forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ყველაფერი VIN კოდების შესახებ, კითხვა–პასუხი და ინფორმაცია
VIN_GE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 127868
რეგისტრ.: 23-February 11

  გამოგზავნილია: 13 Mar 2011, 23:51  #24449015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)

1981 წლის შემდეგ გამოშვებულს ყველა ავტომობილს აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN). VIN კოდი ბევრ და მნიშვნელოვან საკითხებში გამოიყენება, მათ შორის კონკრეტული ავტომობილის ისტორიიდან მნიშვნელოვანი ცნობების მოსაპოვებლად. VIN-ს ასევე აქვს სხვა მრავალი გამოყენება. მაგალითად, სერვის მაღაზიები იყენებენ ვინ კოდს ავტომობილის მწარმოებლის მიერ დამონტაჟებული ძრავის, ტრანსმისიის და სამუხრუჭე სისტემების იდენტიფიკაციისთვის, რომ შეძლონ ავტომობილის გამართულად მომსახურება. კანონდამცავი ორგანოები იყენებენ VIN კოდს მოპარული ავტომობილების და ნაწილების აღმოსაჩენად და დასაბრუნებლად. ავტო მწარმოებლები VIN კოდს იყენებენ გამოხმაურებების დახმარებით უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად.

VIN კოდის მოძებნა

VIN კოდი მანქანაში რამოდენიმე ადგილზე მდებარეობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბამპერზე (თქვენ შეგიძლიათ ნახოთ VIN კოდი ასევე საქარე მინაზე) და მძღოლის მხარეს კარის ჩარჩოს სტიკერზე . ზოგ ავტომობილზე VIN კოდი ასევე განთავსებულია ძრავზე, hood-ზე და სხვა ავტო ნაწილებზე. VIN კოდი ასევე ჩაწერილია ავტომობილის საბუთებში, ავტომობილის ტექ. პასპორტში, სადაზღვევო პოლისში და პოლიციის ჩანაწერებში. სიმბოლოები VIN კოდში შეიცავს ინფორმაციას ავტომობილის გამოშვების წელის, მწარმოებლის, მოდელის, გამოშვების ადგილის და სხვ. VIN კოდის დეკოდირება ნიშნავს ამ სიმბოლოების გაშიფვრას. VIN კოდი ასევე გამოიყენება CARFAX-ის, AUTOCHECK-ის და სხვა ბაზებიდან ავტომობილის ისტორიის ამონაწერის მისაღებად.

user posted image

VIN დეკოდერები
ამერიკული და კანადური მანქანებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული http://vin.ge/ (აქვე იხილავთ, თუ რამდენი ჩანაწერია თქვენი მანქანის შესახებ კარფაქსის ან აუტოჩეკის ბაზაში)

ევროპული ავტომობილებისთვის http://vin.ge/?action=producedate

ევროპული, ამერიკული და იაპონური ავტომობილების რეალური გამოშვების (და არა სამოდელო) წლის დადგენა: http://vin.ge/?action=producedate



ავტომობილის ისტორიის შემოწმება

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის ისტორიის შემოწმება?

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გამუდმებით შემოდის ავტომობილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამწუხაროდ მათი 99% არის მეორადი ავტომობილი, რომლებსაც ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული. ახლა თქვენ გაქვთ შანსი მიიღოთ საყიდლად ამორჩეული ავტომობილის შესახებ სრული ინფორმაცია და დაინახოთ მისი რეალური მდგომარეობა. ნახმარი ავტომობილის შეძენისას ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილის ყველა დეფექტი ისეა დაფარული, რომ შეუძლებელია მათი ვიზუალურად აღმოჩენა. ხშირ შემთხვევაში, იმისათვის რომ თქვენ კარგი წარმოდგენა შეგექმნათ ავტომობილზე ხდება ავტომობილის ოდომეტრის ჩვენების შეცვლა. ნებისმიერი გამყიდველი შეეცდება დაგიმალოთ ავარიის შესახებ ინფორმაცია რომელშიც ავტომობილია მოხვედრილი. როგორც წესი ასეთი ავტომობილის შეძენისას თქვენ ძლიერ იმედგაცრუებული რჩებით, რადგან მისი მუდმივი რემონტი ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თვითონ ავტომობილი.

