკა (?) ტოესტ როგორც მე ვხვდები პროცესორის ინტეგრირებულ გრაფიკას იყენებს (i3-380M არის პროცი).
ჰოდა შეკითხვა შემდეგია: რომ შევცვალო ჩემი "ძვირადღირებული" ATI-ს ვიდეოჩიპიანი მაზერი, უფრო "იაფიანი" უვიდეოჩიპო მაზერით, ყველაფერი იმუშავებს, თუ შეიძლება ტყუილად გადავყარო ფული?
ვინც ერკვევით ამ თემებში, იქნებ დამეხმაროთ.... ჩემი მაზერის კოდია 0V20WM, იმ მეორის (ვიდეოჩიპის გარეშე) - 0GKH2C. ვიზუალურად (ფორმით) გვანან ერთმანეთს. უბრალოდ რამდენად იმუშავებს?.. ანუ i3-ის ინტეგრირებული ვიდეო იმუშავებს?
დავსერჩე 0V20WM vs 0GKH2C მაგრამ დიდად ვერაფერი ინფო მოვიძიე. ლეპტოპის გურუებო, დამეხმარეთ