sandyანგარიშის ნომერი რაც იუზერმა დადო პირველ გვერდზე.
თუ მობაილბანკის აპლიკაციით ან ინტერნეტბანკის საიტიდან სარგებლობ შეგიძლია გადარიცხვა ანგარიშზე სასურველი თანხის მითითებით.
საქ. ბანკის ინტერნეტ ბანკი:
https://ibank.bog.ge/საქ. ბანკის მობაილბანკინგის აპი:
Android /
iOSთიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი:
https://tbconline.ge/თიბისი ბანკის მობაილბანკინგის აპი:
Android /
iOS!!!ყურადღება მიაქციეთ ბმულს რომელზეც გადადიხართ. ყურადღება მიაქციეთ დომენურ სახელს. თუ რამე უცნაურობას შეამჩნევთ არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ თქვენი საბანკო ბარათის CVV კოდი. არავითარ შემთხვევაში არ გაანდოთ თქვენი პირადი მონაცემები თუ ვინმე დაგირეკავთ ტელეფონზე და დამაჯერებლად გეტყვით რომ ბანკიდან არიან და რაღაც მონაცემები უნდა უთხრათ ან რაღაც კოდი უკარნახოთ, იმის მიუხედავად რომ ზარი შესაძლოა შემოგივიდეთ ბანკის ოფიციაულური ნომრიდან ან მისი სახელით.
ინტერნეტბანკინგით სარგებლობისას, სანამ შეიყვანთ თქვენ მონაცემებს, ყურადღება მიაქციეთ დაცული კავშირის არსებობას. თუ თქვენ იმყოფებით ბანკის რეალურ საიტზე ბრაუზერში URL ბმულის ველის გასწვრივ დასაწყისში აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული ბოქლომი.
ბოქლომზე დაჭერისას ნახავთ Certificate პუნქტს რომელზე დაჭერისას გაიხნება საიტის სერტიფიკატები.
დარწმუნდით რომ სერტიფიკატი ნამდვილად გაცემულია თქვენი ბანკის სახელზე და არა lbakn.com-ზე. თუ რაღაც უცნაურობა შეამჩნიეთ (მაგალითად ibank.ge-ს ნაცვლად წერია lbank.com), თქვენ ფიშინგს გადაეყარეთ. ასეთ შემთხვევაში არაფერი არსად არ შეიყვანოთ, დახურეთ ვებგვერდი, არაფერი არ შეინახოთ, არაფერზე თანხმობა არ მისცეთ.