როგორც ცნობილია, მარჯვენა საჭიან მანქანებს ახლო განათების შუქი მარჯვნივ აქვთ მიმართული. ეს საჭიროა რათა საპირისპიროდ მომავალი მანქანის მძროლს თვალებში არ მივანათოთ და გზის პირას გაკეთებული საგზაო ნიშნები უკეთ დავინახოთ. ცხადია ესე გაკეთებული ფარები გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობისას (როგორც საქართველოშია) საპირისპირო შედეგს იძლევა (სახიფათოა!) და აუცილებელია მათი შესაბამისად დარეგულირება. საბედნიეროდ ამასვე ითხოვს ჩვენი ტექ-დათვალიერება.
ჰო და, იაპონური მერსედესი B-170-ით (2006 წელი, მოდელი W-245) ფარების დასარეგულირებლად მივედი თეგეტა მოტორსში. თეგეტა მოტორსში რა პროფესიონალებიც არიან სხვა თემებშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ასე მითხრეს მარტო მათ აქვთ განათების შემოწმების შესაბამისი აპარატურაო და წავედი. მოკლედ ხელოსანმა "აუ ეს იაპონურია, ამის გასწორების ვარიანტი არაა, სააკაძეზე წადი და ფარები დააშლევინე, ლინზები უნდა გამოცვალო ან სტიკერი მიაყენოო".
ფარების დაშლა ავად მეჩვენა, მოვიძიე ინტერნეტში და გაირკვა რომ მერსედეს B-კლასს (ასევე C და S კლასებს, და საერთოდაც, დარწმუნებული ვარ ყველას, ურალოდ არ მიძებნია) აქვს გადასართველი რიჩაგი, რომელსაც მარტივად გადაყავს ფარები მარჯვენა მოძრაობიდან მარცხენა მოძრაობის რეჟიმზე. დაშლაც კი არ ჭირდება არაფერს, შავ ხუფს მოხსნი და ფარის ქვემოთაა მეტალის რიჩაგი (B-კლასის შემთხვევაში). სურათსაც მივამაგრებ ვისაც აინტერესებს.
თემის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე რომ ტექ-დათვალიერების გავლისას შემხვდა ერთი კაცი, რომელსაც ასევე იაპონური B-კლასი ყავდა, და მკითხა ფარები როგორ გაასწორეო; მე 350 ლარს მიფასებდნენ და ბოლოს 100 ლარად ძლივს ვიშოვე, დაშალა ფარი და გაასწორაო.