Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ხელფასის ცნობა და შრომის წიგნაკი


Posted by: TETISA 14 Jan 2009, 14:54
საქმე იმაშია, რომ ჩემაა დირეტორმა არ იცის, როგორ იწერება ცნობა ხელფასის შესახებ, მე კიდევ სასწრაფოდ მჭირდება ის.
იქნებ ვინმემ იცით, როგორ იწერება? ნიმუში დადეთ ან უბრალოდ ისე ამიხსენით

მეორე პრობლემა შრომის წიგნაკს ეხება. როგორ ივსება ის? ეგეც არ იცის დირექტორმა biggrin.gif
მაგარ ადგილას ვმუშაობ, არა? biggrin.gif

Posted by: Doloress 14 Jan 2009, 15:02
TETISA
QUOTE
მაგარ ადგილას ვმუშაობ, არა?

კი biggrin.gif
HR თუ არა, კადრები მაინც არ გაგაჩნიათ? biggrin.gif ან ბუღალტერია war.gif

ცნობა # __________

ეძლევა დანიშნულებისამებრ წარსადგენად (სახელი გვარი) მასზედ რომ იგი (თარიღი)-დან მუშაობს შპს. (თუ რაც არის)(კომპანიის სახელი)-ში (თანამდებობა)-ზე და მისი დარიცხული(ან ხელზე ასაღები) ხელფასი შეადგენს (რამდენიღაცა) ლარს.


შპს. "კანტორა 2006"-ის დირექტორი
ესა და ეს
______________________ (ხელმოწერა)

თარიღი
* * *
რაღა დროს შრომის წინგნაკია smile.gif)))))))))

ეგ არ ვიცი, როგორ ივსება. მარა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს - რომ გადაშლი, მიხვდები war.gif

Posted by: PsycheDroid 14 Jan 2009, 15:13
Doloress
QUOTE
რაღა დროს შრომის წინგნაკია )))))))))

აბა როცა დავბერდებით და საპენსიო ასაკი მოგვივა, რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა გვაქვს სამუშაო სტაჟი და პატიოსნად მიდიოდა ჩვენი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში?

Posted by: maklay 14 Jan 2009, 15:23
შრომის წიგნაკში უნდა ჩაწერო, რომ ეს თანამშრომელი მიღებულია ამა და ამ კომპანიაში ამა და ამ თანამდებობაზე, უნდა მიეწეროს დანიშვნის ბრძანების ან ხელშეკრულების თარიღი და ნომერი


შრომის წიგნაკი პარლამენტის დადგენილებით გაუქმებულია, მაგრამ სახელმწიფო სამსახურები მაინც აქტიურად ითხოვენ - ესეც "დალოცვილი" ქართული ლოგიკა tongue.gif biggrin.gif



Posted by: Doloress 14 Jan 2009, 15:41
PsycheDroid
QUOTE
აბა როცა დავბერდებით და საპენსიო ასაკი მოგვივა, რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა გვაქვს სამუშაო სტაჟი და პატიოსნად მიდიოდა ჩვენი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში?

არ ვიცი biggrin.gif
QUOTE
შრომის წიგნაკი პარლამენტის დადგენილებით გაუქმებულია, მაგრამ სახელმწიფო სამსახურები მაინც აქტიურად ითხოვენ - ესეც "დალოცვილი" ქართული ლოგიკა

მაგრამ არცერთ ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობდი, არ მქონდა შრომის წიგნაკი(ალბათ იმიტომ, რომ ყველა კერძო იყო) და არც სხვა თანამშრომლებისთვის მომითხოვია war.gif



Posted by: PsycheDroid 14 Jan 2009, 16:05
Doloress
QUOTE
არ ვიცი

გაარკვიე მერე, ტყუილად ხარ HR-ი? smile.gif

Posted by: TETISA 14 Jan 2009, 16:21
maklay
QUOTE
შრომის წიგნაკი პარლამენტის დადგენილებით გაუქმებულია, მაგრამ სახელმწიფო სამსახურები მაინც აქტიურად ითხოვენ - ესეც "დალოცვილი" ქართული ლოგიკა

ეს კერძოა, მაგრამ შოკში ვარ მართალი გითხრა. აბა სტაჯი სად იქნება დაფიქსირებული? ეგ ხო პენსიაზე ახდენს გავლენას. ყველგან ეგრეა, საქართველოშიც კი.
Doloress
QUOTE
კიHR თუ არა, კადრები მაინც არ გაგაჩნიათ?ან ბუღალტერია

კადრები არა ისა biggrin.gif მაგდენი საიდან იციან მანდ. კერძო საბავშვო ბაღია, და ფსიქოლოგი ვარ იქ
QUOTE
ცნობა # __________

ეს ნომერი რის მიხედვით დგინდება?