Carfax და AutoCheck გთავაზობთ ავტომანქანის შესახებ შემდეგ ინფორმაციებს:

ავარიები
დაზიანება
აღდგენილი
ხანძრით დაზიანება
პრობლემები
ძარის დაზიანება
Lemon
აუქციონის ცნობა
წყლით დაზიანება
ჩამოყრილი გარბენი
საეჭვო გარბენი
შემთხვევები
მოპარული
პოლიციის, ტაქსის ან ავტოპარკის მანქანა
ასევე, ჩატარებული სერვისები და სხვადასხვა ნაწილების შეცვლის ან შეკეთების შესახებ ინფორმაცია



ტერმინები და განმარტებები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://vin.ge/?action=cterms (კარფაქსი) და აქ http://vin.ge/?action=aterms (აუტოჩეკი)






სანამ იყიდი ავტომობილს...
user posted image
ჩვენ დავნერგეთ საქართველოში პირველად, ავტომობილის ისტორიის ამონაწერი ქართულ ენაზე!
ინგლისური ამონაწერი იმდენ სპეციფიურ ტერმინს შეიცავს და იმდენად რთულია გასაგებად, განსაკუთრებით როცა პირველად გაქვს შეხება, რომ თითქმის ნახევარი გაუგებარი რჩებოდა მომხმარებლისთვის.

ავტომობილთან დაკავშირებული სხვა სერვისები:

user posted image კონტეინერის შემოწმება
user posted image განბაჟების კალკულატორი (განახლებული ტარიფებით)
user posted image ტრანსპორტირების კალკულატორი
user posted image ავტომობილის გამოშვების წლის დადგენა




თქვენთვის საინტერესო კითხვები შეგიძლიათ დასვათ ამ თემაში და ჩვენ ვეცდებით გიპასუხოთ ამომწურავად.






ეს საიტებიც ეწეროს

VIN.DRIVE.GE
VININFO.GE

This post has been edited by Gio707 on 12 Apr 2011, 20:28


--------------------
http://VIN.GE - ავტომობილის ისტორიის შემოწმება
Carfax და AutoCheck ბაზებში

ახლა უკვე ქართულ ენაზეც!!!
გიო_
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 477
წევრი No.: 21649
რეგისტრ.: 14-July 06

გამოგზავნილია: 14 Mar 2011, 00:12  #24449415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგია ასეთი ინფორმატიული თემები
სხვათაშორის ბევრმა არ იცის ჯერ კდიევ საქარველოში ვინ კოდებზე საერთოდ რას ნიშნავს და რისი გაგება შეიძლება
http://www.decodethis.com/ ეს საიტიც დეკოდერია

This post has been edited by გიო_ on 14 Mar 2011, 00:13
VIN_GE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 127868
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 14 Mar 2011, 00:41  #24449942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
სხვათაშორის ბევრმა არ იცის ჯერ კდიევ საქარველოში ვინ კოდებზე საერთოდ რას ნიშნავს და რისი გაგება შეიძლება

კი, ნამდვილად ესეა

დღეში 2–3 კაცი მაინც რეკავს ოფისში ასეთი ტექსტით: "გავიგეთ რომ მანქანებს ამოწმებთ და სად გაქვთ ბოქსები სად უნდა მოვიყვანოთ მანქანა"? smile.gif
Renix
LIFE IS TOO SHORT TO REMOVE USB SAFELY


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12883
წევრი No.: 6283
რეგისტრ.: 6-September 04

გამოგზავნილია: 14 Mar 2011, 09:30  #24452704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ის თემა დავხურე, იმედია არ გეწყინებათ smile.gif
აქ გააგრძელებთ ალბათ და 1 თემა ჯობია იყოს.


--------------------
Sex, Sleep, Eat, Drink, Dream
VIN_GE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 127868
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 14 Mar 2011, 11:45  #24453600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Renix
QUOTE
ის თემა დავხურე, იმედია არ გეწყინებათ

კი, ეგრე ჯობია არ გვეწყინება smile.gif
malxaza
Guest


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1658
წევრი No.: 9860
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 14 Mar 2011, 12:19  #24453944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნამდვილად კარგი თემაა.

ვფიქრობ უკვე დროა წარსულს ჩაბარდეს ჩაძირული და გაუბედურებული ავტომობილების გაყიდვა სასწაულ ფასებად და ისედაც ეკონომიკურად გაუბედურებული ხალხის მოტყუება.

ძალიან კარგი საქმეა საქართველიოს სატრანსპორტო სფეროს განვითარებისთვის და ზოგადი განვითარებისთვის.


--------------------
გამოგზავნილია: 30 feb 1992, 04:40 #00300666 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
VIN_GE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 127868
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 14 Mar 2011, 13:24  #24454692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
აი აქ შეგიძლიათ იხილოთ ავტომობილის ისტორიის ამონაწერის ნიმუში ქართულ ენაზე http://vin.ge/samples/sample.html smile.gif
გთხოვთ, შეაფასოთ smile.gif
* * *
კიდევ ერთი ხშირად დასმული შეკითხვა: მინდა VIN კოდის შემოწმება, რომლით შევამოწმო Carfax-ით, Autocheck-ით თუ ორივე საჭიროა?

