ორიგინალი სახელწოდება: Toronto Maple Leafsსაშინაო არენა: Air Canada Centerზედმეტსახელები: Bay Street Bullies , Blue-and-White , Buds , Hogs , Leafs , Leaves , Tomalesდაარსების წელი: 22 ნოემბერი, 1917დივიზიონი: Northeastკონფერენცია: Eastern=======================================
Stanley Cups: 13(1917–18, 1921–22, 1931–32, 1941–42, 1944–45, 1946–47, 1947–48, 1948–49, 1950–51, 1961–62, 1962–63, 1963–64, 1966–67)კონფერენციის ჩემპიონები: 0დივიზიონის ჩემპიონები: 5 (1932–33, 1933–34, 1934–35, 1937–38, 1999–00)=======================================
=======================================
Toronto Maple Leafs არის ჰოკეის პროფესიონალური გუნდი
Toronto-დან ,
Ontario-ს შტატში, რომელიც მდებარეობს
კანადაში. ის არის Northeast Division და Eastern Conference წევრი, გუნდი ასევე არის
"Original Six" წარმომადგენელი, „მეიპლ ლიფსი“ წევრია გაერთიანებისა
Maple Leaf Sports & Entertainment, საშინაო თამაშებს ატარებს Air Canada Centre (ACC) ში 1999 წლიდან, მანამდე გუნდი 68 წლის განმავლობაში მატჩებს ატარებდა
Maple Leaf Gardens ში.
Toronto Maple Leafs-ს დიდი კონკურენცია აქვს მოსისხლე მტერ კანადურ
Montreal Canadiens-თან და ასევე დივიზიონის მეორე კანადურ გუნდ
Ottawa Senators-თან, რომელთანაც მდებარეობს ასევე შტატ ონტარიოში. „ნეკერჩხლებს“ მოგებული აქვთ სტენლის თასი 13 ჯერ, ხოლო მის მეტოქე „კანადიენს“-ს 24 ჯერ. აქედან 11 სტენლის თასი გუნდს მოგებული აქ როგორც Toronto Maple Leafs, დანარჩენი ორი
St. Patricks და
Arenas -ის სახელით, უკანასკნელად გუნდმა სტენლის თასი მოიგო
1967 წლის სეზონში, ამ წლის შემდეგ დაიშალა "Original Six" და ლიგამ დაიწყო გაფართოება.
2011 წელს კლუბი შეფასდა 521 მლ. ამ. დოლარად. რამაც აქცია ყველაზე ძვირადღირებულ გუნდად
New York Rangers და Montreal Canadiens თან ერთად.
ადრეული წლებინაციონალური ჰოკეის ასოციაცია(NHA) დაარსდა მონრეალში, 1917 წელს. ამ ასოციაციის დამფუძნებლად ითვლება ედი ლივინგსტონი(
Eddie Livingstone), ასევე
Toronto Blueshirts ის მფლობელი, Montreal Canadiens,
Montreal Wanderers,
Quebec Bulldogs, და Ottawa Senators ის მფლობელებს უნდოდათ ახალი ლიგის,
ნაციონალური ჰოკეის ლიგის(NHL) ის დაფუძნება და ედი ლივინგსტონის თავიდან მოშორება, მაგრამ NHA –ს კონტიტუციით ასოციაციის დატოვება და ახალი ლიგის შექმნა პრობლემატური გახდა, საბოლოოდ მაინც ჩამოაყალიბეს ახალი ლიგა და ედი ლინიგსტონი მის შექმნილ ლიგაში დატოვეს მარტო
მაგრამ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ლიგაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გუნდი ტორონტოდან(მოსახლეობით მეორე მთელ კანადაში). „ბულდოგების“ გაუქმებამ „მწვანე“ აუნთო Arena Company ის მფლობელებს, Arena Company-მ უფლება მისცა Toronto Blueshirts ის მოთამაშეებს ეთამაშათ
Arena Gardens ჰოკეის დარბაზში, NHL-სგან ეს შეთავაზება ტორონტოსთვის უნდა ყოფილიყო დროებითი, რადგან იგეგმებოდა Quebec Bulldogs ის ხელახლა აღდგენა. ეს პრივილეგია არ იყო ოფიციალური, მაგრამ გუნდის ქომაგისთვის დიდ რამეს ნიშნავდა, გუნდს პრესაში და ქომაგებში მოიხსენიებდნენ როგორც "Blueshirts"ან "Torontos", ჩარლი ქუერის(
Charlie Querrie) მენეჯერობითა და დიკ კეროლის(
Dick Carroll) მწვთნელობით კი ტორონტომ მოიგო
სტენლის თასი NHL-ის პირველივე,
გახსნით გათამაშებაში. შემადგენლობის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ Blueshirts-ის მოთამაშეები.
მომდევნო სეზონში იმის მაგივრად რომ Arena Company-ს დაეჯილდოვებინა გუნდი და ედი ლივნგსტონი, ჩამოაყალიბეს ახალი გუნდი the Toronto Arena Hockey Club, რომელსაც გარანტია მისცეს NHL-ში თამაშის, იმავე წელს Arena Company-მ მიიღო გადაწყვეტილება , რომ Arena Gardens ში ითამაშებდა მხოლოდ NHL-ის გუნდი, ამ მოქმედებამ საბოლოოდ მოკლა NHA, ედი ლივინგსტონმა მოითხოვა თავისი კლუბის მფლობელობის ქვეშ მყოფი ჰოკეისტების დაბრუნება.სასამართლო დავებში ჩაბმამ Toronto Arena ჩააგდო მძიმე დღეში, რადგან კლუბი იძულებული იყო გაეყიდა ლიდერები, რომლის შედეგად ტორონტომ სეზონში მოიგო მხოლოდ 5 თამაში და როდესაც ცხადი იყო, რომ ტორონტო სეზონს ვერ ჩაამთავრებდა, NHL-ს კომისიონერმა შეწყვიტა რეგულარული სეზონი და დაიწყო პირდაპირ ფლეი-ოფები. რეგულარული სეზონი გუნდმა დაასრულა საშინელი პროცენტული მაჩვენებლით, მაგრამ
1919 წლის სტენლის თასის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მსოფლიო მაშტაბის გრიპის ეპიდემიის გამო შეწყდა თამაშები.
სასამართლო დავების გამო Arena Company-მ თავი გაკოტრებულად გამოცხადა, კლუბი გავიდა გასაყიდად. გუნდის მენეჯერმა ქუერიმ საქმე დაიჭირა ადამიანებთან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სამოყვარულო გუნდ St. Patricks-ს, 1919 წლიდან 1927 წლამდე კლუბს შეეცვალა სახელი და გახდა Toronto St. Patricks, ასევე გამოიცვალა გუნდის ფერიც, რომელიც ლურჯის ნაცვლად გახდა მწვანე.
1922 წელს ტორონტოს გუნდმა მეორედ მოიპოვა სტენლის თასი.
კონ სმიტის( Conn Smythe) ერამას შემდეგ რაც ქუერიმ წააგო სასამართლო პროცესი ედი ლივინგსტონთან, მან გადაწყვიტა გუნდის გაყიდვა, მან დიდი ყურადღებით განიხილა ფილადელფიური კომპანიის შეთავაზება, რომელიც 200 000 $ ით განისაზღვრა, მაგრამ Toronto Varsity Graduates-ის მწვრთნელმა
სმიტმა ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და კლუბის შესაძენად ქუერის შესთავაზა 160 000 $, კომპანიის თანააქციონერის ჯონ-პარის ბიკელის(
J. P. Bickell) მეშვეობით გადაარწმუნეს ქუერი გუნდის ფილადელფიელებისთვის მიყიდვაზე, მათი აზრით სამოქალაქო ვალი იყო კლუბი მიეყიდათ არა ფილადელფიელისთვის, არამედ ადგილობრივი კომპანიისთვის
კლუბის მფლობელობაში მიღებისთანავე, 1927 წლის 14 თებერვალს კონ სმიტმა შეცვალა სახელი, ამიერიდან ადგილობრივ ჰოკეის გუნდს ეწოდა Toronto Maple Leafs,სახელი კლუბმა მიიღო პირველ მსოფლიო ომში მონაწილე პოლკის საპატივცემულოდ, როლემთაც Maple Leaf ეწოდებოდათ, მაგრამ იდეის დამუშავების დროს Maple Leaf-ს დაემატა „s“, ასევე დღეს განიხილება კლუბის დარქმევის სხვადასხვა ვარიანტები, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო ზემოთ მოყვანილი ისტორიაა. კლუბის ფერებად შეირჩა ლურჯი და თეთრი, ლურჯი გამოსახავს კანადის ლურჯ ცას, ხოლო თეთრი-თოვლს.
