forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> GREEN CARD, წარმატებები ყველას
Tikobucho



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10011
წევრი No.: 104435
რეგისტრ.: 8-November 09

  გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 00:34  #51415312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მწვანე ბარათი - Permanent Resident Card ეს არის დოკუმენტი რომელიც გაძლევთ უფლებას მუდმივად იცხოვროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში.მწვანე ბარათის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდებით,მათ შორის გათამაშებაში მოგებით.გათამაშება ოფიციალურად ტარდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ. გათამაშების მიზანია აქტიური ემიგრანტების მოზიდვა და აშშ-ს მოსახლეობის მრავალეთნიკურობის შენარჩუნება.
ერთადერთი ოფილიალური სარეგისტრაციო საიტი: www.dvlottery.state.gov



სასარგებლო ლინკები:

1. http://www.travel.state.gov/visa/visa_4756.html
2. http://www.govorimpro.us/forum.php
3. http://green-card.ru/lottery/basis/
4. http://dv2006-history.narod.ru/#Введение
5. http://emigration2005.narod.ru/usa/Green-Card-Lottery.htm
6. http://greenkarta.com/rus/qa.htm


სცადე ბედი მოიგო გრინ კარტის გათამაშება და წახვიდე ამერიკაში, იცხოვრო იქ და იმუშაო და აიხდინო ოცნებები. ამისთვის საჭიროა წელიწადში ერთხელ შეავსო ხოლმე გრინ კარტის გათამაშების ანკეტა, შევსება უფასოა. გრინ კარტის გათამაშება ტარდება წელიწადში ერთხელ, შევსება შეიძლება შემოდგომაზე, 1 თვის ვადას გაძლევენ, ნახეთ ხოლმე ეს ვებ გვერდი: http://dvlottery.state.gov - აქ ჩნდება ხოლმე ინფორმაცია, როდის იქნება გათამაშება ან თუ არის – ავსებთ იქ თქვენს ანკეტას.როგორც უკვე ვახსენე შევსება უფასოა, და ამის შევსება შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ
მაგალითად: შენ გყავს ცოლი და 3 შვილი (შვილები 21–თ წლამდე), ცოლი თუ გყავს აუცილებლად უნდა გქონდეთ მოწერილი ხელი და უნდა გქონდეთ ქორწინების მოწმობა, მაშინ ითვლება, რომ შენ გყავს ცოლი, თუ არ გაქვს მოწერილი ხელი, წადი შენს ცოლთან ერთად სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოში წაიღეთ პირადობის მოწმობები და ასევე წაიყვანეთ ორი სრულწლოვანი ადამიანი თავის პირადობის მოწმობებთან ერთად და აიღეთ ქორწინების მოწმობა. როცა ხელი გაქვს მოწერილი და გაქვს ქორწინების მოწმობა, მაშინ ანკეტას შენ ავსებ და შემდგომ ავსებს შენი ცოლი და ორმაგი შანსი გაქვთ მოგების, თუ რომელიმე იგებს – იგებთ ორივე.

საკონსულოს მინიმალური მოთხოვნები რომ დარეგისტრირდეთ:
I- უნდა გქონდეთ მინიმუმ 11 კლასის ატესტატი, ან უკეთეს ვარიანტში უნივერსიტეტის დიპლომი
II- 2–3 წლის მუშაობის სტაიჟი ისეთ სამსახურში, რომელიც არის მისაღები ამერიკისთვის.

