Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > სამუშაო ლეპტოპის არჩევაში დამეხმარეთ


Posted by: illmatic 12 Nov 2019, 20:56
გამარჯობა,

ლეპტოპის არჩევაში დამეხმარეთ. მჭირდება სამუშაოდ/უნივერსიტეტში
პირველ რიგში კარგი ეკრანი უნდა ჰქონდეს, ნორმალური გამოსახულებით
ალუმინის კორპუსი, არანაირი პლასტმასი
ეკრანის ზომა 15.6-ზე მეტი ნამდვილად აღარ მინდა

ძირითადად excel, რამდენიმე (5-7) ფაილი ერთად
დრაივი, დროპბოქსი
R, პითონი - სავარჯიშოდ მჭირდება და არამგონია მომავალში რაიმე სერიოზული დამჭირდეს
ცოტა მატლაბი

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/hp-14s-dq0017ur-7gu29ea.html
https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/hp-pavilion-13-an0021ur-5cu27ea.html

Posted by: illmatic 15 Nov 2019, 10:26
მეგობრებო, არის რამე ვარიანტები?

Posted by: guccia123 15 Nov 2019, 13:03
illmatic
მაღაზიიდან უნდა გამოიტანო ?

Posted by: giorgi8820 15 Nov 2019, 15:01
illmatic

QUOTE
გამარჯობა,

ლეპტოპის არჩევაში დამეხმარეთ. მჭირდება სამუშაოდ/უნივერსიტეტში
პირველ რიგში კარგი ეკრანი უნდა ჰქონდეს, ნორმალური გამოსახულებით
ალუმინის კორპუსი, არანაირი პლასტმასი
ეკრანის ზომა 15.6-ზე მეტი ნამდვილად აღარ მინდა

ძირითადად excel, რამდენიმე (5-7) ფაილი ერთად
დრაივი, დროპბოქსი
R, პითონი - სავარჯიშოდ მჭირდება და არამგონია მომავალში რაიმე სერიოზული დამჭირდეს
ცოტა მატლაბი

https://alta.ge/computers-and-office/pcs-no...ur-7gu29ea.html
https://alta.ge/computers-and-office/pcs-no...ur-5cu27ea.html


მაგ ფასში მე აქ ვიყიდდი ფორუმზე, რამოდენიმე კვირის ან 1 თვის გამოყენებულს, ახალივით მოდელს და მომივიდოდა 2 ჯერ კარგ მონაცემებზე, 2 ჯერ კარგი ეკრანით.

Posted by: abes777 15 Nov 2019, 15:09
colibraს დაურეკე ან მიწერე ქონდა კარგი ვარიანტები

Posted by: illmatic 15 Nov 2019, 16:18
giorgi8820
QUOTE
მაგ ფასში მე აქ ვიყიდდი ფორუმზე, რამოდენიმე კვირის ან 1 თვის გამოყენებულს, ახალივით მოდელს და მომივიდოდა 2 ჯერ კარგ მონაცემებზე, 2 ჯერ კარგი ეკრანით.


დეკემბრის ბოლომდე მჭირდება ლეპტოპი და მსგავსი ვარიანტი ათასში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე

guccia123
abes777
ჩემი ფულით არ ვყიდულობ, კომპანია მიხდის და არამგონია კერძო პირისგან შესყიდვა გაატარონ. ნუ შეიძლება რამე მოიფიქრონ, მაგრამ ჯერჯერობით მაღაზია მინდა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)