Posted by: miriani777 14 Jan 2009, 16:23
რა კანტორაა ამისთანა...........................................................biggrin.gif

Posted by: Sidonia 14 Jan 2009, 16:40
QUOTE
აბა როცა დავბერდებით და საპენსიო ასაკი მოგვივა, რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა გვაქვს სამუშაო სტაჟი და პატიოსნად მიდიოდა ჩვენი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში?

შრომის წიგნაკი გაუქმდა smile.gif მაგრამ მე მაინც გმირულად ვაწერინებ ყველა სამსახურში სტაჟს smile.gif

ესე იგი: მიღებულ იქნა ამა და ამ წლის ამა და ამ თვეს ამა და ამ თანამდებობაზე. დირექტორის ხელმოწერა და ორგანიზაციის ბეჭედი.
იმავე გვერდზე განთავისუფლებულ იქნა ამა და ამ წელს ამა და ამ თვეს ამა და ამ თანამდებობიდან ან პირადი განცხადების საფუძველზე ან რის საფუძველზეც ის ჩაწერე. ორგანიზაციის ბეჭედი და დირექტორის ხელმოწერა ისევ

Posted by: PsycheDroid 14 Jan 2009, 16:44
Sidonia
QUOTE
შრომის წიგნაკი გაუქმდა  მაგრამ მე მაინც გმირულად ვაწერინებ ყველა სამსახურში სტაჟს

მეც smile.gif და ეგება იცოდე, ოფიციალურად როგორაა? როცა დავბერდებით, ეს შრომის წიგნაკები უნდა წარვადგინოთ რომ ნორმალური პენსია დაგვინიშნონ? მე კიდევ დამატებით, ყოველი შემთხვევისთვის ყველა სამსახურიდან მომაქვს ბეჭდიანი წერილი, რომ აქა და აქ ვმუშაობდი ამა და ამ თანამდებობაზე..

Posted by: Sidonia 14 Jan 2009, 16:50
PsycheDroid
გონზე არ ვარ რომ დავბერდებით რა იქნება biggrin.gif ეგდოს რას მიშლის smile.gif არა და კომუნისტების დროინდელი შრომის წიგნაკი მაქვს biggrin.gif

Posted by: Doloress 14 Jan 2009, 16:58
PsycheDroid
QUOTE
გაარკვიე მერე, ტყუილად ხარ HR-ი?

ჯერ ერთი HR და არა ადმინისტრაციული მენეჯერი tongue.gif
მეორეც, გარკვეულია აგერ:
QUOTE
შრომის წიგნაკი პარლამენტის დადგენილებით გაუქმებულია

მეტი რა გავარკვიო war.gif

TETISA
QUOTE
ეს ნომერი რის მიხედვით დგინდება?

ეგ ნომერი აქვთ ხოლმე ცნობებს, როცა აქტიურად გასცემენ, თუ არ გაქვთ მსგავსი არაფერი, რამე დააწერეთ biggrin.gif


Posted by: PsycheDroid 14 Jan 2009, 17:03
Sidonia
QUOTE
გონზე არ ვარ რომ დავბერდებით რა იქნება  ეგდოს რას მიშლის  არა და კომუნისტების დროინდელი შრომის წიგნაკი მაქვს 

რატომ, არ ფიქრობ სიბერეზე? smile.gif
Doloress
QUOTE
მეტი რა გავარკვიო

აი ეს ჯერ კიდევ გასარკვევია smile.gif
QUOTE
როცა დავბერდებით, ეს შრომის წიგნაკები უნდა წარვადგინოთ რომ ნორმალური პენსია დაგვინიშნონ?


