დღეს მოვრჩი მესამე სეზონის ყურებას და არ მომეწონა. ჯერ ერთი ეს ორი კუპერი საიდან გაჩნდა ვერ გავიგე. მერე ტყეში კუპერს რომ მიჰყავდა ლორა ეს უკანასკნელი სად გაქრა მოულოდნელად? ან რატომ მიაკითხა კუპერმა იმ ოფიციანტს (რომელიც თითქოს ლორა პალმერი იყო) და რატომ წაიყვანა თვინ პიქსში? თუ ლორა პალმერიც ორი იყო?
ანუ ერთი რომელიც ადრე მოკლეს და მეორე რომელიც ოფიციანტად გადაიქცა? ანუ სულ ბოლოს რა მოხდა? ის სახლი მაინც პალმერების იყო?
მგონი ფროსტმა და ლინჩმა სპეციალურად გადაიღეს ეს მესამე სეზონი ასეთი დასასრულით რომ ბევრი მაყურებელი აღშფოთებული დაეტოვა
თითქმის მთელი სერია რაღაც უაზრობა და ზედმეტი იყო
ეს მომღერალი გოგო ვინ არის?