Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > კენედის მკვლელობიდან 50 წელი გავიდა


Posted by: MASU 19 Nov 2013, 09:02
http://radikal.ru/fp/99a30c7ee3044c26aa970fe841d34b57




კენედის მკვლელობიდან 50 წელი გავიდა
რა გახსენდებათ მასზე
რას ან ვის უკავშირებთ მის სახელს
რა ასოციაციები მოგდიტ თავში?

1963 წლის 23 ნოემბერი დალასი
ვორნერის კომისია
დასკვნა: ოსვალდი მარტო მოქმედებდა

JFK- ამერიკელები მას ასე უბრალოდ მოიხსენებენ
პირველი კათოლიკე და რიგით მე2 ახლაგაზრდა მრეზიდენტი




მისი ცნობილი სიტვები:
Ask not what your country can do for you; ask what you can do for your country.

კუბის კრიზისი
კასტროს დამხობის მცდელობა და იმიჯწართმეული აშშ-ს საგარეო პოლიტიკა

სსრკ-სტან დაძაბული ურთიერტობა და მასთან ბირთვულ შეტაკების დიდი ალბათობა


ხრუშოვთან პირად უსიამოვნებამდე დასული ურთიერთობები და მის მიერ მიტოვებული ვენის სამიტი
ფოტოზე ჟაკლინი და ხრუშოვნა-ღრუტუნოვნა (ნუ ხრუშას ჩამოგავს ხრუშოვის ცოლი)
საბოლოოდ , კუბიდან გატანილი საბჭოური სარაკატო დანადგარები და სანაცვლოდ კასტროს რეჟიმის დატოვება

საბჭოეთთან დადებული ბირტვული შეთანხმება.
პტარა ბიჭმა (ასე ეძახოდა ხრუშოვი მას, ასაკის გამო)მაინც ტავისი გაიტანა

ბერლინის კედლის აღმართვა

Peace Corps შექმნა
სამოქალაქო უფლებების დაცველი , რასიზმისა და შავების სეგრიგაციის წინაარმდეგ მებრძოლი, მისი შეხედულებები სამოქალაქო უფლებების აქტს დადედო საფუძვლად
აპოლოს პროექტი და მთვარეზე დაფრენა
მერლინ მონრო , სი-აი ეი და რობერტ კენედი
Happy Birthday Mr president მედისონ გარდენ სკვეაზე მომღერალი მერლინ მონრო
ოსვალდი
არლინგტონის სასაფლაოზე დადებული უბრალო ფილა
შორიახლოს რობერტი და ედუარდი

უბრალო ამერიკელებისათვის ახლაც ყველაზე მისაღები და მისაბძი პრეზიდენტი
ადამიანი, რომელიც პირველად ეცადა ახლოს მისულიყო ამომრჩეველთან და მოქალაქესთან
უბრალო და ტავისუფალი საუბარში, ქცევასი, ჩაცმაში
სამაგიეროდ ძალიან ფეშენ ცოლის პატრონი,ძალიან ფრანგულ -არისტოკრატული
ძალიან ცნობილი და ამბიციური მამისა (_ინგლისში ელჩი II მსოფლიო ომის დროს)და ბაბუის (ბოსტონის მერი) შტამომავალი, მასაჩუსეტის პოლიტ. ელიტის წარმომადგენელი, ბავშობიდანვე იზრდებოდა როგორც აშშ ს მომავალი პრეზიდენტი და არა მარტო ის..........
როგორც მისი შვილი ჯონ ჯუნიორ კენედი იტყვის მოგვიანებით, ბებიაჩემი როუზი სულ იმას გვეჩიჩინებდა
თქვენ 2 ჯერ მეტი მოგეტხოვებათ ვიდრე სხვებს, რადგან მათტან შედარებით მეტი შესაძლებლობები გაგაჩნიათო.

ონასისი
და ჯაკლინი
მისი ებრაელი მილიონერი იუველირი ქმარი მე-5 ავენიუდან
ჯონ ჯუნიორი და კაროლინი, ბიძაშვილის ქორწილში წავიდნენ და ატლანტიკის ოკეანეში დაასრულს სიცოცხლე
ჭორები კლინტონებთან დაკავშირებით
კაროლაინი იააპონიის ელჩი
და მისი ფილანტროფისტი ებრაელი ქმარი
JFK ის და კეტრინი და გაერო

მარია შრაივერი და არნოლდ შვარცენეგერი
რობერტ კენედი და ეთო, კანადელი მილიონერის შვილი
ამათ 11 შვილი ჰყავთ(დათ)


რამდენი არიან

სხვატაშორის ერთ- ერთი კენედის საყვარელი იყო საფრანგეტში ემიგრირებული ქარტველი ქალი, სამწუხაროდ გვარი დამავიწყდა.........


Posted by: ქაფქიანა 19 Nov 2013, 09:10
რაღაცნაირად კარგი პოსტია.

მე კიდევ ქართულად თარგმნნილი ,,პრეზიდენტ კენედის მკვლელობა" გამახსენდა.

არ მჯერა ვინმე არსებობდეს, ვისაც ეგ წიგნი არ აქვს წაკითხული.

Posted by: Kakha 19 Nov 2013, 09:14
ამასწინათ ვუყურე კარიბის კრიზისზე გადაცემა იყო, მიუხედავად იმისა რომ მუდმივად ამფიტამინებზე იჯდა და დიდი მექალთანეც იყო, ამ კრიზისში განსაკუთრებული გამჭრიახობა და გონიერება გამოიჩინა, წავიდა თითქმის მთელი მთავრობის წინააღმდეგ, გარისკა და მოიგო კიდეც.
მუდმივად ტრიალებს მისი მკვლელობის ვერსიები მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები რომ არ ყოფილა არანაერი სასწაული შეთქმულება, უბრალოდ საბედისწერო დამთხვევების მსხვერპლი გახდა...

Posted by: MASU 19 Nov 2013, 09:28
ქაფქიანა
გუშინ ფილმი ვნახე და ძალიან მომინდა რაღაც დამეწერა............
3 წელიწადში იმდენი კვალი დატოვა, რასაც ბევრი 2 საპრეზიდენტო ვადაში ვერ აკეთებს.
Mark Lane ს აქვს კარგი წიგნი კენედის მკვლელობაზე სულ სხვა ვერსიებზე
Kakha
QUOTE
მუდმივად ტრიალებს მისი მკვლელობის ვერსიები მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები რომ არ ყოფილა არანაერი სასწაული შეთქმულება, უბრალოდ საბედისწერო დამთხვევების მსხვერპლი გახდა... 
       

ზუსტად მეც მასე ვფიქრობ.
ოსვალდი შ იზოფრენიკი იყო და აკვიტებული აზრები აწუხებდა.


Posted by: zugdidi2013 19 Nov 2013, 09:31
MASU
QUOTE
ოსვალდი შ იზოფრენიკი იყო და აკვიტებული აზრები აწუხებდა.


მასეა მინსკსი 3 წელი იცხოვრო , ხრუსოვის პერიოდში ცოტა არარის, თან კომუნისტური იდეები აწუხებდა.

Posted by: nocs_13 19 Nov 2013, 09:35
ისა და ონასისი(ჰა აბა რაღაცეები არ იყოს) ბერძენი არ იყო? არგენტინაში სად იშოვა იმოდონა მაყუთი?

Posted by: MASU 19 Nov 2013, 09:40
მოდერატორებო,
ეს თემა საერთაშორისოში არ გადაიტანოთ, გთხოთ!
მოკვდება.
23 მდე აცოცხლეთ!
zugdidi2013
QUOTE
მასეა მინსკსი 3 წელი იცხოვრო , ხრუსოვის პერიოდში ცოტა არარის, თან  კომუნისტური იდეები აწუხებდა.

კი, კომუნისტობას აწვებოდა,
ამერიკაში როცა დაბუნდა, ძმას ჰკითხა, ჟურნალისტები სად არიან?
ეგონა დიდი პერსონა იყო
ბელორუსიაში რომ გაეჩერებიათ ვენები გადაიჭრა.

Posted by: aivenho 19 Nov 2013, 10:03
QUOTE
პრეზიდენტებს ამერიკაშიც კლავენ

კაი ახლა
აცალე
სულ ახალი დანიშნულია

Posted by: Saturn 19 Nov 2013, 10:07
ქაფქიანა
QUOTE
ქართულად თარგმნნილი ,,პრეზიდენტ კენედის მკვლელობა" გამახსენდა.

არ მჯერა ვინმე არსებობდეს, ვისაც ეგ წიგნი არ აქვს წაკითხული

ვინაა ავტორი? მე რუსულად მაქვს წაკითხული წიგნი ანალოგიური სახელწოდებით.

Kakha
QUOTE
რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები რომ არ ყოფილა არანაერი სასწაული შეთქმულება, უბრალოდ საბედისწერო დამთხვევების მსხვერპლი გახდა...

მასეთი პირი უჩანს

В Лаборатории баллистических исследований Армии США проводились испытания, целью которых было определить, может ли стрелок с той подготовкой, какую получил Освальд во время службы в морской пехоте, и с такими результатами, какие на тренировках показывал Освальд, за сопоставимое время произвести три выстрела с сопоставимого расстояния по мишени[33]. В эксперименте участвовали трое стрелков (двое гражданских и один военный), не знакомых с этой моделью винтовки. Им предстояло выполнить по два выстрела по трём мишеням, находившимся на расстоянии 175 футов, 240 футов и 265 футов. Результатом были шесть из шести попаданий по первой мишени, два из шести — по второй и пять из шести — по третьей. В первой серии три стрелка затратили 4,6, 6,75 и 8,25 секунд соответственно, во второй — 5,15, 6,75 и 8,25 секунд

Robin Hood
QUOTE
ამერიკის პროპაგანდა მაგრად აწვება იმ აზრს რომ კენედი მოკლა ფიდელ კასტრომ

საიდან მოიტანე? არასდროს არ განიხილებოდა ეგ საკითხი სერიოზულად.

Posted by: Robin Hood 19 Nov 2013, 10:09
ამერიკის პროპაგანდა მაგრად აწვება იმ აზრს რომ კენედი მოკლა ფიდელ კასტრომ.......

როგორც ჟვანია გაიგუდა გაზით ისევე მჯერა მაგის......

2019 წელს წესით გამოძიებაზე გრიფი საიდუმლო უნდა აიხსნას მაგრამ არა მგონია რო რამე გამოირვკეს მაინც


ხო ისე კენედის სხეულიდან ამოღებული ტყვიები გაქრა......ამბობენ სხეულში დადნაო...

როდის იყო ლითონის ტყვია ადამიანის სხეულში დნებოდა......



Posted by: MASU 19 Nov 2013, 17:06
Robin Hood
QUOTE
ამერიკის პროპაგანდა მაგრად აწვება იმ აზრს რომ კენედი მოკლა ფიდელ კასტრომ.......

ოფილიალურ ვერსიად არასდროს განხილულა.
და არა მარტო ფიდელს უკავშირებდნენ, ხრუშოვსაც.
2 ქვეყანას შორის პოლიტ.დაძაბულობის გარდა, ამ ადამიანებს დიდი პირადი ანტიპათია ჰქონდათ.
ის არ გაგიგიათ, მერლინ მონრო კგბ-ს დავერბოვკებული ჯაშუში იყო?
ასეთი ჭორის დონეზე დაწერილი სტატიც არსებობს
მიზეზი, რატომაც მითქმა-მოთქმის დონეზე განიხილებოდა , ოსვალდის მარქსისტულ-კომუნისტური იდეები იყო,
თანაც 3 სსრკში ცხოვრობდა
და რუსი ცოლი ჰყავდა
იყო ვერსია რომ სამხრეთელმა მაფიოზებმა მოკლეს, ფაქტია, რომ არც სამხრეტელ კონსერვატორებს ეხატებოდათ გულზე
ჩატარდა დიდი სასამართლო პროცესი, მაგრამ კავშირები არ გამოიკვეთა
ოსვალდის მკვლელი რუბი 3 წელი ჰყავდათ ციხეში და არაფერი ახალი თქმულა
Saturn
QUOTE
ქაფქიანაQUOTE ქართულად თარგმნნილი ,,პრეზიდენტ კენედის მკვლელობა" გამახსენდა.არ მჯერა ვინმე არსებობდეს, ვისაც ეგ წიგნი არ აქვს წაკითხულივინაა ავტორი? მე რუსულად მაქვს წაკითხული წიგნი ანალოგიური სახელწოდებით.