Posted by: Doloress 14 Jan 2009, 17:06
PsycheDroid
QUOTE
აი ეს ჯერ კიდევ გასარკვევია

ლოლ biggrin.gif
მე რატო უნდა ვარკვიო ეგ, ვინც კანონი მიიღო, იმან არკვიოს biggrin.gif
(გარკვეული იქნება, მამენტ, მარა მე არ ვიცი და არც ვარ ვალდებული, ვიცოდე wink.gif )

Posted by: PsycheDroid 14 Jan 2009, 17:08
Doloress
QUOTE
ლოლ
მე რატო უნდა ვარკვიო ეგ, ვინც კანონი მიიღო, იმან არკვიოს
(გარკვეული იქნება, მამენტ, მარა მე არ ვიცი და არც ვარ ვალდებული, ვიცოდე  )

რატომ არ ხარ ვალდებული, რომელიმე თქვენი ორგანიზაციის თანამშრომელი რომ მოვიდეს და გკითხოს.. დოლორეს დეიდა, ეგება გამარკვიოთ რა მელის სიბერეშიო და დღესვე როგორ დავიჭირო ამისთვის თადარიგიო, რას უპასუხებ? smile.gif

Posted by: Sidonia 14 Jan 2009, 17:13
PsycheDroid
ვფიქრობ კერძო საპენსიო დაზღვევა მაქვს biggrin.gif

Posted by: didi bege 14 Jan 2009, 17:13
შრომის წიგნაკი თუ გაუქმებულია, რატო ითხოვენ მაშინ სახელმწიფო სამსახურებში, ერთი თვე დამზდევდა კადრები სანამ არ მიმატანინა შრომის წიგნაკი

მეორე ლოგიკური კითხვაც დაისვა აქ, მუშაობის სტაჟი როგორ განისაზღვრება მაშინ, პატიოსან სიტყვაზე მენდობიააან ????

Posted by: Doloress 14 Jan 2009, 17:16
PsycheDroid
QUOTE
რატომ არ ხარ ვალდებული, რომელიმე თქვენი ორგანიზაციის თანამშრომელი რომ მოვიდეს და გკითხოს.. დოლორეს დეიდა, ეგება გამარკვიოთ რა მელის სიბერეშიო და დღესვე როგორ დავიჭირო ამისთვის თადარიგიო, რას უპასუხებ?

და რომ მოვიდეს და მკითხოს, ბებიაჩემს პენსია დაუგვიანესო და ხო არ იცი, რატოო, იმაზე რა ვუპასუხო? war.gif
შრომის წიგნაკების წარმოებას კანონი აღარ გვავალდებულებს, ამის იქით უკვე ჩემი კომპეტნცია აღარ არის, imho.
რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, ერთ-ერთში ადმინისტრაციულ ფუნქცებსაც ვითავსებდი, მაგრამ არ დამჭირვებია არასოდეს შრომის წიგნაკის შევსება.. რე ვიცი..

იქნება ალბათ რამე ალტერნატიული საშუალება იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაინახოს, რამდენი ხანი იშრომე შენ. მაგალითად ბუღალტერიის მიერ საგადასახადოსთვის წარდგენილი მონაცემები, სადაც დეტალურად წერია ყველა თანამშრომლის მონაცემები და ყოველთვიურად აღებული ხელფასი.
* * *
didi bege
QUOTE
მეორე ლოგიკური კითხვაც დაისვა აქ, მუშაობის სტაჟი როგორ განისაზღვრება მაშინ, პატიოსან სიტყვაზე მენდობიააან ????

QUOTE
იქნება ალბათ რამე ალტერნატიული საშუალება იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაინახოს, რამდენი ხანი იშრომე შენ. მაგალითად ბუღალტერიის მიერ საგადასახადოსთვის წარდგენილი მონაცემები, სადაც დეტალურად წერია ყველა თანამშრომლის მონაცემები და ყოველთვიურად აღებული ხელფასი.

