მე იმასა ვგულისხმობ
რომ ზრდასრულობა არაა გარანტი იმისა, რომ ჭკვიანურად გააკეთებ საქმეს

რაც შეეხება მარიხუინას
ეს არის ბიძგი გარკვეული ცხოვრების წესისკენ
ჰედონიზმისკენ
შენ ვერ დაუშლი ადამიანს, რომ დღეში 10-ჯერ მოწიოს
უნდა იმას და მთელი დღე კაიფობს
ყოველდღე კაიფობს
აი უნდა და კაიფობს
გყავს 100 000 კაციანი ახალგაზრდობა ქვეყანაში და
აქედან ყველა დასტრესილია და 90 000 კაიფობს ყოველდღე
როცა კაიფობ, ყველაფერი გკიდია
და იმიტომ კაიფობ, რომ ყველაფერი დაიკიდო
ანუ იღებ მასას, რომელსაც დღის კონკრეტულ მონაკვეთში ან მონაკვეთებში ყველაფერი კიდია
ანალოგიურია ალკოჰოლზეც - ვერავის გაუკონტროლებ ზომას და წონას, რამდენი დალიოს და რამდენჯერ
ანალოგიურია სიგარეტზეც - რამდენსაც უნდა და როცა უნდა, გააფუილებს
და ა.შ.
იდეალურ ვარიანტში წარმოიდგენ, რომ კვირის ბოლოს ცოტა განტვირთვა გინდა, მარტო გინდა ყოფნა, ცოტას მოწევს კაცი და დაასვენებს გონებას, შთაგონებას მიიღებს
მაგარია, არა?
ფილმში ვართ, მხატვრული ნაწარმოების გმირები ვართ
მარა რეალობაში ასეთი სურათი არ არის.
რეალობაში დასხდებიან ყოველ შუადღეს და საღამოს გუკა და შმუკა და გააფუილებენ
ასეთი ინტენსივობით ფუილს კიდევ რამე უარყოფითი შედეგი არ ქონდეს, შანსი არაა