forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (206) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "CAR-AUDIO"-ს მოყვარულთა თემა! რჩევები და განხილვა, აუდიო/მულტიმედია სისტემები ავტომობილში! Part 2
EMMA GEORGIA
EMMA GEORGIA


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1584
წევრი No.: 143479
რეგისტრ.: 23-February 12

გამოგზავნილია: 22 Apr 2015, 11:15  #44382959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dzvelo

რა მანქანაა? ან რად გინდა მთელი ძირის ვიბროიზოლირება? აი ლინკები და შეუკვეთე რამდენიც გინდა და მოგიტანენ სახლში smile.gif

1) http://www.caraudio.ge/ka/vibro-xmis-izola...aero-butyl.html
2) http://www.caraudio.ge/ka/vibro-xmis-izola...-aero-wave.html
3) http://www.caraudio.ge/ka/vibro-xmis-izola...o-neoprene.html

სახლის სახურავზე რასაც აკრავენ ის მასალა მანქანაში არ გამოგადგება. ტყვილად გადაყრი ფულს და რეზულტატს ვერ მიიღებ. ბევრი მოსულა უკვე გაკრული ეგეთი ტიპის მასალებით ბიჭებთან ბოქსში და მერე შეუცვლიათ GLADEN-ზე.
ორმაგათ დაუჯდათ რადგან უკან ხომ არავინ ჩაიბარებს ელიავაზე იმ მასაკლას? smile.gif


Turex

სემინარი შეგვიძლია ჩავატაროთ, თუმცა ხალხი თქვენ შეკრიბეთ! როცა იქნება 10 ზე მეტი მსურველი მაინც, ჩავატაროთ არ არის პრობლემა smile.gif
თუ დარბაზი გინდათ მაშინ იქირავეთ და სადაც იქნება იქ მოვალ შემდგომში. smile.gif
ისე ზაფხული მოდის და შეგვიძლია სადმე ისედაც შევიკრიბოთ მანქანებით smile.gif (თუ სურვილი იქნება, პიკნიკიც მოვაწყოთ სადმე, მწვადით და ა.შ) smile.gif

This post has been edited by EMMA GEORGIA on 22 Apr 2015, 11:16

მიმაგრებული სურათი
10405279_10204062793359674_157984964405725712_n.jpg


--------------------
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99
dzvelo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3171
წევრი No.: 95640
რეგისტრ.: 12-July 09

გამოგზავნილია: 22 Apr 2015, 16:14  #44385609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რა მანქანაა?

ლადა 2108, დაგუბკვას ვუპირებ მარა კაროპკის ადგილს, ცოტა ბაგაჟნიკს, და ტორპედოს http://www.caraudio.ge/ka/vibro-xmis-izola...aero-butyl.html ამით გავაკეთებ

რა ზომებია ესენი? არ აწერია


--------------------
Lada 2108 1987 1.3 M/T
MB 190D 1987 2.0 M/T
Seat Toledo GT 1994 2.0 M/T
MB W124 1994 2.2 DOHC A/T
Opel Vectra 2.0 1990 GT M/T
thefirst
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 196436
რეგისტრ.: 12-January 15

გამოგზავნილია: 23 Apr 2015, 09:44  #44392377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა
შემდეგი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება რომ გამცეთ პასუხი
ჰაი ენდ სისტემა წარმოუდგენელია ხმის პროცესორის გარეშე, რასაც ვაკვირდები ხმის პროცესორები ძირითადად ჰარდვეარ-ზეა დამოკიდებული.
არ არის შესაძლებელი იგივე ხარისხის ხმის მიღება, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფით?
EMMA GEORGIA
EMMA GEORGIA


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1584
წევრი No.: 143479
რეგისტრ.: 23-February 12

გამოგზავნილია: 23 Apr 2015, 09:51  #44392399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dzvelo

45 სმ. X 80 სმ. არის თითო ფურცელი. თუ ბევრს აიღებ დავაკლებინებ როგორც ფორუმელისთვის smile.gif