ანკეტებისთვის საჭიროა შენი, შენი მეუღლის და შვილების სურათები (შვილები, რომლებიც არიან 21 წლამდე, ვინც 21 წლის ზემოთ არის ის ცალკე ავსებს ანკეტას), პატარა შვილიც რომ ჰყავდეთ 1 წლის მაინც უნდა იმას სურათი, სურათი ყველას სჭირდება. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სურათის გადაღებას. მიდით პროფესიონალთან და უთხარით რისთვის გინდათ სურათი და ის გადაგიღებთ ყველა წესის დაცვით .. პომადა არ წაისვათ, ოქროს ცეპები მოიხსენით, ბანტიკი მოიხსენით, ზაკოლკებიც მოიხსენით, საყურეებიც მოიხსენით, სათვალეც მოიხსენით, წვერებში გადაღება შეიძლება, რას ჩაიცმევ მაგას აზრი არ აქვს, პიჯაკში იქნები თუ მაისურში აზრი არ აქვს, ქუდი არ უნდა გეხუროს, სურათები გადაიღე ვსპიშკის გარეშე და სურათში უნდა ჩანდეს თავი და ნახევარი ტანი, სურათს უკან ჩდილები არ შეიძლება ჰქონდეს, ფოტოშოპში და ეგეთ პროგრამებში არ შეიძება დამუშავება, მარტო მოჭრა შეიძლება 600–სი 600–ზე პიქსელზე.


რეგისტრაცია:

გაითვალისწინეთ რომ :
I- ანკეტას ვავსებთ მხოლოდ ინგლისური ასოებით
II- სახელს და გვარს ავსებთ ისე როგორც გიწერიათ პასპორტში !
III- ასოები ინგლისურად არის: ხ–kh, ჭ,ჩ–ch, ძ–dz, ჯ–j, ჟ–zh, ქ–k, თ–t, წ,ც–ts, შ–sh, გ,ღ–g, ყ–k

1.a. Last/Family Name: შენი გვარი ინგლისურად (მაგ: Tsulukidze)
b. First Name: შენი სახელი ( მაგ: Khvicha)
c. Middle Name: დატოვებთ ცარიელს, გაუკეთედ ქვემოთ – პტიჩკა–ნიშანი No Middle Name
2. Birth Date: აირჩიეთ თქვენი დაბადების თარიღი
3. Gender – სქესი, Male - არის კაცი, Female - არის ქალი,
4. City Where You Were Born – დაბადების ქალაქი. ჩაწერეთ ქალაქი სადაც დაიბადეთ, მარტო ქალაქი, თუ სოფელია მიეცით Birth City Unknown.
5. Country Where You Were Born – სადაც დაიბადეთ ის ქვეყანა, საქართველო არის – Georgia
6. Country of Eligibility for the DV Program - ამას არ ეხები, იყოს Yes-ზე, თუ დაიბადე საქართველოში.
Photograph File Name – აირჩიე შენი სურათი რაც გადაიღე ფოტოგრაფთან .
8a. In Care Of – აქ ჩაწერე შენი სახელი და გვარი ინგლისურად, მაგალითად (Irina Salukvadze)
8b. Address Line 1 – აქ ჩაწერე შენი ქუჩა, სახლის ნომერი და ბინის ნომერი, მაგალითად (Chavchavadze street 30, flat 7)
8c. Address Line 2 – აქ ჩაწერე შენი უბანი, სადარბაზოს ნომერი და სართული, მაგალითად (Vake, 1 sadarbazo, 4 sartuli)
8d. City/Town - ქალაქი, მაგალითად (Tbilisi)
8e. District/County/Province/State - აქ უბანი, ან უბრალოდ GE, მაგალითად (Vake)
8f. Postal Code/Zip Code - საფოსტო ინდექსი, მაგალითად (0108), ან ნახეთ თქვენი ქუჩის მიხედვით აქ: http://www.georgianpost.ge/index.php?lang=geo&page=10
8g. Country – აქ აირჩიეთ: Georgia
9. Country Where You Live Today - ქვეყანა სადაც ცხოვრობ ახლა – აქ აირჩიეთ: Georgia
10. Phone Number – შენი ტელეფონის ნომერი, მაგალითად: +99532-778899
11. E-mail Address – შენი ელ. ფოსტა, რომელსაც იყენებ და რომელიც არ არის მკვდარი, სასურველია იყოს @yahoo.com ან @gmail.com , თუ არ გაქვს დარეგისტრირდი და აიღე ელ. ფოსტა: www.gmail.com - ზე.

