ნამდვილი სახელი: ლეონარდო ვილჰელმ დი კაპრიო (Leonardo Wilhelm DiCaprio)
დაბადების თარიღი: 11 ნოემბერი 1974
დაბადების ადგილი: ჰოლივუდი კალიფორნია აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი სცენარისტი
სიმაღლე: 1.83 მახალგაზრდა მსახიობმა კარიერა ელვის სისწრაფით შეიქმნა. ოცდასამი წლის ასაკში 15 სახასიათო კინოროლი უკვე შესრულებული ჰქონდა. კოლეგებმა და ჟურნალისტებმა მის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ჯულიეტას როლის შემსრულებელმა კლერ დენისმა პრესასთან დაიჩივლა : ოთხი თვე გვერდი-გვერდ ვიცხოვრეთ, ვიმუშავეთ, მაგრამ გასაღები მაინც ვერ მოვარგე. არ ვიცი, მართლა უბრალო და გულღიაა, თუ რთული და შენიღბულიო .
1993 წელს იგი რობერტ დე ნიროს შეხვდა . რეჟისორმა მაიკლ ჯონსმა მსახიობს მამინაცვლის მიერ შეურაცყოფილი მოზარდის როლი შესთავაზა. ,, დენიროსთან შეხვედრით ჩემი ცხოვრების ათვლა ახლიდან დაიწყო. ამ მაშტაბის კინოხელოვანთან შეხება პირველად მქონდა . როცა კამერის წინ ვიდექი, მისგან ზეწოლას ვგრძნობდი . კამერის მიღმა კი ყურადღებიანი, მეგობრული ხდებოდა''. დე ნიროსთან მეგობრულმა ურთიერთობამ ახალგაზრდა მსახიობის კარიერის წინსვლას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. ოცი წლის მსახიობის შემდეგი ნამუშევარი ფილმში ,,What's Eating Gilbert Grape'' გონებაშეზღუდული არნის როლი იყო. ამ მეორეხარისხოვანი როლისთვის იგი ჯერ ,,ოქროს გლობუსზე'' შემდეგ კი ,,ოსკარზე'' იყო ნომინირებულ. კრიტიკოსებმა აღნიშნეს :,, მან თავის გმის _ ავადმყოფ , არასრულფასოვან ადამიანს_ ბევრად მეტი სიმძაფრე შესძნა, ვიდრე ეს მსგავსი პერსონაჟების აქამდე შესრულებულ სახეებს ქონიათ ოდესმე ".
ცოტა ხანში დი კაპრიოს დაყოლიებას ჯეიმს კამერონი შეეცადა და ეს გამოუვიდა კიდეც. ,,ტიტანიკის'' გადაღება ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა. ლაპარაკობდნენ ბიუჯეტის არამიზნობრივ ფლანგვაზე და შეზღუდული გრაფიკის შესახებ . ცოტაც და ლეო საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავდა . მაგრამ ეს ძალისხმევა დაუფასდა გადამღებ ჯგუფს და ფილმმა 11 ოსკარი მოიპოვა.
1988 წელს The Man in the Iron Mask გამოვიდა , რომელიც მსახიობის კარიერაში დიდი ჩავარდნა იყო. კრიტიკოსებმა აღნიშნეს : საინტერესოა საიდან აქვს ლუდოვიკო XIV-ს კალიფორნიული აქცენტიო .
აი 2002 წლიდან იწყება ახალი ეპოქა დი კაპრიოსთვის. იგი მონაწილეობას იღებს ისეთ ფილმებში როგორებიცაა ,,Gangs of New York'' და ,,Catch Me If You Can'' რომელთა რეჟისორები არც მეტი არ ნაკლები სკორსეზე და სპილბერგია. 2005 წელს ,,ოქროს გლობუსს'' იღებს ფილმისთვის ავიატორი რომლის რეჟისორი ასევე მარტინ სკორსეზეა. 2007 წელს კი ნომინაციას ოსკარზე საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ფილმისთვის ,,Blood Diamond''. 2010 წელს დი კაპრიო აგრძელებს სკორსეზსთან თანამშრომლობას და ქმნის დაძაბული სიუჟეტის მქონე ფსიქოლოგიურ ტრილერს ,,Shutter Island'', რომელსაც კრიტიკოსების და მაყურებლის დადებითი შეფასება შეხვდა. თუმცა ოსკარით და არც გლობუსით აღნიშნული სურათი დაფასებული არ ყოფილა .
2010 წელს კი ეკრანებზე გამოდის ოცდამეერთე საუკუნის კინომოვლენა. ნოლანის ახალი ქმნილება ,,Inception'' რომელსაც არნახული პოპულარობა ხვდა წილად . 2011 წელს კლინტ ისტვუდთან ბიოგრაფიულ ფილმში ,,J. Edgar'' არც ისე წარმატებული აღმოჩნდა ლეონარდოს კარიერისთვის. თუმცა 2012 წელს განსახიერებული როლისთვის ,,Django Unchained'' ტარანტინოს ახალ ფილმში შესრულებული მეორე ხარისხოვანი როლმა დიდი მოწონება და სიმპატია დაიმსახურა , წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე და ტრადიციულად ჯილდოს გარეშე დარჩა ...
2013 წელს იგი კვლავ ბაზ ლურმანთან თანამშრომლობს და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ,,დიდი გეტსბის'' ეკრანიზაციაში ასრულებს მთავარ როლს . ა/წლის 25 დეკემბრიდან სტარტირებას აიღებს დიაკაპრიოს და სკორსეზეს კიდევ ერთი სურათი სახელად ,,The Wolf of Wall Street'' , რომელიც ბიოგრაფიული ხასიათის იქნება და ჯორდან ბელფორდის მიერ დაარსებულ ბროკერული ფირმის შესახებ მოგითხრობს .
მომავალი პროექტები :Legacy of Secrecy, The Devil in the White City , Beat the Reaper.
მისი ნომინაციების და ერთადერთი ჯილდოს ნუსხა : ))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემები :
ნაწილი I
ლეონარდო დი კაპრიო / Leonardo Di Caprioნაწილი II
ლეონარდო დი კაპრიო / Leonardo Di Caprio This post has been edited by LifeBloom on 16 Dec 2013, 23:15
«… Медвежонок все говорил и говорил, а Ежик молчал и думал о Лошади: как она там, в тумане…»
mesmerizing..☂
How could this happen to me But even worse, how could this happen to you .
You've bewitched me body and soul.
-Mr. Darcy(: