Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი > ბეჭდვის ზომები და სხვა რამეები


Posted by: Modem 22 Feb 2008, 20:23
ვწერ ყველანაირ ზომებს პოლიგრაფიისათვის, არა იმიტომ რომ გამოხმაურება ქონდეს (პრინციპში ესეც შეიძლება smile.gif ), არამედ იმისათვის რომ უმარტივესი კითხვები სტანდარტულ ზომებთან დაკავშირებით აღარ იყოს.

დავიწყოთ:

პოლიგრაფია
1. ა6 - 105X148 მმ (ყველაზე პატარა)
2. ა5 - 210X148 მმ
3. ა4 - 210X297 მმ (თაბახის ფურცელი)
4. ა3 - 420X297 მმ (პლაკატის ზომა)
5. ა2 - 420X594 მმ (პლაკატის ზომა)
6. ა2+ - 700X500 მმ
7. ა1 - 594X841 მმ (ამას თბილისში ძალიან იშვიათად ბეჭდავენ)
8. ფლაერი - ანუ 1/3 ა4 - 99X210 მმ

შოლკოგრაფია
1. სავიზიტო ბარათი - 90X50 მმ
2. სავიზიტო ბარათი - 86X54 მმ (პლასტიკური ბარათი)
3. სავიზიტო ბარათი - 85X55 მმ
4. მოსაწვევი 200X100 ან 200X200 შუაში 1 კეცით

ქაღალდის გრამაჟი, ცარცი
1. 90 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის შიდა გვერდებისათვის, გამოიყენება ქუჩის პლაკატისთვისაც სიიაფის გამო)
2. 115 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის შიდა გვერდებისათვის
3. 135 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის შიდა გვერდებისათვის
4. 150 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ფლაერებისათვის და ტრიპლეტებისათვის)
5. 170 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ფლაერებისათვის და ტრიპლეტებისათვის)
6. 200 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ფლაერებისათვის და ტრიპლეტებისათვის)
7. 250 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის ყდებისათვის)
8. 300 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის ყდებისათვის და შოლკოგრაფიაში სავიზიტო ბარათებისათვის)

პ.ს. მოდერს ვთხოვ რომ ეს თემა სულ იყოს ვიევში რომ დამწყებმა დიზაინერებმა აუცილებლად გაითვალისწინონ.


სიცხადისთვის ეს სურათებიც არ იქნებოდა ურიგო:
user posted image user posted image user posted image

და ბოლოს ეს პატარა ცხრილიც აქვე იყოს:
==========================================================
A Series Formats········B Series Formats········C Series Formats
==========================================================
·A0······841 × 1189·····B0····1000 × 1414·····C0······917 × 1297
·A1······594 × 841······B1······707 × 1000·····C1······648 × 917
·A2······420 × 594······B2······500 × 707·······C2······458 × 648
·A3······297 × 420······B3······353 × 500·······C3······324 × 458
·A4······210 × 297······B4······250 × 353·······C4······229 × 324
·A5······148 × 210······B5······176 × 250·······C5······162 × 229
·A6······105 × 148······B6······125 × 176·······C6······114 × 162
·A7·······74 × 105······B7········88 × 125·······C7········81 × 114
·A8·······52 × 74········B8········62 × 88········C8········57 × 81
·A9·······37 × 52········B9········44 × 62········C9········40 × 57
A10·······26 × 37·······B10·······31 × 44········C10······28 × 40
=========================================================

Posted by: Mogzavnili 22 Feb 2008, 20:37
Modem

ააააააააა მალადეც.




















Posted by: Sys197 23 Feb 2008, 11:25
კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას დაგიმეტებ:

წიგნის ყუის გაზომვა


ოფსეტი

55 გრ. - 0,07 მმ
60 გრ. - 0,076 მმ
65 გრ. - 0,082 მმ
70 გრ. - 0,086 მმ
80 გრ. - 0,092 მმ
90 გრ. - 0,12 მმ
100 გრ. - 0,135 მმ
120 გრ. - 0,15 მმ
საგაზეთო 45 гр - 0,07 მმ

ცარცი

60 გრ. - 0,048 მმ
70 გრ. - 0,058 მმ
80 გრ. - 0,066 მმ
90 გრ. - 0,078 მმ
100 გრ. - 0,086 მმ
115 გრ. - 0,09 მმ
130 გრ. - 0,095 მმ
140 გრ. - 0,11 მმ
170 გრ. - 0,13 მმ
200 გრ. - 0,16 მმ
250 გრ. - 0,19 მმ
300 გრ. - 0,245 მმ


Posted by: Modem 23 Feb 2008, 11:42
Sys197
გაიხარე

აბა კიდევ ვის რა უნდა smile.gif

Posted by: ლადო 25 Feb 2008, 12:11
A0 გამოგრჩათ tongue.gif 84X199

საღოლ კაია ისე,ბევრს გამოადგება smile.gif

Posted by: _Err0r_4o4_ 18 Dec 2008, 11:58
რა მაგარი თემაა, რატომ არ არის მიპინული?

Posted by: Flasher 18 Dec 2008, 12:26
_Err0r_4o4_
QUOTE
რა მაგარი თემაა, რატომ არ არის მიპინული?

აბა ეს რაა არის? tongue.gif

Posted by: Perpetuum_Mobile_Project 24 Dec 2008, 22:46
ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცით მითხარით კომპაკტ დისკის ყუთის (ჩვეულებრივი მუსიკალური დისკის მაგალითად) album art-ის ზომა pixeleb-ში

http://www.picoodle.com/view.php?img=/3/12/24/f_untitledm_9925395.png&srv=img37-- აი ასეთის , დაბეჭდვა მინდა და არ ვიცი რა ზომებში გავაკეთო :|

წინა მხარეს და უკანა მხარეს განსხვავებული პიქსელური ზომები ექნება და ორივე მითარით თუ იცით რა smile.gif

და ასევე რა მატერიაზე დავბეჭდო ანუ როგორ ქაღალდზე ეგეც ..

