Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ანატოლ ფრანსი


Posted by: Makulatura 28 Jul 2006, 14:19
user posted image




ანატოლ ფრანსი
(ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლ ფრანსუა თიბო )

(1844 - 1924) ფრანგი მწერალი.
ორატორი და პუბლიცისტი

მისი რომანი "პინგვინთა კუნძული" მისი ერთ-ერთი საუკეთესო
რომანია,სადაც ყველაზე სრულყოფილად გამოჩნდა
მწერლის მხატვრული სიტყვის ძალა და თავისებურება.
რომანში მძაფრი სატირით არის აღწერილი მსოფლიოს
და კერძოდ საფრანგეთის ცივილიზაციის ისტორია.
...ავტორი ფართოდ იყენებს ალეგორიებს, გროტესკულ ნიღბებს
პაროდიას, კარიკატურულ გაზვიადებას და ა.შ.

ხოლო მისი გენიალური წიგნი "ანგელოზთა აჯანყება" 1900 წელს შექმნა.
წიგნში მოთხრობილია თუ როგორ უჯანყდებიან მეამბოხე ანგელოზები ღმერთს და მის დამხობას აპირებენ
ხოლო მის ადგილზე უნდა დააბრძანონ სატანა.
მაგრამ ამ წიგნში სატანა გადმოცემულია როგორც კეთილისმყოფელი არსება.

მოდით ვისაუბროთ ამ მწერლის შესახებ ვისაც რა გაგეგებათ შემიძლია
თუ არ გაგიჭირდებათ წაკითხვა წიგნს ინგლისურად გთავაზობთ.

user posted image


მწერალი რომელმაც სრულიად ახალ სამყაროში დამამტყვევა!

Posted by: nacarqeqia 28 Jul 2006, 14:28
მე მისი მხოლოდ რამოდენიმე რომანი მაქვს წაკითხული: ღმერთებს სწყურიათ, პინგვინების კუნძული და სილვესტრ ბონარის დანაშაული... მისი პროზა მოძველებულად მეჩვენა, ალბათ ამის ბრალია მისი შედარებითი არაპოპულარობა მკითხველთა შორის -

პატარა ოფთოპიკი!

მოხუცი სელინჯერი გინახავთ?

Posted by: sibneleSi mocekvave 28 Jul 2006, 14:34
მიუხედავად იმისა, რომ კლასიკად ითვლება, მე არ მომწონს boli.gif

nacarqeqia
ეგ მაგარი კაცია ძალიან. ეს ალბათ ის პერიოდია, როდესაც საკუთარ სახლში რომ ჩაიკეტა და აღარავის ეჩვენებოდა. არც ახლობლებს, არც მკითხველებს. ჟურნალისტებსა და ფოტორეპორტიორებს მითუმეტეს. ალბათ მუშტიც იმიტომ მოუღერებია. ნუ მიღებთო rolleyes.gif
ეგ კარგი, მაგრამ სელინჯერს ანატოლისთან რა უნდა? gigi.gif

Posted by: Kniazna 28 Jul 2006, 14:37
მე მიყვარს ფრანსი ... ღმერთებს სწყურიათ და პინგვინთა კუნძული ვიცი და ანგელოზთა აჯანყება რატომღაც არ მაქვს წაკითხული ...

მისი პატარა მოთხრობები მაქვს წაკითხული, და განსაკუთრებით მომეწონა ერთი, ლოლიტას შესახებ smile.gif

Posted by: провод 28 Jul 2006, 14:39
makulatura
QUOTE
შემიძლია აქვე შემოგთავაზოთ ეს წიგნი ინგლისურად

აბა შემოგვტავაზე smile.gif

Posted by: Makulatura 28 Jul 2006, 14:45
QUOTE
აბა შემოგვტავაზე


ა ბატონო smile.gif


http://books.google.com/books?id=isHf9vBIJncC&dq=anatole+france+book&pg=PA1&ots=iarDer1Q3g&sig=5bNx-YOOMCoDUjKxb6t7i_9fDqw&prev=http://www.google.com/search%3Fhl%3Den%26sa%3DX%26oi%3Dspell%26resnum%3D0%26ct%3Dresult%26cd%3D1%26q%3Danatole%2Bfrance%2Bbook%26spell%3D1&sa=X&oi=print&ct=result&cd=2

Posted by: Makulatura 28 Jul 2006, 14:49
ანატოლ ფრანსი....