High School degree – მინიმუმ 11 კლასის ატესტატი უნდა გქონდეს, თუ არ გაქვს მაშინ დიპლომი მაინც უნდა ჰქონდეს: University Degree, Doctorate Degree – ეს არის დოქტორის დიპლომი. თუ არ გაქვს მაშინ http://online.onetcenter.org/ – ამ პროფესიის მფლობელი უნდა იყო და უნდა იყო ამ პროფესიით ნამუშევარი 2–3 წელი და შესაბამისი საბუთი – მაგალითად შრომის წიგნაკი.
ქვემოთ არის ეს:
Unmarried – არ ვარ დაქორწინებული, ანუ არ მაქვს ქორწინების მოწმობა.
Married – დაქორწინებული ვარ და მაქვს ქორწინების მოწმობა.
Divorced – დავშორდი და მაქვს განქორწინების მოწმობა ან მექნება.
Widowed – ქვრივი ვარ, ანუ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მაშინ მომავალში უნდა აიღო მეუღლის გარდაცვალების მოწმობა.
Number of Children – არ უნდა ჩაწერი რამდენი შვილი ჰყავს, რომლეთა ასაკი არის 21 წლამდე, ანუ შვილის, რომლის ასაკია მაქსიმუმ 20 წელი. თუ ასეთი შვილი გყავს სამი მაშინ ჩაწერე იქ: 3, თუ არ გყავს ასეთი მაშინ ჩაწერე: 0
მერე დააჭერ ღილაკ: Continue და შემდგომ უვსებ ანკეტას მეუღლეს, შემდგომ შვილებს, და ბოლოს როცა ანკეტას შეავსებ გამოვა ასეთი მონაცემები:

Success! Printer friendly version
Your entry for the 2012 Diversity Visa Lottery Program Lottery Entry Form was received on Monday, October 18,
2010 at 10:23:24 AM EDT. Please do not close this window until you have printed this confirmation page or made a
record of your Confirmation Number.

Entrant Name: Kapanadze, Zura
Confirmation Number: 201221O3XPINBOLG
Year of Birth: 1975

და

Entrant Name: Kapanadze, Irina
Confirmation Number: 201221O3XPINBZIU
Year of Birth: 1977


ამ ორ მონაცემებს ამოწმებ შემდეგი წლის 2 მაისის მერე ამ გვერდზე, მოიგე თუ არა: http://www.dvlottery.state.gov/ESC/
თუ ქმარმა მოიგო მაშინ ცოლი და შვილებიც მიდიან ამერიკაში, თუ ცოლმა მოიგო მაშინ ქმარიც და შვილებიც მიდიან ამერიკაში.თქვენი ოჯახის სურათები და ინფორმაცია შეინახეთ კომპიუტერში და ყოველ წელს შეავსეთ მერე, იგივე სურათები გამოდგება.

*************************************************************************************************************

თუ შეამოწმე შენი Confrimation ნომერი და მოიგე,გიწევს უკვე ანკეტის შევსება რომელიც შეგიძლია გააკეთებინო ქალბატონ ნანას ან თვითონვე შეავსო იგი ... ანკეტის შევსება მოითხოვს მინიმალურ ინგლისურ ცოდნას...
ნანას მისამართია :
ქ.თბილისი, ლესელიძის ქუჩა 4
ტელეფონი: 593-152152
თუ ოფისში არ იყო შეგიძიათ მიაკითხოთ სახლში : ვაჟა ფშაველას გამზირი, 6 კვარტალი, კორპუსი 28. ბინა 54
ელ-ფოსტა: nana.office@mail.ru
ნანა შეგივსებთ ანკეტებს – მიცემთ მას 70 ლარს, და ამ საბუთებს გაგზავნით FEDEX–ით ამერიკაში ამ მისამართზე:

გაგზავნით ამ საბუთებს და თქვენს ორ–ორ სურათს (5–5ზე სანტიმეტრი, ფოტოს ტიპი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ზემოთ)
ფედექსი მისამართია:
თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 39, შერატონ მეტეხის წინ,
ტელეფონი: (+995 32) 74-86-44, 74-82-40, 74-89-40,
ფასი: 100 ლარამდე

მოგცემენ ტრეკინგ კოდს და ამ კოდით შეამოწმებთ მივიდა თუ არა თქვენი საბუთები და ფოტოები ადგილზე, ტრეკინგ კოდი შეიყვანეთ აქ: http://www.fedex.com/Tracking?cntry_code=ge