გმადლობთ წინასწარ

Posted by: Flasher 25 Dec 2008, 09:30
Perpetuum_Mobile_Project
Nero Cover Designer ნახე და იქ არის ყველანაირის CDის ყუთის ზომები

Posted by: Perpetuum_Mobile_Project 25 Dec 2008, 11:20
Flasher



გმადლობ smile.gif

Posted by: pupp 16 Feb 2009, 10:28
ვერ მივხვდი სად უნდა დამეპოსტა და აქ ვშვები baby.gif
ისა, პოსტერის დაბეჭდვა მინდა 1მX50სმ'ზე და სად მირჩევთ და დაახლოებით რა დაჯდება ხომ არ იცით ვინმემ. ხო, ჩარჩოც მინდა რამე საკაიფო

Posted by: voyage 16 Feb 2009, 11:50
QUOTE
7. ა1 - 594X841 მმ (ამას თბილისში ძალიან იშვიათად ბეჭდავენ)

აბა კი ძალიანაც ხშირად მიწევს tongue.gif user.gif
და მგონი A0 841 × 1189 აკლია smile.gif
მშვენიერი ტოპიკია up.gif

Posted by: Andronix 24 Feb 2009, 16:59
ცმიკ ფერებსაც ხო არ დაწერდით ისე? ვიცი რო შავი ფერისთვის სპეციალური კოდი იხმარება :/ და არვიცი რაარი

Posted by: Sys197 25 Feb 2009, 17:39
CMYK - C-Cyan (ცისფერი), M-Magenta (წითელი), Y-Yellow (ყვითელი), K-Black (შავი)!

კარგი შავი ფონის მისაღებად მისაღებია შემდეგი პროპორციები C-60%, M-50%, Y-50%, K-100%

Posted by: 2708 15 Mar 2009, 18:26
ვეძებ ძალიან თხელ გამჭირვალე თვითწებად სპეციალურ ფირს/ пленка/ /სისქით 20-დან 50 -მიკრონამდე/ რომელიც არის გათვალისწინებული ჩვეულებრივი ფერადი პრინტერით ბეჭვდისათვის.

Posted by: WILL 2 Apr 2009, 23:57
ხომ ვერ მეტყვით რა პგოგრამით არის შესაძლებელი კალენდრის გაკეთება......

Posted by: Ghelle 4 Apr 2009, 02:12
მაგარი თემაა. გაიხარეთ!
ეგ "შპარგალკა" არამარტო დამწყებებს გამოადგებათ. ამდენი ციფრის ზეპირად დამახსოვრება ძნელია.

Sys197
QUOTE
კარგი შავი ფონის მისაღებად მისაღებია შემდეგი პროპორციები C-60%, M-50%, Y-50%, K-100%

როგორც წესი, ყველა სტამბას თავისი პროპორციები აქვს, რომელიც ხშირად თვითონ არ იციან ხოლმე. biggrin.gif

თუ არ იცი წინასწარ სად დაიბეჭდება, მაშინ შენი დაწერილი პროპორციების გამოყენება ჯობია. არა?

Posted by: varianeli 2 May 2009, 08:00
WILL
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით რა პგოგრამით არის შესაძლებელი კალენდრის გაკეთება......


მე Corel ში ვაკეთებ და შემდეგ გადმომაქვს EPS ან სხვა სახის ფაილად ინდიზაინში

შედიხარ Tools შემდეგ ირჩევ visual basic და კალენდარს...დანარჩენს მიხვდები..

თუ არა და მკითხე smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
* * *
აი კიდევ რამდენიმე ფერი:

წითელი
C -0 -M-100 -Y-100 -K-0
სტაფილოსფერი
C -0 -M-75-Y-100 -K-0
ყვითელი
C -0 -M-0 -Y-100 -K-0
მწვანე
C -100 -M-0-Y-100 -K-0
იისფერი
C -90 -M-95-Y-0 -K-0

ლურჯი
C -100 -M-60-Y-0 -K-0
* * *
Modem
QUOTE
ა6 - 105X148 მმ (ყველაზე პატარა)


მე უფრო პატარაც დამიბეჭდავს, ა7 74X105 ...

ეს ზომა (ა7) არ ითვლება პოლიგრაფიაში?

Posted by: Nikalaus 6 Jun 2009, 19:49
მგონი აქ უნდა ვიკიხო smile.gif

მოკლედ საქართველოს რუკა მინდა, სიგანე სადღაც 1მ-მდე რომ იყოს დაახლოებით,
ოღოდნ მთელი მუღამი ისაა რო 3D უნდა იყოს, ანუ მთები ამობურცული უნდა იყოს და ა.შ.

ოღონდ ძალიან დეტალური მინდა... არის მაგის საშუალება? და გრუბად ფასი რამდენი იქნება თუ იცით smile.gif

Posted by: mancunia89 17 Jun 2009, 18:38
ერთი ესეთი კითხვა მაქვს და თუ დამეხმარებით ძალიან დამავალებთ. მაინტერესებს, რას ნიშნავს საერთოდ კალკზე გადატანა, მითხრეს რომ გაზეთს დაკაბადონება და კალკზე გადატანა უნდაო სტამბაში მიტანამდე, არადა მე მეგონა, რომ დაკაბადონების, (ანუ როგორც მე მესმის სტატიების განლაგების და ა.შ.) შემდეგ indesign-ის ან quark-ის ტემპლეითს გაგზავნიდი სტამბაში და ისინი ბეჭდავდნენ.

Posted by: Modem 17 Jun 2009, 18:50
ეგ ნიშნავს იმას რომ, ვინც ეგ გითხრა ის ეკონომიას აკეთებს, კალკის შემთხვევაში ჰაჰა 5 ლარს

ანუ, კალკა არის სპეციალური გამჭვირვალე ქაღალდი რაზეც იბეჭდება გამოსახულება PS პრინტერით და თანაც სარკულად, ეგ რომ ადგილზე ამობეჭდო ჯდება 20-25 თეთრი ა4, და სტამბაში ლარნახევარი ა3, ეს არის და ეს,

ისე ყველა თავმოყვარე პოლიგრაფისტმა აუცილებლად უნდა იცოდეს კალკაზე ამოღება smile.gif

Posted by: mancunia89 18 Jun 2009, 22:32
დიდი მადლობა! რაღაცეებს კიდევ გკითხავ რა smile.gif