ძალიან კარგი რამ არის ვიბროიზოლაცია. ამასწინად კაცმა იყიდა ლენდროვერისთვის (დიზელი) კაპოტზე ასაკრავად 3 ფურცელი. მანქანას ვეღარ ვცნობო ისე ჩუმად დადისო. ეარმოიდგინეთ რომ უბრალოთ კაპოტზე აკვრამ ასეთი რეზულტატი მისცა. და მას კაპოტის და სალონის გამყოფი პანელი რომ დაეფარა ვიბროიზოლაციით რა ეფექტს მიიღებდა! smile.gif აპირებს უკვე ისე smile.gif ფულს ვიშოვი თუ არა აუცილებლათ გავაკეთებინებო smile.gif

thefirst

შესაძლებელია გაკეთდეს ჰაიენდი მანქანაში ყველანაირი პროცესორის გარეშე თუმცა რომ გაიგებთ რის ფასად არამგონია მოგინდეთ ამის გაკეთება smile.gif

მთავარი პრობლემა Car-Audio-ში არის მსმენელის არათანაბარი დაშორება დინამიკებიდან. ცხადია რომ მარცხენა დინამიკიდან წამოსული ხმა უფრო მალე მოვა მსმენელამდე ვიდრე მარჯვნიდან. ეს იწვევს სტერეოპანორამის და ინსტრუმენტების ჟღერადობის დაზიანებას.
პროცესორს შეაქვს კორექტირება დროში მარცხნიდან წამოსული ხმა მოდის იგივე დროს მსმენელამდე რაც მარჯვენა მხრიდან. გარდა ამისა არხულ გაძლიერების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ პროცესორით ყველა კონრეტულ დინამიკზე გააკეთოთ მისთვის საჭირო დროის დაგვიანება და ამით მიიღოდ ჟღერადობის იდეალური სურათი.
აღარ ჩამოვთლი ისეთ პლიუსებს როგორიც არის აქტიური კროსოვერები, ეკვალაიზერები თითოულ არხზე, და კიდევ ბევრი რამ რაც ძალიან აადვილებს ინსტალატორის სამუშაოს smile.gif

პროცესორის გარეშე იგივეს მიღწევა, შეიძლება დინამიკების მიმართულების ცვლილებით, რომ ავიცილოთ ან პირიქით შევქნათ მდგარი ტალღის ფრონტი მანქანაში, რათა ამით მივაღწიოთ სხვა ტალღების სწორი დაგვიანებით მიღწევას მსმენელის ყურებამდე. შევადარებდი კონტროლირებად "ზანოსს" smile.gif "ჩაინიკის" ხელში ზანოსი იწვევს ავარიას, ხოლო მცოდნე ამას იყენებს როგორც მოსახვევის ეფექტურად გავლის საშუალებას. ასევეა უპროცესორო სისტემაში როცა მაგალითად მდგარ ტალღას სპეციალურად ქმნის ინსტალატორი სალონის კონკრეტული ნაწილში, რომ მსმენელთან მარცხენა დინამიკის მუსიკალური ტალღები იგივე დროს მივიდეს რაც მარჟვენა.
ჩემი გამოცდილებით ვიცი რომ ეს არის რამდენიმე თვეში გაწელილი პროცესი, როცა ყოველდღე ცვლი დინამიკების განლაგებას ან მიმართულებას, და მილიონ ვარიანტს გაივლი. საბოლოოთ შეიძლება მიიღო სულ სხვადასხვა მიმართულების მარჟვენა და მარცხენა დინამიკები რაც ზოგისთვის ძალიან დამძაბველია სალონში. (არასიმეტრიული განლაგება).





