შენ არ გევასება ელჩი, რაღაცაზე იქნები გადაკიდებული, როგორც მე დამდევდი ხოლმე ადრე თემიდან თემაში და რო გკითხე რა გინდა მეთქი, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რო არ მევასებიო
ადამიანმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ფესვები.
ან Y-ეზე უნდა დაიკიდოს საერთოდ, გაწყვიტოს კავშირი თავის სამშობლოსთან...
ჩემი შვილი შტატებში დაიბადა და იზრდება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ იცოდეს ქართული, ყოველ წელს 1-2 თვით მაინც ჩამოგვყავს აქ, იქ ქართულსაც ვასწავლიდით დისტანციურად, პანდემიის დროს...
არის ემიგრანტების ორი კატეგორია:
პირველი ვისაც აქეთ გამოხედვა არ უნდა და იმან რო არ ასწავლოს შვილს ქართული, არანაირი პრობლემა არაა.
და მეორე, ვინც ინარჩუნებს თავის იდენტობას და სურს შვილსაც ქონდეს რაღაც კავშირი თავის ფესვებთან.
წელს სან ფრანცისკოში, ერთ-ერთ დღეს დოლორეს პარკში ვიჯექი და ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი საქართველოში მესენჯერით.
და ამ დროს გოგომ გამოიარა და ჩემი ლაპარაკი გაიგო და გახარებული მოვიდა და გადამეხვია, ქართველი ხარო.
24 წლის გოგო იყო, შტატებში დაბადებული და გაზრდილი, ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მსახიობია, რამდენიმე ფილმში და სერიალში აქვს ნათამაშები... მერე სოც. ქსელში დავმეგობრდით და ვნახე რო საკმაოდ წარმატებულია...
ანუ იქაურია რა... მაგრამ მაინც იცის ქართული...
საქართველოში ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი ცოტა ხნითო, დედამ ასწავლა ქართული...
ხო და ეგეთი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას, განსაკუთრებით დედა...
This post has been edited by Frankens†ein on 12 Nov 2021, 16:10
Mens sana in corpore sano...