ალბათ რუსულიდანაა ტარგმნილი,
ავტორი არ მახსოვს მაგრამ ახლაც უნდა მქონდეს
მე ქართულად წავიკითხე ღრმა ახალგაზრდობაში

Posted by: SIDCFC 19 Nov 2013, 17:09
Dr. Mary's Monkey: How the Unsolved Murder of a Doctor, a Secret Laboratory in New Orleans and Cancer-Causing Monkey Viruses are Linked to Lee Harvey Oswald, the JFK Assassination and Emerging Global Epidemics



ეგ არის. up.gif

Posted by: dega 19 Nov 2013, 17:12
ეგ მაგიტომ მოკლეს ამერიკელებმა რომ დღევანდელი დამპალი მსოფლიო მიეღოთ

Posted by: MMS 19 Nov 2013, 17:14
კენედი მოკლეს იმიტომ რომ არ ასრულებდა იმ დავალებებს რასაც ზემოდან კარნახობდნენ wink.gif
სხვა მხრივ შეუძლებელი იყო მაშინაც და ახლაც ვინმეს მოეკლა აშშს პრეზიდენტი.
სანამ გაივლის 3-4 დღით ადრე ამოწმებენ ლამის იმ ადგილს და ხალხია ჩაყენებული, ყველა დეტალი გათვლილი.
კუბელმა ბომჟმა მოკლა არა ლეღვი biggrin.gif
არც იმაშია გასაკვირი რამე რომ ამხელა ქვეყნის საკითხების გადაწყვეტა არა პრეზიდენტის მიერ არამედ გაცილებით გავლენიანი
ხალხის მიერ ხდება, რომლებიც ვერ/არ დაუშვებენ რომ ვინმე სულელის გამო ქვეყნის ბედი ბეწვქვეშ ეკიდოს.
საქართველო კი არაა ყველა გიჟი რომ მოდის Mთავრობაში და დედას უხნავს biggrin.gif facepalm.gif
აგერ ბიძინას უნდა ეგ მოდელი wink.gif

Posted by: beatlesflacone 19 Nov 2013, 17:15
MASU
QUOTE
რა გახსენდებათ მასზე

აეროპორტი და ბლომად სექსი.

Posted by: MASU 20 Nov 2013, 21:04
dega
QUOTE
ეგ მაგიტომ მოკლეს ამერიკელებმა რომ დღევანდელი დამპალი მსოფლიო მიეღოთ 
       

დეგა, ოსვალდი კომუნისტური იდეებით იყო გატაცებული და მემარცხენეობას აწვებოდა.

SIDCFC
ეგ ვერსია , არასდროს არ გამიგია

Posted by: chukius 20 Nov 2013, 21:24
ერთის მაგის მაფიოზი ოჯახიც ავაფეთქე.

Posted by: მაკიაველი 20 Nov 2013, 21:28
QUOTE (MASU @ 19 Nov 2013, 09:02 )
http://radikal.ru/fp/99a30c7ee3044c26aa970fe841d34b57




კენედის მკვლელობიდან 50 წელი გავიდა
რა გახსენდებათ მასზე
რას ან ვის უკავშირებთ მის სახელს
რა ასოციაციები მოგდიტ თავში?

1963 წლის 23 ნოემბერი დალასი
ვორნერის კომისია
დასკვნა: ოსვალდი მარტო მოქმედებდა

JFK- ამერიკელები მას ასე უბრალოდ მოიხსენებენ
პირველი კათოლიკე და რიგით მე2 ახლაგაზრდა მრეზიდენტი




მისი ცნობილი სიტვები:
Ask not what your country can do for you; ask what you can do for your country.

კუბის კრიზისი
კასტროს დამხობის მცდელობა და იმიჯწართმეული აშშ-ს საგარეო პოლიტიკა

სსრკ-სტან დაძაბული ურთიერტობა და მასთან ბირთვულ შეტაკების დიდი ალბათობა


ხრუშოვთან პირად უსიამოვნებამდე დასული ურთიერთობები და მის მიერ მიტოვებული ვენის სამიტი
ფოტოზე ჟაკლინი და ხრუშოვნა-ღრუტუნოვნა (ნუ ხრუშას ჩამოგავს ხრუშოვის ცოლი)
საბოლოოდ , კუბიდან გატანილი საბჭოური სარაკატო დანადგარები და სანაცვლოდ კასტროს რეჟიმის დატოვება

საბჭოეთთან დადებული ბირტვული შეთანხმება.
პტარა ბიჭმა (ასე ეძახოდა ხრუშოვი მას, ასაკის გამო)მაინც ტავისი გაიტანა

ბერლინის კედლის აღმართვა

Peace Corps შექმნა
სამოქალაქო უფლებების დაცველი , რასიზმისა და შავების სეგრიგაციის წინაარმდეგ მებრძოლი, მისი შეხედულებები სამოქალაქო უფლებების აქტს დადედო საფუძვლად
აპოლოს პროექტი და მთვარეზე დაფრენა
მერლინ მონრო , სი-აი ეი და რობერტ კენედი
Happy Birthday Mr president მედისონ გარდენ სკვეაზე მომღერალი მერლინ მონრო
ოსვალდი
არლინგტონის სასაფლაოზე დადებული უბრალო ფილა
შორიახლოს რობერტი და ედუარდი

უბრალო ამერიკელებისათვის ახლაც ყველაზე მისაღები და მისაბძი პრეზიდენტი
ადამიანი, რომელიც პირველად ეცადა ახლოს მისულიყო ამომრჩეველთან და მოქალაქესთან
უბრალო და ტავისუფალი საუბარში, ქცევასი, ჩაცმაში
სამაგიეროდ ძალიან ფეშენ ცოლის პატრონი,ძალიან ფრანგულ -არისტოკრატული
ძალიან ცნობილი და ამბიციური მამისა (_ინგლისში ელჩი II მსოფლიო ომის დროს)და ბაბუის (ბოსტონის მერი) შტამომავალი, მასაჩუსეტის პოლიტ. ელიტის წარმომადგენელი, ბავშობიდანვე იზრდებოდა როგორც აშშ ს მომავალი პრეზიდენტი და არა მარტო ის..........
როგორც მისი შვილი ჯონ ჯუნიორ კენედი იტყვის მოგვიანებით, ბებიაჩემი როუზი სულ იმას გვეჩიჩინებდა
თქვენ 2 ჯერ მეტი მოგეტხოვებათ ვიდრე სხვებს, რადგან მათტან შედარებით მეტი შესაძლებლობები გაგაჩნიათო.

ონასისი
და ჯაკლინი
მისი ებრაელი მილიონერი იუველირი ქმარი მე-5 ავენიუდან
ჯონ ჯუნიორი და კაროლინი, ბიძაშვილის ქორწილში წავიდნენ და ატლანტიკის ოკეანეში დაასრულს სიცოცხლე
ჭორები კლინტონებთან დაკავშირებით
კაროლაინი იააპონიის ელჩი
და მისი ფილანტროფისტი ებრაელი ქმარი
JFK ის და კეტრინი და გაერო

მარია შრაივერი და არნოლდ შვარცენეგერი
რობერტ კენედი და ეთო, კანადელი მილიონერის შვილი
ამათ 11 შვილი ჰყავთ(დათ)


რამდენი არიან

სხვატაშორის ერთ- ერთი კენედის საყვარელი იყო საფრანგეტში ემიგრირებული ქარტველი ქალი, სამწუხაროდ გვარი დამავიწყდა.........

კარგი პოსტი .... მხოლოდ რამოდენიმე რამეს თუ დაამატებს კაცი

მაგრამ იყოს ეგრე up.gif

Posted by: MASU 20 Nov 2013, 21:31
მაკიაველი
დაამატე, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, ოღონ შენ რომ იცი გრძელი პოსტების წერა , არ გინდა

Posted by: marta007 20 Nov 2013, 21:33
მოიცა, სადღაც ნეტში წავიკითხე, ვიცე პრეზიდენტის მოწყობილი ყოფილა მისი მკვლელობა, ჯონსონი იყო ხო?
ჟაკლინის დალუქული წერილი გახსნა შვილმა და იქ ეწერაო.
ახალი მითია? რევიცი.

Posted by: druncha 20 Nov 2013, 21:34
მაკიაველი
QUOTE
კარგი პოსტი .... მხოლოდ რამოდენიმე რამეს თუ დაამატებს კაცი

მაგრამ იყოს ეგრე

QUOTE
დაამატე, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, ოღონ შენ რომ იცი გრძელი პოსტების წერა , არ გინდა

ჰო, დაამატე... გელოდები... სამსახურში სიწყნარეა და კიდევ 6 საათი რა გაძლებს biggrin.gif

Posted by: Trance In Trance 20 Nov 2013, 21:40
მასალებს გრიფი ახსნეს უკვე ? mo.gif

Posted by: beatlesflacone 20 Nov 2013, 21:43
QUOTE
მისი ცნობილი სიტვები:
Ask not what your country can do for you; ask what you can do for your country.

+
Ich bin ein Berliner
user posted image

Posted by: შაქროII 20 Nov 2013, 21:44
ამერიკელების მოკლულია.....მაფიამ მილიარდები დაკარგა კუბაზე...............................................................................................

Posted by: note 20 Nov 2013, 23:05
QUOTE
გუშინ ფილმი ვნახე და ძალიან მომინდა რაღაც დამეწერა............


რომელი ფილმი?
რამოდენიმე წლის წინ მეც ვუყურებდი კენედიზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს


* * *
SIDCFC

რა საშინელი ვერსიაა sad.gif sad.gif

Posted by: Crazy Troll 20 Nov 2013, 23:43
Джон Ф. Кеннеди. Убийство в прямом эфире


Posted by: SIDCFC 20 Nov 2013, 23:48
MASU
QUOTE
ეგ ვერსია , არასდროს არ გამიგია

ბოლო, უახლესი ვერსიაა.
მეც დავიშოკე,

Posted by: ErK 20 Nov 2013, 23:55
Saturn
QUOTE
მასეთი პირი უჩანს

В Лаборатории баллистических исследований Армии США проводились испытания, целью которых было определить, может ли стрелок с той подготовкой, какую получил Освальд во время службы в морской пехоте, и с такими результатами, какие на тренировках показывал Освальд, за сопоставимое время произвести три выстрела с сопоставимого расстояния по мишени[33]. В эксперименте участвовали трое стрелков (двое гражданских и один военный), не знакомых с этой моделью винтовки. Им предстояло выполнить по два выстрела по трём мишеням, находившимся на расстоянии 175 футов, 240 футов и 265 футов. Результатом были шесть из шести попаданий по первой мишени, два из шести — по второй и пять из шести — по третьей. В первой серии три стрелка затратили 4,6, 6,75 и 8,25 секунд соответственно, во второй — 5,15, 6,75 и 8,25 секунд

და?..
ექსპერიმენტი უჩვენებს, რომ მას შეეძლო განხორციელება, მაგრამ არ უჩვენებს, რომ მან განახორციელა.

იმაზე თუ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტები, რამდენი ადგილიდან შეიძლებოდა დაეხვრიტათ კენედი და რამდენ სნაიპერს? არა? ნეტა რატომ. rolleyes.gif

marta007
QUOTE
სადღაც ნეტში წავიკითხე, ვიცე პრეზიდენტის მოწყობილი ყოფილა მისი მკვლელობა, ჯონსონი იყო ხო?

ხო.
QUOTE
იუტუბზე არის ლინდონ ჯონსონის საყვარლის, მედელაინ დუნკან ბრაუნის მოწმობა. ის უკვე ღრმად მოხუცია, და ამასწინათ განაცხადა, რომ მკვლელობის წინა ღამეს ჯონსონი შეხვდა დალასის ოლიგარქებს, შტატის ხელმძღვანელობას, გფბ-ისა და ცსს-ის ხელმძღვანელებს, და შეხვედრების შემდეგ სასხვათაშორისოდ ახსენა მასთან, რომ "კენედი მეტად აღარ მოაბეზრებს მას თავს.


MMS
QUOTE
კენედი მოკლეს იმიტომ რომ არ ასრულებდა იმ დავალებებს რასაც ზემოდან კარნახობდნენ wink.gif

"ტუტ ნე უბავიც ი ნე პრიბავიც". smile.gif
თუმცა არა - საკუთარი ინიციატივებიც კი დაიწყო და...

Posted by: Zarathustra 21 Nov 2013, 00:05
QUOTE
ვორნერის კომისია

უორენის
QUOTE
დასკვნა: ოსვალდი მარტო მოქმედებდა

რა თქმა უნდა, მარტო იყო, აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა... facepalm.gif
მოწმეების მკვლელობები, კლეი ბერტრანი, კუბელების ორგანიზებული დასაქმება, თვითონ ოსვალდის მკვლელობა და მისი მკვლელის მკვლელობა და პოლიციელის მკვლელობა, სამი გასროლით მიყენებული 7 თუ 8 ჭრილობა და მოწმეთა ჩვენებები ხო უბრალო გამონაგონი, ფანტაზიები და დამთხვევებია.
და პრეზიდენტს რო დაბრედენ, საქმის 60 წლით დაკონსერვებაში რა არის ეჭვისაღმძვრელი და უჩვეულო.

QUOTE
მე კიდევ ქართულად თარგმნნილი ,,პრეზიდენტ კენედის მკვლელობა" გამახსენდა.

არ მჯერა ვინმე არსებობდეს, ვისაც ეგ წიგნი არ აქვს წაკითხული.

შენ წარმოიდგინე, მე.
აგარაკზე ვიპოვნე, გადავშალე და - აგარაკზე რო წიგნს ვერ წაიკითხავ - ისეთი იდიოტობებით იყო გატენილი, შევაგდე ეგრევე ზევით.

Posted by: gorostrodnidi 21 Nov 2013, 00:09
კენედის მკვლელობიდან 50 წელი გავიდა

lol.gif

Posted by: ErK 21 Nov 2013, 00:14
Zarathustra
QUOTE
მოწმეების მკვლელობები, კლეი ბერტრანი, კუბელების ორგანიზებული დასაქმება, თვითონ ოსვალდის მკვლელობა და მისი მკვლელის მკვლელობა და პოლიციელის მკვლელობა, სამი გასროლით მიყენებული 7 თუ 8 ჭრილობა და მოწმეთა ჩვენებები ხო უბრალო გამონაგონი, ფანტაზიები და დამთხვევებია.
და პრეზიდენტს რო დაბრედენ, საქმის 60 წლით დაკონსერვებაში რა არის ეჭვისაღმძვრელი და უჩვეულო.

smile.gif
და დაცვის უფროსის მოქმედება, რომელმაც მანქანის აქეთ-იქით მიმავალი აგენტები მოაშორა იქაურობას, და ზოგი აგენტი, რომელიც იმ დღის მერე არავის უნახავს.

