Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ფარების გასწორება მარჯვენა საჭიან მერსედესზე


Posted by: grgi 18 Feb 2019, 11:36
როგორც ცნობილია, მარჯვენა საჭიან მანქანებს ახლო განათების შუქი მარჯვნივ აქვთ მიმართული. ეს საჭიროა რათა საპირისპიროდ მომავალი მანქანის მძროლს თვალებში არ მივანათოთ და გზის პირას გაკეთებული საგზაო ნიშნები უკეთ დავინახოთ. ცხადია ესე გაკეთებული ფარები გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობისას (როგორც საქართველოშია) საპირისპირო შედეგს იძლევა (სახიფათოა!) და აუცილებელია მათი შესაბამისად დარეგულირება. საბედნიეროდ ამასვე ითხოვს ჩვენი ტექ-დათვალიერება.

ჰო და, იაპონური მერსედესი B-170-ით (2006 წელი, მოდელი W-245) ფარების დასარეგულირებლად მივედი თეგეტა მოტორსში. თეგეტა მოტორსში რა პროფესიონალებიც არიან სხვა თემებშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ასე მითხრეს მარტო მათ აქვთ განათების შემოწმების შესაბამისი აპარატურაო და წავედი. მოკლედ ხელოსანმა "აუ ეს იაპონურია, ამის გასწორების ვარიანტი არაა, სააკაძეზე წადი და ფარები დააშლევინე, ლინზები უნდა გამოცვალო ან სტიკერი მიაყენოო".

ფარების დაშლა ავად მეჩვენა, მოვიძიე ინტერნეტში და გაირკვა რომ მერსედეს B-კლასს (ასევე C და S კლასებს, და საერთოდაც, დარწმუნებული ვარ ყველას, ურალოდ არ მიძებნია) აქვს გადასართველი რიჩაგი, რომელსაც მარტივად გადაყავს ფარები მარჯვენა მოძრაობიდან მარცხენა მოძრაობის რეჟიმზე. დაშლაც კი არ ჭირდება არაფერს, შავ ხუფს მოხსნი და ფარის ქვემოთაა მეტალის რიჩაგი (B-კლასის შემთხვევაში). სურათსაც მივამაგრებ ვისაც აინტერესებს.

თემის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე რომ ტექ-დათვალიერების გავლისას შემხვდა ერთი კაცი, რომელსაც ასევე იაპონური B-კლასი ყავდა, და მკითხა ფარები როგორ გაასწორეო; მე 350 ლარს მიფასებდნენ და ბოლოს 100 ლარად ძლივს ვიშოვე, დაშალა ფარი და გაასწორაო.

user posted image


Posted by: e36m3 18 Feb 2019, 12:18
grgi
მადლობა ინფოსთვის. B-კლასი არ მყავს მარა მოვსინჯავ ჩემ W210-ზე და დავწერ ააქვს თუ არა.

Posted by: FCB-87 18 Feb 2019, 12:25
კი აქვს გადასართავი. მეც გადავრჩი, 700 ლარებს ....

Posted by: ramaza 18 Feb 2019, 13:33
სხვა გერმანულებს არ აქვთ ნეტა??

Posted by: giorgi gocadzee 18 Feb 2019, 13:56
მე ეგ რეჩაქი აქ ვიცოდი მაგრამ დაბლა დავწიე ბოლომდე, ზემოდან სახრახნისით სარეგულირო აქ და მშვენივრად გაიარა.

Posted by: e36m3 18 Feb 2019, 18:03
ramaza
bmw ე39-ზე ვიცი ფარებზე პატარა კრიშკებივით აქ. სარეგულიროვკოებთან რა ზევიდან. იმეებს რო შემოატრიალებ სწორდება

Posted by: PREDATOR 18 Feb 2019, 18:18
ეგრეა ს ზეც, მოხსნი შავ ხუფს, და იქ აქვს თეთრი რიჩაქი, აწევ მარჯვენარულიანია, ჩამოწევ მარცხენარულიანი smile.gif

Posted by: giorgi_psp3000 18 Feb 2019, 19:59
w211-ზე რა ხდება თუ აქვს ეგ ვინმემ იცით?

Posted by: PING 18 Feb 2019, 20:04
BMW E46 Compact ხომ არავის გაგისწორებიათ?

Posted by: პითონი 18 Feb 2019, 20:08
e36m3
QUOTE
W210-ზე

w210 მე გასწავლი

ფარის შიგნით რო აყენია შუშა(რომელსაც ჭრილები აქვს) ეგ უნდა ამოიღო,შემოატრილო და საპარისპირო მხარეს გადაიტანო.

