მარიხიუანას გააჩნია უამრავი სამკურნალო თვისებება. არსებობს ასეთი ტერმინიც აშშ-ში medical marijuana, და რამოდენიმე შტაში რეცეპტის გამოწერაც შეიძლება, მაგალითად კალიფორნიაში. რათქმაუნდა ის უნდა აღინიშნოს რომ მავნებელია ღორივით წევა, ისევე როგორც მავნებელია ღორივით ჭამა და სმა..
ბევრი თაფლიც არ ვარგა..
მარიხუანას სამკურნალო თვისებები:
1) ტკივილის გაყუჩება, ქრონიკული ტკივილების მკურნალობის ჩათვლით (რომელიც, ყველა ექიმმა იცის, საშინელი სამკურნალოა);
2) ღებინების და გულისრევის მოხსნა, განსაკუთრებით სიმსივნიან ავადმყოფებში რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. ეს აშშ-ში ოფიციალურად მიღებული ჩვენებაა. უფრო მეტიც, კანაბისის "ძირითად" შემადგენელს ქიმიურადაც ამზადებენ და დრონაბინოლის სახელით იწერება რეცეპტი, თუმცა ავადმყოფების მაგ ქიმიის მიღებას ურჩევნიათ უშუალოდ ბალახი მოწიონ. გარდა ამისა, არსებობენ ონკოლოგები რომლებიც ურჩევენ ავადმყოფს უშუალოდ ბალახის მოწევას (იმ შტატში სადაც სამედიცინო მარიხუანა არ არის ნებადართული);
3) ცნს დაავადებების სამკურნალოდ და სიმპტომების შესამცირებლად. ამ დაავადებათა რიცხვში შედის გაფანტული სკლეროზი (multiple sclerosis); სხვადსხვა სპასტიური მდგომარეობები; ზურგის ტვინის დაზიანებები; ასევე ბევრ ექსპერიმენტში ნაჩვენებია რომ გააჩნიათ ანტიკონვულსიური თვისებებიც; დისტონიური მდგომარეობები; და ასე შემდეგ.
4) კახექსიის დროს როგორც აპეტიტის სტიმულანტი და ესეც ოფიციალური ჩვენებაა სამედიცინო მარიხუანის აშშ-ში. ხშირად უნიშნავენ განსაკუთრებით სპიდიანებს ან მარიხუანას (თუ შტატი იძლევა საშუალებას) ან მის ქიმიურ ანალოგს.
5) გლაუკომის მკურნალობის დროს.
ესენი რაც ჩამოვთვალე, ოფიციალურად არის აღიარებული და NIH-ის (National Institute of Health).
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით იმათთვის, ვინც დაჟინებით ამტკიცებს რომ მარიხუანა "ტვინს ახმობს":
"Protecting the brain from effects of stroke, other disorders
More recently, in just the last few months, new information has emerged from studies by federal researchers at the National Institutes of Mental Health. Their reports have stated that THC, the chief psychoactive compound found in marijuana, and cannabidiol (CBD), a nonpsychoactive component, both appear to protect brain cells from the damage that often occurs during a stroke. When the brain's blood supply is cut, as occurs during a stroke, THC and CBD act as powerful antioxidants, protecting the brain cells from exposure to toxic levels of the brain chemical called glutamate. This finding also indicates that marijuana may hold medical value in the treatment of brain injuries and diseases such as Alzheimer's and Parkinson's."
კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ მარიხუანას და მის კომპონენტებს ინსულტისა და ტვინის სხვა დაავადებების დროს დამცველი როლი აქვს და შეიძლება ალცჰაიმერის (ყველაზე ხშირი ფორმა დემენციის-ამაზე მეტად ტვინი "აღარ შრება") და პარკინსონიზმის დროს სამკურნალოდაც გამოიყენონ.
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.