1930 იანები, Maple Leaf Gardens-ის გახსნაოთხი უსიცხლო სეზონის შემდეგ(მათ შორის სამი კონ სმიტის მწვრთნელობით) კლუბის დებიუტი შედგა Maple Leaf Gardens ზე, ჩიკაგო „ბლექ ჰოქსის“(
Chicago Black Hawks) ის წინააღმდეგ, მატჩი შედგა 1931 წლის 12 ნოემბერს და დასრულდა ჩიკაგოელების გამარჯვებით 2:1
ე.წ „საბავშვო სამეულის“ (ბუშერ ჯეკსონის (
Busher Jackson), ჯო პრიმოს(
Joe Primeau) და ჩარლი კონაშერის(
Charlie Conacher)) და მწვრთნელ დიკ ირვინის(
Dick Irvin) თაოსნობით იმავე წელს,როდესაც გაიხსნა Maple Leaf Gardens კლუბმა სეზონი დაასრულა სტენლის თასის მოგებით, რომელიც მოიპოვეს
მესამედ. პირველ რაუნდში დაამარცხეს
Montreal Maroons, ნახევარფინალში
Boston Bruins, ხოლო სტენლის თასისთვის ბრძოლა მოუგეს New York Rangers-ს. სმიტისთვის ორმაგად სასიამოვნო იყო ფინალში „რეინჯერების“ დამარცხება, რადგან 1927 წელს სმიტი დაითხოვეს გენერალური მენეჯერობიდან
Madison Square Garden-ის მფლობელებთან უთანხმოების გამო.
1933 წელს „ნეკერჩხლების“ ვარსკვლავი ეის ბეილი(
Ace Bailey) ბოსტონ „ბრუინზთან“(Boston Bruins) შეხვედრის დროს მცველ ედი შორთან(
Eddie Shore) უკნიდან დიდ სისწრაფეზე
შეჯახების შედეგად კინაღამ გარდაიცვალა, ამ შემთხვევამ მას დაასრულებინა კარიერა, რომელიც არცთუისე ბევრ წელს ითვლიდა. ეის ბეილის საპატივცემულოდ იმავე წელს გაიმართა
პირველი არაოფიციალური „ოლ სტარი“(All-Star), რომელშიც მონაწილეობდნენ იმ დროის საუკეთესო ჰოკეისტები, თამაში გაიმართა შუა სეზონში, ეს ტრადიცია გახდა ყოველწლიური და დღემდე ის ეის ბეილის სახელს ატარებს.