ალ'ბაათ war.gif

Posted by: PsycheDroid 14 Jan 2009, 17:23
Sidonia
QUOTE
ვფიქრობ კერძო საპენსიო დაზღვევა მაქვს 

მეც მაქვს, მაგრამ კერძო საპენსიო დაზღვევას არ ვენდობი... როცა წამოვალ ამ ორგანიზაციიდან, გამოვიტან მთელს დაგროვილ თანხას და დავხარჯავ რამეში... სახელმწიფოს მიერ აღებული საპენსიო ვალდებულება კი სულ სხვაა smile.gif
Doloress
მე მაინც ვფიქრობ, რომ კადრების განყოფილებამ უნდა შეძლოს სრულად დააკმაყოფილოს დაქირავებული თანამშრომელის ცნობისმოყვარეობა, რაც კავშირშია ამ ადამიანის ხელფასიდან დაქვითულ თანხებთან.. კარგია, როცა კონკრეტულად იცი როგორ უნდა მოიქცე სიბერეში პენსიის უზრუნველსაყოფად და სამსახურიც გეხმარება ამის ზუსტად დადგენაში, იგივე HR-ის განყოფილების საშუალებით smile.gif

Posted by: Doloress 14 Jan 2009, 17:29
PsycheDroid
QUOTE
, მაგრამ კერძო საპენსიო დაზღვევას არ ვენდობი...

კერძოს არ ენდობი და სახელმწიფოს ენდობი? war.gif კაცმა არ იცის, რა იქნება, შენ რომ პენსიაზე გახვალ(თუ ზეგ არ აპირებ გასვლას)

QUOTE
კადრების განყოფილებამ

კადრების განყოფილება შედგება რამდენიმე მიმარტულებისგან. უხეშად რომ გავმიჯნოთ არის HR მიმართულება და არის ადმინისტრაციული მიმართულება.
მე ვმუშაობ HR-ში, -რეკრუტინგი, ადაპტაცია, ტრეინინგი, შეფასება, მოტივაცია, ბლა-ბლა-ბლა.. წესით და კანონით არანაირად არ მეხება, ცნობა, ამონაწერი, შრომის წიგნაკი.. მითუმეტეს, თუ არ ვიყენებთ ამ შრომის წიგნაკებს უკვე.
რა თქმა უნდა, კარგია, თუ იცი, ერკვევი ბუღალტერიაში, იურიდიულ საკითხებში და ა.შ. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ჩემი, როგორც HR-ის კომპეტენცია არ არის პენსიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მამენტ არც ადმინისტრაციული მენეჯერის war.gif

Posted by: PsycheDroid 14 Jan 2009, 17:38
Doloress
QUOTE
კერძოს არ ენდობი და სახელმწიფოს ენდობი?  კაცმა არ იცის, რა იქნება, შენ რომ პენსიაზე გახვალ(თუ ზეგ არ აპირებ გასვლას)

ვერ ხედავ პენსიებით როგორ სპეკულირებს სახელმწიფო და როცა საჭიროა როგორ პოლიტიკურ ქულებს იწერს? smile.gif ასე რომ სახელმწიფო პენსია ყოველთვის აქტუალური იქნება biggrin.gif
პენსიაზე 30-35 წელში ხომ გავალ? ეს დრო კი ისე ჩქარა მირბის, რომ.. ასე რომ ახლავე ჯობია თადარიგის დაჭერა, რომ თავის დროზე ეზოში ბავშვებისთვის შემეძლოს ხოლმე შოკოლადების დარიგება biggrin.gif
Doloress
QUOTE
კადრების განყოფილება შედგება რამდენიმე მიმარტულებისგან. უხეშად რომ გავმიჯნოთ არის HR მიმართულება და არის ადმინისტრაციული მიმართულება.
მე ვმუშაობ HR-ში, -რეკრუტინგი, ადაპტაცია, ტრეინინგი, შეფასება, მოტივაცია, ბლა-ბლა-ბლა.. წესით და კანონით არანაირად არ მეხება, ცნობა, ამონაწერი, შრომის წიგნაკი.. მითუმეტეს, თუ არ ვიყენებთ ამ შრომის წიგნაკებს უკვე.
რა თქმა უნდა, კარგია, თუ იცი, ერკვევი ბუღალტერიაში, იურიდიულ საკითხებში და ა.შ. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ჩემი, როგორც HR-ის კომპეტენცია არ არის პენსიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მამენტ არც ადმინისტრაციული მენეჯერის

ეტყობა დიდ ორგანიზაციაში მუშაობ.. მესმის რომ შეიძლება არ იყოს პირადად შენი კომპეტენცია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ვიღაცას უნდა ეხებოდეს ეს საკითხი კადრების განყოფილებაში

