#56370791 · 1 Jun 2020, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tebulooo
QUOTE | 1) ბევრგან წამიკითხავს, როდესაც რაგნაროკზე ყვებიან წარსულში მიდის მოყოლა და მაშინდელი წარმართი სკანდინავიელების რწმენით მაგ დროს უკვე მომხდარი იყო რაგნაროკი? თუ სწამდათ, რომ მომავალში მოხდებოდა? პრინციპში ასებისთვის რაგნაროკი მე-11 საუკუნეში დადგა |
ისევე როგორც სხვა ხალხების მითებს, გერმანულ-სკანდინავიური მითების ნაწილსაც აქვს თავისი ისტორიული წინაპირობა, რომელიღაც მნიშვნელოვან მოვლენას პოეტურად აშუქებდნენ. მაგრამ რაგნაროკი არ არის კონკრეტულ დროსა და სივრცეში აღსრულებული მოვლენა. ეს ციკლური მოვლენაა. კი, ის წარსულშიც იყო, ხდება ახლაც, და იქნება მომავალშიც. ეს მარადიული წრებრუნვაა. სხვათა შორის გერმანულ ფილოსოფიაში მარადიული განმეორების იდეა ნიცშემ გადმოსცა პოეტურად. ასევე ღმერთების სიკვდილის თემაც. ღმერთები მრავალჯერ კვდებიან ჩვენს ცნობიერებაში. ისინი ჩვენი შემოქმედების ნაყოფია და როგორც ბიბლიურ ბოლო წიგნშიც, აპოკალიფსისში წერია, ყოველი "სამყაროს აღსასრული" სინამდვილეში იქნება "ახალი ცისა და მიწის ხილვა", ახლებურად დავინახავთ იმას, რაც მოკვდა ჩვენს ცნობიერებაში. რაგნაროკის დროს დაღუპული ღმერთებიც ახალ ფორმებში აღდგებიან.
QUOTE | 2) რაგნაროკის შემდეგ ღმერთები ცოცხლდებიან ისევ? და რა ბედი ეწეოდათ ვალჰალელ გმირებს, ისინიც ღმერთებთან ერთად იხოცებიან? |
ღმერთების ნაწილის ფერფლიდან აღდგომაზე საუბრობენ ხალხური გადმოცემებიც. თუმცა ყველა ღმერთიც და გმირიც რაღაც სხვა სახით უნდა მობრუნდეს. არაპირდაპირ ეს რეინკარნაციის იდეაც არის. არათუ ადამიანები, სამყაროებიც კი გარდაისახებიან მრავალჯერ.
QUOTE | 3) არის მოსაზრება, რომ ძველ გერმანელთა წინაპრები აზოვის ზღვასთან ცხოვრობდნენ და მათი ტომის ბელადები იყვნენ ოდინი და თორი. ასებისა და ვანების მტრობა კი რეალურად მატი წინაპრების, ანუ აზოველების (აზების) მტრობაა სვანებთან სადღაც წავიკითხე ამის თაობაზე და რას იტყვით ამ ვერსიაზე? |
ყველა მითი და ღვთაებების ბრძოლა რომელიღაც კონკრეტულ ეპოქაზე და მოვლენაზე ყვება. ისევე როგორც ტროას ომში ღმერთები ებრძვიან ერთმანეთს, რადგან ბერძნების მხარეს მეომარი ღმერთები ბერძნული და ინდოევროპული ძირის ღვთაებები იყო, ტროელების მხარეზე კი ახლო აღმოსავლური წარმოშობის და არა ინდოევროპული ღვთაებები დადგნენ. ღმერთების დიდი ნაწილიც ოდესღაც ჩვეულებრივი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებმაც შემდეგ მრავალი ფუნქცია და უნარები შეითავსეს ხალხის წარმოდგენებში. გერმანელი ხალხების წინაპრები უფრო აღმოსავლეთითაც ცხოვრობდნენ, აქაც იწერებოდა ერთ თემაში, რომ ვანები იგივე სვანები არიანო. უფრო არასამეცნიერო თეორიები და მოსაზრებებია ამ მხრივ. ქართული წყაროები ამ თემაზე არ გვაქვს, არც ევროპაში დაინტერესებულან დიდად ამ თემით და უფრო ცალკეული პირების მოსაზრებები და ვარაუდებია.
