მოკლეთ, ვმუშაობ აღმაშენებელზე, აქ ბევრი სამკერვალოა ვიცი მაგრამ არ ვიცი კარგი მკერავი სად არის, მინდა ვისწავლო ტანსაცმლის, (კოსტუმების, შარვლების, კაბების და ა.შ) კერვა. სამსახურიდან შემიძლია 1 საათით გასვლა ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
ხაზვა და აღქმა ნახაზის მაქვს კარგი, ზოგადად ვგიჟდები გეომეტრიაზე
. ამას წინათ ქსოვამ დამაინტერესა და იუთუბიდან ყაისნაღით და ჩხირებით ყველანაირი უზორი იოლად ავითვისე და წინდა, ჯემპრი, სუფრა, ბალიშის პირი, ბავშვის ჩასასმელი, ხელთათმანი, კაბა, ყველაფერი იოლად მოვქსოვე. მოკლეთ მომბეზრდა ეს ქსოვა. მყავს გოგონა და მინდა რომ ჩემი ხელით შევუკერო კაბები, ასევე ჩემთვისაც შევიკერო შარვლები და კაბები ოღონდ მინდა რო ნებისმიერი დიზაინის შეკერვა შემეძლოს. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ არ ვიცი. თუ ვინმეს გისწავლიათ ასე კერვა შემომეხმიანეთ და მირჩიეთ სად მივიდე.