გამარჯობათ,
წინა თემა უკვე 150 გვერდამდე ავიდა ამიტომ გადავწყვიტე ახალი თემის გახსნა.
ე.ი ძირითადი პრინციპი იმაშია, რომ ყიდულობათ იაფად და ყიდით ძვირად ebay-ზე.
პროდუქცია და მომწოდებელი თქვენ უნდა მოძებნოთ, ამაში ვერავინ(არავინ) დაგეხმარებათ.
ძირითადად რა გაქვთ გასათვალისწინებელი:
1) საკომისიოები, თუ თქვენ ნივთს იყიდით 90$-ად და გაყიდით 100$-ად, სულაც არ ნიშნავს იმას რომ აქედან მოგება დაგრჩებათ.
Ebay Fee-10%
Paypal Fee- 3.5%(მიახლოვებით)
ანუ 100$-ად გაყიდული ნივთიდან დაგრჩებათ 100-10-3=87$.
და კიდევ არის პატარ-პატარა ხარჯები, როგორიცაა ყიდვისას Tax და ა.შ
მოკლედ წინასწარ გათვალეთ ყველაფერი გასაყიდი ფასის შერჩევისას.
ეს კალკულატორი დაგეხმარებათ ადვილად დასათვლელად ---->
http://finalfeecalc.com2) მაქსიმალურად ეცადეთ ყველაფერი აკეთოთ სუფთად. თავდაპირველად 95%-ით ფეიფალი დაგილიმიტებთ ანგარიშს და მოგიწევთ ატვირთოთ დოკომენტები რასაც მოგთხოვენ. ამ შემთხვევაში არინერვიულოთ მსგავსი რამ(როცა მართალი ხარ) უბრალოდ 5 წუთი მობილურზე ლაპარაკით გვარდება.
3) მთავარია მონდომება, მოთმინება და შრომა. ვინც იშრომებთ კარგადაც დაგიფასდებათ. მრავალი ადამიანი ამ საქმით 10K+ შოულობს თვეში.
4) უამრავი მასალაა ვებში, რაც კიდევ უფრო დეტალურად გაგარკვევთ ყველაფერში.
დამწყებებმა აუცილებლად გადაიკითხეთ ძველი თემა --->
Drop Shipping Ebay-ზეგისურვებთ ბევრ გაყიდვებს და კარგ პროფიტებს.
This post has been edited by UNLOCKER777 on 18 Dec 2017, 02:13
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)