Posted by: Tom_Hagen 21 Nov 2013, 00:14
http://forum.ge/?showtopic=34502449&f=&st=0&#entry35357172


ამ თემასაც საერთაშორისოში გაუშვებენ?
smile.gif

Posted by: melodyman/ 21 Nov 2013, 02:42
http://kennedyandoswald.com/#!/premiere-screen

კარგია

Posted by: BAKURMEFE 21 Nov 2013, 03:09
QUOTE
 კენედის მკვლელობიდან 50 წელი გავიდა, პრეზიდენტებს ამერიკაშიც კლავენ

კლავდნენ !
და პრეზიდენტებს ამერიკაშI რომ კლავდნენ ეგრე უნდა biggrin.gif


ისე ფრიფი მოეხსნება მაგ საქმეს უკვე, ხანდაზმულია და საინტერესოა რამე სიახლე თუ იქნება smile.gifMMS
QUOTE
აგერ ბიძინას უნდა ეგ მოდელი 

yes.gif

Posted by: FRIDRIX 21 Nov 2013, 03:15
QUOTE
რა გახსენდებათ მასზე
რას ან ვის უკავშირებთ მის სახელს
რა ასოციაციები მოგდიტ თავში?

ეს ადამიანი იყო ამერიკის ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო პრეზიდენტი
რომელიც მოკლა თვითონ ამერიკამ სისტემამ

კენედის მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა ამერიკის სპეციალურმა სამსახურებმა

კენედის შემცვლელმა ჯონსონმა დაიწყო ვიეტნამის ომი რამაც როქფელერის კლანს მოუტანა მილიარდობით დოლარი
ეს იყო კენედის მკვლელობის მიზეზი

ფული


ფულია ყველაფრის მიზეზი

Posted by: beatlesflacone 21 Nov 2013, 03:22
user posted image
ხომ არ იცით, ამ კლინტ ჰილზეა გადაღებული კლინტ ესტვუდის მონაწილეობით ფილმი თუ დაცვის სხვა წევრზე?

Posted by: მაკიაველი 21 Nov 2013, 03:37
QUOTE (beatlesflacone @ 21 Nov 2013, 03:22 )
user posted image
ხომ არ იცით, ამ კლინტ ჰილზეა გადაღებული კლინტ ესტვუდის მონაწილეობით ფილმი თუ დაცვის სხვა წევრზე?

ეს არის სპეც.აგენტი კლინ ჰილის ცნობილი სურათი .... ის კონვოის მეორე მანქანის გამოსაწევ საფეხურზე იდგა , როდესაც მან გასროლა დააფიქსირა , ჩემოხტა საფეხურიდან და გაიქცა პრეზიდენტის ლინკოლნისკენ .

კლინტ ჰილი იყო ერთადერთი აგენტი , რომელმაც გააკეთა რეაგირება პირველ გასროლაზე

პრეზიდენტის დაცვის უფროსმა ( იმ დღეს ) როი კელერმანმა და მძღოლმა ბილი გრირმა მხოლოდ მეორე გასროლაზე გააკეთეს რეაგირება , ხოლო მესამე გასროლაზე გრირმა დააწვა გაზს

ზუსტად ამ დროს შეახტა პრეზიდენტის ლინკოლნის ბამპერს კლინტ ჰილი , ის აუცილებლად გადმოვარდებოდა , რომ არა ჟაკლინ კენედი , რომელიც გადაძვრა საბარგულზე და ხელი მიაწოდა სპეც.აგენტს .

კლინტ ჰილი ეგრევე გაწვა ლინკოლნის უკანა სავარძლების თავზე , რომ სხეულით დაეფარა პრეზიდენტი , მაგრამ ყველაფერი უკვე გვიან იყო ....

---- კლინტ ჰილი ასე შევიდა ისტორიაში .... აგენტი რომელმაც პირველი რეაქცია გააკეთა დალასის გასროლებზე ....

--------------

დალასის იმ დღის ამბები ძალიან საინტერესოა დღესაც ... ძალიან ბევრი კითხვები ახლაც არის .... მაგრამ ხალხს ეს უკვე ნაკლებათ აინტერესებს


FRIDRIX

და რით იყო საუკეთესო კენედი , როგორც პრეზიდენტი ? გამორჩეული ნამდვილად იყო .... ძალიან სიმპათიური , ხალხს ევასებოდა , კარგი გუნდით --- მაგრამ საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა

Posted by: beatlesflacone 21 Nov 2013, 03:42
მაკიაველი
QUOTE
კლინტ ჰილი ეგრევე გაწვა ლინკოლნის უკანა სავარძლების თავზე , რომ სხეულით დაეფარა პრეზიდენტი , მაგრამ ყველაფერი უკვე გვიან იყო ....

yes.gif
ახდილი ჰქონდა ჩაინიკი უკვე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ErK 21 Nov 2013, 03:48
უფროსი მცველის, ე. რობერტსის მოქმედება, რომელმაც გასროლებამდე 100 მეტრზე მცველების ნაწილი ჩამოაშორა მანქანებს. ჩანს, როგორ უკვირთ ეს უკანასკნელებს.
პრეზიდენტმა ჯონსონმა რობერტსი თავის მდივნად დანიშნა.


Posted by: FRIDRIX 21 Nov 2013, 03:58

მაკიაველი
QUOTE
მაგრამ საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა

მე ვთქვი ერთ ერთი საუკეტესო სხვა რამოდენიმე საუკეთესო ამერიკის პრეზიდენტებს შორის თქო


და არა ერთადერთი

კენედი იყო მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი რომელიც იცავს დემოკრატია


თორე მე მყავს 2 ფავორიტი ამერიკის პრეზიდენტი რომლებსაც ვთვლი საუკეთესოებად


გენერალი ულის გრანტი

რიჩარდ ნიქსონი

Posted by: მაკიაველი 21 Nov 2013, 04:10
QUOTE (FRIDRIX @ 21 Nov 2013, 03:58 )
მაკიაველი
QUOTE
მაგრამ საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა

მე ვთქვი ერთ ერთი საუკეტესო სხვა რამოდენიმე საუკეთესო ამერიკის პრეზიდენტებს შორის თქო


და არა ერთადერთი

კენედი იყო მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი რომელიც იცავს დემოკრატია


თორე მე მყავს 2 ფავორიტი ამერიკის პრეზიდენტი რომლებსაც ვთვლი საუკეთესოებად


გენერალი ულის გრანტი

რიჩარდ ნიქსონი

1. მექალთანე

2. ტრანკვილიზატორებზე შემჯდარი

3. კინაღამ მსოფლიო ომი დაიწყო ( ორჯერ )

4. ძმაკაცობდა მაფიოზებთან

5. თითქმის არ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში

6. შეიტანა განხეთქილება დემოკრატიულ პარტიაში ( რასაც შეეწირა , დალასში ის ტეხასის გუბერნატორის კონელის და იმავე შტატის სენატორის რალფ იარბოროს შესარიგებლათ ჩავიდა )

7. გაუყალბა არჩევნები ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს და ჩიკაგოს ხმების გადათვლით ( მაფიოზების დახმარებით ) მოუგო მას

8. ვერ დაალაგა ურთიერთობა ევროპელებთან ..... რამაც გამოიწვია დე გოლის მკვეთრი გამიჯვნა ნატო-სგან

9. მისი ოჯახის ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დააქცია ამერიკის ნავთობმომპოვებელი საწარმოები ( ამერიკის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების კონსერვაციის შესახებ კანონი ) --- რის გამოც მიიღო ტყვია შუბლში

და ასე შემდეგ ....გაგრძელება შეიძლება



ნიქსონზე გეთანხმები .... ფრანკლის რუზველტსაც მივამატებდი

Posted by: ლივერმენ 21 Nov 2013, 04:16
ესენი მალე აღმოაჩენენ რო კენედი 'კუდ' ის მოკლულია

Posted by: მაკიაველი 21 Nov 2013, 04:20
QUOTE (ლივერმენ @ 21 Nov 2013, 04:16 )
ესენი მალე აღმოაჩენენ რო კენედი 'კუდ' ის მოკლულია

კუდ-ს მაგის ერთი ადგილი არ ქონდა lol.gif lol.gif lol.gif


-----------


დიდი ხანი ყველაფერი ცნობილია .... დაჟე კონკრეტული მსროლელები არიან ცნობილი ..... ვისი ფულით ... და ვინ გააკეთა მიწმენდ მოწმენდა მტკიცებულებების და ასე შემდეგ

Posted by: Crazy Troll 21 Nov 2013, 04:27
შესაძლოა ჭეშმარიტების დადგენაში დაგეხმაროთ yes.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: beatlesflacone 21 Nov 2013, 04:29
Crazy Troll
QUOTE
შესაძლოა ჭეშმარიტების დადგენაში დაგეხმაროთ

დალასი love.gif

Posted by: მაკიაველი 21 Nov 2013, 04:41
Crazy Troll


lol.gif lol.gif lol.gif გადაღეჭილია ეგ სურათები ...... გასროლები იყო სამი წერტილიდან . სულ 7 გასროლა 3 ააცილეს , ოთხი მოარტყეს , აქედან სამი კენედის , ერთი გუბერნატორ კონელის

სროულობდა ორი იტალიელი და ერთი ფრანგი ..... ფრანგის გასროლა იყო საბედისწერო , ის სროულობდა , მეორე სურათში სტაინკა , რომ არის იქედან .... ერთი იტალიელი ხიდიდან სროულობდა , ხოლო მეორე იტალიელი წიგნსაცავის გვერდითა შენობიდან , პირველ სურათზე ყველაზე წითლად , რომ არის , ამან ააცილა 1 გასროლა და ორი მოარტყა , სამი გაისროლა მეორე იტალიელმა ხიდიდან მან ორი ააცილა და ერთი მოარტყა , ფრანგმა ისროლა ერთხელ და ზუსტად .

წიგნსაცავიდან სადაც ვითომ ოსვალდის პოზიცია იყო , გასროლა საერთოდ არ მომხდარა


----- ყველაზე სასაცილო ის არის , რომ მკვლელობიდან 30 წუთში , ორი მსროლელი იტალიელი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი იტალიელი , პოლიციამ დააკავა , როგორც საეჭვო პირები , მათ რამე პოლიციაში გაატარეს და მეორე დღეს გაუშვეს 5-5 დოლარიანი ჯარიმებით , მაწანწალობისთვის ( საბუთები არ ქონდათ ) .... მაგრამ კიდევ კარგი სურათები გადაუღეს .... 8 წლის შემდეგ ნახა ეს სურათები ახალი ორლეანის პროკურორმა ჰარისონმა , რომელმაც მათში ამოიცნო ცნობილი მაფიოზები სემ ჯანკანა , სანტოს ტრაფიკანტე და ამ უკანასკნელის პირადი მცველი და შეთავსებით კილერი ანჯელო პიცი

ზუსტად ამ სურათების გამო დაიწყო გამოძიება პროკურორმა ჰარისონმა , ეს გამოძიება თითქმის დოკუმენტალურად აღწერა ოლივერ სტოუნმა თავის ფილმში JFK ..... ჰარისონის გამოძიება აღწერა , ამის თქმა მინდა და არა რეალში მომხდარი ...

ჰარისონი ბოლომდე ვერ გავიდა , ვერ გაქაჩა ... თუმცა უორენის კომისიის დასკვნა თავდაყირა დააყენა , მან მეოთხე გასროლა თიტქმის დაამტკიცა რაც გამორიცხავდა ერთი მსროლელის თეორიას

Posted by: FRIDRIX 21 Nov 2013, 04:42
მაკიაველი
მინუსი ყველა პრეზიდენტს აქვს

მეგონა ნიქსონი არ მოგწონდა ნუ ხო იცი როგორც დაამტავრა იმ მოსმენების გამო



Posted by: მაკიაველი 21 Nov 2013, 04:50
QUOTE (FRIDRIX @ 21 Nov 2013, 04:42 )
მაკიაველი
მინუსი ყველა პრეზიდენტს აქვს

მეგონა ნიქსონი არ მოგწონდა ნუ ხო იცი როგორც დაამტავრა იმ მოსმენების გამო

რუზველტის მერე ეგეთი პრეზიდენტი ამერიკას არ ყოლია .... ნიქსონზე მაქვს საუბარი ....

მოსმენების ბრალდება არც ყოფილა ნიქსონის მიმართ , მან მართლაც არ იცოდა ეს დეტალები .... ნიქსონს ბრალად წაუყენეს გამოძიებაზე ხელის შეშლა , იუსტიციის მინისტრს მოთხოვა პროკურორის გადაყენება , რომელმაც მოითხოვა თეთრი სახლის შიდა კამერების ჩანაწერები .... ხო და რას ქვია პროკურორის გადაყენება მოითხოვაო და დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურები

სულ მიშას გავდა , სააკიანცს lol.gif lol.gif lol.gif

----

ცუდია , რომ ნიქსონი მხოლოდ მაგ სკანდალით არის ცნობილი ჩვენთან და არავინ ახსენებს მის გარღვევებს , როგორც შიდა პოლიტიკაში ამერიკაში , ასევე საგარეო პოლიტიკაში

ტიპმა სსრკ-ს ჩინეთი აახია ბოლო-ბოლო yes.gif მაო ძე დუნი დაკერა და ამით მსოფლიო ისტორია შეცვალა .... აქ კიდევ სულელ რეიგანს აღმერთებენ

Posted by: Crazy Troll 21 Nov 2013, 04:56
QUOTE (მაკიაველი @ 21 Nov 2013, 04:41 )
lol.gif lol.gif lol.gif  გადაღეჭილია ეგ სურათები ...... გასროლები იყო სამი წერტილიდან . სულ 7 გასროლა 3 ააცილეს , ოთხი მოარტყეს , აქედან სამი კენედის , ერთი გუბერნატორ კონელის

იქნებ სამივე ადგილი მიმითითოთ.

