Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ელექტრონული ზედნადებები და რს.ჯე


Posted by: gogilord 2 Apr 2012, 12:47
არ მითხრათ ეხლა პოლიტიკური თემა არ არისო

გაჩერდა დღეს მთელი ბიზნესი და უამრავ მოქალაქეს შეექმნა მატერიალური თუ მორალური პრობლემა.


თუ არ ხართ მზად, რას იწყებთ რომ იწყებთ არ უნდა იცოდეთ?
mad.gif

ვინ არის ამ ბარდაკზე პასუხისმგებელი?
მოეკითხება ვინმეს?
კომპეტენტურებო სად ხართ?

mad.gif

Posted by: kartveli76 2 Apr 2012, 12:52
რა ხდება, ჭედავს საიტი? მეგონა, ჩემი კომპი აჩმახებდა, ვერ ვხსნიდი ზედნადებებს წესიერად

Posted by: abelo 2 Apr 2012, 12:54
kartveli76
აუ ეს მეც მაინტერესებს.

საიტი ჭედავს, ბევრი ხალხი შევიდა ერთდროულად.

და უნდა ჩამოტვირთო პროგრამაო, ვერ ვტვირთავ


Posted by: Sh@ko 2 Apr 2012, 12:56
მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - ბევრი ხალხი შევიდა...



სტუდენტური დასაქმებაც ეგრე არ იყო? როცა კი გამოცხადდა სერვერის გაშვება, იმ მომენტიდანვე დაიწყო ჭედვა...

Posted by: kartveli76 2 Apr 2012, 12:57
abelo
ჯერ მეც არ ვიცი ყოლიფერი. მოვიდეს ნათიამ57 და გაგვცეს პასუხი

Posted by: an12 2 Apr 2012, 12:57
დღეს დეკლარაციების წარდგენის ბოლო დღეა..... yes.gif

ვერ "ქაჩავს" ეტყობა საიტი.....

Posted by: SPLIYVI 2 Apr 2012, 13:01
დაიწყო ღლეობები?
მაგი მეტს კი არ ვამბობდი არაფერს ბლიად
სამსში არ ვარ დღეს და ალბათ იგივე სიტუაციაა

ბლიადები ბლიად
sad.gif

Posted by: Kakha 2 Apr 2012, 13:02
ქაოსი ხდება smile.gif
როგორც ყოველთვის ყველა რეფორმა, ესეც ტრაკიდან კეთდება smile.gif

Posted by: kartveli76 2 Apr 2012, 13:02
an12
მოიცა, რა ბოლო დღე, რახან შაფათი იყო 31, იმიტომ? ეგ წლიურებზეცაა?
პ.ს. რამდენი ბოლო დღეცაა წელიწადში, იმდენჯერ თუ გაჭედა, კაათ გვქონია საქმე.
პ.პ.ს. ბოლო დღე კი არა, ელზადნებები ჭედავს, ჩემი აზრით.

Posted by: abelo 2 Apr 2012, 13:02

საიტზე ურთიერთგამომრიცხავი ინფო რომ უდევთ ეგ ხომ საერთოდ :

"ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება 1აპრილიდან სავალდებულო ხდება "

და აქვე
"აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვავალდებულებთ მეორე მხარეს, ანუ მყიდველის მხარეს, იგივე უბნის მაღაზიებს, ზედმეტი ინვესტიციების განხორციელებას და დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის შეძენას. ჩვენ უბრალოდ ვაჩენთ იმის საშუალებას, რომ მათ თუ აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული პროცედურა გაიარონ და თუ არ აქვთ - ნუ გაკეთებენ"

kartveli76
მგონი შენ არ გავალდებულებენ და გეშველა smile.gif


და ასე შემოპარებას პირდაპირ ეთქვათ, რომ სასაქონლო ზედმადები მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ხდება.

Posted by: SHARI 2 Apr 2012, 13:03
სამოქალაქო რეესტრში შესვენება 2-დან სამამდეა ?

Posted by: Crypto 2 Apr 2012, 13:06
QUOTE
თუ არ ხართ მზად, რას იწყებთ რომ იწყებთ არ უნდა იცოდეთ?

მაგას ვამბობ მარა ჰა

არავისაც არ მოეკითხება

Posted by: 7-november 2 Apr 2012, 13:07


მოულოდნელად ბევრი ხალხი შევიდა user.gif









------------

Posted by: kartveli76 2 Apr 2012, 13:08
abelo
აი, რა ქლიავები არიან, ბლინ. მე რომ ვუწერ კლიენტს ზედნადებს, რა ვქნა, ქაღალდზე გამოვწერო?არადა, იქ ინეტი არაა და მაგთიფიქსი უნდა დავდგა (ეგ ცალკე ბანძობა)

Posted by: ziriro 2 Apr 2012, 13:10
მოულოდნელად ზამთარში თოვლი მოვიდა და ზაფხულში დაცხა.

Posted by: REIDI 2 Apr 2012, 13:11
ეს ელექტრონული ზედნადების შევსება როგორც მივხვდი დისტრიბიუტორებისთვის არის სავალდებულო

მაღაზიის მფლობელებს მგონი შეუძლიათ არ შეავსონო

ზოგადად კაი იდეაა მაგრამ ხო იცოდნენ რომ გამოიწვევდა აურზაურს,გაუგებრობებს,სისტემის გაჭედვას

ჯერ საპილოტო პროგრამა გაეკეთებინათ და 1 თვის განმავლობაში გადასულიყვნენ ელექტრონულ სისტემაზე

Posted by: ბრტყელტუჩა 2 Apr 2012, 13:12
ქულერები დაამატეთ სერვერს biggrin.gif

Posted by: abelo 2 Apr 2012, 13:12
kartveli76
დღეს თუ ვერაფერი ვერ მოვახერხე, ღამე ვიჩალიჩებ, უფრო სწორედ გამთენიისას, ხალხი რომ დაიძინებს :|

იმედი ყველა ღამეს არ გაუთევს ამ ზედნადებს..




Posted by: natia_m77 2 Apr 2012, 13:16
abelo
QUOTE
მგონი შენ არ გავალდებულებენ და გეშველა


უბნის მაღაზიებს თითქმის არ უწევთ ზედნადების გამოწერა
თორემ როგორ არ ავალდებულებს smile.gif

Posted by: gogilord 2 Apr 2012, 13:18
abelo
QUOTE
დღეს თუ ვერაფერი ვერ მოვახერხე, ღამე ვიჩალიჩებ,


და მე რა ვქნა?
კლიენტი მელოდება, მანქანა დატვირთული მაქვს და თუ ვერ მიწერდი ზედნადებს რატომ მომაცდინე და დრო რატომ დამაკარგვინეო. ჩამომიცალე და წავალო.
1 საატი დატვირთვას მოუნდნენ მარტო
არადა კიდევ 2 მანქანა გასაგზავნი მყავს, ისე ფული არ შემოვა ორგანიზაციაში
არადა თანამშრომლები ამ ფულს ელიან, ხელფასებია დასარიგებელი, დენის ფული გადასახდელი და ა.შ.