როცა ჩავა საბუთები ადგილზე, მერე უნდა ელოდო, როცა მოგწერენ წერილს და იქ იქნება მითითებული როდის გექნება ინტერვიუ ამერიკის საკონსულოში თბილისში – http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html
მისამართი: თბილისი, ბალანჩინის 11,
ტელ. 277724
ვებ-გვერდი: http://www.facebook.com/tbilisi.usembassy



გასაუბრება

ინტერვიუ შეიძლება იყოს მოგებიდან 4–10 თვეში, თქვენ გაქვთ მინიჭებული ნომერი, ნომერი არის ასეტი ტიპის: 2011EU00014434, ანუ 2011 არის წელი, რომელ წელსაც თქვე უნდა ჩახვიდეთ ამერიკაში, ანუ DV-2011–ის გათამაშება, ანუ ამის მონაცემები თქვენ შეავსეთ 2009 წელს, 2010–ში თქვენ გაიგეთ, რომ მოიგეთ და 2011–ში მიდიხართ ამერიკაშ, მერე მიდის EU, ანუ ეს EU არის კონტიგენტი ანუ – ევროპა, ჩვენ მივეკუთნებით ევროპას, მერე მოდის შენი ნომერი: 00014434, ანუ 14434, იმისათვის რომ არ ელოდო მეორე წერილის მოსვლას ან შეიძლება ეგ საერთოდ არ მოვა და გაიგო რომელ თვეს გაქვს გასაუბრება უნდა შეხვიდე ხოლმე ამ საიტზე:
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html – ეს არის ვიზა ბულეტენის საიტი (Visa Bulletin)
ან ამ ვებ საიტზე: http://www.greencard.by/ , ვიზა ბულეტენის საიტზე: http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html ყოველ თვე ქვეყნდება ნომრები და ამ ნომრების მიხედვით მიხვდები როდის გაქვს გასაუბრება, მაგალითად შედიხარ აქ: This month's visa bulletin: January 2011, http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5212.html ამ გვერდზე თქვენ ნახავთ ამ ინფორმაციას:

For January, immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:

user posted image

For February (თებერვალი), immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:
user posted image


ანუ მიხვდებით რომ 2011 წლის თებერვალში გასაუბრებაზე გადიან (დააკვირთიდ ზემოთ წითელ მონაცემებს) ისინი ვისაც აქვს მოგებული DV-2011 და ვისაც აქვს 2011EU00015400 დან 2011EU00017600–მდე, ანუ ნომრები 15400–დან 17600–მდე, და თქვენ გახვალთ ინტერვიუზე ამერიკის საკონსულოში თბილისში 2011 წლის თებერვალში, თუ თქვენი ნომერი მეტია, მაშინ დაელოდეთ როცა გამოქვეყნდება თქვენი ნომრების დიპაზონი. აქ არის წინა წლების კოფირმატიონ (კონფირმეიშენ) ნომრების მოძრაობა, იხილეთ ეს ბმული
როგორ უნდა გავიგოთ რომელ დღეს გიწევს გასაუბრება საკონსულოში, თქვენ უნდა მიწეროთ ემაილიდან ამ ემაილზე: kccdv@state.gov ასეთი ტექსი თქვენი მონაცემებით (სადაც მონიშნულია წითლად, თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემებით, კოდი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი):

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წერილის სათაური(Subject): Case number date interview

წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,

I am a green card lottery winner.

I don’t know date of my interview. Please send me date of the interview in US Consulate in Tbilisi on this e-mail.

My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

Thank you.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ან კითხავთ რა ხთება თქვენს საქმესთან დაკავშირებით:
წერილი ასეთია:

წერილის სათაური(Subject): status of my case

წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Dear Sir/Madam,

I am a green card lottery winner.

Please inform me about status of my case.

My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

Thank you.