Posted by: მაკიაველი 21 Nov 2013, 04:57
როგორ .... არ ვიცი როგორ დავახატო მაგ სურათებს სროლის წერტილები

Posted by: beatlesflacone 21 Nov 2013, 05:00
მაკიაველი
QUOTE
ცუდია , რომ ნიქსონი მხოლოდ მაგ სკანდალით არის ცნობილი ჩვენთან და არავინ ახსენებს მის გარღვევებს , როგორც შიდა პოლიტიკაში ამერიკაში , ასევე საგარეო პოლიტიკაში

up.gif
საერთოდ დაბლოკილი ჰყავთ ლიბოებს შტატებში, - ვგულისხმობ აქტუალურ მედიას და კვლევებს
yes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ფროსტი ელ ჯაზირაზეა და იქაც მაგარ რამეებს აკეთებს ბებერი
--------------________________------------
user posted image
მაგარი სპორია აქაც biggrin.gif
https://groups.google.com/forum/#!msg/alt.conspiracy.jfk/Na4ZXWti9zs/JkMwFOV5R9YJ

Posted by: ErK 21 Nov 2013, 05:59
Crazy Troll

user posted image

Posted by: beatlesflacone 21 Nov 2013, 06:37
ეხლა ძაან შემეცოდა JFK sad.gif
ის ქალი კიდე - უსირცხვილო...

Posted by: MASU 21 Nov 2013, 06:54
Zarathustra
სწორი ხარ უორენია

QUOTE
მოწმეების მკვლელობები, კლეი ბერტრანი, კუბელების ორგანიზებული დასაქმება, თვითონ ოსვალდის მკვლელობა და მისი მკვლელის მკვლელობა და პოლიციელის მკვლელობა, სამი გასროლით მიყენებული 7 თუ 8 ჭრილობა და მოწმეთა ჩვენებები ხო უბრალო გამონაგონი, ფანტაზიები და დამთხვევებია.და პრეზიდენტს რო დაბრედენ, საქმის 60 წლით დაკონსერვებაში რა არის ეჭვისაღმძვრელი და უჩვეულო.


პოლიციელი ტიპიტი, გვარს თუ არ ვამახაინჯებ ისევ, ოსვალდიმ მოკლა, როცა წიგნის საწყობი დატოვა
პოლიციელს საეჭვოდ მოეჩვენა ლის ქცევა და მისი შეჩერება განიზრახა.........
გასროლა იყო 3 და კენედის ჭრილობების სიმრავლე ტყვიის შემავალი და გამომავალი ჭრილობებით აიხსნება
თანაც კენედიდან გამოსულმა ტყვიამ, რომელიც მას ზურგის ზედა ნაწილში შევიდა და ყელიდან გამოვიდა, მის წინ მჯდარი ტექსასის გუბერნატორი კონელი დაჭრა
რაც შეეხება ჯეკ რუბის, რომელმაც ოსვალდი ციხეში გადაყვანისას დაჭრა, 3 წელი ჰყავდათ და ვერაფერი საინტერესო ინფორმაციები მიიღეს.
რუბის კავშირები მაფიასტან ვერ დაამტკიცდა სასამრლომ, ამ მრივ მარკ ლეინის გამოკვლევებია საინტერესო. მას არ მიაჩნდა ოსვალდი მარტოდ მოქმედ მკვლელად.
მოკლედ,
ჰინკლიმ რეიგანი დაჭრა, მოტივი: მენტალური პრობლემები და საზოგადოებრივი ყურდღების მიქცევა, ჯუდი ფოსტერი......
ფორდის 2 ჯერ ესროლეს ჩარლზ მენსონის მიმდევარმა ქალემბა, მაგრამ დაცვის სწორმა და მყსიერმა მოქმედებამ პრეზიდენტი უვნებლად გადაარჩინა
ჰოდა, მოტივი აქაც მენტალური პრობლემა........
რაც შეეხება,
ოსვალდის ძალიან დიდ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, უკიდურესად გაჭივებული იყო, ელემნტარულად საჭმლის ფული არ ჰქონდა, ბინის ქირას ვერ იხდიდა და ძმასთან ცხოვრობდა........ ცოლთან გამუდმებუმა დავამ, უმუშევრობამ, ფინანსურმა პრბლემებმა ძალიან შეარყია მისი ისედაც შერყეული ფსიქიკა.......... ცოლის ინტერვიუები ძალიან საინტერესოა ამ მხრივ.
ბელორუსიაში ყოფნის დროს, რუსბმა მისი დეპორტაცია განიზრახეს და ამან ვენები გადაიჭრა.......
სი-აი-ეი თავის დროზე დაინტერესდა ოსვალდით სსრკ-დან დაბრუნებისთანავე, თუმცა ვერაფერი ხელმოსაჭიდი იპოვეს და ტავი დაანებს.
ოსვალდიმ მათ მუქარის წერილების გაგზავნა დაუწყო და......... ესეც არასერიოზულად აღიქვეს.
ამ კაცის მემარცხენე-კომუნისტურმა იდეებმა ჯერ სსრკ-ში და მერე აშშ-ში სერიოზული კრახი განიცადა
მისმა ამბიციებმა რეალიზაცია ვერ მოახდინა ვერც ერთ ქვეყანაში
სსრკ-ში ეგონა უმაგრესი ამერიკელი იქნებოდა
აშშ-ში კი უმაგრესი კომუნისტი
მაგრამ 2 ვე ქვეყანაში ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი იყო , რაც მისი ამბიციების განუხორციელობაზე მიანიშნებდა
როცა აშშ-ში დაბრუნდა, ძმას ჰკითხა , რეპორტიორები სად არიანო?

Posted by: ErK 21 Nov 2013, 07:04
MASU
არაა შთამბეჭდავი პასუხი ციტატაზე smile.gif
ოსვალდი იყო არამდგრადი ხასიათის პიროვნება, რომელიც კარგად გამოიყენეს.

Posted by: MASU 21 Nov 2013, 07:35
ErK
მე კი არა , არც არავის აქვს ამ კითხვაზე "შთამბეჭდავი" პასუხი
ამ ბოლო 5 წლის მანძილზე იმდენი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, სიმართლე გიტხრა, არ მიკვირს, როცა ოსვალდის, ერთადერთ მკვლელად ასახელებენ
QUOTE
ოსვალდი იყო არამდგრადი ხასიათის პიროვნება, რომელიც კარგად გამოიყენეს.

შეიძლება, მერე ვინ?

Posted by: Crazy Troll 21 Nov 2013, 13:55
QUOTE (ErK @ 21 Nov 2013, 05:59 )
user posted image

ეს ვერსიები ვიცი და ყოველწელს ახალ ახალი ემატება.
მე ის კონკრეტული ადგილები მაინტერესებდა, რომელსაც
მაკიაველი გულისხმობდა და იმიტომ ვკითხე.

Posted by: მაკიაველი 21 Nov 2013, 14:25
QUOTE (Crazy Troll @ 21 Nov 2013, 13:55 )
QUOTE (ErK @ 21 Nov 2013, 05:59 )
user posted image

ეს ვერსიები ვიცი და ყოველწელს ახალ ახალი ემატება.
მე ის კონკრეტული ადგილები მაინტერესებდა, რომელსაც
მაკიაველი გულისხმობდა და იმიტომ ვკითხე.

მე-7 ტრაექტორია , რომ აწერია .... იქედან სროულობდა ფრანგი

1-ი ტრაექტორია , რომ აწერია , ხიდიდან ... იქედან სროულობდა სანტპს ტრაფიკანტე , იტალიელი

აი , მესამე პოზიცია არ ჩანს ..... სურათის ზედა , მარცხენა კუთხეში , ორ შენობიდან , რომ არის ტრაექტორიები გავლებული , აი ამ ორ შენობას შორის , რომ მოჩანს მესამე შენობა --- იქედან სროულობდა ანჯელო პიცი
* * *
MASU


საერთოდ მთელი მაგ ისტორიის გასაღები , პოლიციელი ტიპიტის დაბრედვაა .....

კენედიზე ბოლო გასროლიდან ზუსტად 18 წუთში , დალასის პოლიციის კაპიტანმა უილ ფრიცმა , საპოლიციო არხზე გადაცა პირველი მონაცემები შესაძლო მკვლელზე .... ტექსტი იყო შემდეგი ... ეჭვმიტანილი არის თეთრი , საშუალო სიმაღლის მამაკაცი , ნორმალური კონსტიტუციის ... შესაძლოა არის შეიარაღებული .... აი , ეს იყო მთელი ტექსტი დაუკვირდით თითქმის არაფრისმთქმელი ტექსტი

ამ ნაკოლის smile.gif , ამ მონაცემებზე დაყრდნობით , პოლიციელი ტიპიტი ,,ხვდება,, , რომ მკვლელი შესაძლოა ლი ჰარვი ოსვალდია ( რომელსაც ის მანამდე არც იცნობდა ) და სასწრაფოდ მიდის მისი სახლისკენ ისე , რომ არ უძახის დამხმარე ძალას ( თუმცა გადმოცემული იყო , რომ ის შესაძლოა შეიარაღებული ყოფილიყო ) . ეს პირველი იდიოტობა --- ვერავინ ვერ მიხვდებოდა იმ მწირე მონაცემებით , რომ მკვლელი ოსვალდი იყო . აღსანიშნია , რომ მეტი ორიენტირება პრეზიდენტზე მსროლელის სავარაუდო აღწერილობის პოლიციის არხზე არავის გადაუცია ...მხოლოდ ტიპიტის დაბრედვის შემდეგ გადაიცა , რომ ტიპიტის მკვლელი ოსვალდია ( უკვე გვარი დასახელდა ) და მითითებული იყო მისი ადგილსამყოფელი , კინოთეატრი სადაც ოსვალდი დააკავეს კიდევაც

მეორე იდიოტობა ..... ტიპიტის პოლიციის მანქანა იდგა , ოსვალდის სახლთან ქუჩის მეორე მხარეს , თვითონ ტიპიტი დაბრედილი იყო მის მანქანის წინა , მარჯვენა კარებთან , ხოლო გასროლები მოხდა მცირე მანძილიდან , როგორც უორენის კომისია წერდა 1-1,5 მეტრიდან ( იქ ფუტებში იყო , მაგრამ ესეა მეტრებში თუ გადმოიყვან ) ... გამოდის , რომ სახლიდან გამოსვლისას , ოსვალდი არ მოერიდა პოლიციელის მანქანას , მეტიც ის პოლიციელის მანქანისკენ წავიდა , სროლა ეგრევე არ აუტეხია , როგორც ამ შეხვედრის მნახველმა ოსვალდის მეზობელმა დაინახა ოსვალდი მივიდა ტიპიტთან და მათ შორის საუბარი დაიწყო, მე მეგონა ისინი იცნობდნენ ერთმანეთსო , ამ დროს მეზობელი მოშორდა ფანჯარას საიდანაც ამას ხედავდა და მეორე ოთახში მოვასწარი გასვლაო როდესაც სროლის ხმა გავიგონეო ...გარეთ გასვლისას მეზობელმა დაინახა როგორ მირბოდა ოსვალდი და მანქანასთან ეგდო დაბრედილი ტიპიტი .

აქ მნიშვნელოვანია რამოდენიმე მომენტი .... რატომ არ დაუძახა დამხმარე ძალას ტიპიტმა თუ პრეზიდენტზე მსროლელის ვინაობა დაადგინა , რატომ არ შეხვდა ის მომზადებული ( იარაღ ამოღებული ) ოსვალდს , როგორ მოასწრეს მას სროლა , რაზე საუბრობდნენ ის და ოსვალდი ....

მესამე --- პოლიციელი ტიპიტი პატრულირების ზონა არ იყო ოსვალდის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია , ის სამი კვარტალით აცდა ტავის პატრულირების ზონას .... აი , მის სამუშაო ზონაში შედიოდა ჯეკ რუბის სტრიპტიზ-ბარი , იმ ჯეკ რუბის რომელმაც შემდეგ ოსვალდი მოკლა და რა ტქმა უნდა გარეული იყო კენედის დაბრედვის საქმეში . უორენის კომისიამ მიიღო შემდგომში დადასტურება , რომ პოლიციელი ტიპიტი მინიმუმ ათჯერ იყო ნამყოფი ჯეკ რუბის ბარში .