პასუხი ვის მოვთხოვოთ?

რიტორიკულად ვსვამ ამ შეკითხვას, თორემ ადრესატი კი ვიცი

mad.gif sa.gif

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 13:19
REIDI
QUOTE
მაღაზიის მფლობელებს მგონი შეუძლიათ არ შეავსონო

მაღაზიებსაც რომ უწევთ გამოწერა, მაშინ რა ხდება? user.gif

abelo
QUOTE
დღეს თუ ვერაფერი ვერ მოვახერხე, ღამე ვიჩალიჩებ, უფრო სწორედ გამთენიისას, ხალხი რომ დაიძინებს :|

იმედი ყველა ღამეს არ გაუთევს ამ ზედნადებს..

ღამის 3-4 საათზე კარგად მუშაობს, გამომიცდია user.gif


Posted by: ბურზო 2 Apr 2012, 13:21
მივესალმები
რაც მეტი პრობლემები შეგექმნებათ, მით უკეთესი
მოხარული ვიქნები აქეთ რომ დაგაჯარიმონ


Posted by: TylerDurden 2 Apr 2012, 13:22
ქაღალდის ზედნადებები აიკრძალა უკვე?
ანგარიშფაქტურებზეც მაინტერესებს მაქვს ძველი დარჩენილი და აღარ შეიძლება მათი გამოყენება?

Posted by: Le Roi 2 Apr 2012, 13:23
მობილურ კომპიუტერებზე მოთხოვნა გაიზრდება ასერომ თუ რამეა
შემიძლია შემოგთავაზოთ wink.gif




Posted by: REIDI 2 Apr 2012, 13:28
სპორტი
როგორც მე გავიგე მაღაზიის მფლობელს შეუძლია მერე შეავსოს ეგ ზედნადებიო

დისტრიბიუტორს კი მაშინვე ევალება შევსებაო

რავი შეიძლება ვცდები


Posted by: qutaiseli teroristi 2 Apr 2012, 13:28
SPLIYVI
QUOTE
ბლიადები ბლიად




http://www.youtube.com/watch?v=Tued_7A1Dg8

Posted by: natia_m77 2 Apr 2012, 13:33
REIDI
ზედნადები ივსება ელექტრონულად, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე.

მოგვიანებით ფაქტურის გამოწერა შეიძლება
ზედნადები სატრანსპორტო დოკუმენტიცაა.

Posted by: prologic 2 Apr 2012, 13:33

მაიცა და ვთქვათ მაღაზიას არ აქვს კომპი სადმე შორაპანში.

ვერ დაუდასტურებს.საქონელს ვერ მიიღებს, დაიხურება.
კომპი არ ყოფნის ინეტიც სწირდება და ცოდნაც.
ზედნადების დადასტურება რამდენ ხანში უნდა მოხდეს??

მოკლედ "მაკრო ქეშ ენდ ქერრისთვის" გაიხსნა ფიზიბილითი.

დანარჩენები ნახ. მოიტყვანა მიხომ გაზაფხული.

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 13:35
REIDI
QUOTE
როგორც მე გავიგე მაღაზიის მფლობელს შეუძლია მერე შეავსოს ეგ ზედნადებიო

სადმე წერია ეგ?

ერთი-ორმა დისტრიბუტორმა ისე მოიტანა საქონელი, ქაღალდი არ მოაყოლა - ელექტრონულად ხომ გამოგიგზავნეო user.gif

prologic
QUOTE
მოკლედ "მაკრო ქეშ ენდ ქერრისთვის" გაიხსნა ფიზიბილითი.


?

Posted by: gogilord 2 Apr 2012, 13:43
prologic
QUOTE
მოკლედ "მაკრო ქეშ ენდ ქერრისთვის" გაიხსნა ფიზიბილითი.

დანარჩენები ნახ. მოიტყვანა მიხომ გაზაფხული.

yes.gif

Posted by: Kakha 2 Apr 2012, 13:45
REIDI
საპილოტო კი არა 2 დღით ადრე გაუგზავნეს კომპანიებს პასუხი რომ არავითარ შემთხვევაში არ გადადებდნენ ამ სისტემაზე გადასვლას, ყოველი გადაცდენა დაუყოვნებლივ დაჯარიმდებოდა. ეს წერილი გაეგზავნათ 1 თვით ადრე და პასუხი იყო პარასკევს, ეს ნიშნავს რომ კომპანიაში უნდა ემუშავათ შაბათი და კვირა რომ მოესწროთ ახალ სისტემაზე გადასვლა. საგადასახადოს არ აინტერესებს კომპანიაში რამდენად რთული სისტემაა და რა დრო ჭირდება მის მოდიფიკაციას.

Posted by: REIDI 2 Apr 2012, 13:47
სპორტი
მაღაზია აქტს ხო ადგენს საქონლის მიღების?

ეგ აქტი შეუძლია შეავსოს მერეო,რავი მგონი დღის ბოლოს

რავი არ მინდა შეცდომაში შეგიყვანო,ფინანსთა სამინისტროს საიტზე წესით უნდა იყოს ინფორმაცია


Posted by: ხორხე 2 Apr 2012, 13:50
Kakha
QUOTE
საპილოტო კი არა 2 დღით ადრე გაუგზავნეს კომპანიებს პასუხი რომ არავითარ შემთხვევაში არ გადადებდნენ ამ სისტემაზე გადასვლას, ყოველი გადაცდენა დაუყოვნებლივ დაჯარიმდებოდა. ეს წერილი გაეგზავნათ 1 თვით ადრე და პასუხი იყო პარასკევს, ეს ნიშნავს რომ კომპანიაში უნდა ემუშავათ შაბათი და კვირა რომ მოესწროთ ახალ სისტემაზე გადასვლა. საგადასახადოს არ აინტერესებს კომპანიაში რამდენად რთული სისტემაა და რა დრო ჭირდება მის მოდიფიკაციას.

ელექტრონული ზედნადებები პირველი მარტიდან უნდა ყოფილიყო სავალდებულო, ღია კარის დღეებიც გაიმართა ამასთან დაკავშირებით, ყველა მეწარმე გაფრთხილებული იყო წინასწარ

ერთი თვით გადაიწია, დღევანდელ დღემდე, უბრალოდ 80 პროცენტს მეწარმეებისას წამდა რომ კიდევ გადაწევდნენ, თორემ მე ვიცნობ საკმაოზე დიდ რამოდენიმე ორგანიზაციას რომელმაც დროულად შეძლო და ავტომატიზება მოახდინა ამ სისტემის

ასე რომ არცერთ მეწარმეს არ გაუგა გუშინწინ, ამ საკითხზე როგორც მინიმუმ 1.5 თვის წინ იყვნენ ინფორმირებულები

ნუ სხვა საკითხია თუ ერესჯი არ მუშაობს და ზედნადებები არ იგზავნება, ეს ცალსახად უპასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ასევე ვიცი ორგანიზაციები რომლებიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით არ მუშაობენ


ხო ელექტრონული ზედნადებები ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, რათქმაუნდა "გაშალაშინების" მერე, რადგან მცირე მეწარმეები (მაღაზიები) ძალიან ხშირად არ აჩვენებდნენ საქონლის მიღებას, არც მის რეალიზაციას, მიღების დამადასტურებელ ზედნადებებს კი უბრალოდ ხევდნენ

ეხლა ვეღარ მოახერხებენ smile.gif

სპორტი
QUOTE
სადმე წერია ეგ?