მოკლედ, დავუშვათ მაქვს გაზეთი, მასალებს ვწერ, შემდეგ QuarkXpress-ით განვალაგებ, მერე კიდევ რამეა საჭირო? თუ უბრალოდ ამ ფაილს გზავნი სტამბაში და ისინი ბეჭდავებ? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ სტამბამ ერთ დასაკაბადონებელ ფირმაში გამიშვა, რომელიც ვერ გავიგე რას აკეთებს, გარდა ამ ფაილის მომზადებისა კიდევ რამეს? და საერთოდ, მაგათ ტირაჟთან რა საქმე აქვთ, ერთი არ უნდა გააკეთონ? სტამბა ერთს დაბეჭდავს მერე თუ 1000-ს მაგათი საქმე რატოა. იქნებ ამიხსნა და ძალიან დამეხმარები

Posted by: Sys197 3 Jul 2009, 11:17
mancunia89

თუ შენ აკეთებ გაზეთს, უმჯობესია თვითონ დაუკავშირდე სტამბას, სადაც გეტყვიან თუ რა ტიპის ფაილი სჭირდებათ! (უმრავლესობა მუშაობს PDF-ზე!) ნიუანსი არის საკმაოდ ბევრი! მაგ. გაზეთის ზომები, ჭრები, ფერადოვნება და ა. შემ.

Posted by: AchoS 4 Jul 2009, 12:51
ბუკლეტი გავაკეთე indesign-ში და ჩავსვი .psd ფაილები, მაინტერესებს რა ფორმატში მივაწოდო ფაილი ისე რომ ვექტორული ფიგურები შეინარჩუნოს ( .pdf, .jpg არ მინდა).
ცოტა დამაბნეველია, ზოგი წერს indesign-დან coreldraw-ში გადაიყვანეო, ზოგიც პირიქით

Posted by: Sys197 4 Jul 2009, 18:09
გააკეთე PDF InDesign-ში! (მაღალი ხარისხის)!

Posted by: AchoS 5 Jul 2009, 08:35
Sys197
PDF-ში კი გადამყავს მაგრამ მარტო PDF არ არის საკმარისიო... drug.gif
გაიხარე! smile.gif

Posted by: Sys197 6 Jul 2009, 11:55
AchoS

PDF-ში გადაყვანის დროს უნდა მიუთითო მაღალი ხარისხი (High Quality Print ან ეს ან ეს PDFX1a 2001, პრინციპში საკმარისია) ოღონდ მანამდე ფაილი უნდა იყოს ნორმალური გაკეთებული!

Posted by: AchoS 6 Jul 2009, 14:08
Sys197
ეგრე ვაკეთებ თან კომპრესიასაც ვუთიშავ და რა ვიცი ... smile.gif

Posted by: Sys197 6 Jul 2009, 15:32
AchoS

...და რას გთხოვენ კიდევ? შეგიძლია რამდენიმე გვერდი სადმე ამიტვირთო?

Posted by: lurdes 8 Jul 2009, 22:38
იქნებ მირჩიოთ – ქსოვილზე ფოტოსურათის დაბეჭდვა თუ არის შესაძლებელი და სად შეიძლება თბილისში ამის გაკეთება?

თუ არ ვცდები, ეს შოლკოგრაფიაა ხომ?

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Jul 2009, 22:58
QUOTE (lurdes @ 8 Jul 2009, 22:38 )
იქნებ მირჩიოთ – ქსოვილზე ფოტოსურათის დაბეჭდვა თუ არის შესაძლებელი და სად შეიძლება თბილისში ამის გაკეთება?

თუ არ ვცდები, ეს შოლკოგრაფიაა ხომ?

"შოლკოგრაფია" რუსული სიტყვაა- სერიგრაფია ჰქვია ქსოვილზე ნახატის, ან ტექსტის საუკეთესო მეთოდს
http://usatucabeza.blogspot.com/2008/01/curso-de-serigrafia.html

Posted by: lurdes 8 Jul 2009, 23:07
Dr_Zuzumbo

მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

ოღონდ მე ქსოვილზე ფოტოს გადატანა მაინტერესებს, თუ მოხერხდება და სად შეიძლება ამის გაკეთება.

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Jul 2009, 00:30
QUOTE (lurdes @ 8 Jul 2009, 23:07 )
Dr_Zuzumbo

მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

ოღონდ მე ქსოვილზე ფოტოს გადატანა მაინტერესებს, თუ მოხერხდება და სად შეიძლება ამის გაკეთება.

ფოტოს გადატანა სხვა ტექნოლოგიაა- თბილისში არ ვიცი საწუხაროდ, მანდ არა ვარ.

Posted by: lurdes 9 Jul 2009, 01:20
კარგი, მაინც მადლობა, ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: AchoS 9 Jul 2009, 15:08
lurdes
http://aradani.ge/ აბა აქ ნახე, მაისურებზე ბეჭდვა აქვთ
* * *
Sys197
QUOTE
...და რას გთხოვენ კიდევ? შეგიძლია რამდენიმე გვერდი სადმე ამიტვირთო?

შემკვეთი PDF და Corel Draw-ს ფორმატში ითხოვს, ახლა მოვინდომე კონვერტაცია .indd -> .cdr და პირდაპირ ვერ გავაკეთე sad.gif რამე პლაგინი მჭირდება ამისთვის?

Posted by: Sys197 9 Jul 2009, 18:13
AchoS

ინდიზაინიდან პირდაპირ კორელში ვერ გადაიყვან! მოგთხოვდნენ ან ერთში ან მეორეში!

Posted by: alika1982 14 Jul 2009, 11:19
lurdes
საქართველოში ერთ ერთი ყველაზე სერიოზულია
http://www.print-shop.ge
ამათი გაუკეთებელი არაფერია.

ამ საიტზევე ნახავთ რა სახის დანადგარები აქვთ. საქართველოში არავის არ აქვს მსგავსი ბაზა!!!

Posted by: ZU-KA 14 Jul 2009, 18:24
Adobe InDesing-ში სკოლიოების გაკეთებას თუ მასწავლით ვინმე მადლობელი ვიქნები
* * *
სქოლიოს გაკეთებას ვერ მასწავლით InDesing -ში
* * *
დაკაბადონების ელემენტების და საჭირო ნიუანსების შესახებ ხომ არ გვესაუბრა?

Posted by: chiefangel 20 Jul 2009, 00:43
http://en.wikipedia.org/wiki/File:A_size_illustration2_with_letter_and_legal.svg

Posted by: Nnino 23 Jul 2009, 21:06
ZU-KA
ბედი შენი, რომ შემოვხისფეხდი აქ. სხვაგან უნდა დაგესვა ეს კითხვა აშკარად... smile.gif
ქხ, ქხ!
სქოლიო ინდიზაინში:
დააწკაპუნებ იმ სიტყვის ბოლოს, რომლის განმარტებაც გინდა და შემდეგ Type-insert footnote. ეგაა,რა, თუ რაღაც პრადვინუტი სქოლიო გსურს, footnote options აქვს მანდვე და დაარეგულირებ შენს გემოზე.

Posted by: lurdes 24 Aug 2009, 21:38
AchoS
alika1982
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის!

Posted by: WILL 1 Sep 2009, 22:15
მე მგონი აქ არ უნდა ვწერდე... მაგრამ მაინტერესებს სად შეიძლება ვნახო აფხაზური ფონტები, რომელსაც იყენებენ ბეჭვდისას. (სტამბაში)
კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სტამბაში პდფ ფაილის მიტანა საკმარისია დასაბეწდად? თუ შეიძლება ინდიზაინის ფაილიც დაჭირდეთ?

Posted by: Nnino 1 Sep 2009, 22:54
WILL
სტამბას გააჩნია. შეიძლება სარკისებური გამოსახულება მოითხოვონ. თუმცა, პდფ ფაილის შეტანაც შეიძლება ინდიზაინში, მაგრამ ამ სამუშაოში დამატებით მოითხოვენ ფულებს... smile.gif

Posted by: WILL 3 Sep 2009, 20:31
მე თვითონ რომ შევიყვანო პდფ ფაილი ინდიზაინში?
მაგრამ ლინკები ხომ დაჭირდება?

Posted by: Nnino 3 Sep 2009, 20:43
WILL
Package და ეგაა, რა...

Posted by: WILL 13 Sep 2009, 17:40
Package ის დროს მხოლოდ სურათების ლინკები და შრიფტები იკრიბება ერთ ფოლდერში, თუ არის შესაძლებელი რომ ჩასმული ტექსტური ფაილებიც დაექვემდებაროს Package-ს ?

Posted by: WILL 15 Sep 2009, 23:46
იქნებ მითხრათ შესაძლებელია თუ არა ინდიზანით გავაკეთო კალენდარი და სად შეიძლება ვიშოვო გამზადებული კალენდრის შაბლონები 2010 წლის ქართულად

Posted by: Quest-3D 1 Oct 2009, 17:35




ETC რაარის?


_________________________

Posted by: giorgi_jio 3 Oct 2009, 16:54
QUOTE (pupp @ 16 Feb 2009, 10:28 )
ვერ მივხვდი სად უნდა დამეპოსტა და აქ ვშვები baby.gif
ისა, პოსტერის დაბეჭდვა მინდა 1მX50სმ'ზე და სად მირჩევთ და დაახლოებით რა დაჯდება ხომ არ იცით ვინმემ. ხო, ჩარჩოც მინდა რამე საკაიფო

ცუნამი არსებობს ასეთი ფირმა და შეგიძლია იქ დაბეჭდო თუ გინდა ნომერს მოგცემ წერეთელზეა

Posted by: Nnino 3 Oct 2009, 19:08
WILL
როგორ არ შეიძლება? smile.gif სამსახურში მაქვს ჩემი გაკეთებული ფაილი და აგიტვირთავ ორშაბათს, თუ არ დამავიწყდა...

Posted by: pupp 7 Oct 2009, 16:39
QUOTE
ცუნამი არსებობს ასეთი ფირმა და შეგიძლია იქ დაბეჭდო თუ გინდა ნომერს მოგცემ წერეთელზეა


თებერვალში დავპოსტე ეს, მერე აღმოვაჩინე ქენონი პეკინზე. გმადლობ გამოხმაურებისთვის

Posted by: WILL 14 Oct 2009, 10:44
Nnino თუ არ დაგეზარება ძალიან გამიხარდება

Posted by: meluzi 17 Oct 2009, 19:09
გამარჯობააა... არ ვიცი სად უნდა მეკითხააა.. ვინმემ თუ იცით რა ღირს ვიზიტკების დამზდება? არანაირი რთული გრაფიკა და რამე მაგდაგვარი.. მხოლოდ რამოდენიმე წარწერით? ?

Posted by: esselte 6 Nov 2009, 10:55
ალბათ თქვენ გეცოდინებათ, მინდა გავაკეთო 420X120 სმ ზომის პლაკატი, ვაკეთებ ფოტოშოპით, resolution-ი რამდენი უნდა მივცე, რომ კარგი ხარისხის გამოვიდეს... 72 ცოტაა?

Posted by: storage 6 Nov 2009, 13:00
meluzi
დიზაინით გინდა თუ უბრალოდ დაბეჭდვა


esselte არ ყოფნის 260 გაუშვი და ეყოფა თუ საბეჭდად გინდა

Posted by: Negative Boy 6 Nov 2009, 14:22
ერთი რამ მაინტერესებს მინდა ფერადი ფოტოს დაბეჭვდა
ა4 - 210X297 მმ

ან

ა3 - 420X297 მმ

ან

ა2 - 420X594 მმ

პიქსელები მინიმუმ რამდენი უნდა რომ ხარისხი კარგი გამოვიდეს ? და სად შეიძლება კიდე ნორმალური ჩარჩოს გაკეთება ფოტოსთვის

Posted by: esselte 17 Nov 2009, 13:29
თქვენი რჩევა მჭირდება.
ხშირად მიწევს პლაკატის, ფლაერის და ა.შ. დიზაინის გაკეთება, ძირითადად photoshop-ში და ყოველთვის პრობლემაა ის რომ დიდი ზომის სურათებს (რაც მინდა გამოვიყენო) ძლივს ვპოულობ გუგლეში და სხვაგან.
მაგ.: 100X100 სმ და resolution 250 ან 300. უზარმაზარია და ამ ზომისათვის სურათებს თითქმის ვერ ვპოულობ.