პასუხს 2–3 დღეში მოგწერენ , რომელ დღეს გიწევთ გასაუბრება მერე დარეკავთ ამერიკის საკონსულოში (საიმიგრაციო განყოფილებაში) თბილისში ამ ნომერზე 277724 და კითხავთ, რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ იქ, ეტყვით სახელს და გვარს. ინტერვიუს გადადებაზეც უნდა მიწეროთ კენტუკის ცენტრს ამ ემაილზე: kccdv@state.gov , ყველა მაგდაგვარ საკითხებზეც, ემაილში აუცილებლად მიუთითედ თქვენი კონფირმატიონ ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი და მერე შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილავენ. კენტუკი თუ გამოგიგზავნით პასუხს – ამობეჭდეთ და მიიტანეთ გასაუბრებაზე ამერიკის საკონსულოში.



გრინ კარტაზე გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები: (ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვევოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს და უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი)

1. პირადობის მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი ასლი
3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი ჰყავს, თუ გაშორდი – განქორწინების მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
5. ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხარ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6–ზე თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
8. საჭიროა ასევე ჰქონდეთ ცნობა რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა, რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როცა მიიღებთ მერე ეს თანხა მოხსენით, იმ ცნობაში მიუთითონ შენი სახელი, გვარი და შენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლია, ვისთანაც მიდიხარ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა – Affidavit of Support - http://www.immihelp.com/visitor-visa/sampl...upport-form.pdf , http://www.visapro.com/Download/INS-Form-I-134.pdf ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე: http://www.greencard.by/lottery/interview/
8. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.


სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე ტელ. 251948 და დაგიბარებენ, 2 საათი შემოწმება არის, იმედია არ გაქვს შიდში, ტუბერკულოზი და სიფილისი. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები წავა პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება მგონი ჯდება 150–200 დოლარი თითო ადამიანის.

როცა გექნება ყველა საბუთი წესრიგში დარეკე ამერიკის საკონსულოში ამ ნომერზე (2–4 დღით ადრე): 277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი, ასევე აუცილებელია თქვენ ჰქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და მერე დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (300$ + ვიზის 165$ ) ინტერვიუზე საკონსულოში (ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.

როცა გახვალ საკონსულოში გასაუბრებაზე შენ უნდა გადაიხადო თითო ადამიანის300$ დოლარი da ვიზის თანხის 165$. გახვალ გასაუბრებაზე მიიტან შენს საბუთებს + ორიგინალებს, მერე დადებ იქვე ხელაწეული ფიცს, რომ ამერიკის პატრიოტი იქნები და საბუთებიც სწორია და რთულ დღეს გვერდში დაუდგები და გეტყვიან რომ გამოგიგზავნიან პასპორტს სახლის მისამართზე თავის 6 თვიან ვიზით.

მოგივათ შემდეგ პასპორტები ამერიკული ვიზებით სახლში, იყიდე მერე ავიაბილეთი და წადით (ავია ბილეთი იაფად შეგიძლია იყიდო აქ: www.airlines.ge ), მგონი იქ რაღაცას გაგატანენ და იმას მიიტანთ იქ ამერიკაში იმათ საპასპორტოში და 2–4 კვირაში მოგცემენ ამ გრინ კარტებს, ამ გრინ კარტებით თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამერიკაში უვიზოთ, იყოთ იქ რამდენი ხანიც გინდათ, იმუშაოთ, აიღოთ დაბალ პროცენტიანი კრედიტი, უფასო სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ ამერიკაში უნდა იყოთ 6 თვე ერთი წლის განმავლობაში, რომ გრინ კარტა არ გაუქმდეს, 5 წელი როცა იცხოვრებ ასე ამ გრინ კარტით მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე, ანუ აიღო ამერიკის მოქალაქეობა.
მე მგონი არაფერი არ გამომჩა, მგონი ყველანაირად აგიღწერეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოდ.



გისურვებთ წარმატებას !!


