forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბნელი კოშკი/The dark tower, II ნაწილი
Henyd0r1
ალვენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16344
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

  გამოგზავნილია: 29 Jan 2016, 12:41  #46858407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

“The man in black fled across the desert, and the gunslinger followed.”


ბნელი კოშკი - მომაკვდინებელი საგა

ბნელი კოშკი ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის 7 (+1) წიგნიანი საგაა. ჟანრობრივად ის აერთიანებს სამეცნიერო ფანტასტიკას, ფენტეზის, თრილერს, ჰორორს, ვესტერნს და ა.შ. ეს არის კინგის შემოქმედების გვირგვინი, მისი მაგნუმ ოპუსი. რვა ნოველა ჯამში 4.250 გვერდს ადგენს. ის გაჯერებულია უამრავი პერსონაჟით, ლოკაციით, ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტებით და მოვლენებით და რაც მთავარია იმ დამაინტრიგებელი და სულის შემძვრელი სიუჟეტური ხაზით, რაც გაიძულებს კიდევ და კიდევ იკითხო წიგნი მანამ, სანამ ბნელ კოშკს არ მიაგნებ.

ბნელი კოშკი ათობით წლის ნამუშევარია. სტივენ კინგს, როგორც თავად ამბობს, ამ რომანების სერიის შექმნის სურვილი 19 წლის ასაკში გაუჩნდა და როგორც ჩანს, სწორედ ეს არის იმის მიზეზიც, რომ "19" ბნელ კოშკში უდიდეს დატვირთვას ატარებს.

კოშკი

ბნელი კოშკი ნაწარმოების იდეაა. მისი ღერძი და მამოძრავებელი ძალა. შინაარსობრივად, ბნელი კოშკი სამყარო(ები)ს მაწონასწორებელი ობიექტია, რომელსაც უკავშირდება სინათლის სხივები, თითოეულ სინათლის სხივს თავისი მცველი ჰყავს, მაგრამ ჟამთასვლამ სხივთა ბილიკების განადგურება გამოიწვია. პროცესი გრძელდება და მის საბოლოო შედეგად ბნელი კოშკის დაცემა, მასთან ერთად კი ყოველის აღსასრული ისახება. ბნელი კოშკი არის წიგნის მთავარი გმირის - როლანდ დიშეინის მიზანი, ცხოვრების აზრი და დანიშნულება. ის გალაადელ მსროლელთა შთამომავალი და თავისი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელია. ის არის უკანასკნელი მსროლელი და მან უნდა მიაღწიოს ბნელ კოშკს.



კა-ტეტი

საგის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიც არის, რომ ის არ არის მოქცეული ერთ კონკრეტულ რეალურ, ან გამოგონილ სამყაროში. მუდმივად იცვლება დრო, პერიოდულობა, ქრონოლოგიური ხაზი და მასთან ერთად ლოკაციებიც, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. 7 წიგნის განმავლობაში მოქმედების მთავარ არეალად ხან პარალელური "შუასამყარო", ხანაც მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ნიუ-იორკი გვევლინება. თითოეულ ამ ადგილთან და დროსთან არიან დაკავშირებული როლანდის თანამგზავრებიც, რომლებიც მასთან მრავალთაგან შექმნილ ერთობას ქმნიან, ამ ერთობას გალაადელი კა-ტეტ-ად მოიხსენიებს, რომელიც კა-ს დადგენილ გზას მიუყვება.


კა

კა ყოველივეა, რაც წარმართავს სამყაროს ბედს, მის სვლას. კა არის ბორბალი, ის მუდამ ბრუნავს და ყოველივე მასთან არის კავშირში. როლანდი ხშირად ახსნებს ხოლმე ამა თუ იმ მოვლენის დროს, რომ კა-მ ასე გადაწყვიტა, თითქოს მას ყველაფრის გამართლება ამ გზით სურს, რადგან ყველაფერი უბედურებაც, რაც წიგნის გმირებს მათი მოგზაურობის დროს გადახდებათ, კა-ს 'ბრალდება'. ასეთი უბედურებების მთავარი შემოქმედი კი ალისფერი მეფეა.

