Tromsoგამარჯობა, მე არ ვარ კომპეტენტური მაგრამ მინდა ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიარო
რასაც შენ აღწერ არის ნერვოზი უფრო კონკრეტულად კი აკვიატებული ფიქრები. სამწუხაროდ მეც მჭირს ეგ ნერვოზი წლებია. რაიმეს რომ აღმოვაჩენ ან ავიკვიატებ მოსვენებას ვკარგავ და თუ შენსავით ვიწყებ ნერვიულობას აუცილებლად სიცხეს მაძლევს თანაც 37 - ს კი არა 38.5 მდეც ასულა.
3 წლის წინ გადაღლილობისგან თავბრუსხვევა დამეწყო მაგრამ ძალიან მოკლეხნიანი,2-3 წამიანი. ამან ისე შემაშინა ღამე არ მეძინა ნორმალურად. ნერვოზი ისე განვითარდა, რომ ფიზიკური სიმტომები დამეწყო. ღამით ლოგინზე მარცხენა მხარეს ვერ ვიძინებდი, ტკივილს ვგრძნობდი გულმკერდის არეში ამან უფრო შემაშინა. შემდგომ მარჯვენა მხარეზეც ვეღარ ვწვებოდი იგივე განვითარდა ამან უკვე ისე ამანერვიულა დღე დღეზე ველოდებოდი გულისწასვლას. ბოლოს მივედი ექიმთან, სანამ ექიმთან მივიდოდი იმ დღეს მაწუხებდა ყველაფერი თავის,მკერდის კუნთებიდან დაწყებული მცირე ფაღარათი მეწყებოდა უკვე იმდენს ვნერვიულობდი. ინტერნეტში იმდენი ვიქექე მეგონა რო ფილტვებს ჭირდა რაღაცა. ექიმთან გავვარდი ბევრი ვაის ამბით ვკვდებითქო. კლინიკაში რომ შევედი ველოდებოდი რომ დამაწვენდნენ ლოგინზე
გავიკეთე ყველა ანალიზი. სისხლის,ჰორმონალური დარღვევები,კიდე სისხლის რაღაც ანალიზები, პლიუს ფილტვების, თავის ტვინის ტომოგრაფია, და გულის ექოსკოპია პლიუს თავის ტვინში არსებული სისხლძარღვების ექოსკოპია სახელი არ მახსოვს ახლა რაქვია. ექიმმა ყველაფერი რომ შეამოწმა და მითხრა ჯამრთელი ხარო კლინიკიდან გამოსვლისას საერთოდ ყველა სიმპტომი გამიქრა რაც კი მქონდა
ეს იყო პანიკური აკვიატება რომ რაღაც გჭირს. და ეს აკვიატება კიდე ზოგჯერ ფიზიკურ სიმპტომებში გადადის.
არც ვღადაობ და არც სპეციალურად ვწერ ამას. რეალურად გადამხდა და ეს პოსტიც იმიტომ დავწერე რო ჩემი თავი გამახსენდა. დამვიდდი მეგობარო
რომ დაწყნარდე მაინც გაიკეთე ანალიზები და მოგეშვება.