loza
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07
|
#7217803 · 5 Nov 2007, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ჩემი აზრი მაქვს მაგ ხალხზე. ლევ მარკიზის მეცადინეობით სიმებიანები, ვერ ვიტყვით, რომ ვარსკვლავებს წყვეტენ და ეთამაშებიან, მაგრამ ასე თუ ისე, დონეზე ქაჩავენ, რასაც ჩასაბერებზე ვერ ვიტყვით. პახოდუ, ყოველ წელს ხდება სტუდენტური აქტივის გადინება ორკესტრიდან და დედასამშობლოდან. რაც გუნდის კაპიტანი ბერუაშვილი წავიდა, ჩასაბერებში ვინღა დარჩა, არ ვიცი. ისიც, ბერუაშვილი როცა იყო, მაშინაც ვერ ჰქონდათ საქმე კარგად ჩასაბერებს - ესეც რბილად რომ ვთქვათ. ახლახანს კიდევ ბევრი ნიჭიერი სტრუნნიკი გამოაკლდა ორკესტრს (შევსებაზე შეგნებულად არ ვლაპარაკობ, ეს ისედაც უნდა ხდებოდეს), მაგალითისთვის გიო ცაგარელი საკმარისია, რომელიც, მგონი ფურორის მოსახდენად ემზადება მომავლისთვის, აღარაა სვანი ლაშა და ა. შ. და ა. შ. მაგათ მაგივრად მოდიან - არ მიწყინონ პირველკურსელმა ბავშვებმა - შენობა რომ არა აქვს იმ ათწლედდამთავრებული ბავშვები, რომელშიც ღმერთმა იცის, ვისი ... .და ვარდებიან ლომაიას მიერ რეფორმირებულ უმაღლესში - გათავისუფლებული 60% (!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!) პედაგოგებისა და რაღაც იდიოტური კრედიტების სისტემა, რომელიც ლომაიას დედას უფრო გამოადგებოდა. ასეთ სივრცეში რა უნდა ისწავლოს სტუდენტმა???
ქართველი საზოგადოება თავს დადებს მანანა დოიჯაშვილისთვის, მაგრამ რომ მინუსებზე არ ვილაპარაკოთ, ეს დოიჯაშვილისავე ღალატი იქნება.
თვალშისაცემია რაღაც გაუგებარი, ყოვლად - მაპატიეთ - იდიოტური დამოკიდებულება სტუდენტთა მიმართ - სახლში იმეცადინეთ, აქ კლასებში შესვლა არ შეიძლება, ინსტრუმენტებს არ გაეკაროთ. უკაცრავად, მაგრამ თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ??? გასაგებია, რომ სართულის მორიგე მხოლოდ გამხმოვანებელია იმ გადაწყვეტილებებისა, რასაც რექტორატზე იღებენ ქალბატონები და მაგათ არავინ არაფერს ეკითხება, მაგრამ ეს რა უბედურებაა კლასებში არშეშვება??? სტუდენტი კიდეც უნდა შევიდეს კლასში და კიდეც ღამე უნდა დარჩეს შიგნით, თუ მეცადინეობას და საქმეს სჭირდება. კიდეც უნდა ისარგებლოს და მწყობრიდანაც გამოიყვანოს და გააფუჭოს ინსტრუმენტი, იმ მარტივი მიზეზით, რომ ინსტრუმენტი კონსერვატორიის კი არა, სტუდენტისაა და სამეცადინო მიზნითაა შეძენილი და მეტი არაფერი. ბავშვებს ამდენი არ ესმით და ვერ ატრაკებენ. ზევითაც ხო მეტი არაფერი არ უნდათ. სახელმწიფო აფინანსებს უმაღლესს, რომ შეძენილ იქნას ინვენტარი - და გარკვევით, შავით თეთრზე წერია მიზანი, - რისთვის და ვისთვის. ბავშვებს არ ესმით მაგდენი. ვიღაც-ვიღაცეები კიდე სტუდენტთა თვითმმართველობიდან სარგებლობენ თავიანთი ჭკუით და "მჭიდროდ თანამშრომლობენ" რექტორატთან, ვითომ ქულებს იწერენ მაგათთან და სინამდვილეში, აზრზეც არ არიან, რა სისულელეს და სიმდაბლეს და სიბინძურეს სჩადიან ვითომდა მაღალი მოთხოვნებით "არ გაფუჭდეს..." რას ჰქვია, არ გაფუჭდეს??? აბა რისთვისაა??? როცა გაფუჭდება, რას მიკეთებს მერე კონსერვი??? მოკლედ, რა გვინდა ამ საწყალი ბავშვებისგან, ცოტას მეცადინეობენ, ცოტას ზარმაცობენ, უკრავენ, როგორც შეუძლიათ (უფრო სწორად, ბევრად მეტი შეუძლიათ, მაგრამ ბავშვები და სტუდენდები არ ახსოვს დღეს არავის) და არიან შთენილნი ვითარცა ხმაი მღაღადებლისა მარტოობასა შინა...
თუ ვინმეს რამე არ მოგეწონათ, PM-ებს არ ვუპასუხებ და არც წავიკითხავ, ეგრევე წავშლი. არ გამომეხმაუროთ ო. შ. მ. თუ სიმართლე არ წერია, რატომ არ უნდა მოგეწონოთ???
This post has been edited by loza on 5 Nov 2007, 22:04
|