ალისფერი მეფე

ღირსეული მსროლელის ღირსეული მოწინააღმდეგე. ალისფერი მეფე არის ყველაფერი ბოროტების წყარო, ის არის ავხორცი, პირსისხლიანი არსება, რომელსაც სხვადასხვა სახის მიღება შეუძლია, თუმცა ყველაზე გავრცელებული გაძვალტყავებული, წითელ მოსასხამიანი ბებრუხანას სახეა. ალისფერი მეფე ძირითადად სიუჟეტში არ ჩანს, თუმცა წიგნი სავსეა მისი დამქაშებით, რომლებიც არამარტო ბნელ კოშკთან, არამედ კინგის სხვა წიგნებთანაც არიან კავშირში.

ხიდები სხვა წიგნებში

როგორც თავად კინგი ამბობს და შინაარსიდანაც ირკვევა, ბნელ კოშკში მან შეეცადა თავისი შემოქმედების მრავალი ელემენტი გაეერთიანებინა. ასე მაგალითად, დაემსგავსებინა როლანდის სამყარო "დრაკონის თვალ"-ში დახატული ქვეყნისთვის, სადაც მთავარი ბოროტი ძალა რანდალ ფლაგია. იგივე, ვინც როლანდს პირველ წიგნში ალისფერი მეფის სახელით ებრძვის. ეს არსება მეორდება "წინააღმდეგობაშიც." აშკარა ძაფებია გაბმული "ის"-თან და მის მთავარ ბოროტმოქმედთანაც, რომლის ერთ-ერთ სახებასაც ალისფერი მეფე საგის ბოლო წიგნებში იღებს. თავად ალისფერი მეფე ნახსენებია "უიმედოთა ქალაქსა" და "უძილობაში" თუმცა, ბნელ კოშკთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული, ჩემი აზრით, მაინც "სალემის ხვედრია", რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი - დონალდ კალაჰანი, თავის მხრივ, ბნელი კოშკის მთავარი გმირიცაა (თუმცა დასაწყისიდანვე - არა).

user posted image

***

ბნელი კოშკის კომიქსების ადაპტაციას ახდენს "მარველი" და უკვე გამოსულია რამდენიმე ნომერი, თუმცა დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

ქართულ ენაზე ბნელი კოშკის პირველი სამი წიგნია თარგმნილი გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ. შემდეგი ნაწილების გამოცემის დრო ჯერჯერობით უცნობია.

სასარგებლო ბმულები:

ბნელი კოშკის საუკეთესო ილუსტრატორად ითვლება მაიკლ ველანი: http://www.michaelwhelan.com/
ბნელი კოშკის ოფიციალური ვებ-საიტი: http://stephenking.com/darktower/
25-წიგნიანი სწორი თანმიმდევრობა ბნელი კოშკის და მასთან დაკავშირებული წიგნების წასაკითხად: http://honkmahfah.blogspot.com/2012/04/dar...-order-for.html
სტივენ კინგის ქართული ფანკლუბი: https://www.facebook.com/groups/1390797121228669/?fref=ts

***

სპეციალურად არაფერს ვამბობ კინო-ეკრანიზაციაზე და შერჩეულ როლებზე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თავი შევიკავოთ მაინც...
აქვე წინა თემის ლინკი: ბნელი კოშკი/The dark tower
და აქტიური მპოსტავები: ბნელი კოშკი/The dark tower


* * *





თუ უნდათ ყველა პერსონაჟი შავები ჰყავდეთ, ოღონდ ეს სიმღერა სადმე რომელიმე ნაწილში საუნდთრექად ჩასვან:



--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
thanos
Endless Nation


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11782
წევრი No.: 153296
რეგისტრ.: 24-August 12

გამოგზავნილია: 29 Jan 2016, 16:47  #46860570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიქსირენცო...
ბოლო ბოლო რა გაირკვა, იდრისა გაუშვეს როლზე?


--------------------
So, a warrior scarecrow god walks into a bar...

He said, ‘Daylight Wall stands forever. Daylight Wall stands forever. No wall stands against it. Bring them down.’
He said it as though it still meant something.
He kept on saying it until the pack of beasts tore him apart.
ZGarb1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1768
წევრი No.: 124616
რეგისტრ.: 8-December 10

გამოგზავნილია: 29 Jan 2016, 16:47  #46860571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები ^^ კოშკელების კლუბში
Henyd0r1
ალვენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16344
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 29 Jan 2016, 23:44  #46864652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (thanos @ 29 Jan 2016, 16:47 )
ფიქსირენცო...
ბოლო ბოლო რა გაირკვა, იდრისა გაუშვეს როლზე?

