#57433565 · 22 Jan 2021, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მეგობრებო ვარ იურისტი, კერძო სამართლის ბაკალავრი, სიმართლე რომ ვთქვა სწავლით დიდად თავი არ მომიკლავს უნივერსიტეტში და შესაბამისად ჩემი დიპლომიც ამ ეტაპზე უბრალო ფურცელია და მეტი არაფერი, ეხლა როცა ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს სწავლას და ცოდნას რა თქმა უნდა ვნანობ იმ წლების უაზროდ გაფლანგვას რომელიც განათლებისთვის უნდა დამეთმო, გადავწყვიტე დამოუკიდებლად გავიარო თავიდან ბოლომდე ყველაფერი, რომ ელემენტარულად ვამართლებდე ბაკალავრის ხარისხს და მზად ვიყო მაგისტრატურისთვის, რომ ჩავაბარო და გავიარო ხარისხიანად მაგისტრტურა. მინდა ადამიანური რჩევები საიდან რა დავიწყო რომ თანმიმდევრულად მივყვე თავიდან ბოლომდე და მივიდე ამ დონემდე. ძალიან გთხოვთ, ვისაც შეგიჩძლიათ დამეხმარეთ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე?
|