ერთი-ორმა დისტრიბუტორმა ისე მოიტანა საქონელი, ქაღალდი არ მოაყოლა - ელექტრონულად ხომ გამოგიგზავნეო


ამობეჭდილი რომ მოგიტანოს მაგის ვალდებულება არ აქვს, უბრალოდ საქონელი არ დაიტოვო სანამ გადმოგზავნილ (გააქტიურებულ ზედნადებს არ ნახავ), რადგან თუ შეეშალა გამყიდველს მერე შენი თავის ტკივილი და საჩალიჩო იქნება

ხოლო როცა უკვე ამობეჭდილი ვერსია გაქვს შეედავები უპრობლემოდ და სიმართლეს დაამტკიცებ

ხო, მეორე კითხვას რაც შეეხება, ზედნადები უნდა გააქტიურდეს მაშინვე როდესაც საქონელი დაიწყებს ტრანსპორტირებას, არანაირად დღის და დეკადის ბოლოს biggrin.gif

ეგრე რარა აზრი აქვს საერთოდ ზედნადების გამოწერას

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 13:51
REIDI
QUOTE
მაღაზია აქტს ხო ადგენს საქონლის მიღების?

no.gif

Posted by: Kakha 2 Apr 2012, 13:53
ხორხე
მსხვილ გადამხდელებზე მაქვს ლაპარაკი სადაც საკმაოდ ბევრი პრობლემაა სისტემის შეცვლა, როცა 1 თვის წინ გაეგზავნათ შეკითხვა, ხომ შეეძლოთ ცოტა დროულად ეპასუხათ?

Posted by: ხორხე 2 Apr 2012, 13:55
Kakha
QUOTE
მსხვილ გადამხდელებზე მაქვს ლაპარაკი სადაც საკმაოდ ბევრი პრობლემაა სისტემის შეცვლა, როცა 1 თვის წინ გაეგზავნათ შეკითხვა, ხომ შეეძლოთ ცოტა დროულად ეპასუხათ?

მეც მსხვილ გადამხდელებს ვგულისხმობდი (წლიური ბრუნვით 50 მსხვილ საწარმოში რომ შედიოდნენ ასე ორი წლის წინ, ეხლა არვიცი biggrin.gif )

შეეძლოდ დროულად ეპასუხათ და უნდა ეპასუხათ კიდეც, მაგრამ ცოტა აწრიალებულიყო ის მსხვილი გადამხდელიც უპასუხოდ რომ იყო ამდენ ხანს user.gif

Posted by: GT 2 Apr 2012, 13:57
-------------------------------------------------------------------

Posted by: Kakha 2 Apr 2012, 13:57
ხორხე
ის მსხვილი გადამხდელი ისედაც აწრიალებული იყო უამრავი სხვა კომისიებისგან და რომელ ერთისთვის ედევნა და თავისი რესურსები მოეხმარებინა აღარ იცოდა smile.gif

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 13:58
ხორხე
QUOTE
ამობეჭდილი რომ მოგიტანოს მაგის ვალდებულება არ აქვს, უბრალოდ საქონელი არ დაიტოვო სანამ გადმოგზავნილ (გააქტიურებულ ზედნადებს არ ნახავ), რადგან თუ შეეშალა გამყიდველს მერე შენი თავის ტკივილი და საჩალიჩო იქნება

და საიტზე ირიბად ის უწერიათ, მაღაზიები თავს ნუ მოიკლავთ ინტერნეტების შეყვანითო biggrin.gif
აბა, როგორ გაიგოს მაროს ჯიხურმა, რა საქონელი მიუვიდა? user.gif

Posted by: REIDI 2 Apr 2012, 14:01
სპორტი
ანუ მარტო ზედნადებზე აწერს ხელს მიმღები და მეტი არანაირი საბუთი არ ევალება?

მაშინ მიმღებს არ მოუწევს არაფრის შევსება და ეს მთლიანად დისტრიბიუტორზეა,ზედნადები ხო საქონლის ტრანსპორტირებისას მოძრავი დოკუმენტია? რავი ეგრე მახსოვს

ხორხე
ანუ მაღაზიის მფლობელს არ ეხება ეგ ამბავი?

უბრალოდ საქონლის მიღებაში და გაყიდვებში ვეღარ მოახდენს მანიპულირებას,ისე პატარა მაღაზიებს ცოტა აერევათ ბუღალტერია

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 14:03
REIDI
QUOTE
ანუ მარტო ზედნადებზე აწერს ხელს მიმღები და მეტი არანაირი საბუთი არ ევალება?

მეტი რაღა აქტი უნდა, ბეჩა?
ზედნადები და ანგფაქტი (ზოგ შემთხვევაში) საკმარისი არაა? biggrin.gif

Posted by: Crypto 2 Apr 2012, 14:08
მანდ ვებ-სერვისის აღწერაც დევს და იქნება გააკეთებიოთ ვინმეს ტელეფონისთვის ჯავა კლიენტი

Posted by: natia_m77 2 Apr 2012, 14:10
ელექტრონული ზედნადები ეხება ყველას, ვისაც უხდება ზედნადების გამოწერა
უნდა გამოიწეროს საქონლის ტრანსპორტირების დაწყებამდე, არანაირი ხვალე და ზეგე
უბნის მაღაზიებს არ აქვთ დიდად საჭიროება, რადგან ფაქტიურად არ უწევთ ზედნადების გამოწერა, მაგრამ
თუ არ აქვთ ნეტი, ვერ შეამოწმებენ, ზედნადები რამდენად სწორადაა შევსებული

გაიგეთ? mad.gif

Posted by: infuzoria 2 Apr 2012, 14:11
მსხვილ სადისტრიბუციო ორგანიზაციებს სადაც შიდა გადაზიდვების მრავალსახეობა არსებობს და კიდევ რა ვიცი კიდე.....ძალიან ცუდ დღეში არიან,დედაზედნადებიო -მერე ქვეზედნადებიო,ეს ყველაფერი დროულად სინქრონში უნდა ხდებოდეს...................................... facepalm.gif

Posted by: REIDI 2 Apr 2012, 14:17
სპორტი
რავი არ ვიცი მაღაზიების საქმიანობაbiggrin.gif

მეგობარს აქვს მაღაზია და ცოტა გაუგებრობაში იყო რა როგორაა ვის რა ევალებაო,მაგრამ როგორც ვატყობ მაღაზიებს არ მოუწევთ მაგაზე ჩალიჩი,ზედნადებში რა საქონელია მითითებული დღის ბოლოს ნახავს სახლში კომპით biggrin.gif

Posted by: ხორხე 2 Apr 2012, 14:24
Kakha
QUOTE
ის მსხვილი გადამხდელი ისედაც აწრიალებული იყო უამრავი სხვა კომისიებისგან და რომელ ერთისთვის ედევნა და თავისი რესურსები მოეხმარებინა აღარ იცოდა


sad.gif

სპორტი
QUOTE
და საიტზე ირიბად ის უწერიათ, მაღაზიები თავს ნუ მოიკლავთ ინტერნეტების შეყვანითო
აბა, როგორ გაიგოს მაროს ჯიხურმა, რა საქონელი მიუვიდა?

