forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (123) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> The United States of America (USA), Vol: 12
DaNGeR_DaNGeR
Solar, Wind, Water


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8209
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10

  გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 16:46  #53616807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ამერიკის შეერთებული შტატები (The United States of America)

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA, U.S.) არის ფედერალური რესპუბლიკა რომელიც მოიცავს 50 შტატს, ფედერალურ რაიონს (District of Columbia), ხუთი მეტად თვითკონტროლირებადი რაიონს და სხვა ტერიტროიებს. ამირიკის ტერიტორია მოიცავს 9.8 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ხოლო მოსახლეობა 325 მილიომზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წლის წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


უდიდესი ქალაქებია

1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942

მოკლე ისტორია

აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

ქვეყნის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი
ვიცე პრეზიდენტი: მაიკ პენსი
ჰოუს სპიკერი: პოლ რაიანი

ეთნიკური ჯგუფები:

1. 77.1% თეთრი
2. 13.3% შავი
3. 5.6% აზიელი
4. 2.6% შერეული
5. 1.2% ინდიელები

რელიგიური ჯგუფები:

1. 73.3% ქრისტიანი
2. 18.2% არცერთ რელიგიას არ მიეკუთვნება
3. 2.1% ებრაელი
4. 0.8% მუსულმანი

საინტერესო ფაქტები:

1. თავისუფლების ქანდაკება ყველასთვის ასოცირდება ქალაქ ნიუ-იორკთან, მაგრამ ფიზიკურად ნიუ-ჯერსის შტატში მდებარეობს.

2. ყველაზე მაღალი მთა მსოფლიოში ჰავაის შტატში მდებარეობს სახელად "მაუნა კეა"

3. ამერიკაში წელიწადში 9 მილიარდი პიცა იყიდება.

4. ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1920 წელს მოიპოვეს.

5. დათვი გრიზლი კალიფორნიის ოფიციალურ ცხოველადაა აღიარებული, მაგრამ მსგავსი ჯიშის დათვი არავის უნახავს კალიფორნიაში 1922 წლის შემდეგ.


ამერიკის პრეზიდენტი: დონალდ ჯ. ტრამპი
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი: მაიკ პენსი



user posted image


Harley Davidson
Expendable


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15391
წევრი No.: 96752
რეგისტრ.: 29-July 09

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 17:32  #53617091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
პირველი jump.gif jump.gif jump.gif
————


--------------------
"In God we trust,
All others we track"
US CAVALRY SCOUTS
DaNGeR_DaNGeR
Solar, Wind, Water


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8209
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 17:33  #53617095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Harley Davidson
QUOTE
პირველი   


love.gif love.gif love.gif

ვსიო გადავწყვიტე ამ სახლის ლიზი რომ გამივა რომელ ქალაქში გადავალ biggrin.gif
Harley Davidson
Expendable


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15391
წევრი No.: 96752
რეგისტრ.: 29-July 09

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 17:48  #53617189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
DaNGeR_DaNGeR
მუვინგი ჩემზე იყოს biggrin.gif
DaNGeR_DaNGeR
Solar, Wind, Water


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8209
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 17:53  #53617229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Harley Davidson
QUOTE
მუვინგი ჩემზე იყოს


ბევრი არაფერი მაბადია მაგრამ გაიხარე love.gif love.gif love.gif
Ambitious_Person
Ambitious Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11040
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 18:32  #53617462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი საყვარელი ამერიკა <3 <3 <3



--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

tako44
პლატონოპოლისელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4390
წევრი No.: 22998
რეგისტრ.: 8-September 06

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 22:22  #53618676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა, ვის გიფრენიათ თურქიშით ამერიკისკენ? მოკლე რეისებზე ნორმალურია და მანდ არ ვიცი, რა დამხვდება.


--------------------
Ask me If I Care--by Michael Hayes.. miss him too much :(
DaNGeR_DaNGeR
Solar, Wind, Water


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8209
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2018, 22:52  #53618863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tako44
QUOTE
აბა, ვის გიფრენიათ თურქიშით ამერიკისკენ? მოკლე რეისებზე ნორმალურია და მანდ არ ვიცი, რა დამხვდება.


