forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> განყოფილების წესები 2012-2013
IRINKA_IRINKA
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5724
წევრი No.: 59415
რეგისტრ.: 25-April 08

გამოგზავნილია: 28 May 2011, 16:03  #25698813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თავისთავად მოქმედებს ფორუმის ძირითადი წესები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ აქ http://forum.ge/rules.html.

განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალაშია შემდეგი წესებიც:


იკრძალება და ისჯება:

1. უაზრო, უშინაარსო, განყოფილებისთვის შეუსაბამო თემის გახსნა;
2. ოფტოპიკი (უაზრო, უშინაარსო პოსტები);
3. სამასხარაო პოსტები სერიოზული შინაარსის თემაში;
4. უცენზურო ლექსიკა (მნიშვნელობა არ აქვს სიმბოლოების ჩანაცვლებით თუ არა );
5. ფორუმის იუზერების და მესამე პირების შეურაცხყოფა;
6. ნებისმიერი ნიადაგზე (რასობრივ, რელიგიურ, მსოფლმხედველობრივ) განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედება;
7. გამიზნული რეკლამა (ან მისი შემცველი განცხადება);
8. მხოლოდ ვიდეოს, სურათის ან უცხოენოვანი ინფორმაციით თემის გახსნა ქართული აღწერის გარეშე.

1. მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნა;
2. იკრძალება ფორუმის ადმინისტრაციის/მოდერატორების და მათი საქმეების საჯარო განხილვა. აღნიშნული ქმედება (კონსტრუქციულ ფარგლებში) დასაშვებია მხოლოდ აპინულ და მუდამ ხელმისაწვდომ თემაში "საუბრები მოდერატორებთან";

შეზღუდულია:

1. ცალკე მოდელზე/ავტო სამყაროს მოვლენაზე თემის გახსნა, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც ლაპარაკია სიახლეზე. თემა გაიხსნება დროებით და აქტუალურობის დაკარგვის შემდეგ შეუერთდება შესაბამისი ბრენდის თემას ან დაიხურება;

2. ორი ან მეტი მოდელის ან ფირმის შესადარებელი "VS" თემები. ინფორმაციული წყაროს ფუნქციის დაკარგვის შემდეგ თემა შეუერთდება შესაბამისი ბრენდის თემას ან დაიხურება;

3. ყოველი ახალი ვიდეოს დასადებად ახალი თემის გახსნა, გარდა განსაკუთრებით აქტუალური/საინტერესო ინფორმაციის შემცველი შემთხვევებისა. ვიდეოებისთვის არსებობს ცალკე თემა;

4. ტექნიკური რჩევის/დახმარების სათხოვნელად ახალი თემის გახსნა მთავარ განყოფილებაში. სათანადო რეაგირების შემთხვევაში თემა შეიძლება დარჩეს 24-48 საათი და შემდეგ გადავა "ბოქსებში".


5. სიახლის მომცველი თემის პირველი ძირითადი აბზაცი უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი + ლინკი , წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება და დასჯადია !

6. ფოტოს მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1024x640 !


This post has been edited by IRINKA_IRINKA on 28 May 2011, 23:35


--------------------
BMWoman
BikeWoman
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0163 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]