როგორც წესი ასეთი ნაცოდვილარი ფაილი photoshop-ში კარგად გამოიყურება, მაგრამ დაბეჭდილს რაღაც ხარვეზები ყოველთვის ეტყობა.

პატარა სურათი გადიდებისას ხარისხს კარგავს....

ვინაიდან ბეჭდვის დროს მექმნება პრობლემები ეს კითხვა აქ ამიტომაც დავსვი. და იმედია გასაგებადაც


ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე?

Posted by: irakliii 7 Dec 2009, 00:27
ხალხნო აი დიკზე რო გიწერენ საპასპორტო სურათს 3X4 ზე, ეგეთი ზომის როგორ უნდა გავაკეთო? კომპიუტერში დიდი ჩანს მაგრამ 3X4 ზე როა რა, ძაან მეჩქარება და მიპაასუხეთ რა

Posted by: ირაკლო 7 Dec 2009, 00:35
irakliii
ფოტოშოპში სახაზავის განზომილებას სანტიმეტრებზე დააყენებ და რამხელასაც გინდა იმხელა სურათს მიიღებ wink.gif

Posted by: irakliii 7 Dec 2009, 01:07
ირაკლო

მადლობა გადმოვწერ ფოტოშოპს მაშინ, ძაან შორს ვარ მაგ პროგრამისგან smile.gif

Posted by: ირაკლო 7 Dec 2009, 01:10
irakliii
მარტო ზომის შეცვლა თუ გინდა სურათისთვის, დადე სურათი და შეგიცვლით არაა პრობლემა wink.gif

Posted by: gia_geo 2 Mar 2010, 01:52
ძალიან მაგარი თემაა და კითხვა მაქვს ვინც ერკვევა რა..სტატიები გავამზადე და გაზეთის დაბეჭვდვა მინდა და მაინტერესებს ეხლა ეს სტატიები რაში განვალაგო ან როგორ იწყობა ეგ დახლოებით რა პროგრამაში და ასე შემდეგ მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ რა..ვინმემ გამცეთ პასუხი

Posted by: MR_OZIKA 2 Mar 2010, 13:43
ან პუბლიშერში ან "ფეიჯმეიკერ"


ვინმეს გააკეთებინე

Posted by: gia_geo 2 Mar 2010, 13:53
რა მინდა გკითხოთ..ინ დიზაინსჰი ვაწყობ ტექსტს და წინადადების გადატანას არ აკეთებს აი რომ ჩავაკოპირე..ანუ ზუსტად სურათი როგორ ავთვირთო აკ იკნებ მითხრათ და დავდებ და ნახავთ ეგრე

Posted by: Nnino 2 Mar 2010, 14:28
MR_OZIKA
რაღა დროს პეიჯმეიკერია, მოჭამა თავისი დრო მაგან, მოჭამა! biggrin.gif

gia_geo
ზუსტად ვერ გავიგე, რა გინდა, მაგრამ შევეცდები, დაგეხმარო თუ გამარკვევ ბოლომდე. 5 წელია, მაგ პროგში ვმუშაობ ჯერ კიდევ cs-იდან.

Posted by: gia_geo 2 Mar 2010, 14:31
სურათი როგორ ავტვირთო იკნებ მითხრა და აგიხსნი ზუსტად ყველაფერს..

Posted by: Nnino 2 Mar 2010, 14:51
gia_geo
radikal.ru-ზე ატვირთე ჯერ, რამდენიმე ბმულს მოგცემს, კარტინა ვ ტექსტე ბმული გადმოაკოპირე აქ და ეგაა, რა...

Posted by: gia_geo 3 Mar 2010, 14:24
http://www.radikal.ru


აი ეს ტექსტის დაშორებები როგორ მოვაშორო..მადლობ ძმა წინასწარ გაიხარე

Posted by: Nnino 3 Mar 2010, 16:29
gia_geo
მაგას ავტომატურად ვერ გააკეთებ, უნიკოდ სისტემაშია აკრეფილი და პროგრამა ჯერჯერობით ვერ იგებს, როგორ უნდა გაყოს სიტყვები (იმედია ცს5-ში გამოასწორებს ადობე). შრომატევადია, მაგრამ ხელით უნდა ჩასვა ტირეები ctrl+shift+- (ანუ ტირე). თუ არადა, მთლიანი ტექსტი გადააკონვერტირე ჩვეულებრივ, ლათინურ სისტემაში (თუ რაც ჰქვია, ლიტნუსხი, აკადნუსხი და ა. შ. ხომ ხვდები) და გამოიძახე Type-->Paragraph და მანდ ჩაურთე hypernation. ავტომატურად დაგილაგებს.

თუ სტილებში მუშაობ, იგივე პრინციპი მოქმედებს ახალი სტილის შექმნისას.

Posted by: gia_geo 4 Mar 2010, 14:39
გაიხარე ძმა..cs3 ვმუშაობ და მოკლედ გუშინ ვეჩალიჩე მაგარი და დამილაგა რა როგორღაც...მანდ ხაზებო რომ გაავლო ეგეც მოსული პონტია ხო?ისე რაღაცები დაუმუღამე და ძნელიც არ ყოფილა..ტუტორალებიტ გავიგე ბევრი რაამ...

Posted by: gia_geo 17 Mar 2010, 17:19
ვინმემ სჰეგიძლიატ მითხრათ.ინდიზაინში დავასრულე მუშაობა გაზეთი აცაწყვე და ეხლა გარშემო რომ შემოვაჭრა ზოლები ბლედ ან სეედ თუ რაღაც ეგეთი ქვია..აი ფერადი ფურცელს რომ ბეჭდავ ეგ თუ არ გაუკეთე თეთრ ზოლს ტოვებს ნაპირებზეო და იმედია მიმიხვდით რასაც ვამბობ..

Posted by: fircxo 6 Jun 2011, 10:56
გაუმარჯოს ყველას. რა განსხვავებაა შერჩევით ლაკირებასა და დისპერსიულ ლაკირებას შორის?

Posted by: BLACK_SERENADE 8 Jun 2011, 21:04
ძალიან საჭირო თემაა!
წელს ვიცავ დიპლომს და კაკრას გამომადგა
smile.gif
ურა ურა

ისე სხვა ინფოები თუ გავქთ თუნდაც სხვა ენებზე ეგენიც დადეთ რა
smile.gif
მე არ ვიცი როგრო უდნა მოვძებნო

Posted by: BLACK_SERENADE 10 Jun 2011, 16:04
მაინტერესებს
ბლანკის სტანდარტული ზომა
ფლაერის სტანდარტული ზომა
კონვერტის სტანდარტული ზომა
პლაკატის სტანდარტული ზომა

აქ იქნები მიმითითოთ სად შეიძლეაბ ეს ინფორმაცია ვნახო?

* * *
მოკლედ თქვენ იემდზე ვერ ვიქნებოდი მარტო და დავგუგლე

ხოდა ამ საინტერესო საიტს წავაწყდი

მარა ინგლისური რომ არ ვიცი და ზოგ რაღაცას ვერ ვიგებ რისი ზომაა
და იქნება დამეხმაროთ გადათარმგნაში მაინც

http://www.48hourprint.com/photoshop-templates.html

Posted by: Fontart 11 Jun 2011, 02:06
QUOTE
BLACK_SERENADE

ეგ პრინტსერვისის საიტია და ზომები დიუმებშია - Inches =25,4 mm,

ესენი ნახე:

http://www.worldwide.com.au/formats.htm

http://en.wikipedia.org/wiki/Paper_size

http://www.cl.cam.ac.uk/~mgk25/iso-paper.html

http://www.edsebooks.com/paper/papersize.html

კიდევ შეგიძლიათ ნახოთ საგამომცემლო პროგრამების (InDesign, Illustratot, Qwark, CorelDraw... )
Page Setup- ში პოპულარული და სტანდარტული ზომის ფურცლები

P.S. სავიზიტოს ყველაზე გავრცელებული ზომა ჩვენთან 9 x 5 cm.

არის კიდევ საბეჭდი (პოლიგრაფიული) ფურცლის სტანდარტული ზომები;
მაგალითად

A4 Extra 235.3 x 322.1 mm
A4 Wide 215.9 x 279.4 mm
A3 Extra 322.4 x 445.6 mm

Posted by: BLACK_SERENADE 11 Jun 2011, 11:46
Fontart
შენ გაიხარე
ძალიან დიდი მადლობა
ვნახავ ეხლა

Posted by: LarryX 2 Jul 2011, 00:40
QUOTE (Modem @ 22 Feb 2008, 20:23 )
ვწერ ყველანაირ ზომებს პოლიგრაფიისათვის, არა იმიტომ რომ გამოხმაურება ქონდეს (პრინციპში ესეც შეიძლება smile.gif ), არამედ იმისათვის რომ უმარტივესი კითხვები სტანდარტულ ზომებთან დაკავშირებით აღარ იყოს.

დავიწყოთ:

პოლიგრაფია
1. ა6 - 105X148 მმ (ყველაზე პატარა)
2. ა5 - 210X148 მმ
3. ა4 - 210X297 მმ (თაბახის ფურცელი)
4. ა3 - 420X297 მმ (პლაკატის ზომა)
5. ა2 - 420X594 მმ (პლაკატის ზომა)
6. ა2+ - 700X500 მმ <········· თქვენგან მიკვირს (ეს ხომ "B-2"_ია? smile.gif)
7. ა1 - 594X841 მმ (ამას თბილისში ძალიან იშვიათად ბეჭდავენ) სასკოლო წიგნების დიდი ნაწილი თბილისში ამ ფორმატზე იბეჭდება
<········· აქ კიდევ ერთი ფორმატი_ა ჩასამატებელი B-1
8. ფლაერი - ანუ 1/3 ა4 - 99X210 მმ

შოლკოგრაფია
1. სავიზიტო ბარათი - 90X50 მმ
2. სავიზიტო ბარათი - 86X54 მმ (პლასტიკური ბარათი)
3. სავიზიტო ბარათი - 85X55 მმ
4. მოსაწვევი 200X100 ან 200X200 შუაში 1 კეცით

ქაღალდის გრამაჟი, ცარცი
1. 90 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის შიდა გვერდებისათვის, გამოიყენება ქუჩის პლაკატისთვისაც სიიაფის გამო)
2. 115 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის შიდა გვერდებისათვის
3. 135 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის შიდა გვერდებისათვის
4. 150 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ფლაერებისათვის და ტრიპლეტებისათვის)
5. 170 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ფლაერებისათვის და ტრიპლეტებისათვის)
6. 200 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ფლაერებისათვის და ტრიპლეტებისათვის)
7. 250 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის ყდებისათვის)
8. 300 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის ყდებისათვის და შოლკოგრაფიაში სავიზიტო ბარათებისათვის)

პ.ს. მოდერს ვთხოვ რომ ეს თემა სულ იყოს ვიევში რომ დამწყებმა დიზაინერებმა აუცილებლად გაითვალისწინონ.

სიცხადისთვის ეს სურათებიც არ იქნებოდა ურიგო:
user posted image user posted image user posted image

და ბოლოს ეს პატარა ცხრილიც აქვე იყოს:
==========================================================
A Series Formats········B Series Formats········C Series Formats
==========================================================
·A0······841 × 1189·····B0····1000 × 1414·····C0······917 × 1297
·A1······594 × 841······B1······707 × 1000·····C1······648 × 917
·A2······420 × 594······B2······500 × 707·······C2······458 × 648
·A3······297 × 420······B3······353 × 500·······C3······324 × 458
·A4······210 × 297······B4······250 × 353·······C4······229 × 324
·A5······148 × 210······B5······176 × 250·······C5······162 × 229
·A6······105 × 148······B6······125 × 176·······C6······114 × 162
·A7·······74 × 105······B7········88 × 125·······C7········81 × 114
·A8·······52 × 74········B8········62 × 88········C8········57 × 81
·A9·······37 × 52········B9········44 × 62········C9········40 × 57
A10·······26 × 37·······B10·······31 × 44········C10······28 × 40
=========================================================

გთხოვთ ჩაასწორეთ თემის პირველი პოსტი.
მადლობთ.

Posted by: fircxo 8 Jul 2011, 11:48
მქრქალი ლამინაცია რას ნიშნავს??

Posted by: ana_hermiona 2 Aug 2012, 17:16
QUOTE
7. 250 გრ/სმ3 - ზომა 640X900 მმ ან 700X1000 მმ (ძირითადად იყენებენ ჟურნალის ყდებისათვის)

ეს რა ღირს ხომ არ იცით?

და ჟურნალის ყდისთვის 150 გრ/სმ3 ან უფრო ნაკლები არ შეიძლება გამოვიყენო?

Posted by: 3D2DSYSTEM 18 Sep 2012, 20:35


hp deskjet 1050a ვიყიდე სახლისტვის გასართობად (100 ლარი ღირს)

ჭავლურია და ყველაზე მეტი რამდენ გრამიანზე ბეჭდავს?

Posted by: Rafuna 10 Oct 2012, 14:57
QUOTE (fircxo @ 8 Jul 2011, 11:48 )
მქრქალი ლამინაცია რას ნიშნავს??

მატოვის ნიშნავს...
* * *
QUOTE (3D2DSYSTEM @ 18 Sep 2012, 20:35 )
hp deskjet 1050a ვიყიდე სახლისტვის გასართობად (100 ლარი ღირს)

ჭავლურია და ყველაზე მეტი რამდენ გრამიანზე ბეჭდავს?

A4, конверты HP: 75 – 90 г/м²; открытки HP: до 200 г/м²; фотобумага HP формата 10 x 15 см: до 300 г/м²

Posted by: gulua1 18 Oct 2012, 14:06
Sys197
QUOTE
წიგნის ყუის გაზომვა

წიგნია ყუა რა არის?


rolleyes.gif

Posted by: PXAKO 18 Oct 2012, 22:47
Modem
Well Done..... კარქი ბიჭი ხარ smile.gif

Posted by: Stercus accidit 19 Oct 2012, 11:25
ძალიან მაგარი თემა ძალიან, ყოჩაღ!


მიპინვა უნდა ამას

Posted by: ladusha2 22 Oct 2012, 16:27
გამარჯობათ

მჭირდება ტქვენი დახმარება მოცემული სურათ მინდა გავადიდო ზომები სმ:

სიგანე - 1.36
სიმაღლე - 0.56

და

სიგანე - 0.55
სიმაღლე - 0.56

გთხოვთ იქნე შეუძლია ვინმეს რომ დამეხმაროს ???????

Posted by: FRANCE-PARIS 9 Nov 2012, 23:29
ფოტოშოპში ვაკეთებ ფლაერს და ვაპირებ სტამბისთვის გაგზავნას დასაბეჭდად,რა ფორმატით გაუგზავნო და კიდეები რო არ მოეჭრას ზედმეტად 2 მილიმეტრი ემატება თუ რაღაცა ზუსტად არ ვიცი ეგ როგორ ვქნა?

Posted by: varianeli 3 Dec 2012, 13:15
FRANCE-PARIS
TIFF, PDF, EPS ..2 მმ მაინც უნდა დაუტოვო წრის არე...გვიან ვწერ ალბათ უკვე დაბეჭდილი გაქვს smile.gif

Posted by: Robin Hood 5 Dec 2012, 13:16
გამარჯობათ!!!!!


გამჭირვალე ფურცელზე დაგიბეჭდიატ ვინემს რამე?

საკანცელარიოში იყიდება ა 4 პლასტიკური ყდაა და ამაზე მინდა დავბეჭდო ფერადი რაღაცა

ჭავლური პრინტერი ალბათ არ დაადნობს ხო?


Posted by: ZSU-23-4 26 Dec 2013, 15:48
მეგობრებო, მოკლედ მინდა დავბეჭდო რაღაც სურათი დიდი ზომის ფოტო ან ჩვეულებრივ ქაღალდზე. (რათქმაუნდა ფერადი, და არა შავ-თეთრი). ესეიგი ზომა მინდა დაახლოებით სიმაღლე 70 სანტიმეტრი და სიგანე 50-60 სანტიმეტრამდე. როგორც სურათი მოითხოვს. არ აქვს მნიშვნელობა ქაღალდი სქელი იქნება თუ თხელი. ყველაზე მინიმალური ფასი რა დამიჯდება? ან საერთოდ ამ ზომის პლაკატს დაბეჭდავენ სადმე? რათქმაუნდა 1 ცალი მინდა მხოლოდ

Posted by: levani---1 21 Jan 2014, 17:57
სხვა თემაში ვიკითხე და არ მიპასუხეს და აქაც ვცდი ბარემ

რა მაინტერესებს, ფლეშკით რომ მიგაქვს ტექსტი და გიპრინტერებენ ჩვეულებრივ A4 ზომის თეთრ თაბახზე. არ შეიძლება რომ ცარცის პრიალა ფურცელზე ამოგიპრინტერონ? ან სხვა ფერად ფურცელზე. ანუ ეს ფურცელი რომ მე მივიტანო. ეგეთი რამე შეიძლება? და იგივე ჯდება ამოპრინტერება?თუ როგორ ?

Posted by: archi_shot 21 Jan 2014, 19:42
QUOTE (levani---1 @ 21 Jan 2014, 17:57 )
სხვა თემაში ვიკითხე და არ მიპასუხეს და აქაც ვცდი ბარემ

რა მაინტერესებს, ფლეშკით რომ მიგაქვს ტექსტი და გიპრინტერებენ ჩვეულებრივ A4 ზომის თეთრ თაბახზე. არ შეიძლება რომ ცარცის პრიალა ფურცელზე ამოგიპრინტერონ? ან სხვა ფერად ფურცელზე. ანუ ეს ფურცელი რომ მე მივიტანო. ეგეთი რამე შეიძლება? და იგივე ჯდება ამოპრინტერება?თუ როგორ ?

ყველა სერიოზულ სტამბას აქვს ფერადი ფურცლებიც, ცარცის ფურცლებიც და ფოტო ქაღალდიც რა თქმა უნდა დაბეჭდავენ რასაც მიუტანთ ფლეშკით. ფასები რა თქმა უნდა სხვადასხვაა smile.gif

Posted by: necklace202 17 Feb 2014, 19:03
გამარჯობათ
პლასტიკურ ბარატზე მინდა ასოების დაწერა და სად შეიძლება რო დავაწერო სარეკლამოს ხომ ვერ მიმასწავლით ან საკანცელარიოს სადაც პლასტიკურ ბარატზე დამიწერენ ასოებს ან ციFრებს.

