Brockნუ შემჭამე, კაცო.
მიგიმწყვდიე, განათლებული რომ ვარ იმიტომ არ მპასუხობ და ასეთები
არადა, უბრალოდ დავიღალე, შეაყარე კედელს ცერცვია ჩემთვის შენთან საუბარი.
თან რამხელა პროსტინებს წერ, სხვა საქმეებიც მაქვს
მილიონჯერ გითხარი და უფრო გავამარტივებ და ვიტყვი ცოტა მოკლეს - მე რაღაცას რომ ვწერ ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ, მინდა მივიღო შედეგი. ასეა ნებისმიერი ადამიანი. პირადად მე, ყველგან, ვარ ჩაგრულების მხარეს და მჩაგვრელების წინააღმდეგ. ვერ ვიტან ვერანაირი სახის დისკრიმინაციას. პატრიარქალურ საზოგადოებაში მჩაგვრელია მამრობითი სქესი, ჩაგრული და მოწყვლადი - მდედრობითი. სწორედ იმტომაც მაქვს აქცენტი მამრობითი სქესის უარყოფით თვისებებზე. მდედრობითს რომ შევუტიო, რა აზრი აქვს, ისედაც ჩაგრულები და გალანძღულები არიან. სიტუაციის გამოსწორების ყველაზე რეალური გზაა, რომ მამრობითმა სქესმა დათმოს ის პატრარქალური ბატონობა და კონსერვატიზმი, რაც არის გამეფებული ჩვენს საზოგადოებაში, ბუნებრივად, მდედრობითიც გამოსწორდება და ამიტომ მდედრობითის კრიტიკას იმხელა აზრი არ აქვს, რამდენიც მამრობითისას. ამიტომაა შესაბამისი აქცენტები ჩემს პოსტებში და არა იმიტომ რომ ვინმე მძულს და ვინმეზე ვაფანატებ. და ქართველებზე იმიტომ ვწერ, რომ ჩემი ერია, საქართველოში ვცხოვრობ, ქართულ ფორუმზე ვპოსტავ და აბა, მალაიზიელებზე ხომ არ დავწერ, ეს დედააფეთქებული. ყველა ჩაგრული მეცოდება მთელს დედამიწაზე, მაგრამ მე დედამიწას ვერ გავწვდები და თანაც კი, ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მაწუხებს.
ალბათ კიდევ ვერ გაიგებ, უშველებელ პასუხს გამცემ და რომ არ გიპასუხებ, იი, ხო მიგიმწყვდიეო მომწერ და ამიტომ აქედანვე გაფრთხილებ, ვსიო, მე მოვრჩი ამ ეტაპზე.