ველოსიპედები ძალიან ცოტანი დადიან და ამ ცოტადან გაცილებით ცოტა მოძრაობს ტროტუარზე. იმდენად ცოტა, რომ მეეჭვება ხალხს აწუხებდნენ და მით უმეტეს მძღოლებს. და მძღოლებიდან ვინმეს თუ ველოსიპედი აღიზიანებს, კეთილი ინებეთ და აიტანეთ იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით თქვენს და ჩვენს შვილებს ველოსიპედები არ წამლავენ და არც სათამაშო ადგილებს ართმევენ ეზოებში!
ვინც ველოსიპედს ტრანსპორტად ვიყენებთ, უმეტესად ვმოძრაობთ გზაზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში.
ისე, საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით ველოსიპედს აქვს უფლება ტროტუარზე გადაადგილდეს, ოღონდ თუ ქვეითები არიან, არაუმეტეს 5კმ/სთ სიჩქარისა და თუ ქვეითები არ არიან, არაუმეტეს 25 კმ/სთ სიჩქარისა.
პრობლემა იმაში არაა სად რა იქნება ნებადართული და მოპედით იქნები, ველოთი, მანქანით თუ ფეხით. პრობლემა არის ერთმანეთის ელემენტარული უპატივისცემლობა და საერთოდ საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრი, რაც საბოლოოდ იმ "საკუთარ თავსაც" ვნებს.
არ სჭირდება მცირე კუბატურის მოპედს პრავა, არც მძღოლები უშლიან მოპედს და ველოსიპედს მანქანებს შორის გაძვრომას, ქვეითებსაც კი, როცა დარღვევით გადადიან გზაზე, თუ ასწრებ და ამჩნევ, ატარებ და გზას უთმობ მძღოლი. კაცის მოსაკლავად ან დასაზიანებლად ხომ არავინ არ უჯდება საჭეს?
უბრალოდ ცოტა მეტი ფიქრია საჭირო და ყოველთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა და მშვენივრად დავეტევოდით ყველანი.
წითელზე რომ არ უნდა გაიარო ან გადაურბინო და შენი თავის გარდა სხვაც არ უნდა ჩააგდო საფრთხეში, ამას არ უნდა სჭირდებოდეს განმარტება და ლაპარაკი. ამას ველობილიკების ქსელი ან მოპედებისთვის გამოყოფილი ზოლი არ უშველის. უნდა მიაჯ-მოაჯარიმოს კანონმა და მიტისკოს იმიტომ, რომ ისედაც იციან რომ არ შეიძლება წითელზე გავლა რაკი არღვევენ, ესეიგი ღირსებიც არიან მკაცრად დასაჯო ფეხებიანიც და ბორბლებიანიც;
გზა რომ არ უნდა ჩაუჭრა შენს უკან ან გვერდზე მომავალს არც მანქანით, არც მოპედით, არც ველოსიპედით და მანევრის დაწყებამდე უნდა ანიშნო ან მოხვევის მაჩვენებლებით, ან ხელით (ვისაც რა აქვს), არც ამას უნდა სჭირდებოდეს შეხსენება და მკაცრი ჯარიმების გარდა არაფერი უშველის. ადამიანს ძალიან ძვირი უნდა უჯდებოდეს დარღვევა და ცოტა დაარღვევს. დღეს ნებისმიერი ტრანსპორტის მძღოლების უმეტესობა თითქმის არასოდეს არ იყენებს მოხვევის მანიშნებლებს (პავაროტნიკებს).
ცხვირწინ რომ არ უნდა დაუმუხრუჭო უცებ და შენს უკან მომავალ მთელ კოლონას რომ არ უნდა შეუქმნა საავარიო სიტუაცია....
მოძრაობის საპირისპიროდ რომ არ უნდა იარო გზის სავალ ნაწილზე (ბევრი ველო და მოპედი დადის) და კიდევ რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო... საერთოდ უკუღმაა აქ ყველაფერი და იმიტომაც მივდივართ თაობებით უკუღმა.
ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ბუნებრივი არაა. ადამიანის შექმნილია და თავისი წესები აქვს. ამ წესებს სულ სულ ადრეული ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლიდეთ და დაცვასაც ვთხოვდეთ თუ გვინდა ჩვენმა შთამომავლობამ მაინც იგრძნოს თავი ადამიანად, მაგრამ სირზე არ გვკიდია შთამომავლობა? ბუტაფორია და ქარიტყანიობაა შვილების სიყვარულზე მჯიღის ცემა გულზე. ადამიანს რაც მართლა აწუხებს, იმას აგვარებს. რაც მართლა უნდა, ის აქვს კიდევაც და ეს ყოველთვის, ყოველთვის ასეა!
This post has been edited by AraGviani on 2 Sep 2019, 17:50