Posted by: Doloress 14 Jan 2009, 19:08
PsycheDroid
QUOTE
პენსიაზე 30-35 წელში ხომ გავალ? ეს დრო კი ისე ჩქარა მირბის, რომ.. ასე რომ ახლავე ჯობია თადარიგის დაჭერა, რომ თავის დროზე ეზოში ბავშვებისთვის შემეძლოს ხოლმე შოკოლადების დარიგება

ლოლ.. თავშენახული კაცი ხარ შენ biggrin.gif
35 წლის მერე კი არა, ხვალ რას ვიზამ, ის არ ვიცი war.gif

QUOTE
მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ვიღაცას უნდა ეხებოდეს ეს საკითხი კადრების განყოფილებაში

ალბათ უფრო იურისტს.. imho.

Posted by: OtsnebisQali 14 Jan 2009, 23:40
ჩემს სამსახურში კადრების განყოფილების მენეჯერს ეხება თანამშრომელთა დაზღვევის, კარძო საპენსიო ფონდის და ა.შ. საკითხები.
შრომის წიგნაკები, ხელფასის ცნობებიც ასევე მისი და დაქვემდებარებულების კომპეტენციაა smile.gif
კერძო საპენსიო ფონდში ყოველ თვე ვრიცხავ 20$ -ს უკვე 3 წელია და რომც წამოვიდე სამსახურიდან, ის იქნება და მე განვაგრძობ თანხის შეტანას.

Posted by: TETISA 15 Jan 2009, 10:38
Sidonia
და მაგ წიგნაკის სევსება როგორ ხდებოდა? სამსახურიდან როცა მიდიხარ, მერე გირტყავენ ბეჭედს? თუ წინასწარ. მე კიდე ვიღაცამ მითხრა, ყოველ თვე უნდა ჩააწერინოო, ანუ ყოველ თვე დაფიქსირდეს, რომ შენ იქ მუშაობ

Posted by: Sidonia 15 Jan 2009, 13:54
TETISA
წაიკითხე წინა გვედი იქ წერია. რა ყოველ თვე biggrin.gif ვიღაცა გეხუმრა biggrin.gif სამსახურიდან რომ მიდიხარ მერე აკეთებენ ყველაფერს

Posted by: T@K 27 Aug 2010, 22:21
ინგლისურად მინდა რა ნიმუში ამ ცნობის user.gif

Posted by: Ziti 28 Aug 2010, 02:13
თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი 5 წელი მაგრამ შრომის წიგნაკი არავის მოუცია smile.gif
დაჟე ისეთი მათხოვრები არიან რო როცა მოვთხოვე რაიმე დამადასტურებელი ცნობის ან მაგდაგვარი რამის სახით მითხრეს "რა ვქნათ ძმაო შრომის წიგნაკი არა მაქ რო რამე ჩაგიწეროო" biggrin.gif

ნეტავ სადმე თუ იყიდება ვაფშე ეგ შრომის წიგნაკები?

ან სად უნდა იშოვოს კაცმა

Posted by: devdariani_29 29 Aug 2010, 11:26
QUOTE
ნეტავ სადმე თუ იყიდება ვაფშე ეგ შრომის წიგნაკები?


კი იყიდება, საკანცელარიოში იკითხე. ეეჰ, ვიწყებდი მუშაობას ბუღალტრის დამხმარედ, მოვემზადე ყველანაირად, მაგრამ...
შრომის წიგნაკის წარმოებას მაინც გირჩევთ, სხვა სამუშაოს დაწყებისას გამოგადგებათ

Posted by: EyORe 20 Nov 2014, 17:53
ვინმემ ხომ არ იცით ვადა რამდენი ხანი აქვს ამ ცნობას? 10 დღის წინ გაკეთებული რომ მივიტანო საელჩოში ძველიაო ხომ არ მეტყვიან? sad.gif

Posted by: ივანიჩ 20 Nov 2014, 18:37
Ziti
devdariani_29
ნახეთ აქ რა წერია?
http://www.csb.gov.ge/ge/faq სულ ბოლოში....

პ.ს. საკანცელარიოში შემხვედრია მეც, სხვაგან არა...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)