--------------------
Don't Let Me Down

Make some fucking noise

Work hard in silence, Let your success be your noise

We play the hands of cards life gives us. And the worst hands can make us the best players
Harrison Stafford
ReggaeON


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14657
წევრი No.: 133403
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 00:59  #51415445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები bis.gif


--------------------
Visca Barça

#COYG

Allez Les Bleus
Lucky9090
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3346
წევრი No.: 186953
რეგისტრ.: 1-June 14

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 02:28  #51415724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიირ
AVN
Lord Raiden


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4601
წევრი No.: 147739
რეგისტრ.: 28-April 12

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 02:35  #51415733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავფიქსირდე პირველ გვერდზე იქნებ იღბლიანი აღმოჩნდეს love.gif


--------------------
I Was Born To Be United
Daddy Told Me when I Was Just a Baby
When I Was Five, I Went Down the Warwick Road
Now I'm Addicted to the Only Place I Go
Take Me Home United Road

-თან სეხნია ხარ ხო? © თორნიკეე
-კი თოკოს მეძახიან, ისე ნოდარი მქვია © altezza_altezza
zabzu
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12693
წევრი No.: 130156
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 02:37  #51415738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მაინც მგონია რომ ერთიდაიგივე ip-დან ორი სხვადასხვა აპლიკანტი ვერ მოიგებს მწვანე ბარათს, და ვფიქრობ ამასაც აქცევენ ყურადღებას


--------------------
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=600


http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839
David-NY
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 195974
რეგისტრ.: 3-January 15

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 09:26  #51416035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიირ popcorn.gif
* * *

zabzu

QUOTE
მე მაინც მგონია რომ ერთიდაიგივე ip-დან ორი სხვადასხვა აპლიკანტი ვერ მოიგებს მწვანე ბარათს, და ვფიქრობ ამასაც აქცევენ ყურადღებას


ცრურწმენაა დამიჯერე, შარშან მე თავად შევავსე სახლის კომპიდან მთელ ოჯახზე და მოვიგეთ კიდეც. wink.gif
zabzu
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12693
წევრი No.: 130156
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 13:48  #51417436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
David-NY
ოჯახის წევრებზე არ მაქვს საუბარი
ხალხი რეგისტრაციაში 20 ლარს რომ იცდის და იმ აიპიდან ასობით ხალხს არეგისტრირებს, აი მაგათზე მაქვს საუბარი
Desmond Miles



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3889
წევრი No.: 164928
რეგისტრ.: 5-April 13

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 13:51  #51417450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები, ვისაც მართლა გინდათ წასვლა.

შარშან არ გამიმართლა.. წელს უკვე ხელმოწერილი ვცდი ბედს. :დ
lilu777
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5293
წევრი No.: 44221
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 13:56  #51417471      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
soraya



რა ქენი გაარკვიე საყურეზე? smile.gif დაუსვი კითხვა საკონსულოს?
* * *
ვინც გათამაშებაში იღებს მონაწილეობას იმათთვის ალბათ სამწუხაროა კონკურენტული გარემო


ამერიკის საელჩომ დაიწყო ასეთი პროგრამა. მოივლიან რეგიონებს სადაც ჩაატარებენ საინფორმაციო ლექციებს მწვანე ბარათთან დაკავშირებით.

ანუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს , როგორ უნდა შეავსონ მწვანე ბარათისთვის აპლიკაცია, რა უნდა ქნან თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გახდნენ და რას ნიშნავს გახდე ამერიკის მოქალაქე

თბილისში უკვე იყო ეს შეხვედრა 22 სექტემბერს

როგორც ჩანს რეგიონებში ცოტა ხალხი ავსებს და ვინც ავსებს არასწორად






საინფორმაციო ღონისძიებების განრიგი (2017)