„მეიპლ ლიფსი“ შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში ხუთჯერ გავიდა ფინალში, მაგრამ ხუთივე ორთაბრძოლა დათმო, 1935 წელს Maroons-თან, 1936 წელს
Detroit Red Wings-თან, 1938 ში Chicago Black Hawks-თან, 1939 წელს Boston-თან, 1940 წელს მათთვის საძულველ Rangers-თან.ამის შემდეგ სმითმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა ირვინი, რომელიც სათავეში ჩაუდგა მონრეალს, რომელიც იმ დროს ძალიან ცუდ დღეში იმყოფებოდა, ხოლო ტორონტოს მწვრთნელი გახდა გუნდის ყოფილი მოთამაშე ჰეპ დეი(
Hap Day)
1940 იანები, მეორე წარმატების ათწლეული1942 წელს ტორონტომ ითამაშა სუპერფინალი დეტროიტთან, რომელიც აღიარებულია
საუკეთესო შვიდმატჩიან ფინალად. ტორონტო სერიას აგებდა 0:3-ს, მაგრამ აქამდე უცნობმა მეოთხე ხაზის მოთამაშე დონ მეცმა(
Don Metz) ფაქტობრივად მარტომ შემოატრიალა იმ თამაშის ბედი, გაიტანა რა სამი გოლი, ტორონტოს გაამარჯვებინა მატჩში, რომელიც თითქმის წაგებული იყო. აქედან მოყოლებული ტორონტომ ზედიზედ სამი თამაშის მოგება შეძლო და დაეუფლა სტენლის თასს, გუნდის კაპიტანმა საილ აპსმა(
Syl Apps) მიიღო
Lady Byng Memorial Trophy, იმის აღსანიშნავად, რომ მთელი სეზონის განმავლობაში არცერთხელ არ მიუღია საჯარიმო წუთი.
ამ გმირობიდან სამი წლის შემდეგ ახალგაზრდა მეკარის ფრენკ მაკკულის(
Frank McCool) და მცველ,ბები პრატის(
Babe Pratt) თაოსნობით
1945 წელს, ტორონტომ კიდევ ერთხელ დაამარცხა „წითელი ფრთები“. ამის შემდეგ 1946 წლიდან 1949 წლამდე, ზედიზედ სამჯერ „ნეკერჩხლებმა“ მოიპოვეს სტენლის თასი.
1950 იანები, ბარილკოს წყევლა1951 წელს ტორონტო და მონრეალი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს სტენლის თასის ფინალში, ხუთივე მატჩში, სადაც სერია მოიგო ტორონტომ, გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნებოდა ოვერ-ტაიმი, ტორონტოს სერია მიყავდა ანგარიშით 3:1, მეხუთე თამაშის ოვერ-ტაიმში, გუნდის მცველმა ბილ ბარილკომ(
Bill Barilko), გაიტანა გადამწყვეტი შაიბა, რომელმაც გაამარჯვებინა კიდევაც ტორონტოს სერიაში 4:1, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ გადამწყვეტი შაიბის ავტორი გარდაიცვალა ავიაკატასტროფის დროს, რომელიც მოხდა ტიმინსში(
Timmins), ონტარიოს შტატში(Ontario), აქედან მოყოლებული, მომავალი 10 წლის განმავლობაში „მეიპლ ლიფსი“ ვერ ახერხევდა სტენლის თასის მოგებას.
1960 იანები, ახალი მფლობელები და ახალი დინასტია1961-62 წლების სეზონის წინ გუნდის მფლობელმა კონ სმიტმა Maple Leaf Gardens-ის აქციები გაიტანა გასაყიდად, აქციების მფლობელი გახდა გაერთიანებული კომპანია, რომელშიც შედიოდა მისი ვაჟი სტეფორდ სმიტი(
Stafford Smythe), გაზეთების მაგნატი ჯონ ბასეტი(
John Bassett) და ჰოკეის კლუბ
Toronto Marlboros-ს პრეზიდენტი ჰაროლდ ბალარდი(
Harold Ballard). კლუბის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა $2.3 მილიონი.
ახალი მმართველების ხელში ტორონტომ
1962 დან
1964 წლამდე ზედიზედ მოიპოვა სტენლის სამი თასი.გუნდის ლიდერები იყვნენ ფრენკ მაჰოლვიჩი(
Frank Mahovlich),რედ კელი(
Red Kelly), ჯონი ბოუერი(
Johnny Bower),დეივ კეონი(
Dave Keon),ენდი ბათგეიტი(
Andy Bathgate) და ტიმ ჰორტონი(
Tim Horton), გენერალური მენეჯერი ფანჩ იმლაში(
Punch Imlach)
1967 წელს სტენლის თასის ფინალში ერთმანეთს გადაეყარნენ დაუძინებელი მტრები ტორონტო და „კანადიენზი“, ამ წყვილის უპირობო ფავორიტად მიჩნეული იყო მონრეალური გუნდი, მაგრამ ტორონტომ შეძლო და ექვს მატჩში მონრეალი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ფლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ იქნა „მეიპლ ლიფსელი“ დეივ კეონი. ამ წლის შემდეგ დღემდე ტორონტოს სტენლის თასი აღარასდროს მოუგია.