შეცვლიან იმედია დღის ბოლომდე რამეს, თორე გაჩერდა თბილისი biggrin.gif

Posted by: alika1982 2 Apr 2012, 14:28
უხ დილით ადრე მივედი სამსახურში და ჩავრთე ეს სისტემა.
მართალია რს.გე არ იხსნება მაგრამ არ მიქმნის პრობლოემას რადგან ვებ სერვისს ვიყენებ და ეგ ხოშიანად მუშაობს (ჯერ ეჯრობით).

ჩემთან ნახევარმა დღემ წარმატებით ჩაიარა smile.gif
მაგრამ 1 თვე სისხლი გამიშრა....

პროგრამას ვწერდი... მეორე დღე სმოვიდოდი სამსახურში და რაც დავწერე აღარ მუშაობდა. დავრეკავდი რა ხდება მეთქი და: ეს ხომ შევცვალეთ ასე კია რა ასე გააკეთეო biggrin.gif
ნუ გავედი ბოლოში...
იმედია აღარ შეცვლიანი რამე სერიოზულს... 200 ობიექტზე უპდატე-ს რა გააკეთებს

Posted by: Kakha 2 Apr 2012, 14:34
alika1982
კი, ვებ სერვისი მუშაობს.

alika1982
QUOTE
პროგრამას ვწერდი... მეორე დღე სმოვიდოდი სამსახურში და რაც დავწერე აღარ მუშაობდა. დავრეკავდი რა ხდება მეთქი და: ეს ხომ შევცვალეთ ასე კია რა ასე გააკეთეო
ნუ გავედი ბოლოში...
იმედია აღარ შეცვლიანი რამე სერიოზულს... 200 ობიექტზე უპდატე-ს რა გააკეთებს

ხოოო, მოკლედ ქაოტურად ჩატარდა ეს რეფორმა smile.gif

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 14:34
alika1982
Kakha
რა ვებსერვისი, გაგვარკვიეთ :უსერ:

Posted by: abelo 2 Apr 2012, 14:37
gogilord
ვერაფერს გირჩევ, მე გადავრეკე კომპანიაში, ბოდიში მოვუხადე და ხვალისთვის შევპირდი მიწოდებას.

სპორტი
QUOTE
ღამის 3-4 საათზე კარგად მუშაობს

ვუთევთ აბა ღამეს rs.ge -ს user.gif

alika1982
QUOTE
მაგრამ 1 თვე სისხლი გამიშრა....

პროგრამას ვწერდი... მეორე დღე სმოვიდოდი სამსახურში და რაც დავწერე აღარ მუშაობდა. დავრეკავდი რა ხდება მეთქი და: ეს ხომ შევცვალეთ ასე კია რა ასე გააკეთეო
ნუ გავედი ბოლოში...


ცოტა დაწვრილებით დაწერე, პლზ smile.gif

Posted by: Kakha 2 Apr 2012, 14:40
ვებ სერვისით რომ იმუშავოთ, საჭიროა პროგრამის დაწერა, უბრალოდ ვებ სერვისი საჭირო იყო ისეთი კომპანიებისთვის რომლებსაც უკვე აქვთ რამე ERP სისტემა და ეს ზედნადებები საჭირო იყო მასში ინტეგრირებულად ყოფილიყო.
ჩვეულებრივ პატარა მაღაზიას არ ჭირდება ეს.

Posted by: ხორხე 2 Apr 2012, 14:43
ისე მირეკავენ თითქოს ჯაბა ებანოიძე ვიყო mo.gif






biggrin.gif

ქალაქი პარალიზებულია biggrin.gif


Posted by: borkona 2 Apr 2012, 14:44
ეგ როგორ ხდება? ზედნადებს გააგზანი და მერე???????????

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 14:44
ხორხე
QUOTE
ისე მირეკავენ თითქოს ჯაბა ებანოიძე ვიყო








ქალაქი პარალიზებულია


ნომერი დამიპიემე, მეც დაგირეკავ ხოლმე გაჭირვებისას user.gif

Posted by: infuzoria 2 Apr 2012, 14:45
QUOTE
ეგ როგორ ხდება? ზედნადებს გააგზანი და მერე???????????

ეჰჰჰჰჰჰჰჰჰ,მარტო გაგზავნო რომ იყოს როგორც დღგ კიდევ რა უჭირს!!!!!გააქტიურებაო დასრულებაო ,დაბრუნებაო დახურვაო

Posted by: abelo 2 Apr 2012, 14:46
Kakha
QUOTE
რომლებსაც უკვე აქვთ რამე ERP სისტემა და ეს ზედნადებები საჭირო იყო მასში ინტეგრირებულად ყოფილიყო.

არ მაქვს ეგ სისტემა, საქმიანობიდან გამომდინარე არ მჭირდება.






აი შარი :|

Posted by: alika1982 2 Apr 2012, 14:50
სიმწრით მეცინება უკვე. დღეს მეორედ დავტენე ტელეფონი biggrin.gif
უამრავი ხალხი მირეკავს რა ვქნათო და...
რა ვუშველო აბა რა უნდა ქნას...

უნივერსალუი პროგრამა ხომა რ დავწერო ვებ სერვისით რომ იმუშავოს და რასაც ხელით ავსებენ რს.გე -ზე იქ შეავსონ smile.gif

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 14:51
abelo
ხორხე
natia_m77

და სხვები, ვინც ერკვევით ამ ამბებში smile.gif

არ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ დღგ-ის ფაქტურა გაუქმდეს და მარტო ზედნადები დარჩეს, ჰა?
ხო ისედაც მკაცრი აღრიცხვისაა ეს ახალი ელზედი?

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 14:56
TylerDurden
QUOTE
ქაღალდის ზედნადებები აიკრძალა უკვე?

კი
თუ არის შექმნილი ფორსმაჟორი სიტუაცია მხოლოდ მაშინ შეგიძლია ამოწერა, ოღონდ მესიჯი უნგა გააგზავნო ნომერზე რომელიც ჯერ ვერ მითხრეს, გვეტყვის თბილისი და მოგაწვდითო...
QUOTE
ანგარიშფაქტურებზეც მაინტერესებს მაქვს ძველი დარჩენილი და აღარ შეიძლება მათი გამოყენება?

მიიტანე დარჩენილი თავისი რეესტრით და გადადი ელ.ფაქტურებზე

Posted by: abelo 2 Apr 2012, 14:57
სპორტი
პირიქით, ახლა ხომ ვაგზავნით და ვადასტურებთ დღგს ფაქტურას, ჰო და გაუკეთონ დანართათ ეს სასაქონლო ზედნადები.
უფრო გაიოლდება და ზედნადები დღგ-ს ფაქტურის ნომრად აიყვანონ აღრიცხვაზე ავტომატურად.