მეოთხე .... ფბი-ის აგენტებს ჩვენება მიცა ოსვალდის სხვა მეზობელმა ჩვენება , რომელმაც თქვა , რომ პრეზიდენტის კორტეჟზე სროლის დღეს , დილით მან დაინახა როგორ ესაუბრებოდა ოსვალდი ორ პოლიციელს , მის სახლთან და პოლიციელებში მან ამოიცნო პოლიციელი ტიპიტი . ჩვენების მიცემიდან სამ დღეში ეს მეზობელი მოკვდა ავარიაში , მისი ჩვენება უორენის კომისიის დასკვნაში არ მოხვდა , როგორც გადაუმოწმებელი . თუმცა უორენის კომისიამ დადგენილათ ცათვალა ის ფაქტი , რომ ოსვალდი და ტიპიტი არ იცნობდნენ ერთმანეთს

მეხუთე --- პრეზიდენტზე სროლის შემდეგ , ოსვალდი გააჩერა პოლიციელმა წიგნსაცავის შენობაში ( საიდანაც ვითომ მოხდა სროლა ) , როდესაც ის ზედა სართულებიდან ქვევით ჩამოდიოდა . მაგრამ ის გაუშვეს ვინაიდან ციგნსაცავის უფროსმა უთხრა პოლიციელს , რომ ოსვალდი ტანამშრომელი იყო . ოსვალდი უნდა მიმხვდარიყო , რომ იმ ზედა სართულებზე ნახავდნენ იარაღს და აუცილებლად გაიხსენებდნენ ოსვალდს , ის კი სახლში მიდის ..... რატომ ?????


აქ არის ძაღლის თავი დამარხული ...... ტიპიტის მკვლელობაში . საერთოდ ამ მკვლელობის ყველა სერიოზული მკვლევარი ზუსტად ტიპიტის მკვლელობიდან იწყებენ თავის გამოძიებას . ზუსტად ტიპიტის მკვლელობა არის ყველაზე ბუნდოვანი ამ ისტორიაში

ყველაზე ლოგიკური ახსნა და ამაზე თანხმდება თითქმის ყველა უორენის დასკვნის კრიტიკოსი --- ტიპიტს იცნობდა ოსვალდი , ტიპიტს როგორც ცანს უნდა განეხორციელებია ტიპიტის ქალაქიდან ევაკუაცია , იყო შეთანხმებული გეგმა . მაგრამ ტიპიტთან შეხვედრისას , ოსვალდს რაღაც არ მოეწონა ტიპიტის საუბარში და მან სროლა ატეხა . შეიძლება ტიპიტს დავალებული ქონდა ოსვალდის დაბრედვა , მაგრამ ვერ მოასწრო .... რაღაც ისე არ წავიდა ტიპიტის და ოსვალდის შეხვედრისას


ზემოთ ვახსენე .... უორენის კომისიის დასკვნის მოწინაამღდეგენი , ყველა თავის კვლევაში აბამენ ერთმანეთს სამ მოვლენას ....

1. ტიპიტის დაბრედვა

2. ოსვალდის დაბრედვა ჯეკ რუბის მიერ

3. პრეზიდენტზე სროლა

და ამ მოვლენებს მნიშვნელობით ( გამოძიებისთვის მნიშვნელობით ) ზუსტად ამ თანმიმდევრობით ალაგებენ



ხომ საინტერესოა .... შეგვიძლია გავაგრძელოთ



Posted by: Crazy Troll 21 Nov 2013, 17:04
QUOTE (მაკიაველი @ 21 Nov 2013, 14:25 )
QUOTE (Crazy Troll @ 21 Nov 2013, 13:55 )
QUOTE (ErK @ 21 Nov 2013, 05:59 )
user posted image

ეს ვერსიები ვიცი და ყოველწელს ახალ ახალი ემატება.
მე ის კონკრეტული ადგილები მაინტერესებდა, რომელსაც
მაკიაველი გულისხმობდა და იმიტომ ვკითხე.

მე-7 ტრაექტორია , რომ აწერია .... იქედან სროულობდა ფრანგი

1-ი ტრაექტორია , რომ აწერია , ხიდიდან ... იქედან სროულობდა სანტპს ტრაფიკანტე , იტალიელი

აი , მესამე პოზიცია არ ჩანს ..... სურათის ზედა , მარცხენა კუთხეში , ორ შენობიდან , რომ არის ტრაექტორიები გავლებული , აი ამ ორ შენობას შორის , რომ მოჩანს მესამე შენობა --- იქედან სროულობდა ანჯელო პიცი

გასაგებია თქვენი ვერსია.
მადლობა.

Posted by: ErK 21 Nov 2013, 17:38
QUOTE
საერთოდ მთელი მაგ ისტორიის გასაღები , პოლიციელი ტიპიტის დაბრედვაა .....

QUOTE
აქ არის ძაღლის თავი დამარხული ...... ტიპიტის მკვლელობაში

QUOTE
შეგვიძლია გავაგრძელოთ

გააგრძელეს: ცარნაევების შემთხვევითი შეტაკება პოლიციასთან ტერაქტის შემდეგ gigi.gif

Posted by: მაკიაველი 22 Nov 2013, 01:52
QUOTE (ErK @ 21 Nov 2013, 17:38 )
QUOTE
საერთოდ მთელი მაგ ისტორიის გასაღები , პოლიციელი ტიპიტის დაბრედვაა .....

QUOTE
აქ არის ძაღლის თავი დამარხული ...... ტიპიტის მკვლელობაში

QUOTE
შეგვიძლია გავაგრძელოთ

გააგრძელეს: ცარნაევების შემთხვევითი შეტაკება პოლიციასთან ტერაქტის შემდეგ gigi.gif

lol.gif lol.gif lol.gif ----------------------- no.gif

Posted by: Crazy Troll 22 Nov 2013, 19:00
დღეს რა სიჩუმეა ამ თემაში? არადა დღევანდელ დღეს მოხდა ყველაფერი sad.gif


Posted by: SPLIYVI 22 Nov 2013, 19:02
QUOTE
დღეს რა სიჩუმეა ამ თემაში? არადა დღევანდელ დღეს მოხდა ყველაფერი sad.gif

იმდენი ვინერვიულეთ და ცრემლი ვღვარეთ რომ შეგვაშრა

Posted by: Crazy Troll 22 Nov 2013, 19:40
QUOTE (SPLIYVI @ 22 Nov 2013, 19:02 )
იმდენი ვინერვიულეთ და ცრემლი ვღვარეთ რომ შეგვაშრა

შენს გამოჩენას ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ თემაში.

Posted by: SPLIYVI 22 Nov 2013, 19:45
Crazy Troll
QUOTE
შენს გამოჩენას ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ თემაში.

რავა
კენედი არ მიყვარდა თუ შავები არ მცმია მაგ დროს ა?

Posted by: Crazy Troll 22 Nov 2013, 19:54
QUOTE (SPLIYVI @ 22 Nov 2013, 19:45 )
რავა
კენედი არ მიყვარდა თუ შავები არ მცმია მაგ დროს ა?

givi.gif

Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 04:02
მაგარი რამეა ..... იმ დღის ამონაკრებია ამერიკის ტელევიზიის კადრები ..... ფაქტიურად ლაივშია გადარებული მთელი მოვლენები . ვისაც აინტერესებს ეგ თემა მაგარაი რაღაცაა





მხოლოდ ლაივი .... არავითარი დღევანდელი კომენტარები ..... აი , რასაც ამერიკა იგებდა ტელევიზიით იმ სამი დღის განმავლობაში

Posted by: Crazy Troll 23 Nov 2013, 04:37
მაკიაველი

მეორე გვერღზე ღევს ეგ ფილმი smile.gif

Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 05:10
არ მინახავს ............................................................

Posted by: stinky 23 Nov 2013, 05:39
ვახ ძაან საინტერესო რამები დაიწერა აქ

მაკიაველი

საიდან მაგდენი ინფორმაცია, რო სამი კაცი ისროდა და 7 გასროლა იყო სულ?

წყარო დადე რა


და კიდე მთავარი კითხვა, რატომ მოკლეს მაგაზეც არაა პასუხი?

Posted by: MASU 23 Nov 2013, 06:49
ეს ჩემი წინა პოსტის გაგრძელებაა ოსვალდის შესახებ და მის მენტალ სტატუსზე:

ოსვალდი იარაღის შეძენიდან 2 კვირის ტავზე გენერალ ედვინ ვოლკერს ჩაუსფრდა საკუტარ სახლში
გენერალი მემარჯვენე , ანტი-კომუნისტური შეხედულებებით იყო ცნობილი გარეთ, ხოლო შინ კონსერვატორული იდეებით, შეურიგებელი იყო კენედის ადმინსტარაციის "ლიალური" პოლიტიკით სსრკ ს, გერმანიისა და კუბისადმი და უფრო რადიკალურ, მწვავე ნაბიჯების გადადგმას იტხოვდა.......
კენედის მკვლელობამდე 7 თვით ადრე ,გენერალი, როგორც ყველა წესიერი ამერიკელი აპრილის დასაწყისში, საწერ მაგიდაზე გაშლილ tax return ფორმებს ჩაკირკიყებდა, თავი ქაღალდებში ისე ღმად ჩარგო რომ ოსვალდის გასროლილი ტყვია ცოტათი ასცდა , თორემ შუბლს გაუხვრტავდა........
სახლში დაბრუნებულმა ოსვლდიმ ცოლს უთხრა, რომ გენერალს ესროლა



მაკიაველი
QUOTE
ეს არის სპეც.აგენტი კლინ ჰილის ცნობილი სურათი

პიირს მორგანს ჰყავდა მიწვეული დღეს სტუდიაში და ვერ მოვუსმინე, ჩანაწერს ვნახავ მოგვიანებით და დავწერ რას იტყვის

რაც შეეხება გასროლებს და მსროლელებს

ეგ , რაც დაწერე, არის ვერსიები
არც მოწმეები არსებობენ, რომელტაც გადაჭრიტ თქვეს რომ დაინახეს ვიღაც, როგორც ოსვალდის შემტვევაში იყო
არც ნივტმტკიცება არ არსებობს, ამოღებული სხვადასხვა ადგილებიდან , რომელიც დანაშაულის ჩადენის სცენას დაუკავშირდებოდა
არ არსებობს სხვა ტყვიები, გარდა იმისა , რაც დანაშაულის ადგილზე იპოვეს
იყო 3 გასროლა
პირველი მოხვდა ტავში, ერთი აცდა, სავარაუდოდ მე2 და მე 3 მოხვდა პრეზიდენტს ზუგში
სულ 4 ჭრილობა ჰქონდა პრეზიდენტს 2 თავში(შევიდა ტავის უკანა-მარცხენა
მხრიდან და გამოვიდა წინ) ,2 ზურგი და ყელის არე-შევიდა ზურგის არეში და გამოვიდა ყელში და ამ ტყვიამ დაჭრა პრეზიდენტის წინ მჯდარი და ოდნავ წინ გადახრილი ტექსასი გუბერნატორი კონელი, რომელიც პირველივე გასროლისას მიხვდა რაც ხდებოდა
ზაპრუდას ერთადერთი ფილმით, რომლის საფუძვლიანი კვლევით
გასროლები შეისწავლეს ,მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოსვალდის შეეძლო 3 ვე გასროლა განეხორციელებია......
ამავე დროს შეისწავლეს კენედის მოძრაობები მე1, მ2 და მე3 გასროლებს შორის...........

ტიპიტთან დაკავშირებით:
ოაკ კლიფიზე, სადაც პიტიპი ჩაცხრილა ოსვალდიმ, ყველა პოლიციელი, მათ შორის ტიპიტი , რაციით მიღებული ბრძანებით იქ უნდა მისულიყო
რადგანაც ეს ქუჩა ტიპიტის საპატრულო უბანში შედიოდა , ის სხვებზე ადრე აღმოჩნდა ამ ქუჩაზე და დაიწყო რადიოთი მიღებული აღწერილობების მქონე მამაკაცის ძებნა.......... ამ ისტორიაში ყველაზე ბუნდოვანი ოსვალდის საფულეა, რომელიც რაღაც მიზეზებით პოლიციელის ჯიბეში აღმოჩნდა.


ლუიზიანელი პროკურორის ჯიმ გარისონის, აგრეთვე , მარკ ლეინისა და სხვები მიერ წამოწყებული სასამრთლო პროცესი, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებიათ ოსვალდის მიერ პრეზიდენტის მკვლელოვა იყო სი-აი-ეის დაკვეტა ............ და ოსვალდთან კლეი შოს დაკავშირებას, მათთვის უშედეგოდ დასრულდა.
რაც შეეხება ჯეკ რუბის, ის 3 წელი ჰყავდათ ციხეში და დიდად საჭირო ინფორმაციები ვერ მიიღეს. ბოლოსდაბოლოს ძმა გენერალური პროკურორი იყო- რობერტ კენედი და წესით კი უნდა "აელაპარაკებია"' რუბი, თუ რაიმე იცოდა...........

Posted by: Saturn 23 Nov 2013, 12:31
მაკიაველი
QUOTE
8 წლის შემდეგ ნახა ეს სურათები ახალი ორლეანის პროკურორმა ჰარისონმა , რომელმაც მათში ამოიცნო ცნობილი მაფიოზები სემ ჯანკანა

ჯანკანა, რომელიც იმ პერიოდში მაფიის ბოსი იყო, 8 წელი ვერ ამოიცნეს? რაღაც არარეალურად ჟღერს. თან შენს ვერსიაში ჯანკანა მსროლელად გყავს გამოყვანილი, მაფიის ბოსი თეორიულად შეიძლება ორგანიზატორი ყოფილიყო, მაგრამ თავად მსროლელი ყოფილიყო, გამორიცხულია.

