წელი: 2017
ჟანრი: Adventure
შემქმნელი: Giant Sparrow
გამომცემელი: Annapurna Interactive
პლატფორმა: PC / PlayStation 4
What Remains of Edith Finch არის ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ოჯახის უცნაური ისტორიების კოლექცია.
ედიტი იკვლევს თავისი ოჯახის ისტორიას და ცდილობს გაარკვიოს, თუ რატომ დარჩა თავისი გვარის ერთადერთი ცოცხალი წარმომადგენელი. მასთან ერთად, თქვენ მოგიწევთ შეისწავლოთ ფინჩების კოლოსალური სახლი და მოიძიოთ ისტორიები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, განიცადოთ ყოველი ახალი ოჯახის წევრის ცხოვრება მისი სიკვდილის დღეს, ისტორიებით შორეულ წარსულიდან დღემდე.
გეიმფლეი და ისტორიები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თავად ფინჩები. საერთო მხოლოდ ისაა რომ თითოეული მათგანი პირველი პირის პერსპექტივით არის და ყოველი ამბავი ოჯახის წევრის სიკვდილთან ერთად მთავრდება.
საბოლოო ჯამში, ეს არის თამაში იმის შესახებ, თუ რა პატარა და უმნიშვნელოა ადამიანი, მის გარემომცველ უკიდეგანო და გაურკვეველ სამყაროსთან შედარებით.
მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
ოპერაციული სისტემა: Windows Vista SP2 64-bit
პროცესორი: Intel i3 2125 3.30 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
ვიდეო: GeForce GTX 750/AMD Radeon 7790
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 5 GB
http://store.steampowered.com/app/501300/W...of_Edith_Finch/ტორტენტებზეც დევს უკვე:
https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5393689 This post has been edited by nick_el_son on 23 May 2017, 12:08