ეს დღგ- ს გადამხდელებისთვის.


ვინც არ არის გადამხდელი იმან ავსოსო ცალკე ელექტრონული ზედმადები.

ანუ გადამხდელების ორ ჯგუფად დაყოფა მოხდება, ნაკლები ქაოსი იქნება და ეს სერვერიც განიტვირთება.

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 14:59
სპორტი
რადა ვისაც აქვს უკვე პროგრამა რომელიც წერდა ავტომატურად ზედნადებს ამ პროგრამების ავტორებმა მიაბეს ეს რს.გე - ს ანუ როცა ამოწერ ზედნადებს ავტომატურად აიკიდება რს.გე ზე...
smile.gif

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 15:02
abelo
ჰო, რაღაცას აპირებენ ერთ კვირაშიო.
მიბმა გახდება შესაძლებელი.

მაგრამ მე მაინც სხვა რამეს ვუბნობ - არ შეიძლება, მარტო ერთი დაკუმენტი დარჩეს? აუცილებელია ორივე იყოს? დაერქვას რამე და ორივეს ფუნქცია შეასრულოს user.gif

შეიძლება, რამე დეტალია, რის გამოც არ შეიძლება ამის გაკეთება. რა ვიცი, რა ვიცი...

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 15:02
abelo
ზედნადების ამოწერის დროს შეგიძლია თოლია მონიშნო და ავტომატურად იწერება დღგ-ს ანგ.ფაქტურაც smile.gif

Posted by: abelo 2 Apr 2012, 15:05
სპორტი
არ გამოვა ეგრე, ვინც არ არის დღგს გადამხდელი იმან მაშინ უნდა შეცსოსო ეგ დოკუმენტი და დღგ-ში 0 მიუთითოს.
მერე ეს ყველაფერი დეკლარაციით უნდა იყოს წარდგენილი და წარმოგიდგენია რამხელა დომხალი მოხდება სანამ რეალურ დღგ-ს და ნულოვან ფაქტურებს გადაახარისხებენ?

ან პროგრამით როგორ უნდა მოხდეს ეს დახარისხება?

GიორGი
QUOTE
ზედნადების ამოწერის დროს შეგიძლია თოლია მონიშნო და ავტომატურად იწერება დღგ-ს ანგ.ფაქტურაც

აჰა, მადლობა ე.ი. ნოვატორული იდეა ჩემი არ ყოფილა biggrin.gif

ვერ მივაღწიე მაგ ელექტრონულ ზედნადებამდე, რომ ვნახო რა და როგორ მუშაობს.


Posted by: ხორხე 2 Apr 2012, 15:05
სპორტი
QUOTE
და სხვები, ვინც ერკვევით ამ ამბებში

არ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ დღგ-ის ფაქტურა გაუქმდეს და მარტო ზედნადები დარჩეს, ჰა?
ხო ისედაც მკაცრი აღრიცხვისაა ეს ახალი ელზედი?

რატო უუქმებ ანგარიშ ფაქტურას? :|

თუ შეიცვალა დასაბეგრი ოპერაცია მაშინ ელ. ზედნადებიც უნდა შეცვალო (თუ დასრულებას დააჭირე უკვე, იმ დასრულებული ზედნადების ჩაკორექტირება არ შეგიძლია, უნდა გააკეთო სრულად უკან დაბრუნება, შენთვითონვე, გამყიდველმა და ახალი ზედნადები (სწორი) გაწერო, შენიშვნაში მიუთითებ რომ ეს ზედნადები გამოიწერა იმ ძველი ზედნადების სანაცვლოდ)

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 15:06
GიორGი
სადაა თოლია? ვერ შევამჩნიე sad.gif

Posted by: ხორხე 2 Apr 2012, 15:09
სპორტი
QUOTE
სადაა თოლია? ვერ შევამჩნიე

ცოტა იყო და გათავდა :რიკოთსგაღმაიუმორი: user.gif

Posted by: idinamore 2 Apr 2012, 15:10
QUOTE (gogilord @ 2 Apr 2012, 12:47 )
არ მითხრათ ეხლა პოლიტიკური თემა არ არისო

გაჩერდა  დღეს მთელი ბიზნესი და უამრავ მოქალაქეს შეექმნა მატერიალური თუ მორალური პრობლემა.


თუ არ ხართ მზად, რას იწყებთ რომ იწყებთ არ უნდა იცოდეთ?
mad.gif

ვინ არის ამ ბარდაკზე პასუხისმგებელი?
მოეკითხება ვინმეს?
კომპეტენტურებო სად ხართ?

  mad.gif

ზოგადად პროგრამა ძალიან ცუდად არის გაკეთებული, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რამ არის....

ჩემთან დილიდან 1 საათით გაჭედა და ამუშავდა ძალიან სწრაფად....

მე ამას მივესალმები, რადგან ეს ის რამ არის რაც ერთხელ და სამუდამოდ გამოაშკარავებს ვინ რა მძღნერს ჭამს, დისტრიბუტორი იქნება ეს, მაღაზია, საწყობი თუ უბრალო მედუქნე....!!!

გადასახადები უნდა გადაიხადოს ყველამ, უბრალოდ სააკოვის მიერ მოთრეულმა სირებმა ყველა უწყებაში უნდა ისწავლონ საქმის უკეთ კეთება...
მთავარი პრობლემა სულ სხვაა, აი გადახდილი გადასახადები სად მიდის და სააკოვი რეებში ხარჯავს ეგ რომ არ ვიცით.... არ იძლევა ეგ არაკაცი თავის ფონდის ხარჯების რეპორტს....ხოდა უკეთესია ამ მიმართულებით გააქტიურება და არა სიახლეების დაწუნება...ამხელა პროგრამა ესე უმტკივნეულოდ ვერ გაეშვება...ასე, რომ დორა გავათეთროთ ბიზნესი ბლიად!!!!

ისეთი გრანდიოზული კომპანიები როგორიც პეპსია და კიდე ბევრი მისი მსგავსი გაჩერებულია, ეს კი იმის ბრალია, რომ ვინც მართავს არინ დაბალი კვალიფიკაციის და 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს პროცესები დაელაგებინათ!!! ეგეთი ტიპები უნდა გაუშვა სამსახურიდან და კომპანიებიც უნდა გაკოტრდნენ....!!!

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 15:10
სპორტი
QUOTE
სადაა თოლია? ვერ შევამჩნიე

ახლა არაა, მაგრამ იქნებაო
drug.gif
ვერ შევდივარ მთელი დღეა, იქნებ არის, გუშინ სატესტოში მანახა ჩემმა ოფიცერმა რევიცი...

Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 15:10
abelo
ჰო, რა ვიცი, მაგდენი აღარ მესმის.
მე რომ დღგ-ის გადამხდელი ვარ, მეზედმეტება ეს ზედნადები biggrin.gif

ხორხე
მე ის ვიგულისხმე, რომ ზოგადად ორი დოკუმენტი არ არსებობდეს-თქო smile.gif
ანუ ან მარტო ა/ფ დარჩეს, ან მარტო ე/ზ smile.gif

მაგრამ აბელომ გამიიასნა და მიმაჩმორა mad.gif

Posted by: borkona 2 Apr 2012, 15:10
QUOTE
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰ,მარტო გაგზავნო რომ იყოს როგორც დღგ კიდევ რა უჭირს!!!!!გააქტიურებაო დასრულებაო ,დაბრუნებაო დახურვაო



მასწავლე რა

Posted by: abelo 2 Apr 2012, 15:20
idinamore
იმდენი წერე რომ შენ გეცოდინება, ფორსმაჟორულ სიტუაციაში (ომი, კატაკლიზმები) თუ არ იქნება ელექტროენერგია ან ინტერნეტი, ყველა უნდა გაჩერდეს და მაღაზიებს მომარაგება შეუწყდეს, თუ კანონი უნდა დავარღვიოთ?

სპორტი
კაკ ნა ზლო ბუღალტერს ანგინა აქვს და არ გამოცხადდა სამსახურში .


Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 15:26
abelo
QUOTE
იმდენი წერე რომ შენ გეცოდინება, ფორსმაჟორულ სიტუაციაში (ომი, კატაკლიზმები) თუ არ იქნება ელექტროენერგია ან ინტერნეტი, ყველა უნდა გაჩერდეს და მაღაზიებს მომარაგება შეუწყდეს, თუ კანონი უნდა დავარღვიოთ?

QUOTE
თუ არის შექმნილი ფორსმაჟორი სიტუაცია მხოლოდ მაშინ შეგიძლია ამოწერა, ოღონდ მესიჯი უნგა გააგზავნო ნომერზე რომელიც ჯერ ვერ მითხრეს, გვეტყვის თბილისი და მოგაწვდითო...



Posted by: elpiteII 2 Apr 2012, 15:27
QUOTE
ხო ელექტრონული ზედნადებები ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, რათქმაუნდა "გაშალაშინების" მერე, რადგან მცირე მეწარმეები (მაღაზიები) ძალიან ხშირად არ აჩვენებდნენ საქონლის მიღებას, არც მის რეალიზაციას, მიღების დამადასტურებელ ზედნადებებს კი უბრალოდ ხევდნენ

ჰო, მაგრამ თვითონ რომ ხრავენ მთელ ქვეყანას, ისიც ხომ უნდა იფიქრონ, რომ სხვასაც უნდა არსებობა, თუნდაც საკ. თავებისთვის, რომ გაიხანგრძლივონ ბოგინი

სხვების გამჭვირვალობა თუ აინტერესებთ, ჩვენც გვაინტერესებს "ზემოთ მოქცეულების" გამჭვირვალობა

Posted by: abelo 2 Apr 2012, 15:27
GიორGი
QUOTE
ოღონდ მესიჯი უნგა გააგზავნო ნომერზე რომელიც ჯერ ვერ მითხრეს, გვეტყვის თბილისი და მოგაწვდითო...

მადლობა, ე.ი. გარანტირებულია რომ მსგავს სიტუაციაში ტელეფონები აუცილებლად იმუშავებს smile.gif

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 15:31
abelo
QUOTE
მადლობა, ე.ი. გარანტირებულია რომ მსგავს სიტუაციაში ტელეფონები აუცილებლად იმუშავებს

იმედია smile.gif
ხო თუ უკვე გააქტიურე ზედნადები მისი ჩასწორება შეგიძლია 48 საათის განმავლობაში, ხოლო როცა უკვე ისიც გადაითვლის და შენ დააზუსტებ უკვე ვეღარ ჩაასწორებ...
თუ მოხდა ისე რომ გაიპარა მაინც შეცდომა ამოწერ ახალს, დაურთავ ძველს, დაწერ განცხადებას და აბარებ კანცელარიაში smile.gif

Posted by: abelo 2 Apr 2012, 15:35
GიორGი
QUOTE
ხო თუ უკვე გააქტიურე ზედნადები მისი ჩასწორება შეგიძლია 48 საათის განმავლობაში, ხოლო როცა უკვე ისიც გადაითვლის და შენ დააზუსტებ უკვე ვეღარ ჩაასწორებ...
თუ მოხდა ისე რომ გაიპარა მაინც შეცდომა ამოწერ ახალს, დაურთავ ძველს, დაწერ განცხადებას და აბარებ კანცელარიაში

ეგ აღარაა პრობლემა, დღგ-ს ფატურაზეც იგივენაირად ვიქცევით.
მეტი ყურადღებით შევავსებთ ზედნადებს და ეგაა.. smile.gif

იმან იკითხოს ვინც მაქინაციობდა ამ ყველაფრით...

Posted by: idinamore 2 Apr 2012, 15:47
QUOTE (abelo @ 2 Apr 2012, 15:20 )
idinamore
იმდენი წერე რომ შენ გეცოდინება, ფორსმაჟორულ სიტუაციაში (ომი, კატაკლიზმები) თუ არ იქნება ელექტროენერგია ან ინტერნეტი, ყველა უნდა გაჩერდეს და მაღაზიებს მომარაგება შეუწყდეს, თუ კანონი უნდა დავარღვიოთ?

სპორტი
კაკ ნა ზლო ბუღალტერს ანგინა აქვს და არ გამოცხადდა სამსახურში .

ომი და კატაკლიზმი არის ფორს-მაჟორი, შესაბამისად მოქმედებს ომის კანონი და არა მშვიდობის.... მაგ ლოგიკით არც ცენტრალური გათბობა გვჭირდება და არც ნათურები!!!

დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება, მე უბრალოდ მაგ პროგრამაზე თებერვლიდან დავიწყე ზრუნვა და მომიტევეთ თუ რამე ზედმეტი ვთქვი!!! პეპსის და თოლიას, რომ ეგეთი რამ მოუვათ აქციონერებმა უნდა მოხსნან და პასუხისგებაში მისცენ მენეჯმენტი!!!!

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 15:55
abelo
QUOTE
იმან იკითხოს ვინც მაქინაციობდა ამ ყველაფრით...

რა თქმა უნდა smile.gif

დისტრიბუტორებს მოემატათ საქმე უბრალოდ თორემ ზოგადად წინ გადადგმული რეფორმაა
მთავარია ახლა სერვერები გააძლიერონ რომ პრობლემები არ შეგვექმნას

Posted by: GIGGS 2 Apr 2012, 16:02
მეგობრებო!!! ქართული და საერთაშორისო ეკონომიკის ექსპერტებო!!! ბიზნესმენებო და მათთან გათანაბრებულო პირებო!!! იქნება ვინმემ ამიხსნათ რატომ ღირს ბენზინი ჩვენთან უფრო ძვირი ვიდრე სომეხთში??? და რატომ ღირს საქართველოში აზერბაიჯანული ბენზინი 2 ჯერ იმაზე ძვირი ვიდრე აზერბაიჯანში!!! და რატომაა აზერბაიჯანული და ეგრედწოდებული "ევროპული" ბენზინის ფასი ერთი და იგივე????