1968 წელს მაჰოლვიჩი ტრეიდის შედეგად გაიცვალა დეტროიტში,
1969 წლის ფლეი-ოფის პირველ რაუნდში „ბრუინზთან“ წაგების შემდეგ სმიტმა გუნდიდან დაითხოვა გენერალური მენეჯერი იმლაში, გუნდის ლიდერ ჰორტონის განცხადებით „თუ გუნდს არ სჭირდება იმლაში, ვვარაუდობ, რომ მათ არ ვჭირდები არც მე“(ციტატა მისი ნათქვამიდან), ამის შემდეგ ის გადავიდა ნიუ იორკში.
1970 და 1980 იანები, ბალარდის წლებისტეფორდ სმიტის სიკვდილის შემდეგ ჰაროლდ ბალარდმა იყიდა მისი აქციები, რადგან ეკონტროლებინა კლუბის დიდი ნაწილი.70 იან წლებში ახალი გუნდების შექმნამ და ლიგის გაფართოებამ გამოიწვია კონკურენციის გაზრდაც, მიუხედავად იმისა რომ ტორონტოს ყავდა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა, ამ წლებში გუნდი ვერ ახერხებდა სტენლის თასის ფინალში გასვლას, მისი მაქსიმუმი იყო ფლეი-ოფის ნახევარფინალი, სადაც გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს მუდმივ კონკურენტ მონრეალთან 0:4,
1978 წელს. ერთადერთი გამორჩეული მომენტი ამ ათწლეულიდან დააფქსირდა 1976 წელს, როდესაც „მეიპლ ლიფსის“ ფორვარდმა დერილ სიტლერმა(
Darryl Sittler), ერთ-ერთი თამაშის დროს გაიტანა ექვსი შაიბა, ხოლო ოთხი გაატანინა სხვებს, ეს შედეგი ეხლაც კი ითვლება რეკორდად და მისი გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.
გუნდის დაღმასვლა დაიწყო 1978 წლიდან, ბალარდმა გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე დააბრუნა იმლაში, რომელმაც უმალ დაატრეიდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლენი მაკდონალდი(
Lanny McDonald), გუნდში პრივილეგირებული მოთამაშე დარჩა მხოლოდ სიტლერის სახით, სიტლერი ტორონტოს ოსტორიაში არის მეორე ადგილზე საუკეთესო მექულეებში, მატს სუნდინის(
Mats Sundin) შემდეგ.
გუნდიდან მაკდონალდის წასვლის შემდეგ ტორონტო წლიდან წლამდე განიცდიდა უკუსვლას, მომდევნო 12 წლის განმავლობაში გუნდმა ფლეი-ოფი გამოტოვა 6-ჯერ, ამ წლების განმავლობაში „ნეკერჩხლის ფოთლებმა“ გაიმეორეს 1918-19 წლებში ნაჩვენები შედეგი, როდესაც მოიგეს თამაშების .300 პროცენტი
1990 იანების ადრეული წლები1990 წელს კლუბის მფლობელი ბალარდი გარდაიცვალა, სტივ სტავრომ(
Steve Stavro), დონ კრამპმა(Don Crump) და დონ გიფინმა(Don Giffin) სურვილი გამოთქვეს კლუბის მართვის სადავეების თავიანთ ხელში აღების. დონ გიფინმა გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნა კლიფ ფლეტჩერი(
Cliff Fletcher), რომელმაც
1989 წელს
კალგარი „ფლეიმზს“ მოაგებინა სტენლის თასი.