20 სექტემბერი კითხვა-პასუხი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 16:00-17:00 საათი: https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/
21 სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში. 13:30-14:30 საათი. ახალციხის ამერიკული კუთხე. მის: კოსტავას ქ. 109
22 სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრა თბილისში. 16:00-17:00 საათი. თბილისის ამერიკული კუთხე. მის: რუსთაველის გამზ. 6
25 სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში. 12:00-13:00 საათი. ქუთაისის ამერიკული კუთხე. მის: დუმბაძის ქ. 2
25 სექტემბერი საინფორმაცია შეხვედრა ზუგდიდში. 16:00-17:00 საათი. ზუგდიდის ამერიკული კუთხე. მის: მ. კოსტავას ქ. 58
26 სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში. 14:00-15:00 საათი. ბათუმის ამერიკული კუთხე. მის: ვ. ფშაველას ქ. 21
27 სექტემბერი კითხვა-პასუხი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 16:00-17:00 საათი: https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/
28 სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრა ხაშურში. 13:00-14:00 საათი. ხაშურის ამერიკული კუთხე. მის: ძნელაძის ქ. 10
28 სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრა გორში. 15:30-16:30 საათი. გორის ამერიკული კუთხე. მის: სტალინის ქ. 8
29 სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრა წეროვანში. 15:00-16:00 საათი. წეროვნის ახალგაზრდული სახლი. მის: მეცამეტე ქუჩა. გამგეობის უკან.
2 ოქტომბერი საინფორმაციო შეხვედრა თელავში. 14:00-15:00 საათი. თელავის ამერიკული კუთხე. მის: ერეკლე II ქ. 1
4 ოქტომბერი კითხვა-პასუხი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 16:00-17:00 საათი: https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/
5 ოქტომბერი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში. 15:00-16:00 საათი. რუსთავის ამერიკული კუთხე. მის: შარტავას ქ. 11
11 ოქტომბერი კითხვა-პასუხი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 16:00-17:00 საათი: https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/

This post has been edited by lilu777 on 29 Sep 2017, 14:13


--------------------
What separates the winners from the losers is how a person reacts to each new twist of fate.
Money was never a big motivation for me, except as a way to keep score. The real excitement is playing the game.
Everything in life is luck.
Donald Trump
Lucky9090
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3346
წევრი No.: 186953
რეგისტრ.: 1-June 14

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 19:20  #51419318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები ყველას ვისაც სულით და გულით გინდათ აქ წამოსვლა, ამას იმიტო ვწერ რო ვიცი რამოდენიმე კაცი ვინც მოიგო და მერე გააუქმეს მოგებული გრინები და ვიღაცას წასვლის შანსი დაუკარგეს. ქართველი კაცის ამბავი ხო იცი "უფასოა და ეგდოს რა " smile.gif
შარი10
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 293
წევრი No.: 222582
რეგისტრ.: 8-August 16

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 22:42  #51420400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეთსავით
---------------------------
Hyperzet
ჰიპერზეტ


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12585
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07

გამოგზავნილია: 30 Sep 2017, 02:01  #51421402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რთიდაიგივე ip-დან ორი სხვადასხვა აპლიკანტი ვერ მოიგებს მწვანე ბარათს, და ვფიქრობ ამასაც აქცევენ ყურადღებას

ეს რა გამოდის მე და ჩემი ოჯახის წევრი ვერ შევავსებთ?
ნუ ახლა ერთი აიპიდან 59 კაცზე არ მაქვს საუბარი.


--------------------
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...
Ambitious_Person
Ambitious Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8319
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 30 Sep 2017, 10:41  #51421948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lucky9090
+1

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია


lilu777
QUOTE
ამერიკის საელჩომ დაიწყო ასეთი პროგრამა. მოივლიან რეგიონებს სადაც ჩაატარებენ საინფორმაციო ლექციებს მწვანე ბარათთან დაკავშირებით.

ანუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს , როგორ უნდა შეავსონ მწვანე ბარათისთვის აპლიკაცია, რა უნდა ქნან თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გახდნენ და რას ნიშნავს გახდე ამერიკის მოქალაქე

თბილისში უკვე იყო ეს შეხვედრა 22 სექტემბერს

როგორც ჩანს რეგიონებში ცოტა ხალხი ავსებს და ვინც ავსებს არასწორად

შეიძლება "შეაშინონ "ახლა რეგიონში რომ ჩავიდნენ და უთხრან რა დაგკარგვიათ ამერიკაშიო და გადააფიქრებინონ


--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

lilu777
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5293
წევრი No.: 44221
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 30 Sep 2017, 13:11  #51422462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ambitious_Person


biggrin.gif biggrin.gif რავიცი არ მგონია
nescafe19
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2510
წევრი No.: 128729
რეგისტრ.: 14-March 11

გამოგზავნილია: 30 Sep 2017, 15:38  #51423138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0284 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]