forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (62) « პირველი ... 60 61 [62]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მესაქონლეობის ფერმა, ხომ არ გაქვთ ვინმეს ბიზნეს გეგმა?
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 449
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 4 Mar 2017, 10:23  #50062897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ibo
1კგ შვრია არის ერთი საკვები ერთეული. 2.5კგ კარგი თივა მწვანედ გამშრალი არის 1 სე. 5კგ ნედლი ბალახი არის 1სე.
სე-ზე ცალკე ვისაუბრებ, თუ რომელ საკვებს რა ღირებულებები აქვს.
მართლა ჭამს, ზოგადად და პირობითად არაფერი დამიწერია, ოღონდ
QUOTE
მაღალპროდუქტიული

QUOTE
დღისით სიტყვაზე 6 - 14 - და 22 საათზე რომ დაეყაროთ საკვები საკმარისი არ არის?

საკმარისი არის. საქონელი განსაკუთრებით ხალისით ჭამს დილის 4დან 12მდე და საღამოს 4დან 12მდე.
ucxo777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1603
წევრი No.: 152570
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 10 Mar 2017, 20:28  #50113067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Megobrebo ragac xmebi momivida fasebi daecao ramdenad martalia?
vano22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 339
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 10 Mar 2017, 20:59  #50113266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ucxo777

ტყუილია

...........
ucxo777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1603
წევრი No.: 152570
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 10 Mar 2017, 21:02  #50113290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
Kargia biggrin.gif