ძალიან კარგია, უბრალოდ შესაბამისად ძვირი, გადაჯდომაც დიდ ხნიანი აქვს, ბოლოს 8 საათიანი გადაჯდომა მქონდა ეხლა სექტემბერში რომ ჩამოვფრინდი, მაგას აზერბაიჯანი მირჩევნია მოკლე გადაჯდომით და შედარებით ნაკლები ფასით.
thug
life


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37810
წევრი No.: 7904
რეგისტრ.: 25-December 04

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 04:43  #53620001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგვეპარა ზამთარი ნელ-ნელა mad.gif

.............


--------------------
"Some day a real rain will come and wash all the scum off the streets."
Harley Davidson
Expendable


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15391
წევრი No.: 96752
რეგისტრ.: 29-July 09

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 06:35  #53620034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
tako44
QUOTE
აბა, ვის გიფრენიათ თურქიშით ამერიკისკენ? მოკლე რეისებზე ნორმალურია და მანდ არ ვიცი, რა დამხვდება.

საშინელი ავიაკომპანიაა ყველა პარამეტრით.
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
ძალიან კარგია, უბრალოდ შესაბამისად ძვირი, გადაჯდომაც დიდ ხნიანი აქვს

თურქიშს აქვს დიდი გადაჯდომა? ყველაზე მოკლე გადაჯდომა აქვს რაც მე ვნახე და ეს პრობლემა თუ გახდებოდა, არ მეგონა.
"მარტო სახლში" ხომ იცი? აი მასე მივრბოდი ათათურქის აეროპორტში, აშვებული მუსტანგივით, მეორე რეისზე რომ მიმესწრო. მე მივუსწარი, მარა ჩემი ჩემოდანი ჩემსავით სწრაფი არ არის. შემდეგი რეისით გამოუშვეს user.gif
ანალოგიური მოხდა თბილისიდან ნიუ იორკში, რეისს ვერ მივუსწარი. საკვების ტალონს გაძლევენ მარა ბანძი საკვებია....
მაგ აეროპორტის ერთადერთი პლიუსი მოსაწევი ადგილია. წიე რამდენიც გინდა biggrin.gif
აზერებმა თავიდან რომ დაიწყეს, მაშინ იყო სუპერ. ახლა არ ვიცი. ფასი კია ძვირი.
შემდეგში მე პირადად ლუფტჰანზათი გავფრინდები.
thug
რაღა ნელ-ნელა...იმენა ერთ დღეში დადგა ზამთარი...

This post has been edited by Harley Davidson on 19 Oct 2018, 06:43
დაშლიი?
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2756
წევრი No.: 226181
რეგისტრ.: 20-November 16

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 06:50  #53620042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tako44

კაია თურქიშიიი. შესანიშნავი მომსახურებაა. ნორმალური კვება. უპრობლემოა ყველამხრივ.
საქართველოდან ამერიკისკენ 6 საათი მქონდა გადაჯდომა. ამერიკიდან საქართველოსკენ 1 საათზე ცოტა მეტი.
სუფთა და მოწესრიგებული თვითმფრინავებია. up.gif
ფაშისტი
Пещерный человек


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4540
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 08:46  #53620149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიკი მაუსები ეგენი smile.gif
30 მიკი მაუსი


--------------------
მოქმედება!!!
thug
life


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37810
წევრი No.: 7904
რეგისტრ.: 25-December 04

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 15:11  #53622134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Harley Davidson

აქ ხო ეგრეა 2 სეზონია ზაფხული და ზამთარი biggrin.gif
sაlოmეa



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11010
წევრი No.: 234841
რეგისტრ.: 24-August 17

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 15:36  #53622285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ლოცვა წავიკითხო რო წელს მწვანე ბარათი მოვიგო?
user.gif


--------------------
у^²•я•[(в+a)^²-(в-a)^²]c/(4k)•[(л+ю)^²-(л-ю)^²]•бk/(2у)• л/(2у)• ю




ი ი ს ფ ე რ ი
KITSUNE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 156
წევრი No.: 119104
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 19 Oct 2018, 16:26  #53622541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ყატარით ვიმგზავრე და მის მერე ამ მანძილზე სამგზავროდ სხვა ავიახაზებისკენ არც ვიხედები. დოჰაში მქონდა გადაჯდომა 6 სთ, მაგრამ ისე მალე გავიდა დრო იმხეეელა აეროპორტში, საერთოდ არ გამიგია. კი, ძვირია, მაგრამ ჩვენ აქციით ვიყიდეთ და თითქმის ნახევარი ფასი გადავიხადეთ. user.gif


--------------------
Stop. Take a breath. Live.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (123) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0325 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]