Posted by: Robin Hood 23 Nov 2013, 12:34
ალექს ჯონსი ჩავიდა დალასში და ერთი ამბავია მერიის შენობასთან არ უშვებენ


Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 14:38
QUOTE (Saturn @ 23 Nov 2013, 12:31 )
მაკიაველი
QUOTE
8 წლის შემდეგ ნახა ეს სურათები ახალი ორლეანის პროკურორმა ჰარისონმა , რომელმაც მათში ამოიცნო ცნობილი მაფიოზები სემ ჯანკანა

ჯანკანა, რომელიც იმ პერიოდში მაფიის ბოსი იყო, 8 წელი ვერ ამოიცნეს? რაღაც არარეალურად ჟღერს. თან შენს ვერსიაში ჯანკანა მსროლელად გყავს გამოყვანილი, მაფიის ბოსი თეორიულად შეიძლება ორგანიზატორი ყოფილიყო, მაგრამ თავად მსროლელი ყოფილიყო, გამორიცხულია.

სემ ჯანკანა არ სროულობდა , სროულობდა მისი კაპო რეჟიმე ჩარლი ნიკოლეტი როგორც ჩანს .....

თუმცა თვითონ სემ ჯანკანა ძალიან სერიოზული მსროლელი ყოფილა , ამიტომ გამორიცხული არ არის , რომ გასროლა მას გაეკეთებია , მიზანი იყო ძალიან მნიშვნელოვანი

თუმცა დავას არ დაგიწყებ --- შეიძლება ეს ნიკოლეტი იყო . მთავარი ის არის , რომ ის იქ , დალასში , დელა პლაზაზე იყო .

-------------------

რაც შეეხება გამოშვებას .... ისინი მართლაც ძალიან მალე გამოუშვეს . გასაკვირი აქ არაფერი არ არის . ვინაიდან მთელი ამერიკა თვლიდა , რომ პრეზიდენტის მკვლელობა 2 საათში გახსნილი იყო .

დალასის საოლქო პროკურორი , ჰენრი უეიდი , უკვე საღამოს 7 საათზე პირდაპირ ეთერში იძახოდა , რომ კენედის მკვლელობა გახსნილია და მკვლელი დაკავებული . მან მეტიც თქვა , რომ მის ელოქტროსკამზე დასაჯენათ ყველა მტკიცებულება არისო

უფრო მეტიც .... პრეზიდენტ კენედის სიკვდილის დაფიქსირებიდან 2 საათში , პოლიციის ტალღებზე გადაცემული იყო , რომ დალასის პოლიციის თეთრ შლიაპიანების განყოფილებამ მკვლელი დააკავაო . თეთრ შლიაპიანებს უძახოდნენ პოლიციის კაპიტან უილ ფრიცის ბიჭებს , მკვლელობის განყოფილების დეტექტივებს .

ამის გარდა არ დაგავიწყდეს , რომ პოლიციას მაშინ არ ქონდა კომპიუტერები , მაფიოზების სურათები ეგრე ყველა კუთხეში არ ეყარა , დაკავებულებს არ ქონდათ საბუთები , ეს ხშირი მოვლენა იყო მაშინ , იმ წლებში , ბოლო-ბოლო არც ერთი იმ სამეულიდან არ იყო ტეხასელი და მათ არ იცნობდნენ სახეზე . მიიღე მხედველობაში ისიც თუ რა არეულობა იყო მაშინ დალასში , განყოფილებების თითქმის მთელი სასტავი ქუჩაში იყო , შენობებში მხოლოდ რიგითები იყო დარჩენილი . გაძვრნენ ბიჭები .

როდესაც ოლივერ სტოუნი ირებდა თავის ფილმს , მას კონსულტანტებათ ყავდა დალასის პოლიციის იმ დროინდელი თანამშრომლებიც . ოლივერ სტოუნი შემდეგ წერდა , რომ მათი თხოვნით ფილმში იყო შეცვილი დალასში დაკავებული მაფიოზების სახელები . სტოუნი წერდა , რომ ერთმა ყოფილმა პოლიციელმა მითხრა .... იმ დღეს დალასის პოლიციამ დიდი სირცხვილი ჭამაო და ნუ დაუმატებთ იმასაც , რომ სამი მობსტერი გვყავდა დაჭერილი და ვერ ვიცანითო . იყო ეგეთი ფაქტიც ... თუ კარგად მახსოვს ფილმი ჯ.ფ.კ. ოფიციალურ გვერდზე დევს

-------------

საერთოდ დალასის პოლიციის მოქმედება იმ დღეს --- ეს ცალკე კვლევის თემაა . ნამეტანი უცნაურად იქცეოდა , როგორც მკვლელობამდე , ისე მკვლელობის შემდეგ

Posted by: Chxikvia 23 Nov 2013, 14:45
საინტერესოა.
უცნაური დამთხვევა ამერიკის პრეზიდენტების, აბრაამ ლინკოლნის და ჯონ კენედის შორის
user posted image
1. ლინკოლნი კონგრესში აირჩიეს 1846 წელს კენედი კიდევ 1946. განსხვავება 100 წელია. 2. ლინკოლნი პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წლის შემოდგომაზე, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1861 წელს, კენედი პრეზიდენტად აირჩიეს 1960 წლის შემოდგომაზე და პრეზიდენტი გახდა 1961 წელს.

3. ორივე იბრძოდა აფროამერიკელთა უფლებებისთვის

4. ორივე პრეზიდენტი მოკლეს მეუღლეების თანდასწრებით, უკანა მხრიდან, თავში სროლით.

5. ლინკოლნსაც და კენედისაც თეთრ სახლში ცხოვრებისას გარდაეცვალათ შვილი.

6. ლინკოლნს ესროლეს თეატრში, რომელსაც ფორდი ერქვა, კენედის ესროლეს მანქანაში, რომელსაც ლინკოლნი ერქვა და ფირმა ფორდის მიერ იყო შექმნილი.

7. ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, რომელმაც ლინკოლნი შეცვალა, 1808 წელს დაიბადა. ლუნდონ ჯონსონი, რომელმაც კენედი შეცვალა, 1908 წელს დაიბადა. აქაც განსხვავება 100 წელია

8. მრჩეველი გვარად კენედი, ლინკოლნს ურჩევდა არ წასულიყო მკვლელობის დღეს თეატრში, კენედის მრჩეველი გვარად ლინკოლნი, ასევე ურჩევდა კენედის, რომ გადაედო დალასში გამგზავრება.

9. ლინკოლნის მკვლელი ბიუტი დაიბადა 1839 წელს (თუმცა მან საბუთები გააყალბა და ერთი წელი მოიმატა, რათა სამუშაო მიეღო), კენედის მკვლელი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს. აქაც განსხვავება 100 წელია.

10. ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი იმალებოდა საკუჭნაოში, კენედი მოკლეს საკუჭნაოდან და მკვლელი იმალებოდა თეატრში

11. ორივე მკვლელი ჰარვი ოსვალდი და ჯონ ვილკერს ბოთი სამი სახელით არიან ცნობილნი. Boot/lee harvey/oswald,

12. ორივე მკვლელი სასამართლომდე მოკლეს

13. სროლისას ლინკოლნის ასისტენტი დაიჭრა და თავი საწყობს შეაფარა, ასევე საწყობში კენედის მკვლელობისას დაჭრილმა ასისტენტმა თავი თეატრს შეაფარა

14.სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქალაქ მონროში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერლინ მონროსთან.

15. ლინკოლნის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პოსტი დატოვა, გვარად კენედი იყო, ხოლო კენედის შემთხვევაში იგივე თანამდებობაზე გვარად ლინკოლნი მუშაობდა.

Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 16:14
MASU

ნამეტანი ბევრი უზუსტობაა შენს პოსტში ..... შევეცდები ყველა შენს არგუმენტზე გაგცე პასუხი :

1.---- არც ერთ მოწმეს არ დაუნახავს ოსვალდი იარაღით ხელში დელა პლაზაზე , არც ერთს . უორენის კომისიას ყავდა მხოლოდ სამი ( დაიმახსოვრე ) მოწმე , რომლებიც ამბობდნენ , რომ დაინახეს ციგნსაცავის ზედა სართულებზე შაშხანა .

მაგრამ , უორენის კომისიამ დაკითხა 12 მოწმე ( მოწმეები გაცილებით მეტი იყო ფბი-ს დაკითხული ამ ტემაზე , მაგრამ უორენის კომისიამ ისინი არ გამოიძახა ) რომლებიც ამბობდნენ , რომ დაინახეს გამონაბოლქვი ბორცვიდან , რომელიც კორტეჟის წინ იყო --- წინა გვერდზე დადებულ სურათში მანქანების პარკოვკა , რომ არის .

16 მოწმე , უორენის კომისიას ეუბნებოდა , რომ იგრძვნეს დენთის სუნი , გასროლის შემდეგ , რომ რჩება .... ამ მოწმეებს შორის იყვნენ სენატორი რალფ იარბორო და ვიცე-პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის ცოლი .... როგორ იქნებოდა დენთის სუნი ქვევით , ქუჩაში , თუ სროლა მე-6-ე სართულიდან მოხდა . იმ დღეს ძლიერი პირქარი იყო კორტეჟის მიმართულებით , ეს ცნობილი ფაქტია .

დაკითხულია პოლიციის პატრულის კრის რიდის ჩვენება , რომ მან აშკარად გაიგონა სროლის ხმა ბორცვიდან და იქითკენ გაიქცა ( ეს მომენტი ჩანს ერთ-ერთ ვიდეოფირში ) . მაგრამ პოლიციელი რიდი გააჩერა ორმა შავებში ჩაცმულმა ტიპმა , რომლებმაც მას დაანახეს საიდუმლო სამსახურის ჟეტონები და უთხრეს იქედან წასულიყო . ეს პოლიციელი დაკითხეს ფბი-ში , უორენმა ის მოწმედ აღარ გამოიძახა . თუმცა როგორც ფბი-მ დაადგინა საიდუმლო სამსახურს არც ერთი თანამშრომელი იმ ადგილას , რომელსაც აღწერს კრის რიდი გამწესებული არ ყოლია .

და ყველაზე მთავარი ..... ბორცვიდან საიდანაც სავაურაუდოთ მოხდა ფატალური გასროლა , უფრო სწორად იმ ბორცვზე არსებულ ღობის თავზე , პოლიციამ ნახა მასრა , რომელსაც თავი ქონდა გაჭეჭყილი . ეს მასრა ფიგურირებდა საქმის მასალებში . მაგრამ უორენის კომისიამ არც დაინტერესებულა ამ ფაქტით , ხოლო როდესაც ჯერალდ ფორდის შექმნილმა სენატის კომისიამ მოითხოვა ეს მასრა , აღმოჩნდა , რომ ის აღარ არსებობდა .

და ბოლო არგუმენტი ---- არსებობს ვიდეოგადაღება ( იმ დღეს ამ შემთხვევას ფრაგმენტულად 30-მდე კამერა იღებდა ) რომელშიც ჩანს ადამიანის სილუეტი იმ ბორცვზე არსებული ღობის უკან ... რომელიც გასროლის შემდეგ ქრება .

2.------რაც შეეხება გასროლებს .... არეულად გიწერია , სამი ტყვიაო და ოთხი ჭრილობაო .....

კენედის ქონდა ორი ჭრილობა მიყენებული , ერთი მოხვდა კისრის ფუძის მიდამოებში უკნიდან და გამოვიდა ყრონტის არეში წინიდან --- ამავე ტყვიამ დაჭრა გუბერნატორი კონელი მარჯვენა გვერდში , დაუზიანა რა ნეკნები და ფილტვი , იმავე ტყვიამ გაიარა კონელის მარჯვენა ხელის მაჯაში და შემდეგ მოუხვია და ჩარჩა მარჯვენა ბარძაყში .

ამ პირველ ტყვიას უძახიან მეჯიკ ბულიტს , საოცარ ტყვიას . უორენის კომისიის მიერ დახატული ტრაექტორია ამ პირველი ტყვიის ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას . პირველივე დღიდან დაიწყო ამაზე ბაზარი .

მეორე ტყვია --- როგორც ამას ოფიციალურად ამბობენ აცდა ყველას და ყველაფერს . არის მოწმე ქალბატონი , რომელიც კორტეჟის მარჯვენა მხარეს იდგა , რომელმაც როგორც ამბობდა დაინახა ასფალტზე ასხლეტილი ტყვია , უფრო სწორად ნაპერწკლები . ამ ტყვიაზე შემდეგ შეიძლება დაბრუნება ....

და მესამე ტყვია , რომელმაც თავის ქალა ახადა კენედის .... ის შედის კენედის კეფაში მარჯვენა ზედა მეოთხედში და გამოდის გარეთ , მარჯვენა საფეთქელთან , ყურის ზემოთ . ეს არის ყველაზე საოცარი ფაქტი .

საოცრება პირველი ---- თუ მსროლელი ოსვალდი იყო , მაშინ ის სროულობდა სიმაღლიდან და დახრის კუთხე იყო 16 გრადუსი .... ასევე ოსვალდი სროულობდა გვერდიდან , მარჯვნიდან კორტეჟის მიმართ და ეს კუთხე 6 გრადუსი იყო .... აქედან გამომდინარე ტყვიას პრაექტორია უნდა ქონოდა ზევიდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ . ესე იგი თუ ტყვია მოხვდა კენედის კეფის მარჯვენა ზედა მეოთხედში , როგორც ეს პათოლოგოანატომებმა დადგინეს ( ეს ექსპერტიზაც კითხვებს იწვევს ) , მაშინ ის უნდა გამოსულიყო შემავალი ადგილზე ქვემოთ , სადღაც პირის არეში და მარცხნივ ....არანაირად არ შეიძლებოდა ის გამოსულიყო იმავე სიმაღლეზე საფეთქელტან და იმავე მხარეს .... თუ სროულობდა ოსვალდი .