პ.ს. აქ იმიტომ ვწერ რომ მე როგორც ცოტა პოსტის მქონე იუზერს არ შემიძლია ახალი თემის გახსნა smile.gif))))

Posted by: prologic 2 Apr 2012, 16:03
natia_m77
QUOTE
თუ არ აქვთ ნეტი, ვერ შეამოწმებენ, ზედნადები რამდენად სწორადაა შევსებული

გაიგეთ?



თან ,ხომ უნდა დაადასტურონ,რომ ეგ საქონელი მიიღეს, ნეტი,თუ არ აქვს და არ ეკერკება კომპი, ვერ იმუშავებს და დაიკეტება ეგეთი მაღაზია.
ამათი მიზანიც ეგაა, ქსელების გამსხვილება.

Posted by: bukhaidze 2 Apr 2012, 16:04
აღარ ვიცი როგორ მოვიქცეთ. სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას კლინიკებს ვერ ვაწვდით. თანაც იმ ერჟიმში რომ ოპერაციებია დაგეგმილი.

Posted by: t-90 2 Apr 2012, 16:04
რამდენადაც ვხვდები ეს ყვეალფერი ხდება იმისთვის რომ საერთოდ არ არსებობდეს მცირე ბიზნესი.

Posted by: idinamore 2 Apr 2012, 16:04
QUOTE (GიორGი @ 2 Apr 2012, 15:31 )
abelo
QUOTE
მადლობა, ე.ი. გარანტირებულია რომ მსგავს სიტუაციაში ტელეფონები აუცილებლად იმუშავებს

იმედია smile.gif
ხო თუ უკვე გააქტიურე ზედნადები მისი ჩასწორება შეგიძლია 48 საათის განმავლობაში, ხოლო როცა უკვე ისიც გადაითვლის და შენ დააზუსტებ უკვე ვეღარ ჩაასწორებ...
თუ მოხდა ისე რომ გაიპარა მაინც შეცდომა ამოწერ ახალს, დაურთავ ძველს, დაწერ განცხადებას და აბარებ კანცელარიაში smile.gif

დღგ-ს ფაქტურა როგორ უნდა მიაბა იცი ზედნადებს?

ძალიან დამეხმარები თუკი ეს შესაძლებელი....smile.gif)

Posted by: infuzoria 2 Apr 2012, 16:06
QUOTE
რამდენადაც ვხვდები ეს ყვეალფერი ხდება იმისთვის რომ საერთოდ არ არსებობდეს მცირე ბიზნესი

იარსებებს ,მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით-გათვლილი იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე(საბუთის გამოწერის გარეშე)

Posted by: didou nana 2 Apr 2012, 16:10
gogilord

ეგ პრობლემები ხშირად აქვს ერესს - განსაკუთრებით ყოველი თვის 15-ში, როცა თვიური დეკლარაციები ბარდება.
ეს რომ თავიდან ავიცილო, მე ვაბარებ 10-11-12-13-ში smile.gif

პლუს, დღეს წლიური დეკლარაციების ჩაბარების ბოლო დღე იყო როგორც ვიცი და შემოცვივდა ხალხი, ეტყობა მაგან გაჭედა სერვერი.
თუმცა მე კი ჩვეულებრივ გავაგზავნე, უპრობლემოდ.

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 16:13
idinamore
QUOTE
დღგ-ს ფაქტურა როგორ უნდა მიაბა იცი ზედნადებს?

ძალიან დამეხმარები თუკი ეს შესაძლებელი....smile.gif)

კი, გუშინ მანახა ჩემმა უბნის საგადასახადო ინსპექტორმა სატესტო ვერსიაში, უბრალოდ თოლია იყო მოსანიშნი, დღეს ვერ შევდივარ ჩემს გვერძე რომ დაგისქრინშოტო...

აი შენიშვნა რომ წერია მაგის გასწვრივ იყო...

Posted by: omerta 2 Apr 2012, 16:13
ხორხე
QUOTE
ხო ელექტრონული ზედნადებები ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, რათქმაუნდა "გაშალაშინების" მერე, რადგან მცირე მეწარმეები (მაღაზიები) ძალიან ხშირად არ აჩვენებდნენ საქონლის მიღებას, არც მის რეალიზაციას, მიღების დამადასტურებელ ზედნადებებს კი უბრალოდ ხევდნენ


ხორხე, აბა რაებს წერ ჰა?
ზედნადები მყიდველისთვის ხარჯის დადასტურებაა, იმ მცირე მეწარმისათვისაც და მაგას ვინ დახევს?

გარდა მაგისა, იმ ზედნადებს ორი პირი გააჩნია და ვინც გაყიდის, იმასაც ხომ აქვს გატარებული?!
biggrin.gif:

Posted by: prologic 2 Apr 2012, 16:17
QUOTE
თორე გაჩერდა თბილისი


პრედსტავლიაიუ ჩტო ტვარიტსია... ვ რეგიონახ.

მაღაზიამ რამდენ ხანში უნდა დაუდასტუროს ამ საქონლის მიღება.

თუ არ დაუდასტურა დაეწერა დისტრიბუტორს??სდიოს მერე მიხოს, შენი ჭირიმე შედი
ინეტში დაადასტურე smile.gif)

ხოხმები იქნება. დისტრიბუცია მოკვდება პაწა ხანში და გადავალთ ცივილიზებულ ვაჭრობაზე. გადაიხადე-წაიღე-გაყიდე-გადაიხადე-წაიღე+ უსასრულობა

Posted by: Le Roi 2 Apr 2012, 16:17
GიორGი

შენ რაღაც ძაან ნავაროდკიანი ბოლო ვერსია გაქ )))

Posted by: GიორGი 2 Apr 2012, 16:18
Le Roi
QUOTE
შენ რაღაც ძაან ნავაროდკიანი ბოლო ვერსია გაქ )))

აი ჩემთან არ ჩანს, არადა სატესტოში მანახეს გუშინ...
ალბათ გამოჩნდება ჩვენთანაც
sad.gif

Posted by: idinamore 2 Apr 2012, 16:38
QUOTE (Le Roi @ 2 Apr 2012, 16:17 )
GიორGი

შენ რაღაც ძაან ნავაროდკიანი ბოლო ვერსია გაქ )))

მართლა რაღად დღგ-ს ნავაროტკა აქვს შენსას, მე მაგას ველოდები ბოლო 1 თვეა, რომ ეგ ღილაკი გაუჩნდეს, მაგრამ არც თოლია მიჩანს და არც არწივი...smile.gif

იმედია, დღეს გაუთიშეს ეგ ფუნქცია, რომ რამე იაღლიში არ ყოფილიყო კიდე დამატებითი....!!!


Posted by: vili 2 Apr 2012, 16:46
omerta
QUOTE
ზედნადები მყიდველისთვის ხარჯის დადასტურებაა, იმ მცირე მეწარმისათვისაც და მაგას ვინ დახევს?

გარდა მაგისა, იმ ზედნადებს ორი პირი გააჩნია და ვინც გაყიდის, იმასაც ხომ აქვს გატარებული?!