--------------
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 449
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 21 Mar 2017, 11:45  #50194336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორ შევარჩიოთ ყიდვისას კარგი მეწველი ძროხა?
გარეგნული შეფასებით რა თქმა უნდა ზუსტად ვერ განსაზღვრავ საქონლის პროდუქტიულობას, მაგრამ შესაძლებელია ამოვიცნოთ კარგი მეწველი საქონელი.
საქონელი გარეგნულად უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელად, ხალისიანად და ენერგიულად.
მეხორცული საქონლის ფორმა მიემსგავსება მართკუთხედს, ხოლო მერძეულის წაგრძელებულ სამკუთხედს. მერძეულის ტანის უკანა ნაწილი რაც უფრო განიერია უკეთესია მშობიარობისას.
მერძეულ საქონელს უნდა ჰქონდეს დიდი მუცელი, რაც მიუთითებს რომ, საქონელს შეუძლია დიდი რაოდენობით მოცულობითი საკვების მიღება. მუცელი კი უნდა ჰქონდეს დიდი მაგრამ არა დავარდნილი.
მუსკულატურა უნდა ჰქონდეს სუსტად განვითარებული, არ უნდა წააგავდეს ბუღას. ამავე დროს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ძვლოვანი სისტემა. ასეთ საქონელს აქვს კარგად განვითარებული ფილტვები და კუჭნაწლავი, რაც აუცილებელია დიდი რაოდენობით რძის მოსაწველად.
მკერდი უნდა ჰქონდეს ღრმა და ფართო, კარგი იქნება თუ მკერდი ჩასცდება ფეხის სახრელებს. ნეკნებს შორის დაშორება რაც მეტია უკეთესია. ხერხემლის მიმართ ნეკნები უნდა იყოს განლაგებული არა პერპენდიკულარულად არამედ დახრილი კუთხით. ასეთი ნეკნის განლაგება მიუთითებს დიდ და კარგად განვითარებულ ფილტვებზე.
თავი უნდა იყოს მსუბუქი და წაგრძელებული, არ უნდა წააგავდეს ბუღის თავს. ტყავი უნდა იყოს თხელი და ელასტიური, კისერზე პატარ-პატარა ნაკეცებით. მინდაო არ უნდა იყოს წამწვეტებული. კარგია ზევიდან დახედვისას, მინდაოდან ხერხემალი წელისკენ მიმართული თუ არის გრძელი და სწორხაზოვანი. არ უნდა იყოს არც ჩავარდნილი და არც ამოზნექილი.
ფეხები უნდა იყოს მძლავრი და კარგად განვითარებული რომ, შეძლოს გადაადგილება საკვების მოსაპოვებლად. სუსტად განვითარებული ფეხებით უჯრო ხშირად წვენან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯიქანის ფორმას და მოცულობას.
არსებობს სამი სახის ჯიქანი.1 ვანისებრი. 2 ჯამისებრი. 3 თხისებრი.
ამ სამიდან საუკეთესო არის ვანისებრი, ასეთ ჯიქანს მუცელთან აქვს უფრო დიდი გარშემოწერილობა, ანუ მოცულობა. ჯიქანი არ უნდა იყოს დაფარული უხეში და ხშირი ბალანით, უფრო პირიქით თხელი თივთიკივით ბალანი უნდა იყოს, მცირე რაოდენობით. სარძევე მილები(ვენები) მუცელზე უნდა იყოს კარგად გამოხატული, თუ არის მიხრილ-მოხრილი და არა სწორხაზოვანი უკეთესია, ეს მიუთითებს უნარზე, დიდი რაოდენობით გამოიმუშაოს რძე. 1ლ რძის გამომუშავებისთვის ჯიქანში უნდა გაიაროს 500ლ სისხლმა, ამისთვის არის საჭირო მსხვილი სარძევე ვენები.
ჯიქანის ოთხივე მეოთხედი უნდა იყოს კარგად განვითარებული. ჯამისებრ ჯიქანზე ზოგჯერ გვხვდება წინა მეოთხედების სუსტად განვითარება, გვერდიდან შეხედვისას ჯიქანს აქვს სამკუთხა ფორმა, ასეთ ჯიქანს ეწოდება თხისებრი.
ძუძუები უნდა იყოს ცილინდრული ან კონუსისებრი. განლაგებულნი უნდა იყვნენ ერთმანეთისგან შორიშორს.პატარა ძუძუები მოუხერხებელია წველისთვის, ხოლო ძალიან დიდი ძუძუები შეიძლება მიგვანიშნებდეს წველისას ძუძუს სიმაგრეზე, საიდანაც გაძნელებულია რძის გამოწველა.
ძროხის ყიდვისას უნდა ვიცოდეთ მისი წლოვანება, უნდა იყოს ჯანმრთელი. თვალები უნდა ჰქონდეს ხალისიანი და არა ჩაცვივნილი, არ უნდა ახველებდეს. ბეწვი უნდა ჰქონდეს ბზინვარე, შეხებისას რბილი. ავადმყოფს აქვს უხეში და აბურძგნილი.
ჯიქანზე ხელის შეხებისას ტყავი უნდა იყოს რბილი და ელასტიური, არ უნდა ჰქონდეს კვანძები და სიმაგრეები.
ძუძუებზე არ უნდა ჰქონდეს ნახეთქები, ნაკაწრები, მეჭეჭები. ოთხივე ძუძუდან უნდა იწველებოდეს, არ უდა ჰქონდეს გაუქმებული ჯიქანის არც ერთი მეოთხედი. არ უნდა ჰქონდეს მასტიტი. წინა ძუძუები უნდა იწველებოდეს უკანა ძუძუებიდან მონაწველის 70% რძეს.
გისურვებთ წარმატებებს თქვენთვის სასურველი ძროხის შერჩევაში.

This post has been edited by kaxaberski66 on 21 Mar 2017, 11:51
ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1550
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 23 Mar 2017, 00:34  #50207453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaxaberski66
გაიხარე კაი კაცი ხარ რომ არ გეზარება წერა და ცოდნის გაზიარება
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 449
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 23 Mar 2017, 09:45  #50208662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ibo
ვინმეს თუ გამოადგება, არ დამეზარება.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (62) « პირველი ... 60 61 [62]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0346 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]