This post has been edited by EMMA GEORGIA on 23 Apr 2015, 10:14

მიმაგრებული სურათი
CarSoundInsulationD3.jpg
ng571
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1347
წევრი No.: 11500
რეგისტრ.: 13-July 05

გამოგზავნილია: 23 Apr 2015, 09:55  #44392413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
EMMA GEORGIA
გაუმარჯოს, ამასობაში ახალი თემაც გაგიხსნია smile.gif
პირველი თემის ლინკს სიგნიჩაში ხომ არ ჩაწერდი?
საიტი კაია, ფასებსაც ხომ ვერ მიაწერდი რაზეც შეგიძლია...
* * *
EMMA GEORGIA
PM ნახე პლზ

This post has been edited by ng571 on 23 Apr 2015, 09:56
thefirst
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 196436
რეგისტრ.: 12-January 15

გამოგზავნილია: 23 Apr 2015, 11:02  #44392833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
EMMA GEORGIA
დიდი მადლობა პასუხისთვის
ამ პასუხმა შემდეგი კითხვა გამიჩინა
ეგეთი დონის ინსტალაცია ხდება საქრთველოში? უბრალ9დ მაინტერესებს ვინმე თუ არის მაგ დონის პროფესიონალი. მაგნიტაფონის ჩაყენება 10 ლარი - ტიპები რათქმაუნდა არ განიხილებიან


This post has been edited by thefirst on 23 Apr 2015, 11:05
medame333
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2173
წევრი No.: 181552
რეგისტრ.: 12-February 14

გამოგზავნილია: 23 Apr 2015, 20:10  #44398448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მომილოცავს ახალი თემა.

thefirst ზუსტად მაღალი დონის მცოდნეს ელაპარაკები.


--------------------
honda cb500s 1996 23.12.2014
honda stepwgn RG4 2006 28.10.2016
EMMA GEORGIA
EMMA GEORGIA


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1584
წევრი No.: 143479
რეგისტრ.: 23-February 12

გამოგზავნილია: 24 Apr 2015, 09:52  #44402803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
thefirst

კი კეთდება! თუმცა ასეთ სირთულის ინსტალაცია ძვირი ჯდება და საქართველოში ბევრი ვერ წვდება ამ თანხას. კარგი ხმის მისაღებათ სადღაც 2000 ლარია საჭირო (აპარატურა + ინსტალაცია+ გარანტია 3-7 წელი) და ეს არის დასაწყისი ფასი რომელსაც უკვე ზემოთ ლიმიტი არ აქვს smile.gif. ასეთ სისტემების დაგეგმვას თუ არ ვცდები მხოლოდ მე ვაკეთებ ჯერჯერობით საქართველოში (კონსულტაცია უფასოა), ხოლო შესრულება შეგიძლიათ ასევე თქვენც, რა საკვირველია თუ გეხერხებათ ასეთი რამ smile.gif. აი მაგალითად ჩვენი ფორუმელი და ამ თემის წაყვანაში დიდი დამხმარე ng571 თვითონ აწყობს თავის მანქანაში ყველაფერს.

This post has been edited by EMMA GEORGIA on 24 Apr 2015, 10:05

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
11159480_890694167660103_8666059693226389710_n.jpg
ng571
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1347
წევრი No.: 11500
რეგისტრ.: 13-July 05

გამოგზავნილია: 24 Apr 2015, 09:55  #44402815      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
EMMA GEORGIA
QUOTE
ng571 თვითონ აწყობს თავის მანქანაში ყველაფერს

ჯობს უკვე აწყობილის მაგალითი მოუყვანო Power_Vano იყო თუ არ ვცდები თავისით რომ ააწყო ყველაფერი EMMA-ს სტანდარტებით smile.gif
thefirst
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 196436
რეგისტრ.: 12-January 15

გამოგზავნილია: 24 Apr 2015, 10:02  #44402845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
medame333
კი ვიცი, ეგ უდავოდ ეგრეა. ადამიანი წინა თეამას თუ გადახედავს ადვილად დარწმუნდება.
EMMA GEORGIA
ზუსტად გაეცით პასუხი ჩემს კითხვას. ალბათ ჩემთვის უფრო მისაღები იქნება თქვენ რო დაგეგმოთ და მე შევასრულო. ნამდვილად მეხერხება დაშლა წყობა და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი საკითხი მაფერხებს, მანქანა რაც მყავს ალბათ დიდ ხანს არ გავიჩერებ, და ამდენი შრომა ჩაყარო და მერე უკან ამოიღო ყველაფერი ცოტა ძნელია.