საოცრება მეორე --- წიგნსაცავში პოლიციამ იპოვა სამი მასრა . ორი მასრა დაახლოებით ერთ ადგილას ეგდო , მეორე მათგან მოშორებით ( ეს ძალიან საინტერესო მომენტია , ამაზე მერე ) . შემთხვევის ადგილი დაათვალიერა პირველმა ზემოტ ნახსენებმა , დალასის მკვლელობის განყოფილების შეფმა უილ ფრიცმა , რომელიც სერიოზული პროფესიონალი იყო , ამიტომ შეცდომა გამორიცხულია .

მასრები იყო ერთი და იგივე მოდიფიკაციის , ე.წ. სამხედრო ვარიანტი 6,5 მილიმეტრიანი ტყვიის . ეს ტყვიები ცნობილია ასევე როგორც ჰუმანური ტყვია , მთლიანგარსიანი , მომგვრალებული თავით , რომელიც არ იმსხვრევა მოხვედრისას და ტოვებს აკურატულ ნატყვიარს . ზუსტად ეგეთი ტყვია ამოიღეს კონელის მარჯვენა ბარძაყიდან თითქმის დაუზიანებელი .
პარკლენდის ჰოსპიტლის მორიგე ექიმმა , მალკომ პერიმ , თავის პირველ განცხადებაში კენედის კისრის არეში ნატყვიარზე იხმარა სიტყვა , აკურატული ზუსტად ასეთი ტყვიის მიერ დატოვებულ კვალზე .

ხოლო როგორც ზაპრუდერის ფირზე ჩანს მესამე ტყვია აფეთქებს კენედის თავს .... თუ კენედის ოსვალდი ესროულებოდა შაშხანა მანლიხერ-კარკანოდან , 6,5 მილიმეტრიანი , მთლიანგარსიანი ტყვიით , ეს ტყვია ლამაზად გახვრიტავდა კენედის თავს და სადმე მანქანაში ჩარჩებოდა . ბოლო ტყვია კი აფეთქდა კენედის თავში ფაქტიურად , ამ ტყვიის არც ერთი ფრაგმენტი ნახული არ ყოფილა , ტყვია გაქრა . თუ მეჯიკ ბულიტი , პირველი ტყვია , რომელმაც ორ , მამაკაცში გაიარა , შეხება ქონდა მათ ძვლებთან ფაქტიურად დეფორმაციის გარეშე იქნა აღმოჩენილი , რა სიკვდილი დაემართა მესამე ტყვიას , რომელიც ფაქტიურად აფეთქდა ?

საოცრება მესამე და მთავარი --- უორენის კომისიამ დაკითხა ბეტესდეს სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი პათალოგოანატომი , რომელმაც ჩაატარა კენედის გვამის ექსპერტიზა . ამ კაცის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს , ხომ ასეა , კაცს ანდვეს ამერიკის პრეზიდენტის გვამის გაკვეთა . ხო და ამ პათოლოგო ანატომმა უორენის კომისიას განუცხადა , რომ კენედის კეფაში არსებული შემავალი ნატყვიარის დიამეტრი 6 მილიმეტრი იყო , ხოლო შეღწევის კანალი 15 მილიმეტრი . როგორც ზემოთ აღვნიშნეთ , ციგნსაცავის მე-6-ე სართულზე ნაპოვნი იყო სამი , 6,5 მილიმეტრიანი ტყვიის მასრა ..... მაშინ რომელი ტყვიით მიიღო პრეზიდენტმა დაზიანება , რომელმაც 6 მილიმეტრიანი ნატყვიარი დატოვა ? ყველაზე გავრცელებული იმ დროს იარაღი , რომელშიც იყენებოდა 6 მილიმეტრიანი , მსხვრევადი ტყვია იყო ავტომატური შაშხანა AR-15-ი . იმ დღეს , დელა პლაზაზე მინიმუმ ორი ასეთი AR-15-ი იყო . ერთი პრეზიდენტის მანქანაში იდო , საიდუმლო სამსახურის მძღოლის ბილ გრირის ფეხებში , სავარძლის ქვემოთ და მეორე AR-15-ი იყო პრეზიდენტის დაცვის მანქანაში , რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის მანქანას მიყვებოდა , ეს ავტომატი ქონდა საიდუმლო სამსახურის აგენტს ჯორჯ ჰიკის .

საინტერესო ფაქტები ..... ჯორჯ ჰიკი საიდუმლო სამსახურში მიღებული იყო დალასში გამგზავრებამდე 4 თვით ადრე , ის სპეციალიზაციით მძღოლი იყო , მაგრამ იმ დღეს რატომღაც ავტომატი ანდვეს პრეზიდენტის სიახლოვეს . როგორც დაცვის უფროსმა როი კელერმანმა ახსნა , წინა დღეს მისი აგენტები დათვრნენ დალასში და რეზიდენციაში დილის ხუთ საათზე დაბრუნდნენ , ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებია გამოუცდელი ჯორჯ ჰიკი , რომელიც არ დამთვრალა და გამოძინებული იყო .

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ... როდესაც უორენის კომისია შეეკითხა დაცვის უფროს ამ ავტომატურ შაშხანაზე მან მოკლე პასუხი გაცა .... არც ერთ დაცვის წევრს იმ დღეს დალასში არ გაუსროლიაო და მერე დაამატა , იმ დღის მერე საიდუმლო სამსახური ავტომატურ იარაღს უშუალოდ პრეზიდენტის სიახლოვეს აღარ ხმარობსო --- რატომ ნეტა ?

არც ერთ უორენის კომისიის წევრს ამ უზუსტობაზე კითხვა არ დაუსვამს , არც ერთს

საოცრება არა , მაგრამ დანაშაული --- პრეზიდენტ კლინტონის პრეზიდენტობისას , ამერიკულ საზოგადოებაში ოლივერ სტოუნის ფილმის შემდეგ გაცენილ კითხვებზე პასუხის გასაცემათ შეიქმნა სახელმწიფო კომისია , რომელიც იკვლევდა პრეზიდენტ კენედის გვამის ექსპერტიზის საკითხს . კენედის გვამის დათვალიერებისას რენტგენული სურათების გადამღებმა , ფიცის ქვეშ განაცხადა , რომ კენედის თავის ქალის რენტგენულ სურათებში არ იყო ნაპოვნი არც ერთი ტყვიის ნაწილაკი . გვამის ექსპერტიზის მესამე დღეს მასთან მივიდნენ საიდუმლო სამსახურის ორი აგენტი , რომლებმაც ამოირეს რენტგენული სურათები , მიცეს მას ტყვიის ოთხი ნაწილაკი , მიამაგრებიეს ეს ტყვიის ნაწილაკები კენედის თავის ქალაზე შიგნიდან და თავიდან გადააღებიეს სურათები .... ზუსტად ეს გაყალბებული სურათები მოხვდა უორენის კომისიაში . როგორც რენტგენოლოგმა განუცხადა კლინტონის კომისიას , იმ საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მას მოაწერიეს ხელი საბუთზე , რომ ამის შესახებ თუ ის რამეს იტყოდა , მიეცემოდა პასუხგებაში რადგანაც მომხდარი ამერიკის ნაცუიონალური უსაფრთხოების საკითხი არისო .



3---- ტიპიტის ზონაში არ შედიოდა ოსვალდის საცხოვრებელი სახლის ქუჩა . რა უნდოდა იმ ქუჩაზე ტიპიტს , როდესაც დალასის პოლიციის უფროსი ჯეს კარი კიოდა რაციაში , რომ ყველა ეკიპაჟი მას ჭირდებოდა . ჯერ ერთი მაშინ გავრცელებული აზრით მკვლელი ჯერ კიდევ დელა პლაზაზე იყო და მიმდინარეობდა იქაურობის ბლოკირება , მეორე პოლიცია საჭირო იყო პარკლენდის ჰოსპიტალთან და მესამე , დალასის პოლიციამ პირველ ორ საათში დაახლოებით 800 თვითმხილველის ჩვენება მიიღო .... პოლიციელები ჯეს კარის სხვაგან ჭირდებოდა .

რა უნდოდა ტიპიტს ოსვალდის სახლთან , მითუმეტეს , რომ მისი რაცია გამორთული იყო .

კიდევ ერთი კითხვა .... პოლიციამ მომხდარიდან 18 წუთში გადაცა შემდეგი ორიენტირება .... ეჭვმიტანილი არის მამაკაცი , თეთრი , საშულო ასაკის , საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის , რომელიც შესაძლოა იარაღით არისო , თან იარაღს შაშხანას ამბობდნენ ორიენტირებაში --- ამ ორიენტირებით დაუფიქრდით ვინმეზე ეჭვის მიტანა შეიძლებოდა ?

ორი მოწმე ამბობს , რომ ტიპიტის მანქანა არ მოძრაობდა , ის გაცერებული იყო .... თუ ორიენტირებაზე იყო ტიპიტი დაგეშილი , მაშინ მას უნდა ემოძრავა , ხომ ასეა ...ის კი გაცერებული იყო ოსვალდის სახლთან და თითქოს ვიღაცას უცდიდა

კიდევ უცნაურობა არის , რომ ტიპიტი კი არ მოძრაობს ოსვალდისკენ , არამედ ის მოძრაობს მისკენ . პოლიციელი თუ პრეზიდენტის მკვლელის დაკავებას აპირებს და თან მარტო , იარაღს მაინც ამოიღებდა ... ტიპიტი ისე დაბრიდეს , რომ მას იარაღი არ ამოუღია . ძალიან სტრანი დაკავება გამოდის .

იყო მოწმე ქალბატონი , რომელმაც ფბი-ს ჩვენება მიცა , რომ ტიპიტს ორი ტიპი ესროულებოდა და მათ შორის ამ ქალის მეზობელი ოსვალდი არ იყო .

პოლიციის სერჟანტმა , რობერტ შერიმ , რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა , ყველა მასრას , რომელიც ტიპიტის მკვლელობის ადგილას იპოვა თავისი დანით მისი ინიციალება წააჩხაპნა , ეს მირებული წესი ყოფილა იმ დროს . როდესაც ფბი-ში იკითხებოდა მან ვერ ამოიცნო მასრები , მათზე არ იყო მისი ინიციალები , ამის შესახებ მან განაცხადა . უორენის კომისიის მუშაობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე , პოლიციის სერჟანტი რობერტ შერი , მისი სახლის შესასვლელთან მოკლა ნარკომანმა .

საკვირველი ის არის , რომ ოსვალდს რევოლვერი ქონდა დაკავებისას ..... რევოლვერი კი როგორც მოგეხსენებათ მასრებს არ ტოვებს , მაშინ რა მასრები იყო ნაპოვნი პოლიციელ ტიპიტის მკვლელობის ადგილას ?

ყველა პოლიციელი , რომელიც ოსვალდს აკავებდა კინოთეტრში ყვიროდა ... კენედის მკვლელი დავიჭირეთო , საიდან ეგ ინფორმაცია .... ოსვალდი იძებნებოდა პოლიციელ ტიპიტის მკვლელობის გამო .... ციგნსაცავში აღმოჩენილი იარაღის შესახებ იმ დროისთვის ინფორმაცია გავრცელებული არ ყოფილა , არც ის ინფორმაცია არ იცოდნენ პოლიციელებმა , რომ ოსვალდი ციგნსაცავში იყო --არავინ ეს არ იცოდა იმ დროისთვის , მაშ რატომ ყვიროდნენ პოლიციელები , რომ პრეზიდენტის მკვლელი დააკავეს ?

ტიპიტთან დაკავშირებით სხვა საინტერესო მომენტებიც არის ...ამაზე შემდგომ


4.---- პროკურორი ჰარისონის გამოძიება ეს სხვა თემაა .... მან თავდაყირა დააყენა უორენის კომისიის დასკვნა , ვინაიდან იმ პროცესზე დამტკიცდა მინიმუმ მეპთხე გასროლის არსებობა , რაც წარმოუდგენელი იყო ერთი მსროლელის პირობებში

ზუსტად ჰარისონის პროცესმა აიძულა პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი დაეწყო ახალი გამოძიება კონგრესის კომისიის მეშვეობით კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით . ამ კომისიამ ისე , რომ იცოდეთ დაადგინა , რომ დიდი ვარაუდით კენედი შეთქმულების მსხვერპლი არისო


რამდენი დავწერე .... კარგია ერთ კაცს მაინც თუ დააინტერესებს

Posted by: Saturn 23 Nov 2013, 16:30
მაკიაველი
QUOTE
სროულობდა

QUOTE
ესროულებოდა

პოსტი საინტერესოა, მაგრამ ეს ლექსიკა გაასწორე მომავალში თორემ არასერიოზულს ხდის შენს ნაწერს.

Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 16:31
QUOTE (Saturn @ 23 Nov 2013, 16:30 )
მაკიაველი
QUOTE
სროულობდა

QUOTE
ესროულებოდა

პოსტი საინტერესოა, მაგრამ ეს ლექსიკა გაასწორე მომავალში თორემ არასერიოზულს ხდის შენს ნაწერს.

lol.gif lol.gif lol.gif ............ yes.gif

ამდენი ვიწვალე და მაინც მოძებნე საბაბი , რომ გეპწკინა

Posted by: დადა 23 Nov 2013, 16:41
QUOTE
2019 წელს


50 წლის შემდეგ არ იხსნება საქმე, წესით?

