Life Unexpectedეს–ესაა ტელეეკრანებზე გამოვა ახალი საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელსაც არხი
CW გვთავაზობს(Gossip Girl, Supernatural, Smallville, One Tree Hill, 90210 და ა.შ.). როგორც არხი გვაცნობს, ამ სერიალმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვე კინო–კრიტიკოსებზე და ჩვენც ეს–ესაა ვიხილავთ.
რამოდენიმე სიტყვით სერიალის შინაარს შევეხოთ: 15 წლის გოგონა ლუქსი დაბადებიდან იცვლის ოჯახებს, მან არ იცი ვინ არიან მისი ნამდვილი მშობლები. ერთ დღეს კი გადაწყვიტავს გაიგოს ვინ არიან მისი ბიოლოგიური დედ–მამა და მიაგნებს ოცდარაღაცა წლის მამას – ბეიზს, რომელიც ბარის პატრონია და ცხოვრობს ოთახელებთან ერთად. ახლა კი აღმოაჩენს, რომ ის უნდა შეეგოს 15 წლის თინეიჯერ შვილთან ერთად ცხოვრებას. ამავდროულად გოგონა გაიგებს, რომ დედამისი ქალაქის ვარსკვლავი – რადიოწამყვანი ქეით ქესედია, რომელსაც ამდენი წელი უსმენდა და ვერც კი წარმოიდგენად, რომ ის შეიძლობოდა დედამისი ყოფილიყო. ორივე მშობელს შვილთან შეხვედრის ეშინიათ, მაგრამ მოსამართლე გადაწყვიტავს, რომ გოგონაზე მშობლებმა უნდა იზრუნონ. აქ იწყება ლუქსის ახალი ცხოვრება.
სერიალის ავტორი: Liz Tigelaar(Brothers and Sisters, What About Brian)
როლებში: Brittany Robertson, Shiri Appleby, Kristoffer Polaha, Kerr Smith, Reggie Austin
სერიალის ოფიციალური საიტიპ.ს.სერიალის პრემიერა შედგება ორშაბათს ანუ 18 იანვარს ამერიკული დროით 9 საათზე. ხვალ დილით კი უკვე ინტერნეტში გავრცელდება. მაქსიმალურად ვეცდები ავტვირთო პილოტი სერია ქართულ სერვერზე
* * *
ესეც სერიალის ტრეილერი
This post has been edited by Weiman on 14 Jan 2010, 17:18
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass