forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  ა ფ ი შ ა - ცნობის ფურცელი , ლიტ. საღამოები, პრეზენტაციები, გამოფენები, აქციები ...
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 19 Nov 2010, 22:19  #22589522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

გამომცემლობა „დიოგენე“ და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი გიწვევთ ჟან ჟენეს რომან „ნოტრ-დამ-დე-ფლერის“ ქართული გამოცემის პრეზენტაციაზე ხუთშაბათს, 2010 წლის 25 ნოემბერს, 19 საათზე კინოთეატრ „რუსთაველში“ (რუსთაველის გამზ. 5)
პრეზენტაციის შემდეგ ნაჩვენები იქნება ჟან ჟენეს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული რაინერ ვერნერ მარია ფასბინდერის ფილმი „კერელი“.
პრეზენტაციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებითა და ბილეთებით. ყველა მოწვეული სტუმარი და ბილეთის მფლობელი მიიღებს წიგნის ეგზემპლარს.
საპრეზენტაციო ბილეთები გაიყიდება გამომცემლობა „დიოგენეში“ (კეკელიძის 6) და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში (გუდიაშვილის 10) 24 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ღირებულება - 12 ლარი.

ლეგენდარული მწერლის „დებიუტი“ ქართულ ენაზე - არ გამოტოვოთ!

This post has been edited by Moreira on 20 Nov 2010, 15:47
highway
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11692
წევრი No.: 12693
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 20 Nov 2010, 14:37  #22597949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ლეგენდარული მწერლის „დებიუტი“ ქართულ ენაზე - არ გამოტოვოთ!

ჰოოო, საქმე იქითკენ მიდის ალბათ ჩვენში სკოლების პროგრამაში შეიტანენ ამ წიგენბსაც:
ოვიდიუსის "მეტამორფოზები"
აპულეუსის "ოქროს ვირი"
ბოკაჩოს "დეკამერონი"
"ათას ერთი ღამე"
დე სადის "ჟუსტინა"
ტინტო ბრასის "გასაღები"
მდინარის კალაპოტები ხო გაყიდეს, ამასაც გააკეთებენ, საით ვეცემით ხალხო!?
Bacci
upgraded (ex-human)


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2432
წევრი No.: 115914
რეგისტრ.: 21-May 10

გამოგზავნილია: 20 Nov 2010, 16:27  #22599386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაშინ აქ ვიტყვი

http://www.facebook.com/#!/event.php?e...9566590&index=1

კი არა და ლინკი გეტყვით ^^
diogene
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 494
წევრი No.: 7944
რეგისტრ.: 28-December 04

გამოგზავნილია: 20 Nov 2010, 23:57  #22606988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა, წიგნის გარეკანიც წარმოვაჩინოთ smile.gif

მიმაგრებული სურათი
Untitled1.png
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2010, 16:08  #22646233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
,,ცისკარი’’ – შენი სამაგიდო სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი

30 ნოემბერს, სამშაბათს, 17 საათზე, საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში
( გუდიაშვილის ქ.7) გაიმართება განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ ,,ცისკრის’’ პრეზენტაცია.

,,ცისკარმა’’ საუკუნეებს გაუძლო და თაობები აღზარდა.ქართული მწერლობის ეს უპირველესი გამოცემა ქართველი მწერლების მოამაგეცაა და მათგან ნაამაგარიც. როცა ჩვენს ქვეყანას თავისუფლების ხანადაუდგა, ,,ცისკარი’’ , ფინანსური შეჭირვების მიუხედავად, ერთგულ მსახურად იქცა დამოუკიდებელისაქართველოსი. მოგეხსენებათ, ჩვენს ყოფაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ღირებულება გადაფასდა- მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ სწორედ ამ წლებში, ამ ღირებულებათაგადაფასების ჟამს, სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციული კულტურის ესა თუ ის დარგიც გადაფასდა.ასე მოხდა მხატვრულ გამოცემებსა თუ პრესის სხვადასხვა ორგანოებში და იძალა ე.წ. ყვითელმაჟურნალ-გაზეთებმა, ჭეშმარიტი ლიტერატურა კარგა ხანს ,,დუმდა’’ და ,,ცისკარსაც’’ უმძიმესი წლები დაუდგა­- შეუძლებელი იყო 1852 წლიდან მაღალმხატვრული ღირებულებების მქონე ჟურნალს თავისი ფურცლები მდარე,იაფფასიანი ნაწარმოებებისთვის დაეთმო და ამით დაეთმო თავისი საუკუნენახევრიანი არსებობის განმავლობაში შემუშავებული პრინციპები. სწორედ ამიტომ ,,ცისკარმა’’ დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება.

