წეღან გადმოვწერე თორის ბრაუზერი იუთუბზე რაღაც ვიდეოს ვუყურე დარკნეტში შესვლაზე. შევედი, ვერაფერი ვერ გავიგე და გამოვედი. თან არარეგალური ყოფილაო თუ რაღაც. იქ ცუდი ხალხიაო
ან რად მინდოდა აზრზე არ ვარ.
მოკლედ, ანინსტალი მინდა გავუკეთო თორის ბრაუზერს, მაგრამ დაინსტალირებულ პროგრამებში არ მაჩვენებს. როგორც მაგალითად მოზილას ან ოპერას მაჩვენებდა. დავგუგლე "How do I completely remove Tor browser?"-მეთქი და ეწერა, წაშალეთ დესკტოპიდან/ფაილიდან და მერე ნაგვის ყუთი გაასუფთავეთ და ეგააო.
მეტი არაფერი უნდა?
წავშალო, ნაგვიდანაც წავშალო და მორჩა?
ეს გამაგებინეთ რო ამაღამ წყნარად დავიძინო
მოდერს ვთხოვ თუ თემა არასწორ განყოფილებაშია შეასწოროს. ჯერ არ წამიშალოთ.
This post has been edited by kkaaxxaa on 4 Dec 2020, 21:57