Posted by: провод 28 Jul 2006, 14:50
makulatura
QUOTE
ანგელოზთა აჯანყება

დიდი მადლობა მაგრამ აქ ბოლომდე ხო არ არის ? თუ ჯერ ეს ცავიკითხოთ და მერე კიდე იქნება smile.gif


Posted by: Kniazna 28 Jul 2006, 14:51
ინგლისურად წაკითხვა არამგონია ღირდეს თუ ინგლუსირუს სრულყოფის მიზნით არ აკეთებ ამას smile.gif

Posted by: провод 28 Jul 2006, 14:55
http://www.litrix.com/revolt/revol001.htm აი ეს ლინკი ჯობია.
მთლიანად არის.

ძაან მაგარი მოაზროვნე იყო ფრანსი და სიამოვნებით წავიკითხავ ამ წიგნს.

Posted by: Makulatura 28 Jul 2006, 14:56
QUOTE
მაგრამ აქ ბოლომდე ხო არ არის ?


ჰმ... გამაგიჟებ ადამიანო smile.gif ქვევით გვერდებს ვერ ხედავ არა?
მარჯვენა კუთხეში ზევით და ქვევით user.gif

Posted by: Contralto 28 Jul 2006, 14:58
"ანგელოზთა აჯანყება" ღმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული და მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი smile.gif ეჰ, რა კარგი დრო იყო lol.gif
იმავე დროს წავიკითხე "პინგვინთა კუნძული" და "ღმერთებს სწყურიათ"...

სხვათა შორის, ფრანსი "ანმგელოზთა აჯანყების" მოტივებს პირდაპირ უნდა უმადლოდეს მილტონს smile.gif იხ. "დაკარგული სამოთხე"...

კარგი მწერალია, თავის დროზე წასაკითხი და გასააზრებელი... თუმცა, ახლა ნამდვილად მეზარება გადაკითხვა... სადაა მაგდენი დრო sad.gif

Posted by: Makulatura 28 Jul 2006, 15:01
QUOTE
პირდაპირ უნდა უმადლოდეს მილტონს


Contralto

ფრანსი ბევრად პირდაპირია.... smile.gif

Posted by: провод 28 Jul 2006, 15:03
makulatura

QUOTE
ჰმ... გამაგიჟებ ადამიანო smile.gif ქვევით გვერდებს ვერ ხედავ არა? მარჯვენა კუთხეში ზევით და ქვევით user.gif

კარგი მაშინ 174-გვერდი წამაკითხე. smile.gif

და აი რატომ არ შეიძლება ბოლომდე წაკითხვა.
As part of our efforts to protect the rights of copyright holders, we restrict the amount of any given book's content that users are able to read (unless the book is out of copyright – Full Book View), so some pages will be unavailable.

Posted by: nacarqeqia 28 Jul 2006, 15:15
makulatura
QUOTE
ფრანსი ბევრად პირდაპირია....


მაგრამ მილტონი არაა...

Posted by: Makulatura 31 Jul 2006, 12:59
და სატანა მიუბრუნდა მებაღეს:


____________ ნექტერ, შენ ჩემთან ერთად იბრძოდი სამყაროს შობამდე.მაშინ იმიტომ ვიძლიეთ რომ არ ვუწყოდით: გამარჯვება ოდენ ს უ ლ ი ა და რომ ჩვენში და მხოლოდ ჩვენში უნდა ვძლიოთ იალდაბაოთი.

Posted by: Pathetikos 31 Jul 2006, 13:06
QUOTE
წიგნში მოთხრობილია თუ როგორ უჯანყდებიან მეამბოზე ანგელოზები ღმერთს

დააკვირდით ბოლოდან მესამე სიტყვას.
ბიძია ფროიდი გვეუბნება, რომ ნებისმიერი არასწორად ნათქვამი, დაწერილი, დაბეჭდილი თუ წაკითხული სიტყვა რაღაცას ნიშნავს და რომ ასეთი შეცდომები უმიზეზოდ არასდროს არ ხდება.
makulatura
აგერ დივანზე მოკალათდით, მოდუნდით და გაგვიზიარეთ თქვენი სათქმელი...
biggrin.gif

Posted by: Makulatura 31 Jul 2006, 14:30

არკად მტოვებთ?