Posted by: nk44 17 Mar 2014, 23:14
ერთი დილეტანტური კითხვა მაქვს

როგორ ავკრიფო, რომელ პროგრამაში, ფასი მაგ 99.99 ისე რომ 99 ცენტი იყოს მაღლა??


ძაან დილეტანტურია მაგრამ დამჭირდა და იქნებ მითხრათ?

Posted by: benicio 19 Apr 2014, 01:50
გამარჯობა
მინდა პოსტერების გაკეთება ოთახში გასაკრავად და ვინმემ თუ იცით როგორ უნდა გავაკეთო კარგი ხარისხის რომ გამოვიდეს
რა მასალაზე უნდა დაიბეჭდოს და რა ჯდება დაახლოებით
თუ გაქვთ ამ საკითხში გამოცდილება გამიზიარეთ რა ძაან გთხოვთ ^ ^

Posted by: france 4 Aug 2014, 11:08
მაინტერესებს რა განსხვავებაა ფოტოს ქაღალდსა და ცარცის ფურცელს შორის? და საგამოფენოდ ა2 ზომის ფოტოების დაბეჭდვა და შემდეგ პვც-*ზე დაკვრა რომელ ქაღალდზე სჯობია?

Posted by: Gambino 11 Aug 2014, 14:50
სალამი

B2 ფორმატის ზომა ქაღალდზე მჭირდება 1 სანტიმეტრიანი უჯრები რომ იყოს დაშტრიხული (მათემატიკის რვეულივით smile.gif)
1 კვადრატული ბეჭდვის ფასი მითხრეს 5 ლარი (შავთეთრი)

მაგრამ TIFF -ფორმატში მომთხოვეს ელექტრონული ფაილის მიწოდება რაც უნდა დაიბეჭდოს

შეგიძლიათ ვინმე დამეხმაროთ?

Posted by: gulua1 25 Aug 2014, 13:50
Gambino
QUOTE
2 ფორმატის ზომა ქაღალდზე მჭირდება 1 სანტიმეტრიანი უჯრები რომ იყოს დაშტრიხული (მათემატიკის რვეულივით smile.gif)
1 კვადრატული ბეჭდვის ფასი მითხრეს 5 ლარი (შავთეთრი)

მაგრამ TIFF -ფორმატში მომთხოვეს ელექტრონული ფაილის მიწოდება რაც უნდა დაიბეჭდოს

შეგიძლიათ ვინმე დამეხმაროთ?


--------------------



ასეთზე ამბობთ?

http://pix.ge/x/b/m/h7un5/

Posted by: გევარიკა 12 Mar 2015, 14:32
მოგესალმებით. ერთერთი გაზეთის აწყობა შემომთავაზეს ზუსტად არ ვიცი რა ჰქვია ამ ხელობას smile.gif ალბათ InDesign ში უნდა ავაწყო ხო? და ვინც აწყობდა ადრე იმან რა უნდა მომცეს? ზომები და რაღაცეები ხო საჭიროა. იქნებ ვინმე დამეხმაროთ მაგრად მჭირდება.

Posted by: mrfantom 13 Mar 2015, 21:56
გევარიკა
QUOTE
არ ვიცი რა ჰქვია ამ ხელობას

დაკაბადონება

QUOTE
ალბათ InDesign ში უნდა ავაწყო ხო?

კი, ინდიზაინი მშვენიერი ვარიანტია მაგ საქმეში, იმედია გქონია შეხება, თუ არა შენით გაგიჭირდება

QUOTE
და ვინც აწყობდა ადრე იმან რა უნდა მომცეს? ზომები და რაღაცეები ხო საჭიროა.

რა თქმა უნდა დაგჭირდება ზომები, როგორც მინდორის, ისე სტრიქონებს შორის, სვეტებს შორის, პლიუს შრიფტის ზომა, ფონტის სახეობა და ა.შ. თუ წინა დამკაბადონებელიც ინდიზაინში მუშაობდა შაბლონი ექნება აუცილებლად და იქ კი უნდა იყოს გაწერილი ბევრი რამე, პლიუს სტილებიც ექნება გაკეთებული და ეგ ბევრ რამეში წაგეხმარება.

წარმატებები!

Posted by: გევარიკა 15 Mar 2015, 15:35
გაიხარე დიდი მადლობა. შეხება არ მქონია ეს რამდენიმე დღეა ჩავუჯექი და ერთი გაზეთი ავაწყე პირველი ცდისთვის მემგონი კარგი გამოვიდა.

Posted by: lexomd 7 Oct 2015, 20:23
ა0 ფორმატს თუ ბეჭდავს ვინმე და რა ჯდება შავ-თეთრი?

Posted by: gio_n_love 3 Feb 2016, 00:19
გამარჯობა, ხომ არ იცით რომელია კარგი ხარისხის ფოტო ქაღალდი და სად შეიძლება რომ ვიყიდო, A4 ფორმატის მინდა!

Posted by: fuck dieesel 30 Oct 2016, 13:24
მოკლედ 2მეტრი x 2 მეტრზე მინდა დავბეჭდო ნახაზია ხო ვერ მეტყვიტ რა დაჯდება დაახლოვებით?

Posted by: ქუთაისელი 2 Nov 2018, 00:10
ცარცის პრიალა ფურცელზე მინდა დავბეჭდო Epson 1500W მაქ, ქორელში ბეჭდვის დროს რა უნდა მივუთითო Type-ში?

Posted by: qishooo 7 Oct 2019, 17:05
გამარჯობა,
epson l805 მაქ და მაინტერესებ ფლაერზე , ბროშურაზე დაბეჭდვას როგორ შევძლებ ?
და რა ტიპის ქაღალდი უნდა ვიყიდო

Posted by: d_tsabo 12 Oct 2019, 02:55
გამარჯობათ,მოკლედ მინდა სახლში ჩემთვის მინი მაისურზე საბეჭდი ავიწყო ვნახე რაღაცები ამაზონზე 200 დოლარიდან ზევით,იქნებ მირჩიოთ რომელი ქატერი ღირს ყიდვათ ასევე პრესი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)