ეგეთ შემთხევავაში რათქმაუნდა საიზოლაციო მატერიალებს კარგავ, ახალ მფლობელს გაუმართლებს. მაგრამ დანარჩენ ყველაფერს ალბათ გადაიტან უპრობლემოდ
EMMA GEORGIA
EMMA GEORGIA


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1584
წევრი No.: 143479
რეგისტრ.: 23-February 12

გამოგზავნილია: 24 Apr 2015, 15:30  #44405886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ng571

ეგ მანქანა სულ გადამავიწყდა smile.gif იმედია შემოიხედავს Power_Vano და დადებს თავის პროექტის სურათებს smile.gif

thefirst
კი ეგ ყოველთვის დიდი დელემაა! რატომ უნდა გადაიხადო დიდი ფული იმ მანქანაში რომელსაც ყიდი!

თუმცა არის ორი პოზიტიური ასპექტიც :
1) ხმის იზოლაციის გარდა ყველაფრის ამოღება შეიძლება მანქანიდან. ეს კიდევ დიდი პრობლემა არ უნდა იყოს ალბათ?
2) ყოველი დღე კარგი სისტემის მოსმენის, ისეთ განუმეორებელ შეგრძნებას და პოზიტივს აძლევს ადამიანს, რომ მართლაც ღირს ამ სიამოვნებისთვის რაღაც დანაკარგის გაღება. თქვენ უბრალოთ იხდით თანხას თქვენს სიამოვნებისთვის smile.gif


thefirst
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 196436
რეგისტრ.: 12-January 15

გამოგზავნილია: 24 Apr 2015, 20:47  #44409260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (EMMA GEORGIA @ 24 Apr 2015, 15:30 )
ng571

ეგ მანქანა სულ გადამავიწყდა smile.gif იმედია შემოიხედავს Power_Vano და დადებს თავის პროექტის სურათებს smile.gif

thefirst
კი ეგ ყოველთვის დიდი დელემაა! რატომ უნდა გადაიხადო დიდი ფული იმ მანქანაში რომელსაც ყიდი!

თუმცა არის ორი პოზიტიური ასპექტიც :
1) ხმის იზოლაციის გარდა ყველაფრის ამოღება შეიძლება მანქანიდან. ეს კიდევ დიდი პრობლემა არ უნდა იყოს ალბათ?
2) ყოველი დღე კარგი სისტემის მოსმენის, ისეთ განუმეორებელ შეგრძნებას და პოზიტივს აძლევს ადამიანს, რომ მართლაც ღირს ამ სიამოვნებისთვის რაღაც დანაკარგის გაღება. თქვენ უბრალოთ იხდით თანხას თქვენს სიამოვნებისთვის smile.gif

მართალია თუ შესაძლებელია ამოღება ამოიღებ

ერტთ მანქანაზე დაახლოებით რამდენი მიდის საიზოლაციო მასალა და რა ადგილებს უნდა დაეკროს? ჩემპიონატის მოსაგებ მანქანებზე არაა საუბარი
კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს თუ შეიძლება რომ გამცეთ პასუხი
ვთქვათ შევიძინე გლადენ sqx 165 დინამიკები, მაგის ტვიტერები პირადპირ ერთდება გამაძლიერელის არხზე თუ როგორ ხდება?
ანუ მაინტერესებს მანქანაში საჭიროა 5 არხი გამაძლიერებლის? 4 წინა კომპონენტურ დინამიკებზე და მეხუთე საბვუფერზე?