არ არის ჯერ გადაწყვეტილი
ეგ კიარა, აგერ ამერიკელ ღმერთებსაც გაშავებას უპირებენ user.gif
thanos
Endless Nation


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11782
წევრი No.: 153296
რეგისტრ.: 24-August 12

გამოგზავნილია: 29 Jan 2016, 23:55  #46864774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Henyd0r1 @ 29 Jan 2016, 23:44 )
QUOTE (thanos @ 29 Jan 2016, 16:47 )
ფიქსირენცო...
ბოლო ბოლო რა გაირკვა, იდრისა გაუშვეს როლზე?

არ არის ჯერ გადაწყვეტილი
ეგ კიარა, აგერ ამერიკელ ღმერთებსაც გაშავებას უპირებენ user.gif

მანდ ხომ დაინიშნა ნეგრო უკვე მთავარ როლში?
Ras_al_Ghul
"Fear is the mind-killer"


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3876
წევრი No.: 210076
რეგისტრ.: 11-November 15

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 10:49  #46866951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსაციონ :3 love.gif

. .


--------------------
¡A POR LA DUODÉCIMA!

"Now you're looking for the secret. But you won't find it because of course, you're not really looking. You don't really want to work it out. You want to be fooled."

უბიკი™
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25499
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 20:53  #46871629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰაილ მსროლელო,მშვენიერი თემაა,არ დაგვიწყებია მამაშენის სახე..............

მააააგრამ მგონი ის პირველი ვიდეო,უნდა წავშალოთ

მოვუსმინე კიდე ერთხელ და მთელი ემოცია მოიტანა.......დაწყებული რივერქროსინგიდან დამთავრებული,....

This post has been edited by narmonana on 30 Jan 2016, 20:58


--------------------

Нам с тобой голубых небес навес,
Нам с тобой станет лес
Глухой стеной,
Нам с тобой из заплёванных
Колодцев не пить,
План такой нам с тобой.
Nickboy
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2976
წევრი No.: 31021
რეგისტრ.: 7-March 07

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 21:12  #46871841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დამთავრებულია ამ წიგნების გამოშვება?

თბილისში იყიდება სადმე ინგლისურად?
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25499
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 21:35  #46872094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nickboy
დამთავრებული არაა

შოვნა შეიძლება




ვინმემ ყველა კომიქსის გადმოსაწერი ლინკი გამიჩითეთ რა.............

მობილურისთვის მინდა

This post has been edited by narmonana on 30 Jan 2016, 21:36
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1816
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 21:55  #46872316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.


ნაღდი კინომანი- სერიალებს არ უყურებს © masha
severuss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3418
წევრი No.: 132155
რეგისტრ.: 6-June 11

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 22:40  #46872753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფილმი არის ამ წიგნების მიხედვით?
Ras_al_Ghul
"Fear is the mind-killer"


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3876
წევრი No.: 210076
რეგისტრ.: 11-November 15

გამოგზავნილია: 30 Jan 2016, 22:42  #46872765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
severuss

2017ში გამოდის
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25499
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 09:18  #46875044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Joiner
უუუ,გმადლობთ,გმადლობთ.............
Henyd0r1
ალვენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16344
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 19:10  #46879206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან საკაიფო მაიკაა იაფად კარგი საიტიდან. (გამოცდილი მაქვს და ხარისხიც და ზომებიც კარგია)

http://www.teefury.com/

მხოლოდ დღეს არის როლანდის დიზაინით. თუ ვინმეს გინდათ
Future>
  


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9061
წევრი No.: 89498
რეგისტრ.: 21-April 09

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 22:47  #46881246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Henyd0r1 @ 31 Jan 2016, 19:10 )
ძალიან საკაიფო მაიკაა იაფად კარგი საიტიდან. (გამოცდილი მაქვს და ხარისხიც და ზომებიც კარგია)

http://www.teefury.com/

მხოლოდ დღეს არის როლანდის დიზაინით. თუ ვინმეს გინდათ

თუ გიცდია, შიპინგი ემატება მაგ 11$ს?


კარგია up.gif


--------------------
þú ert einn ♥

We might be dead by tomorrow
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Sunwell
Topic Options Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0344 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]