ფლეტჩერმა ტორონტო, რომელიც სულს ღაფავდა და უკუსვლას განიცდიდა, მოახერხა მისი რეაბილიტირება და 1992 წლიდან ისევ აქცია ანგარიშგასაწევ კლუბად, გუნდში ის იქცა ხელშეუხებელ კაცად. ტორონტოში მან მოიწვანა ჰოკეისტები, რომლებიც არც ისე კარგად გამოიყურებოდნენ სხვა გუნდებში და აქცია „მეიპლ ლიფსის“ ლიდერებად დაგ გილმორი((
Doug Gilmour) დამატებული კალგარიდან),დეივ ანდრეიჩუკი((
Dave Andreychuk) ბუფალოდან) და ქვედა ლიგიდან აყვანილი მეკარე ფელიქს პოტვინი(
Félix Potvin). გუნდმა იმ წელს დააგროვა მისთვის სარეკორდო 99 ქულა , გავიდა მესამე ადგილზე Norris Division-ში. ტორონტომ ფლეი-ოფის პირველ რაუნდში დაამარცხა დეტროიტი 7 მატჩიან ტრილერში, ხოლო შემდეგ დივიზიონის ფინალში მოუგო
სენტ ლუის „ბლუზს“ ასევე 7 მატჩში. კონფერენციის ფინალში ტორონტო შეხვდა უეინ გრეცკის(
Wayne Gretzky)
ლოს ანჯელეს „კინგზს“, თავიდან სერია 3:2 მიყავდათ „ნეკერჩხლის ფოთლებს“, მაგრამ გრეცკის ფენომენალური თამაშის წყალობით „მეფეებმა“ შეძლეს სერიაში გარდატეხის შეტანა და გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო მეშვიდე გადამწყვეტ თამაშში უეინ გრეხის ჰეთ-თრიქის წყალობით საბოლოო გამარჯვებას მიაღწია „კინგზმა“.
მომდევნო სეზონიც ტორონტომ ჩაატარა სტაბილურად კარგად, რეგულარულ სეზონში მოაგროვეს 98 ქულა ხოლო კონფერენციაში გავიდნენ მესამე ადგილზე, ფლეი-ოფში ადვილად დაამარცხეს ჩიკაგო „ბლექ ჰოქსი“ 4:2, ხოლო მეორე რაუნდში
სან ხოსე „შარქზი“ 4:3, მათთვის ზედიზედ მეორე წელს კონფერენციის ფინალი აღმოჩნდა უიღბლო, ამჯერად
ვანკუვერ „კენაქსთან“ რომელთანაც წააგეს 1:4, მომდევნო სეზონი გუნდმა დაიწყო ტრეიდით, რომელიც განხორციელდა კვებეკ „ნორდიქვესთან“(
Quebec Nordiques), გაცვლის შედეგად ტორონტომ მიიღო მატს სუნდინი, ის შემდეგში ჩამოყალიბდა ტორონტოს საუკეთესო მექულედ და უცვლელ ლიდერად.
ახალი სახლი და ათასწლეული1996 წელს სტავკომ ლარი ტენენბაუმთან(
Larry Tanenbaum) ერთად შექმნა გაერთიანება, რომელსაც ეწოდა Maple Leaf Sports & Entertainment(MLSE), ამ გაერთიანებაში შედიან ჰოკეის კლუბი Toronto Maple Leafs, საკალათბურთო კლუბი
Toronto Raptors, საფეხბურთო კლუბი
Toronto FC და ასევე ჰოკეის კლუბი
Toronto Marlies, რომელიც თამასობს
ამერიკის ჰოკეის ლიგაში(AHL), რანგით მეორე ლიგაში NHL-ის შემდეგ.