მე მასე გავაკეთე და ნორმალური შედეგი მივიღე smile.gif


Posted by: quattro 18 Feb 2019, 20:22
აგერ 2000-2003 წლიან ბმჭ ე39 ზე აქაა აღწერილი ვისაც დაჭირდება
2წ საქმეა ზუსტად
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2142134175821859&set=pcb.410288232839039&type=3&ifg=1&__tn__=HH-R&eid=ARBTRbS-pkA0L3BqcvvdwxLi1qsxZwEpk4WWuGTEsLfTLK3B0cLIW5j0_ZIbxokKiwZ36ehOb0J6q_mJ

Posted by: e36m3 19 Feb 2019, 19:02
პითონი
ფარის შიგნით შუშა არ აქვს ჩემსას. ჩვეულებრივი ჰალოგენია. ლამფუჭკა და ატრაჟაწელია.

Posted by: პითონი 19 Feb 2019, 20:38
e36m3
ესეთი ფარები არაა?


ესეთი თუა:
სტიკერებიანი ჩემია.
დააკვირდით ნახაზებს და ნათების მიმართულებას.
ანუ მარცხენა ფარის შიგნითა მხარე,შეტრიალდა და დაყენდა მარჯვენა ფარში,რითაც მივიღეთ სწორი მიმართულება.(როგორც გერმანულის)მარჯვენასი ტრიალდება და ჯდება მარცხენა ფარში.
ოდნავ გადაკეთება უნდა სამაგრებს მაგრამ კარგი ხელოსანი ჩვეულებრივ გააკეთებს.
იდეალურიაო ვერ ვიტყვი,მაგრამ არც თვალებში ვანათებ ხალხს და არც ბრმად არ დავდივარ.

user posted image

user posted image


Posted by: rere 20 Feb 2019, 13:32
რა მინდა თანაფორუმელნო კგიხოთ მარჯვენა რულიანზე ჩემსას აქ ცალ ცალკე ნათურა დალნი ბლიჟნის ორივე გასასწორებელი იქნება
თუ მარტო ბლიჟნი სწორდება?

Posted by: e36m3 20 Feb 2019, 13:45
rere
წესით მარტო ბლიჟნი. ჩემსასაც ცალკ-ცალკე აქ.

პითონი
ეგ არარესტაილინგის ფარია. ჩემი რესტაილინგია და სხვანაირი ფარები აქ.

user posted image
user posted image

შენ რაც დამიწერე დავაკვირდი და არ გამოვა ჩემსაზე ეგრე. მაგრამ შეიძლება ჩემი დაიშალოს და შიგნიდან ან ატრაჟაწელზე ან " შუშაზე " აეკრას იმ ფორმის მიხედვით ლენტა ისე რო ზედმეტი ნათება მოიჭრას.

მაგ ფარების დაშლა მინდა ზაფხულში. შიგნიდან პროვოდები დამსკდარია ცოტა და პალიროვკაც უნდა შიგნიდან შუშებს.

ვაფშე თუ იაფად გავჩითე ევროპულის შუშებს დავითრევ და დავაყენებ. ძმაკაცის მამას ჰყავს ევროპული და იმის ფარებს უნდა დავაკვირდე როგორ ააქვს ეგ მონიშვნები გარედან

Posted by: rere 20 Feb 2019, 13:50
QUOTE
rere
წესით მარტო ბლიჟნი. ჩემსასაც ცალკ-ცალკე აქ.

პითონი


კაია თუ ეგრე ვინაიდან ჩემსას ცალ ცალკე აქ და ბლიჟნზე ძაან მარტივია ნათურის დატრიალება იმ ფეხს გადავუღუნავ რომელიც ფართოა

Posted by: პითონი 20 Feb 2019, 15:56
e36m3
პირიქითbiggrin.gif
შენი არის ძველი

მოიცა მოიცა

ჩემი 2001 არის,ვიდით ეს ჯობია შენსას და თან ვიცი რო რესტაილინგია ეს spy.gif

Posted by: e36m3 20 Feb 2019, 16:06
პითონი
no.gif no.gif

фара w210 рестайлинг დაგუგლე და ნახავ რო უკან 2-კრიშკა აქ რესტაილინგს. და არარესტაილინგს აქ 1-მთლიანი კრიშკა ორივე ნათურაზე


