#50487737 · 3 May 2017, 09:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რამდენიმე თვის წინ რაღაც შემემთხვა და პირველად მქონდა პანიკური შეტევა, და მაგის მერე შიგადაშიგ მაქ ხოლმე, მძიმე ფორმებში არ მაქ, ანუ იმ დონეზე არ ვარ რო მეგონოს რო ვსო ვკვდები იმიტო რო როგორც კი მეწყება და რამე ცუდს გავიფიქრებ (მაგალითად გულზე თუ რამეს იგრძნობ გულის შეტევა რო გგონია, თავში თუ იგრძნობ რომ გგონია რო კვდები და ეგაა) , მერე ეგრევე ვფიქრობ რომ უბრალოდ შიშის ფაქტორია და ძაან გაზვიადებულად აღვიქვამ და რეალური მიზეზი არ მაქ და არ არის ეგრე როგორც მე მგონია, მოკლედ ვუმკლავდები მარა მაინც დისკომფორტია რომ მაქ ხოლმე ხანდახან. და რა შეიძლება გავაკეთო რომ საერთოდ აღარ მქონდეს ხოლმე? ცხოვრებაში არმქონია არასდროს მიუხედავად იმისა რომ ძაან საშიშ სიტუაციებში ვყოფილვარ უბრალოდ აი ერთხელ რომ მქონდა ეხლახან მაგის მერე დამეწყო. სიმპტომები: უაზროდ გაზვიადებული ფიქრები, ყველაზე ცუდი ვარიანტები. ხანდახან ცოტა კანკალი თითქოს სხვანაირად აღქმა ყველაფრის. ოდნავ სხეულის ნებისმიერ რამეზე (ტკივილზე, დაბურძგვლაზე) ზედმეტად ყურადღების მიპყრობა და ეგრევე ცუდ ფიქრებში წასვლა. თითქოს ჰაეროვანი სხეული.
დაახლოებით 10-15წუთი გრძელდება ხოლმე თუ მარტო ვარ, ან როგორც კი ვინმეს დაველაპარაკები ეგრევე გადამდის. არის შანსი რო უფრო ცუდი გახდეს დროთა განმავლობაში?
|