მოკლედ პირველად ვისარგებლე ამ კომპანიით და საშინლად უკმაყოფილო ვარ.
ჩემგან დიდი მინუსი ამ კომპანიას როგორც მოდერატორისგან.
1) 5 იანვარს მისული ამანათი ამერიკის საწყობში, მხოლოდ 23 იანვარს მივიღე. აღარაა ახალი წლები რომ, ასე დაიგვიანოს ამანათმა.
2) ახლობლის სახელზე (უშუალოდ მშობელზე) გამოწერილი ამანათი იყო, იგივე გვარით, მაგისივე პირადობით მისული, ამას დამატებული რეგისტრირებული მეილიდან იყო გაგზავნილი მეილი, რომ გავიტანდი ამანათს მე, (ესა და ეს პიროვნება) მივედი და ძლივს გამომატანეს ამანათი
ვერ გაგატანთო,სხვა დროს მოვიდეს თვითონ პატრონიო. ან თქვენს სახელზე გამოიწერეთო.იქნებ არის მიზეზი იმისა რომ არ ვიწერ ჩემს სახელზე, რა მნიშვნელობა აქვს ვის სახელზე იქნება ამანათი,ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს? თუ პიროვნება არაა წინააღმდეგი იმისა რომ მე გავიტანო ამანათი, და მაგის საბუთიც არის, მაშინ რაშია პრობლემა? არცერთ კომპანიაში მსგავს პრობლემას არ შევხვედრილვარ!
3) ითვლიან არანორმალური დამრგვალებული კურსით, რომელიც არანაირ ჩარჩოში და კანონში არ ჯდება, უმეტესად გადამზიდები ან ეროვნულის კურსით ითვლიან ან კომერციული ბანკის კურსის მიხედვით,უმეტესად რა თქმა უნდა კომერციულის-თავიანთ სასარგებლოდ. და ამათ შემთხვევაში რაღაც სულ სხვა კატეგორიაა. ანუ კომერციულის გაათმაგებული კურსი არ ყოფნით, თავისი დაამატეს და ამ შემთხვევაში როდესაც უნდა ყოფილიყო ბანკის კომერციული კურსი 3.11, დაითვალეს 3.20 კურსით.
ანუ ეროვნულის კურსია დაახლოებით 3.07.
თიბისის კურსია - 3.11.
"გზავნილის" კურსია 3.20 (ამ მომენტში)
ამ ყველაფრის საფუძველზე ვრეკავ, და ვეკითხები, რაშია საქმე რა კურსით არის ეგ დათვლილი და ვთხოვ რომ ჩაასწორონ,
მირეკავენ ცოტა ხანში ჩასწორებული კურსით ისიც 3.14-ზე, არა იმ კურსით რა კურსიც იყო არც მიღების დღეს, არც გუშინდელი კურსით.
უბრალოდ დაწიეს როგორც მივხვდი კგ-ის ღირებულება,თუმცა მაინც ვერ დასვეს საჭირო კურსზე.და ვერ მცემენ კითხვაზე პასუხს, რა კურსით ითვლიან. ეგ მიღების მომენტში ავტომატურად ითვლებაო.და რის მიხედვით ითვლება ეგ არ იციან. პრინციპში რაც არ უნდა მითხრან არ აქვს მნიშვნელობა, არაფრით არ აიხსნება ეს ფაქტი.
ითვლიან ისე როგორც გაუსწორდებათ, ეგრე გამოდის.
ესეც მაგალითები
4) გადაფუთვის სერვისი აქვთ. ანუ თუ ყუთშია ჩადებული ამანათი -იღებენ, აჭრიან ყუთის ნაწილს და ისე აკრავენ ამანათის ქარხნულ ყუთს,
რაც პირადად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მიუღებელია.
იმიტომ რომ როდესაც ამანათი ახალია, ზიანდება მაგის ქარხნული ყუთი, ან იხევა პლომბი, რაშიც არის დაბეჭდილი და ასე შემდეგ. ასევე მაგის ახევა ძალიან დიდი პრობლემაა, და ნივთი კარგავს "ახლის" ვიზუალს.
დანარჩენი თქვენთვის მომინდია.
ფასით მოვიხიბლე 6$ ონლაინ ამანათებზე.
თუმცა მინუსებმა გადააჭარბა.
+ კიდე როგორც გავიგე სხვა თემიდან, თუ არ დაადეკლარირე ამანათი მის მისვლამდე (ამერიკის ოფისი იგულისხმება და არა საქართველოში ჩამოსული ამანათი) ითვლიან სხვა კურსითო.კონკრეტულად 8$, არადა საიტზე ეგრე არ უწერიათ.
ან საერთოდ რა შუაშია ეგ, ეგრეც რომ იყოს, ეგ იმ შემთხვევაზე უნდა მოქმედებდეს, როდესაც ამანათი არ დაადეკლარირე საბაჟომდე, იმიტომ რომ მაშინ ქმნის პრობლემას და არა მანამდე, მანამ არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ მაგათთვის იქნება ამანათი დადეკლარირებული თუ არა.
ესეც სქრინი, არსად არ წერია რომ ამანათი უნდა დადეკლარირდეს ამერიკის ოფისში მისვლამდე. ამაზონი ზოგჯერ ისე სწრაფად აგზავნის ხოლმე ამანათს, რომ შეიძლება ნორმალურად ტრეკინგიც არ აისახოს ექაუნთში და ეგ რაღა გამოდის?
მოკლედ მე პირადად უკმაყოფილო ვარ.