ჰონდა, იამაჰა, კავასაკი და სუძუკი; ეს, ის დიდი ოთხეულია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იაპონიას სახელს უთქვამს სხვა მატერიალურ თუ არამეტერიალურ ღირებულებებთან ერთად! ეს კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ მხოლოდ მარკეტინგში, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. და მართლა ბესტსელერები არიან დარგში. ანუ ოთხივე ზე-ხარისხიან პროდუქციას ქმნიან. ასე რომ საიმედოობა რომელ ფირმას მეტი აქვს და გამძლეობა, ეს ძალიან რთული საკითხია და ჩემი აზრით ამაზე კამათიც ზედმეტი მგონია. უბრალოდ შეიძლება რომელიმე ფირმას რომელიღაცა მოდელი უფრო არაპოპულარული გამოუვიდა ან პირიქით. ხოდა ამის ირგვლივ ვქმნით ხალხი ათას მითებს თუ ჭორ-მართალს.
აგერ მაგალითად, მე სკუტერი ჰონდა ტაქტი მყავდა, რომ შევხედე რომ "ვირივით" მუშა ტექნიკა იყო, ვერაფრით რომ ვერ გავაფუჭე, მერე ავდექი და მოტოციკლიც ჰონდა ვიყიდე. ახლა ამ ჰონდათიც ისევე კმაყოფილი ვარ როგორც სკუტერით, მაგრამ შემდეგ მოტოს ვიყიდი ისევ ჰონდას?! - არა.
რატომ არა? იმიტომ რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ინტერესები კი დიდი. სულ ჰონდაზე ხომ არ ჩავიციკლები, მომდევნო მაინტერესებს იამაჰა.
ეს იმას გავს, წინა წელს თურქეთში სასტუმროში ვიყავი, ხოდა ბოლო დღეს რაღაც ფორმა შემავსებინეს, კითხვარივით, ანუ როგორი კმაყოფილი დავრჩი მათი სასტუმროსი და დავბრუნდებოდი თუ არა მომავალ წელს მათთან. მართლა ყველაფრით კმაყოფილი დავრჩი ამ სასტუმროთი, მაგრამ მომავალ წელს მაინც სხვა სასტუმროში წავიდოდი, იმიტომ რომ ინტერესი მაქვს ახალი და განსხვავებული ვნახო. ასეა მოტოების შემთხვევაშიც.
აგერ საქართველოში უამრავი ტურისტი ჩამოვიდა წელს, ხოდა ზოგი ჩვენი ხალხი იძახის, უმეტესობა მეორეჯერ დამბრუნებელი არ არისო.
სიტყვაზე, კაი ჭამა, კაი სვა, კაი ბუნება დაათვალიერა და მოიხიბლა ზოგადად აქაურობით. მაგრამ მაინცდამაინც ისევ აქ რატომ უნდა დაბრუნდეს ხელმეორედ. სხვა სანახავი ქვეყნები ნაკლებია?
აი ხორვატიაში რომ ჩახვიდეთ ერთხელ და ნახოთ დუბროვნიკი, ისა ესა. აი მეორეჯერ რაღატომ ჩახვალთ ისევ ხორვატიაში? წახვალთ სადმე დანიაში ან ბელგიაში (ჩაურტყამთ ტრაპისტულ ლუდებს)
This post has been edited by Tobuldar on 26 Sep 2017, 12:49