დღეს,როცა ერმა, ხალხმა მეტ-ნაკლებად ,,მოიცალა’’ ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის, ,,ცისკარმაც’’დაიბრუნა ძველი ფუნქცია - კვლავ ჩადგა ჭეშმარიტი მწერლის, ღირებული ლიტერატურის სამსახურში.ჩვენი ნათქვამის დასტურად მისი საპრეზენტაციო ნომერიც გამოდგება - აქ სიტყვის ცნობილ ოსტატებთან ერთად (სხვა რომ არაფერი, მათი უდიდესი ნაწილის შემოქმედება სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი და მომავალი თაობის აღზრდის სამსახურშია) იბეჭდება ახალგაზრდა, ჯერ კიდევ დამწყები ლიტერატორების ნაწარმოებები, იმათი, ვინც ჩვენი მწერლობის ხვალინდელ დღედ უნდა იქცეს.



უპრეცედენტო გათამაშება!!!



იმეგობრე ,,ცისკართან’’ და აიხდინე ოცნება!



მიმდინარე წელს ,,ცისკრის’’ თორმეტი ნომერი გამოვა. ,,ცისკარი’’ ის სამხატვრო-სალიტერატურო გამოცემაა,რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის ერთგულ მკითხველზე. ამჯერად, გარდა იმისა, რომ ტრადიციულად მოგაწვდით მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს, გთავაზობთ საგზურს იერუსალიმში.

თუ გინდათ,2012 წელს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას შეხვდეთ ჯვრის მონასტერში, მაცხოვრის საფლავზედა საკუთარი თვალით იხილოთ სასწაული – ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა, გამოიწერეთ,შეიძინეთ ,,ცისკრის’’ ყველა ნომერი, მოიძიეთ გარეკანის მესამე გვერდზე მონიშნული ასოები, შეაგროვეთ ჟურნალის სახელწოდების შემადგენელი შვიდივეასო
(ც-ი-ს-კ-ა-რ-ი)და აიხდინეთ ოცნება – თქვენი მეგობარი ,,ცისკრის’’მეოხებით და საპატრიარქოს თანადგომით, მაგიური შვიდი ასოს წყალობით, უფასოდ იმოგზაურეთწმინდა მიწაზე.

This post has been edited by Elguja on 23 Nov 2010, 16:12

მიმაგრებული სურათი
ciskari_cover_resize.jpg
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 26 Nov 2010, 18:52  #22697005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინ მოდის ,,ცისკრის'' პრეზენტაციაზე?...smile.gif
Trebuchet
თბილისელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1824
წევრი No.: 121971
რეგისტრ.: 3-October 10

გამოგზავნილია: 26 Nov 2010, 18:56  #22697058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როდის არის?.............................................................
Elguja
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 72457
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 29 Nov 2010, 10:21  #22735834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
30 ნოემბერს, სამშაბათს, 17 საათზე....
gio-floyd88
older


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 528
წევრი No.: 59122
რეგისტრ.: 22-April 08

გამოგზავნილია: 7 Dec 2010, 01:09  #22851282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
რამე ახალი არ ხდება? sad.gif
-----------------------------------------------------------
IRAKLI_1o
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1409
წევრი No.: 123888
რეგისტრ.: 19-November 10