დიახ, უკან მოხედვა არ მჩვევია...

მაშ აღარ მეყოლება მფარველი ანგელოზი?

არა, აღარ გეყოლებათ.

ანგელოზი ოდნავ შეყოვნდა, თავი დახარა და სიბნელეში გაუჩინარდა


Posted by: Makulatura 31 Jul 2006, 23:37
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: Solveig 31 Jul 2006, 23:40
makulatura

ჰაეეეს? ეხლა არ გადამრიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ანატოლ ფრანსი ჩემი უსაყვარლესი მწერალია.."პინგივნთა კუნძული" მაქვს წაკითხული, "ანგელოზთა აჯანყება" და "ღმერთებს სწყურიათ". პირველი ორი განსაკუთრებით მიყვარს, მესამე-ისე,რ ა..

"პინგვინთა კუნძული" ფაქტიურად საფრანგეთის ისტორიაა, ფრანსისეული გოტესკით და შავი იუმორით შეზავებული.

Posted by: Makulatura 1 Aug 2006, 00:00
Solveig

და სად იყავი ამდენ ხანს? თუ მართლა გიყვარს აკლიხარ ამ თემას. biggrin.gif wink.gif

QUOTE
ფრანსისეული გოტესკით და შავი იუმორით შეზავებული.


მესამე: მსუბუქი ირონიით

Posted by: Solveig 1 Aug 2006, 00:04
QUOTE
და სად იყავი ამდენ ხანს?


ვუცქერდი, როგორ ეხმალავებოდა მორისი თავის მფარველ ანგელოზს და მთელ ხმაზე გაჰკიოდა-"ტუშეეე" biggrin.gif მერე კი თავად იშთარს ვეშველებოდი ყუმბარების მომზადებაში.



Posted by: Makulatura 14 Nov 2008, 19:59
...თუმცა გართობა დიდად მიტაცებს, ჩემი ცხოვრება მაინც მიზანდასახულია.
მე ერთი დიდი ჩანაფიქრის განხორციელებას ვცდილობ;
პინგვინთა ისტორიას ვწერ, გულმოდგინედ ვშრომობ და არც დაბრკოლებებს ვუშინდები,
თუმცა ხანდახან გადაულახავადაც კი მეჩვენება ისინი.

მეცამეტე საუკუნის წყაროები მრავლდება, მაგრამ საიმედო კვლავ არაფერია!

* * *
Solveig
QUOTE
ვუცქერდი, როგორ ეხმალავებოდა მორისი თავის მფარველ ანგელოზს და მთელ ხმაზე გაჰკიოდა-"ტუშეეე"

biggrin.gif up.gif

Posted by: Kimberly` 15 Nov 2008, 00:33
QUOTE (Kniazna @ 28 Jul 2006, 14:37 )
მე მიყვარს ფრანსი ... ღმერთებს სწყურიათ და პინგვინთა კუნძული ვიცი და ანგელოზთა აჯანყება რატომღაც არ მაქვს წაკითხული ...

მისი პატარა მოთხრობები მაქვს წაკითხული, და განსაკუთრებით მომეწონა ერთი, ლოლიტას შესახებ smile.gif


[COLOR=red]ლილიტზეა ეგ smile.gif

მიყვარს ფრანსი, ეგზისტენციალისტი იყო ... მერე დავწერ საყვარელ ფრაზებს smile.gif

Posted by: Makulatura 15 Nov 2008, 03:59
წარწერა ანატოლ ფრანსის სურათზე

კარგი ოსტატი, შემოქმედი უმწვერვალესი,
ვინც სიტყვას მისცა ყინულის და ცეცხლის ხალისი, -

ენა ფრანგული ჰქმნა დიადი და სრულყოფილი,
უდარებელი, იშვიათი, კეთილშობილი.

მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი.
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი!

მწარე დაცინვა, მოელვარე - როგორც მახვილი,
მათდამი ზიზღის უმწარესი გამომსახველი,

ვინც მარგალიტით და ოქროთი მოავარაყა
ბურჟუაზიის ბატონობის მთელი მარაქა.

ის იყო ციცხვი, წინაპარი მოვლენის დიდის,
რომელიც ახლა ახალი გზის ძიებით მიდის.

მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი -
ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი.


Posted by: ata9 23 Jun 2009, 15:14
ზალიან მაგარია სატანას ბოლო დიალოგი. ისე ოსტატი და მარგარიტას ტყვეობაში მყოფებს ზალიან მოგეწონებათ.

Posted by: ფრენოლოგი 30 Jun 2009, 17:14
"ანგელოზთა აჯანყება" ორი წლის წინ დავიწყე და რატომ ღაც აგვანებე თავი
ეხლა ერთი თვის წინ კიდევ მომხვდა თვალში და წავიკითხე, ჰოდა უნდა ვთქვა მომეწონა .... smile.gif
საინტერსოა ძალიან

Posted by: xronopi 16 Jul 2009, 15:42
Contralto
ფრანსი ყველაზე პირდაპირი არის ვინცხა ჟერომის (გვარი არ მახსოვს) აზრებში
მილტონი ვერ შეედრება.
საერთოდ ინგლისელები ფრანგებივით ვერ წერენ........

Posted by: LTB1948 26 Aug 2010, 12:26
მეც ზალიან მიყვარს ფრანსი, აბატ კუინარის აზრები გენიალურიაsmile.gif)

Posted by: Solveig 26 Aug 2010, 17:19
Contralto
QUOTE
კარგი მწერალია, თავის დროზე წასაკითხი და გასააზრებელი...

ნამდვილად ასეა.

LTB1948
QUOTE
აბატ კუინარის აზრები

xronopi
QUOTE
ვინცხა ჟერომის (გვარი არ მახსოვს)

biggrin.gif biggrin.gif


ბატონ ჟერომ კუნიარის აზრები ჰქვია biggrin.gif

წაკითხვა მინდა მაგ წიგნის და ვერ მოვაბი თავი..გფაზაფხულზე წავიკითხავ.
* * *
ისე, რა საინტერესოა, სადაა ის მემორიალური დაფა, ზემოთ რომ დევს სურათი? მაგასაც ხომ არ იჩემებენ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები-ჩვენიანიაო? biggrin.gif


წეღან ვიკიზე შევბოდიალდი და:

In 1922, France's entire works were put on the Index Librorum Prohibitorum (Prohibited Books Index) of the Roman Catholic Church.[2] This Index was abolished in 1966.

რატომღაც რომ მოსწონებოდათ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tatuli1989 30 Aug 2010, 20:43
ეს მახსოვს ღმერთებს სწყურიათ -დან ყველაზე მაგრად

ან ღმერთს ბოროტების შეჩერება სურს და არ ძალუძს ,ან ძალუძს და არ სურს ,ან არც სურს და არც ძალუძს,ან ძალუძს და არ სურს,ან არც სურს და არც ძალუძს,ან ბოლოს კიდეც სურს და კიდეც ძალუძს.თუ სურს მაგრამ არ ძალუძს,ის უძლური ყოფილა;თუ ძალუძს მაგრამ არ სურს ,გარყვნილი ყოფილა;თუ არც ძალუძს და არც სურს ,ის უძლური ყოფილა და გარყვნილიც; ხოლო თუ კიდეც ძალუძს და კიდეც სურს , რატომ არაფერს შვრება?

user posted image

Posted by: Mamaduka 13 Feb 2011, 17:01
გამარჯობა, "ანგელოზთა აჯანყება" ინტერნეტ ვერსია მოიძებნება სადმე?

Posted by: misha55555 22 Feb 2011, 03:11
ანატოლ ფრანსის, ანგელოზთა აჯანყება და მეტროსადგური ანატოლ ფრანსი ვიცი ჯერ ჯერობით biggrin.gif . პინგვინთა კუნძულს წავიკითხავ ისტორია რაკი არის

Posted by: serafita_asuli zevaxisa 1 Sep 2011, 22:50
პინგვინთა კუნძული love.gif love.gif

ამდენი ირონია, დაასამარებდნენ თავის დროზე ალბათ ფრანგები.

ის იყო ყველაზე მაგარი, ვერგილიუსმა რომ უთხრა ერთ-ერთ პინგვინს, ერთმა კაცმა მინახულა საიქიოში და მიწაზე დაბრუნებულმა საშინელი ხმები გამივრცელა, თითქოს მე გუნდრუკი მეკმიოს ურიათა ღმერთისთვისო.