ფლეი-ოფებში გასვლიდან ორი წლის შემდეგ ტორონტომ თავისუფალი აგენტის სტატუსით
ედმონტონიდან დაიმატა მეკარე კურტის ჯოზეფი(
Curtis Joseph), მთავარი მწვრთნელის თამანდებობაზე დაინიშნა პეტ ქუინი(
Pat Quinn) განთავისუფლებული ვანკუვერიდან
1997 წელს. ამ გადანაცვლებებმა
1999 წელს გუნდი მიიყვანა ფლეი-ოფამდე, ამ წლის დასაწყისში ტორონტომ ასევე შეიცვალა ნავსაყუდელი, Maple Leaf Gardens დან გუნდი გადავიდა Air Canada Centre-ში. ფლეი-ოფის პირველ რაუნდში დაამარცხეს ფილადელფია „ფლაიერზი“(
Philadelphia Flyers), შემდეგ მოუგეს პიტსბურგ „პინგუინზს“(
Pittsburgh Penguins), აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში კი დათმეს შეხვედრა ბუფალო „სეიბრზთან“(
Buffalo Sabres) ხუთთამაშიან დაპირისპირებაში.
ტორონტო
2000 ში და
2001 წლებში ორჯერ გავიდა ფლეი-ოფში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდნენ კონფერენციის ნახევარფინალში ნიუ ჯერსი „დევილზთან“(
New Jersey Devils), რომელიც ამ წლებში ზედიზედ ორჯერ გავიდა სტენლის თასის ფინალში, ხოლო 2000 წელს სტენლის თასიც მოიგო. 2000 წელი განსაკუთრებული გამოდგა „ნეკერჩხლის ფოთლებისთვის“, გუნდმა მიაღწია 100 ქულიან ნიშნულს, ასევე ფლეი-ოფში „ეშმაკებთან“ დაპირისპირებაში, ექვსთამაშიან რაუნდში ერთ-ერთში ტორონტომ „დევილზის“ კარში დაარტყა მხოლოდ ექვსჯერ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ფლეი-ოფების ისტორიაში.
2002 წლის ფლეი-ოფში „მეიპლ ლიფსმა“ პირველ რაუნდში დაამარცხა ნიუ იორკ „აილენდერსი“(
New York Islanders), შემდეგ ონტარიოს დერბიში მოუგო ოტავა „სენატორს“ , კონფერენციის ფინალი კი წააგო კაროლინა „ჰარიკენზთან“(
Carolina Hurricanes)., 2002 წლის ფლეი-ოფში ტორონტოს ბევრი ჰოკეისტი ვერ დაეხმარა ტრამვის გამო, მათ შორის გუნდის ლიდერებიც, მაგრამ მეორეხარისხოვანი ჰოკესტების, როგორებიცაა გარი რობერტსი(
Gary Roberts) და ელინ მაკკოილი(
Alyn McCauley) მათი დახმარებით გუნდმა შეძლო კონფერენციის ფინალში გაღწევა.
2002–03 წლის სეზონში კურტის ჯოზეფი გადავიდა დეტროიტში, ტორონტომ კი დაიმატა ედ ბელფური(
Ed Belfour), მეკარე, რომლის დახმარებით დალას „სტარზმა“(
Dallas Stars) 1999 წელს მოიპოვა სტენლის თასი. ბელფური ვერ დაეხმარა გუნდს ფლეი-ოფის პირველი რაუნდის დაძლევაში ფილადელფიას წინააღმდეგ, სერია კანადურმა გუნდმა წააგო 3:4. 2003 წელს სტავრომ MLSE საკონტროლო პაკეტი და მართვის სრული სადავეები გადასცა ტანენბაუმს. 2006 წელს სტავრო გარდაიცვალა.
2003-04 სეზონი ტორონტოსთვის გამოდგა ძალიან კარგი, გუნდმა დააგროვა 103 ქულა , მთლიან ლიგაში დაიკავეს მეოთხე ადგილი, ხოლო ბოლო 43 წლის განმავლობაში პირვლად მოგებების რაოდენობა შეადგენდა .628 -ს. ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა „სენატორებთან“ მოიგეს ანგარიშით 4:3, უკვე შემდეგ რაუნდში კი დათმეს პაექრობა ფილადელფიელ მფრინავებთან 2:4.