ზედმეტი იქნება კიდევ დამატებით რაიმე დინამიკის მიმატება? რომლის სიხშირესაც sqx 165 ვერ ფარავს?
gigasebu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 390
წევრი No.: 175980
რეგისტრ.: 4-November 13

გამოგზავნილია: 24 Apr 2015, 21:30  #44409638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქნებ დამეხმაროთ sad.gif TDA 7563 მიკროსქემა სად ვიყიდო ან ვინმეს ხომარააქ გასაყიდი ან კიდე შემცვლელი ხომარიცით რომელი მიკროსქემა არის?
დ ა თ ვ ი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4507
წევრი No.: 121064
რეგისტრ.: 15-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2015, 21:40  #44409736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
EMMA GEORGIA
გაუმარჯოს ეს მიყენია პიონერის FH-P515MD

user posted image

ეს არის მონაცემები:

Features:
-MOS FET 50Wx4 (200W)
-MD/CD/TUNER
-DSP
-Multi Colour Display
-CD/MD Changer control
-Low Pass Filter

მაგრამ 4 დიდი დინამიკი აყენია ჩემს მანქანაში და ორი პატარა ტორპედოს ქვემოდან და 6ივე უკრავს ხოდა ყიდვა მინდა და როგორ ავარჩიო?

რაც ვნახე ყველა სტანდარტულიაო და 4x50w_იანებიაო და გამაძლიერებელზე რო მითხარი დაჭირდება? ეს თუ ქაჩავს 6ივეს სხვა ვერ გაქაჩავს?


--------------------
მოლაშქრეთა კლუბი " იეტი "
http://www.facebook.com/club.IETI
ილაშქრე და აღმოაჩინე შენი საქართველო!!!


საქართველო ისეთ ტრაკშია სუპერმენიც ვერ გამოაძრობს
© Otka
EMMA GEORGIA
EMMA GEORGIA


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1584
წევრი No.: 143479
რეგისტრ.: 23-February 12

გამოგზავნილია: 25 Apr 2015, 11:36  #44413999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
thefirst

მართლა კარგი აკუსტიკაა GLADEN SQX165 ევროპის 2 გზის ჩემპიონია თავის კლასშიsmile.gif

ამ აკუსტიკას აქვს უნიკალური კროსოვერი 504 შესაძლებელი პრესეტეტით. ზუსტად ამ კროსოვერზე უნდა შეერთდეს ტვიტერი.
საერთოდ ტვიტერის ცალკე შეერტება გამაძლიერებელზე არ შეიძლება რადგან დაიწვება იმწამსვე. თუმცა თუ კეთდება არხული გაძლიერება, და სისტემაში პროცესორი დგას, ან გამაძლიერებელს აქვს თავის ფართო სპექტრის კროსოვერები, მაშინ შეიძლება კი არა საჭიროც არის smile.gif მაგრამ ესე ძირითადათ ძვირიანი სისტემები კეთდება smile.gif
კარგი ხმა რომ მიიღო საჭიროა 4 არხიანი გამაძლიერებელი, კარგი ფრონტალური დინამიკები, და საბვუფერი. ას არის პირველი ეტაპის სისტემა რომელიც თუ სწორად აიწყო 80% მსმენელს სავსებით დააკმაყოფილებს, და ბევრ მათ მეგობარს განაცვიფრებს ჟღერადობის ხარისხით. თუმცა აე არის პირველი ეტაპი რის შემდეგაც თუ ადამინმა შეტოპა, უკან გზა აღარ არსებობს! სანამ ჰაიენდს არ გაიკთებს მანქანაში და 2-3 EMMA-ს შეჯიბრის პრიზს არ მიიღებს ვერ ჩერდება smile.gif

რაც შეეხება ვიბროიზოლირებას: აი აქაც არ არსებობს ლიმიტი! რაც უფრო მეტს გააკეთებთ მით უფრო კარგ რეზულტატს მიიღებთ. პირველი ეტაპისთვის საკმარისია 2-4 ფურცელი ვიბრო იზოლაცია, 2 ფურცელი ტალღის ხმის მჭრელი ხმის იზოლაცია, და 2-3 ფურცელი ხმის იზოლაცია.


დ ა თ ვ ი
ტორპედოში დინამიკები უყენია თუ ტვიტერები (პიშალკები)? შეგიძლიათ სურატი გადაუღოთ?

This post has been edited by EMMA GEORGIA on 25 Apr 2015, 11:38

მიმაგრებული სურათი
SQX_165.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (206) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0404 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]