QUOTE | 4) შეიძლება თუ არა ოდინი და სხვა ასები ბუნების გარკვეული ძალები ან დემონები ყოფილიყვნენ? ზოგადად საიდან წარმოიშვა ეს რწმენა? მაგათ შამანებს და ქადაგებს ჰქონდათ წინასწარმეტყველების და მკითხაობის გარკვეული ნიჭი. საიდან უნდა ქონოდათ ეს მათ? |
თუ დააკვირდები, ბერძნულ მითებშიც ზოგი გმირი მერე განიღმრთობოდა ხოლმე. აღწევდა ღვთაების რანგს. მაგალითად ჰერაკლე და მისი ტაძრებიც კი არსებობდა, თუმცა ის დაბადებით ღმერთი არ ყოფილა. შესაბამისად ის უფრო გვიანდელი ღვთაება და პერსონაჟია, ხოლო უფრო ადრინდელი, შეიძლება ისტორიული პირებიც კი - ბელადები, გმირები, მეომრები - შემდეგ ღმერთებად გამოაცხადეს. ეგ პრაქტიკა რომშიც იყო, როცა იმპერატორებს აცხადებდნენ ღმერთებად, უბრალოდ ჩვენ არ ვაიგივებთ ამ პროცესს უფრო ძველ მითებთან. რეალურად ახალი დროის ისტორიაც მითია. ქრისტიანულ რელიგიაშიც წმინდანად შერაცხვა იგივე ახალ საფეხურზე აყვანაა ადამიანის, ქრისტიანობაც ქადაგებს ადამიანის განღმრთობას. კი, განსაკუთრებით ქრისტიანულ ეპოქაში ძველი სამყაროს ღმერთები დემონებად გამოცხადდნენ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ რეალურად ქრისტიანობამ უბრალოდ სცადა და პრეტენზია გამოთქვა, რომ ის არქეტიები, რასაც ღმერთები წარმოადგენდნენ, უფრო დაეხვეწა თვითონ, როგორც ახალ ფილოსოფიას. მაგალითად არის წმინდა გიორგი, და ის მიწიერ ადამიანად მიიჩნევა, არის უფრო ადრინდელ ებრაულ ტრადიციაში მიქაელი, ისიც მეომარია, ისიც გველეშაპს, კოსმიურ გველეშაპს ებრძვის სულიერ პლანში, ანუ ანარეკლია წმინდა გიორგის. უფრო ადრე ბერძნებში იყო აპოლონი, რომელიც პითონს კლავს, და ყველა მითში არის გველ-ვეშაპებთან მებრძოლი გმირები და ღვთაებები. საინტერესოა, რომ წმინდა გიორგი მისი ცხოვრების აღწერაში სწორედ აპოლონის ტაძარში შედის და კერპს ამსხვრევს. მაინც და მაინც აპოლონი, რადგან ის მისი წინასახე იყო. ჩაანაცვლა მსგავსმა კულტმა, ოღონდ უფრო წინ წასულმა ქრისტიანობის აზრით. სინამდვილეში, რასაც დემონებს ვეძახით, უბრალოდ მოძველებული ფორმებია იგივე კულტებისა, რასაც დღეს სცემენ თაყვანს და გაბატონდნენ ძველი კულტების ჩანაცვლებით... ნათელხილვა, ქადაგად დავარდნა და მსგავსი მოვლენები ადამიანების ფსიქო-ემოციურ შესაძლებლობებზე და მდგომარეობაზეა დამოკიდებული და არა კონკრეტულ რელიგიაზე.
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
|