უი ეხლა დავაკვირდი. შენ რაც ჩამიგდე ეგ ყოფილა ქსენონიანი ფარი და იმიტო ჰქონდა ალბათ დამატებითი შუშა. შენს ჩაგდებულს სურათს დააკვირდი კერხერები აქ. კერხერები კიდე რომელსაც აქ ისენი ქსენონიანი ფარებია. თვითონ მანქანა არარესტაილინგია რაზეცაა სურათები გადაღებული.
* * *
კაროჩე ავანგარდს და ელეგანსს მაგალითად გარედან სხვანაირი " შუშები " აქ. ქსენონები კიდე მარტო ავანგარდს აქ ძირითადად. ესენი უეჭველი ვიცი რო ეგრეა.

Posted by: პითონი 20 Feb 2019, 17:03
e36m3
რესტაილინგია ძმაო.2001 იანჯ ავანგარდია:დ

Posted by: Turex 10 Apr 2019, 22:30
პითონი
და რიჩაგი არ ააქ გადასართავი მიმართულება რო შეუცვალს? ჩემი იაპონურია და მოუწევს გადაკეთება მასე ატრაჟატელს მაშინ, ან ზევიდან 2 ცალი სატრიალებელი რომ აქვს მაგით არ რეგულირდება?

Posted by: პითონი 10 Apr 2019, 22:51
Turex
კი მაგრამ კარგად არ რეგულირდება მაგით

Posted by: e36m3 10 Apr 2019, 22:58
Turex
ზევით რო აქ 2-სატრიალებელი ერთით მათლა-დაბლა რეგულირდება, მეორეთი მარჯვნივ მარცხნივ მოძრაობს გული მაგრამ ნათების მიმართულება ( რაც მთავარია ) არ იცვლება ისე როგორც მარცხენასაჭიანს აქ.

მე ვფიქრობ 4-ნათურები ვიყიდო 2-ცალი, ავაჭრა ბუდეები და H7-ის ბუდეებზე ისე დავსვა რო 45-გრადუსით იყოს მოტრიალებული. H4-ს გავუუქმებდი დალნს და მხოლოდ ბლიჟნის კლემებს დავუტოვებდი. შტეკერის გადაკეთება დიდი არაფერია, მთავარია ნათურებზე ბუდეების შეცვლა.

მე ჩემი w210-ის ფარებს ვერაფერი გადასართველი ვერ ვუპოვე. თუ ვინმემ იცით რამე მირჩიეთ უფრო ადვილი ხერხი

Posted by: Z-owner 10 Apr 2019, 23:14
e36m3
რომელი ფარები გაქვს?

Posted by: Turex 11 Apr 2019, 15:13
e36m3
გადავქექე ინტერნეტი და რაც ვნახე მარტო ლინზიან ფარს აქვს ეგ რიჩაგი, ჩვენსას არა არც ქსენონიანს და არც უქსენონოს, გახსნის და ატრაჟატელის გადაკეთების გარეშე არაფერი გამოვა

Posted by: ambako2001 15 Apr 2019, 16:25
შარლოტას მარჟვენარულიან ფარზე შუშას იყიდი 20 ლარად და ხდება მარცხენარულიანი, მანდ შუქის განაწილებაზე შუშაზე რო უზორებია ეგაა პასუხისმგებელი

Posted by: ათი777 16 Apr 2019, 00:16
B კლასსზე რა ხდება ? მოხსნა ჭირდება თუ ზედვე ჩანს ეგ რიჩაგია თუ რაღაც მარცხენა საჭიან სტანდარტზე რო გადმოვიდეს ?

Posted by: Z-owner 16 Apr 2019, 01:20
ათი777
ლინზიან ფარს შეიძლება ქონდეს გადასართველი, თუ ჰელას ფარებია ოღონდ, მეტი არ ვიცი.

Posted by: Merso_AMG 9 May 2019, 14:19
გამარჯობათ. იქნებ ვინმემ იცოდეს. მანქანა W210 იაპონური. ქსენონის ფარებს შიგნიდან აქვს ასეთი დეტალი სურათზე მინიშნებულია, შესაძლოა ეს იყოს გადასართავი იაპონურიდან ევროზე?


Posted by: Z-owner 9 May 2019, 14:37
Merso_AMG
no.gif no.gif no.gif ეგ თვითონ ქსენონის ბლოკია, ნათურის გარშემო გადასაწევი თუ აქვს რამე, მაგ ადგილებში დააკვირდი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)