მეც გავაგზავნე სივი და ერთი საათიც არ იყო გასული რომ დამირეკეს გასაუბრებაზე ხართ მოწვეულიო. მივედი შემდეგ დღეს ქარვასლაში, ჩემს გარდა კიდევ 20 კაცი იყო, უმნიშვნელო კითხვები დაგვისვეს და მოგვცეს ანკეტა შესავსებათ, დადებითი პასუხის შემთხვევაში საღამოს დაგიკავშირდებითო. დადებითი პასუხი მივიღე და დამიბარეს მეორე დღეს 4 საათზე. მივედი, დამიდეს ხელშეკრულება რომელიც იყო ორგვერდიანი. კარგად წავიკითხე, ყველაფერი ნათელი იყო და ხელი მოვაწერე. შემდეგ უნდა გადამეხადა მომსახურების 35 ლარი (არც კი მიკითხავს რა მომსახურების), გადავიხადე და დაიწყო რამდენიმე დღიანი ბიზნეს ტრენინგი ყოველ 4 საათზე. ლექციების გამო, დღე გამოშვებით მივდიოდი და შესაბამისად ყველაფერი ვერ მოვისმინე, მაგრამ რაც მოვისმინე იყო სრული სიმართლე მაგ კომპანიის საქმიანობის შესახებ, თვითონ დირექტორმა განაცხადა თუ როგორ და რამდენი თანხა მიიღეს ვინც ჩვენ მოგვიწვია და რა პრინციპით მუშაობდა ეს სისტემა, საინტერესო იყო, ნამდვილად. ისე ხდებოდა რომ სულ ერთიდაიგივე ლექციას ვესწრებოდი სხვადასხვა ხალხთან ერთად და შესაბამისად ის დასკვნითი დღე როდესაც სამუშაო საათები უნდა ამერჩია და მუშაობა უნდა დამეწყო არასოდეს დგებოდა, და მგონი ასე გავაგრძელებდი უსასრულოდ, ვიდრე ერთ საღამოს არ დავგუგლე პულანა, და პირველად მივხვდი რომ საშინლად #####უვდი როდესაც ეს თემა ვნახე
PULANA~პულანა. შემდეგ მთელი საათები გავატარე ინფორმაციის მოძიებაში, დავგუგლე ამ კომპანიასთან დაკავშირებული ყველა სახელი, ჩემი მომწვევის ნომერი, ვაკანსიების ავტორების ნომრები და ა.შ. (თავადაც შეგიძლიათ ნახოთ) ყველგან ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებებია, საინტერესო კი ის არის რომ ყველა განცხადება არის სხვადასვა მომხმარებლის მიერ ატვირთული, სხვადასხვა ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი არის მითითებული და ხელფასის ოდენობაც განსხვავებულია, ზოგიერთ განცხადებებში კი ბონუსებს და დაფინანსებას ჰპირდებიან, მისამართი კი ყველგან უცვლელია. ასევე წავაწყდი იმ ადამიანებს რომლებიც ადრე მოტყუვდნენ ამ კომპანიის მიერ:
რა ხდება ქრვასლაში 510 ოთახიში?https://m.facebook.com/gsngeorgia/photos/a....624056211066894 ეს კომპანია დაკავშირებულია შ.პ.ს ინფო ცენტრთან, ან მისი ძველი სახელია, რადგან მათი განცხადებები იგივე შინაარსისაა, უბრალოდ მისამართებია შეცვლილი (ეტყობა ქარვასლაში ახალი გახსნილია). ეს კი ერთ-ერთი საქმე სადაც კომპანიის დარღვევებზეა საუბარი
http://www.gncc.ge/ge/legal-acts/commissio...013-657-18.page მერე ხელშეკრულებას გადავხედე და კარგად დავაკვირდი რა ეწერა, როგორც გაირკვა, მე ვიყავი დამკვეთი, კომპანია კი შემსრულებელი და ის 35 ლარი იყო ბიზნეს ტრენინგის საფასური, და ამაზე ხელს ვაწერდი. ხელფასი მითითებული იყო 300 ლარი რომელიც ერთი თვის შემდეგ უნდა ჩარიცხულიყო ჩემი ბარათის ანგარიშზე, რომელიც არ მქონდა და არც მექნებოდა. არადა გადახდისას მითხრეს რომ 35 ლარი ბარათის გაკეთებისთვის იყო საჭირო. მოკლედ, ჩემი ვარაუდით, არის ესეთი ჯგუფი რომელიც ამ სტრატეგიით მუშაობს: ქმნის კომპანიას, აქვეყნებენ განცხადებებს რაღაც თანამდებობებზე, იწვევენ დაახლოებით 200მდე ახალგაზრდას ერთ თვეში და ხელშეკრულების სახით ართმევენ 35-40 ლარს, შემდეგ ბიზნეს ტრენინგი მთავრდება და მერე რა ხდება არ ვიცი რადგან ერთ დღესაც მივედი ქარვასლაში და პინ კოდის ბარათი უკან დავუბრუნე, ხელშეკრულება კი მე დამრჩა. ერთ ტიპს კი ვუთხარი გვატყუებენ მეთქი და სქრინებიც ვაჩვენე მაგრამ არ ვიცი რა შედეგი ექნება, დარმწუნებული ვარ უმეტესობა აზრზე არაა სად მიდიან. NOW foods-ის გარდა ასევე ყიდიან სხვა ფირმის პროდუქტებს, შესაბამისად განცხადებები ხან NOW foods-ის სახელით იდება, ხან პულანის და ბენჯამინის. ვინც ჩემნაირად მიიღეს ამ კომპანიაში და ბოლომდე მიყვა ბიზნეს ტრენინგებს, მაინტერესებს ახლა რას აკეთებს, რეალურად მუშაობს და ხელფას იღებს თუ ხალხის მოწვევა მოსთხოვეს და გამოაგდეს?
Release me...release me...release me...please...