პასუხი:
Carfax-ს და Autocheck-ს ყავთ სხვადასხვა ინფორმაციის მომწოდებლები. როგორიცაა სადაზღვევო, პოლიცია, ავტო აუქციონები, სერვის-ცენტრები, ბანკები და ა.შ. შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის რაოდენობაც განსხვავდება ამ 2 ბაზას შორის.
კონკრეტული მანქანის შემოწმებისას, ჯერ სასურველია შემოწმდეს, თუ რამდენი ჩანაწერია ამ მანქანაზე ცალკე Carfax-ში და ცალკე Autocheck-ზე. ამის შემოწმება შეგიძლიათ აქ: VIN.GE (ჩაწერთ ვინ კოდს, აირჩევთ Carfax-ს ან Autocheck-ს და დაგიწერთ, თუ რამდენი ჩანაწერი მოიძებნა ამ ვინ კოდზე.

შესაბამისად, აქცენტს გააკეთებთ სწორედ იმ ბაზაზე, რომელშიც მოიძებნა უფრო მეტი ჩანაწერი.

მაგრამ

გამომდინარე იქიდან, რომ ამ 2 კომპანიას სხვადასხვა მომწოდებლები ყავთ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ რაღაც ინფორმაცია იყოს ერთგან და არ იყოს მეორეგან (ან პირიქით). ამიტომ, 2'ვე ბაზაში შემოწმება მსგავს შემთხვევებში, იძლევა საუკეთესო შედეგს.
mister_M
CLK 500


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 110827
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 16 Mar 2011, 18:46  #24494195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
VIN_GE
ისე არ გინდათ სხვა გადახდის წყაროც რომ დაამატოთ?
VIN_GE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 127868
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 16 Mar 2011, 21:43  #24496899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
mister_M
QUOTE
ისე არ გინდათ სხვა გადახდის წყაროც რომ დაამატოთ?

რა თქმა უნდა smile.gif
როგორც წინა თემაში დავწერე, აბსოლუტურად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაიწელა ოსმპ-ს მომენტალური გადახდის აპარატებში ჩვენი სერვისის გაშვება.. რაღაც პრობლემები ქონდათ ეს 2 კვირაა და ვერ გაუშვეს. არადა მზად გვაქვს უკვე ყველაფერი, აწყობილია და მუშაობს. ველოდებით დღე-დღეზე (საიტზე დავწერთ, როგორც კი ჩაეშვება ქსელში).

ასევე იტესტება ბარათით გადახდის მოდულიც.

This post has been edited by VIN_GE on 16 Mar 2011, 21:44
mister_M
CLK 500


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 110827
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 16 Mar 2011, 23:55  #24499139      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
VIN_GE
ძალიან კარგი

QUOTE
ასევე იტესტება ბარათით გადახდის მოდულიც.

სწორედ ბარათით გადახდასთან დაკავშირებით, რაღაც შემოთავაზება გვაქვს და დაგიკავშირდებით და თუ დაინტერესდებით ვნახოთ smile.gif
THE GODFATHER
thinkin hard


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2150
წევრი No.: 14535
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 17 Mar 2011, 01:49  #24500874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
კარგი იქნება თუ VIN.DRIVE.GE-ს და VININFO.GE-საც ჩასვავდით ზემოთ.
თემის შესაბამისი იქნებოდა, თორემ ასე გამოდის რომ VIN.GE-ს პრომო თემაა აპინული


--------------------
http://www.facebook.com/pages/AXIS-FANCLUB/183511865765?ref=ts
VIN_GE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 127868
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 17 Mar 2011, 09:15  #24502002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
mister_M
QUOTE
სწორედ ბარათით გადახდასთან დაკავშირებით, რაღაც შემოთავაზება გვაქვს და დაგიკავშირდებით და თუ დაინტერესდებით ვნახოთ

კი ბატონო, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, თქვენთვის სასურველი მეთოდით (აი აქაა ყველანაირი საკონტაქტო ინფორმაცია http://vin.ge/?action=contact ) smile.gif
The Game N.W.A.
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8378
წევრი No.: 16519
რეგისტრ.: 24-January 06

გამოგზავნილია: 21 Mar 2011, 02:16  #24567423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქარფაქსის ეკონომიური მემბერშიპი არ არსებობს? 50$ ღირს 5 შემოწმება და თვიური ან წლიური რამე არ აქვთ?
VIN_GE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 127868
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 22 Mar 2011, 11:22  #24584845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
mister_M
QUOTE
სწორედ ბარათით გადახდასთან დაკავშირებით, რაღაც შემოთავაზება გვაქვს და დაგიკავშირდებით

LB'დან წერილი რომ მივიღეთ, თქვენ იყავით? smile.gif




http://VIN.ge -ს სერვისის გადახდა ახლა უკვე შესაძლებელია OSMP–ს მომენტალური გადახდების აპარატების ქსელშიც!
user posted image
giorgixec1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2044
წევრი No.: 128447
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 23 Mar 2011, 13:52  #24602917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
VIN_GE
ძალიან კარგი სიახლეა


--------------------
▬▬▬▬ I ♥ HONDA ▬▬▬▬
Honda Accord CL7 2.0
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0266 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]