Posted by: tavisupali 23 Nov 2013, 16:42
QUOTE
რამდენი არიანსხვატაშორის ერთ- ერთი კენედის საყვარელი იყო საფრანგეტში ემიგრირებული ქარტველი ქალი, სამწუხაროდ გვარი დამავიწყდა.........


ჯ. კენედი მელრინ მონროს ვითომ ბურღავდა ნუ უწუწნიდა და მაგის ცოლს ონანის ზედ ეჯდა...


წავიდეს მაგ ჯ. კენედის ბავშვობიდან ავამყოფი ისე და ესე...


Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 16:42
QUOTE (დადა @ 23 Nov 2013, 16:41 )
QUOTE
2019 წელს


50 წლის შემდეგ არ იხსნება საქმე, წესით?

კი , თეორიაში .... მაგრამ კიდევ 25 წლით გააგრძელეს

Posted by: Saturn 23 Nov 2013, 16:48
მაკიაველი
QUOTE
ამდენი ვიწვალე და მაინც მოძებნე საბაბი , რომ გეპწკინა

შენთვის და შენი ავტორიტეტისთვის გეუბნები თორე მე რა.

QUOTE
ტიპიტთან დაკავშირებით სხვა საინტერესო მომენტებიც არის ...ამაზე შემდგომ

რა მომენტებია? თუ წერა გეზარება წყარო მიუთითე.

Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 16:54
QUOTE (Saturn @ 23 Nov 2013, 16:48 )
მაკიაველი
QUOTE
ამდენი ვიწვალე და მაინც მოძებნე საბაბი , რომ გეპწკინა

შენთვის და შენი ავტორიტეტისთვის გეუბნები თორე მე რა.

QUOTE
ტიპიტთან დაკავშირებით სხვა საინტერესო მომენტებიც არის ...ამაზე შემდგომ

რა მომენტებია? თუ წერა გეზარება წყარო მიუთითე.

დამალევიე ერთი 5 ჭიქა ღვინო სადილზე და გავაგრძელებ lol.gif lol.gif lol.gif

უფრო საინტერო გამოვა lol.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 23 Nov 2013, 16:56
კენედი არ მომკვდარა ის ცოცხალი და სახსალამათია

Posted by: დადა 23 Nov 2013, 17:01
მაკიაველი

რატომ, ჯერ არ არის დრო რომ გაიხსნას საქმე?

Posted by: მამაო ენუქი 23 Nov 2013, 17:05
მაკიაველი
ჯანკანა ახსენე წინა პოსტებში და არსებობს ტელეფონზე საუბრის ჩანაწერი სემს და კამპისის შორის სადაც ნახსენებია ოსვალდი და ბაზარია რუბის(სპარკის) ერთგულებაზე, ასევე არის ფოტო ცვილმანი, ტრაფიკანტე და რუბი ერთად, ესენი კიდე რუბის მაფიასთან კავშირს უარყოფენ biggrin.gif

Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 17:18
QUOTE (მამაო ენუქი @ 23 Nov 2013, 17:05 )
მაკიაველი
ჯანკანა ახსენე წინა პოსტებში და არსებობს ტელეფონზე საუბრის ჩანაწერი სემს და კამპისის შორის სადაც ნახსენებია ოსვალდი და ბაზარია რუბის(სპარკის) ერთგულებაზე, ასევე არის ფოტო ცვილმანი, ტრაფიკანტე და რუბი ერთად, ესენი კიდე რუბის მაფიასთან კავშირს უარყოფენ biggrin.gif

yes.gif yes.gif

რა თქმა უნდა .... რუბენშტეინი , ჯეკ რუბი ( აქაც ებრაელების გარეშე არაფერი მოხდა ) --- მაფიასთან კავშირზე მყოფი ტიპი იყო , თუმცა არა მაფიოზო .... ეს უდავოა


სემ ჯანკანა , სანტოს ტრაფიკანტე , ჯო როზელი , ჯო ადონისი --- აი მაფიოზები , რომლებიც ძალიან მჭიდროთ არიან დაკავშირებული დალასში დატრიალებულ ამბებთან

ამ ოთხიდან , სამი ( ადონისის გარდა ) --- იმ დღეს დალასში იყვნენ , დამთხვევაა ???? lol.gif

Posted by: მამაო ენუქი 23 Nov 2013, 17:47
მაკიაველი
QUOTE
ამ ოთხიდან , სამი ( ადონისის გარდა ) --- იმ დღეს დალასში იყვნენ , დამთხვევაა ???? 

ნუ ადონისი სხვა დონეა, თავად ვერ გაისვრიდა ხელს no.gif

Posted by: მაკიაველი 23 Nov 2013, 17:56
QUOTE (მამაო ენუქი @ 23 Nov 2013, 17:47 )
მაკიაველი
QUOTE
ამ ოთხიდან , სამი ( ადონისის გარდა ) --- იმ დღეს დალასში იყვნენ , დამთხვევაა ????  

ნუ ადონისი სხვა დონეა, თავად ვერ გაისვრიდა ხელს no.gif

ადონისი ბანალნა არ იყო ამერიკაში .... მას ეკრძალებოდა ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა , ამიტომ ტექნიკურად ვერ იქნებოდა დალასში

თუმცა დონეც რა თქმა უნდა სხვა იყო ....

Posted by: Crazy Troll 23 Nov 2013, 23:02
QUOTE (Chxikvia @ 23 Nov 2013, 14:45 )
14.სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქალაქ მონროში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერლინ მონროსთან.

ტყუილია ეგ კონკრეტული შემთხვევა.
მ. მონრო 1962 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. ჯ. კენედი 1963 წლის შემოდგომაზე.

მაკიაველი
სასიკვდილო გასროლის დროს, კენედის თავის მოძრაობაც საინტერესოა.
ვიდეოს ნახვისას შთაბეჭდილება იქმნება, რომ გასროლა წინა მარჯვენა მხრიდან განხორციელდა და არა უკნიდან.

ოსვალდის ორეულზე ვერსია გსმენია?

Posted by: ErK 24 Nov 2013, 00:05
მაკიაველი
QUOTE
რამდენი დავწერე.... კარგია ერთ კაცს მაინც თუ დააინტერესებს

up.gif
ვისაც უნდა, დაინტერესდება, ვისაც არა - უორენის კომისიის დასკვნით დაკმაყოფილდება. smile.gif

Posted by: მაკიაველი 24 Nov 2013, 00:45
QUOTE (Crazy Troll @ 23 Nov 2013, 23:02 )
QUOTE (Chxikvia @ 23 Nov 2013, 14:45 )
14.სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქალაქ მონროში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერლინ მონროსთან.

ტყუილია ეგ კონკრეტული შემთხვევა.
მ. მონრო 1962 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. ჯ. კენედი 1963 წლის შემოდგომაზე.

მაკიაველი
სასიკვდილო გასროლის დროს, კენედის თავის მოძრაობაც საინტერესოა.
ვიდეოს ნახვისას შთაბეჭდილება იქმნება, რომ გასროლა წინა მარჯვენა მხრიდან განხორციელდა და არა უკნიდან.

ოსვალდის ორეულზე ვერსია გსმენია?

მსმენია მაგ ვერსია , მაგრამ ნამეტანი იდიოტობა არის .... საჭირო არ იყო ეგეთი ორეული იმ კომბინაცისთვის რაც გატარდა

შეიძლება ვინმემ სადმე დაიბრალა ოსვალდობა , რაღაც კონკრეტული მოქმედებისას , მაგრამ არა მგონი ამას დიდი მნიშვნელობა ქონოდა

Posted by: Crazy Troll 24 Nov 2013, 00:55
შედარებით ახალი გაკეთებული დოკ. ფილმია და იქ არი საუბარი ორეულზე. ვიფიქრე ნანახი გქონოდათ და იმიტომ გკითხეთ.
აი დავდებ და ვისაც დაგაინტერესებთ შეხედეთ.




Posted by: მაკიაველი 24 Nov 2013, 01:18
QUOTE (Crazy Troll @ 24 Nov 2013, 00:55 )
შედარებით ახალი გაკეთებული დოკ. ფილმია და იქ არი საუბარი ორეულზე. ვიფიქრე ნანახი გქონოდათ და იმიტომ გკითხეთ.
აი დავდებ და ვისაც დაგაინტერესებთ შეხედეთ.




ოკ ..... მადლობა , ვნახავ .......................

Posted by: Chxikvia 24 Nov 2013, 21:45
Crazy Troll
QUOTE
ტყუილია ეგ კონკრეტული შემთხვევა.
მ. მონრო 1962 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. ჯ. კენედი 1963 წლის შემოდგომაზე.


მართალი ხარ,არ მიმიქცევია ყურადღება.

Posted by: MASU 23 Nov 2014, 03:25
დღეს 22 ნოემბერია.......

Aმერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, უშუალო,
ქარიზმქტული, იდეალისტი, დემოკრატი პრეზიდენტი ,
რომელსაც არა Mარტო ამერიკის, არამედ მსოფლიოს
შეცვლა სურდა. მისი სიკვდილიც კი არაორდინალური
იყო.
დალასის ტრაგედიამ უამრავ შეთქმულების ვერსიას არსებობის საშუალება მისცა
და ამით უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში.
ხრუშოვი და კგბ
ფიდელ კასტრო და DI
CIA, FBI , საიდუმლო სამსახურები,
მაფია და სხვა.....
რეალურად ვინ იდგა ამის უკან, არავინ იცის
ან რატომ?! არც ამის პასუხი არსებობს.
ერთი , რაც დანამდვილებით ვიცით, ოსვალდია.
ახალგაზრდა, ამბიციური, კომუნიზმით იდეალიზირებული, ხელმიცარული, უმუშევარი, ფინანსურად გაკოტრებული, ყოფილი მარინი, კარგი მსრილელი, დეპრესიული.... დალასი, წიგნების საწყობის მე-6 სართUლი , მისი კუთVნილი რაიფელიდან საბედისწერო გასროლა....
რასაც ამერიკის 35 -ე პრეზიდენტის გარდაცვალება მოჰყვა.
იმსახურებს ეს კაცი გახსენებას:
ჯონ ფიჯერალდ კენედი
* * *
მოდერებს ვთხოვ, არ გადააგდოთ საერთაშორისოში,
მინდა ერთ საინტერესო ფაქტი აღვნიშნო.....
ერთი ქართველ ემიგრანტის უსაშველოდ საინტერესო ცხოვრება.....
რომელიც,
როგორღაც კენედებსაც უკავშირდება

Posted by: ErK 23 Nov 2014, 04:19
QUOTE
ერთი , რაც დანამდვილებით ვიცით.................
.................მისი კუთVნილი რაიფელიდან საბედისწერო გასროლა....
რასაც ამერიკის 35 -ე პრეზიდენტის გარდაცვალება მოჰყვა.

თუ "ვიცით", რომ იმ შაშხანიდან გასროლით მოკვდა, გასარკვევი რაღა ყოფილა.
QUOTE
და ამით უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში

და დაიწყო: ჰიპები, სექსუალური რევოლუცია, და ასე შემდეგ.
QUOTE
ოსვალდი

http://forum.ge/?showtopic=34703470&view=findpost&p=42853806
ალბათ კენედიც ვერ უზრუნველყოფდა საჭირო მიმართულებით სვლას. rolleyes.gif

Posted by: ronald_wesley 16 Jan 2020, 10:20
კიდევ 6 წელზე მეტი გავიდა არაფერი ისმის ახალი?

Posted by: ბესიკის26 16 Jan 2020, 15:26
გახარიამ თქვა გავხსნი მაგ საქმეს....
თუ 2020 ისევ აგვირჩევთ ქოცბანდასო biggrin.gif

Posted by: stelss93 16 Jan 2020, 19:43
MASU
QUOTE
ავტორი არ მახსოვს მაგრამ ახლაც უნდა მქონდეს
მე ქართულად წავიკითხე ღრმა ახალგაზრდობაში

უილიამ მანჩესტერი - "პრეზიდენტ კენედის მკვლელობა" William Manchester "The death of a president"


Posted by: zamzumi 17 Feb 2020, 22:00
მაკიაველი
QUOTE
რუზველტის მერე ეგეთი პრეზიდენტი ამერიკას არ ყოლია ....

ნიქსონზე მაქვს საუბარი .... მოსმენების ბრალდება არც ყოფილა ნიქსონის მიმართ , მან მართლაც არ იცოდა ეს დეტალები .... ნიქსონს ბრალად წაუყენეს გამოძიებაზე ხელის შეშლა , იუსტიციის მინისტრს მოთხოვა პროკურორის გადაყენება , რომელმაც მოითხოვა თეთრი სახლის შიდა კამერების ჩანაწერები .... ხო და რას ქვია პროკურორის გადაყენება მოითხოვაო და დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურები

სულ მიშას გავდა , სააკიანცს     
----

ცუდია , რომ ნიქსონი მხოლოდ მაგ სკანდალით არის ცნობილი ჩვენთან და არავინ ახსენებს მის გარღვევებს , როგორც შიდა პოლიტიკაში ამერიკაში , ასევე საგარეო პოლიტიკაში

ტიპმა სსრკ-ს ჩინეთი აახია ბოლო-ბოლო    მაო ძე დუნი დაკერა და ამით მსოფლიო ისტორია შეცვალა .... აქ კიდევ სულელ რეიგანს აღმერთებენ 



QUOTE
ხომ საინტერესოა .... შეგვიძლია გავაგრძელოთ

აკლია ეს კაცი ფორუმს.
ბევრ საინტერესო რამეებს წერდა.
sad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)