პატარა პიერი და სიცოცხლის ყვავილობა (მგონი) მიდევს სახლში და წლებია არ ვკითხულობ. ბიოგრაფიულიაო წინასიტყვაობამ.

Posted by: Solveig 2 Sep 2011, 10:25
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
ვერგილიუსმა რომ უთხრა ერთ-ერთ პინგვინს, ერთმა კაცმა მინახულა საიქიოში და მიწაზე დაბრუნებულმა საშინელი ხმები გამივრცელა, თითქოს მე გუნდრუკი მეკმიოს ურიათა ღმერთისთვისო.

biggrin.gif

და ტრინკო არ მოგწონს? biggrin.gif ეგრე ზუსტად ნაპოლეონი არავის დაუხასიათებია, მე მგონი biggrin.gif

"პინგვინები" ჩემი საყვარელი წიგნი იყო ოდესღაც, დღემდე ზეპირად მახსოვს ფრაზები---


ამ გახსენებაზე-წავიკითხე ბატონი ჟერომის აზრები, მოთხრობილი მისი ერთგული მოწაფის, ჟაკ ტურნებროშის მიერ smile.gif

ძალიან მაგარი წიგნია, უდიდესი სიამოვნება მივიღე.

Posted by: rati nwt 28 Apr 2014, 13:35
ანგელოზთა აჯანყება ქართულად არსებობს? ნათარგმნია?

და თუ არის PDF ვერსია არის? თუ ბიბლიოთეკაში ვეძიო

Posted by: seeman 28 Apr 2014, 14:47
rati nwt

QUOTE
ანგელოზთა აჯანყება ქართულად არსებობს? ნათარგმნია?


yes.gif


Posted by: ValenTine_Kelly 28 Apr 2014, 19:50
rati nwt
QUOTE
ანგელოზთა აჯანყება ქართულად არსებობს? ნათარგმნია?

არის და ბუკინისტებთან მხვდება ხშირად. თუ ხვდები თსუს პირველ კორპუსთან,მიწისქვეშას ამოსასვლელში რომ ბუკინისტია მას ჰკითხე. რამდენჯერმე მოვკარი თვალი რომ ჰქონდა.

Posted by: rati nwt 15 May 2014, 19:01
ანგელოზთა აჯანყებიდან.

"გულის სიღრმეში სკეპტიკოსები იყვნენ, მაგრამ რელიგია ხალხის მართვის საუკეთესო საშუალებად მიაჩდათ."

"სწამდა, მაგრამ რისთვის, თავის დღეში იოტისოდენადაც არ გამოუძიებია. არც იმ საზოგადოების მორალურ პრინციპებს ჩასძიებია, რომელსაც თავად ეკუთვნოდა. ყველაფერს ერთნაირად ღებულობდა, როგორადაც დაახვედრეს: ამიტომ ყოველგვარ ვითარებაში უაღრესად ნამუსიან კაცად მოჩანდა."

"ქრისტიანობა მტერია ხელოვნებისა, რაკი ხელს არ უწყობდა შიშველი ნატურის შესწავლას. ხელოვნება ბუნების გამოსახვაა, ბუნება კი უპირატესად ადამიანის სხეულია, შიშველი სხეული."

"აკი ყველამ უწყის რომ აზროვნებას ზიანი მოაქვს და ჭეშმარიტი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, არაფერი იფიქრო ხოლმე."

"რაც შეეხება ჭეშმარიტებათ, წიგნებში რომ მოიძევება, ისინი ხანდახან გვახვედრებენ, როგორი არ არის საგნები, თუმც თავის დღეში არ გვეუბნევიან, როგორი უნდა იყოს სინამდვილეში. ეს იოტისოდენა ჭეშმარიტება საკმარისი აღმოჩდა საიმისოდ რომ დავრწმუნდე: ის ვისიც ბრმად მწამდა, როდი იმსახურებდა ამ რწმენას და რომ ადამიანები და ანგელოზები მსხვერპლად გაუხდნენ იალდაბაოთის სიცრუეს."

"ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად ეს აკლია, სრულებით არ ფიქრობს."

