#59633859 · 19 Sep 2022, 12:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამწუხაროდ, პროსტატის დაავდებები მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მამაკაცს აწუხებს, ფართოდ არის გავრცელებული და მამაკაცთა სიმსივნით სიკვდილიანობის მიზეზებს შორის პირველი ან მეორე ადგილი უკავია პროსტატის კიბოს.
პროსტატიტი – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში. პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30%, 40 წლის შემდეგ – 40%, 50 წლის შემდეგ – 50% და ა.შ.
მე მქონდა 15-16 წლის წინ უროლოგიური პრობლემები... რამდენიმე წელი ვისთან არ ვიარე... კატის ბრჭყალებიო, ბალახეულებიო, ჰომეოპათიურიო.. სად არ ვიყავი.. უამრავი თანხა დამახარჯინეს... ბოლოს გურჯაანშიც ვაპირებდი მისვლას რაღაც სოფლურ წამალზე, მაგრამ შემაშინეს .. ბადიაურში ... მერე ნელნელა ანტისეპტიკებით გამომისწორდა მდგომარეობა.. მთლად ვერა მაგრამ არ ვწუწუნებ... ვის რა მოსაზრებები გაქვთ ამ თემაზე... ??
|