ლოკაუტის შემდგომი პერიოდი 2004-05 წლების ლოკაუტის შემდეგ ტორონტოს დაუდგა ძალიან მძიმე პერიოდი, 1998 წლის შემდეგ პირველად გუნდი ვერ მოხვდა ფლეი-ოფში, სეზონის დასრულების შემდეგ გენერალური მენეჯერი პეტ ქუინი დაითხოვეს თანამდებობიდან. პოლ მორისის(
Paul Maurice) თაოსნობით, რომელიც აქამდე ტორონტოს ფარმ კლუბის ტორონტო „მერლის“ სათავეში იდგა, მოხდა გუნდის რეორგანიზება, კლუბმა დაიმატა გულშემატკივართა ფავორიტი მოთამაშე ტაი დომი(
Tie Domi), კონტრაქტი გაუგრძელეს ასევე ედ ბელფურსაც, გუნდში ჩაირიცხნენ პაველ კუბინა(
Pavel Kubina) და მაიკ პეკა(
Michael Peca),მაგრამ „ნეკერჩხლის ფოთლებმა“ მაინც ვერ შეძლეს
2006-07 სეზონში ფლეი-ოფში გასვლა.
2007-08 სეზონის წინ ჯეისონ ბლეიკი(
Jason Blake) და ვესა ტოსკალა(
Vesa Toskala) გუნდიდან გაუშვეს, კლუბი დატოვა ასევე გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ფერგიუსონმა(
John Ferguson.), მის დროებით შემცვლელად კი დააბრუნეს კლიფ ფლეტჩერი, მაგრამ ტორონტომ ისევ ვერ შეძლო ფლეი-ოფში გასვლა, ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში კლუბი დარჩა ფლეი-ოფს მიღმა. 2007-08 სეზონი მატს სუნდინისთვის იყო ბოლო. 7 მაისს კლუბის მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტი დაითხოვეს, მათ მაგივრად დაინიშნენ რონ უილსონი(
Ron Wilson) მწვრთნელად და ასისტენტებად ტიმ ჰანტერი(
Tim Hunter) და რობ ზეტერი(
Rob Zettler).
ბრაიან ბურკის ერა2008 წლის 29 ნოემბერს „მეიპლ ლიფსში“ გენერალურ მენეჯერად დანიშნეს ბრაიან ბურკი(
Brian Burke), რომელიც გახდა რიგით მეცამეტე და პირველი ამერიკელი გენერალური მენეჯერი ტორონტოს ისტორიაში.ბურკის გამოჩენამ დაასრულა ფლეტჩერის მეორე ერა „ნეკერჩხლებში“
2009 წლის 26 ივნისს ბურკმა დაიწყო მომავლის გუნდის შენება, ამისათვის საჭირო იყო ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების ჩარიცხვა გუნდში, ასეთად კი მან მიიჩნია ნაზემ კადრი(
Nazem Kadri)
2009 წლის მეშვიდე ნომერი დრაფტზე.ამას მოყვა ტრეიდი ბოსტონთან, რომლის შედეგად ტორონტომ მიიღო უპერსპექტიულესი ფილ კესელი(
Phil Kessel), სანაცვლოდ კი დათმო 2010 წლის დრაფტის პირველი და მეორე რაუნდში არჩევის უფლება, ასევე 2011 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება.გუნდმა ასევე დაიმატა კალგარი „ფლეიმზიდან“ ძალისმიერი მცველი დიონ ფანოფი(
Dion Phaneuf), სანაცვლოდ კალგარიმ მიიღო 7 მოთამაშე, ფანოფი გუნდიდან სუნდინის წასვლის შემდეგ დაინიშნა კაპიტნად.
ფორმა და ლოგოToronto Arenas (1917-1919)
Toronto St. Pats Logo (1920 - 1922, 26)
Toronto St. Pats Logo from (1923 - 1924)
Toronto St. Pats Logo from (1925 - 1926)
Toronto Maple Leafs (1927 - 1928)
1929 - 1930
1931 - 1932
1933 - 1967
1968 - 1970
* * *
1971 - Present
სახლის ფორმა
გასვლითი ფორმა
შემადგენლობა
გუნდის კაპიტნებიმფლობელებისხვადასხვა სტატისტიკა