ეგ ჩვეული პრაქტიკა იყო., როდესაც დისტრიბუტორი მიიტანდა საქონელს მაღაზიაში, გაიხედ-გამოიხედავდა აქეთ-იქით და თუკი დარწმუნდებოდა, რომ საგდასახადოს გამოჩენის საფრთხე აღარაა, დაურეკავდა იქ საიდანადაც მოიტანა საქონელი და ორივე ერთდროულად ხევდა ზედნადების ორივე ეგზემპლიარს.
ახლა გაიმარტივა საქმე საგადასახადომ, ჩასაფრება და უცებ თავზე დატყდომა აღარაა საჭიროsmile.gif

Posted by: natia_m77 2 Apr 2012, 17:03
სპორტი
QUOTE
არ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ დღგ-ის ფაქტურა გაუქმდეს და მარტო ზედნადები დარჩეს, ჰა?


no.gif no.gif

Posted by: dd69 2 Apr 2012, 17:06
გილოცავთ გაზაფხულსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს



დშვც

Posted by: alika1982 2 Apr 2012, 17:06
საღამო მოდის... პირველმა დღემ ჩემთან წარმატებით ჩაიარა smile.gif

ვულოცავ ჩემს თავს smile.gif

Posted by: abelo 2 Apr 2012, 17:15
idinamore
QUOTE
მაგ ლოგიკით არც ცენტრალური გათბობა გვჭირდება და არც ნათურები!!!

ცენტრალური გათბობა და ნათურა თუ არ მექნება, ამით კანონს არ დავრღვევ.

ფორსმაჟორის შემდეგ შემოსული შემოწმება ჩამითვლის თუ არა მსგავს ქმედებას კანონის დარღვევად, ის მაინტერესებდა.

QUOTE
პეპსის და თოლიას

არ ვიცი მანდ რა ხდება დღეს, მე მაგალითად არაფერზე მიზრუნია, ვიგულისხემ რომ როგორც დღგ-ს ფაქტურას ისე ზედნადებს უპრებლემოდ შევავსებდი და გადავაგზავნიდი.


Posted by: idinamore 2 Apr 2012, 17:31
alika1982

ჩემთვისაც გილოცავ შენც და საკუთარ თავსაც, ოპერაციების 80% წარმატებით გადავსტყორცნეთ ერესზე...smile.gif))

abelo

ეგ ნამდვილად არ ვიცი, საგანგებო სიტუაციების დროს როდესაც ერესის სერვერიც და ყველაფერი განადგურდება გამოგვიწერენ თუ არა მაგ პერიოდზე ჯარიმებს....

თუკი არ გიზრუნია არაფერზე და ეგრევე ალღო აუღე მაშინ რა პრობლემაა....ისღა დამრჩენია შენც მოგილოცო პირველი ელექტრნიზირებული საქონლის მიწოდება...!!!:)))

Posted by: 7-november 2 Apr 2012, 17:39
ტრადიციულად, მიშისტები უპრობლემოდ შედიან საიტზე ოპოების პრობლემები ექმნებათ



biggrin.gif

Posted by: gogilord 2 Apr 2012, 18:21
შევედით...................................
გამოვწერეთ როგორც იქნა პირველი ზედდებული!!!

იყოს ცოტა ხანი კიდევ ეს თემა

სანამ ესენი ტესტურ რეჟიმში არიან

biggrin.gif

Posted by: Saturn 2 Apr 2012, 18:37
gogilord
QUOTE
გამოვწერეთ როგორც იქნა პირველი ზედდებული!!!

ერთი ათასად biggrin.gif

Posted by: ხორხე 2 Apr 2012, 21:03
omerta
QUOTE
ხორხე, აბა რაებს წერ ჰა?
ზედნადები მყიდველისთვის ხარჯის დადასტურებაა, იმ მცირე მეწარმისათვისაც და მაგას ვინ დახევს?

ხარჯის დადასტურება არ არის, სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შეძენაა ხშირ შემთხვევაში, რომლის გადაყიდვაც უნდა მოხდეს, შესაბამისად რეალიზაციაში დაფიქსირება user.gif

ამას არიდებდნენ თავს, ვთქვათ თვის განმავლობაში ქონდათ შეძენილი 5 ცალი ჭიქა, ხუთი ცალი ზედნადების მიხედვით, თვის ბოლოს აფიქსირებდნენ 1 ცალი ჭიქის რეალიზაციას, დანარჩენ ზედნადებს კი უბრალოდ ხევდნენ user.gif

ეს პრაქტიკა იყო აქამდე

QUOTE
გარდა მაგისა, იმ ზედნადებს ორი პირი გააჩნია და ვინც გაყიდის, იმასაც ხომ აქვს გატარებული?!

იმას აქვს უეჭველად აქვს გატარებული თუ იმპორტირებული აქვს პროდუქცია, რადგან იმპორტის დროს ვერანაირად ვერ შეძლებ არადეკლარირებული საქონლის შემოტანას, ნუ კარგო მარგოებით თუ არ იმაიმუნე.
თუ ადგილობრივ გაქვს შეძენილი, შეძენის საბუთსაც გაანადგურებ და გაყიდვისასაც, იქ მერე ზედნადების ნუმერაციის დარღვევა გამოგივიდოდა მაგრამ იმასაც ეშველებოდა, მოკლედ ათასი მაქინაციის მოგონება შეიძლებოდა, ეს ამბები გარკვეულწილად შეიზღუდება smile.gif


Posted by: სპორტი 2 Apr 2012, 21:09
omerta
QUOTE
ხორხე, აბა რაებს წერ ჰა?
ზედნადები მყიდველისთვის ხარჯის დადასტურებაა, იმ მცირე მეწარმისათვისაც და მაგას ვინ დახევს?

biggrin.gif
ისე დახევენ, როგორც დაგიბარებია.
ორი წლის წინ მოვიდოდნენ ხოლმე დისტრიბუტორები და ჩუმად მეტყოდნენ ხოლმე, ამ ზედნადებს მერე დავხევ და შენც დახიეო.
რამდენი ეგეთი "გამიპანღურებია", იმდენი სიცოცხლე მე და თქვენ smile.gif

Posted by: Kakha 4 Apr 2012, 11:09
ვებსერვისებსაც დაერხა. მოკლედ ქაოსია.  

Posted by: cooldadie 4 Apr 2012, 11:11
QUOTE (dd69 @ 2 Apr 2012, 17:06 )
გილოცავთ გაზაფხულსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს



დშვც

lol.gif lol.gif lol.gif --------------------------------------- up.gif

Posted by: EKUCA85 11 Apr 2012, 19:54
როგორ შევავსო მასწავლეთ რაა? ციფრები ვერ შემყავს

* * *
ერთი ზედნადები გამომაწერინეთ რააა თორე ლიმონათის ყუთებმა დამახჩო აგარ მიაქვთ ზედნადების გარეშე 200ცალი დამიგროვდა უკვე რააა ჯანდაბა ვქნა

Posted by: crusaders 31 Aug 2012, 13:43
შენს მიერ გამოწერილი დღგს ანგარიშ-ფაქტურა დეკლარაციაზე რომ არ მიაბა რამდენია ჯარიმა? ან სად ვნახო კოდექსში ვეძებ და ვერ ვნახე,

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)