"იტყუება, როცა თავს უსასრულოს, მარადიულსა და ყოვლისშემძლეს უწოდებს. რა დაინახავენ, სამყაროები არამცთუ შეუქმნია, მათი არც რიცხვი იცის და არც კანონებიო, მიხვდებიან, რომ ისიც და მათი მსგავსია, შეიზიზღებენ, გადაიგდებენ მათ ტირანიასდა გეენაში გამოუძახებენ: გეენაში, სადაც თავისზე უკეთესები დანთქა."

"ცათა საუფლო სამხედრო ავტოკრატიაა და იქ საზოგადოებრივი აზრი არ არსებობს."

"ყოველივე რაც არსებობს, არსებობს თავისთავად და არა იაღვეს ნება-სურვილით, სამყარო თვითონ არის თავის თავის შემოქმედი და სული თავად არის თავისი თავის ღმერთი."

"რატომ გაიხარა იონიისა და ატაკის წმინდა მიწაზე ამ უბადლო ყვავილმა? იმიტომ, რომ აქ არ იყო სამღვდელოება, არც დოგმა, არც გამოცხადებადა ბერძნებს თავის დღეში არ სცნობიათ მოშურნე ღმერთი."

"კაცთა კეთილდღეობისთვის რომ იხრწვოდე, ყოველგვარ მორალზე მაღლა უნდა იდგე"

ეს არის ნაწილი ამონაწერი, რაც არ მინდოდა დამწვიწყებოდა.

Posted by: rati nwt 16 Sep 2014, 15:57
"ლუდითა და თეოლოგიით გაბერილი ბერი".


ვისზე ამბობს აბა ბატონი ფრანსუა ტიბო?

Posted by: monogamist 16 Sep 2014, 16:55
QUOTE
ანგელოზთა აჯანყება

ჩემი საყვარელი წიგნების ნამდვილი წევრი smile.gif

Posted by: seeman 16 Sep 2014, 17:37
rati nwt

QUOTE
"ლუდითა და თეოლოგიით გაბერილი ბერი".


ლუთერ ?

Posted by: rati nwt 18 Sep 2014, 20:45
seeman

QUOTE
ლუთერ ?



კიი ლუთერმა გადაავადა ამათი დაღუპვაო...


ლუდითა და თეოლოგიით გაბერილი, რა მაგარი დახასიათებაა lol.gif

Posted by: saandr 6 Oct 2014, 19:56
http://laterna.ge/?cat=38&show=14109

Posted by: Fe11oW 7 Dec 2014, 13:38
ეხლა ხო მაინცაა ახალი გამოცემა, ხოდა შეიძილენეთ და გაეცანით

http://www.biblusi.ge/item/sxva-wignebi/31071-angelozTa-ajanyeba.html?lang=ka-GE







ძალიან up.gif

Posted by: rati nwt 26 Apr 2015, 04:30
user posted image

QUOTE
ეხლა ხო მაინცაა ახალი გამოცემა, ხოდა შეიძილენეთ და გაეცანით


6 ლარად იყო ფესტივალზე, აღვფრთოვანდი თუმცა უკვე მქონდა. რამდენიმე ფრანსის მოყვარულს სრულებით თავისი ინიციატივით გამოუშვია, რა რთული საძებნია ასეთი ხალხი.

Posted by: ოჩო 5 Jun 2015, 13:10
rati nwt

მადლობა jump.gif

ძალიან მახარებს ხოლმე ასეთი რეაქცია

Posted by: illusions 15 Jul 2015, 23:20
პატარა პიერს ვკითხულობ, დასაწყისი საკმაოდ სახალისო და კარგია bis.gif

Posted by: buskunia 28 Jun 2016, 18:59
ანგელოზთა აჯანყება დავიწყე


ჯერჯერობით მომწონს.. smile.gif

Posted by: krulinka 11 Jan 2018, 21:55
მე მხოლდ "ღმერთებს სწყურიათ" მაქვს წაიკითხული.. თუ ვინმე გაქვს აგნელოზტა აჯანყება პდფ ვერსია იქნებ მომცეთ. ყიდვას ვერ ვახერხებ და ძალიან მინდა წაკითხვა

Posted by: iverieli 22 May 2018, 11:10
პატარა პიერს ვკითხულობ. საკმაოდ კარგად იკითხება. რამდენს ნიშნავს რო კარგი თარგმანია. უმეტესობა ახალი გამოშვებული თარგმანები უვარგისია.