გამოგზავნილია: 14 Dec 2010, 22:41  #22970625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

16 დეკემბერს 18:00 სთ-ზე, გურამ დოჩანაშვილი ''რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება'' (ავტობიოგრაფიული რომანი) [წიგნის პრეზენტაცია] მდებარეობა: (თიბისი გალერა) მარჯანიშვილის N7

დააწკაპუნეთ
earth
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1100
წევრი No.: 31806
რეგისტრ.: 22-March 07

გამოგზავნილია: 14 Dec 2010, 23:47  #22971991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი თარგმანების პრეზენტაცია

ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი 2010 წლს 16 დეკემბერს 18 სთ–ზე გიწვევთ მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემული ახალი თარგმანების პრეზენტაციაზე, სადაც წარმოგიდგენთ შემდეგ წიგნებს:

ადრიან მარინო – კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია
ჟან ჟენე – ნოტრ-დამ-დე-ფლერი
ამელი ნოტომი – საწვავი
კლოდ ლევი-სტროსი – ტოტემიზმი დღეს
იზაბელ ებერარდი – მოგზაურობა მაღრიბში
მერტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი
ანა გავალდა – მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც
მარკ ლევი – სად ხარ ?

ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ლიტერატურული ჟიური დაასახელებს წლის საუკეთესო თარგმანს ფრანგული ენიდან და დააჯილდოებს მთარგმნელს.
მის: გუდიაშვილის ქ. 10, მიუსოს სახელობის დარბაზი
ტელ: 92 28 55 / 92 33 04


--------------------
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...
RTR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3174
წევრი No.: 8928
რეგისტრ.: 21-February 05

გამოგზავნილია: 26 Dec 2010, 19:13  #23151041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
27 დეკემბერს ნიკო გომელაურის ლექსებზე შექმნილი სპექტაკლია თავისუფალ თეატრშიიიიიიიიიიიიიი
diogene
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 494
წევრი No.: 7944
რეგისტრ.: 28-December 04

გამოგზავნილია: 26 Dec 2010, 19:20  #23151141      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წლის ბოლო ნამეტანი დატვირთულია smile.gif

This post has been edited by diogene on 26 Dec 2010, 19:37

მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 159 )
მიმაგრებული ფაილი  diogenes_mosatsvevi_2.pdf
buza5
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 126534
რეგისტრ.: 27-January 11

გამოგზავნილია: 28 Jan 2011, 01:02  #23692538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ჭირს ფორუმს, რამდენი ხანია პოსტს ვერ ვდებდი, ძლივს........................

This post has been edited by buza5 on 28 Jan 2011, 01:05
pacient
ინგა ლოვლი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 492
წევრი No.: 42903
რეგისტრ.: 29-September 07

გამოგზავნილია: 3 Feb 2011, 22:10  #23815840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

საქართველოს პენ-ცენტრი,
ამა წლის 18 და 19 თებერვალს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში (მის: გ. ჭანტურიას 8) მართავს შეხვედრას ქართული პენ-ცენტრის განახლების, ახალი პრეზიდენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის მიზნით.

პენ-ცენტრის წევრობა შეუძლია ყველა მწერალს, ჟურნალისტსა და გამომცემელს, რომელიც იზიარებს ...საერთაშორისო პენ-ცენტრის პრინციპებს. პენ-ცენტრში გაწევრიანების მსურველებს, გთხოვთ, განცხადება გამოგვიგზავნოთ ამა წლის 15 თებერვლამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgianpencenter@gmail.com

საქართველოს პენ-ცენტრის საინიციატივო ჯგუფი,

დავით ქართველიშვილი
ნაირა გელაშვილი
რატი ამაღლობელი
ნინო ქადაგიძე
შორენა შავერდაშვილი


--------------------
ავანტყოფი მამაშენია
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.9290 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]