#58823395 · 30 Jan 2022, 00:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temotab
QUOTE | რუსეთი ეკონომიკურად უფრო ჩამორჩენილი და ნაკლებგანვითარებულია მაგრამ ეს სისუსტე კონფლიქტისას თვითკმარი ქვეყნისათვის სიძლიერედ იქცევა ხოლმე მეტი დაზარალების მოთმენა და ატანა შეუძლია რუსეთს |
თავდაცვაში ასეა ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ არა იმპერიალისტურ ომებში.
შეტევითი ომი წააგეს ყირიმში, იაპონიასთან, პირველ მსოფლიო ომში, ავღანეთში, ჩეჩნეთში.... ეს ბოლო 150 წელი მარტო, რაღაც ანტიკურ დროს ხომ არ ვამბობთ?
სამაგიეროდ თავდაცვაში ბეჭებზე დადეს ნაპოლეონი და ჰიტლერი.
ევროპა რომ უტევდეს რუსეთს, მოუგებდნენ რუსები საბოლოო ჯამში რაღაცნაირად, საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ აპირებენ შეტევას და ისე დაასრულებენ, როგორც ზემოთ ნახსენები ომები დაასრულეს.
გააკეთებენ მორიგ ბრუსილოვის მარშ-ბრასოკს, რომელმაც გაანადგურა ავსტრო-უნგრეთი, მაგრამ მიჰყვა თავად რუსეთიც. ეგრე გაანადგურებენ უკრაინას, მაგრამ თან მიჰყვებიან ეგენიც, თუ სრულმასშტაბიანი ომი წავიდა.
|