კი ეცინიან კომუნისტებს მაგრამ ძველი თარგმანები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა

მომწონს ფრანგი მწერლები

Posted by: John-obi 22 May 2018, 16:51
"პინგვინთა კუნძული" მაქვს წაკითხული და შევღონდი რასაც ქვია. მასე უინტერესოდ არაფერი წამიკითხავს ცხოვრებაში, ძლივს დავამთავრე და ახლა მარტო ის მახსოვს ვიღაც ტიპი პინგვინებს რომ გააქრისტიანებს.

იმდენად უხეში ტექსტი იყო, სულ არ დავინტერესებულვარ არც ალუზიებით და არც წიგნის ბოლოში არსებული განმარტებებით.

ამ წიგნს რომ აღარასოდეს მივუბრუნდები ზუსტად ვიცი, მარა სხვა წიგნებს წავიკითხავ.

Posted by: TikitaLomos 27 Jun 2018, 17:31
rati nwt
QUOTE
ანგელოზთა აჯანყება ქართულად არსებობს? ნათარგმნია?


კი ძველი გამოცემა მაქვს მე, ბუკინისტებთან ვიყიდე ერთი ათი წლის წინ და ახლაც ექნებათ, თუარადა ახალი გამოცემაც დავლანდე ამასწინათ ბიბლუსში.


"ანგელოზთა აჯანყება" ჩემი ფავორიტების სამეულში შედის.

Posted by: Solveig 30 Jun 2018, 13:50
iverieli
QUOTE
კი ეცინიან კომუნისტებს მაგრამ ძველი თარგმანები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა

ძველად ფრანგული ენა იგივე იყო, რაც დღეს არის ინგლისური. განათლებულმა ქართველებმა უთუოდ იცოდნენ ფრანგული, ბევრს წლები ჰქონდა გატარებული საფრანგეთში, პარიზში, რომელიც ფრანგული ენის, ლიტერატურისა და კულტურის ცენტრი იყო და შესაბამისად, ლიტერატურულ ფრანგულსაც ფლობდნენ.
ჰოდა, ძველი თაობის ფრანგულიდან მთარგმნელები ან ეგეთი ხალხი იყო (მიხეილ ჯავახიშვილი, არისტო ჭუმბაძე, თედო სახოკია, გერონტი ქიქოძე, სერგი წულაძე), ან კიდევ, ეგეთი ხალხის უშუალო მოწაფეები. პირველმა ფრანგულიდან მთარგმნელებმა, ფრანგულის გარდა, ქართულიც ძალიან კარგად იცოდნენ და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ენციკლოპედიური განათლებაც ჰქონდათ, უშუალო მოწაფეებსაც მაგას გადასცემდნენ. ცალკე არიან აღსანიშნავი ასევე გიორგი ეკიზაშვილი და გასტონ ბუაჩიძე, რომელთაც ასევე წლები გაატარეს საფრანგეთში (ბუაჩიძე სულაც ფრანგი იყო დედით). მე მგონი, ახლაც საფრანგეთში ცხოვრობს ორივე, მხოლოდ, მოხუცები არიან და არ ვიცი, თარგმნიან კიდევ, თუ არა..


* * *
John-obi
QUOTE
"პინგვინთა კუნძული" მაქვს წაკითხული და შევღონდი რასაც ქვია. მასე უინტერესოდ არაფერი წამიკითხავს ცხოვრებაში, ძლივს დავამთავრე და ახლა მარტო ის მახსოვს ვიღაც ტიპი პინგვინებს რომ გააქრისტიანებს.

იმდენად უხეში ტექსტი იყო, სულ არ დავინტერესებულვარ არც ალუზიებით და არც წიგნის ბოლოში არსებული განმარტებებით.

არადა, ძალიან მაგარი წიგნია.

სასტიკი იუმორით მოთხრობილი საფრანგეთის ისტორია biggrin.gif თარგმანიც ძალიან კარგია. გემოს დაჭერა უნდა.

ძალიან მიყვარს. არც კი ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული love.gif

80 000 კონა თივის საქმე იყო ჩემი ფავორიტი biggrin.gif
ხოლო, ფრანსის მიერ აღწერილი ტრინკო კი, ისტორიული პიროვნების (ნაპოლეონის) ლიტერატურული კარიკატურის საუკეთესო ნიმუშია biggrin.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)